საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 15.10.2015
ძალაში შესვლა 01.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №40-15
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016425
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/09/2016
matsne.gov.ge 2,536 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.2015 მიღება
01.09.2016 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) 98% 27.04.2019 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 13.01.2015 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 05.07.2001 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 30.08.2017 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 13.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს მთავრობა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი, სურთ  რა  ხელი  შეუწყონ  ურთიერთშორის  ეკონომიკურ  ურთიერთობათა გაღრმავებას, სამგზავრო  და  სატვირთო  საგზაო  გადაზიდვების  განვითარებას  თავიანთი ქვეყნებიდან და ქვეყნებისაკენ და ასევე ტრანზიტად მათი სახელმწიფო ტერიტორიების გავლით, შეთანხმდნენ  შემდეგზე: ზოგადი  დებულებები მუხლი  1🔗 სფერო 1. წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო და სატვირთო გადაყვანა-გადაზიდვებს, რომლებიც ხორციელდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დაფუძნებული გადამზიდველების მიერ, ამ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით, პირდაპირი და უკუმიმართულებით  და/ან  ტრანზიტს  ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო  ტერიტორიის გავლით. 2.  წინამდებარე შეთანხმება   გავლენას  არ   ახდენს   ხელშემკვრელი   მხარეების უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც  გამომდინარეობენ   სხვა   საერთაშორისო შეთანხმებებიდან. მუხლი  2🔗 განსაზღვრებები ამ შეთანხმების  მიზნებისათვის: 1. „გადამზიდველი“ ნიშნავს  ერთ-ერთი  ხელშემკვრელი  მხარის    სახელმწიფოს ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  ნებისმიერ   ფიზიკურ  ან  იურიდიულ პირს, რომელსაც დაფუძნების ქვეყნის  შიდა კანონმდებლობის   შესაბამისად   უფლება   აქვს განახორციელოს  მგზავრთა   საერთაშორისო გადაყვანა  ან  ტვირთის   საერთაშორისო გადაზიდვა საავტომობილო ტრანსპორტით. 2. „გადაყვანა/გადაზიდვა“ ნიშნავს დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ოპერირებას ხელშემკვრელ მხარეებს შორის ან მესამე სახელმწიფოდან/სახელმწიფოს მიმართულებით ან ტრანზიტით, იმ შემთხვევების ჩათვლით, როდესაც გადაყვანა/გადაზიდვის ნაწილი ხორციელდება მატარებლის ან საზღვაო ხომალდის საშუალებით. 3. „ავტოსატრანსპორტო  საშუალება“  ნიშნავს  ძრავიან  ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც რეგისტრირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ქვეყანაში: a) ცალკე აღებულს ან ავტოსატრანსპორტო   საშუალებათა  კომბინაციას მისაბმელით ან ნახევარმისაბმელით; b) განკუთვნილს  საავტომობილო  გზით მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისათვის; c) რომელიც  იმყოფება  გადამზიდველის  განკარგვაში მისი  საკუთრების  სახით, ან ქირავნობის ან  ლიზინგის ხელშეკრულების  პირობების თანახმად. 4. „რეგისტრაცია“ ნიშნავს კომპეტენტური  ორგანოების  მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კომბინაციის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების  საიდენტიფიკაციო  ნომერი   წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს ნებართვების გაცემისას ან  მათგან  გათავისუფლებისას, იმ  შემთხვევაშიც  კი, როდესაც მისაბმელი ან ნახევარმისაბმელი არ არის რეგისტრირებული იმავე საიდენტიფიკაციო ნომრით  ან  რეგისტრირებულია სხვა  ქვეყანაში, ან  გააჩნია  სხვა  ქვეყანაში  საქმიანობის უფლება. 5. „ნებართვა“ ნიშნავს თითოეული ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ  გაცემულ სპეციალურ დოკუმენტს, რომელიც გადამზიდველს აძლევს უფლებას განახორციელოს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაზიდვა ორივე მიმართულებით ორმხრივი მიმოსვლისას ან ტრანზიტი, ან სატვირთო გადაზიდვები მესამე  სახელმწიფოდან/სახელმწიფოს მიმართულებით, ან  მგზავრთა რეგულარული ან არარეგულარული  გადაყვანა  დადგენილი წესით. 6. „დაფუძნების ქვეყანა“ ნიშნავს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიას, სადაც დაფუძნებულია გადამზიდველი და რეგისტრირებულია  ავტოსატრანსპორტო  საშუალება. 7. „მასპინძელი ქვეყანა“ ნიშნავს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის  სახელმწიფო ტერიტორიას, სადაც ავტოსატრანსპორტო  საშუალება საქმიანობას ეწევა  რეგისტრაციის და  შესაბამისი  გადამზიდველის დაფუძნების გარეშე. 8. „ავტობუსი“ ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, განკუთვნილს საავტომობილო გზით მგზავრების გადაყვანისათვის, რომელიც  საკუთარი  აგებულებით და აღჭურვილობით განკუთვნილია მძღოლის ჩათვლით ცხრაზე მეტი მგზავრის გადასაყვანად. 9. „ტრანზიტი“ ნიშნავს დატვირთული ან დაუტვირთავი  ავტოსატრანსპორტო საშუალებით მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს    ტერიტორიის გავლას, რომლის დროსაც არ ხდება ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვა და მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომა. 10. „რეგულარული სამგზავრო  მომსახურება“ ნიშნავს მომსახურებას, როდესაც მგზავრების გადაყვანა ხდება შესაბამისი კლასის ავტობუსით, განსაზღვრული მარშრუტისა და განრიგის მიხედვით, წინასწარ  შეთანხმებული  ტარიფებით. მგზავრების ჩასხდომა  და  გადმოსხდომა ხდება  წინასწარ განსაზღვრულ  გაჩერების ადგილებზე. 11. „არარეგულარული სამგზავრო მომსახურება“ ნიშნავს მომსახურებას, რომელიც არ აკმაყოფილებს რეგულარული სამგზავრო  მომსახურების  განმარტებას. 12. „მაქოსებრი  მომსახურება“  ნიშნავს მომსახურებას, მგზავრთა არაერთხელ გადაყვანით, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების წინასწარ ფორმირებული ჯგუფის ტრანსპორტირებას ერთი საწყისი პუნქტიდან დანიშნულების ერთ პუნქტამდე. მგზავრების თითოეული ჯგუფი, რომელიც გადის საწყისი პუნქტიდან, მოგვიანებითი რეისით უკან ბრუნდება. საწყისი პუნქტი და დანიშნულების პუნქტი შესაბამისად ნიშნავს პუნქტს, საიდანაც იწყება მარშრუტი და პუნქტს, სადაც მარშრუტი სრულდება და მოიცავს მათთან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე პუნქტებს. მგზავრთა მაქოსებრი გადაყვანის მომსახურება შეიძლება ითვალისწინებდეს მგზავრების დაბინავებას დანიშნულების პუნქტში, საჭიროების შემთხვევაში, პირველი უკან დაბრუნება   და ბოლო გამგზავრება სრულდება დაუტვირთავად. 13. „საკონტროლო დოკუმენტი“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მიერ შეთანხმებული და დამტკიცებული ფორმის სახით შედგენილ ავტობუსების მგზავრთა სიას. 14. „კაბოტაჟი“ ნიშნავს მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ პუნქტებს შორის  მეორე  ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე დაფუძნებული გადამზიდველის მიერ განხორციელებულ  გადაყვანა/გადაზიდვას. 15. „სახიფათო ტვირთი“ ნიშნავს ტვირთს, რომელმაც თავისი  ფიზიკური თვისებებისა და მახასიათებლების გამო, ტრანსპორტირების, დატვირთვის, გადმოტვირთვის და დასაწყობების პროცესში შეიძლება გამოიწვიოს ლითონის ნაკეთობების, აპარატურის, შენობებისა და კონსტრუქციების დაზიანება, ასევე ადამიანების, ცხოველების დაღუპვა, დასახიჩრება ან დაავადება და გარემოსთვის ზიანის მიყენება. 16. „ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია“ ნიშნავს: – საქართველოს შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის, სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე, მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. – სლოვენიის რესპუბლიკის შემთხვევაში   სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიას. 17. „კომპეტენტური  ორგანოები“ – ნიშნავს: – საქართველოს შემთხვევაში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან საავტომობილო ტრანსპორტზე პასუხისმგებელ სხვა შესაბამის ორგანოებს. – სლოვენიის რესპუბლიკის შემთხვევაში – ტვირთისა და მგზავრების საავტომობილო ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელ სამინისტროს. მგზავრთა  გადაყვანა მუხლი  3🔗 რეგულარული  სამგზავრო  მომსახურება 1. ხელშემკვრელ  მხარეთა  სახელმწიფო  ტერიტორიებს  შორის,  ან  ტრანზიტულად მათი ტერიტორიების გავლით რეგულარული სამგზავრო მომსახურება ხორციელდება ნებართვის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. კომპეტენტური ორგანო გასცემს ნებართვას რეგულარულ სამგზავრო მომსახურებაზე მხოლოდ მის სახელმწიფო  ტერიტორიაზე ან ტერიტორიის  ტრანზიტად გავლაზე და ითანხმებს განრიგს. მგზავრებს   ავტობუსში ასვლა/ჩამოსვლა შეუძლიათ მხოლოდ განრიგით გათვალისწინებულ გაჩერების პუნქტებში. 3. განაცხადი ნებართვის მისაღებად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს გადამზიდველის დაფუძნების ქვეყანაში. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში განაცხადი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებაში იგზავნება  დოკუმენტებთან ერთად, რომელიც შეიცავს დამატებით საჭირო ინფორმაციას (განრიგის პროექტი, რომელიც შეიცავს გასვლის დროს და მიმოსვლის ინტერვალს, მგზავრობის ღირებულებას, მარშრუტს, მძღოლების შრომისა და დასვენების მონაცემებს). საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია. 4. განაცხადის  განხილვის  შემდეგ  ხელშემკვრელი  მხარის  კომპეტენტური  ორგანო წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მისი გადაწყვეტილების შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ   გადამზიდველი   გადაწყვეტს   შეწყვიტოს  რეგულარული სამგზავრო  მომსახურება, მან  საკუთარი  გადაწყვეტილების  შესახებ  ერთი  თვით  ადრე წერილობით   უნდა   აცნობოს   ნებართვის   გამცემ   კომპეტენტურ   ორგანოს   ნებართვის გაუქმების თაობაზე.  კომპეტენტურმა ორგანომ, ზემოაღნიშნული განზრახვის  შესახებ ინფორმაციის  მიღებიდან  ორი  (2) კვირის   ვადაში   აღნიშნულის  შესახებ  წერილობით უნდა  აცნობოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს. 6. გადამზიდველზე გაცემული  ნებართვა  უნდა  ინახებოდეს   ავტობუსის  ბორტზე მგზავრობის მთელი დროის განმავლობაში და უნდა წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოებს მათი მოთხოვნისთანავე. 