შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.09.2016
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016284
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/09/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,309 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.04.2018 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.12.2015 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.05.2015 ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.02.2018 მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2016 წლის 5 სექტემბერი ქ. გურჯაანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე- 4 პუნქტების და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის №76 განკარგულების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დებულება”, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე  გურჯაანის  მუნიციპალიტეტში მომუშავე საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს გურჯაანის   მუნიციპალიტეტის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების  უზრუნველყოფისათვის  აუცილებელი  პირობების შექმნის საკითხებს.  მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.  მუხლი 3🔗. საბჭოს ამოცანები საბჭოს ამოცანებია: 1. სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა; 2. სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებაზე ზედამხედველობა და შესრულებული საქმიანობების შეფასება ყოველი წლის ბოლოს; 3. სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული საქმიანობის შეფასების ანგარიშის წარდგენა გამგებლისა და საკრებულოს წინაშე; 4. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მონიტორინგი და შეფასება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის პერსპექტივიდან; 5. სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა; 6. ადრეული განვითარების ხელშეწყობა; 7. წინადადებების შემუშავება შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის თაობაზე; 8. დისკრიმინაციის დაუშვებლობა პროგრამების შემუშავების პროცესში; 9. საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნის მომზადება; 10. გამგეობის მიერ გამოცხადებული ყველა სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავების პროცეში ჩართვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გათვალისწინების მიზნით; 11. სპორტი და პარაოლიმპიადა; 12. სტატისტიკა; 13. დონორი ორგანიზაციების ჩართვა. მუხლი 4🔗. საბჭოს უფლებამოსილება 1.  საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთნება: ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) გურჯაანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით; გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით; დ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება; ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის, სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებთან ერთად; ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა; თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა; ი) შშმ პირებთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; კ) შშმ პირებთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსულტირება; ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენა; მ) შშმ პირებთან დაკავშირებით გურჯაანის  მუნიციპალიტეტის სტრუქტრული ერთეულების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიციირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია; ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება; პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები-დან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები. 3.  საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  მშობლების არჩევის წესი 1. საბჭოს შემადგენლობაში შემავალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აირჩევიან ერთი წლის ვადით საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. 2. მსურველებმა საბჭოს უნდა წარუდგინონ: განაცხადი და სამოტივაციო წერილი. 3. ერთი და იგივე პირი შესაძლებელია საბჭოს წევრი იყოს ზედიზედ მხოლოდ სამი წლის განმავლობაში.  მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა (სათათბირო ხმით და სათათბირო ხმის გარეშე საბჭოში მონაწილეობა) 1. საბჭოში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს საბჭოს ყველა  წევრი. 2. საბჭოს მდივანსა და მოწვეულ სპეციალისტს არა აქვთ ხმით მიცემის უფლება. 3. სხდომა უფლებამოსილად ითვლება, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის 2/3. 4. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით. მუხლი 7🔗. შეკრების პერიოდულობა (მიმდინარე და რიგგარეშე) 1. საბჭო იკრიბება ორ თვეში ერთხელ, ყოველი მეორე თვის პირველ ოთხშაბათს. 2. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს მიმდინარე შეკრების დღე დაემთხვა დასვენების დღეს, საბჭო შეიკრიბება მომდევნი სამუშაო დღეს. 3. საჭიროების შემთხვევაში საბჭო იკრიბება რიგგარეშე სხდომაზე. მუხლი 8🔗. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება 1. საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი: ა)  საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით;  ბ) თავმჯდომარე აირჩევა ერთი წლის ვადით; გ) თავმჯდომარედ ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ სამჯერ; დ) კანდიდატის წაყენების უფლება აქვს სამუშაო ჯგუფს და საბჭოს წევრს; 2. თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს. 3. წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას. 4. დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს. 5. ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას. 6. უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება. მუხლი 9🔗. საბჭოს თავმჯდომარის  მოადგილე   1.  საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე. 2. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას. 3. კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 4. ამ დებულებიდან გამომდინარე  ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 10🔗. საბჭოს მდივანი 1. პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე. 2. საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას. 3. საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს. 4. აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას. 5. ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას; მუხლი 11🔗. საბჭოს წევრის უფლებამოსილება 1.  საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან; გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი. დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. 2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ. 3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილება  შეუწყდება, თუ: ა) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ სამჯერ გააცდენს საბჭოს მიმდინარე სხდომას; ბ) კანონიერ ძალაშია შესრული სასამართლოს გადაწყვეტილება; გ) გარდაიცვალა; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელს გაუვიდა აღნიშნული დებულებით მინიჭებული სამჯერ ზედიზედ არჩევის უფლებამოსილების ვადა. მუხლი 12🔗. დამატებითი სპეციალისტების მოწვევა საბჭოს აქვს უფლება საჭიროების მიხედვით მოიწვიოს დარგის შესაბამისი ექსპერტები სამუშაო ჯგუფებსა და საბჭოს გაფართოებულ სხდომებში მონაწილების მიზნით ზეპირი განხილვის პროცესში.  მუხლი 13🔗. საბჭოს სხდომები 1. საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. 4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში. 5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. მუხლი 14🔗. ინფორმაციის გავრცელება საბჭოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების ჩართვის უზრუნველსაყოფად ინფორმაციის გავრცელება ევალება ადმინისტრაციულ ჯგუფს. მუხლი 15🔗. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილების სახით) გამგებლის  წარდგინების საფუძველზე იღებს გურჯაანის  მუნიციპალიტეტის საკრებულო.