,, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №132 |
|
2016 წლის 1 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის (ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესი და მეთოდოლოგია):
ა) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. კონკრეტულ საქმისმწარმოებელ პრობაციის ოფიცერს ელექტრონულ აპარატურას გადასცემს შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი, რომელიც გადაცემას არეგისტრირებს ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2), რაც დასტურდება პრობაციის ბიუროს უფროსისა და პრობაციის ოფიცრის ხელმოწერით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მსჯავრდებულისათვის ელექტრონული აპარატურის მოხსნის შემდეგ პრობაციის ოფიცერი მოხსნილ ელექტრონულ აპარატურას აბარებს პრობაციის ბიუროს უფროსს, რაც ასევე რეგისტრირდება ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2). ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, აკინძული და პრობაციის ბიუროს უფროსის ბეჭდით დამოწმებული.“;
ბ) მე-3 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეიძლება მსჯავრდებულის მიმართ შინაპატიმრობის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდეს, პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს უფროსს. სააგენტოს უფროსი გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში. შინაპატიმრობის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შინაპატიმრობის აღსრულება ხორციელდება ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 448 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.“;
გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ადგილი აქვს მსჯავრდებულის მიერ ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პერიმეტრის დარღვევას ან/და ამავე მიზნით ელექტრონული აპარატურის დაზიანებას, მსჯავრდებულის მიმართ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.";
დ) მე-5 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული აპარატურის დაზიანების შემთხვევაში, თუ არსებობს ახალი ელექტრონული აპარატურის დაზიანების რისკი, პრობაციის ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე, სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში. შინაპატიმრობის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის თაობაზე. შინაპატიმრობის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შინაპატიმრობის აღსრულება ხორციელდება ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 448 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.“.
2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №2 (ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.11.2016.
- როდის იქნა მიღებული „,, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 01.11.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №132. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.22.038.016725.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.11.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №132, 01.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016725 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3402080/