ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2016 ძალადაკარგული 28.12.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.131.016187
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2016 წლის 30 სექტემბერი

ქ. ქობულეთი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლისა და  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16  მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა  თანახმად თანდართული დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე
📎 დანართები (1)
qobuleti.15 danarti.doc DOC

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა

www.ajaraspg.ge

[pic]

პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ

ზაალ ბაჯელიძე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

ლევან ბოლქვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს,

სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი

ეკატერინე ბახტაძე  ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. ეკონომიკური

მეცნიერებათა დოქტორი

ტატო გოგიჩაიშვილი ენერგეტიკოსი

რეზო დიასამიძე ბიოლოგიის დოქტორი. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს

ეროვნული სააგენტოს შავი ზღვის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი

ნინო ინაიშვილი ისტორიის აკადემიური დოქტორი

ნოდარ კონცელიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი

რესურსების სამმართველოს ბიომრავალფეროვნების სამსახურის უფროსი

ნოდარ კახიძე ისტორიის დოქტორი

დავით მაკარაძე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი

სულხან მამუჭაძე   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ნებართვების განყოფილების უფროსი

იზოლდა მაჭუტაძე ბათუმისშოთარუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი

ნანული ნოღაიდელი დიალექტოლოგი

ციალა ნარაკიძე ფოლკლორისტი, დიალექტოლოგი

უჩა ოქროპირიძე ისტორიის აკადემიური დოქტორი

ტარიელ ტუსკია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის და ბუნებრივი

რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსი

მერაბ ფუტკარაძე გეოგრაფიის დოქტორი, პროფესორი

გიზო ფარცხალაძე  ბათუმისშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი

შუშანა ფუტკარაძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ნუგზარ ძნელაძე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი (არქიტექტორი)

მერაბ ხიმშიაშვილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული

სამსახურის ბათუმის სამმართველოს უფროსი

ოლეგ ჯიბაშვილი ისტორიის აკადემიური დოქტორი

საშა ხორავა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

სარჩევი

შესავალი

0-1.  „სქემის”  მიზნები და ამოცანები, მისი ტერიტორიული საზღვრები, შემუშავების

მეთოდოლოგია და ინფორმაციული უზრუნველყოფა

0-2.  ძირითადი ტერმინების განმარტებები

1.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოკლე ისტორიულ-გეოგრაფიული და სექტორული ნარკვევი

1-1.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მიმოხილვა დაძირითადი ტოპონიმები

1-1.1  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მიმოხილვა

1-1.2  ტოპონიმი „ქობულეთი“

1-2.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მმართველობითი და ადმინისტრაციული სტრუქტურა

1-2.1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მმართველობითი სტრუქტურა

1-2.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურა

1-3.  ქობულეთის მუნიციპალის ტერიტორიულ-გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივ-კლიმატური პირობები

1-3.1 გეოგრაფიული მდებარეობა

1-3.2 რელიეფი და ლანდშაფტები

1-3.3 კლიმატი

1-3.4 ჰიდროქსელი

1-3.4.1 ზედაპირული მტკნარი წყლები

1-3.4.2 მიწისქვეშა წყლები.

1-3.4.3 შავიზღვა და მისი სანაპირო

1-3.4.4 წყალსარგებლობა

1-3.5 ნიადაგები

1-3.6 მიწისრესურსები, მიწის ფონდის სტრუქტურა (ბალანსი)

1-3.7 მელიორაცია

1-3.8 სასარგებლო წიაღისეული

1-3.10 შავი ზღვის  სანაპიროს მორფოდინამიკა და ნაპირდაცვითი პრობლემატიკა

1-3.11 ქობულეთის მუნიციპალიტეტიფლორადაფაუნა

1-4. მოსახლეობა და დემოგრაფიული პროცესები

1-4.1 მოსახლეობა

1-4.2 დემოგრაფიული სტატისტიკა

1-4.3 მიგრაცია

1-4.4  ეკომიგრაცია

1-4.5 დევნილები

1-5. სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება

1-6.ტყის რესურსები და ტყეთსარგებლობა

1-7. საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურა

1-7.1 ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1-7.2 ჰიდროენერგეტიკა

1-7.3 წყალსადენი-კანალიზაცია

1-7.4 გაზმომარაგება

1-7.5  ელექტრომომარაგება

1-8. ფინანსები, ეკონომიკა, მრეწველობა და მშენებლობა

1-8.1  საჯარო ფინანსები.ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა და ანგარიშგება

1-8.2.  ეკონომიკის დარგობრივი დინამიკა და ეკონომიკური ზრდა

1-8.3 მრეწველობა და შრომის ბაზარი

1-8.4 ვაჭრობა

1-8.5   მშენებლობა

1-9. ჯანმრთელობა და სოციალური  დაცვა

1-9.1 ჯანდაცვა

1-9.2 სოციალური დაცვა

1-10. განათლება და მეცნიერება

1-11. კულტურა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

1-11.1. კულტურა

1-11.2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

1-11.3 მუზეუმები

1-11.4 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

1-12. ფიზიკური კულტურა და სპორტი

1-13. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკურორტო-რეკრეაციული პოტენციალი და ტურიზმი

1-13.1 საკურორტო რეკრეაციული პოტენციალი

1-13.1.1 ქობულეთის მუნიციპალიტეტის კურორტები და საკურორტო ადგილებია

1-13.1.2 საკურორტო ადგილები

1-13.1.3 ტურისტული ინტერესის მქონე ადგილები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

1-13.2 ტურიზმი

1-13.2.1 ტურისტული ინფრასტრუქტურა

1-13.2.2 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები

1-14. დაცული ტერიტორიები და გარემოს დაცვა

1-14.1 დაცული ტერიტორიები

1-14.2 გარემოს დაცვა

1-14.2.1 ნარჩენების მართვა

1-14.2.2 შავი ზღვის ეკოლოგიური და სანიტარიული მდგომარეობა

1-14.2.3 ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მისი დაბინძურების წყაროები

1-15. ინფორმაციული უზრუნველყოფა და SWOT ანალიზი

1-16 კომფლიქტები

1-16.1  არსებული კონფლიქტები

1-16.2  წარმატებულად გადაჭრილი კონფლიქტები

1-17. დასკვნები

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხედვა

2-1 ხედვა

2-2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და პრინციპები

2-3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების კონცეფცია

2-3.1.ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითად გეგმარებით ღერძები;

2-3.2  სივრცის კატეგორიები

2-3.2.1 ურბანული ტერიტორიები

2-3.2.2 ლოჯისტიკური ცენტრები

2-3.2.3 სამრეწველო და სატრანსპორტო ზონები

2-4.  ინფრასტრუქტურა

2-4.1. სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული კარკასის ტრანსფორმაციის მიმართულებები და პრინციპები

2-4.2  ენერგეტიკა

2-4.3 სოციალური ინფრასტრუქტურა

2-5 ტურიზმი

2-5.1 ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება

2-5.2 ზღვაზე  დასვენება

2-5.3 ტურიზმის სახეობები

2-5.3.1 ეკოტურიზმი

2-5.3.2 აგროტურიზმი

2-5.3.3 სამკურნალო - გამაჯანსაღებელი ტურიზმი

2-5.3.4 კულტურულ - შემეცნებითი ტურიზმი

2-5.3.5 ეთნოტურიზმი

2-5.4 სტატუსის მინიჭება ან გაზრდა

2-5.4.1 პერსპექტიული კურორტები

2-5.4.2 პერსპექტიული  საკურორტო ადგილები

2-6.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სპორტი და განათლება

2-6.1  ზოგადი მიმართულებები და სტრატეგია

2-6.2  არქეოლოგიური ზონები

2-7.  ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა, დაცული ტერიტორიები

2-7.1. გარემოს მდგომარეობის მუნიციპალური მართვა.

2-7.2  ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება

2-7.3 ბუნებრივ - ეკოლოგიური კარკასი

2-7.3.1 სტრუქტურა , ელემენტები და განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიები

2-7.3.2  განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და

ბუნებრივ-ეკოლოგიური  კარკასის შენარჩუნება.

2-7.4 ტყის რესურსები

2-7.5 ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები.

2-7.6  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სვოთ ანალიზი

2-8.  სოფლის მეურნეობა

2-9 ზონირება

2-10 რეკომენდაციები

3. საზოგადოებრივი ჩართულობა

3-1  საზოგადოებრივი ჩართულობის სტრატეგია

3-1.1 სტრატეგია

3-1.2 ჩართულობის გეგმა ეტაპების მიხედვით:

3-1.3 დაინტერესებული სუბიექტების ანალიზი.

3-2 მოსახლეობისგამოკითხვისშედეგები

2-2.1 გამოკითხვის შედეგები მოკლე მიმოხილვა

2-2.2 მიგრაცია

სქემები

სქემა 0-1.  ქობულეთის მუნიციპალიტეტი

სქემა 1-1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა

სქემა1-2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის განსახლების სისტემა

სქემა 1-3. საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის E კატეგორიის სატრანსპორტო ქსელი.

სქემა 1-4. ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზა

სქემა.2-1. ციხისძირის  ზონირება ნაკვეთების მიხედვით

სქემა 2-2. ლოგისტიკური მომსახურები სტრადიციულისისტემა.

სქემა 2-3. მეოთხე „თაობის“ ლოგისტიკური მომსახურების სისტემა.

დიაგრამები

დიაგრამა1-1. 2014 წლის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილება პროგრამების მიხედვით

დიაგრამა1-2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯების განაწილება (სამი კვარტლის მონაცემებით)

დიაგრამა1-3.ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითინაწილის 9 თვის შესრულების მაჩვენებელი (%)

დიაგრამა1-4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გეგმური შემოსულობების განაწილება

დიაგრამა1-5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წლის 9 თვეში გადასახადების სახით მიღებული შემოსავლები

დიაგრამა1-6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წლის 9 თვის მონაცემებით, სხვა შემოსავლების

სახით მიღებული შემოსავლები.

დიაგრამა1-7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი 9 თვის ხარჯები.

დიაგრამა1-8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით სფერობზე გაწეული

ხარჯების პროცენტული განაწილება - ფაქტობრივი მონაცემები

დიაგრამა 1-9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით  სფერობზე

გაწეული ხარჯების პროცენტული განაწილება

დიაგრამა1-10. მთლიანი დამატებული ღირებულება სექტორების მიხედვით (აჭარის ა.რ. 2013 წ.)

დიაგრამა1-11. კერძო პირდაპირი ინვესტიციების განაწილება სექტორების მიხედვით (აჭარის ა.რ./ 2013 წ.)

დიაგრამა1-12.კერძო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება სექტორების მიხედვით (აჭარის ა.რ./ 2013 წ.)

დიაგრამა1-13. სახელმწიფო ინვესტიციები ტერიტორიულ ჭრილში (აჭარის ა.რ. 2014 წ.)

დიაგრამა1-14. 2005-2015 წლებში ქობულეთის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ნებართვების მიხედვით საერთო ფართობები (კვ.მ)

დიაგრამა1-15.ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტურისტთარაოდენობის დინამიკა (2010-2013 წლებში)

დიაგრამა1-16. 2011 წლის მონაცემებით ქობულეთში შემოსულ ვიზიტორთა ხვედრითი წილი

მთლიან   რაოდენობასთან

ცხრილები

ცხრილი 1- 1ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

ცხრილი 1-2 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მინერალური და თერმული წყლები

ცხრილი1-3  ქობულეთის მუნიციპალიტეტის არსებული საბადოები და მათი მარაგები

ცხრილი1-4. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიურ-გეოლოგიური პროცესების განვითარების ზონები და რისკფაქტორიანი უბნები

ცხრილი1-5.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2002-2014 წწ.

ცხრილი1-6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა 2013 წლის მონაცემების მიხედვით.

ცხრილი 1-7ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განაწილება სქესის, ქორწინების მდგომარეობისა და ასაკის მიხედვით 15 წლის და უფროსი ასაკისათვის

ცხრილი1-8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა 2000-2009 წწ. (ათასი კაცი)

ცხრილი1-9. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა სტატისტიკა 2011 წლის მდგომარეობით

ცხრილი1-10. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით მუნიციპალიტეტების ჭრილში

ცხრილი1-11. I-II კატეგორია (რაოდენობა, სულადობა)

ცხრილი1-12. რეგისტრირებულ დევნილთა რაოდენობა - სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

( 17.09.2014 წ. მდგომარეობით)

ცხრილი 1-13.  რეგისტრირებულ დევნილთა რაოდენობა - სტატისტიკა სქესის მიხედვით

( 05.03.2015 წ. მდგომარეობით)

ცხრილი1-14. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

სქემა1-2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის განსახლების სისტემა

ცხრილი1-15. ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ფართობი, მოსახლეობის რაოდენობა და სიმჭიდროვე

ცხრილი 1-16 სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა

ცხრილი 1-17 მეცხოველეობა მეფრინველეობა

ცხრილი1-18. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტყის მერქნული რესურსები

ცხრილი1-19ტყის მერქნული რესურსები ქობულეთის მუნიციპალიტეტში-სახეობები,

ფართობები, მარაგი.

ცხრილი1-20. 2007-2014წლის პერიოდისათვის ტყის დაცვის მდგომარეობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ცხრილი1-21. მუნიციპალიტეტში სოციალური ჭრები და ასათვისებლად გამოყოფილი ხე-ტყე (2014 წელი)

ცხრილი1-22. ტყის დაავადებული და მეჩხერი ფართობი ქობულეთის მუნიციპალიტეტში (2010 წ.)

ცხრილი1-23.  ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამავალი საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები

ცხრილი1-24. რკინიგზით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 2008-2010 წლებში

ცხრილი 1-25. ჰიდროელექტროსადგურები და მათი მონაცემები

ცხრილი 1-26. წყლის, სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემაში განხორციელებული/მიმდინარე მიზნობრივი პროგრამები (2006 -2011 წლები)(ლარი)

ცხრილი 1-27. აჭარაში შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი აჭარის’’ მიერ აშენებული გაზსადენები 2008-2011 წლებში (გრძივი მეტრი)

ცხრილი1-28. აჭარის რეგიონში შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი აჭარის’’ აბონენტთა რაოდენობა (2011 წლის მდგომარეობით)

ცხრილი 1-29.  აჭარაში შპს ,,აჭარის ბუნებრივი აირის’’ საკუთრებაში არსებული გაზსადენები 2011 წელი (გრძივი მეტრი)

ცხრილი 1-30. აჭარაში შპს ,,აჭარის ბუნებრივი აირის’’ აბონენტთა რაოდენობა

ცხრილი 1-31. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი(ლარი)

ცხრილი1-32.  ბიუჯეტის საგრანტო შემოსავლების სტრუქტურა 2013-2014 წლების მიხედვით

ცხრილი1-33. სწრაფად მზარდი სექტორები დამატებულუ ღირებულების შექმნის მიხედვით (აჭარის ა.რ. 2013 წ.)

ცხრილი1-34. რეგისტრირებული ეკონომკური სუბიეექტების რაოდენობა მუნიციპალიტეტების ჭრილში.

ცხრილი 1-35. საქართველოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტია.რ-ის მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობისა და დასაქმების სტატუსის მიხედვით.

ცხრილი 36. 2000-2008 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტია.რ. სამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა

ცხრილი 1-37 კადრების დეფიციტი დარგების მიხედვით

ცხრილი 1-38 კადრების დეფიციტურობის მიზეზები (%-ით გამოკითხულ დამსაქმებელთა რაოდენობასთან)

ცხრილი 1-39 მომუშავეთა კატეგორიები, რომელთა მოზიდვა რთულია (გამოკითხვის შედეგებით)   (%)

ცხრილი 1-402001-2010 წლებში აჭარის არ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალოწლიური რაოდენობა

ცხრილი 1-41   იმპორტი ქვეყნების მიხედვით

ცხრილი 1-42  იმპორტი საქონლის სახეობის მიხედვით

ცხრილი 1-43. აჭარის არ-ში მშენებარე ობიექტების რაოდენობა რეგიონულ ჭრილში 2015 წლის 1 იანვრისათვის.

ცხრილი44. ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის შესახებ (2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

ცხრილი1-45. აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა რეგიონულ ჭრილში 2013 წლის მონაცემების მიხედვით

ცხრილი1-46. სახელმწიფო პენსიის მიმღებთა რაოდენობა პენსიის სახეების მიხედვით (2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

ცხრილი1-47. გასაცემი პენსიის ჯამური თანხა თვეში პენსიის სახეების მიხედვით (აღებულია 2013 წლის დეკემბრის თვის მონაცემები)

ცხრილი1-48. აჭარის ა.რ. სტიქიისშედეგადდაზარალებულიოჯახების რაოდენობა (ე. წ. „ეკომიგრანტები“)

ცხრილი1-49. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მიმღებთა რაოდენობა* (2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

ცხრილი1-50.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების რაოდენობა და სტრუქტურა.

ცხრილი1-51. ქობულეთის მუნიციპალიტეტის პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა  და სტრუქტურა მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ცხრილი1-52. აჭარის ა.რ-ისუმაღლესისასწავლებლები

ცხრილი 1-53. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

ცხრილი1-54 ტრადიციული და სახალხო დღესასწაულები

ცხრილი1-55. სახალხო რეწვის ოსტატები

ცხრილი1-56. ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და მასში შემავალი ფილიალები

ცხრილი1-57. სახელოვნებო დაწესებულებები

ცხრილი1-58. კულტურის ცენტრებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები

ცხრილი 1-59. ქობულეთის მუნიციპალიტეტისსაკურორტოადგილებისნუსხა

ცხრილი 1-60 ქობულეთის სასტუმროები

ცხრილი 1-61, 2013-2010 წლის სასტუმროთა მონაცემები მუნიციპალიტეტების მიხედვით

ცხრილი 1–62.დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გამოფრქვევის მდგომარეობა მუნიციპალიტეტები სმიხედვით (ტონებში)

ცხრილი2-1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქალაქისა  და დაბების მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წ

ცხრილი 2-2 ძირითადი კონვენციები და ოქმები გარემოს დაცვის სფეროში, რომელთა მხარე ცაა საქართველო

ცხრილი 2-3  2015-2018 წწ პერიოდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დარგის      შემდგომი განვითარების პროგრამები

რუკები

სივრცითი კატეგორიები (არსებული მდგომარეობა)

მოსახლეობის სიმჭიდროვე და განსახლების სისტემა

სარეკრეაციო,საკურორტო, ტურიზმისა და კულტურის ობიექტები და სანიტარიული დაცვის ზონები (არსებული მდგომარეობა)

სოფლის მეურნეობის განვითარების ტერიტორიები (არსებული მდგომარეობა)

საინჟინრო კომუნიკაციები, წყალი,გაზი,ელექტრო მომარაგება (არსებული მდგომარეობა)

წყლის რესურსები და წყალშემკრები ტერიტორიები

სტიქიურ-კატასტროფული საშიშროების ადგილები და ნიადაგები

სატყეო მასივის დაცვის და განვითარების ადგილები

სოციალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა (არსებული მდგომარეობა)

გასახლების, ინფრასტრუქტურის და სივრცით-ტერიტორიალური განვითარების გეგმარებითი ღერძები

სივრცითი კატეგორიები (ხედვა)

სარეკრეაციო,საკურორტო, ტურიზმისა და კულტურის ობიექტები და სანიტარიული დაცვის ზონები (ხედვა)

სოფლის მეურნეობის განვითარების ტერიტორიები (ხედვა)

საინჟინრო კომუნიკაციები, წყალი,გაზი,ელექტრო მომარაგება (ხედვა)

ეკოლოგიური კარკასი

სოციალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა  (ხედვა)

გეგმარებითი შეზღუდვები, კონფლიქტები

დაბა ჩაქვი, ბუკნარი, ქვედა ულიანოვკა, სახალვაშო (ზონირება)

დაბა ოჩხამური, თიკერი (ზონირება)

ალამბარი, ზედა კონდიდი (ზონირება)

აჭყვისთავი (ზონირება)

ბობოყვათი (ზონირება)

გვარა (ზონირება)

ქვემო დაგვა, ზედა დაგვა (ზონირება)

ზენითი (ზონირება)

ქვემო კვირიკე, ზემო კვირიკე, კვირიკე (ზონირება)

ლეღვა, სკურა, ცხრაფონა (ზონირება)

მუხაისტატე, წყავროკა (ზონირება)

ზედა ულიანოვკა, ქვედა აჭყვა, ზედა აჭყვა (ზონირება)

სოფ. ქობულეთი, ზედა სამება, კოხი (ზონირება)

ქაქუთი, ნაცხვატევი, გოგმაჩაური, აჭი (ზონირება)

ჩაისუბანი (ზონირება)

ცეცხლაური, ჯინხანჯური (ზონირება)

ციხისძირი, შუაღელე (ზონირება)

ჭახათი, კეჭიეთი, თამარის ხიდი, ვარჟანაული, ტყემაკარავი, კობალაური, ხინო (ზონირება)

ხალა,გორგაძეები,  ჩაქვისთავი (ზონირება)

ხუცუბანი (ზონირება)

შესავალი

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა ‘’(შემდგომ-„გეგმა“) შეიქმნა ქობულეთის მუნიცეპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის25 აგვისტოს №134 განკარგულების „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ“გეგმარებითი დავალების საფუძველზე.

„გეგმარებითი დავალება“, თავის მხრივ, შედგენილია საქართველოს კანონის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ (შემდგომ - „კანონი“) მუხლი 9, პუნქტ ა,ბ-თი განსაზღვრული, დაგეგმვაზე უფლებამოსილ ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების საფუძველზე და საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ რატიფიცირებული მრავალმხრივი თუ ორმხრივი საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის საქართველოს სხვა საკანონმდებლო-ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და სივრცითი მოწყობის სფეროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკის გათვალისწინებით.

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების საფუძველია:

• საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ (2005 წ.)

• საქართველოსმთავრობის 2014 წლის 15 იანვრის№59 ტექნიკური რეგლამენტის - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულეირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების საფუძველზე

• კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ ქობულეთის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გეგმარებითი დავალება;

• ქალაქთმშენებლობით სფეროსთვის აუცილებელი და გასათვალისწინებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მოთხოვნები, კონცეფტუალური და კვლევითი ხასიათის დოკუმენტაცია, ანალოგიური გეგმარებითი სამუშაოების  გამოცდილება.

ზემოხსენებულის კონტექსტში, ხაზგასასმელია, რომ „სქემის“ შემუშავებას ხელს უწყობს  „აჭარის ა.რ სივრცითი მოწყობის სქემის“  არსებობა.

„სქემის“ ორგანული ნაწილი უნდა გახდეს ის მსხვილმასშტაბური ნაციონალური, რეგიონული თუ ტრანსრეგიონული პოლიტიკები, პროექტები და პროგრამები (PPP), რომლებიც განხორციელდა, ხორციელდება ან იგეგმება ქობულეთის მუნიციპალიტეტთან მიმართებაში.

„გეგმარებითი დავალება“ აყალიბებს „სქემის“ ძირითად მიზანსა და ამოცანებს; განსაზღვრავს მის ტერიტორიულ ფარგლებს; აგრეთვე - ლანდშაფტურ-ეკოლოგიურ, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა სისტემამაფორმირებელ პირობებს.

გამოსაყოფია „სქემის“ ამოქმედება-რეალიზაციის მონიტორინგის საორგანიზაციო და ინსტიტუციური უზრუნველყოფის საჭიროება - საყოველთაოდ აღიარებული ურბანული ინდიკატორებისა და დამატებითი, ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური სპეციფიკური ინდიკატორების შემუშავების, დანერგვისა და გაძღოლის ჩათვლით.

„გეგმარებითი დავალების“ მოთხოვნის შესაბამისად, ტექსტურ ფორმასთან ერთად, დადგენილ კარტოგრაფიულ სტანდარტებში შესრულდა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის გრაფიკული ნაწილიც. ამავდროულად, „სქემის“ მთლიანი მოცულობა შესრულდა ელექტრონულ ვერსიის ფორმატში, რაც უზრუნველყოფს მისი განუწყვეტელი კორექტირების შესაძლებლობას დროის რეალურ რეჟიმში.

„გეგმა“ მოიაზრება ინტეგრირებულ დოკუმენტად, რომელიც აყალიბებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული განვითარების ხედვასა და პოლიტიკას, აგრეთვე თავს უყრის, აჯერებს დარგობრივ (სექტორულ) გეგმებს, პროექტებს და უზრუნველჰყოფს მათს ჰარმონიზებას „სქემის“ ფორმატში. „სქემის“ შედგენისას ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყო სათანადო ფორმატში ზუსტი მონაცემთა ბაზის არარსებობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს სივრცითი დაგეგმარების სტრატეგიისათვის მყარი საფუძვლის არქონას.

0-1.  „სქემის”  მიზნები და ამოცანები, მისი ტერიტორიული საზღვრები, შემუშავების მეთოდოლოგია და ინფორმაციული უზრუნველყოფა

„სქემის“  მიზანი და ამოცანები

„სქემის“ ძირითად მიზანს წამოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების სივრცით-ტერიტორიული და ფუნქცურ-გეგმარებითი წინაპირობების უზრუნველყოფა მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში; ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიისათვის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ძირითადი ასპექტების დადგენა, მათ შორის:

-მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს შექმნა;

-მუნიციპალიტეტის კონკურენტუნარიანობა და ეკონომიკური ზრდა;

-კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ტურიზმის განვითარება;

„სქემის“ ძირითადი მიზნების თანხმლებ მიზნებს შეადგენს:

-„ახალი თაობის“ სივრცით-გეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავების მეთოდოლოგიის დახვეწა;

-საქართველოს სხვა რეგიონებისა თუ მუნიციპალიტეტებისათვის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების აქტუალიზება;

-„სქემის“ შემუშავება-დამტკიცების შემდეგ, უახლოეს წლებში, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პოზიტიური როლის დემონსტრირება.

ძირითადი მიზნის მისაღწევად, „სქემის“ შედგენისას სახელმძღვანელოდ იყო მიღებული სივრცითი წესრიგის საყოველთაოდ აღიარებული შემდეგი პრინციპები:

-ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული გააზრება განსახლების ერთიან ნაციონალურ სისტემაში;

-ქობულეთის მუნიციპალიტეტის განხილვა ტრანსსასაზღვრო და რეგიონული ფუნქციურ-გეგმარებითი განვითარების კონტექსტში;

-ურბანიზაციის პროცესის მიზანდასახული მართვა;

-ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის, მისი დასახლებული და დაუსახლებელი ზონების ერთიან, გაწონასწორებულ სისტემად ჩამოყალიბება;

-ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ეკოლოგიური, ინფრასტრუქტურული განვითარების ტერიტორიული გათანაბრების ტენდენციის ხელშეწყობა;

-ეკონომიკური განვითარების კერების (ზონების) სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებით ჩამოყალიბების გეგმარებითი პირობების გათვალისწინება;

-საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა;

-ადამიანთა მრავალმხრივი ცხოველქმედობისათვის ჯანსაღი, კომფორტული, ესთეტიკური, უსაფრთხო გარემოს შექმნა;

-საზოგადოებრივი ინტერესების პრიმატი;

-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ღონისძიებების დაგეგმვა;

-ნიადაგის, ჰიდროქსელის (ზღვის აკვატორიის ჩათვლით), საჰაერო აუზის, ფლორისა და ფაუნის მდგომარეობის გაუმჯობესება, დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარება;

-ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კომპლექსური ქალაქთმშენებლობითი შეფასება და განვითარების შეზღუდვების დადგენა;

-საჯაროობა, სივრცით მოწყობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა და აპელაციის უფლება;

„სქემის“ შედგენისას ასევე სახელმძღვანელოდ იყო მიღებული „გეგმარებითი დავალებით“ განსაზღვრული შემდეგი პრინციპები:

-დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს დასახლებათა ტერიტორიების განახლებასა და ინტენსიფიკაციას;

-უზრუნველყოფილ იქნეს ინფრასტრუქტურის შესაბამისობა დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების სტრუქტურასთან; მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე დაცული იქნეს პარიტეტულობა კომუნიკაციების ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით;

-დასახლებათა განვითარება ორიენტირებულ იქნეს ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებაზე; სატრანსპორტო მომსახურების ეფექტიანობა გაიზარდოს ადეკვატური სატრანსპორტო არტერიებისა და კვანძების შექმნით; პრიორიტეტი მიენიჭოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას;

-უზრუნველყოფილ იქნეს დასახლებათა, მათ შორის საზოგადოებრივ-საქმიანი ცენტრების, გეგმარებითი სრულყოფა;

- გაიზარდოს ქალაქ ქობულეთის კონკურენტუნარიანობა ინვესტიციების მოზიდვის, დასაქმებისა და მოსახლეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად;

- სასოფლო დასახლებები განვითარდეს ინტენსიურად, ქალაქებთან თანაბარუფლებიანი და პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე;

-შენარჩუნდეს და განვითარდეს დაუსახლებელი ტერიტორიების სისტემა; უზრუნველყოფილ იქნეს ნიადაგის, წყლის, ფლორის, ფაუნისა და კლიმატის შენარჩუნება და დაცვა;

-მაქსიმალურად შემსუბუქდეს ინფრასტრუქტურის გავლენა გარემოზე; ინფრასტრუქტურას ჰქონდეს პოზიტიური ეფექტი იმ ტერიტორიებისათვის, სადაც განთავსებულია;

-ხელი შეეწყოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დეგრადაციული პროცესების შეჩერებას, მდინარეთა კალაპოტებისა და ნაპირების დაცვას;

-კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა განხილულ იქნეს, როგორც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტი;

-შენარჩუნდეს და განვითარდეს სარეკრეაციო ტერიტორიები;

-უზრუნველყოფილ იქნეს სხვადასხვა დარგობრივი გეგმების და დაგეგმვის სხვადასხვა იერარქიულ დონეებზე შესრულებული გეგმების თავსებადობა;

- სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს საჯაროობა;

-ტერიტორიის ჯეროვანი განვითარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით, ხელი შეეწყოს სახელმწიფო და კერძო სუბიექტების ინტერესების ურთიერთშეთანხმებას.

„სქემის“ტერიტორიული საზღვრები

„გეგმა“ შემუშავდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. კონკრეტული ტერიტორიული ფარგლების არსებობის მიუხედავად, „გეგმა“ ითვალისწინებს იმ ტრანსლოკალურ ფუნქციურ-გეგმარებით რეალიებს, რომლებიც არსებობს ან იგეგმება საქართველოს მეზობელ რეგიონებში ან სივრცითი მოწყობის უფრო მაღალ, საერთაშორისო ტაქსონომიურ დონეზე. (ქობულეთის მუნიციპალიტეტის რუკა მოყვანილია  სქემა 0-1).

სქემა 0-1.  ქობულეთის მუნიციპალიტეტი

[pic]

მნიშვნელოვან მეთოდოლოგიურ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს „სქემის“ შემუშავების პროცესში მიზანდასახული სოციოლოგიური კვლევის ჩატარება და საჯაროობის უზრუნველყოფა.

ზემოხსენებული მეთოდოლოგიური პირობების გათვალისწინებით, წინამდებარე „გეგმა“ ეფუძნება ინფორმაციის მრავალფეროვან წყაროებს. ამ წყაროებს შეადგენს:

-მოქმედი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტები;

-ადრე ჩატარებული ანალიზური დოკუმენტები;

-სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან    მიღებული ინფორმაცია;

-მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მასალები;

-სამეცნიერო კვლევები, ანგარიშები და პუბლიკაციები;

-საერთაშორისო პრაქტიკა;

-საპროექტო დოკუმენტაცია;

-ექსპერტთა შეფასებები, რეკომენდაციები, დასკვნები და ა.შ.

0-2.  ძირითადი ტერმინების განმარტებები

`ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის სქემის~, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტის, სტატუსიდან გამომდინარე, მასში გამოყენებულ სპეციალურ ტერმინებს აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სამართლებრივი დატვირთვა. ამის გამო, სპეციალური ტერმინები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმულირებითა და მნიშვნელობით. ცნება-ტერმინების ნომენკლატურა და/ან სამეცნიერო სფეროში აპრობირებულ ფართო დიაპაზონშია მოცემული, რაც ინტერდისციპლინური პლატფორმის შექმნას და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების საერთო კატეგორიებით აზროვნებასა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას ემსახურება. ქვემოთ მოყვანილია ძირითადი ტერმინები სექტორების (სფეროების) მიხედვით.

სივრცითი მოწყობა და ქალაქთმშენებლობა.

1.  სივრცითი მოწყობა – ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის,  ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის,  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები;

2. ქალაქთმშენებლობა – ქალაქგანვითარება (ურბანული განვითარება); დასახლებათა (მათ შორის,  სასოფლო დასახლებათა)  ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის,  ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის,  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები;

3. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა – საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების,  მიწათ- სარგებლობის,  განაშენიანებისა და კეთილმოწყობის,  გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების,  სატრანსპორტო,  საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის,  ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცითასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს;

4.  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის განმახორციელებლები – დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები;

5. განსახლება – მოსახლეობის,  ეკონომიკური და სხვა სახის აქტივობის გადანაწილება ქვეყნის,  აფხაზეთის, აჭარის  ა/რ და რეგიონის რაიონის დასახლების ტერიტორიაზე;

6. დასახლება – განსახლების განსხვავებული ფორმების (ტიპების)  საერთო სახელწოდება (ქალაქი, დაბა, თემი, სოფელი);

7. გეგმარებითი რეგიონი – ისტორიულ-კულტურული ან/და ეკონომიკური ნიშნით გაერთიანებული,  ან/და სპეციალური სივრცით-ტერიტორიული ამოცანების გადასაწყვეტად ფორმირებული რაიონების ტერიტორიების ერთობლიობა;

8. ინფრასტრუქტურა – საინჟინრო-ტექნიკური და სოციალური მომსახურების, ასევე საკომუნიკაციო ობიექტების, ნაგებობებისა და ქსელების ერთობლიობა;

9. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია – ამ კანონით განსაზღვრული წესით შემუშავებული,  შეთანხმებული და დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას;

10. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი,  რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის)  და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს,  კეთილმოწყობის,  გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს,  სატრანსპორტო,  საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის,  ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს;

11. სარეკრეაციო ტერიტორია – საქართველოს დასახლებული ან/და დაუსახლებელი ტერიტორია,  რომლის განვითარების ძირითადი პოტენციალია ტურიზმი და რეკრეაცია და რომელიც მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ბუნებრივ და კულტურულ კომპლექსებს,  ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანთა დასვენებისათვის, მათი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;

12. გეგმარებითი დავალება – დაგეგმვაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების ერთობლიობა,  რომლებიც ადგენს დაგეგმვის ამოცანებს,  პარამეტრებს, ტერიტორიულ ფარგლებს,  აგრეთვე დაგეგმვის და მისი განხორციელების ეკოლოგიურ, ტექნიკურ, საორგანიზაციო და სხვა პირობებს;

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

13. არქეოლოგიური ობიექტი – 100 ან მეტი წლის წინ ნაწილობრივ ან სრულად განამარხებული ან წყალქვეშ მოქცეული ნაშთი,  კულტურული ფენა,  რომელიც შექმნილია ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად ან რომელსაც ატყვია ადამიანის ზემოქმედების კვალი;

14.    კულტურული მემკვიდრეობა:

მატერიალური – ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის მხატვრული,  ესთეტიკური,  ისტორიული,  მემორიალური ღირებულების მქონეარქიტექტურული,  ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური,  ეთნოგრაფიული,  მონუმენტური,  ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები,  დოკუმენტური მასალები,  ასევე ბაღები,  პარკები,  ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები,  ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან;

არამატერიალური –  ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის,  ჩათვლით,  საშემსრულებლო ხელოვნება, ადათ-წესები, ჩვეულებები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები,  ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები,  საგნები,  არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, ურბანონიმიკა, რომლებიც საზოგადოების, ჯგუფებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ აღიარებულია მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად;

15.  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (ძეგლი):

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ან მოძრავი ობიექტი  (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უძრავი ან მოძრავი ნივთი),  რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი;

კომპლექსური ძეგლი –  ფიზიკურად,  ფუნქციურად,  ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ერთეულია და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი;

16. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა (დამცავი ზონა) – კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია,  რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის  განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა,  მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან;

17. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა –  სამართლებრივ,  სამეცნიერო-კვლევით, სარეაბილიტაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნება და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა;

18. კულტურული ფასეულობა – შემოქმედებითი პროცესის შედეგად,  ნებისმიერი მასალითა და საშუალებით,  ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთი,  რომელსაც აქვს მხატვრული,  ესთეტიკური,  ეთნოლოგიური,  არქეოლოგიური,  ისტორიული,  რელიგიური, მემორიალური, მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური ღირებულება;

19. უძრავი ძეგლის ტერიტორია – უძრავ ძეგლზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებული მიწის ნაკვეთი,  ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში –  უძრავი ძეგლის მიერ უშუალოდ დაკავებული ტერიტორია.

