ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2016 წლის 7 სექტემბერი ქ. გორი |
|
1.2. გორის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ქალაქ გორის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ გორის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქალაქ გორთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
1.3. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. შესაძლებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;
ვ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს.
2.2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) „საპატიო წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წერილობითი თანხმობა;
ე) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3X4.
3.2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი საპატიო წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე. სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობს ქალაქ გორის მუნიციალიტეტის მერი.
3.3 განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საპატიო წოდების მინიჭების უფლება ენიჭება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს.
3.4. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი „საპატიო წოდების“ მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით.
3.5. საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობის:
ა) ფორმას ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.
4.2. საპატიო წოდების დამადასტურებელ სიგელზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ქალაქის გორის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.
4.3. საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.
4.4. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.
4.5. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს, შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.
4.6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;
გ) ზოგადზნეობრივი ნორმები, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება;
დ) საკუთარი სურვილით.
5.2. საპატიო წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საპატიო წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
6.2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს გორის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისთვის აუცილებელ სიმბოლიკაზე მუშაობა.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებს და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
მიღებულ იქნეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ როსებაშვილი
დანართი №1