ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესის და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.09.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.175.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2016
matsne.gov.ge 782 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესისა და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 27.07.2018 ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 29.05.2015 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 03.09.2018 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 05.06.2017 ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 15.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესის და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2016 წლის 27 სექტემბერი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესის და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის  პირველი და  მეორე პუნქტების და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 23 სექტემბრის  №1582 წერილის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საპატიო წოდების სიგელის ფრომა  დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი №1 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტი „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების საფუძვლებს და განხილვის წესს. 2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებად განისაზღვროს: ა) „წლის მცხეთელი“ ბ) „ქალაქ მცხეთის საპატიო მოქალაქე“ 3. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება შესაძლებლია მიენიჭოს, როგორც წესი, მცხეთობის, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქალაქ მცხეთის მუნციპალიტეტში რეგისტრირებულ  საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევაში მოქალაქეობის არმქონე პირს,  რომელსაც საკუთარი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სპორტული ან/და სხვა საქმინობით/მოღვაწეობით:  ა) განსაკუთრებული დამსახურება აქვს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში; გ) მხარი დაუჭირა და განახორციელა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული/სამშენებლო, სოცილური და სხვა პროგრამები; დ) პროფესიონალური, სპორტული  წარმატებით სახელი გაუთქვა ქვეყანას და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს; ე) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსახლეობის განათლებასა და სულიერ განვითარებაში; 4. „წლის მცხეთელის“ საპატიო წოდების მინიჭება ხორციელდება წლის ბოლოს, მიმდინარე წელს მოპოვებული დამსახურებისთვის, ზემოაღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. 5. ჯილდოს გადაცემა ხორციელდება როგორც  საპატიო წოდების მინიჭებასთან ერთად, ისე  მის გარეშე. ჯილდოს სახეობად  განისაზღვროს: თემატური სუვენირი, თემატური წიგნი, კულტურული ნამუშევრები, სხვა ფასიანი საჩუქრები. 6. საპატიო წოდება პირს მიენიჭება სიცოცხლეში ერთხელ. შესაძლებელია განსაკუთრებული დამსახურებისთვის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭება განხორციელდეს გარდაცვალების შემდგომ. 2. საპატიო წოდების მინიჭების წესი და პირობები 1. საპატიო წოდების მინიჭებაზე კანდიდატის წამოყენების ინიციატივა აქვს: ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს; ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცალკეულ დეპუტატებს ან ფრაქციას; გ) ქალაქ მცხეთაში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და შემოქმედებით კავშირებს; დ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს 1/2. 2.საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენილი საინიციატივო მიმართვა უნდა მოიცავდეს წერილობით დასაბუთებას, მასში ჩამოყალიბებული უნდა იყოს წამოყენებული კანდიდატის პიროვნული თვისებები და საპატიო  წოდებაზე წარდგენის საფუძვლები. მიმრთვა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერ(ებ)ით. 3. საპატიო წოდებაზე კანდიდატის წარდგენის ინიციატივას შესაძლებელია აგრეთვე დაერთოს: ა) პიროვნების ბიოგრაფიული მონაცემები; ბ) კომპტენტური ორგანიზაციების, დამსახურებული მოღვაწეების რეკომენდაცია; გ) კანდიდატის ღვაწლის/დამსახურების ამსახველი მასალა; დ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის, ფოტოსურათის (3X4) და წერილობითი თანხმობა. 3. საპატიო ჯილდოს მინიჭების წესი 1. შემოსული ინიციატივების განხილვას აწარმოებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია იყვნენ  მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, სხვა საჯარო მოხელეები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები,  საზოგადო მოღვაწეები, სხვა პირები, აგრეთვე ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია მოწვეულ იყვნენ საკრებულოს წევრები. 2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის განხილვის დეტალები და გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს მერის  ბრძანებით განსაზღვრული პირი.  ოქმს ხელს აწერს ყველა დამსწრე წევრი.  გადაწყვეტიელბა მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით. განსხვავებული აზრი დაერთვის ოქმს წერილობითი სახით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს ჯგუფის ხელმძღვანელს. 3. ინიციატივების განხილვის, წამროდგენილი არგუმენტების შეჯერების და შეფასების საფუძველზე, სამუშაო  ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ,  საპატიო წოდებაზე კანდიდატის წარდგენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, რის შესახებაც გამოსცემს  ბრძანებას. ამის შემდგომ, კანდიდატს წარადგენენ საპატიო წოდებაზე, საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდებას ანიჭებს ქალაქ მცხეთის მუნციპალიტეტის მერი. საპატიო წოდების მინიჭების დროს ხდება სიგელის გადაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს ქალაქ მცხეთის მუნციპალიტეტის საკრებულო. სიგელში აღინიშნება საპატიო წოდების სახე, პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოკლე დასაბუთება (დამსახურება/მიღწევები). სიგელზე დატანებულ უნდა იქნას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში მცირე სახელმწიფო გერბი. სიგელს ხელს აწერს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. 4. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შემთხვევაში, შესაძლებელია პიროვნებას გადაეცეს სამკერდე ნიშანი. 5. სიგელის ფორმის დამზადებას, ჯილდოს  სახეობების შეძენას და სამკერდე ნიშანის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია. 6. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის წარმოებას და შენახვას  უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური. 4. საპატიო წოდების ჩამორთმევა 1. პირს შესაძლებელია ჩამოერთვას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება შემდეგ შემთხვევებში, თუ: ა) პირმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ დანაშაული; ბ) განახორციელა საქართველოს სახელმწიფოს ან/და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება; გ) ჩაიდინა ისეთი საქციელი,  რამაც გამოიწვია სხვისი ღირსებისა და პატივის მნიშვნელოვანი ხელყოფა; დ) პიროვნებას სურვილი აქვს საკუთარი ნებით უარი თქვას საპატიო წოდებაზე, ასეთ შემთხვევაში წერილობითი განაცხადი წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს. 2. საპატიო წოდების ჩამორთმევა ხორციელდება სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის განხილვის შემდგომ,  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. 5. დასკვნითი დებულებები წესი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. დანართი №2 საპატიო წოდების სიგელის ფორმა