სს,,ელმავალმშენებლის"აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ის გადაწყვეტილება.(8 ივნისი 2016)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ლოკო ტრანს კომპანი“
სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის
შპს „ლოკო ტრანს კომპანის“ (“LOKO TRANS COMPANY” LTD)-ის
გადაწყვეტილება
2016 წლის 8 ივნისი
სს „ელმავალმშენებლის“ წესდების 19.5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 54.11 პუნქტის შესაბამისად, შპს „ლოკო ტრანს კომპანი („LOKO TRANS COMPANY“ LTD) (დარეგისტრირებული სავაჭრო რეესტრში ნომრით C 46598, მისამართი: პიაცა ტიგნე, ტიგნე ფოინთ №5, TH 01 სლიემა, მალტა (5 Pjazza Tigne, Tigne Point, TH 01 smila, Malta), მოქმედებს რა წესდებაში არსებული პუნქტების საფუძველზე, განიხილა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგი:
1. სს „საქართველოს ბანკსა” და სს “ელმავალმშენებელს” (ს/კ: 200002068) შორის 28.06.2007წ. გაფორმებული №001033 გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მისგან გამომდინარე ყველა/ნებისმიერი არსებული და სამომავლოდ წარმოშობილი ვალდებულებ(ებ)ის უზრუნველყოფის მიზნით, სს “ელმავალმშენებელის” საკუთრებაში არსებული ან/და სამომავლო ნებისმიერი/ყველა უძრავი/მოძრავი ქონების ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის იპოთეკით დატვირთვა ან/და დაგირავება.
2. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებაში ან/და მის შემადგენელ, მასთან დაკავშირებულ ან/და უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში/შეთანხმებებში ნებისმიერი შინაარსის ცვლილებების/დამატებების შეტანა აქციონერ(ებ)ის თანხმობის გარეშე.
ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. სს „საქართველოს ბანკსა” და სს „ელმავალმშენებელს” (ს/კ: 200002068) შორის 28.06.2007წ. გაფორმებული №001033 გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მისგან გამომდინარე ყველა/ნებისმიერი არსებული და სამომავლოდ წარმოშობილი ვალდებულებ(ებ)ის უზრუნველყოფის მიზნით, სს “ელმავალმშენებელის” საკუთრებაში არსებული ან/და სამომავლო ნებისმიერი/ყველა უძრავი/მოძრავი ქონება ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე დაგირავდეს ან/და დაიტვირთოს იპოთეკით.
2. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებაში №001033, რეგ. 28.06.2007წ. დადებული სს”საქართველოს ბანკსა” და სს “ელმავალმშენებელს” შორის (ს/კ 200002068) ან/და მის შემადგენელ, მასთან დაკავშირებულ ან/და უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში/შეთანხმებებში შევიდეს ნებისმიერი შინაარსის ცვლილება/დამატება სს „ელმავალმშენებლის” აქციონერ(ებ)ის თანხმობის გარეშე.
ნება მიეცეს სს „ელმავალმშენებელის” ფინანსური სამსახურის უფროსს ბ-ნ რაულ გურამის ძე შენგელიას შესაბამისი გადაწყვეტილებ(ებ)ის შესასრულებლად, პირადად გააფორმოს ყველა/ნებისმიერი ხელშეკრულება ან/და ხელი მოაწეროს ყველა/ნებისმიერ დოკუმენტს/შეთანხმებას და თავად, მესამე მხარეზე უფლებამოსილების გადანდობის გარეშე, განსაზღვროს მათი პირობები და შინაარსი. აგრეთვე სს „საქართველოს ბანკთან“ გაფორმებულ ნებისმიერ საკრედიტო და უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში შეიტანოს ნებისმიერი სახის ცვლილებები/დამატებები და თავად განსაზღვროს მათი პირობები და შინაარსი. ზემოთ დასახელებული უფლებები მიენიჭა ბ-ნ რაულ გურამის ძე შენგელიას 3 თვის ვადით.
შპს „ლოკო ტრანს კომპანის (ხელმოწერილია) (LOKO TRANSCOMPANY LTD) დირექტორი
წარმოადგენილი ბ-ნ კარლ მაგრის სახით