აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 05.09.2016
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016033
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.09.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის
არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის
მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურისათვის №80 ქედის, №82 შუახევის და №84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო, კანონით განუსაზღვრელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დადგენილება №13
2016 წლის 5 სექტემბერი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ
როგორც ცნობილია 2016 წლის 8 ოქტომბერს ერთდროულად გაიმართება საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით არ არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში, როგორ მიენიჭოს საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები. შესაბამისად, აუცილებელია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განუსაზღვრელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრა.
საარჩევნო სუბიექტებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას, არჩევისთვის ხელის შეწყობის და ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვების მიზნით იყენებენ მათთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით განსაზღვრულ რიგით ნომერს, კერძოდ, რიგით ნომერს იყენებენ მათ მიერ დამზადებულ სააგიტაციო მასალაზე, პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამაში, რაც მნიშვნელოვანია, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები აღინიშნება საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი განსაზღვრულია შემდეგნაირად –
ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას შემოხაზავს მისთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტის ნომერს.
ამრიგად, ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის, საარჩევნო სუბიექტებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების, კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილებით განისაზღვროს რიგითი ნომრის მინიჭების წესი.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 119-ე მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 45-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საარჩევნო სუბიექტს, რომელიც მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მიენიჭა რიგითი ნომერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მიენიჭება იგივე რიგითი ნომერი.
მუხლი 2🔗
იმ საარჩევნო სუბიექტებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში, რიგითი ნომრების მინიჭების მიზნით უმაღლესი საარჩევნო კომისიაში იმართება წილისყრა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობა განსხვავდება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკის შემადგენლობისაგან, მონაწილეობს წილისყრაში ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 4🔗
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს უმაღლესი საარჩევნო კომისია. წილისყრისას ნომრების რაოდენობა შეესაბამება წილისყრაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობას. წილისყრაში არ მიიღებენ მონაწილეობას ის რიგითი ნომრები, რომლებიც მინიჭებულია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის.
მუხლი 5🔗
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის მინიჭება ხდება 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის რიგითი ნომრების მინიჭების პროცედურების დასრულების შემდეგ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.
მუხლი 6🔗
საოლქო საარჩევნო კომისიაში რიგითი ნომრის მისანიჭებლად გასამართ წილისყრაში მონაწილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები იწყება 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო ზრდადი რიცხვიდან. წილისყრაში მონაწილეობს იმდენი რიგითი ნომერი, რამდენი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატიც მონაწილეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში.
მუხლი 7🔗
საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გაერთიანებულნი არიან საარჩევნო ბლოკში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობენ დამოუკიდებლად ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული უფლებით სარგებლობს ასეთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პირველად დასახელებული პარტია.
მუხლი 8🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 9🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონიაკომისიის მდივანისოფიო კახაძე