„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის N01/778 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბრძანება №01/1139 |
|
2017 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №01/778 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.055.016035) დამტკიცებულ „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ (შემდგომში – „საკვალიფიკაციო მოთხოვნები“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სპორტის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება; გ) შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; გ.გ) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; გ.დ) საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“; გ.ე) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft office word – კარგი, Microsoft office excel – კარგი, Microsoft office outlook – კარგი); ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (წერითი B 1, მეტყველება B 1 ); ვ) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში („დეს“) მუშაობის გამოცდილება; ზ) სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება. 5. სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება; გ) შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; გ.გ) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; გ.დ) საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“; გ.ე) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft office word – კარგი, Microsoft office excel – კარგი, Microsoft office outlook – კარგი); ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (წერითი B 1, მეტყველება B 1 ); ვ) სასურველია დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში („დეს“) მუშაობის გამოცდილება.“. 2. „საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ბ.გ) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; ბ.დ) საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“; ბ.ე) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft office word –კარგი, Microsoft office excel – კარგი, Microsoft office outlook – კარგი); დ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (წერითი B 1, მეტყველება B 1).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|