სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1756
2016 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე 140 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №72.13.16.372) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2100 (ორი ათას ასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისს“ (ს/ნ: №205129617).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე გაზგამანაწილებელი სადგურის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება არაუგვიანეს 2017 წლის 01 თებერვლისა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.08.2016.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ მიღებულია 26.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1756. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022115.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“, №1756, 26.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022115 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3388925/