წყლის რესურსები, წიაღისეული

20. წყალსარგებლობა – წყლის რესურსების გამოყენება სასმელი, საყოფაცხოვრებო კომუნალური, სამრეწველო, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო, სამეცნიერო, კულტურული, რეკრეაციული, ბალნეოლოგიური, სპორტის, ტურიზმის, თევზჭერის ხანძრის ჩაქრობის და საავარიო სამაშველო სამუშაოების ჩატარების და  სხვა მიზნებისთვის ტექნიკური საშუალებებით ან მათ გარეშე და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების ჩაშვება;

21. წყალმოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ახორციელებს წყალსარგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი;

22. წყალაღება – წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტებიდან წყლის გარკვეული რაოდენობის ამოღება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ან უამისოდ;

23. წყალჩაშვება  – სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, საწარმოო, სადრენაჟო, სანიაღვრე და სხვა წყლების ორგანიზებული ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტებში;

24. ტრანსსასაზღვრო წყლები – ნებისმიერი ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, რომლებიც აღნიშნავენ, კვეთენ საზღვარს სახელმწიფოებს შორის, ან მიედინებიან ასეთ საზღვრებზე

25. საქართველოს შიგა წყლები – ხმელეთის ზედაპირზე არსებული გაუმდინარე ან გამდინარე წყლები და მიწისქვეშა წყლები; შიდა წყლები მოიცავს მდინარეებსა და ტბებს, წყალსაცავებს, სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატებვებს, არხებს და ტბორების წყლებს, აგრეთვე მყინვარებსა და თოვლის მუდმივ საფარს და ჭაობებს;

26. მიწისქვეშა წყლები – დედამიწის ქერქის ზედა ნაწილის ქანებში თხევად, მყარ და აირად მდგომარეობაში არსებული წყალი, რომელიც გავრცელებულია ფხვიერ, ფორიან და ნაპრალოვან ქანებში, აგრეთვე, კარსტულ სიცარიელეებში;

27. საქართველოს ტერიტორიული წყლები – შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;

28. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა – საზღვაო რაიონი, რომელიც აითვლება იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან,რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა და რომელთა სიგანეც არ აღემატება 200 საზღვაო მილს;

29. საქართველოს კონტინენტური შელფი – ზღვის ფსკერი და წყალქვეშა რაიონის წიაღი, რომელიც ვრცელდება სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების მთელ მანძილზე ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვრამდე 200 საზღვაო მილის მანძილზე, ან ვრცელდება არაუმეტეს 200 საზღვაო მილისა იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა, თუ ხმელეთის წყალქვეშა კიდის გარე საზღვარი არ ვრცელდება ამ მანძილზე;

30. კონტინენტური შელფის რესურსები – ზღვის ფსკერზე და მის წიაღში არსებული წიაღისეული და სხვა არაცოცხალი რესურსები,ზღვის ცხოველთა სამყაროს ის ობიექტები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც მათი სარეწაო მოპოვებისათვის განსაზღვრულ პერიოდში მიმაგრებულნი არიან ზღვის ფსკერზე ან წიაღში, ან შეუძლიათ გადაადგილდნენ მხოლოდ ზღვის ფსკერზე ან მის წიაღში;

31. წიაღი – მიწის ზედაპირის, ნიადაგის და წყალსატევების ფსკერის ქვეშ არსებული ან ხმელეთის ზედაპირზე გაშიშვლებული დედამიწის ქერქის ნაწილი, რომელიც თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებებით ხელმისაწვდომია შესასწავლად და გამოსაყენებლად;

32.  წიაღისეული – წიაღში არსებული ბუნებრივი ან ტექნოგენური წარმონაქმნები ან/და მათი ერთობლიობა;

33. სასარგებლო წიაღისეული – დაძიებული წიაღისეული, რომლის მოპოვება და  გადამუშავება მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე დონეზე შესაძლებელი, ეკონომიკურად მიზანშეწონილი და ეკოლოგიურად მისაღებია;

34. სასარგებლო წიაღისეულის საბადო – წიაღის გარკვეულ ფარგლებში ბუნებრივად ან ტექნოგენურად კონცენტრირებული სასარგებლო წიაღისეული;

35. სამთო მინაკუთვნი – წიაღით სარგებლობის ლიცენზიით სივრცობრივად განსაზღვრული წიაღის უბანი,რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიღით სარგებლობის უფლება;

36. გეოლოგიური მინაკუთვნი – წიაღის უბანი, რომლის სარგებლობაში გადაცემა ხდება მხოლოდ წიაღის მარაგის შესწავლის მიზნით;

37. მდგრადი განვითარება – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას-ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი;

38. მდგრადი განვითარების პრინციპები  – პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებულ გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის, "21 - ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის - დღის წესრიგ 21-ის" და "ტყეების დაცვის,მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების" დასკვნით დოკუმენტებში.

გარემოს დაცვა

39. გარემო – ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილ (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენურ ლანდშაფტებს;

40. ბუნებრივი გარემო – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ლანდშაფტებს;

41. ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენურ ლანდშაფტებს;

42. გარემოს დაცვა – ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ- სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც  უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას;

43. ბუნებრივი რესურსები – ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები;

44. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება, აღრიცხვა, ლიცენზირება, ზედამხედველობა და კონტროლი;

45. გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა – გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება დაბინძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომპონენტების - მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომპლექსურ) კონტროლს;

46. საუკეთესო ტექნოლოგია – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით სუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია საქმიანობის სუბიექტისათვის;

47. საუკეთესო ტექნიკა – საუკეთესო ტექნოლოგია და მისი მართვის, ორგანიზაციის, ზედამხედველობის, კონტროლის მეთოდები და განხორციელების საშუალებები:

48. ბიომრავალფეროვნება – ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში;

49. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია – ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულისაგან რესურსთდამზოგველი და საუკეთესო ტექნოლოგიითა და ტექნიკით წარმოებული პროდუქცია;

50. გარემოს დაცვის სამენეჯმენტო სისტემა – საქმიანობის ობიექტის მართვის სისტემისა და ბიზნეს-სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ, ობიექტების ფუნქციონირების ყველა ასპექტს (გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ორგანიზაციისა და კადრების, გარემოს დაცვის ნორმების რეესტრის ჩათვლით).

ნაპირდაცვა

51. სანაპიროს საინჟინრო  დაცვის ზონის გენერალური სქემა – დოკუმენტი, რომელიც ადგენს მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლების საზღვრებს, სანაპირო ზონის სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტს და განსაზღვრავს პრევენციულ ნაპირდაცვის ღონისძიებებს;

52. ზღვის კიდის ხაზი – წყნარი ზღვის პირობებში ხმელეთისა და წყლის გამმიჯნავი ხაზი;

52. ზღვის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა  – სივრცე, რომელიც მოიცავს ზღვის აკვატორიას 20 მ სიღრმემდე და ხმელეთის არაუმეტეს 500 მ სიგანის სანაპირო ზოლს. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან;

53. მდინარის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – სივრცე, რომელიც მოიცავს მდინარის კალაპოტსა და ჭალას. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან;

54. წყალსატევის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა – სივრცე, რომელიც მოიცავს წყალსატევის აკვატორიას და ხმელეთის არაუმეტეს 100 მ სიგანის სანაპიროზოლს. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან;

55. მდინარის ჭალა – მდინარის ხეობის ის ნაწილი, რომელიც იტბორება მხოლოდ წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს;

56. მდინარის კალაპოტი – მდინარის ხეობის უდაბლესი ნაწილი, რომელშიც წყალი გაედინება წყალდიდობებს შორის პერიოდში;

57. მკაცრი ზედამხედველობის ზოლი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა წყლების აქტიურ ზემოქმედებას და რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს ტალღების ტრანსფორმაცია, მათი ენერგიის სრული დახარჯვა, სანაპიროს მორფოლოგიის სისტემატური სახეცვლილება და ნაშალი მასალის გადაადგილება. მკაცრი ზედამხედველობის ზოლი მოიცავს: ზღვის სანაპიროსათვის – ზღვის აკვატორიის 20 მ-იან იზობათსა და ხმელეთზე მაქსიმალური ზვირთცემის გავრცელების არეს შორის არსებულ ზოლს; წყალსატევის სანაპიროსათვის – წყალსატევის მთლიან აკვატორიას და ხმელეთის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც მაქსიმალური ზვირთცემისას იფარება წყლით; მდინარის სანაპიროსათვის – მდინარის კალაპოტს;

58. მუდმივი მეთვალყურეობის ზოლი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია მკაცრი ზედამხედველობის ზოლისა და სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის სახმელეთო საზღვრებს შორის;

59. ნაპირის ეროზია – ზღვისა და წყალსატევის ნაპირების ზვირთცემითა და დინებით გამოწვეული მექანიკური წარეცხვის პროცესი; მდინარის ნაპირის წყლის ნაკადით გამოწვეული მექანიკური ნგრევისა და წარეცხვის პროცესი;

60. ნაპირის აბრაზია – ზღვისა და წყალსატევის ძირითადი (კლდოვანი) ქანებით აგებული ნაპირების ზვირთცემითა და დინებით გამოწვეული მექანიკური ნგრევისა და დაშლის პროცესი;

61. პლაჟი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის წყალქვეშა და ხმელეთის ზოლის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზვირთცემის მუდმივ ზემოქმედებას და აგებულია მუდმივად დეფორმირებადი სხვადასხვა ფრაქციული შემადგენლობის ფხვიერი მასალით;

62. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზა – სანაპიროს ფიზიკურ მახასიათებელთა რაოდენობრივ და თვისებრივ მაჩვენებელთა ერთობლიობა, რომელიც იძლევა მისი მდგრადობის შეფასების საშუალებას;

63. სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონიტორინგი – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მდგრადობაზე მუდმივი მეთვალყურეობა, ამ ზონაში ბუნებრივი და ტექნოგენური  მიზეზებით გამოწვეული ცვლილებების დროული გამოვლენა და ზონის მართვის სისტემის უზრუნველყოფა;

64. სანაპიროს მორფოდინამიკა – სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის წყალქვეშა და ხმელეთის ზედაპირის რელიეფწარმომქმნელი პროცესების განვითარება დროსა და სივრცეში;

65. ჰიდროტექნიკური ნაგებობების ზედა ბიეფი – კალაპოტის ის ნაწილი, რომელიც მდინარის ნაგებობით გადაკეტვისას შეტბორილი წყლით იფარება დახდება მყარი ნატანის დაგროვება;

დაცული ტერიტორიები

66. ანთროპოგენური ზემოქმედება – ადამიანის,  საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი შემოქმედება,  რასაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება;

67. აღკვეთილი - შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების  IV  კატეგორიას – ჰაბიტატების  /სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat /Species Managment Area);

68. ბიოგეოგრაფიული ერთეულები  – ლანდშაფტის,  ფლორისა და ფაუნის მიხედვით დარაიონების ერთეულები;

69. ბიომი - ბიოგეგრაფიული დარაიონების ერთეული;

70. ბუნების ძეგლი  – შეესატყვისება ბუნების დაცვის სერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას – ბუნების ძეგლი. (Natural Monument);

71. დამახასიათებელი პეიზაჟი  – სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი და ისტორიული კულტურული ლანდშაფტების ტიპების ვიზუალური იერსახე.

72. დაცული ლანდშაფტი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის  (IUCN) დაცული ტერიტორიების V  კატეგორიას - დაცული ლანდშაფტი (Protected Lahdscape);

73. დაცული ტერიტორია – ბიოლოგიური მრავალფეროვნების,  ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია,რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე.  დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი  - ბიოსფერული რეზერვატების,  მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის, დაკვირვების,ზრუნვისა და ფინანსური ხელშეწყობის სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელები;

74. დაცული ტერიტორიების სისტემა – დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიებისაგან აგებული ქსელი,  რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ერთიანი სისტემა;

75. ეროვნული პარკი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას - ეროვნული პარკი (National Park);

76. ვიზიტორი – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული წესით დაშვებული პირი;

77. თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემო  – მრავალფეროვანი, ხელუხლებელი და ნაკლებად სახეშეცვლილი ბუნებრივი გარემო და  მისი მრავალსაუკუნოვანი ათვისების შედეგად ჩამოყალიბებული და მასთან შერწყმული ისტორიულ-კულტურული გარემო,  რომელიც გამოირჩევა ეკოლოგიური წონასწორობით, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით და რაციონელური სამეურნეო გამოყენებით;

78. ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტი – ანთროპოლოგიური წარმოშობის ხანგრძლივი ისტორიული პროცესის ან მისი რომელიმე პერიოდის მატერიალურად ამსახველი ლანდშაფტი,  რომელიც გამოირჩევა ეთიკურ-ესთეტიკური და სხვა კუდტულური ღირებულებით. მანიპულაციები - მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა,  კერძოდ,  ბუნებრივი მასალის მოპოვება,  ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა,  ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა;

79. მენეჯმენტის გეგმა – ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური,  განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული, დოკუმენტი;

80. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია  – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის  (IUCN)  დაცული ტერიტორიების  VI  კატეგორიას  - რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area).

ტურიზმი და კურორტები

81. ტურიზმი – ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების ისტორიისა და კულტურის ძეგლების დათვალიერების და/ან სხვა მიზნით.

82. ტურისტი – ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით მოგზაურობს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს გარეთ, დასვენების, გაჯანსაღების, საქმიანი ან სხვა მიზნით, არანაკლებ 24 საათის და არაუმეტეს ერთი წლის ვადით, და რომლის მოგზაურობაც არ ანაზღაურდება დროებითი ყოფნის ადგილის საფინანსო წყაროებიდან;

83. სამკურნალო ტურიზმი – კურორტების გამოყენება მკურნალობის, სამედიცინო გამოკვლევისა და სხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად;

84. ტურისტული რესურსები – ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურული, შემეცნებითი და სოციალურ-საყოფაცხოვრებო რესურსების და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს ტურისტის მოთხოვნილებებს;

85. ბუნებრივი სამკურნალო (საკურორტო) რესურსები – მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, სამკურნალოდ ვარგისი კარსტული მღვიმეები. ზღვა, ტყე, სამკურნალო კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც გამოიყენება მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით.

86. საკურორტო ადგილი – ტერიტორია, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს, ვარგისია მიზნობრივი ექსპლუატაციისათვის და არ აქვს შესაბამისი შენობა-ნაგებობანი;

87. კურორტი – საკურორტო ადგილი, რომელზეც განლაგებულია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ნაგებობა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები;

88. კურორტზე არსებული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ობიექტი – ობიექტი, სადაც დამსვენებელთა სამედიცინო მომსახურება, მკურნალობა და რეაბილიტაცია ხორციელდება უპირატესად ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების (კლიმატი, მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი და სხვა) საშუალებით;

89. სანიტარიული დაცვის ზონა – საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით დაცული ტერიტორია, რომელიც საჭიროებს დაცვას ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ნაადრევი გამოლევის, გაფუჭებისა და დაბინძურებისაგან;

90. ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტი (დარგის სუბიექტი) –ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობას;

91. ტურისტული საქმიანობა – ტურისტული საქმიანობის სუბიექტის მიერ ტურისტთა განთავსების, კვების, ტურ-ოპერატორული.ტრანსპორტირების, საექსკურსიო, გასაჯანსაღებელი, რეაბილიტაციის, სარეკლამო-საინფორმაციო, კულტურული, სპორტული, საყოფაცხოვრებო, გასართობი და ა.შ. მიზნით გაწეული მომსახურება, რომელიც მიმართულია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად;

92. საკურორტო საქმიანობა – ბუნებრივი სამკურნალო რესურსების, მათით სარგებლობისათვის აუცილებელი ნაგებობებისა და მოწყობილობების (ჭაბურღილი, ბიუვეტი, გალერეა, სააბაზანო, ტალახით სამკურნალო, პლაჟები, კლიმატური პავილიონი, აეროსოლარიუმი და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (სანატორიუმი, სასტუმრო, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი, სპორტული და კულტურის ობიექტები და სხვა) გამოყენების ორგანიზება პროფილაქტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების მიზნით;

93. ტურისტული და საკურორტო ინდუსტრია – ტურისტული და საკურორტო საქმიანობის სუბიექტებისა და ობიექტების ერთობლიობა;

94. ტურისტული პროდუქტი, ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) – ტურისტული მომსახურების ძირითად ფორმათა (კვება, ღამის თევა განთავსების სხვადასხვა საშუალებებში, სატრანსპორტო მომსახურება, ექსკურსიები, ტურისტული ლაშქრობები  და ა.შ.) არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომლის ღირებულება შედის ტურისტული საგზურის ფასში;

95. ტურისტული საგზური (ვაუჩერი) – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ტურისტის სტატუსს, მისთვის გასაწევი მომსახურების კატეგორიას და ამ კატეგორიით მომსახურების გარანტიას;

96. ტური – კონკრეტული ვადით, განსაზღვრული მიზნითა და მარშრუტით მოგზაურობა, რომელიც უზრუნველყოფილია ტურისტული პროდუქტით;

97. არაორგანიზებული ტურისტი – ტურისტი, რომელიც მოგზაურობს ინდივიდუალურად ხელშეკრულების, საგზურის, სამარშრუტო წიგნაკის გარეშე;

98. შიდა ტურიზმი – საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირებისათვის გაწეული ტურისტული მომსახურება მათი მუდმივი საცხოვრებელი  ადგილის ფარგლებს გარეთ, ქვეყნის საზღვრებში;

99. ტუროპერატორი – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე,  რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებასა და რეალიზაციას;

100. ტურაგენტი – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც  ახორციელებს ტურისტული პროდუქტის რეალიზაციას;

101. ექსკურსია – ღირსშესანიშნავი ადგილის დათვალიერება, გასეირნება ან  გამგზავრება შემეცნებითი, სპორტული ან დასვენების მიზნით;

102.  ექსკურსანტი – ექსკურსიაში მონაწილე ფიზიკური პირი;

103. ექსკურსიამძღოლი – ექსკურსიის ხელმძღვანელი, რომელიც  უზრუნველყოფს ექსკურსანტებისათვის განსაზღვრულ მარშრუტზე არსებული  ღირსშესანიშნავი ობიექტების ჩვენებას და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებას  შესაბამისი ტურისტული სუბიექტის მიერ დამტკიცებული მეთოდური  დოკუმენტაციის მიხედვით;

104. ტურისტული ლაშქრობა – დასვენების, მოგზაურობისა და გაჯანსაღების  პროცესი, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა, ექსკურსია და  აქტიური საშუალებებით (ფეხით, ცხენით, ველოსიპედით, თხილამურებით და ა.შ.)  გადაადგილება;

105. ტურისტული მოგზაურობა – ტურიზმის ფორმა, რომლის აუცილებელი კომპონენტებია კვება, ღამის თევა და ექსკურსია.

ცხოველთა სამყარო

106. ცხოველთა სამყარო – ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში;

107. გარეული ცხოველები  – ცხოველთა სამყაროს მიკუთვნებულ ცოცხალ ორგანიზმთა ყველა სისტემატიკური კატეგორია, მათში შემავალი სახეობები და პოპულაციები;

108. ეგზოტური ცხოველები – ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი გარეული ცხოველები, რომლებიც ადგილობრივი პირობებისათვის (კლიმატი და სხვა) არ არიან დამახასიათებელი;

109. პოპულაცია – გარკვეულ ტერიტორიაზე მობინადრე ერთი სახეობის ინდივიდთა ერთობლიობა;

110. გარეულ ცხოველთა ჯგუფი – ერთი სახეობის ინდივიდთა ბუნებრივი გაერთიანება;

111. ტაქსონომიური ერთეული – მეტ-ნაკლები ხარისხით ურთიერთისაგან ნათესაურად განსხვავებულ გარეულ ცხოველთა დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი;

112. ცხოველთა სამყაროს (გარეულ ცხოველთა) საბინადრო გარემო (ჰაბიტატი) – ადგილი ან ადგილმდებარეობის ტიპი, სადაც ბუნებრივი თავისუფლების პირობებში იმყოფებიან გარეულ ცხოველთა ცალკეული ინდივიდები ან პოპულაციები;

113. ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნება – ცხოველთა მრავალფეროვნება სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოლოგიურ სისტემებში;

114. ცხოველთა სამყაროს გენეტიკური რესურსები – ბიოლოგიური რესურსების ნაწილი, რომელიც შეიცავს ცხოველური წარმოშობის მემკვიდრეობის ფუნქციონალური ერთეულების მატარებელ გენეტიკურ მასალას;

115. ცხოველთა სამყაროს მდგრადობა – ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების არსებობა განუსაზღვრელი დროის განმავლობაში;

116. ცხოველთა სამყაროს მდგრადი გამოყენება – ცხოველთა სამყაროს ისეთი გამოყენება, რომლის დროსაც განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უზრუნველყოფილია ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება, მდგრადობა და აღწარმოების უნარი;

117. გადარჩენის სტაცია – ტერიტორია, სადაც გარეული ცხოველები თავს აფარებენ ექსტრემალური პირობების დროს;

118. ცხოველთა სამყაროს in-situ კონსერვაცია – გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ბუნებრივ პირობებში;

119. ცხოველთა სამყაროს ex-situ კონსერვაცია – გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა ხელოვნურ პირობებში;

120. გენოფონდის რეზერვატი – ტერიტორია, სადაც ხელოვნურ პირობებში ხდება გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნება და გამრავლება ბუნებაში მათი აღდგენის მიზნით;

121. ტრანსლოკაცია – კრებსითი შინაარსის ტერმინი, რომელიც მოიცავს რეინტროდუქციის, ინტროდუქციისა და რესტოკინგის ცნებებს;

122. ინტროდუქცია – ფაუნისთვის უცხო სახეობების შემოყვანა მათი ბუნებაში გაშვების მიზნით;

123. რეინტროდუქცია – გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც ამ სახეობის არც ერთი ინდივიდი აღარ არის შენარჩუნებული;

ვეტერინარია

126. ვეტერინარია (ვეტერინარული მედიცინა) - სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, რომლის მიზანია ყველა სახის ცხოველის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის,  წყალ-ხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების, ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის (შემდგომში - ცხოველები) სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა, ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით სრულფასოვანი და კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება და ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან მოსახლეობისა და ქვეყნის ტერიტორიის დაცვა;

127. საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური - იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ერთიანი სისტემა, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო საკონტროლო-საზედამხედველო საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში ატარებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს ცხოველთა მფლობელებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა სახის ობიექტის მესაკუთრეების მიმართ, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა;

128. ეპიზოოტია - გადამდები სნეულებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში;

სოფლისმეურნეობა

133. აღებული ფართობი - ნათესი ფართობის ის ნაწილი, რომლიდანაც საანგარიშო წელს აღებულ იქნა ამა თუ იმ ერთწლიანი კულტურის მოსავალი. უდრის ნათესი ფართობისა და იმ ფართობის სხვაობას, რომლიდანაც ამა თუ იმ მიზეზის გამო (ნათესის დაღუპვა, სახსრების უქონლობა და ა.შ.) მოსავალი არ იქნა აღებული;

134. დაუმუშავებელი მიწა - სახნავი მიწა, რომელიც წლის განმავლობაში ვერ იქნა დამუშავებული უსახსრობის, ამინდის არახელსაყრელი პირობების, სტიქიური უბედურების ან სხვა ხელისშემშლელი მიზეზების გამო;

135. ერთწლიანი კულტურა - სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომლის ზრდის სრული ციკლი ერთ წელზე ნაკლებ პერიოდს მოიცავს. წინამდებარე კრებულში ამავე კატეგორიას მიეკუთვნება დათესილი მრავალწლოვანი ბალახებიც (იონჯა, სამყურა, ესპარცეტი და სხვა). კომპაქტური ნარგავები - მრავალწლოვანი კულტურების ერთობლიობა, რომლებიც, ცალკე მდგომი ძირებისაგან განსხვავებით, საკმაოდ მჭიდროდ და რეგულარულადაა დარგული და რომელთათვისაც შეიძლება გარკვეული ფართობის მინიჭება;

136. მემცენარეობის პროდუქტების წარმოება - წლის განმავლობაში სახნავიდან და მრავალწლოვანი კულტურებისაგან მიღებული პროდუქცია;

137.მეურნეობა (სასოფლო მეურნეობა) - ეკონომიკური ერთეული, რომელიც ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ ეწევა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, მიუხედავად მისი ზომისა, იურიდიული სტატუსისა, აქტივების მფლობელობის ფორმისა (საკუთარი თუ იჯარით აღებული) და წარმოების მიზნისა (რეალიზაცია თუ საკუთარი მოხმარება). კრებულში განიხილება ორი კატეგორიის მეურნეობა: ოჯახური მეურნეობა და სასოფლო-სამეურნეო საწარმო;

138. მრავალწლოვანი კულტურა - სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არ საჭიროებს ხელახლა დარგვას ან დათესვას მოსავლის მისაღებად. აქ შედის ხეხილი, კენკროვნები, ვაზი, ციტრუსები, ჩაი, სხვა მრავალწლოვანი კულტურები. არ შედის მრავალწლოვანი ბალახები;

139. მრავალწლოვანი ნარგავები - მიწა, რომელიც დაკავებულია მრავალწლოვანი კულტურების კომპაქტური ნარგავებით (ხეხილის ბაღებით, ვენახებით, კენკროვნებით, ჩაის ან ციტრუსის პლანტაციებით ან სხვა მრავალწლოვანი ნარგავებით). ამ კატეგორიაში არ შედის მრავალწლოვანი კულტურების სანერგეები;

140. ნათესი ფართობი - სახნავის ის ნაწილი, რომელიც საანგარიშო წელს დათესილ იქნა ამა თუ იმ ერთწლიანი კულტურით;

141. ოჯახური მეურნეობა - მეურნეობა, რომელსაც უძღვება შინამეურნეობა. აქვე შედის მეურნეობები, რომლებსაც რამდენიმე შინამეურნეობა უძღვება მათ შორის დადებული არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე;

142. პირუტყვის სულადობა - ყველა სახისა და ასაკის პირუტყვის რაოდენობა დროის გარკვეული მომენტისათვის;

143. პროდუქტიულობა მეცხოველეობაში - ერთი ძროხისაგან, ერთი კვერცხმდებელი ფრინველისაგან, ერთი ცხვრისა და თხისაგან საშუალოდ წლის განმავლობაში მიღებული შესაბამისი პროდუქცია;

144. რძის წარმოება - ძროხებისაგან, ფურკამეჩებისაგან, დედა ცხვრებისა და თხებისაგან მოწველილი რძის სრული რაოდენობა. ხბოების, ზაქების, ბატკნების და ციკნების მიერ უშუალოდ მიშვებით გამოწოვილი რძე წარმოებაში არ ჩაითვლება;

145. სათიბი - მიწა, რომელზეც ბუნებრივად მოსული ბალახი გამოიყენება თივის დასამზადებლად. თუ ბალახი დათესილია მეურნის მიერ, ასეთი მიწა ითვლება საკვები კულტურებით დაკავებულ მიწად;

146. საკვები კულტურები - ერთწლიანი ან მრავალწლოვანი ბალახები, საკვები ძირხვენები, რომლებიც დათესილია სპეციალურად პირუტყვის საკვებად. აქვე შედის სიმინდიც, თუ იგი იწარმოება მხოლოდ პირუტყვის საკვები მწვანე მასის და არა მარცვლის მისაღებად. სასოფლო–სამეურნეო საწარმო - მეურნეობა, რომელსაც უძღვება “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად შექმნილი მეწარმე სუბიექტი (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი). აქვე შედის მეურნეობები, რომლებსაც სხვა ტიპის სუბიექტი უძღვება, როგორიცაა ფონდი, კავშირი, სახელმწიფო დაწესებულება, საგანმანათლებლო დაწესებულება, რელიგიური ორგანიზაცია და სხვა;

147. საძოვარი - მიწა, რომელზეც ბუნებრივად მოსული ბალახი გამოიყენება პირუტყვის საძოვებლად. თუ ბალახი დათესილია მეურნის მიერ, ასეთი მიწა ითვლება საკვები კულტურებით დაკავებულ მიწად;

148. საშუალო მოსავლიანობა - მიღებული მოსავლისა და აღებული ფართობის შეფარდება. სახნავი - ღია გრუნტის მიწა, განკუთვნილი ერთწლიანი კულტურების (მრავალწლოვანი ბალახების ჩათვლით) მოსაყვანად, იმისდა მიუხედავად წლის განმავლობაში იგი დათესილ იქნა, სპეციალურად იქნა დასვენებული პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, თუ ვერ იქნა დამუშავებული ხელისშემშლელი პირობების გამო;

149. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება - საანგარიშო წელს წარმოებული მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების ღირებულება. პროდუქციის წარმოების ტემპების ცვლილების დასადგენად გამოიყენება შესადარ (მუდმივ) ფასებში გაანგარიშებული პროდუქციის მოცულობები;

150. შეთესილი კულტურა - ერთწლიანი კულტურა, დათესილი ძირითად კულტურასთან ერთად ისე, რომ შეუძლებელია მისთვის ნათესი ფართობის გამოყოფა;

151. შინამეურნეობა - ერთი ან რამდენიმე პირის ერთობლიობა, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთად მოიხმარენ საკვებს ან სხვა პირველადი მოხმარების საქონელს და მთლიანად ან ნაწილობრივ აერთიანებენ თავიანთ შემოსავალს და ქონებას. არ არის სავალდებულო, რომ შინამეურნეობის წევრები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ;

153. ხორცის წარმოება - დაკვლით მიღებული პირუტყვისა და ფრინველის ხორცის მთლიანი წონა, წარმოებული როგორც ადგილობრივ სასოფლო მეურნეობებში, ასევე იმპორტირებული ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველისაგან.

0-3. აბრევიატურა

ADB – აზიის განვითარების ბანკი;

AEWA – შეთანხმება „აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ“;

Black Sea JOP –  შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთიანი ოპერაციული პროგრამა;

BSEC – Black Sea Economic Cooperation – შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია;

CBD – გაეროს „კონვენცია ბიოლოგიურ მრავალფეროვნების შესახებ“;

CMS –  კონვენცია „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ“;

ENPI – ევროპული სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი;

GIS (გის) - გეოინფორმაციული სისტემები;

GRL – საქართველოს ,,წითელი ნუსხა”;

GTZ – გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება;

IUCN – ბუნების დაცვის საერთოშერესო კავშირი;

NDI – ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი;

NSDAP –  ბიოლოგიური მრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;

PPP – პოლიტიკა, პროგრამები, პროექტები;

Ramsar-ის კონვენცია – საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ;

SWOT – Strengths, Weaknesses, Opportunities, Threats - ძლიერი და  სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები;

TRACECA – Transport Corridor Europe–Caucasus–Asia – ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი;

თიზ - თვისუფალი ინდუსტრიული ზონები

USAID – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

UNDP – გაეროს განვითარების პროგრამა

WWF –  The World Wide Fund for Nature – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი;

WB – World Bank - მსოფლიო ბანკი;

[pic]

1-1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული

მიმოხილვა და ძირითადი ტოპონიმები

1-1.1 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მიმოხილვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ისევე, როგორც მთელი საქართველო, რთული და მრავალფეროვანი წარსულის მქონე მხარეა. ის უძველესი ხანიდან არის დასახლებული. აქ, ისე როგორც საქართველოს ყველა სხვა რეგიონში უხვად მოიპოვება ქვის ხანის ნამოსახლარები, ისპაანის ადრებრინჯაოს ხანის მასალები, ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები, უძველესი სამაროვნები და სხვა უმდიდრესი ისტორიული წარსულის ამსახველი მასალა.

საუკეთესო ბუნებრივი და საცხოვრებელი პირობები ხელს უწყობდა აქ ადამიანის უძველესი პერიოდიდან დასახლებას. საერთოდ, აჭარაში, მოსახლეობის უძველესი კვალი ძველი ქვის ხანის (ქვედა პალეოლითი), გვიანი მეზოლითის და ნეოლითის ხანიდან არის დადასტურებული. ძეგლთა უმრავლესობა აჭარის ბარის ზონასა და მთისწინეთშია (გორა-ნამოსახლარები) აღმოჩენილი. რაც შეეხება საქართველოს მეზოლითურ კულტურას, იგი ძვ. წ. აღ-ის XII-XI ათასწლეულებში თავსდება. აჭარის ქვის ხანის სადგომები ძირითადად გვიან მეზოლითურ და ადრე ნეოლითურ კულტურას ქმნიან, რომლებიც უმთავრესად ძვ.წ.აღ-ის VIII-VI ათასწლეულებს მოიცავს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეზოლით-ნეოლითის ხანის ნამოსახლარებია ჯიხანჯურის, ჩოლოქის, ხუცუბნის, ჩაისუბნის, სახალვაშოს, კოხის, კვირიკეს, სოფელ ქობულეთის უძველესი დასახლებანი. ნამოსახლარებისათვის დამახასიათებელია შედარებით ბინადარი ცხოვრება, შემგროვებლობა, ნადირობა-მეთევზეობა, მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის დასაწყისი, კერამიკული წარმოება, საცხოვრებელი სახლი სამეურნეო სათავსოებით, ხელოსნობის ჩანასახი, ცეცხლის გამოყენება კერძის დასამზადებლად, თიხის ჭურჭელი, სათევზაო და სანადირო აღჭურვილობის გამოჩენა, ცხოველთა (ღორი, ცხვარი, ძაღლი, ძროხა) მოშენება და ხორბლეულის მოყვანა, წყალმომარაგების მარტივი სისტემების გამართვა, ნიადაგის დამუშავების და მკის მარტივი იარაღების შექმნა, მარცვლეულის გადამუშავების ხერხის მიგნება და ა.შ.

სპილენძის ხანაში (ენეოლითი), ძვ.წ.აღ-ის V-IV ათასწლეულებში, ამ რეგიონის მოსახლეობამ ლითონის დამუშავება-გამოყენების შემდგომი დაწინაურების კარგი საფუძველი მოამზადა. ამ ხანაში ადამიანმა ჯერ თვითნაბადი ლითონის გამოყენება დაიწყო, შემდეგ კი მადნისაგან ლითონის მიღების მარტივ წესს მიაგნო.

ძვ.წ.აღ-ის IV ათასწლეულის II ნახევარში ადგილობრივი მოსახლეობა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, ბრინჯაოს ხანაში გადადის, რომელიც აქ დაახლოებით 2 ათას წელს გაგრძელდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადრე ბრინჯაოს ერთ-ერთი ძეგლია ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი (ქობულეთთან). იგი ძვ.წ.აღ-ის IV ათასწლეულის დასასრულსა და III ათასწლეულის დამდეგს განეკუთვნება, როდესაც შავი ზღვის დონე, რეგრესული პროცესების (აცივება) განვითარების შედეგად, 3-5 მ-ით დაბლა ყოფილა თანამედროვე ნიშნულთან შედარებით. ამ პერიოდს ახასიათებდა საკმაოდ განვითარებული მიწათმოქმედება, ხელოსნობა: მეთუნეობა, ხითხურობა, რთვა და ქსოვა, მაღალ დონეზეა ბრინჯაოს მეტალურგია ლითონსამსხმელო ცენტრით.

ქობულეთ-ფიჭვნარის ტორფქვეშა ნამოსახლარის ქვედა არქეოლოგიური ჰორიზონტი ძვ.წ.აღ-ის 3200 წლით თარიღდება (სილნარ ნიადაგზე მდგარი ჯარგვლების ნანგრევები),ზედა ჰორიზონტი კი, სადაც ხიმინჯებზე მდგარ პლატფორმაზე ნაგები ჯარგვლების ნაშთებია დაცული, ძვ.წ.აღ-ის 2600 წელს მიეკუთვნება. ძვ.წ.აღ-ის 1860 წ. თარიღდება ამ ნამოსახლარის გადამხური ტორფის ქვედა დონეზე აღებული მერქანი. ისპანში ამ დროს ლითონსამსხმელო ერთ-ერთი ცენტრი უნდა ყოფილიყო.

III ათასწლეულის შუა ხანებში დაიწყო დათბობის პერიოდი, რასაც მოჰყვა ახალი შუალედური ტრანსგრესია, რომელიც ძვ.წ.აღ-ის XVII-XVI საუკუნეებამდე გრძელდებოდა. ზღვის სანაპიროს სამოსახლოები (ისპანი) წყლით დაიფარა, ადამიანი იძულებული გახდა მიეტოვებინა ისინი და მთისწინეთისაკენ გადაენაცვლა. ამავე პერიოდში წარმოიქმნა ახალშავზღვიური ტერასა და თანამედროვე აკუმულაციური ველი, რომელზეც ძვ.წ.აღ-ის XVI-XV საუკუნეებში ადამიანი კვლავ იწყებს დასახლებას. ამ დროს ქ. ქობულეთის ჩრდილოეთით, ჩოლოქ-ოჩხამურის ხერთვისის ზონაში ჩნდება გორანამოსახლართა ჯგუფი, რომლის მთავარი სამოსახლო განლაგებულია „ნამჭედურის“ ბორცვზე. ნამჭედურის უძველესი სამოსახლოს დამაარსებელნი ქრონოლოგიურად და სამეურნეო-კულტურული თვალსაზრისითაც ისპანის მემკვიდრენი არიან.

