📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობების და მათი გადახდის წესის და სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიების ოდენობებისა და მათი გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.09.2016
ძალაში შესვლა 07.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №438
სარეგისტრაციო კოდი 040170310.10.003.019503
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/09/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,891 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.09.2016 მიღება
07.09.2016 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ლატარიის ორგანიზატორი - კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირი
ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების განმახორციელებელი პირის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 11.03.2021 საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 92% 28.10.2020 კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 28.05.2021 საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები ნორმატიული აქტების პროექტები 92% 06.02.2020 საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის წესი და საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 92% 23.10.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობების და მათი გადახდის წესის და სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიების ოდენობებისა და მათი გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №438 2016 წლის 12 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობების და მათი გადახდის წესის და სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიების ოდენობებისა და მათი გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ    „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობე­ბის მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად: მუხლი 1🔗 სა­ქარ­­თველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლე­­ბამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს თანდართული საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესი და პირობები, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობების და მათი გადახდის წესი და სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიების ოდენობებისა და მათი გამოყენების პირობები. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 აპრილის №70 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 7 სექტემბრიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატა­რების წესი და პირობები, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობებისა და მათი გადახდის წესი და სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიების ოდენობებისა და  მათი გამოყენების პირობები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატა­რების წესი და პირობები, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობისა და მათი გადახდის წესი და სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის  საბანკო გარანტიების ოდენობებისა და მათი გამოყენების  პირობები (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ტენდერის გამოცხადების, სატენდერო წინადადებების შერჩევის, განხილ­ვის, შეფასების, ტენდერის პროცედურების შეჩერებისა და შე­წყვეტის, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობებს და მათი გადახდის, სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიების ოდენობებს და მათი გამოყენების  პირობებს  და ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვა სა­კითხებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშ­ვნელობა: ა) სამინისტრო -  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ბ) ტენდერი - ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მისაღებად ჩატარებული სატენდერო პროცესი; გ) პირი - რეზიდენტი ან არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი; დ) პრეტენდენტი - საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელმაც წარადგინა სატენდერო წინადადება; ე) სატენდერო კომისია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც ახორციელებს ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; ვ) ლატარიის ორგანიზატორი - კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირი – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მუხლი  3🔗.  ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების შედგენისა და გამოქვეყნების პირობები 1. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენ­დერო დოკუმენტაციას შეიმუშავებს სატენდერო კომისია და სამინისტრო შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. აღნიშნული აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში. 2. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გავრცელება მოიცავს,  მაგრამ არ შემოიფარგლება: გამოქვეყნებას იმ პერიოდულ გამოცემაში (გამოცემებში), რომელიც (რომლებიც) ფართოდ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ან/და ინგლისურ ენაზე, უცხო ქვეყნების იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემაში (გამოცემებში), რომელიც (რომლებიც) ფართოდ ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით და ამ განცხადებას უგზავნის საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს. 3. სატენდერო კომისია ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 20 დღისა. 4. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითე­ბული უნდა იყოს: ა) სამინისტროს რეკვიზიტები; ბ) სატენდერო დოკუმენტაციის ენა, გატანის წესი, ვადა და ადგილი;  გ) სატენდერო წინადადებების ენა, წარდგენის ვადა და ადგილი; დ) სხვა მონაცემები, რომელთა მითითებასაც სატენდერო კომისია ჩათვლის საჭიროდ ტენდერის ჩატარებასთან დაკავში­რებით. მუხლი 4🔗. სატენდერო დოკუმენტაცია 1. სატენდერო დოკუმენტაცია, ამ წესთან ერთად, წარმო­ადგენს დოკუმენტთა პაკეტს, რომელიც შეიცავს სრულ ინფორ­მაციას ტენდერის პროცედურების ძირითადი პირობების შესახებ. 2. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას: ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პირები ტენდერში მონაწილეობის მისაღებად; ბ) ინსტრუქციას, პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შედგენისა და წარდგენის წესის შესახებ; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ სატენდერო წინადა­დებების წარდგენა უნდა მოხდეს ინგლისურ ენა­ზე; დ) სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადას, გახსნის თარიღს და ადგილს; ე) ინფორმაციას სატენდერო კომისიასთან კომუნიკაციის შესახებ; ვ) მოთხოვნას სატენდერო წინადადებების მოქმედების მინი­მალური ვადის თაობაზე; ზ) ინფორმაციას სატენდერო წინადადების უზრუნველ­ყოფისათვის საბანკო გარანტიის ოდენობის და გამოყენების პირობების შესახებ; თ) ინფორმაციას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიის ოდენობის და გამოყენების პირობების შესახებ;        ი) სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებასაც სატენდერო კომისია ჩათვლის საჭიროდ ტენდერის ჩატარებასთან დაკავ­შირებით. 3. პრეტენდენტს სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად გადაეცემა ეს წესი, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. 4. ამ დადგენილებას ენიჭება უპირატესობა სატენდერო დოკუმენტაციასა და განცხადებასთან მიმართებაში, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციას გააჩნია უპირატესობა განცხადებასთან მიმართებაში. მუხლი 5🔗. სატენდერო წინადადების შერჩევის, განხილვისა  და შეფასების პირობები 1. სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წა­რედ­­გინება 2 დალუქული კონვერტით, კონვერტებზე გაკეთე­ბული შესაბამისი აღნიშვნებით: „კონვერტი №1“ და „კონვერტი №2“.  №1 კონვერტში თავსდება ამ მუხლის მე-12 პუნქტში აღ­ნიშნული საკვალიფიკაციო დოკუმენტები და ინფორმაცია, ასევე ის დამატებითი დოკუმენტები და ინფორ­მაცია, რომელსაც პრეტენდენტი მიიჩნევს საჭიროდ და არ სცილდება სატენდერო დოკუმენტაციისა და ამ წესის ში­ნაარსს, ხოლო №2 კონვერტში - ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია. დაგვიანებით შესული სატენდერო წინადადებები არ განიხი­ლება და გაუხსნელად დაუბრუნდე­ბა წარმდგენ პირებს. 2. სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულე­ბის შემდგომ   პირველ რიგში შეფასდება კონვერტი №1-ის ზოგადი ინფორმაციის სისრულე დადებითად ან უარყოფითად.  თუკი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ზოგადი ინფორმაცია შეფასდა უარყოფითად, პრეტენდენტის წინადადება შემდგომ ეტაპზე დამატებით აღარ განიხილება.  კონვერტი №1  დაუბრუნდება პრეტენდენტს და მოხდება მისი მოხსნა ტენდერიდან. ამასთან, №2 კონ­ვერტი არ გაიხ­სნება და გაუხსნელად დაუბრუნდება პრეტენდენტს. 3. №1 კონვერტის გახსნის შემდეგ პირველ რიგ­ში უნდა განხორციელდეს შერჩევა.   4. შერჩევის პროცედურის დროს მოწმდება სრულად არის თუ არა წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო წინადადებას. 5. შერჩევის პროცესში სატენდერო კომისია ახდენს სატენ­დერო წინადადებების კლასიფიცირებას შემდეგ კატეგორიებად: ა) სატენდერო წინადადებები, რომლებიც შეიძლება მისა­ღებად ჩაითვალოს; ბ) სატენდერო წინადადებები, რომლებიც მნიშვნელოვანი შეცდომების  ან სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის გამო ვერ ჩაითვლება მისაღებად. 6. პრეტენდენტს უფლება აქვს, დაესწროს კომისიის სხდომას №1 და №2 კონვერტების გახსნისას, ასევე ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში სატენ­დერო კომისიის სხდომები დახურულია. შესაბამისად, კონფიდენ­ციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება კომისიის მიერ პრეტენდენტთა წინადადებების განხილვას და დაუშვე­ბელია ასეთი ინფორმაციის გახმაურება ნებისმიერი საშუალე­ბით,  მესამე პირთა ან კონკურენტ პრეტენდენტთა სასარ­გებლოდ. 