„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №6 |
|
2018 წლის 10 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/07/2017, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016991) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
1. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის სპეციალობით; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) ცოდნა. 2. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის სპეციალობით ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) ფოტო- და ვიდეოგადაღებების უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან ბიზნესსექტორთან ურთიერთობის ან მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) ცოდნა.“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ბ) პროტოკოლის მიმართულებით ან/და საერთაშროსიო ორგანიზაციებთან/დონორებთან ურთიერთობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) ცოდნა; ე) ინგლისური ენის ცოდნა. სასურველია რუსული ენის ცოდნაც.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.01.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.033.017056.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6, 10.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.017056 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3995148/