საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2016
ძალის დაკარგვა 23.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №486
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016562
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ამირანაშვილი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 22.10.2020
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№486
2016 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 5210 მუხლის მე-2 პუნქტის, 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში –
სამინისტრო) სსიპ –
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შემდგომში –
სააგენტო) მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე), მათ შორის, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეთა წახალისების ფორმებს და წესს, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის სახეებსა და პასუხისმგებლობის ზომებს, დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოხსნის პირობებს და პროცედურებს.
მუხლი 2🔗. მოსამსახურის წახალისება და წახალისების ფორმები
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი პრემიის მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სამინისტროს/სააგენტოს სიგელით დაჯილდოება;
ე) სამინისტროს/სააგენტოს სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ვ) სამინისტროს/სააგენტოს მედალიონით დაჯილდოება;
ზ) სამინისტროს/სააგენტოს მედლით დაჯილდოება;
თ) სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა;
ი) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
კ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
2. შესაძლებელია მოსამსახურის მიმართ ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
მუხლი 3🔗. მოსამსახურის წახალისებაზე წარდგენა და წახალისების წესი
1. მოსამსახურის წახალისება ხდება მოსამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით.
2. წარდგინებას უნდა ერთოდეს მოსამსახურის დახასიათება კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურების მითითებით, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე ფორმა.
3. წახალისების შესახებ წარდგინება გადაეგზავნება სამინისტროს/სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის შესაბამის დანაყოფს, რომელიც მასალებს ამზადებს 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. მოსამსახურის წახალისების შესახებ ბრძანება იგზავნება კუთვნილებისამებრ.
5. წახალისების ნებისმიერი სახის გამოყენება შესაძლებელია მიუხედავად იმისა, თუ როდის (რა ვადაში) იქნა წახალისებული მოსამსახურე.
6. მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეში.
7. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.
8. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურის წახალისების უფლება აქვს:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს (შემდგომში –
მინისტრი) –
ყველა სახის წახალისების გამოყენება;
ბ) კურატორ მინისტრის მოადგილეს –
მადლობის გამოცხადება; დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა (გარდა მინისტრის მიერ დადებული სახდელისა); ფულადი პრემიის მიცემა; ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; კომპეტენციის ფარგლებში მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება; სააგენტოს სიგელით, სამკერდე ნიშნით, მედალიონით ან/და მედლით დაჯილდოება;
გ) სააგენტოს დირექტორს –
მადლობის გამოცხადება; ფულადი პრემიის მიცემა; ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; მის მიერ განხილული და შეფარდებული დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა.
მუხლი 4🔗. მოსამსახურის წახალისებისას ფულადი ჯილდოს მიცემა
1. მოსამსახურეს, რომელიც წახალისების ფორმით დაჯილდოვდება სააგენტოს სამკერდე ნიშნით („განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, „წარმატებული სამსახურისთვის“) ერთჯერადად ეძლევა ფულადი ჯილდო მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ოდენობით.
2. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანისას მიეცემა ერჯერადი ფულადი ჯილდო.
მუხლი 5🔗. დისციპლინური გადაცდომის სახეები
1. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება;
გ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, ჩადენილია სამსახურში თუ მის გარეთ;
ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს;
ზ) ფიცის გატეხვა;
თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა;
ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომის დისციპლინის დარღვევებია:
ა) სამსახურში ალკოჰოლური სასმელების მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება (გარდა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დაგეგმილი ან კორპორატიული ღონისძიებებისა);
ბ) შრომის შინაგანაწესის დარღვევა;
გ) სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;
დ) სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით ან/და იერსახით გამოცხადება;
ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ბეიჯის“ ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება;
ვ) სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით;
ზ) სამსახურში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა;
თ) ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება;
ი) არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე (თათბირი, კონფერენცია და სხვა) დაგვიანება ან არგამოცხადება;
კ) თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე;
ლ) სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი;
მ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის არქონა ( თუ არსებობს ასეთი ვალდებულება);
ნ) არასწორად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ო) შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა, ობიექტური მიზეზების გარდა;
პ) აუცილებლობის გარეშე, ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება;
ჟ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება;
რ) სამინისტროს მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა სამინისტროს მოსამსახურისა), თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე.
მუხლი 6🔗. დისციპლინური სახდელის სახეები
1. დისციპლინური გადაცდომისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი სახის დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიიდან ამოღება;
ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ვ) სამსახურიდან დათხოვნა.