7. სატენ­დერო კომისიას უფლება აქვს, სატენდერო წინა­დადებების განხილვისათვის მოიწვიოს ექსპერტები და კონ­სულტანტები. სატენ­დერო წინადადებების ან/და კონსულ­ტან­ტების, ექსპერ­ტების წინადადებებისა და დასკვნების გან­ხილვა ხდება სატენ­დერო კომისიის სხდომებზე. 8. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვა­ლიფიკაციას, თუ მისი სატენდერო წინადადება შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება სატენ­დერო დოკუმენტაციით, ამ წესით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან რომელთა გამოსწორება შესაძლებელია სატენდერო წინადადების შინაარ­სის შეუცვლელად. 9. სატენდერო კომისიას შეუძლია თვითონ შეასწოროს მექანიკური შეცდომები, თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას ციფ­რობ­რივად და სიტყვიერად გამოსახულ სიდიდეებს შორის (უპირატესობა ენიჭება სიტყვიერ გამოსახულებას). 10. სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში: ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭი­რო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინ­ფორ­მაცია; ბ) თუ სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, პრე­ტენდენტი ვერ შეძლებს თავისი სატენდერო წინადადების ან/და საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას; გ) თუ სატენდერო წინადადება არ არის სრულყოფილად წარდგენილი; დ) თუ ტენდერის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას; ე) თუ ტენდერის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუ­მენტები ყალბი აღმოჩნდება; ვ) თუ ყველა საჭირო დოკუმენტი არ იქნება შედგენილი შესაბამისი ფორმის დაცვით (უფლებამოსილი პირის ხელმო­წერა, თარიღის მითითება და სხვ.); ზ) თუ სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული არ იქნება ამ მუხლის მე-12  პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები და ინფორმაცია. 11. პრეტენდენტების შეფასების მიზანია მათი ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერ­სო­ნალის კვა­ლი­ფიკაციის, რეპუტაციის, გამოცდილების, საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების  ექსკლუზიური უფლების მოპოვებისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახდელად შეთავაზებული თანხის ოდენობისა და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შედარება. 12. №1 კონვერტით, რომელშიც თავსდება პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მონაცემები, პრეტენდენტის ტექნიკური წინადადებები,  წარდგენილი უნდა იყოს: ა) ინფორმაცია პრეტენდენტის/მფლობელის შესახებ; ბ) ინფორმაცია პრეტედენტის/მფლობელის შესაბამისი გამოცდილების თაობაზე; გ) ინფორმაცია პრეტედენტის/მფლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებების თაობაზე, რომლითაც აეკრძალა საქმიანობა, ინფორმაცია მის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტების თაობაზე და სხვა;   დ) ინფორმაცია დაფინანსების თაობაზე; ე) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით; ვ) 1-5-წლიანი და 6-10-წლიანი ბიზნესგეგმა; ზ) სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. 13. №2 კონვერტში თავსდება ინფორმაცია, საქართველოში ლატარიის ორგანიზების და ჩატარების უფლებამოსილების მოპოვებისათვის პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად შეთავაზებული თანხის ოდენობის შესახებ, რომელიც არ უნდა იყოს 5,000,000 აშშ დოლარზე ნაკლები. თანხა მითითებულ უნდა იქნეს აშშ დოლარში. 14. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ №2 კონვერტით და ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად შეთავაზებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს არა უგვიანეს ლატარიის ორგანიზების და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე. 15. №1 კონვერტით წარდგენილი დოკუმენტების და ინ­ფორ­მაციის დეტალური განხილვის, შესწავლის და შეფასების შემდეგ, თუ №1 კონვერტი დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, წინადადება ჩაითვლება მისაღებად და გაიხსნება №2 კონვერტი.  16. იმ შემთხვევაში, თუ მისაღებად ჩაითვალა 2 ან მეტი №1 კონვერტი, სატენ­დერო კომისიის წევრი უპირატე­სო­ბას ანიჭებს იმ პრეტენ­დენტის სატენდერო წინადადებას, რო­მელსაც საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვებისათვის №2 კონვერტით შეთავაზებული ექნება  ყველაზე მეტი ოდენობის თანხა. 17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული შეფასებების №2 კონვერტით განსაზღვრული თანხის იდენტურობის შემთხვევაში, კომისია მოიწვევს ამ პრეტენდენტებს და აცნობებს, რომ მათ მიერ კონვერტი №2-ით შეთავაზებული  თანხა იდენტურია. ამის შემდგომ  პრეტენდენტებს მიეცემათ 10-დღიანი  ვადა, რათა წარადგინონ განახლებული შეთავაზება, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობაზე. ყოველი შემდეგი განახლებული შეთავაზება უნდა იყოს წინა შეთავაზებაზე მეტი. განახლებული შეთავაზების წარდგენის პროცედურა იდენტურია კონვერტი №2-ის წარდგენის პროცედურისა. იმ შემთხვევაში, თუკი  პრეტენდენტი არ წარადგენს განახლებულ წინადადებას, ის მოიხსნება ტენდერიდან. თუკი არცერთი პრეტენდენტი არ წარადგენს განახლებულ წინადადებას, ტენდერი გამოცხადდება გაუქმებულად. შერჩევის პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთი პრეტენდენტი არ წარადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელ უმაღლეს თანხას. 