7. ნებართვა არის პერსონალური და დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა გადამზიდველისათვის. მუხლი  4🔗 მგზავრთა არარეგულარული  და მაქოსებრი მომსახურებები 1. მგზავრთა არარეგულარული და მაქოსებრი მომსახურებები, რომლებიც ხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიებს შორის და ამ ტერიტორიების ტრანზიტად გავლით  არ პასუხობს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლში მითითებულ მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მომსახურების მოთხოვნებს, ექვემდებარება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ ნებართვების გაცემის სისტემას. 2. წინამდებარე  შეთანხმების  მე-13  მუხლის  შესაბამისად  შექმნილი  ერთობლივი კომიტეტი   შეიმუშავებს იმ ტექნიკურ, გარემოსდაცვით და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ანხორციელებენ  ამ მუხლით გათვალისწინებულ ტრანსპორტირებას. 3. ქვემოთ ჩამოთვლილი არარეგულარული სამგზავრო მომსახურებები თავისუფლდება სანებართვო სისტემისაგან: a) გადაყვანა  დახურული  კარით, რომლის  დროსაც  ერთი  და  იგივე  სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენება  მგზავრთა  ერთი და  იგივე ჯგუფის გადასაყვანად  მგზავრობის მთელი დროის განმავლობაში  მათი  გამგზავრების  პუნქტში დაბრუნებისათვის. გამგზავრების ადგილი მდებარეობს იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, სადაც ეს გადამზიდველი არის დაფუძნებული; b) მომსახურება,  რომლის    დროსაც    გამგზავრება    ხდება    დატვირთულად    და დაბრუნება – დაუტვირთავად.  გამგზავრების  ადგილი  მდებარეობს  იმ  ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, სადაც ეს გადამზიდველი  არის დაფუძნებული; c) მომსახურება, რომლის დროსაც ავტოსატრანსპორტო  საშუალება ერთ-ერთი ხელშემკვრელი  მხარის  სახელმწიფოს  ტერიტორიაზე  შედის ცარიელი იმისათვის, რომ განახორციელოს იმავე  გადამზიდველის  მიერ გადაყვანილ მგზავრთა უკან დაბრუნება, მათი თავდაპირველი გამგზავრების ადგილას; d) დახურული კარით სატრანზიტო მომსახურება; e) იმ ავტობუსის  გარბენი, რომელიც  გაგზავნილია    დაზიანებული    ავტობუსის ჩანაცვლების მიზნით არარეგულარული  სამგზავრო  მომსახურებისათვის; f)  დაზიანებული  ან  მწყობრიდან გამოსული ავტობუსის  უკან ტრანსპორტირება, იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული; g) ახლადშეძენილი (ახალი ან მეორადი)   ავტობუსის გადაადგილება სახელმწიფო ტერიტორიისაკენ, სადაც ავტობუსი დარეგისტრირდება. 4.   არარეგულარული  სამგზავრო   მომსახურებისას, მთელი   მგზავრობის განმავლობაში, ხორციელდება მგზავრთა ერთი და იმავე  ჯგუფების გადაყვანა. დამატებით მგზავრთა ჩასხდომა დაუშვებელია. 5. ლიბერალული   მომსახურების   დროს  (რომელიც   აღნიშნულია  წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში) დაუშვებელია მგზავრების აყვანა სპეციალური ნებართვის გარეშე. 6. არარეგულარული სამგზავრო მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი   მხარის   კომპეტენტური  ორგანოს მიერ ნებართვის  გაცემის  საგანს. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პირობები და მოთხოვნები უნდა შეთანხმდეს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის. 7. არარეგულარული სამგზავრო მომსახურების განხორციელებისას, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, სრულად უნდა იქნეს შევსებული საკონტროლო დოკუმენტები და იგი უნდა ინახებოდეს ავტობუსის ბორტზე. საკონტროლო დოკუმენტების შინაარსი და ფორმა უნდა იქნეს შეთანხმებული და დამტკიცებული წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მიერ. 8. კაბოტაჟი აკრძალულია. 9. წინამდებარე შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად შექმნილ ერთობლივ კომიტეტს შეუძლია სანებართვო სისტემა გააუქმოს მგზავრთა არარეგულარული გადაყვანის სხვა კატეგორიების მიმართაც. სატვირთო  გადაზიდვები მუხლი  5🔗 სანებართვო  სისტემა 1. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის  სახელმწიფო  ტერიტორიაზე  დაფუძნებულ გადამზიდველებს, სანებართვო  სისტემის  საფუძველზე, უფლება  აქვთ განახორციელონ: a) გადაზიდვა  ხელშემკვრელ მხარეთა  სახელმწიფო  ტერიტორიებს  შორის; b) ტრანზიტი  ხელშემკვრელ მხარეთა  სახელმწიფო  ტერიტორიებს  შორის; c) გადაზიდვა  ერთ-ერთი   ხელშემკვრელი   მხარის  სახელმწიფო  ტერიტორიაზე მდებარე პუნქტიდან მესამე ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარე პუნქტის მიმართულებით ან  მესამე ქვეყნიდან. 2. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ნებართვები და  სხვა  დოკუმენტები უნდა    ინახებოდეს   ავტოსატრანსპორტო საშუალების   ბორტზე   მგზავრობის   მთელი დროის მანძილზე და მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოს. 3. კაბოტაჟი  აკრძალულია. 4. წინამდებარე  შეთანხმების  მე-13  მუხლის  შესაბამისად  შექმნილი  ერთობლივი კომიტეტი განსაზღვრავს სხვა ტიპის ნებართვებს. აუცილებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია წარმოადგინოს წინადადებები ავტოსატრანსპორტო მომსახურების ნებართვების გარეშე განხორციელების შესახებ. მუხლი  6🔗 ნებართვის  მოთხოვნებისაგან  განთავისუფლება 1. წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლიდან გამონაკლისის  სახით  გადაზიდვების ქვემოთ ჩამოთვლილი  სახეობები  თავისუფლდება  ნებართვის  მოთხოვნებისაგან: a) გადაზიდვები    იმ    ავტოსატრანსპორტო   საშუალებებით,  რომელთა  საერთო ნებადართული  დატვირთული წონა, მისაბმელის  ან  ნახევარ-მისაბმელის  ჩათვლით, არ აჭარბებს 6 ტონას, ან  როცა  ნებადართული ტვირთამწეობა, მისაბმელის   ან   ნახევარ-მისაბმელის ჩათვლით, არ აჭარბებს 3.5  ტონას; b) გადაზიდვები  აეროპორტიდან ან აეროპორტებისაკენ, იმ  შემთხვევაში, როცა ხდება საჰაერო მომსახურების გადამისამართება; c) დაზიანებული ან მწყობრიდან  გამოსული  ავტოსატრანსპორტო  საშუალებების გადაზიდვები, რომელსაც გადამზიდველი ახორციელებს წინამდებარე  შეთანხმების შესაბამისად და მწყობრიდან გამოსული შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება; d) ერთ-ერთი  ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს   ტერიტორიაზე   მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესანაცვლებლად გაგზავნილი ავტოსატრანსპორტო  საშუალების  დაუტვირთავი   გარბენები   და   ასევე, მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო  საშუალების უკუგარბენი  შეკეთების შემდეგ; e) საზღვაო და სამდინარო გემებისა  და  საჰაერო  ხომალდებისათვის  სათადარიგო ნაწილებისა  და  სასურსათო  მარაგების  გადაზიდვები; f) სატვირთო გადაზიდვები განსაკუთრებული შემთხვევების, კერძოდ,  ბუნებრივი კატასტროფებისა  და  ჰუმანიტარული  საჭიროებებიდან გამომდინარე; g) გამოფენების,  ჩვენებებისა  და   ბაზრობებისათვის   განკუთვნილი   ხელოვნების საგნებისა  და  ნიმუშების გადაზიდვები; h) არაკომერციული მიზნით იმ  უძრავი  ქონების,  ცხოველებისა  და   აქსესუარების გადაზიდვები, რომელიც განკუთვნილია  თეატრალური, მუსიკალური, კინო, სპორტული და  საცირკო   წარმოდგენების, გამოფენებისა  ან  დღესასწაულებების  და  განკუთვნილია რადიო-ჩანაწერების, ტელე და  კინო  გადაღებებისათვის; i) ახლადშეძენილი  (ახალი  ან  მეორადი) ავტოსატრანსპორტო  საშუალებების პირველი  გარბენი; j) საყოფაცხოვრებო  მოწყობილობების  გადაზიდვა,   რომელსაც   ახორციელებენ სპეციალური მუშახელითა და აპარატურით აღჭურვილი საწარმოები; k) სამგლოვიარო  გადაზიდვები. 