აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/496
2016 წლის 15 სექტემბერი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმაკომისიამ განიხილა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2016 წლის 6 სექტემბრის №04/3607 განცხადება სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ,,ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია” აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, ერთობლივად ახორციელებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2840 განკარგულებით მოწონებული და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.
ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფინანსებით ხორციელდება ახალციხე - ბათუმის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების (,,შუახევის და ,,კორომხეთის“ ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის მთლიანად აჭარის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ავტონომიური რესპუბლიკის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას.
მითითებულ პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მისი წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის. მოცემულ პროექტს ასევე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს პარალელურად მიმდინარე ჰესების მშენებლობის პროექტების სრულყოფილი შესრულებისა და აშენებული ელექტროსადგურების ქსელთან მიერთების კუთხით. 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ახალციხის არსებული 500/400 კვ-იანი მუდმივი ძაბვის ქვესადგურიდან დაიწყება და ბათუმის არსებულ 220 კვ-იანი ქვესადგურს დაუკავშირდება. ხაზის მთლიანი სიგრძე 150 კილომეტრია.
„ახალციხე-ბათუმის” ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ფარგლებში (ნაწილობრივ) მოექცა მოქალაქეების: სულიკო გვიანიძის (პ/ნ 61006046916), ნაილე კახაბერიძის (პ/ნ 61002006727) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. მითითებული პროექტის ფარგლებში ასევე მოექცა გელა შველიძისა (პ/ნ 61006026770) და თამარ შველიძის (პ/ნ 61306080272) თანასაკუთრებაში არსებული, როსტომ თავდგირიძის (პ/ნ 61006016974), ანნა თავდგირიძის (პ/ნ 61006069978), ზვიად თავდგირიძისა (პ/ნ 61006069977) და მაია ქავთარაძის (პ/ნ 61006048884), თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
დასახელებულ პირებს სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.
ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება აფერხებს პროექტის განხორციელებას, ხოლო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ წერილობით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე ექსპროპრიაციის პროცედურების დაწყების შუამდგომლობისათვის.
2016 წლის 6 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით (№04/3094) მომართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და „ახალციხე-ბათუმის” ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შუამდგომლობა და მითითებული პროექტის განხორციელების მიზნით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია” აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში, ერთობლივად ახორციელებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, მათ შორის, ხორციელდება ,,ახალციხე - ბათუმის” 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, აუცილებელია გამოსყიდულ იქნეს კერძო საკუთრებაში არსებული ის მიწის ნაკვეთები (ე.წ.„პოლიგონები“), რომლებზეც უნდა განთავსდეს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ანძები.
პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა შემდეგი უძრავი ქონება:
მესაკუთრე – სულიკო გვიანიძე(პ/ნ 61006046916) მიწის ნაკვეთის ს/კ 05.35.25.084, მისამართი: ქ. ბათუმი, ხიხანის №1ა (ყოფილი ქ. ბათუმი, დასახლება ერგე-კაპანდიბი).
მესაკუთრე – ნაილე კახაბერიძე(პ/ნ 61002006727) მიწის ნაკვეთის ს/კ 22.31.03.294, მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ხერთვისი.
მესაკუთრეები – გელა შველიძე(პ/ნ 61006026770), თამარ შველიძე(პ/ნ 61306080272) მიწის ნაკვეთის ს/კ 22.31.03.033, მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი აჭარისწყალი.
მესაკუთრეები –როსტომ თავდგირიძე (პ/ნ 61006016974), ანნა თავდგირიძე (პ/ნ 61006069978), ზვიად თავდგირიძე (პ/ნ 61006069977) და მაია ქავთარაძე (პ/ნ 61006048884), მიწის ნაკვეთის ს/კ 05.35.25.104, მისამართი ქ. ბათუმი, ხელვაჩაურის დასახლება.
დადასტურებულია, რომ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსიტემამ“ სულიკო გვიანიძეს(პ/ნ 61006046916) შესთავაზა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ 05.35.25.084 ნაწილობრივ 313 კვ.მ გამოსყიდვა. მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მან წერილობითი უარი განაცხადა.
დადგენილია ასევე, რომ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსიტემამ“ ნაილე კახაბერიძეს(პ/ნ 61002006727) წერილობით შესთავაზა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ 22.31.03.294, ნაწილობრივ 387 კვ.მგამოსყიდვა. მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ. რასაც მესაკუთრე არ დაეთანხმა.
სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსიტემამ“ წერილობით შესთავაზაგელა შველიძესა(პ/ნ 61006026770) და თამარ შველიძეს (პ/ნ 61306080272) მათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 22.31.03.033) ნაწილობრივ გამოსყიდვა. მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების 7 კვ.მნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ. რაზედაც მესაკუთრეებმა წერილობითი უარი განაცხადეს.
ასევე, წერილობით შეეთავაზაროსტომ თავდგირიძეს (პ/ნ 61006016974), ანნა თავდგირიძეს (პ/ნ 61006069978), ზვიად თავდგირიძესა (პ/ნ 61006069977) და მაია ქავთარაძეს (პ/ნ 61006048884) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.35.25.104) ნაწილობრივ 38 კვ.მ გამოსყიდვა. მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტის ფარგლებში მოქცეული საკუთრების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს.
დადასტურებულია, რომ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსიტემამ“ გამოსყიდვის შეტყობინებებით მოქალაქეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ მათი უარის შემთხვევაში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ,,ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის“.
ვინაიდან მითითებულ მესაკუთრეებთან ვერ ხორციელდება ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, პროექტის განხორციელებისათვის არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 8 და 9 სექტემბრის სხდომის ოქმებისა და დასკვნის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს „ახალციხე-ბათუმის” ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი, მრავალწლიანი ნარგავი, ერთწლიანი კულტურა და სხვა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება, კერძოდ:
ა) სულიკო გვიანიძის(პ/ნ 61006046916) უძრავი ქონება ს/კ 05.35.25.084, მისამართი: ქ. ბათუმი, ხიხანის №1ა (ყოფილი ქ. ბათუმი, ერგე-კაპანდიბი) (მთლიანი ფართობი 3089 კვ.მ, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი 313 კვ.მ.);
ბ) ნაილე კახაბერიძის(პ/ნ 61002006727) უძრავი ქონება ს/კ 22.31.03.294, მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ხერთვისი, (მთლიანი ფართობი 3903 კვ.მ, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი 387 კვ.მ);
გ) გელა შველიძისა(პ/ნ 61006026770) და თამარ შველიძის(პ/ნ 61306080272) უძრავი ქონება ს/კ 22.31.03.033, მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი აჭარისწყალი, (მთლიანი ფართობი 2502. კვ.მ პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი 7 კვ.მ) .
დ) როსტომ თავდგირიძის (პ/ნ 61006016974), ანნა თავდგირიძის (პ/ნ 61006069978), ზვიად თავდგირიძისა (პ/ნ 61006069977) და მაია ქავთარაძის (პ/ნ 61006048884) უძრავი ქონება ს/კ 05.35.25.104, მისამართი ქ. ბათუმი, ხელვაჩაურის დასახლება, (მთლიანი ფართობი 2502 კვ.მ პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი 38 კვ.მ).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კ.მ, №6).
დიმიტრი ქუმსიშვილი