„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№425
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.017039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება N425

30 ნოემბერი 2017 წ.

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

            ვბრძანებ:


მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/07/2017, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016991) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:

          1. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            ,,1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

            ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

            ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);

            გ) ეკონომეტრიკისა და მაკროეკონომიკური ანალიზის საფუძვლიანი ცოდნა;

            დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს კანონის „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, საერთაშორისო საბიუჯეტო კლასიფიკაციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

            ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office PowerPoint, Microsoft office Outlook), ეკონომეტრიკულ-სტატისტიკური კომპიუტერული პროგრამების (E-Views, Stata, SPSS ან სხვა ალტერნატიული) ცოდნა;

            ვ) ინგლისური ენის ცოდნა.“.

 

          2. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

            „3. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი:

            ა) უმაღლესი  ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება მათემატიკის ან ფინანსების სპეციალობით;

            ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

            გ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა;

            დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა;

            ე) ინგლისური ენის ცოდნა.“.

 

          3. 32-მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            „4. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი:

            ა) უმაღლესი  ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საჯარო მმართველობის სპეციალობით;

            ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ I, II და III თავების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

            გ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დონორი ორგანიზაციების ძირითადი სადამფუძნებლო შეთანხმებების, სტანდარტული/ძირითადი დებულებების და სახელმძღვანელოების (მათ შორის, შესყიდვების წესები, თანხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოები) ცოდნა;

            დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა;

            ე) ინგლისური ენის ცოდნა.“.


მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე