საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის საზოგადოებსასთან ურთიერთობის სამმართველოს (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.07.2018 ძალადაკარგული 22.10.2020
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
140070000.67.079.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №12

2018 წლის 31 ივლისი

ქ . თბილისი

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“  ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი



დანართი

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულება
თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

სამმართველო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი ფუქციებისა და ამოცანების შესრულებისას წარმოადგენს სამსახურს.

მუხლი 3

სამმართველო საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით.

მულხი 4

სამმართველო ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენლი წესით.

თავი II

სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებები

მუხლი 5

სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციისა და სტრატეგიის განსაზღვრა და იმპლემენტაცია.

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და  სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება.

მუხლი 6

სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციისა და სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მისი შესრულება/შესრულების კოორდინაცია;

ბ) სამსახურში მიმდინარე პროცესების და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის  (სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

გ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებეთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ურთიერთობის კოორდინაცია;

დ) სამსახურის საზოგადოებრივ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიეების ორგანიზება;

ე) საზოგადოებრივი აზრის შესახებ, სამსახურის ხელმძღვანელობის ინფორმირება, საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ჩამოყალიბების მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება;

ვ) ფოტო- და ვიდეოკადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა და  სამსახურის საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;

ზ) სამსახურის მიერ დადგენილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორცილება;

თ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიცილაური გვერდების მართვა;

ი) ინციდენტის, საგანგებო სიტუაციის ან/და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიების დროს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან მუშაობა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება; სახანძრო-სამაშველო-ძალების დეპარტამენტთან და კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით საგანგებო სიტუაციის ადგილზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინირება;

კ) სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;

ლ) საგანგებო სიტუაციების პრევენციის მიზნით სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების განხორციელება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

თავი III

 სამმართველოს ხელმძღვანელობა და მისი უფლებამოსილებანი

მუხლი 7

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია საგანგებო სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;

გ) სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა  წახალისების თაობაზე;

დ) მიმართავს სამსახურის შესაბამის დანაყოფს სამმართველოს მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

ე) აანალიზებს სამმართველოს საქმიანობას და სამსახურის უფროსსა და კურატორ უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ;

ვ) სამსახურის შესაბამის დანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;

ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოს მომზადებულ დოკუმენტაციას;

თ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსსა და კურატორ უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსისა და კურატორი უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.

4. სამმართველოს უფროსის არყოფნისას სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი მოსამსახურე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.