2. წინამდებარე შეთანხმების  მე-13  მუხლის შესაბამისად შექმნილ  ერთობლივ კომიტეტს შეუძლია სანებართვო მოთხოვნებისგან გათავისუფლებული ავტოსატრანსპორტო კატეგორიების სიიდან ამოიღოს რომელიმე კატეგორია ან ამ სიას დაუმატოს ახალი კატეგორია. მუხლი  7🔗 ნებართვის  პირობები 1. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები  ყოველწლიურად  ცვლიან ნებართვების ბლანკების შეთანხმებულ რაოდენობას. გადამზიდველზე  ნებართვა გაიცემა  ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური  ორგანოს ან  მის  მიერ  უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადამზიდველის დაფუძნების ქვეყნის ტერიტორიაზე. 2. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის და ხელშემკვრელ მხარეთა  შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დამატებითი  ნებართვის  ბლანკების გაცვლა. 3. ნებართვები  პერსონალურია  და  მათი  გადაცემა  სხვა  გადამზიდველისათვის  ან მესამე  მხარისათვის  არ დაიშვება. 4. ნებართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს  მხოლოდ  ერთი  ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ ერთი ბრუნის შესასრულებლად. ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება გაიცეს დამატებითი სახის ნებართვები. ნებართვები ძალაშია მომდევნო კალენდარული წლის   31 იანვრამდე. ავტოსატრანსპორტო  საშუალებათა კომბინაციის   შემთხვევაში, ნებართვის   მოთხოვნის განმსაზღვრელ  ფაქტორს წარმოადგენს ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება. 5. ერთობლივი კომიტეტი განსაზღვრავს  კვოტას, სახეობებს  და ნებართვის გამოყენების ნებისმიერ სხვა  პირობებს. საერთო  დებულებები მუხლი  8🔗 გადასახადები და  გადასახდელები 1. წინამდებარე შეთანხმების  შესაბამისად ურთიერთგაცვლილი ნებართვების საფუძველზე გადაზიდვების განხორციელებისას, ერთ-ერთი  ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს    ტერიტორიაზე    რეგისტრირებული   ავტოსატრანსპორტო   საშუალებები (მათი  სათადარიგო ნაწილების  ჩათვლით), რომლებიც დროებით არის იმპორტირებული მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნაცვალგების პრინციპით, თავისუფლდებიან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე დაწესებული ყველა გადასახადისა და გადასახდელებისაგან (საბაჟო გადასახადის ჩათვლით), რომლითაც იბეგრება ავტოსატრანსპორტო საშუალების  ფლობა  და  გამოყენება, გარდა იმ გადასახდელებისა, რომელიც შეეხება ნებართვის (რეკომენდაციის) გაცემას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მთლიანი წონის ან ღერძული  დატვირთვის გადაჭარბების შემთხვევაში. 2. გადამზიდველები, რომლებიც  გადაზიდვას ახორციელებენ წინამდებარე შეთანხმების მე-4  და მე-6  მუხლების  შესაბამისად, ასევე თავისუფლდებიან ყველა სახის გადასახადისა და გადასახდელებისაგან (საბაჟო გადასახადის  ჩათვლით), რომლითაც იბეგრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა და გამოყენება, გარდა იმ გადასახდელებისა, რომელიც შეეხება ნებართვის გაცემას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მთლიანი წონის ან ღერძული დატვირთვის გადაჭარბების შემთხვევაში. 3. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად განხორციელებული სატრანსპორტო ოპერაციები მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიაზე ექვემდებარება საავტომობილო გზების გამოყენების საფასურებისა და ხიდების და გვირაბების გამოყენებაზე გადასახდელების გადახდევინებას. რეზიდენტი და არარეზიდენტი გადამზიდავების სატრანსპორტო ოპერაციები მოსაკრებლებითა და გადასახადებით იბეგრება არადისკრიმინაციულად. 4. ავტოსატრანსპორტო  საშუალების  სტანდარტულ,  მწარმოებლის  მიერ დამონტაჟებულ ავზებში   მოთავსებული  საწვავი,  ისევე  როგორც     საცხებ-საპოხი მასალები, მასპინძელი  ქვეყნის  ტერიტორიაზე  თავისუფლდება  ყველა გადასახადისა და გადასახდელებისაგან, საბაჟო გადასახადის ჩათვლით. 5. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო    ტერიტორიაზე    დროებით იმპორტირებული სათადარიგო  ნაწილები, რომლებიც  გამიზნულია  წინამდებარე შეთანხმების  ფარგლებში მოქმედი ავტოსატრანსპორტო საშუალებების  შესაკეთებლად, საბაჟო    კანონმდებლობის  შესაბამისად,   თავისუფლდება   საბაჟო   გადასახადისა   და მოსაკრებლისგან. შეცვლილი სათადარიგო ნაწილები უნდა იქნეს  რეექსპორტირებული ან განადგურებული  მეორე  ხელშემკვრელი მხარის  კომპეტენტური  საბაჟო  ორგანოების კონტროლის ქვეშ. მუხლი  9🔗 წონა  და  გაბარიტები 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების  მაქსიმალური   დასაშვები    წონა,  ღერძზე დატვირთვა  და  გაბარიტები  არ უნდა აჭარბებდეს  ავტოსატრანსპორტო საშუალების ოფიციალურად  რეგისტრირებულ  მაჩვენებელს  და  მასპინძელ  ქვეყანაში  მოქმედ ზღვრებს. 2. იმ  შემთხვევაში, თუ წინამდებარე   შეთანხმების   დებულებების   შესაბამისად განხორციელებული ავტოსატრანსპორტო ოპერაციისას დატვირთული  ან  დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წონა (ღერძული  დატვირთვის ჩათვლით)  ან/და გაბარიტები   აჭარბებს   მასპინძელ   ქვეყანაში   ნებადართულ   ზღვრებს, აუცილებელია მასპინძელი ქვეყნის  კომპეტენტური  ორგანოს  მიერ  წინასწარ გაცემული  იქნეს სპეციალური ნებართვა/რეკომენდაცია  მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი  10🔗 სახიფათო  ტვირთების  გადაზიდვა სახიფათო ტვირთების გადაზიდვა ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის ან ტრანზიტად მათი სახელმწიფო ტერიტორიების გავლით რეგულირდება ხელშემკვრელ მხარეთა  შიდასახელმწიფოებრივი  კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი  11🔗 შესაბამისობა  შიდასახელმწიფოებრივ  კანონმდებლობასთან 1. გადამზიდველები, ავტოსატრანსპორტო  საშუალებები,  ავტობუსები   და   მათი ეკიპაჟები ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნისას ვალდებულნი არიან  დაიცვან  მოვალეობები, რომლებიც  გამომდინარეობენ: a) იმ მრავალმხრივი და  ორმხრივი  საერთაშორისო  შეთანხმებებიდან, რომელთა მხარეებს  წარმოადგენენ  ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოები; b) ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი  კანონმდებლობიდან. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებული  კანონმდებლობა გადამზიდველზე მოქმედებს   იგივე   პირობებით, როგორც  მასპინძელი   ხელშემკვრელ  მხარის  ქვეყნის ადგილობრივ  გადამზიდველზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული  ნებისმიერი  სახის დისკრიმინაცია. მუხლი  12🔗 დარღვევები  და  სანქციები 1. იმ     შემთხვევაში,  თუ  ერთ-ერთი     ხელშემკვრელი   მხარის   გადამზიდველი, ავტოსატრანსპორტო     საშუალება, ავტობუსი  ან   მისი     ეკიპაჟის     წევრები     მეორე ხელშემკვრელი  მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე  დაარღვევს   წინამდებარე შეთანხმების  ნებისმიერ  დებულებას, იმ  ხელშემკვრელი  მხარის  კომპეტენტური  ორგანო, რომლის  სახელმწიფო  ტერიტორიაზეც  მოხდა ეს   დარღვევა, საკუთარ   სახელმწიფო ტერიტორიაზე შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პროცედურებისათვის ზიანის მიუყენებლად   აცნობებს   მეორე   ხელშემკვრელი  მხარეს  ასეთი   დარღვევის   შესახებ, რომელიც გაატარებს სათანადო ღონისძიებებს საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის  შესაბამისად. ხელშემკვრელ  მხარეთა   კომპეტენტურ  ორგანოებს შეუძლია: a) გააფრთხილოს გადამზიდველი  ამ დარღვევის შესახებ; b) გაუუქმოს  გადამზიდველს   მეორე   ხელშემკვრელი  მხარის  სახელმწიფო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საქმიანობისათვის განკუთვნილი ნებართვები ან გაუუქმოს გადამზიდველს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებს შორის რეგულარული  სამგზავრო  მომსახურებისათვის განკუთვნილი ნებართვები, ან c) ნებართვების  გაცემის  შემდგომ  პერიოდში  არ  გასცეს  გადამზიდველზე  მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო  ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საქმიანობის განხორციელებისათვის განკუთვნილი  ნებართვები   ან   არ   დააკმაყოფილოს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო  ტერიტორიებს შორის  რეგულარულ  სამგზავრო მომსახურების ნებართვაზე გადამზიდველის განაცხადი. 2. ამ მუხლის დებულებები არ   გამორიცხავენ   იმ   ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება მიღებული იქნეს ხელშემკვრელ მხარეთა სასამართლოს  ან  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. დასკვნითი დებულებები მუხლი13 ერთობლივი  კომიტეტი 1. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელების მიზნით ყალიბდება ერთობლივი კომიტეტი. ერთობლივი კომიტეტის ამოცანაა გადაწყვიტოს მგზავრთა და ტვირთის გადაყვანასთან  დაკავშირებული დავები  და სხვა ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება  წარმოიშვას ამ შეთანხმების განხორციელებისას. 2. ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე ერთობლივი კომიტეტი იკრიბება მხარეების სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მონაცვლეობით. შეხვედრის დღის წესრიგი წარმოდგენილი უნდა იყოს მასპინძელი ქვეყნის მიერ, ან საჭიროების შემთხვევაში იმ ხელშემკრელი მხარის მხრიდან რომელმაც მოითხოვა შეხვედრის გამართვა, არაუგვიანეს შეხვედრამდე 1 თვით ადრე. თითოეული შეხვედრა დასრულებული უნდა იქნეს ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების დელეგაციათა ხელმძღვანელების მიერ ოქმზე ხელმოწერით. მუხლი  14🔗 დავების მოგვარება ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი    15🔗 ცვლილებები  და  დამატებები წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, რა წესითაც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი  16🔗 ძალაში  შესვლა  და  მოქმედების ვადა 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. რის დასტურადაც, თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ქ. თბილისში 2015 წლის 15 ოქტომბერს ორ დედნად, თითოეული ქართულ,  სლოვენიურ  და  ინგლისურ  ენებზე.  ყველა  ტექსტი  თანაბრად  ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის                         სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობის           სახელით                                                             სახელით (ხელმოწერილია)                                                                      (ხელმოწერილია) .