საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№149
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017077
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 13 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება (12)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №149

2020 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  2018 წლის 22 დეკემბრის №4067-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს №486 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 31/08/2016, 140130000.22.034.016562);

ბ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №9 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016010);

გ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №11 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016012);

დ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №18 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016019);

ე) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №20 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016021);

ვ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №19 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016020);

ზ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №13 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016014);

თ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №16 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016017);

ი) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №12 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016013);

კ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №14 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016015);

ლ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საორგანიზაციო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №10 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016011);

მ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №15 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016016);

ნ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №17 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 01/08/2018, 140070000.67.079.016018).

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური