სს „სილქ როუდ ბანკის“ განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

2016 წლის 21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გაიმართება სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი №2.

 

კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხს:

– ფინანსური ანგარიშსწორების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სს „სილქ როუდ ბანკის“ 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების შემოწმებისათვის გარე აუდიტორის არჩევა;

– სს „სილქ როუდ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანა;

– აქციონერთა კრებაზე აქციონერების მიერ წამოყენებული სხვა საკითხები.

 

სს „სილქ როუდ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 20 სექტემბერი.

აქციონერთა კრებაზე თქვენი მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად შეგიძლიათ 2016 წლის 21 ოქტომბრამდე მობრძანდეთ შემდეგ მისამრთზე: საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი №2 (გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/შესაძლებელია წამომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.