„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 |
|
2016 წლის 21 სექტემბერი ქ. გორი |
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“
ბ) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
მიღებულ იქნეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.“
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით.
|
2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ქალაქ გორის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ გორის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ გორთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. შესაძლებელია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;
ვ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე. სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობს ქალაქ გორის მუნიციალიტეტის მერი.
3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების უფლება ენიჭება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს.
4. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
5. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის, სიგელის და სამკერდე ნიშნის:
ა) ფორმას ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.
2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა, შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას მერის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.
3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ სიგელზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ქალაქის გორის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.
4. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.
5. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მიმღებს, მისი მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.
6. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს, შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.
7. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც აისახება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;
ბ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.
2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისთვის აუცილებელ სიმბოლიკაზე მუშაობა.