„ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №162 |
|
2021 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) CАТ – კატეგორია:
ზ.ა) CАТ I – კატეგორია I;
ზ.ბ) CАТ II – კატეგორია II;
ზ.გ) CАТ III – კატეგორია III.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) დასაფრენად ზუსტი შესვლისა და დაფრენის კატეგორიები:
პ.ა) CAT I – დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით;
პ.ა.ა) გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე, არანაკლებ 60 მ (200 ფტ);
პ.ა.ბ) ან ხილვადობა არანაკლებ 800 მ, ან ადზ-ზე ხილვადობა არანაკლებ 550 მ;
პ.ბ) CAT II – დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 60 მ-ზე (200 ფტ) ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 30 მ (100 ფტ) და ადზ-ზე ხილვადობა არანაკლებ 300 მ;
პ.გ) CAT III – დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 30 მ-ზე (100 ფტ) ნაკლები, ან სიმაღლის შეუზღუდავად და ადზ-ზე ხილვადობა არანაკლებ 175 მ;
შენიშვნა: თუ გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე (DH) და ადზ-ზე ხილვადობა (RVR) სხვადასხვა კატეგორიას მიეკუთვნება, დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა ხელსაწყოების მეშვეობით სრულდება უფრო მკაცრი კატეგორიის მიხედვით.“
ბ) დაემატოს შემდეგი რედაქციის „ჰ57“, „ჰ58“, „ჰ59“ და „ჰ60 “ ქვეპუნქტები:
„ჰ57) დასაფრენად შესვლის დასკვნით ეტაპზე უწყვეტი დაშვება (CDFA) – პილოტირების ტექნიკა, რომელიც გამოიყენება არაზუსტი სისტემით დასაფრენად სტაბილიზირებული შესვლისას განუწყვეტელი დაშვებით (ჰორიზონტალური გასწორების გარეშე). ამ მეთოდით დასაფრენად შესვლა იწყება იმ აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლიდან, რომელიც დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილის სიმაღლის ტოლი ან მეტია, და გრძელდება ადზ-ს ზღურბლიდან დაახლოებით 15 მეტრის (50 ფუტის) სიმაღლემდე ან იმ წერტილამდე, საიდანაც კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის დაფრენის წინა გასწორების მანევრი იწყება, ხოლო ამ მეთოდით წრიდან დასაფრენად შესვლისას დაშვება ხორციელდება დასაფრენად შესვლის მინიმუმამდე(OCA/H წრეზე ფრენა) ან ფრენისას ვიზუალური მანევრის აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლემდე.
ჰ58) ხელშეკრულების მოკლე შინაარსი – თუ სხ-ის ექსპლუატაცია ხორციელდება რეგისტრაციის სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოს შორის ჩიკაგოს კონვენციის „83bis“ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების მოკლე შინაარსი წარმოადგენს იკაო-ს საბჭოში რეგისტრირებული ხელშეკრულების თანდართულ დოკუმენტს, რომელშიც მოკლედ და ნათლად არის განსაზღვრული ფუნქციები და პასუხისმგებლობები, რომელსაც რეგისტრაციის სახელმწიფო გადასცემს სხვა სახელმწიფოს.
შენიშვნა: სხვა სახელმწიფო ნიშნავს სხ-ის ექსპლუატანტ სახელმწიფოს, რომელიც ახორციელებს სხ-ის კომერციულ ექსპლუატაციას.
ჰ59) ფრენები დაბალი ხილვადობის პირობებში (LVO) – დასაფრენად შესვლა RVR-ის 550 მ-ზე ნაკლები მნიშვნელობით და/ან DH-ის 60 მ(200 ფტ)-ზე დაბალი მნიშვნელობით, ან აფრენა RVR-ის 400 მ-ზე ნაკლები მნიშვნელობით.
„ჰ60) სპეციალური ნებართვა – წარმოადგენს საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში დოკუმენტალურად დადასტურებულ ნებართვას კომერციული ან არაკომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებისთვის.“.
3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმი
1. 1.ექსპლუატანტი ვალდებულია განსაზღვროს ყველა იმ ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმი, საიდანაც ფრენას ასრულებს. ექსპლუატანტის მიერ ვერტოდრომისათვის დადგენილი მინიმუმი არ უნდა იყოს ვერტოდრომის სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმუმზე ნაკლები.
შენიშვნა: თუ ექსპლუატანტი თავად არ განსაზღვრავს ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმს ფრენის შესასრულებლად, მანუნდა ისარგებლოს (მიუთითებს ფშს-ში) აეროდრომის სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულით (AIP) ან სპეციალიზებული ორგანიზაციის (მაგ: Jeppesen) მიერ გამოქვეყნებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციით.
2. ვერტმფრენებისათვის, რომლებიც აღჭურვილია დაფრენის ავტომატური სისტემებით, კოლიმატორული ან ეკვივალენტური ინდიკატორებით, EVS, SVS ან CVS-ის სისტემებით, სააგენტო გასცემს საექსპლუატაციო კრედიტების გამოყენების ნებართვას. თუ საექსპლუატაციო კრედიტები ეხება დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენებს, სააგენტო გასცემს სპეციალურ ნებართვას. აღნიშნულმა ნებართვამ არ უნდა მოახდინოს გავლენა დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურების კლასიფიკაციაზე.
შენიშვნა: 1. საექსპლუატაციო კრედიტები მოიცავს:
ა) დასაფრენად შესვლის გაგრძელების უფლებას ამ წესის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებზე უფრო ნაკლებ სიმაღლეზე;
ბ) ხილვადობის მოთხოვნების შემცირებას ან დაკმაყოფილებას;
გ) შემცირებული რაოდენობის მიწისზედა აღჭურვილობას, რომელიც კომპენსირდება საბორტო აღჭურვილობის შესაძლებლობით.
2. ავტომატური დაფრენის სისტემებით, კოლიმატორული ინდიკატორით (HUD) ან ინფორმაციის ასახვის სხვა ეკვივალენტური მოწყობილობებით, EVS, SVS ან CVS სისტემებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდებისათვის საექსპლუატაციო კრედიტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მე-3 ნაწილის „G“ დამატებაში და „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (Doc 9365).
3. ინფორმაცია ავტომატური დაფრენის სისტემების, კოლიმატორული ინდიკატორის (HUD) ან ინფორმაციის ასახვის სხვა ეკვივალენტური მოწყობილობების შესახებ მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (Doc 9365), რომელიც აგრეთვე მოიცავს მონაცემებს RTCA და EUROCAE-ის შესაბამისი დოკუმენტების შესახებ.
4. ავტომატური დაფრენის სისტემა წარმოადგენს, შვეულმფრენის ავტომატურ დასაფრენად შესვლას საბორტო სისტემების გამოყენებით, ტრაექტორიის ავტომატური კონტროლით იმ წერტილამდე, რომლის შემდეგ მფრინავს შეუძლია გადასვლა უსაფრთხო დაფრენაზე ბუნებრივი ხილვადობის და ავტომატური კონტროლის გამოყენების გარეშე.
3. ექსპლუატანტმა ყოველი კონკრეტული ფრენისთვის უნდა უზრუნველყოს, რომ გამოსაყენებელი ვერტოდრომის ან დასაფრენი მოედნის საექსპლუატაციო მინიმუმების დადგენისას სრულად იყოს გათვალისწინებული:
ა) ვერტმფრენის ტიპი, საფრენოსნო-ტექნიკური და მართვის მახასიათებლები და სეს-ით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობები და შეზღუდვები;
ბ) საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა, მათი კვალიფიკაცია და გამოცდილება;
გ) ვერტოდრომის ფიზიკური მახასიათებლები და დასაფრენად შესვლის მიმართულება;
დ) არსებული ვიზუალური და არავიზუალური სახმელეთო საშუალებების შესაბამისობა და მახასიათებლები;
ე) მიწაზე არსებული ვიზუალური და არავიზუალური დამხმარე საშუალებების ადეკვატურობა და მახასიათებლები;
ვ) წინაღობები დასაფრენად შესვლისა და მეორე წრეზე წასვლის არეში და სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლისას წინაღობების გადაფრენის აბსოლუტური და შეფარდებითი სიმაღლეების უკიდურესი მნიშვნელობა;
ზ) მეტეოროლოგიური პირობების განსაზღვრისა და გადაცემის საშუალებები;
თ) წინაღობები სიმაღლის აღების არეში და სიმაღლის აუცილებელი მარაგი წინაღობების გადაფრენისას;
ი) საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში მითითებული პირობები;
კ) ნებისმიერი მინიმუმი, რომელიც შეიძლება გამოქვეყნდეს აეროდრომის სახელმწიფოს მიერ.
4. სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლა კლასიფიცირდება საექსპლუატაციო მინიმუმებზე დაყრდნობით, რომლის შემდეგაც დასაფრენად შესვლა უნდა გაგრძელდეს მხოლოდ მყარი ვიზუალური კონტაქტის დამყარების შემთხვევაში:
ა) ტიპი A – დაშვების ან გადაწყვეტილების მიღების სიმაღლე 75 მ (250 ფტ) ან უფრო მაღალი;
ბ) ტიპი B – გადაწყვეტილების მიღების სიმაღლე 75 მ-ზე (250 ფტ) დაბლა. B ტიპი სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლა იყოფა კატეგორიებად შემდეგი წესით:
ბ.ა) CAT I – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე არანაკლებ 60 მ (200 ფტ) და ერთ-ერთი: ხილვადობა არანაკლებ 800 მ, ან ადზ-ზე ხილვადობის სიშორე 550მ ( RVR);
ბ.ბ) CAT II – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე ნაკლები 60 მ-ზე (200 ფტ), მაგრამ არანაკლებ 30 მ (100 ფტ) და ადზ-ზე ხილვადობის სიშორე 300 მ ( RVR);
ბ.გ) CAT III – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 30 მ-ზე (100 ფტ) ნაკლები, ან გადაწყვეტილების მიღების სიმაღლის შეზღუდვის გარეშე, ადზ-ზე ხილვადობის სიშორე 300 მ-ზე (RVR) ნაკლები ან შეუზღუდავად;
შენიშვნა: 1. თუ გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე (DH) და ადზ-ზე ხილვადობა (RVR) სხვადასხვა კატეგორიას მიეკუთვნება, დასაფრენად ზუსტი შესვლა ხელსაწყოების მეშვეობით სრულდება უფრო მკაცრი კატეგორიის შესაბამისად(მაგალითად: დასაფრენად შესვლა DH-მდე CAT III-ით, RVR-ის CAT II-ის დიაპაზონში განიხილება როგორც დასაფრენად შესვლა CAT III-ით ან დასაფრენად შესვლა CAT II-ით DH-მდე, მაგრამ RVR-ის CAT I-ის დიაპაზონში განიხილება, როგორც დასაფრენად შესვლა CAT II-ით). ეს წესი არ გამოიყენება თუ RVR და/ან DH დამტკიცებულია როგორც საექსპლუატაციო კრედიტი.
2. მყარი ვიზუალური კონტაქტი გულისხმობს, ვიზუალურ კონტაქტს დამხმარე საშუალებებთან, მათ ნაწილთან, ან დასაფრენად შესვლის არეალის იმ სექტორთან, რომელიც მფრინავის მიერ ვიზუალურად აღიქმებოდა შესაბამისი დროის განმავლობაში დადგენილ ტრაექტორიასთან მიმართებაში შვეულმფრენის პოზიციის და პოზიციის ცვლილების შესაფასებლად. დასაფრენად წრიდან შესვლის დროს, მყარი ვიზუალური კონტაქტი გულისხმობს ადზ-ის გარემოს.
3. დასაფრენად შესვლის კლასიფიკაცია, პროცედურები, ადზ-სა და სანავიგაციო სისტემების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (ICAO Doc 9365).
5. სააგენტო გასცემს სპეციალურ ნებართვას დაბალი ხილვადობის პირობებში სახელსაწყო წესებით დასაფრენად შესვლაზე, რომელიც სრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიღებულია ინფორმაცია ადზ-ის ხილვადობის სიშორეზე (RVR).
შენიშვნა: დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენების შესრულების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 9365.
6. დაბალი ხილვადობის პირობებში აფრენისათვის RVR-ის მინიმალური მნიშვნელობის სპეციალურ ნებართვას გასცემს სააგენტო.
შენიშვნა: ხილვადობის მნიშვნელობა აფრენისათვის, ძირითადად, განისაზღვრება RVR-ის პარამეტრებით. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ეკვივალენტური ჰორიზონტალური ხილვადობა.
7. არაზუსტი სახელსაწყო წესით (2D) დასაფრენად შესვლის საექსპლუატაციო მინიმუმი განისაზღვრება დაშვების მინიმალური აბსოლუტური (MDA) ან ფარდობითი (MDH) სიმაღლის, მინიმალური ხილვადობის პარამეტრებით და არსებობის შემთხვევაში, ღრუბლიანობის გათვალისწინებით.
შენიშვნა: დასაფრენად შესვლის დასკვნით ეტაპზე უწყვეტი დაშვების ტექნიკის (CDFA) გამოყენების სახელძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 8168 (PANS-OPS, ტომი I, მე-2 ნაწილი, მე-5 სექცია).
8. ზუსტი სახელსაწყო წესით (3D) დასაფრენად შესვლის საექსპლუატაციო მინიმუმი განისაზღვრება გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური (DA) ან ფარდობითი (DH) სიმაღლის, და ხილვადობის მინიმუმის ან ადზ-ზე ხილვადობის სიშორის (RVR) გათვალისწინებით.“.
4. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 39. ვერტმფრენის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების საექსპლუატაციო შეზღუდვები
1. ვერტმფრენის ექსპლუატაცია ხორციელდება ამ თავით დადგენილი საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების სტანდარტების შესაბამისად.
შენიშვნა: საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ნორმები ასახავს ფრენის სხვადასხვა ეტაპებს და საექსპლუატაციო პირობებს. საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლების ნორმების დადგენის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაო-ს Doc-ში 10110.
2. თუ ფრენის უსაფრთხო გაგრძელება შეუძლებელია კრიტიკული ძრავის მტყუნების შემთხვევაში, ვერტმფრენების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ამინდის და განათების ისეთ პირობებში და სათადარიგო აეროდრომამდე მიმავალი ისეთი მიმართულებით და მარშრუტით, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო იძულებითი დაფრენა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის მიუხედავად, რისკების შეფასების საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია დაუშვას უსაფრთხო იძულებითი დაფრენის მოთხოვნიდან გადახვევა. რისკების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სულ მცირე:
ა) ექსპლუატაციის ტიპი და პირობები;
ბ) ტერიტორია/რელიეფი, სადაც ხორციელდება ფრენა;
გ) კრიტიკული ძრავის მტყუნების ალბათობა და ხანგრძლივობა;
დ) ძრავის (ძრავების) მონიტორინგის და საიმედოობის უზრუნველყოფის პროცედურები და სისტემები;
ე) პერსონალის მომზადება და საექსპლუატაციო პროცედურები, რომლებიც მიმართულია კრიტიკული ძრავის მტყუნების შედეგების შემსუბუქებაზე;
ვ) ვერტმფრენის აღჭურვილობა.
შენიშვნა: რისკების შეფასების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაო-ს Doc -ში 10110.
4. თუ სააგენტოს მიერ ნებადართულია III კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე ვერტმფრენების ფრენა სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში, ფრენები უნდა განხორციელდეს ამ წესის 42-ე მუხლის შესაბამისად.“.
5. მე-40 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სხ-ის ასაფრენი მასა ან დანიშნულების ვერტოდრომზე ან სათადარიგო ვერტოდრომზე დაფრენისას დასაფრენი მასა, არ შეიძლება აღემატებოდეს იმ მაქსიმალურ მასას, რომლითაც დემონსტრირებული იყო ვერტმფრენის შესაბამისობა ხმაურის სერტიფიცირების სტანდარტებთან, გარდა იმ დასაფრენი მოედნებისა, რომლებზეც ეს, გამონაკლისის სახით, დაშვებულია იმ სახელმწიფოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია ვერტოდრომი და არ ვრცელდება ხმაურზე შეზღუდვები.“.
6. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „431“ მუხლი:
„მუხლი 431. ვერტმფრენის ექსპლუატაცია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის „83bis“ მუხლის საფუძველზე
1. თუ ვერტმფრენის ექსპლუატაცია ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციის „83bis“ მუხლის საფუძველზე, სხ-ზე უნდა იყოს რეგისტრაციის და ექსპლუატანტის სახელმწიფოებს შორის დადებული შეთანხმების მოკლე შინაარსის ოფიციალურად დამოწმებული ასლის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია. თუ შეთანხმება არ არის ინგლისურ ენაზე, მას თან უნდა ერთოდეს თარგმანი ინგლისურ ენაზე.
შენიშვნა: ჩიკაგოს კონვენციის „83bis“ მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციის სახელმწიფოსა და ექსპლუატანტის სახელმწიფოებს შორის ფუნქციებისა და მოვალეობების განაწილების და მხარებს შორის შეთანხმების მოკლე შინაარსის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 10059.
2. ზედამხედველობის განხორციელებისას, რეგისტრაციის სახელმწიფოსა და ექსპლუატანტის სახელმწიფოებს შორის ფუნქციებისა და მოვალეობების განსაზღვრის მიზნით, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს უნდა ჰქონდეს წვდომა ჩიკაგოს კონვენციის „83bis“ მუხლის შესაბამისად გაფორმებული შეთანხმების მოკლე შინაარსთან (მაგ., ბაქანზე შემოწმებისას).
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ჩიკაგოს კონვენციის „83bis“ მუხლის შესაბამისად დადებული შეთანხმების საფუძველზე ექსპლუატირებული სხ-ების ინსპექტირებას, მოცემულია იკაოს Doc-ში 8335.
3. ვერტმფრენის რეგისტრაციის ან ექსპლუატანტი სახელმწიფოს მიერ ჩიკაგოს კონვენციის „83bis“ მუხლის შესაბამისად დადებული შეთანხმება და ამ შეთანხმების მოკლე შინაარსი იგზავნება რეგისტრაციისათვის იკაოს საბჭოში.
შენიშვნა: იკაოს საბჭოში რეგისტრირებულ შეთანხმებასა და შეთანხმების მოკლე შინაარსში უნდა იყო ყველა იმ ვერტმფრენის ჩამონათვალი, რომელსაც ეხება ეს შეთანხმება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ეგზემპლარებში უნდა იყოს მითითებული მხოლოდ ის კონკრეტული ვერტმფრენი, რომელზეც განთავსებულია ეს ასლი.
4. ვერტმფრენის რეგისტრაციისა და ექსპლუატანტ სახელმწიფოებს შორის ჩიკაგოს კონვენციის „83bis“ მუხლის საფუძველზე დადებული შეთანხმების მოკლე შინაარსში ინფორმაცია კონკრეტულ ვერტმფრენზე მოცემული უნდა იყოს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, III ნაწილის, მე-6 დამატების მე-2 პუნქტით დადგენილი ფორმით.“.
7. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. საფრენოსნო მონაცემების თვითმწერები და სხ-ის მონაცემთა რეგისტრაციის სისტემები
1. 3175 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ვერტმფრენი, რომელზეც ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს FDR-ით, რომლითაც შესაძლებელია აღირიცხოს სულ მცირე პირველი 48 პარამეტრი, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მესამე ნაწილის მე-4 დამატების A4-1 ცხრილში.
2. 7000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ან 19-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე ვერტმფრენი, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 1989 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს FDR-ით, რომლითაც შესაძლებელია აღირიცხოს სულ მცირე პირველი 30 პარამეტრი, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მესამე ნაწილის მე-4 დამატების A4-1 ცხრილში.
3. 3175 კგ-დან 7000 კგ-მდე მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ვერტმფრენი, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 1989 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს FDR-ით, რომლითაც შესაძლებელია აღირიცხოს სულ მცირე პირველი 15 პარამეტრი, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მესამე ნაწილის მე-4 დამატების A4-1 ცხრილში.
4. ტურბინული ძრავის მქონე ვერტმფრენი, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 2250 კგ-ს და აღწევს 3175კგ-ს და რომელზეც განაცხადი ტიპის სერტიფიკატისთვის წარდგენილია 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს:
ა) FDR-ით, რომლითაც შესაძლებელია აღირიცხოს სულ მცირე პირველი 48 პარამეტრი, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მესამე ნაწილის მე-4 დამატების A4-1 ცხრილში;
ბ) C კლასის AIR-ით ან AIRS-ით, რომლებითაც აღირიცხება პილოტის მონიტორზე ასახული სულ მცირე ფრენის ტრაექტორიის და სიჩქარის პარამეტრები ისე, როგორც განსაზღვრულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მესამე ნაწილის მე-4 დამატების A4-3 ცხრილით;
გ) ADRS-ით, რომელიც აღრიცხავს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მესამე ნაწილის მე-4 დამატების A4-3 ცხრილით გათვალისწინებულ პირველ 7 პარამეტრს.
შენიშვნა: „ტიპის სერტიფიკატის განაცხადი“ დაკავშირებულია გარკვეული ტიპის ვერტმფრენის პირველადი“ტიპის სერტიფიკატის“ გაცემის თარიღთან, და არა ამ ტიპის ცალკეული ვერსიების ან მოდიფიკაციების სერტიფიცირების თარიღთან.
5. 3175 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ვერტმფრენი, რომელზეც ტიპის სერტიფიკატი პირველად გაიცემა 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს FDR-ით, რომლითაც შესაძლებელია აღირიცხოს სულ მცირე პირველი 53 პარამეტრი, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მესამე ნაწილის მე-4 დამატების A4-1 ცხრილში;
6. სისტემებზე FDR, ADRS, AIR ან AIRS დაუშვებელია გამოყენებული იქნეს მონაცემების ფოლგაზე მექანიკური ჩაწერის, სიხშირული მოდულაციის, ფოტოფირზე ან მაგნიტურ ლენტზე ჩაწერის მეთოდები.
7. ნებისმიერ FDR-ს უნდა შეეძლოს სულ მცირე ბოლო 10 საათის განმავლობაში ჩაწერილი ინფორმაციის შენახვა.“
8. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „471“, „472“ და „473“ მუხლები:
„მუხლი 471. საფრენოსნო ეკიპაჟის ხმის თვითმწერები და ეკიპაჟის კაბინის გარემოს ხმოვანი ჩამწერი სისტემები
1. ვერტმფრენი, რომლის სერტიფიცირებული ასაფრენი მაქსიმალური მასა აღემატება 7000 კგ-ს აღჭურვილი უნდა იყოს CVR-ით. თუ ვერტმფრენი არ არის აღჭურვილი FDR-ით, მაშინ CVR-ზე სულ მცირე, რეგისტრირებული უნდა იყოს მზიდი ხრახნის ბრუნვის რაოდენობა.
2. ვერტმფრენი, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1987 წლის 1 იანვრის შემდეგ და რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 3175 კგ-ს, აღჭურვილი უნდა იყოს CVR-ით. თუ ვერტმფრენი არ არის აღჭურვილი FDR-ით, მაშინ CVR-ზე სულ მცირე, რეგისტრირებული უნდა იყოს მზიდი ხრახნის ბრუნვის რაოდენობა.
3. დაუშვებელია CVR-ისა და CARS-ის გამოყენება, რომლებიც ახორციელებენ ჩანაწერებს მაგნიტურ ლენტზე ან მავთულზე.
4. ვერტმფრენი, რომელიც ექვემდებარება CVR-ით აღჭურვას, უნდა აღიჭურვოს ისეთი CVR-ით, რომელსაც შეეძლება სულ მცირე ბოლო 2 საათის განმალობაში ჩაწერილი ინფორმაციის შენახვა.
მუხლი 472 . გადამცემი ხაზის მონაცემთა ჩამწერები
1. ვერტმფრენზე, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 2016 წლის პირველი იანვრის შემდეგ და რომელიც აღჭურვილია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, მე-3 ტომის, მე-4 დამატების „5.1.2“ პუნქტში მოცემული კომუნიკაციის საშუალებებით და უნდა აღიჭურვოს CVR-ით, გადაცემული შეტყობინებები, უნდა რეგისტრირდებოდეს დარტყმამედეგ საბორტო თვითმწერზე.
შენიშვნა: 1. დარტყმამედეგი საბორტო თვითმწერი შედგება ერთი ან რამდენიმე სისტემისაგან:
2. მსუბუქი საბორტო აღმრიცხველი შედგება ერთი ან რამდენიმე სისტემისაგან:
– მონაცემების რეგისტრაციის საბორტო სისტემა (ADRS);
– ეკიპაჟის კაბინის ბგერითი მდგომარეობის რეგისტრაციის სისტემა (CARS);
– ვიზუალური მდგომარეობის საბორტო აღმრიცხველი (AIRS);
– მონაცემების გადაცემის ხაზის აღმრიცხველი (DLRS).
3. ვიზუალური მდგომარეობა და მონაცემთა გადაცემის ხაზის ინფორმაცია შესაძლებელია დარტყმამედეგი საბორტო თვითმწერისათვის აღირიცხოს CVR ან FDR-ით, ხოლო მსუბუქი საბორტო აღმრიცხველისათვის CARS ან ADRS- ით.
