📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2016
ძალის დაკარგვა 01.03.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016272
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 545 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2016 მიღება
01.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2016 წლის 7 სექტემბერი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის     24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის  სამსახურის  დებულება დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №30 დადგენილება (სსმ 12/09/2014  სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016181). მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური დანართი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2.  სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებთან; გ) თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან; დ) უსახლკაროთა რეგისტრაცია შემოსული განცხადებების საფუძველზე; ე) უმუშევართა რეგისტრაცია შემოსული განცხადებების საფუძველზე; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომის ვეტერანებისათვის სოციალური დახმარებების თაობაზე წინადადებების შემუშავება; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, აგრეთვე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სოციალური შეღავათების დაწესებისა და დახმარებების გაცემის თაობაზე წინადადებების შემუშავება; თ) სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება შესაბამის სამსახურებთან ერთად; ი) ჰუმანიტარული დახმარებების განაწილება საჭიროების მქონე მოქალაქეებზე შესაბამის სამსახურებთან ერთად;  კ) თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემების წარმოება კატეგორიების გათვალისწინებით (მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეჭირვებული ოჯახები და ა.შ.)  შესაბამისი სამსახურების ჩართულობით; ლ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში დანერგილი სიახლეების შესახებ მასობრივი ინფორმაციისა და სხვა საშუალებების გამოყენებით; მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  უფლებამოსილებათა  განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა: 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან: ა) მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვის საკითხებში; ბ) მთავარი სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში. 2.  სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით და ამ დებულებით.  სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. მუხლი 4🔗. მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვის საკითხებში მთავარი სპეციალისტი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში: ა) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; ბ) თანამშრომლობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებთან; გ) თანამშრომლობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან; დ) უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას შესაბამის სამსახურებთან ერთად. მუხლი 5🔗. მთავარი სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში მთავარი სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში: ა) უზრუნველყოფს სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ)  აწარმოებს უსახლკაროთა რეგისტრაციას შემოსული განცხადებების საფუძველზე; გ) აწარმოებს უმუშევართა რეგისტრაციას შემოსული განცხადებების საფუძველზე; დ) შეიმუშავებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, აგრეთვე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სოციალური შეღავათების დაწესებისა და დახმარებების გაცემის თაობაზე; ე) შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უზრუნველყოფს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემების წარმოებას კატეგორიების გათვალისწინებით (მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეჭირვებული ოჯახები და ა.შ.); ვ) უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას შესაბამის სამსახურებთან ერთად.