18. სატენდერო კომისია ტენდერში გამარ­ჯვებული პრეტენ­დენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შეფასების კრი­ტერიუმების და საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად შეთავაზებული თანხის გათვალისწინებით.   19. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარ­ჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა შე­ფა­სებები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია, სატენ­დერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირებისა და პრეტენდენტების შესახებ. 20. გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, სატენდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს და გამარჯვებულ პრეტენდენ­ტთან გადაწყვეტილების გაცნობიდან 30 დღის ვადაში ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 21. საქართველოს არარეზიდენტი პირების მიერ წარდ­გე­ნილი დოკუმენტები გაცემული და დამოწმებული უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული წესით. მუხლი  6🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები 1. ყველა პირმა, რომელიც ტენდერის პროცესში სამი­ნისტროს ინტერესებს წარმოადგენს (სატენდერო კომისიის წევრები, სატენდერო კომისიის აპარატის წევრები, მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების ჩათვლით), თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი სიტუაცია, ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი მიზეზების ჩათვლით. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე პირი ინტერესთა კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდება, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი მონაწი­ლეობა ტენდერის პროცედურებში. 3. ყოველ პირს, რომელიც ტენდერის ჩატარების პროცესში სამინისტროს ინტერესებს წარმოადგენს, ექნება ინტერესთა კონფლიქტი, თუ: ა) მონაწილეობს ტენდერში; ბ) არის ტენდერში მონაწილე რომელიმე ორგანიზაციის მფლობელი, აკონტროლებს მას ან არის მისი თანამშრომელი; გ) არის ტენდერის პროცედურაში მონაწილე ორგანიზაციის თანამშრომლის ან ხელმძღვანელი აპარატის წევრის ახლო ნათესავი ან უშუალოდ მონაწილის ახლო ნათესავი, თუ ეს უკანასკნელი ფიზიკური პირია.  ახლო ნათესავში იგულისხმება პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვი­ლის გერები; დ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა ტენდერის პროცედურებში მონაწილე ორგანიზაციაში, ხელმძღვანელ თანამ­დებობაზე; ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან მოლაპარაკებას აწარმოებს ასეთი კავშირის დამყარების თაო­ბაზე ტენდერის პროცედურებში მონაწილე იურიდიულ პირებ­თან; ვ) ტენდერის პროცედურის შედეგით პირადად არის დაინ­ტერესებული (ან აქვს ფინანსური ინტერესი). 4. დაუშვებელია, ტენდერის პროცედურებისას მასში მონა­წილეობის მსურველმა ან/და მონაწილე პირმა სატენდერო კომი­სიას (სატენდერო კომისიის აპარატის წევრებს, მოწვეულ ექ­სპერ­ტებსა და კონსულტანტებს) ან სახელმწიფო ორგანოებსა და მათ წარმომადგენლებს მიმართოს თხოვნით შუამდგომლობის შესახებ ან მოახდინოს მათზე პირდაპირი ან ფარული ზეგავ­ლენა ნებისმიერი გზით, რათა მოიპოვოს თავისთვის ხელსაყ­რელი უფლებები ან/და პირობები.  5. დაუშვებელია ტენდერში მონაწილეობა მიიღონ იური­დი­ულმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ტენდერის მო­სა­მზადებელ სამუშაოებში. 6. სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულე­ბისას და კონვერტების გახსნისთანავე, სატენდერო კომისიისა და კომისიის აპარატის ყველა წევრი, მოწვეული ექსპერტი და კონსულტანტი, რომელიც დაკავშირებულია ამ ტენდერის გან­ხორ­ციელებასთან, ვალდებულნი არიან,  წერილობით დაადასტურონ, რომ მათი მონაწილეობა ამ ტენდერის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშ­ნულ მოთხოვნებს. მუხლი 7🔗. ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ქმედებების გასაჩივრებისა და დავის განხილვის პირობები 1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს შეუძლიათ ნების­მიერ ეტაპზე გაასაჩივრონ სატენდერო კომისიის ქმედებები სამი­ნისტროში ან სასამართლოში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ტენდერის მიმდინარეობის პროცესში დაირღვა ამ წესით ან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი დებულებები ან/და შეი­ლახა მათი უფლებები. 2. სამინისტროსა და სასამართლოში ტენდერთან დაკავში­რებული დავები განიხილება საქართველოში მოქმედი კანონ­მდებ­ლობის შესაბამისად. 3. დავის განხილვა არ იწვევს ტენდერის პროცესის შეჩე­რებას, გარდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვე­ტი­ლებისა. 