საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1785
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022145
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1785

2016 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიეცეს თანხმობა, რომ:

ა) შპს „ჰარმონი ივენთს“ (ს/კ 204567922 ) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში  არსებული  სასადილო  და  დამხმარე სათავსოები,  საერთო  ფართით 476 მ2 (სასადილოს ფართი II სართულზე - 396 მ2 და დამხმარე სათავსოები I სართულზე - 80 მ2) .

ბ) შპს „ჰარმონი ივენთს“ (ს/კ 204567922 ) თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების ვადით გადასცეს  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული, დანართით განსაზღვრული მოძრავი ქონება.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 19 აგვისტოდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი