საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ კომპანია სეფიდთან გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1453
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024155
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსმთავრობის

განკარგულება №1453

2017 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერკომპანია სეფიდთანგასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიცენტრის მიერ აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ფონდთან (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) გაფორმებული GEO-T-NCDC ხელშეკრულებითგათვალისწინებული გრანტის(„ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფა“) ფარგლებში,კომპანია სეფიდისგან (Cepheid HBDC SAS) ტუბერკულოზისა და მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო ჯინექსპერტის აპარატებისათვის 18,700 (თვრამეტი ათას შვიდასი) ერთეულიკარტრიჯის, ასევე ქვეყანაში უკვე არსებული 3 აპარატისათვის საკალიბრაციო კიტების (3 კიტი) და სამი ერთეული 4-მოდულიანი აპარატისათვის მოდულების (12 ერთეული) შესყიდვაზე „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ (შემდგომში − წესი) მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დადგინდესამავე წესის მე-12 მუხლისგან განსხვავებული პირობებიდა უფლება მიეცეს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს,კომპანია სეფიდთან(Cepheid HBDC SAS) გასაფორმებელი ხელშეკრულების ფარგლებშიწინასწარი ანგარიშსწორება აწარმოოს შესაბამისი გარანტიის მოთხოვნის გარეშე.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი