მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2016
ძალის დაკარგვა 28.10.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №490
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.016566
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ამირანაშვილი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№490
2016 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის მე-5 პუნქტის, 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის თანდართული ტექსტი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი
დანართი
მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცი
მე (სახელი, გვარი), ვიწყებ რა მეხანძრე-მაშველის საქმიანობის შესრულებას, საზეიმოდ ვფიცავ:
– დავიცვა ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები, ასევე სამსახურებრივი ბრძანებებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა;
– კეთილსინდისიერად და ღირსეულად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობანი;
– მკაცრად დავიცვა სახელმწიფოებრივი და სამსახურებრივი საიდუმლოება, გავუფრთხილდე მინდობილ ქონებას;
– არ დავიშურო ძალა, საჭიროების შემთხვევაში – საკუთარი სიცოცხლეც კი, საგანგებო სიტუაციის დროს განსაცდელში ჩავარდნილი ნებისმიერი ადამიანის დასახმარებლად, მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადასარჩენად, აგრეთვე გარემოს დასაცავად;
– სამსახურის გავლის პერიოდში ვიყო ამ ფიცის ერთგული და ღირსეულად ვატარო ჩემთვის მონიჭებული წოდება.
დაე, ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა მადლიერება იყოს ჩემთვის უმაღლესი ჯილდო.
ხელმოწერა: ________________ თარიღი: __________