ბრინჯაოს ხანაში აღნიშნული ტერიტორია კოლხური კულტურის გავრცელების არეალში შედის და მისი მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს თვით ამ კულტურის შექმნა-ჩამოყალიბებაში. ამ ხანისათვის დამახასიათებელია ლითონჩამოსასხმელი საამქროები, კოლხური ცულების და საბრძოლო იარაღების ჩამოსხმა, სამეურნეო იარაღებისა და სამ-კაულების წარმოება, ხის საცხოვრებელი სახლების აგება და ნაქვის იატაკის გამოყენება, ხუტორული ტიპის დასახლებები, კერამიკის წარმოება, მიწათმოქმედების გვერდით მესაქონლეობის არსებობა, მეთევზეობა-მონადირეობა, ფართოპირიანი თოხები (ზენითის განძი).

საერთოდ, უნდა აღინიშნოს ბრინჯაოს ხანის, განსაკუთრებით კი, გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ე.წ. „მდნობელთა განძების“ აღმოჩენა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფიჭვნარში, წყავროკა, ხუცუბანი, სამება, ზენითი (სამჯერ), ბობოყვათი, ციხისძირი, ჩაქვი, ჩაისუბანი, სახალვაშოში.

აჭარის დაბლობზე არსებული ბრინჯაოს წარმოების ორი ლოკალური რაიონიდან, ერთი ქობულეთის დაბლობზე (კინტრიშის ხეობა) და ჩაქვისწყლის აუზში მდებარეობდა, საიდანაც ვრცელდებოდა ბრინჯაოს ნაკეთობანი აჭარის შიდამთიან რაიონებში (მახუნცეთი, ჭვანა, ვერნები).

აღნიშნული პერიოდი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით „ხევების“ წარმოქმნის ხანაა. ასეთი ხევები უნდა წარმოშობილიყო ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც და ცალკეულ ხევთა გაერთიანებით შეიძლება ჩამოყალიბდა ერთიანი ქვეყანა „ხევი აჭარისა“, რომელიც, საფიქრებელია, ძვ.წ.აღ-ის IX-VIII საუკუნეთა პირველი ნახევრის ურარტულ წყაროებში მოხსენებულ „ქვეყანა შეშეთის“ (შავშეთი), „ქვეყანა ზაბახას“ (ჯავახეთი), რომლებიც „ქვეყანა დიაუხის“ (ტაო) მოკავშირენი არიან, გაერთიანებაში უნდა ყოფილიყო.

ძვ.წ.აღ-ის X-VIII საუკუნეები რკინა-ფოლადის ათვისების, ქართველთა სამეურნეო საქმიანობაში რკინის საბოლოო დამკვიდრების და ბრინჯაოს გამოდევნის ხანაა. ამავე დროს იწყება სამეთუნეო ჩარხის გამოყენება, საგრძნობლად დაწინაურდა ლითონის (რკინის, სპილენძის) მოპოვება და დამუშავება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინის მომპოვებელი კერები აღმოჩენილია ჩაქვსა და ქობულეთში, ლითონდამმუშავებელი სახელოსნოები – ქობულეთ-ფიჭვნარში და ა. შ. მათ საქმიანობაში ძირითადია რკინის მოპოვება-დამუშავება, სამეთუნეო ჩარხის გამოყენება, მიწათმოქმედება, საფეიქრო საქმე, მეცხოველეობა და მისი პროდუქტების დამზადება, შენახვა და ტრანსპორტირება, გაფორმდა ქართული წარმართული პანთეონი, გაჩნდა ქალაქური ტიპის დასახლებანი სახელოსნო უბნებით და სასოფლო-სამეურნეო შემოგარენით.

ძვ.წ.აღ-ის VI საუკუნისათვის ნამჭედურის გორანამოსახლარი ფიჭვნარის ურბანული დასახლების ცენტრად გვევლინება. ძვ.წ.აღ-ის VI საუკუნიდან II საუკუნემდე ნამჭედურის ბორცვზე იდგა აკროპოლისი, რომელიც ქალაქური ტიპის სამოსახლოს შიდა ციხეს წარმოადგენდა. ნამჭედურის ირგვლივ წარმოქმნილი ქალაქური სამოსახლოს ეკონომიკა ემყარებოდა ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიას, აგრეთვე კერამიკულ წარმოებას. ეს ქალაქი ანტიკური ხანის აჭარის ბარის მთავარი კულტურულ-ეკონომიკური და ადმინისტრაციული ცენტრი უნდა ყოფილიყო, რომელიც არა მარტო ნედლეულით ამარაგებდა რკინის წარმოების კერებს, არამედ ლითონის პროდუქციის გასაღებისა და ექსპორტის ძირითად ცენტრსაც წარმოადგენდა.

ძვ.წ.აღ-ის VIII საუკუნის II ნახევრიდან აჭარის ტერიტორია ქობულეთითურთ კოლხეთის სამეფოშია. ანტიკურ ხანაში კოლხას ჩრდილოეთი რეგიონები ძვ.წ.აღ-ის VI საუკუნეში ახალ კოლხურ სამეფოში გაერთიანდა, თავისი სამონეტო სისტემით (კოლხური თეთრი). დღეს მუზეუმებში დაცულ ამ მონეტათა დიდი ნაწილი ფიჭვნარშია აღმოჩენილი.

ელინისტური პერიოდიდან აჭარის ზღვისპირეთში კარგად ჩანს განვითარებული მევენახეობა. დღეისათვის აქ გამოვლენილი და შესწავლილია ვაზის ათეულობით შემოტანილი თუ ადგილობრივი ჯიში, რომელთა დიდი ნაწილი ქართული მაღლარის უძველეს სახეობებს განეკუთვნება. აჭარაში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ქვის საწნახლები, რომელთაგან ყველაზე უადრესი მონოლითური ქვის საწნახელი გამოვლენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში. იგი ელინისტური ხანით თარიღდება. ეს დიდი წარმადობის საწნახელი რეგიონში მევენახეობა–მეღვინეობის მსხვილი მეურნეობის არსებობაზე უნდა მიუთითებდეს. მას ანალოგები გააჩნია აღმოსავლეთ საქართველოში, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთსა და პალესტინაში. ელინისტური ხანის ფიჭვნარისა და ციხისძირის ძეგლები მიუთითებენ აქ მეთევზეობის, ხელოსნური წარმოების, განსაკუთრებით მელითონეობის (რკინა) მაღალ დონეზე.

ძვ.წ.აღ-ის IV საუკუნის დასასრულიდან ზღვისპირა აჭარა ახლად წარმოქმნილი ქართლის (იბერიის) სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. ერთიან ქართულ სამეფოში აჭარა, როგორც ჩანს, ძვ.წ.აღ-ის II საუკუნემდე რჩებოდა, ხოლო ამ საუკუნიდან იგი მთლიანად კოლხეთის შემადგენლობაშია და მის ერთ-ერთ „სკეპტუხიას“ წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც პომპეუსმა ძვ.წ.აღ-ის 66 წელს დაამარცხა მითრიდატე პონტოელი, მან გადალახა მდ. აფსაროსი და კოლხეთს შეაფარა თავი, იქედან კი ბოსფორის სამეფოში გადავიდა. ამ დროს მითრიდატეს აუცილებლად უნდა გაევლო დღევანდელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ძვ.წ.აღ-ის 48 წელს კი, როდესაც რომაელებს აუჯანყდა მათ მიერ მითრიდატე პონტოელის მემკვიდრედ დატოვებული მისივე შვილი ფარნაკე, მას კოლხეთის შავიზღვისპირეთიც დაუკავებია და გაუძარცვავს მითიური ფრიქსეს მიერ აგებული ლევკოთეას მდიდარი სამლოცველო და მისი სამისნო; ხოლო ფარნაკეს წინააღვდეგ ომის საწარმოებლად სახსრების მოპოვების მიზნით მას ასევე მოექცა მითრიდატე პერგამონელიც.

ლევკოთეა არა მარტო მდიდარი სამლოცველო და სამისნო იყო, არამედ წარმართობის დროინდელი კოლხეთის უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრიც, რომელიც, სავარაუდოდ, დღევანდელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ხუცუბნის (გვარას საზღვართან) მიდამოებში მდებარეობდა. ქრისტიანობის პერიოდში აქ ფუნქციონირებდა თეთროსნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. შემდგომში იგი განადგურდა, მაგრამ თანამედროვე პერიოდში ისევ მოხდა მისი აღდგენა ძველ სავარაუდო ადგილზე. ქობულეთ-ოზურგეთის საგზაო მაგისტრალიდან იგი კარგად მოსჩანს მთელი თავისი მშვენიერებით.

წყაროები და გამოკვლევები თვალნათლივ მიუთითებენ, რომ აჭარა მასზე გამავალი საქარავნო გზებით უძველესი ეპოქებიდანვე იყო ჩაბმული იმ დიდ სავაჭრო ურთიერთობებში, რომლებიც მოიცავდა ბერძნულ სამყაროს, ახლო აღმოსავლეთს, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთს, აგრეთვე, საქართველოს შიდა რაიონებს. აღსანიშნავია, რომ როგორც შიდამთიანი, ისე ზღვისპირა ქობულეთის მუნიციპალიტეტი მთავარი საგზაო არტერია ითვლება მსოფლიო მნიშვნელობის მქონე „აბრეშუმის გზის“  ერთ-ერთ განშტოებად, რაც უდაოდ მრავლისმეტყველი ფაქტია.

უკვე ახ. წ.აღ-ის I საუკუნეში, ფარსმან I-ის (36-66 წწ.) დროს, შავი ზღვის სანაპირო ზოლი ქართლის სამეფოს ერთ-ერთ პროვინციად შეიძლება ვიგულისხმოთ, ხოლო 131 წლისათვის კი იგი უცილობლად მის შემადგენლობაშია, როგორც ოძრხის საერისთავოს ნაწილი.

აღნიშნული პერიოდისათვის აჭარის სანაპირო ზოლში ცხოვრობდნენ ქართველური მოდგმის ტომები ძიდრიტები (ბიძერები).

ახ. წ.აღ-ის პირველი საუკუნიდანვე აჭარის ტერიტორიაზე აღმოსავლეთ ქართული კულტურის დიდი გავლენა შეინიშნება. ამ პერიოდის განძები და სამარხეული ინვენტარი ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია ციხისძირში, ფიჭვნარში და მეზობელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ურეკში.

ქართლის მეფეების ამაზასპის (დაახლ. 245-265 წწ.), მირიანის (307-361 წწ.), ვარაზ-ბაქარის (368-374 წწ.), ვახტანგ გორგასლის (457-502 წწ.), დაჩის (VI ს-ის 10-იანი წლები) მოღვაწეობის დროს დღევანდელი აჭარის ტერიტორია ოძრხეს საერისთავოს შემადგენელი ნაწილია, ხოლო მისი ერისთავი – ქართლის სამეფოს ერთ-ერთი ერისთავთაგანი.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, VIII საუკუნის ბოლოდან აჭარის ზღვისპირა დაბლობი დასავლეთ საქართველოს შემადგენლობაშია. შემდგომ ისტორიული განვითარება ისე წარიმართა, რომ ქობულეთ-ბათუმის მხარე ჭოროხამდის, გეოგრაფიულად აჭარის ნაწილი, როგორც ჩანს, პოლიტიკურად უმთავრესად გურიის სამთავროში შედიოდა და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ვახუშტი მას გურიის ნაწილად სთვლიდა.

სწორედ ამ პერიოდში აჭარის ზღვისპირა მხარეში ქვაბულიძეთა ფეოდალური გვარი უნდა დამკვიდრებულიყო და წარმოქმნილიყო მხარის სახელწოდება „ქობულეთი“. როგოც ვარაუდობენ, XI საუკუნისთვის იგი უკვე უნდა არსებულიყო. ნ. ბერძენიშვილის აზრით, ქორონიმი „ქობულეთი“ უნდა მოწმობდეს, რომ აქ ვარდანისძე-გურიელზე უადრეს ქვაბულიძეები ბატონობდნენ.

1953 წელს ნ. ხოშტარიამ წამოაყენა მოსაზრება პეტრა-ქობულეთის (ტერმინების) იდენტურობის შესახებ, რამდენადაც ერთიცა და მეორეც ქვას, კლდეს გაუიგივა. ამავე საკითხზე გამოსცა წიგნი, რომელშიც აღნიშნავს: „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახ. წ.აღ-ით VI საუკუნიდან ცნობილი იყო მხარის სახელი ქობულეთი, მისი ცენტრი, ციხე იმავე სახელით, და აგრეთვე რომელიღაც დასახლებული პუნქტი, რასაკვირველია მხარის ზღვისპირა ზოლში, სადაც იმავე სახელწოდების საეპისკოპოსო კათედრა იყო.“ ნ. ბერძენიშვილმა ეჭვი გამოთქვა ქობულეთის ამგვარ ეტიმოლოგიაზე და თავის მხრივ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ქორონიმი ქვაბულიძეთა გვარს დაუკავშირა.

თვით ქორონიმ „ქობულეთის“ სიძველეზე მეტყველებს ქართული წყარო, როველიც მოგვითხრობს 1046 წელს ბაგრატ IV-ის ანაკოფიის ციხეზე გალაშქრებას, სადაც აფხაზეთის ლაშქრის მეთაურად მოხსენიებულია ვინმე ოთაღო, ჭაჭა ქუაბულელის ძე. ზედწოდება „ქუაბულელი“ სწორედ „ქობულეთელს“ უნდა ნიშნავდეს. თუ ეს ასეა, მაშინ აქ „ქობულეთის“ უძველეს ხსენებასთან გვაქვს საქმე, რომლის მფლობელადაც ჭაჭა ქუაბულელი უნდა ვიგულისხმოთ. თავისთავად ივარაუდება, რომ „ქობულეთი“ კიდევ უფრო ძველი ცნებაა.

XI საუკუნის I ნახევარშიც აჭარა საერისთავოა, ასევე უფრო გვიანაც. XIII საუკუნეში იგი ქობულეთითურთ ლიხთამერი საქართველოს შემადგენლობაშია, ამავე საუკუნის II ნახევ-რიდან კი სამცხის სპასალარების (ათაბაგების) სამფლობელოში. ერთი საუკუნის შემდეგ, კერძოდ, 1372 წლისათვის აჭარის ზღვისპირა დაბლობი გურიელის მფლობელობაშია.

თურქების აჭარის უშუალო დაპყრობამდე დღევანდელი აჭარის ზღვისპირეთი ათაბაგების გამგებლობიდან, გარკვეული დროით, კვლავ გურიის სამთავროს შემადგენლობაში აღმოჩნდა. XVI საუკუნის ერთი ოსმალური წყაროს მიხედვით გურია უშუალოდ ტრაპიზონს ესაზღვრება.

XVI საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს ოსმალები ჭანეთს იპყრობენ და გონიოს ციხეს იკავებენ, ამავე საუკუნის ბოლოს კი აჭარაში იჭრებიან. 1609 წელს „შემოიკრიბა მამია გურიელმან სპანი, შევიდა აჭარას, მოსწყვიტნა ოსმალნი და დაიპყრა კუალად თვითვე აჭარა“. ქობულეთის მხარისა და ხინოს დაპყრობა კი თურქებმა XVIII საუკუნის 70-იან წლებში შესძლეს, საბოლოოდ კი XIX საუკუნის I ნახევარში დაიმორჩილეს და ბათუმთან ერთად ტრაპიზონის ეიალეთს შეუერთეს.

1850 წლიდან აჭარა ტრაპიზონის ეიალეთში შეიყვანეს. დღევანდელი აჭარის ტერიტორია 4 კაზაში განაწილდა: ბათუმის კაზაში შედიოდა 2 ნაჰიე (ოლქი) – ბათუმისა და ქობულეთისა (ჩურუქსუ), რომელთაც სანჯაყ-ბეგები განაგებდნენ. ქობულეთში სანჯაყ-ბეგებად იყვნენ თავდგირიძეები, ხოლო ჩაქვში – ბეჟანიძეები.

1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს თანამედროვე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია კავკასიის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ ძირითად უბანს წარმოადგენდა.

1878 წელს, რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, რუსული ადმინისტრაცია აჭარის ტერიტორიას ყოფს ბათუმისა და აჭარის „ოკრუგებად“, რომელთაგან პირველში შედიოდა კინტრიშის (ქობულეთის) უბანი. 1883 წ. ბათუმის ოლქი გააუქმეს და ორ „ოკრუ-გად“ (ართვინისა და ბათუმის) ქუთაისის გუბერნიას შეუერთეს. 1903 წ. კი აღნიშნული „ოკრუგები“ კვლავ გამოყვეს ქუთაისის გუბერნიიდან და ისევ შეუერთეს ბათუმის ოლქს. ამ დროისათვის კინტრიშის საპოლიციო უბნის ცენტრი იყო ალამბარი. ასეთი ადმინისტრაციული დაყოფა გაგრძელდა 1917 წლამდე.

1917 წ. მაისში გააუქმეს ბათუმისა და ართვინის ადმინისტრაციული ოკრუგები. შემდგომ პერიოდში აჭარაში ჯერ თურქები, შემდეგ კი ინგლისელები ბატონობდნენ და დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მხოლოდ 1920 წ. 7 ივლისს მოახერხა აქ თავისი იურისდიქციის დამყარება. 1921 წ. 18 მარტს კი აჭარაში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა და იგი დანარჩენ საქართველოსთან ერთად რუსეთის გასაბჭოებულ იმპერიას შეუერთეს. 1921 წ. 16 ივლისის დეკრეტით შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებად გამოცხადდა მეჯლისი, სახალხო კომისართა საბჭო და ადგილობრივი საბჭოები. გაუქმდა საპოლიციო უბნები, შეიქმნა მაზრები და სასოფლო თემები – 5 მაზრითა და 12 თემით; 1923 წელს სასოფლო თემები 18-მდე გაიზარდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე ტერიტორია შედიოდა ქობულეთის მაზრაში ცენტრით სოფ. ქობულეთში.

1930 წელს მაზრები შეიცვალა რაიონებით, ხოლო სასოფლო თემები – სასოფლო საბჭოებით. 1940 წლისათვის აჭარაში შედიოდა 4 რაიონი და ერთი რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი ბათუმი, მათ შორის ქობულეთის რაიონი, ცენტრით დაბა ქობულეთში. 1944 წელს ქობულეთს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

1962 წელს გაუქმდა ბათუმისა და ქობულეთის რაიონები და მათგან შეიქმნა ჩაქვის რაიონი ცენტრით დაბა ჩაქვში. ამავე წელს ქობულეთი გახდა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. 1964 წ. 7 აპრილს ჩაქვის რაიონი გაუქმდა და ისევ აღდგა ქობულეთის რაიონი ცენტრით ქ. ქობულეთში. ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე.

1990 წლის ოქტომბერში საქართველოს უმაღლესი საბჭოს არჩევნებით სახელმწიფოს სათავეში ეროვნული ძალები მოვიდნენ. თანდათან დაიწყო ძველი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი და ახალი დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის პროცესი. 1991 წლის მარტში შეიცვალა რაიონული მმართველობის სტრუქტურები – გაუქმდა რაიონული საბჭოს აღმასკომი და მის ნაცვლად შემოღებული იქნა რაიონის პრეფექტურა. ცოტა მოგვიანებით, 1991 წლის აგვისტოში, საქართველოში კომპარტიის საქმიანობაც აიკრძალა და გაუქმდა პარტიის ქობულეთის რაიკომი. ამის შემდგომ რაიონის ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო.

დამოუკიდებლობის პირველი წლები საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. საქართველო სამოქალაქო ომმა და გარე ძალების მიერ მართულმა სეპარატისტულმა მოძრაობამ მოიცვა, რასაც ეთნოკონფლიქტები მოჰყვა. ამ ხანებში აჭარა, ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობით, ფაქტობრივად იზოლირებული იყო ცენტრისაგან და ნაკლებად იღებდა მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.

2003 წლის ნოემბერში საქართველოში განხორციელდა ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, რასაც ე. შევარდნაძის ხელისუფლების გადადგომა მოჰყვა. მოვლენათა ტალღამ აჭარაშიც შემოაღწია. 2004 წლის მაისში ადგილობრივი მთავრობის ლიდერმა ა. აბაშიძემ ძალაუფლება დაკარგა და ქვეყანა დატოვა.

2006 წლიდან, თვითმმართველობის სისტემის საკანონმდებლო რეფორმის შემდეგ, ქობულეთის რაიონს ეწოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

საბჭოთა პერიოდში საბჭოთა კავშირის მასშტაბით ქობულეთის რაიონი იყო მეციტრუსეობისა და მეჩაიეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ამასთან აქ კარგად განვითარდა სოფლის მეურნეობის სხვა დარგებიც – მეხილეობა, მებოსტნეობა, მესაქონლეობა, მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, სანაშენე და სამეურნეო კულტურების ახალი ჯიშების გამომყვანი წარმოება, აქვე დაწინაურდა ციტრუსებისა და ჩაის გადამუშავება-დამზადების დარგები და სხვ. განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა ქობულეთის რაიონმა აქ არსებული უნიკალური პლაჟისა და თბილი ზაფხულის გამო, როგორც საკურორტო და დასვენების კერა. ქ. ქობულეთი გადაიქცა საკავშირო, ხოლო ციხისძირი – რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად. ამავე პერიოდში განვითარდა ე.წ. ეკო-ტურიზმის ადრეული ფორმა კინტრიშის ნაკრძალში ტურისტთა გეგმურ მარშრუტებზე ლაშქრობების სახით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტს გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსები. მისი მოსახლეობა 1926 წლიდან 1989 წლამდე ოთხჯერ და მეტად გაიზარდა და ამავე წლის აღწერით 88 183 კაცს მიაღწია.

აქვეა სახელმწიფოს მიერ დაცული ტერიტორიები: მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის ნაკრძალი – ისპანი II და ქობულეთის აღკვეთილი – ისპანი I. ბოლო ორი მსოფლიოს უნიკალური სფაგნუმიანი ტორფნარების გამო შეიქმნა. ისპანი II 1996 წლიდან რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა, როგორც მიგრირებადი და მოზამთრე ფრინველების დასასვენებელი ადგილია სამხრეთისაკენ მიმავალ შორეულ გზაზე. ისპანის ცოცხალ სფაგნუმიან ტორფნარებს ჩრდილოეთით ესაზღვრება თიკერის რელიქტური კოლხური ტყე. დიდი მნიშვნელობა გააჩნია კინტრიშის ნაკრძალსაც, რომელიც დაარსდა 1959 წელს და მდებარეობს ზღვის დონიდან 450-2000 მ-ის სიმაღლეზე.

ღირსშესანიშნავი ისტორიული ძეგლებია პეტრა-ციხისძირი, ფიჭვნარი, ელიას ციხე, ხინოს XI– XII საუკუნეების ნაეკლესიარი, თაღოვანი ხიდები მდ. კინტრიშზე ცხემვანსა და კობალაურში, ზენითის ელინისტური ხანის ქვის მონოლითური საწნახელი და სხვ. გარკვეული ისტორიული ღირებულება აქვს კვირიკესა და დაგვას მეჩეთებს.

დღევანდელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ამ კუთხის შესანიშნავი შვილები, რომელთაც თავიანთი კვალი დასტოვეს არა მარტო აჭარის, არამედ მთელი ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლების ისტორიაში. ესენი არიან გულოაღა კაიკაციშვილი, დედეაღა და რეჯებ ნიჟარაძეები, ხასან თხილაიშვილი, ქემალ ნოღაიდელი და სხვები. თანამედროვე აჭარის ღირსეული წარმომადგენლები იყვნენ გამოჩენილი მეცნიერები – ჯემალ ნოღაიდელი, ასლან ინაიშვილი, აკადემიკოსები – დავით ხახუტაიშვილი და დურსუნ ბალაძე.

ქობულეთს ჰყავს დამეგობრებული ქალაქები: სელჩუკი (თურქეთი – 1995 წ.), ალავერდი (სომხეთი – 2007 წ.), იუჟნი (უკრაინა – 2008 წ.), ტერაჩინა (იტალია – 2009), ახტალა (სომ-ხეთი – 2010). მათი თანამშრომლობის სფეროებია განათლება, კულტურა, სპორტი, ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი.

2007 წელს მუნიციპალიტეტში დაწესდა საპატიო ქობულეთელის წოდების მინიჭება, რომელიც პირველმა მიიღო ცნობილი ქართველი, წარმოშობით ქობულეთელი აკადემიკოსის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის მამია კომახიძის მეუღლემ ნინო ჯავახიშვილმა, რომელიც არის ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ა.ნათიშვილის სახელობის ექსპერტ-მორფოლოგიის ინსტიტუტის და ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე 1966 წლიდან.

1-1.2 ტოპონიმი „ქობულეთი“

ტოპონიმი „ქობულეთი“  გვხვდება ძველ ისტორიულ წყაროებში. მათ შორის ყველაზე ძველია „ქართლის ცხოვრებაში“ (იხ. ტ.I, გვ. 299) შემონახული ერთ–ერთი ცნობა. კერძოდ, მემატიანე მოგვითხრობს, რომ 1046 წელს „ბაგრატ IV აფხაზეთს იყო, მოადგა ანაკოფიას და მისწურა წასაღებად. და მოვიდნენ ტფილელნი ბერნი... უქადეს ქალაქი და უხმეს სასწრაფოდ. წამოვიდა და მოაყენა ანაკოფიას გარე ქუაბულელ ჭაჭას ძე ოთაღო აფხაზეთისა ლაშქრითა“.

„კონტექსტიდან ჩანს, რომ აფხაზეთის ლაშქრის მეთაურია ვინმე ოთაღო, ჭაჭა ქუაბულელის ძე. ზეწოდება „ქუაბულელი“ სწორედ „ქობულეთელს“ უნდა ნიშნავდეს. თუ ეს ასეა, მაშინ აქ მფლობელადაც ჭაჭა ქუაბულელი უნდა ვიგულისხმოთ. თავისთავად კი ივარაუდება, რომ „ქობულეთი“ კიდევ უფრო ძველი ცნებაა“ (იხ. სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა, I, გვ. 70, ბათ. 2008).

„ქობულეთის“ შესახებ შედარებით გვიანდელი ცნობა მოცემულია ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელიც „ქართლის ცხოვრების“ ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. დიდი მეცნიერი წერდა: „აჭვის სამხრით დის მდინარე ქობულეთისა. გამოსდის ხინო–ქობულეთის მთასა, მოდის დასავლით, მიერთვის ზღვასა ეგრეთვე. ზღვის პირს ამ წყალზედ არს ქობულეთი, მცირე ქალაქსავით და ნავსადგური ფრიად კეთილი“ (იხ. „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, გვ. 792). აქ, ცხადია, „მდინარე ქობულეთი“ ნიშნავს მდ. კინტრიშს.

„ქობულეთი“, როგორც ცნება, ორი მნიშვნელობით გამოიყენება. ერთი, აღნიშნავს გარკვეულ ისტორიულ პუნქტს, რომელიც ძველთაგანვე იყო „მცირე ქალაქსავით და ნავსადგური ფრიად კეთილი“. მეორე მხრივ, კი აღნიშნავს ქობულეთის მუნიციპალიტეტი ისტორიულ მხარეს, მდინარე კინტრიშის ხევს, მის მიმდებარე  დაბლობ მიდამოებს ქალაქ ქობულეთთან ერთად.

ისმება კითხვა: საიდან უნდა მომდინარეობდეს სიტყვა „ქობულეთი“? ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრმა მკვლევარმა გამოთქვა თავისი შეხედულება. მათ შორის აღსანიშნავია ნ.ხოშტარიას, ი.სიხარულიძის, ნ.ბერძენიშვილის მოსაზრებანი. მაგალითად, მკვლევარმა ნ.ხოშტარიამ ამ ცნების აღმნიშვნელი სიტყვის ძირი „ქობულ“/“ქუაბულ“ ლაზურიდან მომდინარედ მიიჩნია, სადაც იგი „ქვის“ (მრგვალი ქვის) აღმნიშვნელია.

პროფესორ შ. ფუტკარაძის აზრით, „ქობულეთი“ უნდა მომდინარეობდეს ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დღემდე შემორჩენილი უძველესი სიტყვისაგან „ქობული“ (←ქÍაბული: ო←Íა), რომელიც ნიშნავს მამაცს, გულადს, უშიშარს. სიტყვა „ქობული“ დღესაც ცოცხალია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, კერძოდ, ზედა მაჭახლის მცხოვრებთა მეტყველებაში (შ.ფუტკარაძე, „ჩვენებურების ქართული“, I, ბათ. 1993: იხ. მონოგრაფიის ბოლოში დართული ლექსიკონი). ბაგრატ IV-სთან დაკავშირებული 1046 წლის ცნობაში ნახსენები ისტორიული პირის-ოთაღო ჭაჭა ქუაბულელის ძის ზეწოდებაც - „ქუაბულელი“ უნდა მომდინარეობდეს სიტყვა „ქუაბულიდან“ (ქობულიდან), რომელიც გულადს, მამაცს აღნიშნავდა ძველ ქართულში. „ქუაბული“ ძველ ქართულში საკუთარი სახელი იყო. ამ სახელის მატარებელნი ცნობილი ისტორიული პირები იყვნენ. მათ შორისაა „ქართლის ცხოვრებაში“ შემონახული პირები–კახთა ქორეპისკოპოსის დაჩის პაპა ქუაბული და აზნაურ ნინიას მამა ქუაბული (იხ. „ქართლის ცხოვრება“, ტ. I, გვ. 254; 310; 315). „ქართლის ცხოვრებაში“ ნახსენებია, აგრეთვე, ვაჩე ქობულის ძე,  რომელსაც „უწოდეს ქორიკოზად კახეთისად“ (იხ. ტ. IVბ გვ. 558). სამცხეში არის ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქუაბლიანი (ქვაბლიანი), რომელსაც ქობლიანსაც ეძახიან. ამ ანთროპონიმებშიც გამოიყოფა სიტყვა-ძირი-ქუაბულ (→ქობულ). ამ სიტყვა-ძირის მატარებელია ცნობილი გვარი-ქობულაძე. საქართველოს დამსახურებული მხატვარი-სერგო ქობულაძე (რომლის ფუნჯითაა ამეტყველებული უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტები) კი ამ გვარის სიამაყეს წარმოადგენს.

ამრიგად, „ქობულეთი“, ერთი მხრივ, დღეს არის საკურორტო ქალაქის სახელი, მეორე მხრივ, კი არის აჭარის ა.რ. ისტორიული მხარის აღმნიშვნელი ტოპონიმი, რომლის სიტყვა-ძირია-ქობულ. „ეთ“ კი არის გეოგრაფიული სიტყვების-ტოპონიმების საწარმოებელი  უძველესი ბოლოსართი: ქობულ-ეთ-ი, ტბ-ეთ-ი, კახ-ეთ-ი, მესხ-ეთ-ი, კლარჯ-ეთ-ი...

ამრიგად, ქობულეთი მომდინარეობს მამაკაცის საკუთარი სახელისაგან „ქობული“, რომელიც ძველ ქართულში გამოითქმებოდა როგორც „ქუაბული“ (უა→ო). სიტყვა „ქობული“ დღესაც ცოცხალია ტაო-კლარჯეთის ქართულ მეტყველებაში და აღნიშნავს გულადს, მამაცს, უშიშარს.

1-2.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მმართველობითი და ადმინისტრაციული სტრუქტურა

1-2.1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მმართველობითი სტრუქტურა

ქობულეთის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს, მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქობულეთი.

მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებს წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა.საკრებულო არჩევითი ორგანოა, რომელიც შედგება ათი პროპორციული სისტემით და ყოველი თემიდან არჩეული ერთი მაჟორიტარი საკრებულოს წევრით. ქობულეთის საკრებულოს წევრების რაოდენობა შეადგენს 35 წევრს.

საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი.

საკრებულოში, საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით შექმნილია ხუთი მუდმივმოქმედი კომისია:

1. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია;

2. განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისია;

3. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია;

4. ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისია;

5.  იურიდიულ,  საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისია;

მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმოადგენს აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქმიანობას თავისი სამსახურების საშუალებით. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფუნქციონირებს 10 სამსახური:

• ადმინისტრაციული სამსახური

• არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;

• შიდა აუდიტის სამსახური;

• ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახური;

• ზედამხედველობის სამსახური;

• კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახური;

• საფინანსო სამსახური;

• ქონების მართვისა და სოფლის განვითარების სამსახური;

•  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

• სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.

1-2.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 21 ტერიტორიული ორგანო. დასახლებული პუნქტები: ერთი ქალაქი - ქობულეთი, ორი დაბა და 17 სხვა ტერიტორიული ორგანო, რომელშიც შედის 48 სოფელი.  მოსახლეობის რაოდენობა 92000 კაცია, ხოლო საშუალო სიმჭიდროვე 1კმ2-ზე 126,5 კაცია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებისა და მათში შემავალი სოფლების სია(იხ. ცხრილი1-1)

ცხრილი 1-1ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა.

|№ |ადმინისტრაციული ერთეული |შემავალი სოფლები |

|1. |ქალაქი ქობულეთი |ქალაქი ქობულეთი |

|2. |დაბა ოჩხამური |სოფელი კაკუჩა |

| | |სოფელი თიკერი |

|3. |დაბა ჩაქვი |სოფელი  ბუკნარი |

| | |სოფელი სახალვაშო |

|4. |ალამბარი |სოფელი ალამბარი |

|5. |აჭყვისთავი |სოფელი აჭყვისთავი |

|6. |ბობოყვათი |სოფელი ბობოყვათი |

| | |სოფელი აჭყვისთავი |

|7. |გვარა |სოფელი გვარა |

| | |სოფელი ქვედა კონდიდი |

|8. |დაგვა |სოფელი დაგვა |

|9. |ზენითი |სოფელი ზენითი |

|10. |კვირიკე |სოფელი კვირიკე |

| | |სოფელი ზედა კვირიკე |

| | |სოფელი ქვედა კვირიკე |

|11. |ლეღვა |სოფელი ლეღვა |

| | |სოფელი სკურა |

| | |სოფელი ცხრაფონა |

|12. |მუხაესტატე |სოფელი მუხაესტატე |

|13. |წყავროკა |სოფელი წყავროკა |

|14. |საჩინო |სოფელი საჩინო |

| | |სოფელი ქვედა აჭყვა |

| | |სოფელი ზედა აჭყვა |

|15. |ქაქუთი |სოფელი ქაქუთი |

| | |სოფელი ნაცხავატევი |

| | |სოფელი აჭი |

|16. |სოფელი ქობულეთი |სოფელი ქობულეთი |

| | |სოფელი ზედასამება |

| | |სოფელი კოხი |

|17. |ჩაისუბანი |სოფელი ჩაისუბანი |

|18. |ციხისძირი |სოფელი ციხისძირი |

| | |სოფელი სტალინისუბანი |

| | |სოფელი შუაღელე |

|19. |ხალა |სოფელი ხალა |

| | |სოფელი ჩაქვისთავი |

| | |სოფელი გორგაძეები |

|20. |ხუცუბნი |სოფელი ხუცუბანი |

| | |სოფელი ქვედა |

| | |სამება სოფელი ნაკაიძეები |

|21. |ჭახათი |სოფელი ჭახათი |

| | |სოფელი ოხტომი |

| | |სოფელი კეჭიეთი |

| | |სოფელი ვარჯანაული |

| | |სოფელი კობალაური |

| | |სოფელი ცხემვანი |

| | |სოფელი ტყემაკარავი |

| | | |

| | | |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სურათი (იხ. სქემა 1-1)

სქემა 1-1ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა

[pic]

1-3.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ-გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივ-კლიმატური პირობები

1-3.1 გეოგრაფიული მდებარეობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველ ერთეულს, რომელიც მდებარეობს მის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი მოქცეულია შავ ზღვას, მდინარე ჩოლოქსა და მესხეთის ქედს შორის. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ოზურგეთის (გურია), სამხრეთით – ხელვაჩაურისა და ქედის, აღმოსავლეთით - შუახევის მუნიციპალიტეტები, ხოლო დასავლეთით ეკვრის  შავი ზღვა 17კმ-იანი სანაპირო ზოლით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 711,8 კვ.კმ-ია, ანუ აჭარის ა.რ. ტერიტორიის დაახლოებით 24%-ს შეადგენს.მისი ცენტრი ქ. ქობულეთი განფენილია უშუალოდ შავი ზღვის სანაპიროზე, საშუალოდ ზღვის დონიდან 10მ-ის სიმაღლეზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფიზიკურ-გეოგრაფიულ და ეკონომიკურ-გეოგრაფიულ მდებარეობას დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის დადებითი მხარე ისაა, რომ იგი განლაგებულია სამხრეთ განედებში, კერძოდ, დედამიწის სუბტროპიკული ზონის ჩრდილო პერიფერიულ ნაწილში, სადაც ჩამოყალიბებულია ტენიანი სუბტროპიკული ჰავა, რომელიც ხელს უწყობს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის ძირითადი ნიშნებია:

1. აქვს პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე;

2. მდებარეობს ევროპისა და აზიის გზების გასაყარზე;

3. ქობულეთზე გადის ტრანსევრაზიის საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო კომუნიკაციები;

4. ხელსაყრელი ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას.

1-3.2 რელიეფი და ლანდშაფტები

ქობულეთის მუნიციპალიტეტი გეომორფოლოგიურად მრავლფეროვანი რეგიონია. მის რელიეფში შერწყმულია დაბლობები, გორაკ-ბორცვები, ღრმა ხეობები, მთები და სხვ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: ქობულეთ-ჩაქვის ქედის ჩრდილო-დასავლეთი კალთა, შავიზღვისპირა ვაკე დაბლობები და გორაკბორცვიანი ზოლი. ქობულეთი-ჩაქვის ტექტონიკის ეროზიული ქედის ჩრდილო–დასავლეთი კალთა, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის შუა და აღმოსავლეთ ნაწილებს, მუნიციპალიტეტის ფარგლებში ვრცელდება მთა ყოროლისთავიდან (1302 მ) მთა ხინომდე (2599 მ). ეს უკანასკნელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილია. ქედის თხემზე არის აგრეთვე მწვერვალები: მტირალა (1381მ), ჩაქვის მთა (1547მ), საგუდისთავი (1700მ) და პერანგა (2235მ). რელიეფი აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული, ძირითადად ეოცენური ვულკანური ქანებით: ანდეზიტურ განფენებიანი ტლანქშრეებრივი ტუფ-ბრექჩებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და ტუფ-კონგლომერატებით. ალაგ-ალაგ შიშვლდება მესამეულის დროინდელი სიენიტურ-დიორიტული ინტრუზიები. ქედის კალთა დასერილია ხშირი მდინარული ქსელით. რელიეფში ჭარბობს ღრმად დანაწევრებული მთახეობათა ფორმები. წყალგამყოფის ხეებზე შემორჩენილია საფეხურებრივად განლაგებული მოვაკებული ზედაპირების ფრაგმენტებიც.

ქობულეთ-ჩაქვის ქედის ქვემო ნაწილზე და მიმდებარე ვაკე-დაბლობის მიჯნაზე მკვეთრად დანაწევრებული, ალაგ-ალაგ ზღვიური და მდინარეული ტერასებიანი გორაკ-ბორცვებია, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შავ ზღვამდე აღწევს და წარმოშობს ფლატეს.

ზღვის სანაპირო დაბლობი მოიცავს კოლხეთის დაბლობის გაგრძელებას, უშუალოდ ქობულეთის დაბლობს, კახაბრის დაბლობის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებს. გორაკ-ბორცვიანი ზონა საშუალოდ ვრცელდება ზ.დ. 100-350 მ-ის სიმაღლეზე. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს ქობულეთის და ჩაქვისქედების ბორცვებსა და წინამთებს.

მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მეოთხეული ნალექებით - თიხებით, ქვიშებითა და კონგლომერატებით აგებულ ჭაობიან ქობულეთის ვაკე-დაბლობებს უჭირავს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით ვიწროვდება. მას ზღვის სანაპიროს გასწვრივ დიუნური სერები მიუყვება. მცირე ზომის ვაკე-დაბლობებია აგრეთვე დაბა ჩაქვთან და ჩაქვისწყლის შესართავთან.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოიყოფა ლანდშაფტის ორივე კლასი – 1. ვაკის და გორაკ-ბორცვების და 2. მთის ლანდშაფტები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლანდშაფტები მისი ბუნებრივი მრავალფეროვნების დასტურია. მათი გეოეკოლოგიური თავისებურებანი ფორმირდება არა მარტო ბუნებრივი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შედეგად. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლანდშაფტებს შორისაა: ვაკის და გორაკ-ბორცვიანი კოლხური; ჰიდრომორფული და სუბჰიდრომორფული; ქვედა მთის ტყის კოლხური; საშუალო მთის ტყის კოლხური; საშუალო მთის მუქწიწვოვანი ტყის.

ვაკის ტენიან-სუბტროპიკული კოლხეთის ლანდშაფტები გავრცელებულია ზღვისპირეთში 400-600 მ სიმაღლემდე. კოლხეთის ქვედა მთის ტყის ლანდშაფტები იყოფა ზღვისპირა და ქვაბულის ლანდშაფტებად. ზღვისპირა ლანდშაფტებში ჭარბობს ჰემიჰილეები, რომელთაც ბევრი საერთო აქვს კოლხეთის ვაკის ლანდშაფტებთან.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ძირითადი ლანდშაფტებია:

1. სანაპირო ქვიშიან-ხრეშიანი დიუნური ზოლი ფსამოფილური მცენარეულობით;

2. ჭაობი ტორფიან ჭაობიანი ნიადაგურ-მცენარეული საფარით;

3. დაჭაობებული ვაკე-დაბლობი უმთავრესად მურყნარებითა და ლამიან ჭაობიანი ნიადაგებით;

4. დახრილი ვაკე-დაბლობი კოლხური მცენარეულობით ალუვიური და ეწერი ნიადაგებით;

5. ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებით;

6. საშუალო მთების წიფლის ტყეებითა და ტყის ყომრალი ნიადაგებით;

7. საშუალო მთები წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით, ტიპური და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებით.

მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით: ტორფი, ცეცხლგამძე თიხები, მაგნეტიტური ქვიშები. დიდი რაოდენობით მოიპოვება: სამშენებლო ქვა, ქვიშა და ხრეში.

1-3.3 კლიმატი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჰავა ტენიანი სუბტროპიკულია. რელიეფის ძლიერი დანაწევრებისა და სიმაღლითი სარტყლურობის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჰავას ახასიათებს ნათლად გამოხატული ვერტიკალური ზონალობა, რომელსაც მნიშვნელოვნად არბილებს დასავლეთიდან მოსული ზღვიური ჰაერის მასები. ამ თავისებურებების შედეგად ჰავის ძირითადი ელემენტების – ტემპერატურებისა და ნალექების განაწილება საკმაოდ არათანაბარია.მთებში სიმაღლის მატების შესაბამისად ჰავა ჯერ ზომიერად ნოტიო ხდება, შემდეგ – გრილი. საშუალო წლიური ტემპერატურა ზღვის სანაპირო რაიონებში იცვლება 13,50C-დან -30C–მდე (მთა ხინო). აბსოლიტური მინიმალური ტემპერატურაა -170C, ხოლო აბსოლიტური მაქსიმალური ტემპერატურა +420C-ია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ისევე როგორც აჭარის ა.რ. ჭარბტენიანი რეგიონია. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა სანაპირო რაიონებში 2500-3000მმ-ია. სიმაღლის მატებასთან ერთად ნალექების საშუალო რაოდენობა თანდათანობით ეცემა. მაქსიმალური ნალექი, საშუალოდ 4500მმ წელიწადში და მოდის მთა მტირალაზე. ნალექების დიდი ნაწილი შემოდგომაზე და ზამთარზე მოდის, ხოლო ნაკლები –  ზაფხულში.

ვაკე–დაბლობ და გორაკ–ბორცვიან ნაწილებში იშვიათად იქმნება თოვლის მდგარი საფარი. მთებში თოვლის საბურველის სიგრძე ზოგჯერ 5–6 მეტრსაც აღწევს და 6–7 თვის განმავლობაში ჩერდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხშირია ნისლი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ზღვის სანაპირო რაიონებშისაკმაოდ მაღალია ჰაერის ტენიანობა -  საშუალოდ 80%-ია, ხოლო სიმაღლის მატებასთან ერთადტენიანობა ეცემა  – 72%. მაღალია ღრუბლიანობის კოეფიციენტი, რომელიც საშუალოდ 5,7-5,9 ბალია. მზიან დღეთა რაოდენობა სანაპიროზე 45-70 დღეა, ხოლო მთიანეთში  – 70-85 დღე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჰავას გააჩნია სამეურნეო მნიშვნელობა. იგი ხელს უწყობს სუბტროპიკული მეურნეობის, ტრანსპორტის ფუნქციონირების და ტურიზმის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ „გარემოს მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული მოხსენების“ (2007-2009 წ.წ.) თანახმად კლიმატის გლობალური ცვლილებების ლოკალური შედეგების შესწავლამ საქართველოში გამოავლინა 3 განსაკუთრებით მგრძნობიარე რეგიონი, მათ შორის შავი  ზღვის სანაპირო ზოლი, სადაც საჭიროა დაუყოვნებლივი საადაპტაციო ღონისძიებების გატარება.

1-3.4 ჰიდროქსელი

1-3.4.1 ზედაპირული მტკნარი წყლები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის შიგა წყლების ხასიათი განპირობებულია საკმაოდ რთული გეოლოგიური აგებულებითა და რელიეფისა და ჰავის თავისებურებით. გეოლოგიური აგებულება და რელიეფი გავლენას ახდენს ზედაპირული ჩამონადენის სიჩქარეზე, ხოლო ჰავა ჩამონადენის მოდულზე (ლწმ 1კმ2-დან). შიგა წყლებიდან აღსანიშნავია მდინარეები, ტბები,ჭაობები და მიწისქვეშა წყლები. შიგა წყლებიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში არ გვხდება წყალსაცავები, მუდმივი თოვლი და მყინვარები.

შიგა წყლებიდან მთავარია მდინარეები, რომლებიც ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეების ტიპს მიეკუთვნება. მათ ასევე გააჩნიათ მრავალი შენაკადი. იმის გამო, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტი დიდ ტერიტორიას არ მოიცავს და რელიეფის ზედაპირიც ძლიერ დანაწევრებულია, მდინარეების სიგრძე მოკლეა და შესაბამისად აუზს დიდი ფართობი არ უკავია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის არცერთი მდინარე სათავეს არ იღებს მუდმივი თოვლისა და მყინვარების ტერიტორიიდან. ისინი ძირითადად იკვებება წვიმის, თოვლის ნადნობი წყლით და მიწისქვეშა წყლებით. ამიტომ მათ ახასიათებთ გაზაფხულისა და შემოდგომის წყალდიდობა. მდინარეების უმეტესობა ხასიათდება დიდი ვარდნით, ჩქარი დინებით, ზოგიერთ მონაკვეთზე მდინარეები მიედინება ვიწრო და ღრმა ხეობებში და ქმნის კანიონისებურ ფორმას, ახასიათებთ ჭორომები და ჩანჩქერები. მდინარეები გარკვეულ მონაკვეთზე პერიოდულად ხან ერთ, ხან მეორე სანაპიროს უტევს, რის გამოც ზიანდება საავტომობილო გზები, ხიდები, ნათესები და საცხოვრებელი სახლები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ყველა მდინარე შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება.

მდინარე ჭოროხის შესართავიდან ჩრდილოეთის მიმართულებით შავ ზღვას ერთვის მრავალი დიდი და პატარა მდინარეები. მათგან აღსანიშნავია:

მდინარე ჩაქვისწყალი სიგრძითა და წყალუხვობით მესამე მდინარეა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა მხარეში. იწყება ჩაქვის ქედის დასავლეთ ფერდობიდან 1280 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან ხინოს წყლისა და მორვილის წყლის შეერთებიდან. მდინარის სიგრძე ხინოს წყლის სათავიდან 22 კმ-ია აუზის ფართობი 170 კვ.კმ, საშუალო ხარჯი 9.9 მ 3/წმ მოდული სოფ. ხალასთან 78.0 ლ/წმ კვ.კმ-დან სიმაღლის ზრდასთან ერთად ჩამონადენის მოდული მატულობს და ზემო დინებაში 89,0 ლ/წმ-ს შეადგენს.ჩაქვისწყალი ძირითადად საზრდოობს წვიმებით, მიწისქვეშა წყლებით, რომელიც წყაროების სახით დიდი რაოდენობითაა მის აუზში. წყალდიდობა ახასიათებს შემოდგომაზე ინტენსიური წვიმების გამო და გაზაფხულზე მთებში თოვლის დნობის შედეგად. უმეტესად გაედინება ღრმა ხეობებში და სოფ. ხალამდე სანაპიროების წალეკვა არ ახასიათებს. ზოგიერთ მონაკვეთზეგააჩნია კანიონი, რომელიცაა მდ. ბზონიცას შესართავის ქვემოთ დაახლოებით 600-700მ მანძილზე.ჩაქვიწყალს მრავალი შენაკადი გააჩნია. ზემო დინების შენაკადების ხეობის ფერდობები დაკავებულია ხშირი ტყით. ზოგიერთ ფერდობზე ტყის ქვედა იარუსი ერთმანეთში გადახლართულია და ადამიანს გავლა წალდის გარეშე არ შეუძლია. სათავიდან შესართავისაკენ მარცხენა შენაკადებიდან აღსანიშნავია: ბეთლემისწყალი (სიგრძე 9 კმ), საღორელსაწყალი (სიგრძე 11 კმ), საჩოხიას და სამკორხევის შენაკადები, ბოსლათასწყალი,კარალასწყალი, ხართახევისწყალი, ლაშისწყალი, მონდირიწყალი, მეჩხრისწყალი  (სიგრძე 13 კმ), სახალვაშოწყალი. მარჯვენა შენაკადებიდან მნიშვნელოვანია: ბზონიცისწყალი, სამოჩხერისწყალი, აბანოსწყალი, ხალისთავისწყალი, საფორცხლეასწყალი. აღნიშნულების გარდა ჩაქვისწყალს ძალზედ ბევრი უსახელო ღელე ერთვის.

მდინარე აჭყვისწყალი სათავეს იღებს სოფ. ქვედა აჭყვის ზევით სურნალას სერის ჩრდილო დასავლეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან დაახლოებით 215 მ სიმაღლიდან. სიგრძე 5.8 კმ-ია და ერთვის ზღვას ჩაქვის მესაზღვრეთა საგუშაგოსთან. გააჩნია რამდენიმე შენაკადი პატარა ღელის სახით. ახასიათებს ხანმოკლე წყალდიდობა რომელიც გამოწვეულია ინტენსიური ნალექებით.

მდინარე დეხვა ერთ-ერთი მოკლე მდინარეა რომელიც იწყება დაგვის ქედის დასავლეთ ფერდობიდან 1120მ ზღვის დონიდან და ერთვის ზღვას მდინარე კინტრიშთან ახლოს სამხრეთით. სიგძე დაახლოებით 14 კმ, ხოლო აუზის ფართობი 41კვ.კმ-ია, ვარდნა 16,3 მ.კმ-ზე. ახასიათებს ხანმოკლე წყალდიდობა შემოდგომაზე თავსხმა წვიმების გამო და გაზაფხულზე თოვლის დნობის შედეგად, გააჩნია საკმაოდ ღრმა ხეობა ზემო წელში, აგრეთვე ხასიათდება ჩანჩქერებით.

მდინარე კინტრიში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა მხარეში სიგძითა და წყალუხვობით პირველი მდინარეა. სათავეს იღებს აჭარა-გურიის ქედზე ხინოს მწვერვალის მიდამოებში, ზღვის დონიდან 2320 მ. სიმაღლეზე. მისი სიგრძე 45 კმ.-ა და აუზის ფართობი 291კვ.კმ-ს შეადგენს. საშუალო წლიური ხარჯი ზემო დინებაში 8,93 მ3/წმ, ხოლო შესართავთან 18,6 მ3/წმ. ჩამონადენის მოდულის შესართავთან 61 ლ/წმ 1კვ.კმ-დან, რომელიც სათავისკენ აუზის სიმაღლის ზრდასთან ერთად მატულობს და სოფ. კოხთან 89 ლ/წმ აღწევს. ვარდნა 44,87 მ 1 კმ-ზე.მდინარე კინტრიშს გააჩნია მრავალი შენაკადები. მათ შორის სიგრძით დიდია მდ. კინკიშა, რომელიც სათავეს იღებს1300 მ-ზე ზღვის დონიდან, სკურდას ქედის დასავლეთ ფერდობზე. მისი სიგრძე 14 კმ-ია. გააჩნია რამდენიმე შენაკადი ღელის სახით. აუზის ფართობი 39,6 კვ.კმ-ია. მდ. კინტრიშის ზემო დინებაში რამდენიმე შენაკადი გააჩნია. მათგან აღსანიშნავია ხეკნარა, ჭიხვარულა, აბშილაი, სამარცხები, უყვი, ძროხატყიღელე, კლდიკარი, ბეშლეთი, საჭინკე, ჩალხიღელე, საბადური, ჩერული, ფუტურო, ხორათი და სხვა ღელეები.

მდინარე აჭყვა მდინარე კინტრიშის მარჯვენა შენაკადს წარმოადგენს. სათავეს იღებს ელიას ციხის ჩრდილო-დასავლეთით, 960მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. გაედინება 19 კმ-ზე და გააჩნია მრავალი შენაკადები ღელეების სახით. წინა წლებში მდ. აჭყვა დამოუკიდებლად ზღვას ერთვოდა ქ. ქობულეთის ცენტრში. ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულ მდინარეს ძლიერი ღელვის შედეგად ზღვა ვერ ღებულობდა რის გამოც მდინარე აჭყვა ზღვის სანაპიროზე ტბორავდა საცხოვრებელ სახლებს, დამხმარე ნაგებობებს. ამიტომ მე-20 საუკუნის 80-ანი წლების დასაწყისში ზღვის სანაპიროდან დაახლოებით 900 მეტრის დაშორებით მდ. აჭყვა ხელოვნური არხის საშუალებით მარჯვენა მხრიდან შეუერთეს მდ. კინტრშს.

მდინარე ჩოლოქი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა მხარის უკიდურეს ჩრდილოეთითაა და მასზე გადის ადმინისტრაციული საზღვარი ქობულეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს შორის. სათავეს იღებს სოფ. ქაქუთის საკრებულოს ტერიტორიაზე ელია ციხის ჩრდილოეთით ზღვის დონიდან 853 მ სიმაღლეზე. მისი სიგრძე 32 კმ-ია, აუზის ფართობი 159 კვ.კმ-ია ხოლო საშუალო ხარჯი 7,03 მ3/წმ. საერთო სიგრძე შენკადებთან ერთად 321 კმ შეადგენს. მდინარე ჩოლოქის შენაკადებიდან აღსანიშნავია : მდინარე ოჩხამური (სიგრძით 19კმ), შარის წყალი – 16 კმ, ლელა – 12კმ, რიკა და სხვა. მდ. ოჩხამურის მნიშვნელოვანი შენაკადებია: ცხაფონა, სკურა, შეხვეტილას ღელე, შავი ღელე, თოღანი, ხოჩიჩა და სხვა. მდ. ჩოლოქი ზღვის სანაპიროსთან ახლოს უერთდება მდინარე ნატანებს მარცხენა მხრიდან.

ტბები

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კინტრიშის ნაკრძალში, ხინოს მთის მიდამოებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე განლაგებულია სარბიელის ტბა, მასთან ახლოსაა ასევე ტბიყელისა და სიძერძალის ტბები. ტბიყელის ტბა ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრზე მდებარეობს. მას გააჩნია ოვალური ფორმა, მისი მაქსიმალური სიღრმე 18-20 მეტრს აღწევს. ტბიყელის ტბა ატმოსფერული ნალექებით, გამდნარი თოვლითა და მიწისქვეშა წყლებით იკვებება. წყლის ტუტე-მჟავიანობა (pH) 7-ის ტოლია. ტბის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწისქვეშა არხის გავლით ტბიდან გამოედინება 4 წყარო და მათგან იქმნება პატარა მდინარე. ტბაში მცირე რაოდენობით არის წყლის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები.

სოფელ ხინოში მდებარეობს შავი ტბა, რომლის ფართობი 21 648 კვადრატული მეტრია მაქსიმალური სიღრმე კი 7 მეტრი.

ჭაობები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა დიუნების აღმოსავლეთით გადაჭიმულია ჭაობების ზოლი. აღსანიშნავია ქობულეთის ანუ ისპანის ჭაობი. ჭაობის დიდი ნაწილი (200 ჰა-მდე) დაშრობილ იქნა. ამჟამად ჭაობის საერთო ფართობია 766 ჰა. ადრე ეს ჭაობი გაუვალი და უკაცრიელი იყო, ამჟამად კი ის უმეტესად ათვისებულია. ქობულეთის ჭაობი მდიდარია ტორფით. ისპანის ჭაობი მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პერკოლაციური გუმბათისებური ჭაობია და იგი შედის ქობულეთის დაცულ ტერიტორიაში აღკვეთილის სახით.

თავისი სტატუსის თვალსაზრისით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედაპირული მტკნარი წყლის რამდენიმე ობიექტი შესულია იმ ნუსხაში, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 7 მაისის № 61 ბრძანებით: „განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტების ნუსხები“. ამ ნუსხებში შედის ქობულეთის ანუ ისპანის ჭაობი და მდინარე ჩოლოქი,  (სახელმწიფო მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტი).

„გარემოს მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული მოხსენების“ თანახმად (დამტკიცდა 2011 წლის დეკემბერში), რომელიც ასახავს 2007-2009 წ.წ. მდგომარეობას, ზედაპირული წყლების მონიტორინგის ქსელი აჭარაში ითვლის 6 დაკვირვების პუნქტს - ქობულეთი (კინტრიში), ქუბასწყალი, ბარცხანა, ყოროლისწყალი, ჭოროხი - ყველა ეს პუნქტი ზღვისპირა ზონაშია განთავსებული და აჭარისწყალი, მდინარის დინების შუაწელში. წყლის დაბინძურების მთავარი მახასიათებლების მიხედვით სურათი შემდეგი იყო:

• ჟანგბადის ბიოქიმიური მოხმარების (ჟბმ-5)-მგ/ლ - საშუალო წლიური მნიშვნელობები განსაკუთრებით მძიმე იყო ქუბასწყალსა და ბარცხანაზე - 4-ზე მეტი; არც სხვა დაკვირვების პუნქტში იყო სახარბიელო მდგომარეობა;

•  ამონიუმის აზოტის საშუალო წლიური კონცენტრაცია ქუბასწყალსა და ბარცხანაზე 0,2-4 მგ/ლ B აღწევდა, სხვა დაკვირვების პუნქტებზე სურათი უკეთესი იყო.

1-3.4.2 მიწისქვეშა წყლები.

აჭარა მდიდარია მიწისქვეშა წყლებით, რაც განპირობებულია რეგიონის გეომორფოლოგიური და ჰიდროგრაფიული თავისებურებებით. გრუნტის წყლები მეტ-ნაკლებად გავრცელებულია ყველგან, როგორც ზღვისპირეთში, ასევე მთიან აჭარაში. მათ შორის აღსანიშნავია კახაბერი, სადაც სასმელი წყლის დიდი მარაგია. მთიან აჭარაში უხვადაა მიწისქვეშა წყლები, რომლებიც წყაროების სახით გამოედინება.მინერალური და თერმული წყლების ფორმირება დაკავშირებულია ზედაპირული წყლების ღრმად ჩაჟონვასთან ტექნიკური რღვევის ზონებში. სიღრმეში ეს წყლები ცხელდება და მათი ნაწილი ხელშემწყობ გეოლოგიურ ზონებში ზედაპირზე ამოდის. ამ წყაროებს შორის არის რადიოაქტიული და გოგირდოვანი წყლები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მინერალურ წყაროებს შორის სპეციალისტები  განსაკუთრებით აღნიშნავენ ქობულეთისა და ჭახათის მინერალურ წყაროებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მინერალური და თერმული წყლების შემადგენლობის, მდებარეობის და მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია (იხ. ცხრილი1-2)

ცხრილი1-2 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მინერალური და თერმული წყლები

|ქობულეთის |მინერალური/თერმული წყაროს |წყლის ტიპი ქიმიური შემადგენლობის |დებეტი |ტემპერატურა |pH |შენიშვნა |

|მუნიციპალიტეტის |ადგილმდებარეობა |მიხედვით |(ლიტრი/დღე-ღამე|(0c) |(ტუტე-მჟავიანო| |

|მინერალური და თერმული| | |ში) | |ბა) | |

|წყლები № | | | | | | |

|1 |ხალა |სულფატურ-ჰიდროკარბონატული |2100 |12 |7.0 | |

| | |ნატრიუმიან-კალციუმიანი | | | | |

|2 |შუაღელე |გოგირდწყალბადიანი, |1500 |18 |7.4 | |

| | |ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული | | | | |

| | |ნატრიუმიანი | | | | |

|3 |ლანჩას აბანო (კვირიკე) |გოგირდწყალბადიანი, |6000 |16 |7.6 | |

| | |ჰიდროკარბონატულ- ქლორიდული | | | | |

| | |ნატრიუმიანი | | | | |

|4 |აბანოს ღელე (ხუცუბანი) |გოგირდწყალბადიანი, |2000 |15 |7.2 | |

| | |ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული | | | | |

| | |ნატრიუმიანი | | | | |

|5 |ჩაქვი |გოგირდწყალბადიანი, |12000 |14 |6.0 | |

| | |ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული | | | | |

| | |ნატრიუმიან-კალციუმიანი | | | | |

|6 |დაბა ქობულეთი |სულფატურ-ჰიდროკარბონატული |140000 |36 |- | |

| | |ნატრიუმიანი | | | | |

|7 |ჭახათი |გოგირდწყალბადიანი, |43000 |20 |- | |

| |(ცხემვანის უბანი) |ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული | | | | |

| | |ნატრიუმიან-კალციუმიანი | | | | |

|8 |ლეღვა |გოგირდწყალბადიანი, |4000 |18 |- | |

| | |ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული | | | | |

| | |ნატრიუმიან-კალციუმიანი | | | | |

საინფორმაციო წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისსამმართველო; გურამ ხომერიკი, ტარიელ ტუსკია, აჭარის გეოლოგიური აგებულება და სასარგებლო წიაღისეული, გამომცემლობა „ალიონი“, ბათუმი, 2005.

გარდა ამისა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილია პერსპექტიული თერუმლი წყლების ფართობი სოფელ ციხისძირის მიდამოებში, ჭაბურღილების პროგნოზირებული სიღრმე 3000-3500 მეტრია, წყლის მოსალოდნელი ტემპერატურა კი 80-90 გრადუსია. წყლის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ქალაქის კომუნალური მეურნეობისთვის, ასევე ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში.

1-3.4.3  შავი ზღვა და მისი სანაპირო

შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩაკეტილი წყლის მასივია. შავი ზღვის სიგრძე უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის 1167 კმ-ია (ბურგასი-ქობულეთი). სანაპირო ზოლის სიგრძე დაახლოებით 4000 კმ-ია, საიდანაც საქართველოს 320 კმ ეკუთვნის (რუსეთის ფედერაცია - 395 კმ, უკრაინა - 1340 კმ, რუმინეთი - 215 კმ, ბულგარეთი - 317 კმ, თურქეთი - 1365 კმ). შავი ზღვის ე.წ. ზედა ჟანგბადით მდიდარი „ცოცხალი“ ფენა 175-200 მ სიღრმემდე ვრცელდება, 200 მ-დან ფსკერამდე თითქმის უჟანგბადოა და საერთოდ არ გვხვდება ორგანული სიცოცხლე. შავი ზღვის განსაკუთრებულ თავისებურებას, რაც მას მკვეთრად განასხვავებს დედამიწის დანარჩენი ჰიდროგარსისგან, წარმოადგენს წყლის ორიგინალური ფენობრივი ხასიათი. 175-200 მ სისქის მქონე ზედაპირული ფენა სიმკვრივით გამოირჩევა (მსუბუქია) მის ქვეშ მდებარე წყლის მასისაგან. ეს განსხვავება იმდენად მკვეთრია, რომ წყლის აღრევა ფენებს შორის თითქმის არ წარმოებს. ამის გამო ღრმა წყალში დაგროვილია H2S გრანდიოზული რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში საერთოდ არ არსებობს საშიში იქთიოფაუნა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზღვის სანაპირო ზონა დაახლოებით 17 კმ სიგრძის და საშუალოდ 0,1-0,3 კმ სიგანის სუსტად შეზნექილი რკალის სახით არის გაჭიმული მდ. ნატანების შესართავიდან მდ. ჩაქვისთავის შესართავამდე. გავრცელების დიდ ნაწილზე სანაპირო ზონა წარმოდგენილია სხვადასხვა სიგანის ქვიშა-კენჭოვანი პლაჟებით და ძველი ნაპირგასწვრივი ქვიშა-კენჭოვანი ზვინულების ზოლით. ეს უკანასკნელი თანამედროვე და ძველი ზვინულებისაგან შედგება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთის მნიშვნელოვან გეომორფოლოგიურ ელემენტს წარმოადგენს. მხოლოდ ალაგ-ალაგ, ლოკალური უბნების სახით გვხვდება კლდოვანი ვერტიკალური ფლატეებით წარმოდგენილი ნაპირები, რომელთა გასწვრივაც პლაჟები არ არის განვითარებული. ასეთი უბნებია: ციხისძირის კონცხის და მწვანე კონცხის მიდამოებში არსებული სანაპირო უბნები.

ნაპირგასწვრივი ზვინულების ზოლი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზღვის ზვირთცემის მოქმედებით არის შექმნილი, სწორედ ამ სამუშაოზე იხარჯება ზღვის ზვირთცემის ენერგია და აქედან გამომდინარე, სანაპირო ზვინულების ზოლი წარმოადგენს ბუნებრივ ჯებირს, რომელიც სანაპირო ხმელეთს იცავს ზღვის ტალღების ზემოქმედებისაგან.

ძველი და თანამედროვე ნაპირგასწვრივი ზვინულების ზოლი კარგად არის გამოსახული ზღვისპირა რელიეფში ქობულეთის ვაკის სანაპირო ზონაში -ციხისძირის კონცხიდან მდ. ნატანების შესართავამდე. ზვინულების ზოლის სიგანე სანაპიროს აღნიშნულ მონაკვეთზე საშუალოდ 150-250 მ-ს, ხოლო შეფარდებითი სიმაღლე საშუალოდ 3-6 მ-ს საზღვრებში ცვალებადობს. ზვინულების ზოლის ზღვისპირა კალთა დამრეცია და შეუმჩნევლად გადადის პლაჟის ზედაპირში (ამ უკანასკნელის სიგანე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანაპირო ზონაში საშუალოდ 30-70 მ საზღვრებში ცვალებადობს). ნაპირგასწვრივი ზვინულების თხემი ზოგადად ბრტყელი ზედაპირით ხასიათდება, რომლის სიგანეც 20-40 მ საზღვრებში მერყეობს. ზვინულების ზოლის აღმოსავლეთი (ხმელეთისაკენ მიმართული კალთა) როგორც წესი ციცაბოდ ეშვება მიმდებარე ზღვისპირა ვაკის ზედაპირისაკენ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტისანაპიროს ზოგიერთ მონაკვეთზე სანაპირო ზვინულების ზოლი რელიეფში საკმაოდ მკვეთრად გამოხატული ორი პარალელური ნაპირგასწვრივი ზვინულით არის წარმოდგენილი. ამ ზვინულებს შორის აღინიშნება 1-2 მ სიღრმის გასწვრივი ჩადაბლება. განსაკუთრებით კარგად ორი ნაპირგასწვრივი ზვინულისაგან შედგენილი სანაპირო ზონის სახმელეთო ნაწილი კარგად არის წარმოდგენილი ქ. ქობულეთის  სანაპიროს გასწვრივ, რომლის ზედაპირიც მთლიანად საკურორტო ზონა _ „ფიჭვნარს” უკავია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანაპირო ზონის ზოგიერთ უბანზე (მაგ: ქობულეთის სანაპირო) ნაპირგასწვრივი ზვინულების ზოლის ზედაპირი ხელოვნური ტყით არის დაფარული.

ნაპირგასწვრივი ზვინულების ზოლის ბუნებრივი მორფოლოგიური იერი სხვადასხვა ხარისხით არის დეგრადირებული ადამიანის სამეურნეო მოქმედების შედეგად. ახლო წარსულში, სანაპირო ზვინულების ზოლის ზედაპირზე მოქმედებდა ინერტული მასალის მომპოვებელი კარიერები. აღნიშნულის შედეგად წარსულში ნაპირგასწვრივი ზვინულების ერთიანი ზოლის ნაცვლად მათი ცალკეული ფრაგმენტებია შემორჩენილი. კარიერების მოქმედების ადგილზე კი საკმაოდ მოზრდილი ჩადაბლებებია დარჩენილი, რომლებიც გაბმული წვიმების დროს წყლით ივსება (მაგ: ქ. ქობულეთის სანაპირო ჩრდილო უბანი).

შავი ზღვის აკვატორიის ძირითადად დამაბინძურებელ წყაროებს, რომლებიც უმთავრესად მდინარეთა ჩამონადენით, ატმოსფერულ ნალექებით და ქარით არის გამოწვეული, წარმოადგენენ სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ობიექტები. ამ ანთროპოგენური წარმონაქმნებიდან  უმთავრესი დამაბინძურებლები არიან: ფოსფატური და ნიტრატული სასუქები, ჰერბიციდები, შხამქიმიკატები, მძიმე და ტოქსიკური მეტალები, ნავთობპროდუქტები, ორგანული და არაორგანული კომპლექსური ნაერთები, ფეკალური წყლები, ფენოლები და სხვა.

სამართლებრივი სტატუსის თვალსაზრისით, შავი ზღვის ტერიტორიული წყლები და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები მიეკუთვნება სახელმწიფო მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტებს.

1-3.4.4 წყალსარგებლობა

ქობულეთის  მუნიციპალიტეტში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რესურსი უხვია. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტი  მდიდარია მდინარეებითა და წყაროებით. მუნიციპალიტეტში მიწისქვეშა მტკნარი წყლების გამოყენების ძირითადი წყაროებია  კინტრიშისა და კინტრიშის წყალშუეთში არსებული სათავე ნაგებობები. არსებული ფილტრატებით მიღებული ბუნებრივ რესურს იყენებს ქალაქი ქობულეთი და მთლიანად მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სასმელი წყლის სახით.საუკეთესო თვისებებისა და ხარისხის წყალი მიიღება ჰორიზონტალური გალერეის საშუალებითა და ჭაბურღილებით, საერთო ხარჯით 500ლ/წმ - ანუ 43.200მ3/დღ.ღ. გარდა ამისა, მიწისქვეშა მტკნარი წყლების გამოყენების წყაროებია მუნიციპალიტეტში დღევანდელი მდგომარეობით მოქმედი 20 ჩასასობ-მილიანი ჭაბურღილი, რომლიდანაც ამოღებული წყალი ძირითადად გამოიყენება საწარმოო დანიშნულებით.

პირველი ცენტრალიზებული წყალსადენის მშენებლობა დაწყებულია 1956 წ. სადრენაჟო წყალმიმღების მოწყობით, ხარჯით 80ლ/წმ. შემდგომში სადრენაჟო სისტემებისა და შახტური ჭების დამატებით გაიზარდა 250 ლ/წმ.-დე. წყალი სატუმბო სადგურის მეშვეობით მიეწოდებოდა ორ, 2ვ=1500მ3 მოცულობის რეზერვუარებში, იქიდან კი მოსახლეობას გამანაწილებელი ქსელის საშუალებით. ხარჯის გაზრდის მიზნით, 1978 წ. მდინარეების კინკიშისა და კინტრიშის სანაპიროებზე მოეწყო 12 ჭაბურღილი, თითოეული 25ლ/წმ წარმადობით, რის შედეგადაც საერთო წარმადობამ მიაღწია 500ლ/წმ.  გრუნტის წყლების გარდა, ჭაბურღილები შეიწოვს მდინარის წყალსაც.

აღსანიშნავია ქობულეთის წყალსადენის დღევანდელი უსისტემო მუშაობა: წყალი, სათავე ნაგებობების შემკრები ჭიდან, სატუმბო სადგურის მეშევეობით, პირდაპირ მიეწოდება მომხმარებელს, რის გამოც არის ელექტროენერგიის დიდი ხარჯი. ტუმბოების ხშირი გამორთვის გამო, მოსახლეობა განიცდის სასმელი წყლის დეფიციტს. საჭიროა მოეწყოს სამარაგო რეზერვუარების სისტემა. არსებული 2ვ =1500 მ3 რეზერვუარები დანგრეულია და აღარ ფუნქციონირებს, ხოლო მშენებარე 2ვ = 10.000 მ3 მოცულობის რეზერვუარების მშენებლობა არ არის დასრულებული. ერთ-ერთი 10.000 მ3 რეზერუარის მშენებლობის აღდგენა-დასრულების სამუშაოებისათვის საჭიროა სათანადო შემოწმება-შესწავლა.

ქ. ქობულეთის წყალმომარაგების გაუმჯობესება რეაბილიტაცია გულისხმობს მოძველებული, ექსპლუატაციაში მყოფი ამორტიზებული და ვადაგასული სისტემის მთლიანი გამოცვლას. გასათვალისწინებელია გრუნტის წყლების მაღალი დონე, დაჭაობებულ მონაკვეთებში გამავალი სხვადასხვა მასალის მილდენების (ფოლადი, თუჯი, ასბესტოცემენტი) შეცვლა თანამედროვე წყალსადენის პლასტმასის მილებით, რითაც აღმოიფხვრება ჟონვები და წყლის კარგვები.

ზედაპირული წყლების შეფასებული რესურსია 3 249 200 მ3/წლ. ადმინისტრაციულ ერთეულში ჰიდრო-მეტეოროლოგიური სადგური არ არსებობს, შესაბამისად არ ხდება ზედაპირული წყლების მონიტორინგი.  სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილი აქვს ზედაპირული წყლების დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ამასთან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომელთა ფართობი შეადგენს 1 970ჰა-ს. უკანასკნელ წლებში, ინდუსტრიული განვითარებისთვის დააშრეს ჭარბტენიანი ტერიტორიები (სანაპირო ზონაში), რამაც მიწისქვეშა წყლების დაბინძურება გამოიწვია. მუნიციპალიტეტში ზედაპირული წყლები ძირითადად ირიგაციისთვის გამოიყენება, ხოლო მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის მიწისქვეშა წყლებსაც იყენებენ. საზოგადოებრივი წყალმომარაგებისთვის წყალმოხმარება შეადგენს 5121000მ3/წელი. ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა დასახლებას ცენტრალიზებული წყალმომარაგება არ აქვს. წყლის მრიცხველები მუნიციპალიტეტის დიდ დასახლებებში დადგმულია, ამ დასახლებებს საკანალიზაციო კოლექტორები აქვს.

მიწისქვეშა წყლების მონიტორინგს ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ს/მ ლაბორატორია. ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების მართვაზე პასუხისმგებელია ააიპ „ქობულეთის წყალკანალი“.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყლის უხვი რესურსია; მუნიციპალიტეტში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები ძირითადად გამოიყენება მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის და ირიგაციისათვის. საზოგადოებრივი წყალმომარაგებისთვის წყალმოხმარება, როგორც უკვე ავღნიშნეთ, შეადგენს 5121 000მ3/წელი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომელთა ფართობი შეადგენს 1 970ჰა-ს. უკანასკნელ წლებში ინდუსტრიული განვითარებისთვის დააშრეს ჭარბტენიანი ტერიტორიების ნაწილი, რამაც მიწისქვეშა წყლების დაბინძურება გამოიწვია.

1-3.5 ნიადაგები

ქობულეთის მუნიციპალიტეტირეგიონის მთისწინეთის ზოლი იმ ზონას მიეკუთვნება, სადაც ყველაზე მეტად იჩენს თავს დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის ნიადაგების თავისებურება. ეს გამოწვეულია იმ ინტენსიური ქიმიური გამოფიტვით, რომელსაც აქ ქანები განიცდის ტენიანი და თბილი ჰავის ზეგავლენით. შედეგად ამ ზონაში წარმოდგენილია ამონთხეული ქანების და ძველი ტბა-მდინარეული ნაფენის დიდი სიღრმის, ფხვიერი, მოწითალო ან ნარინჯისფერი წითელმიწიანი გამოფიტვის ქერქი, რომელიც ამ რეგიონში უმეტესად გავრცელებული წითელმიწა ნიადაგების საფუძველს წარმოადგენს.

დამრეც ფერდობებზე და გორაკების ფართო თხემზე დიდი ადგილი უკავია გაეწრებულ წითელმიწებს, რომლებიც ეწერი ნიადაგებისკენ გარდამავალი ნიშნებით ხასიათდება. გაეწრებული წითელმიწების ყველაზე მეტი ფართობი გვხვდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში (ოჩხამური). დაბლობ ზონაში გაეწრებულ წითელმიწებს ეწერი ნიადაგები ცვლის.

ციცაბო ფერდობებზე და გორაკის ვიწრო თხემზე, სადაც ეროზიული პროცესები მაღალ ხარისხს აღწევს, დიდი გავრცელება აქვს სუსტად განვითარებულ და მცირე სისქის, ზოგან ძლიერ ჩამორეცხილ წითელმიწა ტიპის ნიადაგებს. ასეთი ნიადაგები გავრცელებულია სუბტროპიკული ზონის საზღვარზე – მთა-ტყის ზონისკენ გარდამავალ ზოლში. ამ ზონაში წითელმიწა ნიადაგებს ცვლის ტყის ყომრალი ნიადაგები, რომელთაც მთა-ტყის ზონაში გაბატონებული გავრცელება აქვს.

სამხრეთ მთიანეთის დასავლეთ ნაწილის მთა ტყის ზონაში, კერძოდ, მის ქვედა სარტყელში წარმოდგენილი ტყის ყომრალი ნიადაგები განსხვავდება განვითარების ხარისხის, სისქის მექანიკური შედგენილობის და ხირხატიანობის მიხედვით; უმეტესად გავრცელებულია საშუალო სისქის ხირხატიანი ნიადაგები. ციცაბო ფერდობებზე საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ტყის ყომრალი ნიადაგების სუსტად განვითარებულ და მცირე სისქის, ზოგან კი ძლიერ ჩამორეცხილ სახესვაობებს. ამ სახის ნიადაგები მეტადაა გავრცელებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის მდინარეთა ხეობების ციცაბო ფერდობებზე, მთისწინეთისკენ გარდამავალ ზოლში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მთა-ტყის ზონის დიდ ნაწილში, კერძოდ, მის ზედა სარტყელში წიწვიან და ნაწილობრივ, წიფლნარ ტყეებში, წარმოდგენილია აგრეთვე ღია ფერის და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები დანალექი ქანების გამოფიტვის პროდუქტებზე. ზონალურად ეს ნიადაგები უფო მეტად 1000-1200 მ-ის ზევით გვხვდება.

მდინარეთა ხეობებში ვიწრო ზოლების სახით განლაგებულია ალუვიური ნიადაგები. მათ შედარებით დიდი ზოლი უკავია დიდი მდინარეების ხეობებში.

შავი ზღვის სანაპირო ვაკე-დაბლობებზე უმთავრესად ჭაობიანი და ალუვიური ნიადაგებია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა ვაკე-დაბლობებზე უმთავრესად ჭარბობს ჭაობიანი, ჰიდრომორფული და ალუვიური წარმოშობის ნიადაგები. ქალაქის აღმოსავლეთით, სახელმწიფო ნაკრძალისა და აღკვეთილის ტერიტორიებზე ძირითადად წარმოდგენილია ჭაობის ტორფიანი და ლამიან-ჭაობური ნიადაგები. ზღვისპირა ქვიშიან-კენჭოვანი ზვინულების ზოლში, ზედაპირული წყლების უკეთესი დრენაჟის პირობებში მიმდინარეობს ალუვიურ-ქვიშიანი, თიხიან-ქვიშიანი და ნაწილობრივ მდელოს გაეწერებული კორდიანი ნიადაგების განვითარების პროცესი.

ქ. ქობულეთის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ჭარბობს წითელმიწა ნიადაგები.

ნიადაგების დამლაშებისა და ქარისმიერი ეროზიის თვალსაზრისით მდგომარეობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში კეთილსაიმედოა, ამასთან, წყლისმიერი ეროზიით დაზიანებული და ამგვარი ეროზიისაკენ მიდრეკილი ნიადაგების რაოდენობით აჭარა ერთ-ერთი საგანგაშო რეგიონია საქართველოში.

1-3.6 მიწის რესურსები, მიწის ფონდის სტრუქტურა (ბალანსი)

XIX საუკუნეში, რუსული ხელისუფლების შემოსვლამდე (1878 წ.), აჭარაში მოქმედებდა ოსმალური და ჩვეულებითი სამართლის ერთგვარი ნაზავი. მიწასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერობები ცალსახად იყო განსაზღვრული. დ. ბაქრაძე აღნიშნავს: `აქ აკრძალულია კრედიტორებისგან მოვალის მიწის გაყიდვა: ჩვეულებრივ, იყიდება მოძრავი ქონება და სახლიც კი, ან მოვალე ვალდებულია შრომით აანაზღაუროს ვალი. აქ არ არის აკრძალული საგვარეულო უძრავი ქონების გასხვისება პირდაპირ მემკვიდრეთა გვერდის ავლით. საერთო საკუთრების წილის გაყიდვისას მოზიარეს უნდა ჰქონდეს თანამფლობელთა თანხმობა, თუ არა გაყიდვა ბათილია. აქ მოქმედებს ათი წლის ხანდაზმულობა~.

რუსეთის იმპერიის პერიოდშიც, მიწათსარგებლობა აჭარაში გარკვეული თავისებურებებით ხასიათდებოდა, რაც რადიკალურად შეიცვალა გასაბჭოების შემდეგ - მიწა `საერთო-სახალხო საკუთრებად~ გამოცხადდა, თუმცა საკოლმეურნეო მიწას განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩატარდა მიწის რადიკალური რეფორმა - უწინარესად, მისი პრივატიზების მიმართულებით. წარმატებულმა რეფორმამ ძირფესვიანად შეცვალა მიწის საკუთრების ფორმები და გამოყენების ხასიათი.

ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტი მიწის გამოყენების დაბალი მაჩვენებელით ხასიათდება, რომლის მიზეზიც  უწინარესად მუნიციპალიტეტის რელიეფი და მასში არსებული დაცული ტერიტორიებია. რელიეფის ძირითადი ნაწილი შეადგენს დაჭაობებულ ტერიტორიებს, ციცაბო მთებსა და ფერდობებს. დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 30252 ჰექტარს ანუ მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 42%–ს. ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიების ფართობი შეადგენს 1 970ჰა-ს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტყეს 23 791 ჰა უკავია, რაც მისი მთლიანი ტერიტორიის 33%-ია. ტყის კატეგორიების მიხედვით ტყეკაფი მოიცავს 9000ჰა-ს, სუბ-ალპური ტყეები 9 239 ჰა-ს. სატყეო მიწები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ შედის.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახნავ-სათესის ტერიტორია შეადგენს 1 132 ჰა-ს, ხეხილის ბაღები - 2 724 ჰა-ს, ხოლო სათიბ-საძოვარი შეადგენს 688 ჰა-ს. უკანასკნელ წლებში ადგილი ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობის შემცირებას, კერძოდ, სახნავ-სათესი ფართობი შემცირდა 420ჰა-ით. ამასთან, დაჭაობების გამო ადგილი ჰქონდა სახნავი მიწების დეგრადაციასაც, მოსახლეობის მიგრაციის გამო დაუმუშავებელი დარჩა სახნავი მიწების დაახლოებით 15 ჰა.

2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო და საცხოვრებელი დანიშნულებით გამოიყენებოდა 21 170 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რაც შეადგენს მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 29,4%–ს, რაც მიწის გამოყენების  ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

1-3.7 მელიორაცია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტი მომსახურებას უწევს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დამშრობ სისტემებს. ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში კლიმატური ნიადაგის პირობები სხვადასხვაა. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ნათესებზე მოქმედებს გვალვები, ხოლო დაბლობ მუნიციპალიტეტებში მოსული ჭარბი ნალექები ქმნიან ზედმეტ ტენიანობას. აქედან გამომდინარე, დეპარტამენტს მუშაობა უწევს ორი მიმართულებით, ერთის მხრივ, გვალვიანი მიწების მორწყვისა და მეორეს მხრივ ჭარბტენიანი მიწების დაშრობის მიმართულებით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორწყვის წყაროებად ძირითადად გამოყენებულია მდ. ჩოლოქისა და კინტრიშის შენაერთი მდინარეების, ღელეებისა და ჩამომდინარე რეგულირებით მიღებული წყლები, წყალმიმღები სათავე ნაგებობები ძირითადად არასაინჟინრო პრიმიტიული ნაგებობებია. სათავე ნაგებობები გაკეთებულია ქვაყრილებით, რომელიც წყალდიდობის პერიოდში ზიანდება და რწყვის სეზონის მიმდინარეობის დროს საჭირო  ხდება სათავე ნაგებობების რიგ შემთხვევებში რამდენიმეჯერ აღდგენა. სარწყავი ფართობები ძირითადად განლაგებულია მაღალმთიან რაიონებში, სადაც მორწყვა მიმდინარეობს მიშვებითი მეთოდით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სულ 12 დამშრობი ქსელი და არხი ფუნქციონირებს, არხების საერთო სიგრძე შეადგენს 67,23 კმ–ს, ხოლო მასზე ჩამოკიდებული ფართობი 2027,6 ჰა–ს. ქობულეთის დამშრობი არხების შიდა ქსელის საერთო სიგრძე 16,2 კმ, ჩამოკიდებული ფართობი 94,6 ჰა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დამშრობი ქსელებისა და არხების შესახებ, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის დამშრობი არხების შიდა ქსელების შესახებ ინფორმაცია დანართებში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სამელიორაციო სისტემების საერთო სიგრძე შეადგეს 380 385 გ/მ, ხოლო მომსახურების ფართობი 787,11ჰა.

არხების სიგრძის 85 % (325 130 კმ) არის მუშა მდგომარეობაში, ხოლო 15 % (55 255 კმ) არ მუშაობს. არხებით მომსახურე ფართობის 94 % (743,71 ჰა) ემსახურება მუშა არხები, ხოლო 6 % (43,4 ჰა) არამუშა არხები. ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწების დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის ფარგლებში, 2500 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მოხდება ჭარბი წყლების მოცილება. პროექტით დაგეგმილია 3 სატუმბი სადგურის აშენება, რომლის საშუალებითაც ჭარბი წყლები ინტენსიურად გაიყვანება ფართობებიდან და მილსადენის საშუალებით ჩაედინება ზღვაში. ასევე, ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი და მოსახლეობა დატბორვისგან იქნება დაცული; არსებული ნაკრძალი დაცული იქნება დამბებით, რომლებიც დაიცავენ მას ზედაპირული წყლებისგან; დარეგულირდება მდ. ტოგონის და მდ. ოჩხამურის ნაპირები შესაბამისად, მიმდებარე სოფლები დატბორვისგან იქნება დაცული.

აჭარის ა.რ.საავტომობილო გზების და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის  ბალანსზე ირიცხება 2 საირიგაციო და 1 დამშრობი სატუმბო.

1-3.8 სასარგებლო წიაღისეული

1878 წელს, როდესაც რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, ბერლინის ტრაქტატის გადაწყვეტილებით, ყოფილი ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი, აჭარის ჩათვლით, რუსეთის იმპერიას მიეკუთვნა, იწყება მისი რესურსების სამეურნეო პოტენციალის შესწავლა.

სადღეისოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაზვერილია როგორც მადნეული, ისე არამადნეული წიაღისეული. რკინის მადნის გარკვეული მარაგი მაგნეტიტური ქვიშაქვების სახით არის ქობულეთი-ჩოლოქის ზღვის სანაპირო ზონაში. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხალა, ჩაისუბანი, ჩაქვისთავში) გვხდება ოქროს გამადნების კვარც-ძარღვული მცირე სულფიდური ტიპის ხალასთავის ოქრო და ჩაქვისთავის ოქრო;

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცნობილია სხვადასხვა სახის სამშენებლო–საყალიბე (ცეცხლგამძლე) თიხების რამდენიმე საბადო.

ქობულეთის ამ პროცესებისგან ვითარებაში დიდ როლს თამაშობს ასევე რელიეფის მორფოლოგია. გრავიტაციული პროცესები (ჩამოქცევა, მეწყერი, ჩამოშლა) უმეტესად ვითარდება ციცაბო რელიეფის პირობებში, რომლის დახრის კუთხე 250-საღემატება. ფერდობების მდგრადობისა და მეწყრული პროცესებისგან ვითარების უმთავრესი კრიტერიუმი აღმოჩნდა ფერდობების ამგები ქანების გაწყლიანება ჭარბი ატმოსფერული ნალექებით. ქანების გაწყლიანება მოხდა როგორც ზედაპირული წყლებით, ასევე გრუნტის წყლებით, რომელთა დონეები მნიშვნელოვნად შეივსო ჩანაჟონი წყლებით. ფერდობების ამგები ქანების გაწყლიანება-გადამძიმებამ გამოიწვია ისედაც სუსტი სტატისტიკური წონასწორობის დარღვევა და გრავიტაციული პროცესების განვითარება.

ცხრილი1-3  ქობულეთის მუნიციპალიტეტის არსებული საბადოები და მათი მარაგები

|№ |საბადოს დასახელება |მარაგები |შენიშვნები |

| | |(მლნ. მ3) | |

| |

|1 |დაგვის მიკრო ტუფობრექჩიების საბადო |1,14 |საბადოს ტერიტორია დასახლებულია |

|2 |ქობულეთის რაიონის კერამზიტული, სააგურე და ცეცხლგამძლე თიხის | |მარაგები დღეისათვი სჩამოწერილია და ძიებიდან |

| |საბადოები | |35 წლიანი ვადის გასვლის გამო |

| |ა) ოჩხამურის კერამზიტული თიხების საბადო |2,02 |ნედლეული ვარგისია კერამზიტული ხრეშის |

| | | |წარმოებისათვის |

| |ბ) ცეცხლაურის ცეცხლგამძლე თიხის საბადო |1,8 |საბადოს მარაგები ჩამოწერილია |

| |გ) ჯიხანჯურის სააგურე-საკრამიტე თიხის საბადო |1,03 |საბადო არ მუშავდება. მარაგები ჩამოწერილია |

|3 |ხალისთავის გაბრო-დიორიტის საბადო |1,8 | |

|4 |ხალისთავის ოქროს გამოვლინება | |შესასწავლია |

|5 |ჩაქვისთავის ოქროს გამოვლინება | |შესასწავლია |

|6 |კინკიშის ანდეზიტი, ბაზალტის საბადო |8765,0 | |

აღსანიშნავია, რომ დაზიანებული ფართობების უმეტესობა გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად, რაც დიდ ზეგავლენას ახდენს მეწყრული პროცესების აქტივიზაციაზე. მდინარეების ადიდება ხეობებში იწვევს გვერდითი ეროზიის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეროზიასა და დატბორვას.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიების უსისტემო ათვისებამ გამოიწვია მრავალსპექტრიანი ბუნებრივი ლანდშაფტის ძლიერი ანთროპოგენიაზაცია, ხოლო გეოლოგიურ გარემოში დაიწყო შეუქცევადი რღვევა, ცვლილებები და სტიქიური პროცესების დიდი სიძლიერით წარმოქმნა-აქტივიზაცია, რის გამოც აჭარა საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების ხშირი განმეორებადობის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მოექცა. აქ ტექნოგენური წნეხის კოეფიციენტი 0,7-0,9-მდე ავიდა, ხოლო მოსახლეობის 70% გეოეკოლოგიური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

ხშირ შემთხვევაში აჭარაში შეუძლებელი ხდება გამიჯვნა და დადგენა იმისა, თუ რომელი პროცესია წარმოქმნილი ბუნებრივი ფაქტორებით და რომელი - ანთროპოგენური ზემოქმედებით. ამ გარემოებას კიდევ უფრო ართულებს ის სიტუაცია, რომ უმეტეს წილად ერთობლივი, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების წარმოქმნის მექანიზმი და ინტენსივობა გადაჯაჭვულია ერთმანეთზე და ურთიერთს განაპირობებენ. 80%-ზე მეტ შემთხვევაში ღვარცოფების ტრანსფორმაცია დაკავშირებულია მათ კერებში მეწყერული პროცესების გააქტიურებასთან. (იხ. ცხრილი 1-4)

ცხრილი1-4. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიურ-გეოლოგიური პროცესების განვითარების ზონები და რისკფაქტორიანი უბნები

|სოფელი |გეოლოგიური პროცესი |საშიშროების |ობიექტები, რომლებიც |საინჟინრო-გეოლოგიური თვისებები |

| | |ხარისხი |შესაძლებელია მოექცნენ საშიშ | |

| | | |ზონაში | |

|ხალა |მეწყერი, ეროზიული |მაღალი |საცხოვრებელი სახლები, |იმეწყრება ტუფობრექჩიები, ლატერიტიზირებული |

| |მოვლენები | |საკარმიდამო |თიხა-თიხნარები, რასაც ხელს უწყობს ჭარბი |

| | | |ნაკვეთები და ქობულეთი-ბათუმის|ატმოსფერული ნალექების მოსვლა |

| | | |გვირაბის მიმდებარე | |

| | | |ტერიტორიაზე საავტომობილო გზა | |

|ჩაისუბანი | | | | |

|სახალვაშო | | | | |

|ხუცუბანი |მეწყერი, გვერდითი |მაღალი |საცხოვრებელი სახლები და |რთული გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური |

| |ეროზია | |საკარმიდამო ნაკვეთები |და ჰიდროგეოლოგიური პირობები, ქანების დაბალი |

| | | | |ფიზიკურ-მექანიკური მაჩვენებლები, იმეწყრება |

| | | | |ლატერიტიზირებული თიხა |

|სოფელი ქობულეთი |მეწყერი, ფართობული |მაღალი |საცხოვრებელი სახლები და |ქანების დაბალი ფიზიკურ-მექანიკური |

| |ეროზია | |საკარმიდამო ნაკვეთები |მაჩვენებლები, იმეწყრება ლატერიტიზირებული თიხა|

|კვირიკე |მეწყერი |საშუალო |საცხოვრებელი სახლები, |რთული გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური და |

| | | |სასოფლო-სამეურნეო სავარგულები|ჰიდროგეოლოგიური პირობები, ქანების დაბალი |

| | | |და შიდასაუბნო გზები |ფიზიკურ-მექანიკური მაჩვენებლები, იმეწყრება |

| | | | |ლატერიტიზირებული თიხა |

|აჭყვისთავი |მეწყერი |საშუალო |საცხოვრებელი სახლები და |რთული გეომორფოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური |

| | | |საკარმიდამო ნაკვეთები |პირობები განაპირობებს მეწყრული პროცესების |

| | | | |გააქტიურებას |

|საჩინო |მეწყერი |საშუალო |საცხოვრებელი სახლები და |რთული გეომორფოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური |

| | | |საკარმიდამო ნაკვეთები |პირობები განაპირობებს მეწყრული პროცესების |

| | | | |გააქტიურებას |

|ჩაქვის ციტრუსების |მეწყერი |მაღალი |საცხოვრებელი სახლები, გზები, |ქანების დაბალი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები |

|მეურნეობა | | |საკარმიდამო ნაკვეთები, |ხელს უწყობს მეწყრული პროცესების განვითარებას |

| | | |მდინარეთა ნაპირების გარეცხვა | |

|ზედა აჭყვა |მეწყერი |მაღალი |საცხოვრებელი სახლები და |ფერდობი იმყოფება მაღალი რისკის ზონაში, |

| | | |საკარმიდამო ნაკვეთები |იმეწყრება შუა ეოცენის ვულკანოგენები, |

| | | | |გადაფარული მძლავრიალუვიურ-დელუვიური საფარით |

|ქვედა აჭყვა |მეწყერი |მაღალი |საცხოვრებელი სახლები და |იმეწყრება ტუფობრექჩიების გადამფარავი |

| | | |საკარმიდამო ნაკვეთები |ლატერიტიზირებული გრუნტი |

1-3.10 შავი ზღვის  სანაპიროს მორფოდინამიკა და ნაპირდაცვითი პრობლემატიკა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთში ანთროპოგენურმა ზემოქმედებამ და ფართო მაშტაბიანმა ტექნოგენურმა დატვირთვამ უარყოფითი გავლენა იქონია ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე მორფოდინამიკურ პროცესებზე, რომელიც ნაპირების წარეცხვაში და მასზე აშენებული ობიექტების ნგრევაში გამოიხატა. ტექნოგენური და ანთროპოგენური დატვირტვა ყველაზე მეტად შეეხო ზღვის სანაპირო ზონის ყველაზე აქტიურ ზოლს _ პლაჟს. პლაჟი ბუნებრივი ნაპირდამცავი მექანიზმია, რომელიც იცავს სანაპიროზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს ნგრევისა და წარეცხვისაგან.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ზღვის სანაპირო ზონა მორფოლოგიურად (რელიეფის გეოლოგიური აგებულებისა და ფორმის მიხედვით) ორგვარია. გამოყოფენ შემდეგ ლითოდინამიკურ მონაკვეთებს:

1) ბარცხანის შესართავი - ციხისძირის კონცხი;

2) ციხისძირის კონცხი - ნატანების შესართავი.

მონაკვეთი ბათუმის კონცხიდან – ციხისძირის კონცხამდე წარმოადგენს კახაბრის ვაკის გაგრძელებას. აღნიშნული უბანი ხასიათდება მოკლე პლაჟებით და თავთხელი წყალქვეშა ფერდობით, რომელიც მოქცეულია ბათუმის კონცხსა და მდინარე ყოროლისწყალს შორის. აქვე შესართავის მახლობლად გვაქვს ეროზიული მოწმე პატარა ბორცვის სახით, რომელიც „თამარის ბორცვის“ სახელწოდებითაა ცნობილი. მახინჯაურის კონცხის ჩრდილოეთით ნაპირი გაცილებით მაღალია, აქ სანაპირო ზონა წარმოდგენილი არის კონცხებს შორის მოქცეული პლაჟებით (მახინჯაური და ჩაქვი) და კლდოვანი კონცხების გამოვლინებით (მწვანე კონცხი და ციხისძირი). ამ მონაკვეთში შელფური ნაწილი 100 მ სიღრმით შემოიფარგლება, რომლის სიგანე ნაპირიდან 2,5 – 3,0 კმ-ია. მწვანე კონცხისა და ციხისძირის კლდოვანი ფერდობების შემადგენლობა და აგებულება ერთნაირია, გენეზისით ეოცენური ვულკანური ფენებისაგან შედგება. ეს მონაკვეთიც განიცდის აღზევებას საშუალოდ 2 მმ-ით წელიწადში.

მეორე მონაკვეთი ციხისძირიდან – ნატანების შესართავამდე წარმოადგენს კოლხეთის დაბლობის უკიდურესი სამხრეთ პერიფერიულ ზონას, რომელსაც ქობულეთის დაბლობსაც უწოდებენ. მეოთხეული ზღვიური ნალექები წარმოდგენილი არის რიყნარი მასალისაგან, რომელიც გენეზისის მიხედვით ჭოროხისეულია და ზემოდან დაფარულია ხვინჭა ქვიშოვანი ნატანით.

ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში გამოიყოფა შემდეგი ძირითადი მორფოლოგიური ელემენტები: ქობულეთის ჭაობი, ძველი სანაპირო ზვინული, თანამედროვე სანაპირო ზონა და შელფური ნაწილი. წყალქვეშა ფერდი წარმოდგენილია საკმაოდ დიდი დეპრესიით, რომელიც იწყება მდინარე კინტრიშის შესართავიდან და ვრცელდება ფიჭვნარამდე, მას ქობულეთის წყალქვეშა კანიონს უწოდებენ. ქობულეთის ჩრდილო ნაწილში მდინარე ნატანების შესართავამდე პლაჟების შემადგენლობაში შეიმჩნევა მაგნეტიტით მდიდარი ქვიშები, რომლებიც მდინარე სუფსისა და მდინარე ნატანების კვების შედეგია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ნაპირებისათვის ნაპირშემქნელი მასალის ძირითად წყაროს წარმოადგენს დიდი მდინარეების მყარი ნატანი, რომელიც ტერიგენული ხასიათისაა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანაპიროზე, რომელიც გადაჭიმულია 22 კმ-ზე ჩაედინება დიდი და პატარა მდინარეები, რომელთა ჩამონატანის შედეგად ფორმირებულია თანამედროვე სანაპირო ზონა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანაპირო მდინარეები ჰიდროლოგიური რეჟიმის მიხედვით იყოფა 2 დიდ ჯგუფად:

1) საშუალო მდინარეები -  ჩაქვისწყალი და კინტრიში;

2) პატარა მდინარეები  - ჩოლოქი, ოჩხამური, დეხვა, აჭყვა და სხვა.

ქობულეთში ძირითდად ნაპირმაფორმირებელია საშუალო მდინარეები.

ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე მორფოდინამიკური პროცესებისას მთავარ მოქმედ ძალას წარმოადგენს ტალღური რეჟიმი. ღელვის სიძლიერე და სანაპირო ზონაში მოქმედი ტალღების პარამეტრები დამოკიდებულია ქარულ რეჟიმზე, სანაპიროს ექსპოზიციაზე და წყალქვეშა ფერდის დახრილობაზე.

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმული ღელვები ძირითადად განპირობებულია დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ციკლონების ზემოქმედებით, რომლებიც ცნობილია ატლანტიკური და ხმელთაშუა ზღვის ციკლონის სახელწოდებით. ბათუმის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მიერ ტალღებზე მრავალწლიური რეჟიმული დაკვირვებების მონაცემებმა გვიჩვენეს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანაპიროზე ძირითადათ გაბატონებულია დასავლეთის ღელვები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანაპიროსათვის შტორმული სეზონი ძირითადად ზამთარშია, როდესაც ტალღის სიმაღლე 2 მ-ზე მეტია და შეადგენს 30%, ხოლო ზაფხულისათვის მსგავსი ღელვები 5%-ია, ზამთრის შტორმების დროს ზოგჯერ ტალღის სიმაღლე აღწევს პიკს 6-8 მ-ს. რეგიონში გაბატონებულია დასავლეთი რუმბების შტორმები. მათ შორის დასავლეთის მიმართულების ძლიერი ღელვების განმეორებადობა შეადგენს დაახლოები 91,6%, სამხრეთ-დასავლეთის 1,2 %, ჩრდილო-დასავლეთის 7,2 %, ჩრდილოეთის რუმბების ძლიერი ღელვები არ აღინიშვნება. რაც შეეხება შტორმულ ტალღებს მათი ზემოქმედება სანაპირო ზოლზე პრაქტიკულად ხორციელდება 15-20 მ სიღრმიდან. ბოლო 10 წლის განმავლობაში შეიმჩნევა ზღვის შტორმული რეჟიმის მკვეთრი გააქტიურება.

ზღვის სანაპირო ზონის განვითარების პირობებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზღვის დონის პერმანენტური აწევა და შტორმული აქტივობა, რაც გავლენას ახდენს სანაპირო ზონის მორფოდინამიკაზე. თანამედროვე შავი ზღვის დონე ჩამოყალიბდა ბოლო 5-6 ათასი წლის წინათ, როდესაც ბოლოჯერ შეუერთდა შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვას და ყოველწლიურად მისი დონე საშუალოდ მატულობს 2-5 მმ-ით, შავი ზღვის დონე 30 სმ-ით დაბალია ბალტიის ზღვის დონეზე და ზოგიერთი წლის გადახრები +10-20 სმ-ია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტიში ბუნებითსარგებლობის პროცესში ანთროპოგენურმა ზემოქმედებამ (მდინარეების დარეგულირება დამბების მეშვეობით, სანაპირო ზონაში ნატანის ნაპირგასწვრივი ნაკადის შეჩერება დეზების მეშვეობით, პლაჟებზე და მდინარეთა შესართავებში საკარიერო უბნების გახსნა, დიდი მოცულობით ინერტული მასალის მოპოვება და სხვა) ზღვის სანაპირო ზონაში გამოიწვია ნატანის დეფიციტი და აბრაზიული პროცესების გააქტიურება შედეგად: აქტიური წარეცხვები დაიწყო ჩაქვის ცენტრალურ ნაწილში, ბობოყვათში, ქობულეთში და ფიჭვნარში.

აბრაზიული პროცესების შესაჩერებლად აუცილებელი გახდა ნაპირსამაგრი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც გამოიხატა ტექნოგენური ფორმებით. სანაპირო ზონაში წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად 50-60-იან წლებში გადაწყვიტეს სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მეშვეობით ტალღური ენერგიის შეჩერება, შესაბამისად იქმნებოდა ახალ-ახალი ჰიდროტექნიკური ნაგებობები: კედლები (ტალღამრეკლი, საფეხურებიანი, ვერტიკალური, ჩამარხული და სხვა), სხვადასხვა ზომის და ფორმის რკინა-ბეტონის მასივები, ტეტრაპოდები, რიაჟები, ხიმინჯები, დეზები, წყალქვეშა ზვირთმსხვრევები და სხვა. ჰიდროტექნიკური ნაგებობების ჩართვამ სანაპირო ზონაში აბრაზიული პროცესები დროებით შეაჩერა, მაგრამ შტორმული სერიების შემდეგ ნაგებობები ინგრეოდა და აღმოჩნდა, რომ მსგავსი ჩარევა დროებითი ღონისძიება იყო. სანაპირო ზონაში ტალღისმოქმედების შედეგად ინგრეოდა სხვადასხვა სახის ძვირადღირებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები და პლაჟის მაგივრად რჩებოდა რკინა-ბეტონის მასივების ნარჩენები. ნაპირების შენარჩუნების თვალსაზრისით იცვლებოდა ჰიდროტექნიკური ნაგებობების კონსტრუქციები, რომელმაც საბოლოოდ ზღვის სანაპირო ზონის უნიკალური რეკრეაციული ტერიტორია გარდაქმნა არამდგრად, ეკოლოგიურად დაბინძურებულ ზონად. აღნიშნული ნაგებობების მშენებლობა არ აღმოჩნდა მთავარი მექანიზმი, რომელსაც შეეძლო შეეცვალა ბუნებრივი კონსტრუქცია პლაჟისა, მაგრამ 70-იანი წლების საინჟინრო მიდგომა და გადაწყვეტა ფიგურირებდა ყველგან და მიმდინარეობდა ბრძოლა ტალღურ ენერგიასთან და არა გამომწვევ მიზეზებთან.

თუ დავახასიათებთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზღვის სანაპირო ზონაში განლაგებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, მივიღებთ კონსტრუქციული დატვირთვის საინტერესო სპექტრს, რომელსაც მხოლოდ ნეგატიური დატვირთვა გააჩნიათ.

მახინჯაური - მწვანე კონცხი მონაკვეთზე რკინიგზის მაგისტრალის და დასახლებული პუნქტების გადასარჩენად იქმნებოდა ახალ-ახალი ჰიდროტექნიკური ნაგებობები: საფეხურიან კედლებს ცვლიდა ვერტიკალური კედლები, კედლების შესანარჩუნებლად ეწყობოდა რკინა-ბეტონის მასივები, ხოლო ზოგიერთ უბნებზე წყალქვეშა ზვირთმსხვრევები. იხ. სურათი 1-1)

სურათი1-1. ტექნოგენური დატვირთვა მწვანე კონცხის მიმდებარედ

[pic]

ავარიულ სიტუაციაში აღმოჩნდა ჩაქვის ცენტრალური ნაწილიც, სადაც აღმართეს მასიური ვერტიკალური კედელი აჭყვის წყლის შესართავიდან ბუკნარამდე. კედელმა ვერ უზრუნველყო ნაპირების მდგრადობა და აბრაზიული მოქმედების შესაჩერებლად დაბზარული კედლების წინ ჩააწყვეს მძიმე წონის (100 ტ და მეტი) რკინა-ბეტონის მასივები. ვერც ამან უზრუნველყო ნაპირების დაცვა და აბრაზიული პროცესების შედეგად გაჩნდა უარყოფითი ძაბრისებური ფორმები. სურათი 1-2; სურათი 1-3; სურათი 1-4)

სურათი1-2. ტალღამრეკლი კედელი და მრავალტონიანი რკინა-ბეტონის მასივები

[pic]

სურათი1-3. ტალღამრეკლი კედელი და მრავალტონიანი რკინა-ბეტონის მასივები

[pic]

სურათი 1-4.  ტალღის მიერ კედლის უკან გამორეცხილი ძაბრისებური ფორმა (ჩაქვი)

[pic]

ჩაქვის წყლის სამხრეთით ჩაქვის ტურბაზის ტერიტორიის შესანარჩუნებლად გამოიყენეს სხვადასხვა სახის ჰიდროტექნიკური ნაგებობები: კედლები, მასივები, რიაჟები, რომლებმაც ვერ უზრუნველყო ნაპირების მდგრადობა. (იხ. სურათი 1-5)

სურათი1-5. რიაჟები ჩაქვის ტურბაზის გასწვრივ.

[pic]

გაცილებით რთული სიტუაცია შეიქმნა სამხრეთით კონცხიდან ტურბაზის ტერიტორიამდე, სადაც რკინიგზის ლიანდაგები მიუყვებოდა ზღვის კიდის ხაზს. სარკინიგზო მაგისტრალის დასაცავად შეიქმნა მთელი რიგი კომპლექსი ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა, რომელიც 1,5 კმ მონაკვეთზე იქმნებოდა. აქ გვხვდება რკინა-ბეტონის კონსტრუქციების სხვადასხვა სახეობები, მის წინ ჩაყრილი მრავალტონიანი მასივების ფორმები, ძველი კედლების ნარჩენები, ხიმინჯები და სხვა. ყოველი ძლიერი ღელვის შემდეგ ტალღის მოქმედების შედეგად აღნიშნული კონსტრუქციები გამოდიოდა მწყობრიდან და ხდებოდა ახალ-ახალი ნაგებობების შექმნა, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თანამედროვე პირობებში ეს მონაკვეთი მთლიანად დაცული არის ფლეთილი ქვების ბერმით.(იხ. სურათი 1-6)

სურათი 1-6. ფლეთილი ქვების ბერმა მწვანე კონცხის ჩრდილოეთი

[pic]

ბუკნარში აქტიური კლიფის გასწვრივ 70-80-იან წლებში ჩააწყვეს სხვადასხვა სახის ნაპირსამაგრი კონსტრუქციები: რიაჟები და მასივები, მაგრამ ვერც მათ უზრუნველყვეს ნაპირების წარეცხვის შეჩერება. (იხ. სურათი 1-7).

სურათი1-7. რიაჟები და რკინა-ბეტონის მასივები ბუკნარის სანაპიროზე

[pic]

გაცილებით უფრო რთული სიტუაციაა ციხისძირის კონცხის გასწვრივ, სადაც რკინიგზის ლიანდაგები კონცხის პერიფერიებს მიუყვება. აქ როგორც ფრაგმენტულად, ასევე ჩრდილოეთ ნაწილში საკმაოდ მაღალი ტალღამრეკლი კედელია აშენებული. კედლის მასიურობის მიუხედავად, რომლის საძირკველი ფუძე ქანებზეა დაყრდნობილი, მაინც დანაპრალებულ-დაზიანებულია, რის გამოც ყოველი შტორმული მოქმედებისას იქმნება ავარიული სიტუაცია.

ავარიული სიტუაციის განტვირთვის მიზნით ციხისძირის კონცხის გასწვრივ სანაპირო ზონაში იყრება სხვადასხვა სახის დემონტაჟის შედეგად გამოთავისუფლებული რკინა-ბეტონის ნარჩენები და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან წამოღებული წიდა. (იხ. სურათი 1-8; სურათი 1-9)

სურათი1-8. დაზიანებული ტალღამრეკლი კედელი და რკინა-ბეტონის მასივები (ციხისძირი)

[pic]

სურათი1-9. დაზიანებული ტალღამრეკლი კედელი და სამშენებლო ნარჩენები (ციხისძირი)

[pic]

სანაპირო ზონაში მსგავსი დატვირთვა გაცილებით უარყოფით ფონს ქმნის და ავარიულ სიტუაციას უფრო ართულებს.

ბობოყვათში ციხისძირის ჩრდილოეთით სამთავრობო რეზიდენციის მიდამოებში ეროზიული პროცესების შესაჩერებლად პლაჟის ბოლოს გაკეთებულია 1 კმ სიგრძის რკინის შპუნტების კედელი. (იხ. სურათი 1-10)

სურათი1-10. ბობოყვათის სანაპირო

[pic]

მდინარე კინტრიშის ჩრდილოეთით აჭყვამდე პლაჟის ბოლოს ფიგურირებს 4 მ სიმაღლის ვერტიკალური კედელი, ხოლო აჭყვის შესართავიდან ჩრდილოეთით ქობულეთის ცენტრალურ ნაწილამდე არის პლაჟის ბოლოს საფეხურებიანი 5-6 მ სიმაღლის კედელი. კედლების მდგრადობის შესანარჩუნებლად აჭყვის წყლის შესართავიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ყოველ 50 მ ჩაწყობილია ზვირთმსხვრევი დეზები (იხ. სურათი 1-11), კედლები მცირე პარამეტრებიანი პლაჟების გასწვრივ დანაპრალებულია და ფრაგმენტულად მისი ძირი გამორეცხილია (იხ. სურათი 1-12), რომელიც აზიანებს ქალაქის ცენტრალურ ბულვარს.

სურათი1-11.  დაზიანებული ქობულეთის ბულვარი

[pic]

სურათი1-12. სანაპირო დეზები (ქობულეთი)

[pic]

დაგეგმილია არსებული კედლის მსგავსი კონსტრუქციით ნაპირსამაგრი ნაგებობის გაგრძელება ჩრდილოეთით 1 კმ-ზე. ფიჭვნარში, იქ სადაც გვქონდა ბულვარის გასწვრივ პატარა ბარდიურები, დღეს ბარდიურების მაგივრად გაკეთებულია დაბალი ვერტიკალური კედლები 1,5 კმ მონაკვეთზე. (იხ. სურათი 1-13)

სურათი1-13. ვერტიკალური კედელი ფიჭვნარის პლაჟის ბოლოს

[pic]

2 კმ-იანი კედელი ფიგურირებს სანაპირო ცელაზე ჩოლოქის შესართავიდან ნატანების შესართავამდე, რომელიც, ამავდროულად, ტერიტორიის შემომსაზღვრელი კედლის ფუნქციასაც ასრულებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზღვის სანაპირო ზონა რეკრეაციული თვალსაზრისით ძირითადად დატვირთულია ზაფხულში, ამ დროს პლაჟზე იდგმება როგორც სეზონური ხასიათის საზაფხულო ნაგებობები; ასევე შენდება მუდმივი კაპიტალური ნაგებობებიც. ტალღის მოქმედებისას წყლის მასასთან ერთად მოძრაობს პლაჟის ზედაპირული კენჭოვანი ფენაც, რომელიც საფრთხეს უქმნის აღნიშნულ ნაგებობებს.

ტალღის მოქმედების ზონაში ყველა სახის ტექნოგენური ჩართვა იწვევს ზღვის სანაპირო მორფოდინამიკის ცვლილებას, რომელიც დამოკიდებულია ნაპირგასწვრივი ნაკადის მიმართულების და სიმძლავრის ცვლილებებთან, ირღვევა სანაპირო ზვინულის პლაჟის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლის ნიშნულები, ასევე იცვლება აკუმულაციური ფორმის სახეები.

ქ. ქობულეთის სანაპირო ზოლი (დაახლოებით 11 კმ.) ერთ-ერთი ავარიული უბანია აჭარის ფარგლებში. განსაკუთრებული ავარიულობით გამოირჩევა ქალაქის სამხრეთი ნაწილის 4 კმ-ანი მონაკვეთი, სადაც ყოველი ძლიერი შტორმი იწვევს პლაჟების წარეცხვას, საყრდენი კედლის და ზღვისპირა ბულვარის საფარის დაზიანებას, მიმდებარე ტერიტორიების დასილვას.

ძველი ნაპირგასწვრივი ზვინული, რომელიც ძირითადად აგებულია მდ. ჭოროხის მასალით, ამჟამად პრაქტიკულად მოშლილია - მასზე გაშენებულია ქ. ქობულეთი. მის წინ არსებული პლაჟები, ნატანის დეფიციტის გაჩენამდე შავი ზღვის სანაპიროზე, გამოირჩეოდა დიდი სიმაღლითა და სიგანით.

გაბატონებული სამხრეთ-დასავლეთის და დასავლეთის ტალღების მიმართულება სანაპირო ხაზის ექსპოზიციის მიმართ განაპირობებს სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, მდ. ნატანების შესართავამდე, არსებული ნატანის ნაპირგასწვრივ ნაკადს; მისი ხარჯი შეადგენს დაახლოებით 20 ათას მ3/წელიწადში. იშვიათი, ჩრდილო-დასავლეთი მიმართულების ღელვები გადააადგილებს მდ. ნატანების ქვიშას შესართავიდან სამხრეთისაკენ და მისი გავლენის არეალი შემოიფარგლება დაახლოებით 1 კმ-ით, ქ. ქობულეთის ჩრდილოეთით. ამგვარად, ქობულეთის სანაპირო ზონას პლაჟშემქმნელი ნატანი მიეწოდება როგორც უკვე ავღნიშნეთ მდინარეებიდან - დეხვა, კინტრიში და აჭყვა; მისი ჯამური წლიური მოცულობა შეადგენს დაახლოებით 10-11 ათას მ3-ს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსხვილი მასალის დანაკარგი ცვეთაზე ყოველ ერთ გრძივ კილომეტრზე შეადგენს დაახლოებით 1 ათას მ3-ს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქ. ქობულეთის 10 კმ-იან სანაპირო ზონაში სამხრეთიდან ტალღებით გამოტანილი ნატანის მოცულობა საკმარისია მხოლოდ ცვეთაზე დანაკარგების საკომპენსაციოდ.

შავი ზღვის ნაპირების დაცვის 1983 წლის გენერალური სქემა ითვალისწინებდა დაახლოებით 1.4 მლნ მ3 ნატანის შეტანას ქ. ქობულეთის სამხრეთის და ცენტრალური ნაწილის სანაპირო ზონაში, ხოლო მთლიანად ქვესისტემის ფარგლებში, ციხისძირიდან ქობულეთის ჩათვლით (18 კმ), დაახლოებით 2.0. მლნ მ3 მასალის ჩაყრას.

1982-91 წლებში ქობულეთში შეტანილმა (ძირითადად, მცურავი ტექნიკით) დაახლოებით 0.8 მლნ. მ3. მდ. ჭოროხის მასალამ ნაწილობრივ გააუმჯობესა 80-იან წლებამდე არსებული კატასტროფული სიტუაცია. ჩამოყალიბდა 5 ჰა-ზე მეტი საერთო ფართობის ხელოვნური პლაჟები. პლაჟის სიგანეები გაიზარდა 30-40 მ-დე, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა შტორმული ტალღების ენერგიის ჩასაქრობად. ბოლო პერიოდში, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გრძელდება პლაჟების ფართის მატება ქ. ქობულეთის ჩრდილო სანაპირო ზოლში, რაც განპირობებულია სამხრეთიდან ნატანის გადაადგილებით.

ქობულეთის სანაპირო ზონის სტაბილიზაციისათვის აუცილებელია პლაჟშემქმნელი ნატანის ერთჯერადი შეტანა 100-120 ათასი მ3 ოდენობით, ხოლო ციხისძირთან ყოველწლიურად ჩაყრილი მასალა უზრუნველყოფს აქ თავისუფალი 50-60 მ სიგანის პლაჟების შენარჩუნებას.

გარდა ამისა, აუცილებელია გაგრძელდეს ნაპირგასწვრივი კედლის მშენებლობა ჩრდილოეთისკენ, ზღვისპირა ბულვარის კეთილმოწყობის მიზნით. ამ უბანზე პლაჟის სიგანე დაახლოებით 50-60 მ-ს შეადგენს; ამგვარად, ასაშენებელი კედელი მოქცეული იქნება პლაჟზე ტალღის აქტიური ზემოქმედების ზონის გარეთ.

ქ. ქობულეთში ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარების ძირითადი სირთულე პლაჟშემქმნელი მასალის კარიერის სიშორეში მდგომარეობს. თვითმცლელი გემებისათვის მანძილი მდ. ჭოროხის შესართავიდან 35-40 კმ-ს შეადგენს, ავტოტრანსპორტისათვის 50 კმ-ს და მეტს. სხვა მოქმედი კარიერი არ არსებობს.

ქვესისტემის ფარგლებში სანაპირო ზოლის სტაბილიზაციისათვის აუცილებელია განხორციელდეს ყოველწლიური ჩაყრები 25-30 ათასი მ3 მოცულობის ოდენობით. ჩაყრა მიზანშეწონილია მოხდეს ქვესისტემის დასაწყისში ბობოყვათის მიდამოებში.

1-3.11 ქობულეთის მუნიციპალიტეტი ფლორა და ფაუნა

აჭარის ფლორისტული რაიონი და მასში შემავალი ქობულეთის მუნიციპალიტეტი გაადგილებულია ხმელეთის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით მდიდარ რეგიონში კავკასიაში, რომელიც ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) შეიტანა მსოფლიოს იმ 34 `ცხელ წერტილთა~ (Hotspots) ნუსხაში, რომლებიც ხასიათდება ყველაზე დიდი ბიოლოგიური მრავალფეროვნებითა და საფრთხეში მყოფი ხმელეთის ეკოსისტემების სიუხვით. ამავე დროს, გეოგრაფიული მდებარეობით ეს ტერიტორია შედის მსოფლიოში აღიარებულ 200 ეკორეგიონს შორის სახეობათა სიუხვის, ენდემიზმის მაჩვენებლის, ტაქსონომიური უნიკალურობის, წარმოშობის თავისებურებების და ჰაბიტატების იშვიათობის მიხედვით გამორჩეულ მცირე კავკასიონის სამხრეთ დასავლეთ კორიდორში. იგი ფიგურირებს ასევე მსოფლიოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დონით უნიკალური და დაცვის საჭიროების თვალსაზრისით პრიორიტეტული 25 რეგიონის ნუსხაში – ტროპიკული ანდების, ბრაზილიის ატლანტიკური ტყეების, მადაგასკარის, ფილიპინების, ახალი ზელანდიის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის და სხვათა გვერდით. ამის გამოხატულებაა აგრეთვე ის ფაქტი, რომ ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივაში “ევროპის ტყეების 100 ცხელი წერტილის შესახებ,” ანუ დაუცავ ტყეთა 100 მონაკვეთის შესახებ, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ დაცვას, ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი მიენიჭა აჭარის უნიკალურ ტყის ეკოსისტემებს.

კოლხეთის მცენარეული საფარის განვითარება მას შემდეგ, რაც მიოცენის დასაწყისში იგი ზღვისგან განთავისუფლდა, მიმდინარეობდა ისევე როგორც კავკასიის სახვა რეგიონებში მიმდინარე გეოქრონოლოგიური პერიოდების მიხედვით. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მეოთხეული სისტემის პლეისტოცენში, როდესაც მოხდა რამდენიმე გამყინვარება, ამიერკავკასიაში შემორჩენილი იყო ადგილობრივი ფლორის გადარჩენის ორი კერა-კოლხეთი და თალიში, რომელთაც გამყინვარების გავლენა არ განუცდიათ; აქ იგრძნობოდა შავი ზღვის გავლენა ზღვისპირა და შიდამთიან თბილ კლიმატზე, სუბტროპიკული მცენარეულობის ჩამოყალიბებაზე და რელიქტურ მცენარეთა შენარჩუნებაზე.

ფიტოგეოგრაფიული დაყოფის თანამედროვე სქემის მიხედვით, ქობულეთის  ტერიტორია ფლორისტული კომპლექსების სახეობრივი შემადგენლობითა და ისტორიით, ფლორის სისტემატიკური სტრუქტურით, უძველესი ხმელთაშუაზღვისპირეთის სამყაროს, სუბხმელთაშუა ზღვისპირეთის ოლქის, კოლხეთის ანუ აღმოსავლეთ ევქსინის პროვინციის აჭარა-შავშეთის ოკრუგს განეკუთვნება და მის ფლორისტულ მრავალფეროვნებას საფუძვლად ედება მესამეული პერიოდის ხმელთაშუაზღვისპირეთის ფლორის ბირთვისაგან განვითარებული ავტოქტონური წარმოშობის ფლორა.

ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის განყოფილების მონაცემებზე დაყრდნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2014 წლისათვის აღირიცხება:

• 1229 ველურად მოზარდი ჭურჭელბოჭკოვანი მცენარის სახეობა, რომლებიც ერთიანდებიან 134 ოჯახის 594 გვარში;

• საქართველოს „წითელი ნუსხით“ (02.05.2006) დაცული 15 მერქნიანი სახეობა;

• ბუნების ცოცხალი ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინაშე  წარდგენილია ორი ობიექტი:  თიკერის კოლხური ტყე და მდ. დეხვას ხეობის ზედაწელი და სათავეები ;

• ენდემური ფლორის მრავალფეროვნება წარმოდგენილია 116 სახეობით, რომლებიც ერთიანდებიან 38 ოჯახის 82  გვარში. მათ შორის, კავკასიის ენდემია: 48,  საქართველოს: 8, კოხეთის: 48, აჭარის/აჭარა-ლაზეთის: 12;

• სამკურნალო მიზნებისათვის გამოყენებადია:  გულ-სისხლძარღვოვან  დაავადებათა წინააღმდეგ: 5, ნერვული დაავადებების წინააღმდეგ: 6,  სასუნთქი გზების დაავადებათა  წინააღმდეგ: 17, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ: 9, კუჭ-ნაწლავის ანთების (აშლილობის)  წინააღმდეგ: 10, შეკრულობის, ჰემაროის და კოლიტის სამკურნალოდ: 9, მადისა ღმძვრელად: 6, ნაწლავის პარაზიტების  წინააღმდეგ: 5, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებათა წინააღმდეგ: 4, თირკმლისა და შარდის ბუშტის  დაავადებების  სამკურნალოდ: 6, ვიტამინების შემცველი:  3, სპაზმოლიტიკური და ტკივილ  გამაყუჩებელი: 4, ოფლდენის გასაძლიერებლად გამოყენებულია: 2, ჰიპერტონული  დაავადების  სამკურნალოდ  გამოყენებული: 4,  სისხლდენის  წინააღმდეგBგამოყენებული: 5,  შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ  გამოყენებულია:  2,  რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის, სახსრებისანთების წინააღმდეგ გამოყენებულია: 2, ფურუნკულების (ძირმაგარების), მუწუკების, ალერგიის, ჩირქოვანი ჭრილობების, დამწვრობების წინააღმდეგ: 9,  ხორცმეტების,  მეჭეჭების წინააღმდეგ   გამოყენებულია:  2, კანზე პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ: 1, ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ: 3, რევმატიზმების წინააღმდეგ: 2, თმის ცვენის წინააღმდეგ გამოყენებული: 4, ღრძილების ანთების წინააღმდეგ: 4, თრომბის წინააღმდეგ  გამოყენებული: 1, სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად, მადის დასაქვეითებლად და მარილების ცვლის  საწინააღმდეგოდ გამოყენებული: 1, მხედველობის  გასაუმჯობესებლად გამოყენებული: 1, ჩიყვის სამკურნალოდ გამოყენებული: 1 სახეობის მცენარე.

ქვემოთ მოყვანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფლორის დეტალური აღწერა.

ქობულეთის ფლორისტული რაიონისათვის დამახასიათებელია მცენარეულობის კოლხური ტიპის ვერტიკალური ზონალობა, რომლებიც შემდეგი კანონზომიერებებით ხასიათდებიან:

ზღვისპირა დაბლობის

მცენარეულობა

დაბლობის მცენარეულობა ძირითადად მეორადია და წარმოდგენილია ჰიგროფიტული ბალახოვნებით. წარსულში დაბლობი მეტწილად მურყანიანი ჭაობებით იყო წარმოდგენილი. გორაკ-ბორცვებისაკენ კი დაბლობის ტყეს შერეული ხასიათი ჰქონდა. აქ გვხვდებოდნენ: ჩარპინუს ცაუცასიცა, Carpinus caucasica, Pterocarya pterocarpa, Quercus iberica, Castanea sativaდასხვ., რომელთაშორისაცქვეტყესქმნიდნენ: Rhododendron  luteum, Vaccinium arctostaphylos, Smilax exelsa, Clematis vitalba, Periploca graeca და სხვ. (Колаковский, 1958)

ამჟამად ტყე გაჩეხილია და წარსულის ჭაობიანი ტყეებიდან მხოლოდ მცირე ფრაგმენტებიღაა დარჩენილი.

სანაპიროს ქვიშნარის

მცენარეულობა

ეს მცირე ზოლი ვრცელდება ქობულეთის მთელი ზღვის სანაპიროზე.  მცენარეულობა წარმოდგენილია ძირითადად ქვიშის მოყვარე ქსეროფიტული სახეობებით, რომლებიც ისე მეჩხრად არიან განსახლებული, რომ რაიმე მყარ ცენოზებს არც კი ქმნიან.  სახეობების მრავალფეროვნება არც ისე დიდია.  ხეებიდან და ბუჩქებიდან გვხვდებიან: Celtis australis, Hippophae rhamnoides, Vitex  rotundifolius, Berberis vulgaris, Rubus sangvineus და სხვ. ბალახოვნებიდან გვხვდებიან: Imperata cylindrica, Carex colchica, Achillea micrantha, Astragalus litoralis, Cacile euxsina,  Euphorbia paralais, Eryngium maritimum, Plantago lanceolatum, Lolium loliaceum, Pancratium maritimum, Glaucium flavum და სხვ.

ნაპირებიდან უფრო მოშორებით, სადაც ქვიშნარი უფრო მკვრივია და ადგილი აქვს ნიადაგწარმოქმნის პროცესებს, გვხვდებიან: Phisalis angulata, Verbascum gnaphaloides, Stachys maritima, Astragalus litoralis, Polygonum litorale, Silene euxina, Euphorbia maculata, Carex colchica, Cynanchum acutum და სხვ.  ხმელეთისაკენ ქვიშიან ნიადაგზე ბალახოვანი საფარი თანდათან იკვრება, რადგან მნიშვნელოვანი მონაწილეობით თავს იჩენენ Cynodon dactylon, Dactilis glomerata, Imperata cylindrica, Eleusine indica, Lophochloa phleoides, Elimus giganteus, Raphanus maritimus, Achillea nobilis, Anthemis euxina და სხვა მრავალი.

1.2.ჭაობებისა და გუბურების მცენარეულობა. ზღვისპირა დაბლობზე ჭაობები ძირითადად გვხვდებიან ქობულეთში მდ. მდ. კინტრიშსა და ჩოლოქს შორის. ამ ჭაობებიდან მნიშვნელოვანი ფართობი ქობულეთის ტორფიან-სფაგნუმიან ჭაობს უჭირავს, რომელიც დღეს ცნობილია ისპანი I და ისპანი II-ის სახელწოდებით. ისპანის ტორფის ხავსიანი ჭაობი მსოფლიოში უნიკალური პერკოლაციური ომბროგენული ტიპის ზედური ჭაობია (Kaffke at all,, 2000).

ცნობილი ბოტანიკოსი ვ.ს. დოკტუროვსკი (1931-1936) თვლის, რომ ტორფიან - სფაგნუმიანი ჭაობები კოლხეთში ჯერ კიდევ გამყინვარებამდე არსებობდნენ. შემდგომ პერიოდში ისინი გამდიდრდნენ ბორეალური სახეობებით. თანამედროვე ჭაობები რამდენიმე დამახასიათებელი ცენოზებითაა წარმოდგენილი. ამის მიხედვით გამოირჩევა მურყანიანი, ნაირ-ბალახიანი, ისლიანი, ლაქაშიანი, ზამბახიანი და გვიმრიანი ჭაობები.

ისპანის ჭაობებში მურყანიანი  ცენოზებისათვის დამახასიათებელია Alnus barbata,, რომელიც მოსახლეობის მიერ ძლიერ იჩეხება და უმეტესად ბუჩქის ფორმა აქვს. მოსახლეობისაგან მიუვალ ადგილებში გვხვდება მურყანის 25 მ-იანი სიმაღლის ინდივიდებიც.  ბუჩქებიდან ხშირია: Rhododendron  ponticum,  Rh.. luteum, Vaccinium arctostaphyllos, Frangula alnus, Rubus sanguineus.ლიანებიდან  Hedera colchica, Smilax  exelsa,  რომლებიც ისეა დახლართული, რომ გაუვალ რაყებს ქმნიან. ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: Osmunda regalis, Rynchospora alba, Acorus calamus, Rynchospora caucasica, Solidago turfosa, Molinia litoralis, Drozera  rotundifolius.საერთოდ ისპანი II-ს თავისებური რელიქტური იერი დაჰკრავს, რასაც  მოწმობენ მიუვალ ადგილებში არსებული Quercus  hartwissiana -ს უძველესი ეგზემპლარები.

ზღვისპირა ჭაობების გუბურებში გავრცელებული სახეობებია: Trapa  colchica,Trapa maleevi, Nuphar luteum, Utricularia minor,  Lemna minor და სხვ. გუბურების ირგვლივ წყლით დაფარულ ლამიან ნიადაგებზე ჩვეულებრივია Alisma plantago-aquatica, Sparganium neglectum, Polygonum nodosum, განსაკუთრებით აღსანიშნავია Iris pseudolanceolatum, რომელიც ლამაზი ყვითელი ყვავილებით დამახასიათებელ ფონს ქმნის.

ტყის მცენარეულობა ქობულეთის რაიონის მცენარეულობის ძირითადი ტიპია. რელიეფის მრავალფეროვნება, კლიმატური პირობები, ნიადაგები, ანთროპოგენური და სხვა ფაქტორთა კომპლექსები განაპირობებენ მცენარეულობის მოზაიკურობას, რომელშიც კარგად ჩანს ვერტიკალური სარტყლიანობა და ექსპოზიციურობა. ზღვის სანაპიროდან სიმაღლის ზრდასთან ერთად ტყის ფორმაციებიც შესაბამისად  იცვლება და წარმოდგენილია შემდეგი სარტყლებით:

1. ჰიგროფილური, თერმოფილული შერეული ფოთლოვანი ტყე

2. წაბლნარები;

3. წიფლნარები;

4. შერეულფოთლოვანი ტყე;

ჰიგროფილური, თერმოფილული შერეული ფოთლოვანი ტყე ანუ შერეული სუბტროპიკული ტყეები, ანუ „შერეული ფოთლოვანი ტყეები“; ანუ კოლხური ტიპის შერეული ფოთლოვანი ტყეების ანუ „წიფლნარ-წაბლნარი კოლხური ტყეები“; ანუ „სხვადასხვა ტყის ფორმაციებისა და ტიპების კომპლექსი“; ანუ „შერეული ფოთლოვანი ტყე“; ანუ „კოლხურ-ლეშამბოიანი“ და „მარადმწვანე ქვეტყიანი ტყეები“ წარმოდგენილია ძირითადად წაბლნარი, რცხილნარი, მურყნარი და წიფლნარი ფორმაციებით მარადმწვანე მეზოფილური ქვეტყის სახეობებით. იგი მცენარეულობის პირველი საფეხურია. მისი ბუნებრივი ვერტიკალური საზღვრები ზღვისპირა ზოლში ზ. დონიდან 15-25 მ-დან 500მ-მდე ვრცელდება, ამჟამად    200-250 მ.-მდე ზ. დ. კოლხური ტყე ძირითადად გაჩეხილია და მხოლოდ ფრაგმენტების სახითაა აქა-იქ შემორჩენილი. აღნიშნული ტერიტორია ჭარბადაა დასახლებული და ძლიერ ანთროპოგენურ გავლენას განიც-დის. შედარებით უკეთაა შემონახული კოლხური ტყე ზ. დ-დან 250მ-ს ზემოთ. სუბტროპიკული ტიპის თბილი და ნოტიო ჰავა განაპირობებს ტყის მცენარეულობის სიმდიდრეს და მრავალფეროვნებას. სწორედ აქ გვხვდებიან აჭარაში გავრცელებული რელიქტური მერქნიანების  დიდი უმეტესობა. ქვეტყე მდიდარია მარადმწვანე ბუჩქებით, ლიანებით. ბალახოვან საფარშიც ბევრია მესამეული რელიქტები. სწორედ ამ რაიონში აღინიშნება წყავისა და შქერის ხისმაგვარი ფორმები. აქვე ტენიან ღრმა ხეობებში გვხვდება ტროპიკულ გვიმრა - Hymenophyllum  tunbridgense.ბუნებრივი ტყის მცენარეულობა შედარებით სტრუქტურა დაურღვეველ მდგომარეობაში შემორჩენილია  მხოლოდ ქობულეთის დაბლობის თიკერის მონაკვეთსა და გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში ფრაგმენტების სახით. ფართობების ძირითადი ნაწილი ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით, ჩაისა და ციტრუსოვნების პლანტაციებით და ინტროდუცირებული მერქნიანი სახეობებით.

შერეული კოლხური ტყე წარმოდგენილია ფოთოლმცვენი და მარადმწვანე სახეობებით, რომლებიც ორ იარუსად არიან განლაგე-ბული. პირველი, 14-20 მ. სიმაღლის, უფრო მეჩხერი იარუსი შედგება ძირითადად აღმოსავლური წიფლის (Fagus orientalis), კავკასიური ცაცხვის (Tilia caucasica), წაბლის (Castanea sativa), მურყანისა (Alnus barbata)და კავკასიური რცხილისაგან (Carpinus caucasica),რომლებიც ქმნიან შერეული ცენოზების სხვადასხვა ვარიანტს: რცხილნარ-წიფლნარს, რცხილნარ-წაბლნარს, წაბლნარ-წიფლნარს, რცხილნარ-წაბლნარ-წიფლნარს. ერთეულებად გვხვდებიან: Pterocarya pterocarpa, Ulmus glabra, Taxus baccata, Diospyros lotus, Ficus carica, Cerasus  avium, Morus alba, Malus orientalis,რომლებიც კიდევ უფრო ამდიდრებენ კოლხურ ტყეს. ამის გამო კოლხურ ტყეს თვლიან პოლიდომინანტურ დაჯგუფებად, სადაც დომინირებენ სხვადასხვა ფოთლოვან ხეთა სახეობები.

მეორე იარუსი წარმოდგენილია 4-12 მ. სიმაღლის ხეებითა და ბუჩ-ქებით. კოლხური ელემენტებიდან აქ გვხვდებიან: Corylus avellana, Frangula alnus, Viburnum  opulus, Sambucus nigra, Diospyros lotusda ამ იარუსის ყველაზე მაღალიAlnus barbata, Carpinus caucasica.

მესამე იარუსი, 2-3 მ. სიმაღლის ქვეტყე, ყველაზე ხშირი და მარადმწვანე იარუსი წარმოდგენილია ბუჩქებით: Rhododendron ponticum, Laurocerasus officinalis,Ilex colchica, Buxus colchicaდა იშვიათად Phillyrea medwedewii, რომლებიც ხშირად წარმოდგენილი არიან ხემაგვარი ფორმების სახით მეორე იარუსის შემადგენლობაში. ფოთოლმცვენი სახეობებიდან ამ იარუსში გავრცელებული სახეობებია: Rhododendron luteum, Vaccinium arctostaphyllos, Frangula alnus უფრო იშვიათად  Euonymus leiophlea. ამ იარუსის ქვემოთ გვხვდებიან: Daphne pontica, Ruscus colchicus, Ruscus ponticus.

მარადმწვანე ბუჩქები ძირითადად გვხვდებიან ჩრდილოეთის ფერდობების ტყეებში, ფოთოლმცვენთათვის კი უფრო ტიპიურია სამხრეთის ფერდობები. ბზა გვხვდება მდინარეებისა და მათი შენაკადების გასწვრივ.

შერეული კოლხური ტყისათვის დამახასიათებელია ლიანები, კოლხური სურო (Hedera colchica), ეკალღიჭი (Smilax exelsa), კატაბარდა (Clematis vitalba), რომლებიც თავისებურ იერსახეს ანიჭებენ ტყეს. ამათგან სურო ჩრდილის მოყვარულია და ძირითადად ტენიან პირველად ტყეებში გვხვდება, ეკალღიჭი კი შედარებით სინათლის მოყვარულია, არ ერიდება სიმშრალეს და შესაბამისად გავრცელე-ბულია ძირითადად ტყისპირებსა და მეორად ტყეებში. ხშირია აგრეთვე Clematis vitalba, Humulus lupulus, Periploca graeca, Lonicera caprifolium. ხეებზე ხშირია ეპიფიტები გვიმრების Polypodium serratumდაPolypodium  vulgare -ს სახით. ყალთაღებში და მეორად მეჩხერ  ტყეებში ძლიერაა გავრცელებული მაყვლის სახეობი, განსაკუთრებით Rubus hirtusდაR. caucasicus. (მანველიძე, მემიაძე, გორგილაძე, 2003 ბ, დ.)

ბალახოვნებით კოლხური ტყე, როგორც ჯერ კიდევ ნ.ალბოვმა (Алъбов, 1896), ს.გოლიცინმა (Голицын, 1935), ა. გროსგეიმმა (Гроссгейм, 1930; 1948) და სხვებმა აღნიშნეს, მეტად ღარიბია. ხშირი ქვეტყე  ხელს უშლის ბალახოვანი საფარის განვითარებას. თუმცა ტენის მოყვარე და ჩრდილის ამტანი სახეობები მაინც გვხვდებიან, რომელთაგან ზოგიერთი ხშირად ხეებზე ეპიფიტურ ცხოვრებას ეწევა. ესენია გვიმრებიდან: Phyllitis scolopendrium, Blechnum  spicant, Asplenium trichomanes, Pteris cretica, Pteridium tauricum;ბალახოვნებიდან კი Luzula forsteri, Cardamine impatiens, Geranium robertianum, Oxalis acetosella და სხვა. ბალახოვნებთან ერთად შეიძლება ვნახოთ  ხავსმოდებულ ხეებზე მოზარდი ბუჩქები და ხეებიც კი. ასეთებია კავკასიური რცხილა, პონტოს შქერი, მაღალი მოცვი, მაყვლის სახეობები და სხვ.

კოლხური ტყის სხვადასხვა დაჯგუფებების ბალახოვანი საფარისათვის ჩვეულებრივია შემდეგი სახეობები: Dryopteris borreri, Polystichum loba-tum, P.woronowii, Festuca montana, Polygonatum multiflorum, Paris incompleta, Aristolochia pontica, Actea spicata, Ranunculus ampelophyllus, Dentaria quinquifolia, Pachyphragma macrophylla, Sanicula europaea, Primula sibtorpii, Omphalodes cappadocica, Symphytum ibericum, Trachystemon orientale, Petasites albus, Cicerbita pontica.

ზღვისპირა გორაკ-ბორცვიანი ზონის მდინარეთა გასწვრივ ვიწრო, თბილ და ტენიან ხეობებში აღინიშნება კოლხური ტყისათვის განსაკუთრებით საინტერესო უძველესი რელიქტები: Hymenophyllum thunbridgense, Primula megasaefolia. ტყისპირებზე ხალიჩებს ქმნის Galanthus woronowii. ტყისპირებსა და განათებულ ადგილებში გვხვდებიან ასევე: Matteuccia struthiopteris, Dryopteris filix-mas, Athyrium filix-femina, Cardamine hirsuta, C. lasica, Impatiens noli-tangere, Vinca pubescens, Lamium album, Clinopodium vulgare, Scrophylaria nodosa, Digitalis schichkinii-ivanina, Petasites albus და სხვა მრავალი. მეორადი ბალახოვანი ცენოზებისათვის ჩვეულებრივია Chelidonium majus, Geum urbanum, Agrimonia eupatoria და სხვ. შედარებით მშრალ და განათებულ ფერდობებზე ხშირად გვხვდება Iris lasica, Helleborus caucasica.

აღნიშნული სახეობები ძირითად ფონს ქმნიან კოლხური ტყის ბალახოვანი საფარის მთლიან შემადგენლობაში; ცალკეულ შემთხვევებში კი შეიძლება  უფრო მდიდარი ან პირიქით, ღარიბი სურათი გვქონდეს. მერქნიანთა და ბალახოვანთა ბრძოლაში მერქნიანები იმარჯვებენ. ეს ტყის მცენარეულობის ამ საფეხურის დამახასიათებელი თავისებურებაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველადი ცენოზების დარღვევისას, რაც ძირითადად ანთროპოგენური ფაქტორის ზემოქმედების შედეგია, ხშირად ფართობის მნიშვნელოვან ადგილს იჭერენ ნაირბალახოვანი ცენოზები.

წაბლის ტყეები

კოლხური ტყის შემდეგი საფეხურია, რომელიც გვხვდება როგორც შერეული, ასევე წმინდა ცენოზების სახით. წაბლის ტყის სარტყელი გავრცელებულია ძირითადად ზ. დ. 400-500 მ.-დან 1000-1100 (1200) მ.-მდე. ერთეული ეგზემპლარები გვხვდებიან  ზ. დ. 1700-1800 მ. სიმაღლეზეც. წაბლის ტყის სარტყელში წაბლის გარდა გვხვდებიან აგრეთვე: Fagus orientalis, Carpinus caucasicus, Alnus barbata, Tilia caucasica, Picea orientalis, Ulmus scabra. ქვეტყე ძირითადად წარმოდგენილია ბუჩქებით: Rhododendron ponticum, Rhododendron  ungernii, Rhododendron luteum,  Laurocerasus officinalis, Vaccinium arctostaphyllos, Ilex colchica, Euonimus latifolia, Buxus colchicus.

ლიანებიდან ვხვდებით: Hedera colchica, Smilax exelsa, Clematis vitalba, Humulus lupulus, Periploca graeca.

ბალახოვანი საფარით წაბლნარები ღარიბია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტყის ეს საფეხური მხოლოდ ტყეებით არ ამოიწურება. ამ ვერტიკალურ სარტყელში ვხვდებით აგრეთვე მეორად ბუჩქებსა და ბალახოვნების სხვადასხვა ცენოზებს, რომლებიც მრავალფეროვანი სახეობრივი შემადგენლობით ხასიათდებიან. მეორადი ცენოზები ვითარდება ტყისპირებზე, ვიწრო ხევებში მდინარეთა გასწვრივ და გაახოებულ ფერდობებზე. ხშირი გავრცელებით ხასიათდება Pteridium tauricum, რომელიც ქმნის ხშირ და მაღალბალახოვან იარუსს. ტყის ფანჯრებში ჩრდილოეთის ფერდობებზე გვხვდებიან: Matteuccia strutiopteris, Phyllitis scolopendrium, Polystichum  lobatum, ისინი ქმნიან ხშირ შალდამებს, რომლებშიც სხვა ბალახოვნები იშვიათად მონაწილეობენ (მანველიძე, მემიაძე, გორგილაძე 2003 ა.).

ბალახოვნებიდან წაბლნარის ტყის სარტყელში გარდა ზემოთ აღნიშნული სახეობებისა გავრცელებულია: Phleum nodosum, Sedum   oppositifolium, Saxifraga cymbalaria, Aruncus  vulgaris, Geranium robertianum, Impatiens noli-tangere, Hypericum  buplerioides, Epilobium lanceolatum, Heracleum sosnovskyi, Symphytum  asperum, Galeobdolon luteum, Salvia glutinosa, Calamintha grandiflora, Stachys trapezuntea, Cicerbita pontica, Petasites albus, Mycelis myralis, Hydrocotyle ramiflora. რუებთან და დაჭაობებულ ადგილებში გავრცელებულია: Mentha longifolia, Veronica baccabunga,  ხოლო ტყისპირებზე და ტენიან მდელოებზე ჩვეულებრივია მაღალი ბალახოვნები: Pyrethrum   macrophyllum, Campanula lactiflora, Telekia speciosaდა სხვ.

წიფლის ტყის სარტყელი

რომელიც ზ. დ. 1000-1100მ.-დან 1100-დან 2000-2100 მ-მდე ზ. დ. -დან გავრცელებული, ტყის სარტყლის მესამე საფეხურია. თავის ვერტიკალურ საფეხურზე წიფლნარი წმინდა ტყის კორომებს ქმნის. მის ქვედა საზღვრებში წიფელთან ერთად გვხვდება: Castanea sativa, Carpinus caucasica, Tilia caucasica ხოლო ზედა საზღვრებში კი Abies nordmanniana, Picea orientalis.

წიფლნარებში ქვეტყე წარმოდგენილია ბუჩქებით: Rhododendron  ponticum, Laurocerasus officinalis, Vaccinium arctostaphyllos, Rhododendron luteum, Viburnum lantana, Rubus caucasicus, რომელიც მრავალ ადგილას, განსაკუთრებით კი ტყის პირებსა და ტყის ფანჯრებში გაუვალ რაყებსა და ბარდნარს ქმნის.

ლიანები წიფლნარებში იშვიათად გვხვდება და ტყის მცენარეულობის შექმნაში ნაკლებად მონაწილეობს. შედარებით ხშირად ვხვდებით კოლხურ სუროს, მაგრამ ის ჩვეულებრივ მიწაზეა გართხმული და ძირითადად ბალახოვან საფარში უფრო მონაწილეობს (მანველიძე, მემიაძე, გორგილაძე 2003 გ.).

