საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1753
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022088
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1753

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

 „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მიეცეს წინასწარი თანხმობა, ჰაერის კონდიცირების საშუალებების (CPV42512000) შესყიდვა განახორციელოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების მართვის“ სახელმწიფო პროგრამის (პროგრამული კოდი – 35 01 06) ასიგნებების ფარგლებში და პერსონალური კომპიუტერების (CPV30213000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სასწრაფო გადაუდებელი დახმარება“ სახელმწიფო პროგრამის (პროგრამული კოდი –35 03 03 07 02) ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი