ქუჩის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 09.09.2016
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ტექსტი
ქუჩის სახელდების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:63.0pt 37.3pt 42.55pt .5in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №76
2016 წლის 9 სექტემბერი
ქ. გორი
ქუჩის სახელდების შესახებ
2016 წლის 28 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ 27 ივნისის №77 წერილი (მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია 28.06.2016; №793), რომლითაც ითხოვენ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 89+600 კმ-ზე, გორის ტელერადიო ანძის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩის სახელდებას.
ზემოთ აღნიშნულ წერილში მოხსენიებული ქუჩის, რომელიც მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 89+600 კმ-ზე, გორის ტელერადიო ანძის მიმდებარედ, ჩრდილოეთით ესაზღვრება გორის ტელერადიო ანძა, სამხრეთით ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, დასავლეთით კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი (კერძო მესაკუთრე ნანა კარელიძე, ს/კ 66.41.14.006) და აღმოსავლეთით – გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ზოლი, სავარაუდო სახელს – „ქარის ელექტროსადგურის ქუჩა“ დაეთანხმა საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია.
კომისიის დასკვნის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ მიერ განხორციელებული პროექტის შესაბამისად, განთავსდება 6 (ექვსი) ტურბინა, რომელთა მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ელექტრომომარაგების კუთხით.
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 ივნისის №30 დადგენილების „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 ივნისის №30 დადგენილების „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის
დამტკიცების შესახებ“ და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2016 წლის 19 აგვისტოს №6 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გორი-სენაკი-ლესელიძის გზის 89+600 კმ-ზე, გორის ტელერადიო ანძის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას, რომელიც მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 89+600 კმ-ზე, გორის ტელერადიო ანძის მიმდებარედ ჩრდილოეთით ესაზღვრება გორის ტელერადიოანძა, სამხრეთით ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, დასავლეთით კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი (კერძო მესაკუთრე ნანა კარელიძე, ს/კ 66.41.14.006) და აღმოსავლეთით გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ზოლი, დაერქვას – „ქარის ელექტროსადგურის ქუჩა“.
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი