„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№145
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № 145

2016 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/10/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016046) დამტკიცებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ84“, „ჰ85“, „ჰ86“ და  „ჰ87“ პუნქტები:

„ჰ84) ADFR –  ავტომატურად მოხსნადი ფრენის მონაცემების თვითჩამწერი;

 ჰ85) PBC – მახასიათებლებზე დაფუძნებული კავშირი;

 ჰ86) PBS – მახასიათებლებზე დაკავშირებული დაკვირვება;

 ჰ87) RSP – კავშირისათვის საჭირო მახასიათებლები.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ჰ71“, „ჰ72 “, „ჰ73“, „ჰ74“, „ჰ75“ და „ჰ76“ პუნქტები:

„ჰ71) ავტომატურად მოხსნადი ფრენის მონაცემების თვითჩამწერი – სხ-ზე დამონტაჟებული თვითჩამწერი მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად განცალკევდება სხ-ისგან;

ჰ72) მახასიათებლებზე დაფუძნებული დაკვირვება – დაკვირვება, რომელიც დაფუძნებულია იმ საჭირო მახასიათებლებზე, რომლებიც გამოიყენება საჰაერო მოძრაობის მომსახურებისთვის;

ჰ73) საჰაერო მოძრაობის მომსახურება – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, საავიაციო შეტყობინებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო, მისადგომის სამეთვალყურეო და/ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას);

ჰ74) დაბრუნების წერტილი – ბოლო გეოგრაფიული წერტილი მარშრუტზე, საიდანაც  სხ-ს შეუძლია გააგრძელოს ფრენა როგორც დანიშნულების, ასევე სათადარიგო აეროდრომებზე;

ჰ75) მახასიათებლებზე დაფუძნებული კავშირი – კავშირი დაფუძნებული მახასიათებლებზე, რომლებიც გამოიყენება საჰაერო მოძრაობის მომსახურებისთვის;

ჰ76) დაკვირვებისთვის საჭირო მახასიათებლების სპეციფიკაცია – მოთხოვნების ჩამონათვალი საჰაერო მოძრაობის უზრუნველყოფისათვის, მიწისზედა, სხ-ის აღჭურვილობის და ოპერაციების მიმართ, რომელიც აუცილებელია მახასიათებლებზე დაფუძნებული საჰაერო დაკვირვების განსახორციელებლად.“.

3. 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფრენა, რომელიც უნდა შესრულდეს ვფწ-ით, არ შეიძლება დაიწყოს, თუ მიმდინარე მეტეოროლოგიური ინფორმაცია ან მიმდინარე ამინდი და ამინდის პროგნოზი არ მიუთითებს იმაზე, რომ მარშრუტზე ან მარშრუტის იმ მონაკვეთზე, რომელზეც სხ იფრენს, მეტეოროლოგიური პირობები არ იქნება ვფწ-ის ფრენის შესრულების შესაბამისი.”.

4. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე პუნქტი:

„32. 27000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ყველა სხ., რომელზედაც საფრენად ვარგისობის მოწმობა პირველად გაიცემა 2021 წლის 1 იანვარს ან ამ თარიღის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს CVR-ით,  რომელიც უზრუნველყოფს  მუშაობის სულ ცოტა ბოლო 25 სთ-ის ჩანაწერის შენახვას.”.

5.73-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრენის შესრულებისას, როდესაც კავშირი ხორციელდება PBC-ის გამოყენებით, რადიოკავშირის აღჭურვილობა უნდა აკმაყოფილებდეს RCP-ის სპეციფიკაციის მოთხოვნებს, რისთვისაც ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დამატებით:

ა) სხ უნდა აღიჭურვოს კავშირის ისეთი მოწყობილობით, რომელიც მისცემს მას შესაძლებლობას  შეასრულოს ფრენა არსებული RСP-ის სპეციფიკაციის შესაბამისად;

ბ) სხ-ის სეს-ში ან სხვა საბუთებში მითითებული RCP უნდა იყოს დამტკიცებული მწარმოებლის ან რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ.

გ) ინფორმაცია სხ-ის RCP სპეციფიკაციებზე  უნდა იყოს შეტანილი MEL-ში.

შენიშვნა: ინფორმაციას შეიცავს „კავშირის აუცილებელი მახასიათებლების სახელმძღვანელო“ იკაოს DOC 9869, სადაც ასევე მოცემულია კავშირის სისტემებზე და RСP-ზე სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებული საბუთების სარეკომენდაციო სია.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.11.2016.
როდის იქნა მიღებული „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.11.2016. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №145. სარეგისტრაციო კოდი — 310050000.54.066.016104.
რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.11.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №145, 02.11.2016, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016104 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3404110/