მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №490 |
|
2016 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი |
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის მე-5 პუნქტის, 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის თანდართული ტექსტი.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
დანართი
მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცი მე (სახელი, გვარი), ვიწყებ რა მეხანძრე-მაშველის საქმიანობის შესრულებას, საზეიმოდ ვფიცავ: – დავიცვა ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები, ასევე სამსახურებრივი ბრძანებებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა; – კეთილსინდისიერად და ღირსეულად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობანი; – მკაცრად დავიცვა სახელმწიფოებრივი და სამსახურებრივი საიდუმლოება, გავუფრთხილდე მინდობილ ქონებას; – არ დავიშურო ძალა, საჭიროების შემთხვევაში – საკუთარი სიცოცხლეც კი, საგანგებო სიტუაციის დროს განსაცდელში ჩავარდნილი ნებისმიერი ადამიანის დასახმარებლად, მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადასარჩენად, აგრეთვე გარემოს დასაცავად; – სამსახურის გავლის პერიოდში ვიყო ამ ფიცის ერთგული და ღირსეულად ვატარო ჩემთვის მონიჭებული წოდება. დაე, ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა მადლიერება იყოს ჩემთვის უმაღლესი ჯილდო.
ხელმოწერა: ________________ თარიღი: __________
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.10.2019.
- როდის იქნა მიღებული „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“?
- „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №490. სარეგისტრაციო კოდი — 140060000.22.034.016566.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.10.2019-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“, №490, 31.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.016566 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3385174/