4. პრეტენზიის მქონე პირი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, საჩივრით მიმარ­თოს სამინისტროს არაუგვიანეს ერთი თვისა იმ გარემოების შეტყობის ან იმ გადაწყვეტილების მიღების დღიდან, რომელმაც გამოიწვია პრეტენზია. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრეთვე იმ პირებს, რომელთა ინტერესებსაც შეეხება ან შეიძლება შეეხოს წარმოშობილი დავა. 5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვა­ლისწინებულ შემთხვევებში, სამინისტროს, საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, გამოაქვს დასაბუ­თე­ბული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომ­ჩი­ვანს.  6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ საჩივრის განხილვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო წესით. 7. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და უნდა ახლდეს მომჩივნის დასაბუთებული განმარტება იმის შესახებ, რომ მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემ­თხვევაში, იგი მნიშვნელოვნად დაზარალდება. საჩივარი განხილ­ვას არ ექვემდებარება, თუ სამინისტრო ამ წესის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას ტენდერის შეწყვეტის შესახებ. 8. პრეტენდენტებს შეუძლიათ სამინისტროს მიერ საჩივარ­თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრონ სასამართლო წესით. მუხლი  8🔗. ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადასახდელი ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების პროცენტის ოდენობა და მისი გადახდა 1. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 8 პროცენტი. 2. ლატარიის ორგანიზატორი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადასახდელს იხდის ყოველკვარტალურად, კვარტალის დასრულებიდან არა უგვიანეს 15 დღისა. თუ გადახდის ბოლო დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასვენების ან უქმე დღეს, ამ შემთხვევაში გადახდის ბოლო დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. მუხლი 9🔗. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია, წარუდგინოს სამინისტროს თავისი სატენ­დერო წინადადების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა შეადგენს 5,000,000 აშშ დოლარს. დაუშვებელია, სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ანგარიშზე თანხის შეტანა (ჩარიცხვა). მუხლი 10🔗. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიის გამოყენების პირობები 1. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად ეხება ტენდერში მონა­წილე ყველა პრეტენდენტს. 2. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატე­ბოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.  3. გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად, №1 დალუქულ კონვერტში, შესაბამისი აღნიშვნით. 4. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, დაიწუნოს პრე­ტენდენტის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია, თუ მას საფუძვლიანი ეჭვი აქვს წარდგენილი საბანკო გარანტიის მიმართ ან საბანკო გარანტიაზე დასტურის გამცემი ორგანიზაციის გადახდისუნარიანობაზე. 5. სატენდერო კომისიამ უნდა უზრუნველყოს ტენდერში მონაწილე პირთათვის საბანკო გარანტიის დაბრუნება ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადების დღიდან არაუგვიანეს 10 დღი­სა, მათივე მოთხოვნის საფუძველზე. 6. თუ სატენდერო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას სატენდერო პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე, პრეტენდენტებს საბანკო გარანტიები უბრუნდებათ მათი მოთხოვნისთანავე. 7. სატენდერო კომისიამ უნდა უზრუნველყოს საბანკო გარანტიების დაბრუნება იმ პირებისათვის, რომლებმაც უარი განაცხადეს სატენდერო წინადადებების ხელმეორედ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე ან/და ვერ უზრუნ­ველყვეს წარდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელება. 8. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადების მოქ­მედების ვადა ამოიწურა სატენდერო წინადადებების შეფასების დასრულებამდე და პრეტენდენტმა უარი განაცხადა ამ ვადის გაგრძელებაზე, პრეტენდენტს საბანკო გარანტია უბრუნდება მოთხოვნისთანავე. 9. საბანკო გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია და სატენდერო წინადადების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ პრეტენ­დენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე (თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე); ბ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულების დადებაზე; გ) თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა ტენდერის პროცედურების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო; დ) თუ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების გაფორმებამდე სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად არ გადაიხდის №2 კონვერტით შეთავაზებულ თანხას. 10. სატენდერო კომისიის მიერ საბანკო გარანტიის დაუბრუნებ­ლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ტენ­დერ­ში მონაწილე პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს ეს გადა­წყვეტილება, ამ წესის მე-7 მუხლისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 11🔗. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, სამინისტროს წარუდგინოს საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა შეადგენს 2,800,000 აშშ  დოლარს.   მულხი 12. ხელშეკრულება და ხელშეკრულების  შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიის  გამოყენების პირობები 1. სატენდერო დოკუმენტაციით და გამარჯვებული პრეტენ­დენტის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირო­ბებისა და ამ პირთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით ხდება ხელშეკრულების შედგენა. 2. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება იდე­ბა 10 წლის ვადით. აღნიშნული ვადა, სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაგრძელდეს ახალ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე. 3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია უნდა მოქმედებდეს ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს ხელშეკრულების დასრულებიდან არანაკლებ 4 თვის განმავლობაში. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის, გამოყენების პირობები განისაზღვრება გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით. 4. იმ შემ­თხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, სამინისტრო ვალდებულია, უზრუნველყოს საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.  მუხლი 13🔗. ტენდერის პროცედურების შეჩერებისა და შეწყვეტის პირობები 1. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, ტენდერში გამარ­ჯვებულთან ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ტენდერის პროცედურები, როდესაც ამის აუცილებ­ლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელ და წინასწარ გაუთვალისწინებელ ობიექტურ მიზეზთა გამო, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გა­მომდინარე. 2. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ტენ­დერის პროცედურები, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დო­კუმენტები ან/და მონაცემები ყალბი აღმოჩნდება. 3. ტენდერის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, სატენ­დერო კომისია არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, თავის გადა­წყვეტილებას და მისი მიღების საფუძველს აცნობებს პრე­ტენდენტებს. სატენდერო კომისია არ არის ვალდებული, ტენ­დერში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცე­ბულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძ­ველზეც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზ­ღაუროს მათ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები. 4. ტენდერის პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადა­წყვე­ტილების მიღების შემთხვევაში სატენდერო კომისია ვალ­დე­ბულია, მიღებული სატენდერო წინადადებები და თანმხლები დოკუ­მენტები დაუბრუნოს მათ წარმდგენ პირებს, ხოლო ტენდერის პროცედურების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სატენდერო კომისია ვალდებულია,  მიღე­ბული სატენდერო წინადადებები და თანმხლები დოკუმენტები დაუბრუნოს მათ წარმდგენ პირებს, მათივე მოთხოვნის საფუძ­ველზე. 5. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო ტენდერის პროცე­დურების შეჩერების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ტენ­დერის პროცედურების გაგრძელების შესახებ, იგი ვალდებულია, განა­ხორციელოს ტენდერის პროცედურები  შეჩერებული პროცე­დუ­რების გაგრძელების მეშვეობით (თუ ის ხორციელდება იმავე წელს). ამისათვის სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენ­დენ­ტებს სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუ­მენ­ტების ხელახალი დადასტურების შესახებ წინადადებით. თუ არცერთმა მონაწილემ თანხმობა არ განაცხადა განახლებული ტენ­დერის პროცედურებში მონაწილეობაზე, სატენდერო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ. მუხლი 14🔗. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი 1. ტენდერი ითვლება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში არცერთი პირის სატენდერო წინადადება არ იქნა წარდგენილი. 2. ტენდერი ითვლება უარყოფითი შედე­გით დასრულე­ბულად, თუ არცერთი პირის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა სატენდერო კომისიის მოთხოვ­ნებს ან თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების გაფორმებისთვის დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს №2 კონვერტით გათვალისწინებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში,  სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძ­ლებელია გამოცხადდეს ხელახალი ტენდერი. მუხლი 15🔗. სხვა დებულებები        ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და საინფორმაციო მასალა იკინძება და ინახება ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების  გან­მავლობაში.