საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2594
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022717
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2594

2016 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის  მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს მიეცეს წინასწარი თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) „ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის“ საჭიროებისათვის ავეჯის (CPV 39100000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით გათვალისწინებული „სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა  დაცვისა და დახმარების პროგრამის“  სახელმწიფო პროგრამის ასიგნებების (პროგრამული კოდი: 35 01 05) ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                 გიორგი კვირიკაშვილი