2. ვერტმფრენზე, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 2016 წლის პირველ იანვრამდე და ექვემდებარება CVR-ით აღჭურვას და რომელიც მოდიფიცირებულია 2016 წლის პირველი იანვრის შემდეგ ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, მე-3 ტომის, მე-4 დამატების „5.1.2.“ პუნქტში მოცემული კომუნიკაციის საშუალებებით, გადაცემული შეტყობინებები უნდა რეგისტრირდებოდეს დარტყმამედეგ საბორტო თვითმწერზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადამცემთა ხაზის აღჭურვილობა შეესაბამება სხ-ის ტიპის კონსტრუქციას ან მოდიფიკაციას, რომელიც პირველად იყო დამტკიცებული 2016 წლის 1 იანვრამდე.
შენიშვნა: 1. გადამცემი ხაზის მონაცემთა რეგისტრაციის მოთხოვნების მაგალითები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, მე-3 ტომის, დამატება H-ის, H-4 ცხრილში;
2. B კლასის AIR შეიძლება გამოყენებულ იქნეს მონაცემთა გადამცემი ხაზით გადაცემული და მიღებული შეტყობინებების შესანახად, თუ მათი შენახვა FDR-სა და CVR-ზე არაპრაქტიკული ან მატერიალურად გაუმართლებელია.
3. ტერმინი „სხ-ის მოდიფიკაცია“ გულისხმობს მხოლოდ სხ-ის მონაცემთა გადამცემი ხაზის აღჭურვილობის მოდიფიკაციას (მაგ.: სტრუქტურული ცვლილება, ელექტროგაყვანილობა და სხვა).
3. გადამცემი ხაზის მონაცემთა ჩამწერებს უნდა შეეძლოს სულ მცირე ბოლო 2 საათის განმავლობაში ჩაწერილი ინფორმაციის შენახვა.
4. გადამცემი ხაზის მონაცემთა ჩამწერებს უნდა შეეძლოს გადამცემი ხაზის მონაცემების და ეკიპაჟის კაბინის გარემოს ხმოვანი ჩანაწერების კორელაცია.
მუხლი 473. საბორტო თვითმწერები
1. საბორტო თვითმწერების აგებულება, მათი განლაგება და მონტაჟი უნდა უზრუნველყოფდეს მონაცემების ჩანაწერების მაქსიმალურად დაცვის, აღდგენის და გაშიფრვის შესაძლებლობას. საბორტო თვითმწერი უნდა შეესაბამებოდეს დარტყმამედეგობისა და ხანძარსაწინაღო დაცვის ტექნიკურ მოთხოვნებს.
2. საბორტო თვითმწერები არ უნდა გამოირთოს ფრენის დროის განმავლობაში.
3. საავიაციო ინციდენტის, ან საავიაციო შემთხვევის დროს, ჩანაწერების შენარჩუნების მიზნით, საბორტო თვითმწერი უნდა გამოირთოს ფრენის დროის დასრულებისას. საბორტო თვითმწერის კვლავ ჩართვა დაუშვებელია, ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართით გათვალისწინებული ჩანაწერების გადაცემის პროცედურის განხორციელებამდე.
შენიშვნა: საბორტო თვითმწერის ჩანაწერების ამოღების საჭიროებას განსაზღვრავს მოკვლევის ჩამტარებელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო.
4. თვითმწერის საექსპლუატაციო ვარგისობის შენარჩუნების მიზნით, ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს საბორტო თვითმწერების საექსპლუატაციო შემოწმებების და შეფასებების ჩატარება.
შენიშვნა: საბორტო თვითმწერი სისტემების შემოწმების პროცედურები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, მე-3 ტომის მე-4 დამატებაში.
5. ექსპლუატანტის მიერ მოკვლევის უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემული FDR-ის პარამეტრებთან დაკავშირებული საბუთები უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს დარგობრივი სპეციფიკაციები.
შენიშვნა: თვითმწერების დარგობრივი სპეციფიკაციები მოცემულია „საბორტო თვითმწერების ელექტრონულ დოკუმენტებში“ (ARINC 647A).“.
9. ამოღებულ იქნეს წესის №6 დანართი.
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვარს.
|
|