საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ კომპანია სეფიდთან (Cepheid) გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1779
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022139
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1779

2016 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ კომპანია სეფიდთან (Cepheid) გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ფონდთან (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) გაფორმებული GEO-T-NCDC ხელშეკრულებით  გათვალისწინებული გრანტის („ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა“) ფარგლებში, კომპანია სეფიდისგან (Cepheid HBDC SAS) სადიაგნოსტიკო ჯინექსპერტის 19 აპარატისა (მათ შორის, 7 ერთეული ოთხმოდულიანი და 12  ერთეული ორმოდულიანი) და ჯინექსპერტის აპარატებისათვის კარტრიჯების 10,550 ერთეულის, ასევე  ქვეყანაში უკვე არსებული 12 აპარატისათვის საკალიბრაციო კიტების (12 კიტი) და სამი ერთეული 4-მოდულიანი აპარატისათვის მოდულების (12 ერთეული) შესყიდვაზე  „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ (შემდგომში − წესი) მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს  ამავე წესის მე-12 მუხლისგან განსხვავებული პირობები და უფლება მიეცეს სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კომპანია სეფიდთან  წინასწარი ანგარიშსწორება აწარმოოს  შესაბამისი გარანტიის  მოთხოვნის გარეშე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             გ . კვირიკაშვილი