საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2141
2017 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიეცეს თანხმობა, რომ:
ა) შპს „ჰარმონი ივენთს“ (ს/კ: 204567922) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სასადილო და დამხმარე სათავსები, საერთო ფართით 476 მ2 (სასადილოს ფართი II სართულზე – 396 მ2 და დამხმარე სათავსები I სართულზე – 80 მ2) ;
ბ) შპს „ჰარმონი ივენთს“ (ს/კ: 204567922) თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების ვადით გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული, დანართით განსაზღვრული მოძრავი ქონება.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 3 ოქტომბრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი