საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №88 |
|
2019 წლის 26 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს №490 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მე, საქართველოს მოქალაქე, ვიწყებ რა სამსახურს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ვფიცავ:
- დავიცვა ჩემი სამშობლო საქართველო, ერთგულად და ღირსეულად ვემსახურო საზოგადოებას; - დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია, კანონები, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, კანონიერების პრინციპები და თანაზომიერება, არ დავუშვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია; - დავიცვა სახელმწიფო, პროფესიული და კომერციული საიდუმლოება. - არ დავიშურო ძალა, საჭიროების შემთხვევაში – საკუთარი სიცოცხლეც კი, საგანგებო სიტუაციის დროს განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის დასახმარებლად, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. დავიცვა და ვიზრუნო კულტურული ფასეულობების, გარემოს, სახელმწიფო და კერძო საკუთრების გადასარჩენად. - კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა, გავუფრთხილდე მინდობილ ქონებას და სამსახურის გავლის პერიოდში ვიყო ამ ფიცის ერთგული.
ხელმოწერა: ________________ თარიღი: __________. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2019.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.10.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №88. სარეგისტრაციო კოდი — 140060000.22.034.016913.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“, №88, 26.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.016913 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4688283/