მუხლი 7🔗. დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და გამოყენების წესი
1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველია მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის და დისციპლინური გადაცდომის შესახებ მიღებული ინფორმაცია (მათ შორის, ოპერატიული ინფორმაცია) მოქალაქეთა და მოსამსახურეთა (მათ შორის, სამინისტროს მოსამსახურეთა) წერილობითი ან ზეპირი განცხადებების, საჩივრების და პატაკების სახით, სასამართლოს კერძო განჩინებები (დადგენილებები), სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ასევე იურიდიული თუ ფიზიკური პირებისგან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები, აგრეთვე, ხელმძღვანელის დავალებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებისას აღმოჩენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტები.
2. იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი არის მოსამსახურის უშუალო უფროსის ან მისი ზემდგომი თანამდებობის პირის წერილობითი წარდგინება, მასში ასახული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
ა) მოსამსახურის სახელი, გვარი;
ბ) თანამდებობა;
გ) სახელმწიფო სპეციალური წოდება;
დ) სააგენტოში დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი;
ე) დისციპლინური გადაცდომის არსი;
ვ) მასალები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს;
3. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სააგენტოს დირექტორი სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნის მოსამსახურის გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს მინისტრს ან სააგენტოს დირექტორს.
4. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სააგენტოს ინსპექტირების სამსახური უფლებამოსილია, შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და განიხილოს მიზანშეწონილი დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ, რასაც, სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, წარუდგენს სააგენტოს დირექტორს.
5. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია სათანადო დასკვნის მოსამზადებლად გადააგზავნოს სააგენტოში.
6. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით სამინისტროს გენერალური ინსპექცია/სააგენტოს ინსპექტირების სამსახური უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სააგენტოს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტება.
7. სააგენტოს დირექტორს, მის მიერ დისციპლინური სახდელის შეფარდებისას, უფლება აქვს გამოიყენოს ამ წესის მე–6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელი.
8. დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების შემთხვევაში სააგენტოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურესთან წყდება სამსახურებრივი ურთიერთობა და შრომითი ხელშეკრულება.
9. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენიდან, მაგრამ არაუგვიანეს ერთი წლისა, მოსამსახურის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის გამოვლენის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ხოლო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არა უგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების დრო. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ შეეფარდება, თუ მისი ჩადენის დღიდან გავიდა 3 წელი და აღნიშნულ პერიოდში ვერ გამოვლინდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი.
10. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.
11. პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან მოსამსახურე 24 საათის განმავლობაში ჩამოაშოროს სამსახურს. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოხელეს უნარჩუნდება ფულადი სარგო დანამატებთან ერთად.
12. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსამსახურეს უშუალო უფროსის, ზემდგომი თანამდებობის პირის ან სამინისტროს გენერალური ინსპექციის/სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლის მიერ უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს ოქმი, რომელიც დადასტურებული იქნება არანაკლებ ორი მოსამსახურის ხელმოწერით.
13. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე, ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
14. ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის უშუალო უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
15. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, გარდა წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
16. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.
17. დისციპლინურ გადაცდომაზე დისციპლინური წარმოებისას და დისციპლინური სახდელის შეფარდებისას გამოიყენება ამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღისთვის მოქმედი დისციპლინური წარმოებისა და სახდელის შეფარდების მარეგულირებელი შესაბამისი წესები.
მუხლი 8🔗. დისციპლინური სახდელების მოხსნის წესი და დისციპლინური სამართალწარმოების ვადები
1. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება:
ა) ამ წესის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში –
3 თვის ვადით;
ბ) ამ წესის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში –
6 თვის ვადით;
გ) ამ წესის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში –
1 წლის ვადით.
2. დისციპლინური სახდელი შეიძლება მოიხსნას ვადაზე ადრე, თუ:
ა) მოსამსახურემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს არგუმენტირებული, დასაბუთებული წერილობითი ფორმით (წარდგინება).
4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.
5. დისციპლინური გადაცდომის უმნიშვნელო ხარისხის ან სხვა მოტივის არსებობისას, აგრეთვე, მოსამსახურის წინა დამსახურების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეკომენდაციო ბარათი, რომლითაც ანალოგიური დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსამსახურეს მიეცემა მითითებები მომავალში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მათი დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.
6. სარეკომენდაციო ბარათი თავსდება მოსამსახურის პირად საქმეში.
მუხლი 9🔗. შეფარდებული დისციპლინური სახდელის გასაჩივრების წესი
მოსამსახურეს უფლება აქვს დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებული ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში.