2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
მიღების თარიღი 21.09.2016
ძალაში შესვლა 01.11.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016042
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/09/2016
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 20 და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე 2017 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე 2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე 2014 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე 2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №6
2016 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1🔗
2016 წლის პირველი ნოემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალების ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, №1 და №2 დანართებში მოცემული დიზაინის, აღწერილობისა და დამცავი ნიშნების მიხედვით, გამოშვების წლით „2016“.
მუხლი 2🔗
2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3🔗
საქართველოს ტერიტორიაზე 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი ნოემბრიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი