საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1807
2016 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცეს თანხმობა, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში განსაზღვრულ პირებს უსასყიდლოდ, დროებით ვადიან სარგებლობაში, აუქციონის გარეშე, გადასცეს შემდეგი სახის მოძრავი ქონება:
ა) საარჩევნო ყუთები;
ბ) კენჭისყრის კაბინები;
გ) სხვა საარჩევნო ინვენტარი.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების დროებით ვადიან სარგებლობაში, აუქციონის გარეშე, წერილობითი მიმართვების საფუძველზე, გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ:
ა) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის:
ა.ა) რომელთა საქმიანობაც პირდაპირ დაკავშირებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობასთან;
ა.ბ) რომელთაც სამართლებრივი სახის ურთიერთობები აქვთ საარჩევნო ადმინისტრაციასთან ან/და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციასთან;
ა.გ) რომელთაც აღნიშნული ინვენტარი ესაჭიროებათ საკუთარი წესებით ან/და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებულ ჩასატარებელ არჩევნებსა თუ სხვა მსგავსი დანიშნულების არაკომერციული სახის საქმიანობასთან;
ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობებისათვის.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნული ორგანიზაციების წერილობითი მიმართვის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებ პირად განისაზღვროს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
4. განკარგულება ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.09.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 09.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1807. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022177.
- სად არის „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.09.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1807, 09.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022177 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3396616/