ბალახოვანი საფარი წიფლნარებში წყვეტილია. მნიშვნელოვან ნაწილში ტყე მკვდარსაფრიანია. მხოლოდ აქა-იქ შეიძლება შეგვხვდნენ: Sanicula europae, Asperula odorata. ბალახოვნებით წიფლნარი არაა მდიდარი. მათი უმეტესობა მდინარეთა ნაპირებსა და ველობებზეა ძირითადად თავმოყრილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია წიფლნარების ზედა საზღვრების ველობები და ტყეკაფები 1600-1800 მ. სიმაღლეზე ზ. დ. აქ თავს იყრიან როგორც ტყის, ასევე სუბალპური სარტყლის ელემენტები სწორედ აქ ვხვდებით მაღალბალახეულობას სახეობებით: Pyrethrum macrophyllum, Hypericum buplerioides, Senecio platyphylloides, Ranunculus ampelophyllus, Potentilla elatior, Lilium szowitsianum, Senecio propinquus, Cicerbita petiolata, Symphytum asperum, Paeonia macrophylla, Aruncus vulgaris, Heracleum sosnovskyi, Agrostis alba, Solidago virgaurea, Aconitum orientale, Prenanthes abietina,  Petasites albus, Calamintha  grandiflora.

წიფლის სარტყელში ბალახეული საფარი მდიდარია ისეთ ადგილებში, სადაც შედარებით  სუსტადაა განვითარებული წყავისა და შქერის ქვეტყე. ყველაზე მეტად აღინიშნება წივანა Festuca montana.გვიმრებიდან აღსანიშნავია: Mateuccia strutiopteris, Dryopteris oreopteris, D. liliana,  მნიშვნელოვანია ისლების მონაწილეობაც  (Carex silvatica), ვხვდებით აგრეთვე: Digitalis ferruginea, Ranunculus grandiflorus,  Senecio platyphilloides და სხვ.

შერეულფოთლიანი ტყე

1800-2100 მ-მდე ზ. დ.-დან, ტყის სარტყლის ბოლო საფეხურია, რომელიც წარმოდგენილია წიფლით, ნაძვითა და სოჭით. Rhododendron ponticum, Ilex colchica, Vaccinium  arctostaphylosდა სხვ.

ლიანებიდან გვხვდება მხოლოდ Hedera colchica.

ბალახოვნებიდან ამ სარტყელში გავრცელებული სახეობებია: Sanicula europae, Festuca montana, Asperula odorata, Veronica peduncularis, Prenanthes purpurea, Cirsium hypoleucum, Gentiana schistocalyx, Cicerbita cacaliifolia, Galium rotundifolium, Aruncus vulgaris, Pyrethrum macrophyllum, Oxalis acetosella, Polygonatum polyanthemum, Myosotis sylvatica, Saxifrsga  cymbalaria, Senecio propinquus, Scrophylaria chrisantha და სხვ.

სუბალპური სარტყლის

მცენარეულობა-ზღვის დონიდან 2000-2100მ-დან 2300-2400მ-მდე ვრცელდება. როგორც ა. დოლუხანოვი, მ. სახოკია და ა. ხარაძე (Долуханов, Сахокия, Харадзе, 1942), გ.ნახუცრიშვილი (1971; 2000; Nakhutsrishvili,2003), ნ. ზაზანაშვილი, რ. გაგნიძე, გ. ნახუცრიშვილი Zazanashvili, Gagnidze, Nakhutsrishvili, 1995, 2000) აღნიშნავენ, სუბალპური სარტყელი ტყისა და ალპური სარტყლის მცენარეულობათა შორის ბრძოლის სარტყელია, რომელშიც ერთმანეთის გვერდით არსებობისათვის იბრძვიან ტყის, მდელოსა და ბუჩქნარების ტიპის ცენოზები.

შესაბამისად სუბალპურ სარტყელში გამოირჩევა სამი ზოლი. ქვედა ზოლი, რომელშიც ტყის სარტყლის ელემენტები სჭარბობენ, შუა ზოლი ტიპიური სუბალპური სარტყლის ელემენტებით და ზედა ზოლი ალპური სარტყლის ელემენტების სიჭარბით. აკად. კეცხოველის (1960) მიხედვით დასავლეთ საქართველოს სუბალპურ სარტყელში გამოირჩევა: სუბალპური ტყეები, სუბალპური ბუჩქნარები, სუბალპური მდელოები და სხვა უფრო ნაკლებად სპეციფიკური ტიპები.

3.1. სუბალპური ტყეები აჭარაში ვრცელდება ზ. დ. 2100-2350 მ. საზღვრებში  და  წარმოდგენილია შემდეგი ფორმაციებით: სუბალპური ტანბრეცილები, სუბალპური მეჩხერი ტყითა და დეკიანით.

ამ სარტყელში თავმოყრილია ძირითადად მესამეული მეზოფი-ლური დენდროფლორის წარმომადგენლები, კავკასიის, საქართველოსა, კოლხეთისა და აჭარის ენდემები: Betula medwedewii, Quercus pontica, Rhamnus imeretina, Viburnum orientale, Rhododendron ponticum, Ilex colchica, Laurocerasus officinalis, Ribes biebersteinii.წორედ ამიტომ ა. დოლუხანოვი (1952) დასავლეთ საქართველოს სუბალპურ სარტყელს თვლის მის ძირითად რეფუგიუმად.

სუბალპური ტანბრეცილები ძირითადად წარმოდგენილია წიფლნარებით, არყნარებითა და მუხნარებით.

ტანბრეცილი წიფლნარები  სახეობრივი  შემადგენლობით საკმაოდ მდიდარია (მემიაძე, 1971). მერქნიანებიდან წიფლის გარდა ამ ფორმაციაში მონაწილეობენ: Betula medwedewii, Quercus  pontica, Sorbus boissieri, S. subfusca, Acer trautvetteri,უფრო იშვიათად PPopulus tremula.

ბუჩქოვანი ქვეტყე საკმაოდ მეჩხერია, მაგრამ სახეობებით მდიდარია. მასში მონაწილეობენ: Rhododendron ponticum, Rh. caucasicum,  Laurocerasus officinalis, Ilex colchica, Daphne alboviana, D. mezereum, Salix caprea, S. caucasica, Corylus avellana, Ribes alpinus, Sorbus colchica, S. graeca,  Rubus caucasicus, R. hirtus,  Vaccinium arctostaphyllos, V. myrtillus, Viburnum orientale, Lonicera caucassica, Juniperus sabinaდა სხვ.

კიდევ უფრო მდიდარია ბალახოვანი საფარი ტანბრეცილ წიფლნარ ტყეებში, მაგრამ არათნაბრადაა განაწილებული. რაც უფრო მეჩხერია ტყე, იგი მით უფრო ხშირია. ტენიან ადგილებში განსაკუთრებით აღსანიშნავია გვიმრების სიუხვე. გვიმრებიდან აქ ვხვდებით: Cystopteris fragilis, Dryopteris oreades, D. spinulosa, Thelypteris  oreopteris, Phegopteris polypodioides, Gymnocarpiom dryopteris, Polystichum lobatum, Athyrium alpestre, Phyllitis scolopendrium, Polypodium vulgare.ტიალებში და ღარტაფებში თავს იჩენენ მარცვლოვნები: Trisetum pratense, Koeleria caucasica, Phleum nodosum, Agrostis planifolia, Calamagrostis arundinacea, Deschampsia caespitosaდა სხვ. მათთან ერთად გვხვდებიან ისლისებრნიც: Carex pontica, C. caucasica, C. medwedewii, C. latifrons.  სხვა ბალახოვნებიდან გვხვდებიან: Lilium szowitsianum, Muscari  polyanthum, polygonatum verticillatum, Rumex arifolius, Cerastium  cerastoides, Silene ruprechtii,  Melandrium noctiflorum, Trollius patulus, Aconitum  nasutum, Potentilla elatior, P. nordmanniana,  P.adjarica, Geranium psilostemon,  Euphorbia  macroceras, Astrantia maxima, Chamaenerion angustifolia, Circea  alpina,  Symphytum  asperum, Scrophylaria  chrisantha, Prenanthes  purpurea, Senecio platyphylloides და მრავალი სხვა.

სუბალპური მუხნარების ედიფიკატორია პონტოს მუხა. იგი სინათლის მოყვარულია და ძირითადად სამხრეთის ექსპოზიციებზე გვხვდება, როგორც ტანბრეცილი ასევე სწორტანოვანი სახით. ბალახოვ-ნებიდანაც შესაბამისად გვხვდება უფრო ქსეროფიტული სახეობები.

არყნარების ფორმაცია წარმოდგენილია აჭარაში გავრცელებული არყის ორივე სახეობისაგან: Betula medwedewii, B. litwinowii.არყნარები გავრცელებულია ვიწრო ტენიანი ხეობების ციცაბო ფერდობებზე (Махатадзе,  Урушадзе, 1972). წმინდა არყნარები აჭარაში არ გვხვდება, ისინი საკმაოდ მდიდარია სახეობრივი შემადგენლობით. კერძოდ აქ ვხვდებით: Sorbus boissieri, S. colchica, Vaccinium myrtillis, იშვიათად: Laurocerasus   officinalis, Rhododendron ponticum, Rh. caucasica, Ilex colchica. ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: Polystichum lobatum,  Phyllitis scolopendrium, Carex medwedewii, Luzula pseudosudetica, Muscari polyanthum, Myosotis amoena,  Symphitum asprtum  და სხვ.

სუბალპურ ბუჩქნარებს

გარკვეული უპირატესობა ენიჭებათ ტყისა და მაღალმთის ფორმაციათა შორის ბრძოლის სარტყელში. ამ სარტყელში გვხვდება როგორც მარადმწვანე, ასევე ფოთოლმცვენი ბუქოვანი სახეობები. ესენია: Rhododendron caucasicum, Rh. ponticum, Daphne alboviana, Laurocerasus officinalis, Ilex colchoca, Juniperus pygmae, J.sabina, Vaccinium arctostaphylos, V. uliginosum, V. myrtillis, Ruscus colchicus, Rhododendron luteum,  Rosa  boissieri, Salix kikodzea, S. caucasica, Rubus caucasicus, R. saxatilis და სხვ. ბუჩქები ამ სარტყელში დაბალტანიანებია, სიმაღლით ერთ მეტრამდე. ზოგი მათგანი მიწაზეა გართხმული.

დეკიანი. დეკა (Rhododendron  caucasicum)სუბალპური სარტყლისათვის ფრიად გავრცელებული და დამახასიათებელი ბუჩქია. ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფერდობებზე იგი ქმნის მეტად მნიშვნელოვან და თავისთავად ცენოზს, რომელსაც აკ.ნ.კეცხოველმა (1935) დეკიანი უწოდა. დეკიანი გავრცელებულია ძირითადად სუბალპურ სარტყელში, როგორც თავისთავადი ფორმაციის, ასევე ტანბრეცილ სუბალპურ ტყეებში ქვეტყის სახით, ასევე იგი ადის ალპურ სარტყელშიც. დეკიანი მეტად ხშირი დაჯგუფებაა, რაც განაპირობებს ბალახოვანი სახეობებით მის სიღარიბეს. ძირითადად აქ გვხვდებიან ხავსები. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამეჩხრებულ დეკიანებში გვხვდებიან: Athyrium alpestre, Lilium szowitsianum, Viola orthoceras, Pulsatilla aurea, Aconitum nasutum, Delphinium flexuosum, Oxalis acetosella, Geranium platypetalum, G. psilostemon. Cerastium purpurescens და სხვ.

უფრო მოშიშვლებულ, სუსტად გამდელოებულ მონაკვეთებზე უხვად გვხვდება Scutellaria pontica, Betonica  grandiflora, Thymus caucasicus,  Th.Grossheimii,  Melamphyrum caucasicum, M. alboffianum, Hypericum nordmanni,  Purethrum coccineum, Tripleurospermum szowitsii,  Hieracium-ის სახეობები და სხვ. შედარებით ტენიან ადგილებში-წყაროებთან, ნაკადულებთან კი თავს იჩენენ Cardamine siedlitziana, Hypericum buplerioides, Veronica monticola, Paederotella pontica, Doronicum macrophyllum.

თუ კი დეკიანს ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფერდობები უჭირავს, სამხრეთისა და აღმოსავლეთის შედარებით მშრალ და ნათელ ფერდობებზე გავრცელებულ ცენოზს წარმოადგენს ღვიიანი, რომელსაც ქმნიან: Juniperus sabinaდაJ. pygmae.ღვიიანში მონაწილეობენ აგრეთვე Vaccinium arctostaphyllos, V. myrtillis, Rosa boissieri და სხვ. ბალახოვნებიდან DDianthys multicaulis, Senecio  pandurifolius, Centaurea albovii,  Minuartia-ს სახეობები და სხვ.

სუბალპური მაღალბალახეულობა მაღალმთის მცენარეულობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ტიპია. საქართველოს ბუნების დიდი მკვლევარი ვახუშტი ბატონიშვილი (1944) მას “შამბ-ბალახ-შროშა-ნიანს” უწოდებდა. აკ. ნ.კეცხოველის (1960) მიხედვით სუბალპური მაღალბალახეულობა ტიპიურია დასავლეთ საქართველოში-კავკასიონ-ზე და აჭარა-იმერეთის ქედზე და მას კოლხეთის სუბალპური მაღალბალა-ხეულობა ეწოდება. იგი უძველესი თავისთავადი ცენოზია  (Федоров, 1952). მისი წარმოშობა და შემადგენლობა მჭიდროდაა დაკავ-შირებული შესაბამისი  რაიონების (ხეობების) ბუნებრივ პირობებთან. სუბალპური მაღალბალახეულობის შექმნაში მონაწილეობენ 1-2 მ. სიმაღლის  ბალახოვნები, რომელთა ფლორისტული შემადგენლობა მეტად მრავალ-ფეროვანია. სულ აღინიშნება  200-მდე სახეობა,  ამათგან ყველა ხეობე-ბისათვის დამახასიათებელია 90 სახეობა. ამ საერთო სახეობებიდან აღსანიშნავია: Lilium szowitsianum, Paeonia macrophylla,  Aquilegia  caucasica,  Delphinium  flexuosum, Aconitum  nasutum,  Geranium  psilostemon, Hypericum  buplerioides, Astrantia  maxima,   Antriscus  nemorosa,  Cnidium  grossheimi,   Ligusticum arafoe, L.  alatum, Xantogalum purpurescens,  Laserpitium  affine, L.steveni, Symphytum  asperum,  Valeriana  alliariifolia,  Knautia montana, Cephalaria    gigantea, Pyrethrum  macrophyllum,  Senecio  platyphylloides, S.  propinquus,  S. cladobotrys, Cirsium  hypoleucum,  Prenanthes  abietina,  P. purpurea, Cicerbita  petiolata, Euphorbia   oblongifolia,  E. scripta,  Chamaenerion  angustifolia,  Heracleum  cyclocarpum., H. sosnovskyi, Cirsium aggregatum, Grossheimia  macrophylla,Gadelia  lactiflora.გარდა მაღალი ბალახოვნებისა ამ ტიპის ცენოზში ვხვდებით შედარებით დაბალ სახეობებსაც: Koeleria caucasica, Carex pallescens, C.latifrons,  Silene multifida,  Potentilla  elatior, Vicia  crocea, Erigeron  caucasicus,  Crepis  pontica  და სხვ.

ზემოაღნიშნული სახეობების უმეტესობა  კოლხური და კავკასიის ელემენტებია. სწორედ ამიტომ აჭარა-იმერეთის ქედის სუბალპური მაღალბალახეულობის ფლოროცენოტურ კომპლექსს სუპერკოლხურს   უწოდებენ (რ. გაგნიძე, 1974).

3.3.სუბალპური მდელოები სუბალპური მაღალბალახეულობის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. ბალახეულობის სიმაღლე აქ 1 მ-მდეა. სუბალპური მდელოები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ფლორი-სტული შემადგენლობით (Мемиадзе, Морозова, Манвелидзе,1998; Хохряков, Манвелидзе, Мазуренко, Мемиадзе, 1998)  ხარაზიშვილი, მემიაძე, მანველიძე, 2003, KKharazishwili, Memiadze, 20042004) შესაბამისად გამოიყოფა სამი ძირითადი ჯგუფი_მარცვლოვანი, მარცვლოვან-ნაირბალახოვანი და   ნაირბალახოვანი სუბალპური მდელოები.

მარცვლოვანი სუბალპური მდელოების მთავარი შემადგენელია: Anthoxanthum  odoratum,  Deschampsia caespitosa, Lerchenfeldia  flexuosa, Trise-tum  flavescens, Phleum  alpinum, Ph.  nodosum, Agrostis  planifolia,  Ag. tenuis, Poa  iberica, P. longifolia და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძიგვა (Nardus stricta), რომელიც ასარევლიანებს საძოვრებს. მარცვლიან მდელოებს ძირითადად სამხრეთის მზიანი და მშრალი ფერდობები  უჭირავთ.

მარცვლოვან-ნაირბალახოვან მდელოებს ზემოაღნიშნულ სახეობებთან  ერთად ქმნიან მეტწილად  Carum carvi, C. meifolium, Ajuga  orientalis, Betonica  grandiflra,  Trifolium  ambiguum.ეს  ჯგუფი ძირითადად გვხვდებატენიან და ჩრდილოეთის ფერდობებზე.

უფრო ჩვეულებრივია ნაირბალახიანი მდელოები მრავალი ვარიანტით. ქვა-ქვიშიან ფერდობებზე კრაზანას სახეობები ყვავილობისას ქმნიან მკვეთრ ასპექტს Hypericum perforatum, H. polygonifolium, H.pruinatum, H.nordmanniana მათთან ერთად გვხვდება აგრეთვე Thymus caucasicus, Melamphyrum caucasicum,  Androsace  intermedia, A. albana და სხვ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუბალპურ მდელოებზე მთის ბარისპირას (Betoniсa grandiflora) გავრცელება. მისი მონაწილეობით ფლორისტულად მდიდარი კომბინაციები იქმნება, რომელშიც მონაწილეობენ  ასევე  Scutellaria  pontica,  Calamintha  grandiflora,   Verbascum   alpinum, Scrophularia  chrysantha,  Aconitum orientale, Potentilla  erecta და სხვ.

საქონლის სადგომებთან გავრცელებულია მთის ღვალო. ჩრდილო-დასავლეთის ფერდობების მდელოებზე ძირითადად წარმოდგენილია ნემსიწვერას სახეობები: Geranium psilostemon, G. ibericum. აქვე გვხვდებიან:Heracleum apiifolium, Pedicularis  caucasica,  Solidago  sausasica,  Cerastium hemschinicum,  Ranunculus  astrantiefolius და სხვ.

სუსტად დახრილ ფერდობებზე გვხვდებიან ბოლქვოვანი სახეობებიც: Muscari polyanthum, Bellevalia  paradoxa, Scilla  winogradowii,  Puschkinia   scilloides,  Fritillaria  latifolia,  Ornithogalum balansae,  Crocus speciosus, C. Vallicola.

ალპური მცენარეულობა

სუბალპური სარტყლის შემდგომი საფეხუ-რია. ალპური სარტყლის ლანდშაფტი წარმოდგენილია ბალახეული და ბუჩქნარი მცენარეულობით.  ალპურ  სარტყელში  გამოირჩევა  ორი საფეხური-ქვედა და ზედა (Долуханов, Сахокия, Харадзе, 1942).

ქვედა საზღვარი წარმოადგენს სუბალპური მდელოების  გაგრძელებას. იგი ვრცელდება 2700მ-მდე ზ. დ. ამ საფეხურისათვის ძირითადად დამახასიათებელია მდელოები. მათ მიეკუთვნებიან: ა) ნაირბალა-ხიან-მარცვლოვანი მდელოები, რომლებშიც ძირითადად მონაწილეობენ: Zerna adjarica, Z. variegata, Poa supina, P. alpina, Festuca supinaდა სხვ. ბ) ნაირ-ბალახიანი მდელოები, რომელთა ძირითადი წარმომადგენლებია: Anemo-ne  fasciculata, Betonica  grandiflora,   Inula  glandulosa,  Geum   speciosum,   Carex  pontica და სხვ.

მეორე საფეხურისათვის დამახასიათებელია „ალპური ხალები“, დაბალბალახოვანი ასოციაციები, რომლებიც წარმოადგენენ გარდამავალ ფორმას  გაკორდებებსა და ალპურ  მდელოებს შორის. ალპურ ხალებს ქმნიან: Minuarti oreina, Potentilla crantzii, Myosotis alpestris,  Alchemilla sericea, Ranunculus  brachylobus,  Campanula  alpigena,  Gypsophilla  tenuifolia და სხვ.

რაც შეეხება  ბუჩქნარების ფორმაციას, ის საერთოა ორივე საფეხურისათვის.  იგი წარმოდგენილია  როგორც  დეკიანის, ასევე  ღვიანის სახით.

ალპური სარტყელში წარმოდგენილია ნაშალ-ღორღიანი ეკოტოპები, რომელთა საარსებო პირობები მეტად არახელსაყრელი და მკაცრია. ზოგი სახეობის  მცენარე მხოლოდ კლდეებსა და მათ ნაპრალებშია, მაგალითად Potentilla  brachipetala,  Silene  physocalyx,  Paederotella  pontica,Scutellaria pontica,  Saxifraga  repanda, S.pontica, Heracleum  albovii.ბუჩქებიდან-კლდის Rhamnus  microcarpa. კორდისებრ ბალიშებს  ქმნიან: Saxifraga  moschata,  S. pontica,  S.  exerata, S.cartiliginea,  Sempervivum  globiferum,   Draba  polytricha და სხვ.

ქობულეთის მუმიციპალიტეტის  ფლორის განსაკუთრებული მნიშვნელობია:

ზღვისპირა დაბლობის მცენარეულობა 0 მ.-დან 15-25 მ.-მდე ზ.-დან

• სანაპირო ქვიშნარების მცენარეულობა;

• ჭაობებისა და გუბურების მცენარეულობა.

ტყის მცენარეულობა 15-25 მ.-დან 2100 მ.-მდე ზ. დ. -დან

• შერეული კოლხური ტყე 15-25მ-დან  250-500მ-დ. ზ. დ. -დან;

• წაბლის ტყეები 500- დან 1000-1100მ.-მდე ზ. დ.-დან;

• წიფლის ტყეები 1100-დან 2000-2100 მ-მდე ზ. დ. -დან

• შერეულფოთლიანი ტყე 1800-2100 მ-მდე ზ. დ. -დან.

სუბალპური სარტყლის მცენარეულობა 2000-2100მ-დან  2400მდე. ზ. დ. -დან

• სუბალპური ტყეები 2000-დან 2250მ-მდე. ზ. დ. -დან;

• სუბალპური ბუჩქნარები-2100მ-დან - 2350მ-მდე ზ. დ. -დან;

• სუბალპური მდელოები 2200მ.-დან 2400მ.-მდე ზ. დ. -დან.

ალპური სარტყლის მცენარეულობა 2400მ.-დან 2700მ.-მდე ზ.დ.

• დაბლარი ბუჩქნარები -მთელ სარტყელში;

• ხალიანი მდელოები-მთელ სარტყელში;

ქვანაშალის მცენარეულობა-მთელ სარტყელში.

ობიექტი №1

|ობიექტის დასახელება |თიკერის კოლხური ტყე |

|გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ექსპოზიცია |ქობულეთის დაბლობი |

|უახლოესი დასახლებული პუნქტი ან გეოგრაფიული ობიექტი |ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამური სოფ.ცეცხლაური. |

|მანძილი და გზა უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე |უშუალოდ ემიჯნება სოფ.ცეცხლაურს დაბა ოჩხამურს და ქობულეთის დაცული |

| |ტერიტორების (ისპანი II –ის პერკოლაციური ტიპის ჭაობს) |

|ობიექტის კოორდინატები (GPS მონაცემი) |1. სოფ.ცეცხლაურის მისადგომთან |

| |N 41º 53' 080" |

| |E 41º 51' 256" |

| |სიმაღლე ზღვის დონიდან18 m |

|დასაბუთება :ბუნების ძეგლი, როგორც კოლხეთის დაბლობის მეზოფილურ (ან სუსტად დაჭაობებულ) პირობებში მაქსიმალური მრავალფეროვნებით |

|შემონახული უძველესი კოლხური ტიპის შერეული ფოთლოვანი ტყე |

[pic]

ობიექტი №2

|ობიექტის დასახელება |მდ. დეხვას ხეობის ზედა წელი და სათავეები |

|გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ექსპოზიცია |აჭარა-იმერეთის ქედი; ზღვისკენ მიმართული დასავლეთი |

| |ექსპოზიცია |

|უახლოესი დასახლებული პუნქტი ან გეოგრაფიული ობიექტი |ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დაგვა |

|მანძილი და გზა უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე |სოფ. დაგვადან 4 კმ |

|ობიექტის კოორდინატები  (GPS მონაცემი) |მდ. დეხვას  ზემო წელი:N |

| |41 44 281 |

| |41 50 027“ |

| |Eსიმაღლე ზღვის დონიდან 230 m |

|დასაბუთება:  ბუნების ძეგლი, როგორც მესმეული პერიოდისათვის დამახასიათებელი უძველესი ელემენტების: მარადმწვანე ბუჩქოვანი  |

|სახეობების - წყავის – აუროცერასუს ოფფიცინალის და შქერის - ოდოდენდრონ პონტიცუმ ხის მაგვარი ფორმების და ტროპიკული გვიმრის |

|სახეობის -   ტუნბრიჯის ჰიმენოფილუმის - ყმენოპჰყლლუმ ტუნბრიდგენსე ცოცხალი ნაშთი |

[pic]

აჭარის ფაუნის რეესტრის  (ა. ბუხნიკაშვილი და სხვები, თბილისი, 2011) მონაცემებზე დაყრდნობით  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტიპი ქორდიანები CHORDATA (BATESON, 1885), ქვეტიპი  ხერხემლიანები VERTEBRATA CUVIER, 1812,წარმოდგენილია:

• კლასი: Cephalaspidomorphi  -  1 რიგით, 1ოჯახით და 1 სახეობით;

• კლასი: Chondrichthyes= ხრტილოვანი თევზები -3 რიგით, 3ოჯახით და 3 სახეობით;

კლასი: Actinopterygii Klein= სხივფარფლიანი თევზები-19 რიგით, 47 ოჯახით და 131  სახეობით;

• კლასი: Amphibia Linnaeus = ამფიბიები– 2 რიგით, 5 ოჯახით და 10 სახეობით;

• კლასი: Reptilia Laurenti = ქვეწარმავლები  -2  რიგით,  7 ოჯახითა და 15 სახეობით;

• კლასი: Aves Linnaeus, 1758 = ფრინველები– 19 რიგით, 56 ოჯახითა და 328  სახეობით;

• კლასი: Mammalia Linnaeus = ძუძუმწოვრები – 6 რიგით, 20 ოჯახითა და 56 სახეობით.

• სულ 7 კლასი, 52 რიგი, 139 ოჯახი და 544  სახეობა

1-4. მოსახლეობა და დემოგრაფიული პროცესები

1-4.1მოსახლეობა

ოსმალეთის იმპერიის 1835–36 წლების აღწერით მოცემულია ჩილდირის ეიალეთში შემავალი ჩურუქსუს ნაჰიეს მოსახლეობის მონაცემები. მოცემულ აღწერაში მოყვანილია მხოლოდ მამაკაცების რაოდენობა, რადგან, როგორც ჩანს, ის სამხედრო მიზნებს ემსახურებოდა. აღწერის მიხედვით დღევანდელი ქობულეთის ტერიტორიაზე აღწერილია შემდეგი სოფლები: ქობულეთი, 138 კომლი, 398 მოსახლე მამაკაცი; ჭახათი 66 კომლი, 214 მამაკაცი; კვირიკე და მახლათი 273 კომლი, 488 მამაკაცი; ალანბარი 78 კომლი, 245 მამაკაცი; ტყემაკარავი 102 კომლი, 428 მამაკაცი; დაგვა 92 კომლი, 258 მამაკაცი; სამება 109 კომლი, 300 მამაკაცი; გვარა 33 კომლი, 114 მამაკაცი; გაღმა (დიერ) გვარა 34 კომლი, 113 მამაკაცი; აჭარისთავი 75 კომლი, 240 მამაკაცი; ზერაბოსელი 64 კომლი, 201 მამაკაცი; ხუცუბანი 77 კომლი, 268 მამაკაცი; ბაზრისუბანი 36 კომლი, 108 მამაკაცი; სულ 1158 კომლი და 3255 მამაკაცი. კომლში საშუალოდ 3 ან მეტი მამაკაცი ცხოვრობდა. თუ კომლში დაახლოებით ამდენივე ქალს ვივარაუდებთ, შეიძლება ითქვას, რომ ქობულეთში ამ დროისათვის დაახლოებით 7 000 მაცხოვრებელი ცხოვრობდა. ტექსტის მიხედვით სავაჭროდ ქობულეთს 25 მუსლიმი და 12 ქრისტიანი სტუმარობდა[1].

ამრიგად, ქობულეთის რაიონში 13 დასახლება ფიქსირდება, რომლებშიც სულ 1158 კომლი ცხოვრობდა.

[pic]

[1] სტამბულის მინისტრთა საბჭოს არქივი, მოსახლეობის აღწერის დავთრები, NFS.d 02763 (თარგმანი – ზაზა შაშიკაძე);

მოსახლეობის სავარუდო რაოდენობა – 7000 კაცი მიახლოებითია, რადგან უცნობია ქალების რაოდენობა, რომელთა რიცხვი შესაძლებელია მამაკაცებზე მეტი იყო იმ პერიოდში ოსმალეთის იმპერიის ომებში აქტიური მონაწილეობის გამო.

ამ ცნობებთან კავშირში საყურადღებოა ვ. იაშვილის ცნობა, რომლის მიხედვით რუსეთ–ოსმალეთის 1828–1829 წლების ომში ახმედ ბეგ ხიმშიაშვილს 20.000 მეომარი გაუყვანია[1].

1871–1873 წლების მონაცემებით, რომელსაც პ. ჯიუდიჩი გვაწვდის, ჩურუქსუში 16 დასახლებული პუნქტი, 1283 კომლი ანუ 3592 ქართველი მუსლიმი და 120 კომლი ანუ 538 ჩერქეზი ცხოვრობდა[2].  იმავე პერიოდის ორ წყაროში შემდეგი ცნობებია – გ. ყაზბეგი ჩურუქსუს ნაჰიეში 1470 კომლს ანუ 8800 ადამიანს ვარაუდობდა[3], ხოლო „ტრაპიზონის კალენდრის“ მიხედვით ჩურუქსუს ნაჰიეში, საკუთრივ ქალაქში, 590 კომლი, ხოლო სოფლებში 848 კომლია, თუმცა მოსახლეობის ზუსტი რიცხვი არ ფიქსირდება[4].

საყურადღებოა, რომ ამ და შემდგომი წლების აღწერების დიდ ნაწილში მოსახლეობის რაოდენობის ათვლა ძირითადად კომლების მიხედვით ხდებოდა, რის გამოც მოტანილი ცნობების უმრავლესობა ზოგადი ხასიათისაა და მოსახლეობის საერთო რაოდენობა მიიღებოდა კომლის გარკვეულ ციფრზე გამრავლებით (საშუალოდ კომლში 5 ან მეტ ადამიანს ვარაუდობდნენ).

1877–1878 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის შემდეგ ჭოროხის აუზი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადადის. 1878 წლების სან–სტეფანოს ხელშეკრულებისა და ბერლინის ტრაქტატისა და 1879 წლის კონსტანტინოპოლის ტრაქტატით რეგულირდებოდა როგორც ტერიტორიის დაქვემდებარების საკითხები, მისი მოწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციის პირობებიც, რაც მუჰაჯირობის სახელითაა ცნობილი. ამ რეგიონისათვის მუჰაჯირობის ვადებად 1879 წლის 3 თებერვლიდან 1882 წლის 3 თებერვალი განისაზღვრა. არაოფიციალურად გადასახლება 80–იანი წლების ბოლომდეც გრძელდებოდა. თუმცა 1886 წელს რუსეთმა ოფიციალურად ჩაკეტა საზღვარი ოსმალეთთან[5]. მოსახლეობის მიგრაცია ოსმალეთის, შემდეგ კი თურქეთის მიამრთულებით 1940–იან წლებამდე ხდებოდა. ადგილი ჰქონდა უკუმიგრაციასაც, მათ შორის მუჰაჯირებშიც. თუმცა უკუმიგრირებულთა რაოდენობა მცირე იყო. მიგრაციის მიზეზი სხვადასხვა იყო: ანტირუსული და პროოსმალური აგიტაცია, მოსახლეობის უფლებების შეზღუდვის საფრთხე, შესაძლო სამეურნეო და ეკონომიკური პრობლემები, რელიგიური ფაქტორი, რეგიონის ეთნოკონფესიური სურათის შეცვლა როგორც რუსეთის იმპერიის, ისე ოსმალეთის იმპერიის ინტერესებში შედიოდა. მოსახლეობის უკმაყოფილებას ხელს უწყობდა ახალი მმართველობის შემოღების პროცესში დაშვებული გადაცდენები[6]. ვ.ლისოვსკი, რომელიც რეგიონის ერთ–ერთ გაშლილ აღწერას იძლეოდა, აღნიშნავდა, რომ გადასახლებას პოზიტიური ცვლილებები მოყვა, რადგან ჭარბოსახლეობიანი და მცირემიწინაი აჭარა, საშუალებას არ აძლევდა ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის, რის გამოც ადგილობრივები ყაჩაღობით და უკანონო საქმიანობით იყვნენ დაკავებული. ვ, ლისოვსკის აზრით, სოფლების მოსახლეობის რაოდენობის შემცირების გავლენით მოსახლეობას გარკვეული შეღავათი უნდა ეგრძნო, მიწების გამონთვისუფლების გამო.[7]

მუჰაჯირთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თურქეთის რესპუბლიკის არქივებში დაცული მასალებით ირკვევა ზოგიერთი დეტალი. ასე, ზ. შაშიკაძეს მოცემული აქვს ჩასახლებული მოსახლეობის სტატისტიკა. ავტორის ცნობით, მარტო 1878–1879 წლებში რუსეთ–ოსმალეთის ომის შემდეგ მარტო თურქეთის შვიზღვისპირეთის რეგიონში (ორდუ, ტრაპიზონი, სამსუნი, რიზე და სხვა მხარეებში) ძირითადად ბათუმის მიმდებარე სოფლებიდან, ასევე თანამედროვე ხელვაჩაურის,

[pic]

[1] იაშვილი ვ., აჭარა ოსმალთა ბატონობის პერიოდში, ბათუმი, 1948, გვ. 125.

[2] Джудич П., Заметки о Батуме, ИКОИРГО, т. 3, №3, Тифлись, 1873.

[3]Френкель А., Очерки Чурук-Су и Батума, Тифлись, 1879, gv. 10–11.

[4] იქვე, გვ. 11.

[5] მეგრელიძე შ., აჭარის წარსულიდან (მუჰაჯირობა 1878–1882 წწ.), თბილისი, 1964; ბარამიძე ი., საადგილმამულო ურთიერთობათა ისტორიიდან სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში, ბათუმი, 1999, გვ. 41–77; სიჭინავა ვ., ბათუმის ისტორიიდან (რუსეთთან შეერთება და სოციალურ–ეკონომიკური განვითარება 1878–1907 წლებში), ბათუმი, 1958, გვ. 100–102 და სხვა.

[6] მესხი ს., წერილები აჭარაზე, ბათუმი, 2000; მეგრელიძე შ., აჭარის წარსულიდან (მუჰაჯირობა 1878–1882 წწ.), თბილისი, 1964, გვ. 9–40; ბარამიძე ი., საადგილმამულო ურთიერთობათა ისტორიიდან სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში, ბათუმი, 1999, გვ. 100–102 და სხვა.

[7] Лисовский В., Чорохский край (военно-статистический очеркъ), Тифлисъ, 1887, gv. 88.

ქობულეთის და ქედის რაიონებიდან დაახლოებით 22 ათასი ადამიანია გადასახლებული. როგორც ავტორი აზუსტებს, რომ მოყვანილი სტატისტიკა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტალღას ეხება და ის თავისთავად არასრულია[1]. ამგვარად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოსახლეობის საკმაოდ დიდ ტალღა გადასახლდა. ამჟამად მათი სოფლები ფიქსირდება შავიზღვისპირეთში, ორდუს და სამსუნის ილის სოფლებში. განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა უნიეს მხარე.

ა. ფრენკელი 1878 წლისათვის, რუსეთ–ოსმალეთის ომის გამო ადგილობრივი მოსახლეობა საგრძნობლად შემცირებულია და მთელი რიგი სოფლები ფაქტიურად დაცლილიც კი იყო[2]. კინტრიშის კაზაში (რომელსაც ავტორი ჩურუქსუს კაზადაც მოიხსენიებს), მისი ცნობით 4887 მოსახლე ცხოვრობდა[3].

ა. ფრენკელს ქობულეთში 7 მერქეზი და 22 სოფელი აქვს დაფიქსირებული[4]. მას აღწერილი აქვს შემდეგი დასახლებები: ჩურუქ–სუ, ქალაქის ტიპის დასახლება, რომელიც თითქმის დაცლილი იყო, ომამდე 590 კომლი, ომის შემდეგ კი 200 კომლი ანუ 668 მაცხოვრებელი[5]; მუხაესტატე დაცლილია[6]; ლეღვა დაცლილია, ფიქსრიდებოდა 64 კომლი ანუ 256 მაცხოვრებელი; გვარა დაცლილია, 12 კომლი ანუ 45 მაცხოვრებელი; ალამბარი 86 კომლი ანუ 426 მაცხოვრებელი; ზენითი 41 კომლი ანუ 67 მაცხოვრებელი; აჭყვა; ნაცხოვატევი[7];  ხუცუბანი 40 მაცხოვრებელი; სამება 24 მაცხოვრებელი; კვირიკე 46 კომლი ანუ 170 მაცხოვრებელი[8]; ზემოხინი (სავარაუდოდ ზემო ხინო); დიდე–ვაკე (სავარაუდოდ დიდვაკე) მოიცავს 70 კომლს ანუ 197 მაცხოვრებელს; ზერაბოსელი 40 კომლი ანუ 189 მაცხოვრებელი; მესხიძე ან მესხი–ქედი, კინტრიშის გაღმა15 კომლი ანუ 34 მაცხოვრებელი; მცხევლოვანი ან ცხემლვარი 40 კომლი ანუ 76 მაცხოვრებელი; კობალაური 20 კომლი ანუ 48 მაცხოვრებელი; ტყემაკარავი 43 კომლი; კეჭიეთი 30 კომლი ანუ 150 მაცხოვრებელი; ვარჯანული 20 კომლი ანუ 42 მაცხოვრებელი; ჭახათი 40 კომლი ანუ 165 მაცხოვრებელი; კეხი (კოხი) მონაცემები უცნობია; ქობულეთი 81 მაცხოვრებელი; ბობოყვათი 20 კომლი 60 მაცხოვრებელი[9]; ციხისძირი ძირითადად ჩერქეზებით იყო დასახლებლი[10]; დაგვა 20 კომლი ანუ 66 მაცხოვრებელი. ოსმალეთის პერიოდში 65 მაცხოვრებელი; აჭყვის–თავი 113 კომლი ანუ 604 მაცხოვრებელი. ოსმალეთის პერიოდში 82 მაცხორებელი; ქაქუთი 41 კომლი ანუ 184 მაცხოვრებელი. ოსმალეთის პერიოდში 177 მაცხოვრებელი; ხინო 110 კომლი ანუ 419 მაცხოვრებელი; ოსმალეთის პერიოდში ფიქსირდება ასევე ბაშ–ხინო 22 მაცხოვრებელი და აზიზნა 61 მაცხოვრებელი[11]; ჩაქვი, მნიშვნელოვანი დასახლება; ხალა 92 კომლი ანუ 224 მაცხოვრებელი[12];  ჩაქვისთავი, ოსმალური აღწერით 88 კომლი ანუ 195 მაცხოვრებელი. რუსული აღწერით 85 კომლი ანუ 340 მაცხოვრებელი[13].

ა. ფრენკელი ასევე აღწერს ბათუმის მიმდებარე სოფლებს, რომლებიც მთის გზით ჩაქვს უკავშირდებიან – ახალშენი ოსმალური ცნობებით 33 კომლი ანუ 98 მაცხოვრებელი. რუსული ცნობებით 30 კომლი ანუ  109 მოსახლე; კორონის–წყალი (ყოროლისწყალი) ოსმალური ცნობებით 61 კომლი ანუ 153 მაცხოვრებელი. რუსული წყაროებით 25 კომლი ანუ 96 მაცხოვრებელი; ორთა–ბათუმი 75 კომლი, ანუ 179 მაცხოვრებელი[14]; ასევე მეორე გზით მახინჯაური 75 კომლი ანუ 315 მაცხოვრებელი[15], ყარადერე 25 კომლი ანუ 110 მაცხოვრებელი; დასახელებულია ასევე აგარა 29 მაცხოვრებელით[16];

[pic]

[1] შაშიკაძე ზ., ქართველთა მუჰაჯირობა თურქეთის შავი ზღვის რეგიონში, – კრებული VII, ბათუმი, 2013,გვ. 151.

[2] Френкель А., Очерки Чурук-Су и Батума, Тифлись, 1879, გვ. 15

[3] იქვე, გვ. 60.

[4] იქვე, გვ. 35.

[5] იქვე, გვ. 26.

[6] იქვე, გვ. 8.

[7] იქვე გვ. 12–13.

[8] იქვე, 14–15.

[9] იქვე, გვ. 29–30.

[10] იქვე, გვ. 31.

[11] იქვე, გვ. 34.

[12] იქვე, გვ. 35.

[13] იქვე, გვ. 37.

[14] იქვე, გვ. 43–44.

[15] იქვე, გვ. 38.

[16] იქვე, გვ. 43.

მოგვიანებო პერიოდის პეტრე უმიკაშვილის ხელნაწერი  მასალები 1879 წლის 20  დეკემბრითაა დათარიღებული. ავტორი ბათუმის უბნის შემადგენლობაში დღევანდელი ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის ტერიტოებზე არსებულ დასახლებებს მოიხსენიებს. ამ მასალებით კინტრიშის ხეობაში სულ ხუთი თემის არსებობა  დასტურდება. ესენია:

1.ხინოს თემი: ამ თემში ცხრა სოფელი შედიოდა: ხინო – 110 კომლი, 419 სული (მხოლოდ მამრობითი სქესის მოსახლეობაა აღრიცხული); დიდვაკე –70 კომლი, 197 სული; მესხიქედი –  15 კომლი, 34 სული;  ზერაბოსელი – 40 კომლი, 76 სული; კობალაური – 20 კომლი, 48 სული;  ვარჯანაული – 20 კომლი, 48 სული; ტყემაკარავი – 50 კომლი, 211 სული; სოფელი ჭახათი – 40 კომლი 165 სულით; სოფელი კეჭიეთი – 30 კომლი 150 სულით. თემში სულ 395 კომლი და მამრობითი სქესის 1442 სული ყოფილა;

2.ქობულეთის თემი: ქობულეთი – 213 კომლი, 604 სული; ზენითი – 64 კომლი, 256 სული; აჭყვისთავი – 113 კომლი,  598 სული. თემში სულ 390 კომლი და 1458 სული იყო;

3.ალამბრის თემი: ალამბარი – 86  კომლი, 427 სული; ლეღვა – 64 კომლი, 241 სული; ქაქუთი – 41 კომლი, 184 სული. თემში 191 კომლი და 852 სული იყო;

4.ხუცუბნის თემი – ხუცუბანი – 86 კომლი, 354 სული; გვარა – 12 კომლი, 45 სული; სამება – 15 კომლი, 451 სული  ამ თემში 113 კომლი და 850 სული ყოფილა;

5.კვირიკეს თემი: კვირიკე – 46 კომლი, 170 სული; დაგვა – 20 კომლი, 66 სული; ბობოყვათი – 20 კომლი, 64 სული. კვირიკეს თემში 86 კომლი და 300 სული არსებულა. ავტორის ეს ცნობები, რა თქმა უნდა, მიახლოებითია[1].

უფრო მოგვიანო პერიოდს წყაროს მიეკუთვნება 1887 წელს გამოცემული სამხედრო–სტატისტიკური ხასიათის ნაშორმი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ჭოროხის მხარის შესახებ. წყაროს მიხედვით შესაძლებელია ვივარაუდოთ დღევანდელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლები: ხალვაში (სავარაუდოდ სახალვაშო), 18 კომლი, 40 მამაკაცი, 29 ქალი, სულ 69 მოსახლე. საშუალოდ კომლში 3,83 ადამიანი; ალამბარა (დღევანდელი ალამბარი), 62 კომლი, 115 მამაკაცი, 77 ქალი, სულ 192 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში3,09 ადამიანი; აჭყვისთავი, 74 კომლი, 201 მამაკაცი, 150 ქალი, სულ 351 მაცხოვრებელი. კომლში საშუალოდ 4,74 ადამიანი; ბობაყვათი, 26 კომლი, 50 მამაკაცი, 41 ქალი, სულ 91 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 3,5 ადამიანი; დაგვა  10 კომლი, 29 მამაკაცი, 14 ქალი, სულ 43 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 4,3 ადამიანი; გვარა, 9 კომლი,     19 მამაკაცი, 19 ქალი, სულ 38 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 4,22 ადამიანი; ზენითი, 16 კომლი, 70 მამაკაცი, 55 ქალი, სულ 125 მაცხოვრებელი. კომლში საშუალოდ 7,81 ადამიანი; კვირიკე, 74 კომლი, 181 მამაკაცი, 159 ქალი, სულ 340 მაცხოვრებელი. კომლში საშუალოდ 4,59 ადამიანი; ლეღვა, 78 კომლი, 227 მამაკაცი, 193 ქალი, სულ 420 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 5,38 ადამიანი; აჭყვისთავი, 74 კომლი, 201 მამაკაცი, 150 ქალი, სულ 351 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 4,74 ადამიანი; ქაქუთი, 26 კომლი, 80 მამაკაცი, 72 ქალი, სულ 152 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 5,85 ადამიანი; ქობულეთი, 83 კომლი, 200 მამაკაცი, 190 ქალი, სულ 390 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში  4,7 ადამიანი; სამება, 54 კომლი, 114 მამაკაცი, 102 ქალი, სულ 216 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 4 ადამიანი; კოხი, 24 კომლი, 66 მამაკაცი, 48 ქალი, სულ 114 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 4,75 ადამიანი; ციხისძირი, 63 კომლი, 193 მამაკაცი, 189 ქალი, სულ 382 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 6,06 ადამიანი; ჭახათა, 39 კომლი, 73 მამაკაცი, 79 ქალი, სულ 152 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 3,9 ადამიანი; დიდი–ვაკე, 10 კომლი, 23 მამაკაცი, 19 ქალი, სულ 42 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 4,2 ადამიანი;  ვარჯანაული, 10 კომლი, 34 მამაკაცი, 21 ქალი, სულ 55 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 5,5 ადამიანი; ტყემაკარავი, 38 კომლი, 87 მამაკაცი, 79 ქალი, სულ 166 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში4,37 ადამიანი; ხალა, 46 კომლი, 122 მამაკაცი, 87 ქალი, სულ 209 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 4,54 ადამიანი; გორგაზეთი (სავარაუდოდ გორგაძეები), 15 კომლი, 41 მამაკაცი, 39 ქალი, სულ 80 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 5,3 ადამიანი; ჩაქვის–თავი, 32 კომლი, 85 მამაკაცი, 75 ქალი, სულ 160 მაცხოვრებელი. კომლში საშუალოდ 5 ადამიანი; ხუცუბანი, 62 კომლი, 110 მამაკაცი, 67 ქალი, სულ 177 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 2,85 ადამიანი[2]. ამგვარად, ჩურუქსუს ნაჰიეში დაახლოებით 1954 მაცხოვრებელია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წყაროს მიხედვით რთული იყო ქობულეთის მუნიციპალტეტის სოფლების ზუსტი დადგენა. კერძოდ, ზემოთ მოყვანილ ა. ფრენკელის ცნობების მიხედვით, რომელიც უფრო

[pic]

[1]მგელაძე ვლ., პეტრე უმიკაშვილი და ოსმალობისდროინდელი სამხრეთ საქართველო, ბათუმი, 2014 (ხელნაწერის უფლებით), გვ. 124–125, 142–143;

[2] Лисовский В., Чорохский край (военно-статистический очеркъ), Тифлисъ, 1887, დანართი 1.

ადრეულ პერიოდს ეხება, მოცემული სოფლების ჩამონათვალი შედგენილია ავტორის მოგზაურობის პროცესში დაფიქსირებული ცნობების მიხედვით. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში სოფლებად აღნიშნული დასახლებები თემის ცენტრებს წარმოდგენდნენ და საგადასახადო პოლიტიკის გამო, მისი ცალკეული ნაწილები (უბანი, მეჰელე, ნაწილი...) დამოუკიდებელ სოფლებად ჯერ არ იყო გამოყოფილი. ამასთანავე ისევ ავტორი აღნიშნავს, რომ დასახლებების დიდი ნაწილი დაცლილი იყო. ასევე არ უნდა გამოირიცხოს ის ფაქტორიც, რომ ავტორისათვის უცნობი იყო ხეობების სიღრმეში არსებული სოფლები. რაც შეეხება უკვე 1887 წლით დათარიღებულ ვ. ლისოვსკის ნაშრომშს, აქ მოხსენიებული დასახლებების დასახელება მოყვანილი აქვს მთლიანად ბათუმის ოლქისათვის, ანბანური თანმიმდევრობით და არა ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით. ამ მიზეზით იმ სოფლების ჩამონათვალის დაზუსტება, რომლებიც ჩურუქ–სუს, კერძოდ კი დღევანდელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში შედიოდნენ, საკმაოდ რთულია. გარდა ამისა ცალკეული სოფელი მხოლოდ ვარაუდის დონეზე გამოვყავით. ამასთანავე სირთულეს წარმოადგენს ცალკეული სოფლის დადგენა, რომელიც მანამდელ არსებულ სიებში გვხდება, მაგალითად, მუხაესტატე. ცალკე პრობლემად გვეჩვენება ის ფაქტორი, რომ სოფლების ნაწილი, რომელიც წარსულში სტატისტიკაში იყო ასახული – დროთა განმავლობაში გაქრა, ადგილი ან სახელი  იცვალა. ამიტომაც ვ. ლისოვსკის მიხედვით აქ წარმოვადგინეთ დღევანდელი ქობულეთის ტერიტორიაზე დაფიქსირებული სოფლების ის ჩამონათვალი, რომელიც ჩვენი აზრით შეესაბამება დღევანდელ დასახელებებს ან ტოპონიმებს და მოცემულია სტატისტიკურ დანართში.

უკვე 1886 წელს კინტრიშის უბანზე 7464 მაცხოვრებელია, რომელთა შორის 683 ბერძენი, 292 აფხაზი და 107 რუსი ცხოვრობდა[1].1926 წლის მონაცემებით საქართველო ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლკის ნაწილია[2]. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, 5 მაზრას, 19 თემს, 290 სოფელს, 11701 კომლს და 132767 ადამიანს მოიცავდა. აქედან, ქობულეთის მაზრა მოიცავს 4 თემს, 47 სოფელს, 2783 კომლს და 15205 ადამიანს. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ქობულეთის მაზრის ყველა მაცხოვრებელი სოფლად ცხოვრობდა. 1926 წლის მონაცემებით ხულოს მაზრაში სასოფლო საბჭოები არ ფიქსირდება. თემების მიხედვით ხულოს მაზრაში მოცემულია შემდეგი მაზრის თემები და თემის აღმასრულებელი საბჭოების მდებარეობის ადგილი:

კინტრიშის თემი, ცენტრი კინტრიში, 11 სოფელი, 752 კომლი, 4087 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 5.43 ადამიანი;

ქობულეთის თემი, ცენტრი ხუცუბანი, 14 სოფელი, 903 კომლი, 5071 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 5,62 ადამიანი;

ჩაქვის თემი, ცენტრი ჩაქვი, 14 სოფელი, 753 კომლი, 3779 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 5,92 ადამიანი;

ჭახათის თემი, ცენტრი ჭახათი, 8 სოფელი, 375 კომლი, 2208 მაცხოვრებელი. საშუალოდ კომლში 5,89 ადამიანი[3].

1931 წლის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 3 რაიონად იყოფა. ქობულეთის რაიონის ცენტრს დასახლება ქობულეთი წარმოადგენს, რომელიც სტატუსით სოფელთანაა გათანაბრებული. რაიონი 7 სასოფლო საბჭოს მოიცავდა და 47 სოფლისაგან შედგებოდა. ამ პერიოდში ქობულეთში მოსახლეობა მთლიანად სოფლად ცხოვრობდა და სულ 21492 ადამიანს შეადგენდა.[4]

1938 წლის მონაცემებით ამიერკავკასიის ქვეყნები ცალკე რესპუბლიკებად გარდაიქმნენ. აჭარა ამ პერიოდში უკვე 4 რაიონს, 41 სასოფლო საბჭოს მოიცავს.[5] ქობულეთის რაიონი 13 სასოფლო საბჭოს მოიცავს, ხოლო დასახლება ქობულეთს უკვე ქალაქის ტიპის დასახლების სტატუსი აქვს.[6]

[pic]

[1] http://www.ethno-kavkaz.narod.ru/rngeorgia.html

[2] Территориальное и Адмнинстративное деление Союза ССР на 1-ое янвяря 1926 г., Народный Комисариат Внутренных Дел, Статистический Отдел, издательство «Главное Управление Комунального Хозяйства НКВД», Москва, 1926, გვ. 195.

[3]იქვე, გვ. 207.

[4] Административно-териториальное деление Союза ССР (раиони и города СССР), Центральный Исполнителный Цомитет Союза ССР, Всеросииский Центральный Исполнительный Комитет, издательство «Власть Советов», при Президиуме ВЦИК, Москва1931, გვ. 240–241.

[5] СССР (Административно-Территориальное деление Союзных Республик, на 1 октября 1938 года), Информационно-Статистический отдел при Секретариате Президиума Верховного Совета СССР, издательство «Власть Советов», Москва 1938, გვ. XIV.

[6]იქვე, გვ. 188.

1941 წლის დასაწყისისათვის, სხვადასხვა პოლიტიკური და სამხედრო მოვლენის გავლენით საბჭოთა კავშირის ტერიტორია გაზრდილია და შეცვლილია რესპუბლიკებისა და ავტონომიების რაოდენობა. ამ პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 4 რაიონს და 50 სასოფლო საბჭოს მოიცავდა.[1] აქედან ხულოს რაიონი 13 სასოფლო საბჭოს მოიცავდა. რკინიგზის სადგული ბერიას სახელობისაა.[2]

1947 წელს აჭარა ისევ 4 რაიონს, თუმცა 1–ით მეტ 51 სასოფლო საბჭოს მოიცავს, ქობულეთის რაიონში 13 სასოფლო საბჭო ფიქსრიდებოდა. ქობულეთს რაიონული მნიშვნელობის ქალაქის სტატუსი აქვს[3].

1948 წლის 3 სექტემბერს აჭარის ავტონომიაში მთელი რიგი დასახლებების სახელწოდებების ცვლილება მოხდა. თუმცა ცვლილებები არ შეხებია ქობულეთის რაიონს.[4]

1960 წლის მდგომარეობით აჭარის ა.რ. მოიცავს 5 რაიონს. ქობულეთის რაიონი 1 ქალაქის საბჭოს, 12 სასოფლო საბჭოს, 1 ქალაქს, 2 ქალაქის ტიპის დასახლებას და 47 სოფელს მოიცავს. სასოფლო საბჭოების მიხედვით ქობულეთის რაიონში შემდეგი სოფლებია:

ბობოყვათის სასოფლო საბჭო: ბობოყვათი (საბჭოს ცენტრი), ზედა–დაგვა, ქვედა–დაგვა; ქაქუთის სასოფლო საბჭო: ქაქუთი (საბჭოს ცენტრი), აჭი, გოგმაჩაური, ნაცხავატევი; კვირიკეს სასოფლო საბჭო: კვირიკე (საბჭოს ცენტრი), ზედა–კვირიკე, ქვედა–კვირიკე; ქობულეთის სასოფლო საბჭო: ქობულეთი (საბჭოს ცენტრი), ზედა–სამება, კოხი; ლეღვას სასოფლო საბჭო: ლეღვა (საბჭოს ცენტრი), სკურა, ცხრაფონა; მუხაესტატეს სასოფლო საბჭო: მუხაესტატე (საბჭოს ცენტრი), ალამბარი, წყავროკა, ზედა–კონდიდი; ხალას სასოფლოს საბჭო: ხალა (საბჭოს ცენტრი), გორგაძეები, ჩაისუბანი, ჩაქვისთავი; ხუცუბნის სასოფლო საბჭო: ხუცუბანი (საბჭოს ცენტრი), გვარა, ქვედა–სამება, ქვედა–კონდიდი; ციხისძირის სასოფლოს საბჭო: ციხისძირი (საბჭოს ცენტრი), სტალინისუბანი, შუაღელე; ულიანოვკის სასოფლო საბჭო: ზედა–ულიანოვკა (საბჭოს ცენტრი), ზედა–აჭყვა, ქვედა–აჭყვა; ჭახათის სასოფლო საბჭო: ჭახათი (საბჭოს ცენტრი), ვარჯანაული, კეჭიეთი, კობალარი, ტყემაკარავი, ხინო, ზენითი; აჭყვისთავის სასოფლოს საბჭო: აჭყვისთავი (საბჭოს ცენტრი); ჩაქვის სადაბო საბჭო: ქალაქის ტიპის დასახლება ჩაქვი (საბჭოს ცენტრი), სახალვაშო, ქვედა–ულიანოვკა, ბუკნარი; ოჩხამური სადაბო საბჭო: ქალაქის ტიპის დასახლება ოჩხამური (საბჭოს ცენტრი); ქობულეთის ქალაქის საბჭო: ქალაქი ქობულეთი (საბჭოს ცენტრი), ახალსოფელი, კინკშა.[5]

1966 წლის მონაცემებით აჭარაში 5 რაიონია. ქობულეთის რაიონი 1 ქალაქის საბჭოს, 2 სადაბო საბჭოს (ჩაქვი და ოჩხამური), 12 სასოფლო საბჭოს, 1 ქალაქს, 2 ქალაქის ტიპის დასახლებას და 47 სოფელს მოიცავს[6]. სასოფლო საბჭოების მიხედვით ქობულეთის რაიონში შემდეგი მდგომარეობაა: ქობულეთის ქალაქის საბჭო: ქალაქი ქობულეთი (საბჭოს ცენტრი), ახალსოფელი, კინკშა; ოჩხამური სადაბო საბჭო: ქალაქის ტიპის დასახლება ოჩხამური (საბჭოს ცენტრი); ჩაქვის სადაბო საბჭო: ქალაქის ტიპის დასახლება ჩაქვი (საბჭოს ცენტრი), სახალვაშო, ქვედა–ულიანოვკა, ბუკნარი; ბობოყვათის სასოფლო საბჭო: ბობოყვათი (საბჭოს ცენტრი), ზედა–დაგვა, ქვედა–დაგვა; ქაქუთის სასოფლო საბჭო: ქაქუთი (საბჭოს ცენტრი), აჭი, გოგმაჩაური, ნაცხავატევი; კვირიკეს სასოფლო საბჭო: კვირიკე (საბჭოს ცენტრი), ზედა–კვირიკე, ქვედა–კვირიკე; ქობულეთის სასოფლო საბჭო: ქობულეთი (საბჭოს ცენტრი), ზედა–სამება, კოხი; ლეღვას სასოფლო საბჭო: ლეღვა (საბჭოს ცენტრი), სკურა, ცხრაფონა; მუხაესტატეს სასოფლო საბჭო: მუხაესტატე (საბჭოს ცენტრი), ალამბარი, წყავროკა, ზედა–კონდიდი; ხალას სასოფლოს საბჭო: ხალა (საბჭოს ცენტრი), გორგაძეები, ჩაისუბანი, ჩაქვისთავი; ხუცუბნის სასოფლო საბჭო: ხუცუბანი (საბჭოს

[pic]

[1] СССР (Административно-Территориальное деление Союзных Республик, на 1 января 1941 года), Информационно-Статистический отдел при Секретариате Президиума Верховного Совета СССР, издательство «Ведомостей Верховного Совета», Москва 1941, გვ. 5.

[2]იქვე, გვ. 244.

[3] СССР (Административно-Территориальное деление Союзных Республик, на 1 января 1947 года), Информационно-Статистический отдел при Секретариате Президиума Верховного Совета СССР, издательство «Известия советов депутатов трудяшихся СССР», Москва 1947, გვ. 270.

[4] Грузинская ССР (Административно-Территориальное деление, на 15 января 1966 года), Отдел по Вопросам Работы Советов Президиума Верховного Совета Грузинской ССР, Тбилии, 1966, გვ. 251–270.

[5] Грузинская ССР (административно-территориальное деление, на 1 мая 1960 года), отдел по вопросам работы советов президиума верховного совета Грузинской ССР, Тбилии, 1960 გვ. 132-133.

[6] Грузинская ССР (административно-территориальное деление, на 15 января 1966 года), отдел по вопросам работы советов президиума верховного совета Грузинской ССР, Тбилии, 1966 გვ. 13-14.

ცენტრი), გვარა, ქვედა–სამება, ქვედა–კონდიდი; ციხისძირის სასოფლოს საბჭო: ციხისძირი (საბჭოს ცენტრი), სტალინისუბანი, შუაღელე; ულიანოვკის სასოფლო საბჭო: ზედა–ულიანოვკა (საბჭოს ცენტრი), ზედა–აჭყვა, ქვედა–აჭყვა; ჭახათის სასოფლო საბჭო: ჭახათი (საბჭოს ცენტრი), ვარჯანაული, კეჭიეთი, კობალარი, ტყემაკარავი, ხინო, ზენითი; აჭყვისთავის სასოფლოს საბჭო: აჭყვისთავი (საბჭოს ცენტრი).[1]

1977 წლის 31 მარტს ქობულეთის რაიონში რიგი ცვლილებები განხორციელდა – გაუქმდა აჭყვისთვის სასოფლო საბჭო და სოფელი აჭყვისთავი მუხაესტატეს სასოფლო საბჭოში შევიდა, ისევე, როგორც ჭახათის სასოფლო საბჭოდან სოფელი ზენითი ასევე შევიდა მუხაესტატეს სასოფლოს საბჭოს შემადგენლობაში[2]. ასევე 1980 წლისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჭახათის სასოფლო საბჭოში გამოიყო სოფლები დიდვაკე, კაკუჩა, ოხტომი, ხოლო ხუცუბნის სასოფლო საბჭოში – სოფელი ნაკაიძეები[3]. გაუქმდა სოფლები – ახალსოფელი და კინკშა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 1979 წლის სრულიად საკავშირო აღწერის მიხედვით ქობულეთის რაიონში 78305 ადამიანი ცხოვრობდა. მათ შორის უმრავლესობა – 64340 (82,17%) ქართველი იყო. რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე რუსები – 6073 ადამიანი (7,76%), შემდეგ ბერძნები – 3839 ადამიანი (4,9%). ასევე ცხოვრობდნენ სომხები – 1583 ადამიანი, უკრაინელები – 1216 ადამიანი, აზერბაიჯანლები – 198 ადამიანი, ოსები – 102 ადამიანი, ებრაელები – 42 ადამიანი და აფხაზები – 16 ადამიანი. ჯამში არაქართველების რაოდენობა 13965 ადამიანი ანუ 17,83% იყო. ამ წლისათვის ქალაქ ქობულეთში 17299 მაცხოვრებელი იყო. დაბა ოჩხამურში 4350, ხოლო ჩაქვში 6416 მაცხოვრებელი იყო.ქობულეთის რაიონი 1987 წლისათვის 1 ქალაქის საბჭოს, 2 სადაბო საბჭოს (ჩაქვი და ოჩხამური), 11 სასოფლო საბჭოს, 1 ქალაქს, 2 ქალაქის ტიპის დასახლებას და 49 სოფელს მოიცავდა. სასოფლო საბჭოების მიხედვით ქობულეთის რაიონში შემდეგი მდგომარეობაა: ქობულეთის ქალაქის საბჭო: ქალაქი ქობულეთი; ოჩხამური სადაბო საბჭო: ქალაქის ტიპის დასახლება ოჩხამური (საბჭოს ცენტრი); ჩაქვის სადაბო საბჭო: ქალაქის ტიპის დასახლება ჩაქვი (საბჭოს ცენტრი), ბუკნარი, ქვედა–ულიანოვკა, სახალვაშო; ბობოყვათის სასოფლო საბჭო: ბობოყვათი (საბჭოს ცენტრი), ზედა–დაგვა, ქვედა–დაგვა; ქაქუთის სასოფლო საბჭო: ქაქუთი (საბჭოს ცენტრი), აჭი, გოგმაჩაური, ნაცხავატევი; კვირიკეს სასოფლო საბჭო: კვირიკე (საბჭოს ცენტრი), ზედა–კვირიკე, ქვედა–კვირიკე; ქობულეთის სასოფლო საბჭო: ქობულეთი (საბჭოს ცენტრი), ზედა–სამება, კოხი; ლეღვას სასოფლო საბჭო: ლეღვა (საბჭოს ცენტრი), სკურა, ცხრაფონა; მუხაესტატეს სასოფლო საბჭო: მუხაესტატე (საბჭოს ცენტრი), ალამბარი, აჭყვისთავი,  ზედა–კონდიდი, ზენითი, წყავროკა; ულიანოვკის სასოფლო საბჭო: ზედა–ულიანოვკა (საბჭოს ცენტრი), ზედა–აჭყვა, ქვედა–აჭყვა; ხალას სასოფლოს საბჭო: ხალა (საბჭოს ცენტრი), გორგაძეები, ჩაისუბანი, ჩაქვისთავი; ხუცუბნის სასოფლო საბჭო: ხუცუბანი (საბჭოს ცენტრი), გვარა, ქვედა–კონდიდი, ქვედა–სამება, ნაკაიძეები; ციხისძირის სასოფლოს საბჭო: ციხისძირი (საბჭოს ცენტრი), სტალინისუბანი, შუაღელე; ჭახათის სასოფლო საბჭო: ჭახათი (საბჭოს ცენტრი), ვარჯანაული, დიდვაკე. კაკუჩა, კეჭიეთი, კობალაური, ოხტომი, ტყემაკარავი, ხინო.[4]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 1989 წლის სრულიად საკავშირო აღწერის მიხედვით ქობულეთის რაიონში უცვლელად 1 ქალაქის საბჭო, 2 სადაბო საბჭო (ჩაქვი და ოჩხამური), 11 სასოფლო საბჭო, 1 ქალაქი, 2 ქალაქის ტიპის დასახლება და 49 სოფელი იყო. მთლიანად ქობულეთის რაიონში 88183 მაცხოვრებელი ცხოვრობდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლებში ცხოვრობდა – 55218 ადამიანი (62,62%), ხოლო ქალაქსა და დაბებში 32965 მაცხოვრებელი (37,38%). სოფლად ქალების რაოდენობა ჭარბობს კაცების რაოდენობას (1176 ქალით მეტი; პროცენტულად ქალები 51,06%, ხოლო მამაკაცები 48,94% შეადგენენ). ამ წლისათვის ქალაქ ქობულეთში 20637 მაცხოვრებელი იყო (მთლი მოსახლეობის 23,40% შეადგენდა). დაბა ოჩხამურში 5071 (მთელი მოსახლეობის 5,75%), ხოლო დაბა ჩაქვში 7257 (მთელი მოსახლეობის 8,23%) მაცხოვრებელი იყო.

1989 წლის აღწერის მონაცემებით ქობულეთის რაიონის სოფლებში ქართველების გარდა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებიც ცხოვრობდნენ. ამ პერიოდში მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან (88183 ადამიანი) უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ – 75272 ადამიანი (85,36%). ქალაქ

[pic]

[1]იქვე, გვ. 112.

[2] Грузинская ССР (административно-территориальное деление, на 1 января 1987 года), составтель О.С. Ахметели, изд. Сабчота Сакартвело, Тбилии, 1988, გვ. 262.

[3]იქვე, გვ. 267.

[4] იქვე, გვ. 121–122.

ქობულეთის მოსახლეობის 71,17% ქართველები იყო, რაც მთელი რაიონის ქართველი მოსახლეობის 19,51% შეადგენდა (14687 ქართველი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 76,41% ქართველები იყო, რაც მთელი რაიონის ქართველი მოსახლეობის 5,15% შეადგენდა (3875 ქართველი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 76,21% ქართველები იყო, რაც მთელი რაიონის ქართველი მოსახლეობის 7,35% შეადგენდა (5531 ქართველი).

1979 წლის სტატისკასთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია რუსების რაოდენობა 4709 ადამიანამდე (საერთო რაოდენობის 5,24%, შემცირებულია 1364 ადამიანით), თუმცა ისინი რაოდენობით მაინც მეორე ადგილზე არიან; ქალაქ ქობულეთის მოსახლეობის  12,16% რუსი იყო, რაც მთელი რაიონში რუსი მოსახლეობს 53,03% შეადგენდა (2510 რუსი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 13,09% რუსი იყო, რაც მთელი რაიონში რუსი მოსახლეობს 14,10% შეადგენდა (664 რუსი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 11,81% რუსი იყო, რაც მთელი რაიონში რუსი მოსახლეობს 18,2% შეადგენდა (857 რუსი).

მომატებულია ბერძნების რაოდენობა 4146 ადამიანამდე (საერთო რაოდენობის 4,7%. გაზრდილია 307 ადამიანით); ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 6,98% ბერძნენი იყო, რაც რაიონის ბერძნი მოსახლეობის 30,27% შეადგენდა (1255 ბერძენი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 0,24% ბერძნენი იყო, რაც რაიონის ბერძნი მოსახლეობის 0,29% შეადგენდა (12 ბერძენი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 1,28% ბერძნენი იყო, რაც რაიონის ბერძნი მოსახლეობის 2,24% შეადგენდა (93 ბერძენი).

სომხები 1728 ადამიანი (მომატებულია 145 ადამიანით); ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 4,76% სომეხი იყო, რაც რაიონის სომეხი მოსახლეობის 56,89% შეადგენდა (983 სომხი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 4,02% სომეხი იყო, რაც რაიონის სომეხი მოსახლეობის 11,81% შეადგენდა (204 სომეხი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 5,51% სომეხი იყო, რაც რაიონის სომეხი მოსახლეობის 23,15% შეადგენდა (400 სომეხი).

ებრაელები 54 მაცხოვრებელი (მომატებულია 12 ადამიანით); ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 0,19% ებრაელი იყო, რაც რაიონის ებრაელი მოსახლეობის 74% შეადგენდა (40 ებრაელი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 0,02% ებრაელები იყო, რაც რაიონის ებრაელები მოსახლეობის 1,85% შეადგენდა (1 ებრაელი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 0,08% ებრაელები იყო, რაც რაიონის ებრაელები მოსახლეობის 11,11% შეადგენდა (6 ებრაელი).

აფხაზები 33 მაცხოვრებელი (მომატებულია 17 ადამიანით). ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 0,03% აფხაზი იყო, რაც რაიონის აფხაზი მოსახლეობის 24,24% შეადგენდა (8 აფხაზი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 0,1% აფხაზი იყო, რაც რაიონის აფხაზი მოსახლეობის 15,15% შეადგენდა (5 აფხაზი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 0,04% აფხაზი იყო, რაც რაიონის აფხაზი მოსახლეობის 9,09% შეადგენდა (3 აფხაზი).

უკრაინელები 1191 ადამიანი (შემცირებულია 25 ადამიანით); ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 3,18% უკრაინელი იყო, რაც რაიონის უკრაინელი მოსახლეობის 55,16% შეადგენდა (657 უკრაინელი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 2,68% უკრაინელი იყო, რაც რაიონის უკრაინელი მოსახლეობის 11,42% შეადგენდა (136 უკრაინელი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 2,69% უკრაინელი იყო, რაც რაიონის უკრაინელი მოსახლეობის 16,37% შეადგენდა (195 უკრაინელი).

აზერბაიჯანელები 168 მაცხოვრებელი (შემცირებულია 30 ადამიანით); ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 0,21% აზერბაიჯანელი იყო, რაც რაიონის აზერბაიჯანელი მოსახლეობის 26,19% შეადგენდა (44 აზერბაიჯანელი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 0,81% აზერბაიჯანელი იყო, რაც რაიონის აზერბაიჯანელი მოსახლეობის 24,40% შეადგენდა (41 აზერბაიჯანელი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 0,59% აზერბაიჯანელი იყო, რაც რაიონის აზერბაიჯანელი მოსახლეობის 25,6% შეადგენდა (43 აზერბაიჯანელი).

ოსები 100 მაცხოვრებელი (შემცირებულია 2 ადამიანით); ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 0,22% ოსი იყო, რაც რაიონის ოსი მოსახლეობის 46% შეადგენდა (46 ოსი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 0,67% ოსი იყო, რაც რაიონის ოსი მოსახლეობის 34% შეადგენდა (34 ოსი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 0,11% ოსი იყო, რაც რაიონის ოსი მოსახლეობის 8% შეადგენდა (8 ოსი).

ჯამში არა ქართველების რაოდენობა შემცირებული და 12129 ადამიანს, ანუ სრული მოსახლეობის 13,75% შეადგენდა.ქობულეთის რაიონში საბჭოებისა და სოფლების მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა არაერთგვაროვანი იყო. ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო მუხაესტატეს სასოფლო საბჭო (8420 მაცხოვრებელი), ხუცუბნის სასოფლო საბჭო (7150 მაცხოვრებელი), ხალის სასოფლო საბჭო (6927 მაცხოვრებელი), ბობოყვათის სასოფლო საბჭო (6799 მაცხოვრებელი) და კვირიკესსასოფლოსაბჭო, რომელის ყველა სოფელი გამოირჩეოდა მრავალრიცხოვნებით (5367 მაცხოვრებელი). ყველაზე ნაკლები მოსახლეობა ჭახათისა (1092 მაცხოვრებელი) და ქაქუთის სასოფლო საბჭოებშია (1763 მაცხოვრებელი). ხუცუბნის სასოფლო საბჭოში სოფელი ხუცუბანი – 3811 ადამიანი, ხალისსასოფლოსაბჭოში სოფელი ჩაისუბანი3264ადამიანი, ბობოყვათის სასოფლოსაბჭოში სოფლები ზედადაგვა – 3516 ადამიანი და ბობოყვათი – 2603 ადამიანი, ციხისძირის სასოფლო საბჭოში სოფელი – სტალინისუბანი2427ადამიანი და მუხაესტატეს სასოფლო საბჭოში სოფელი ალამბარი2417 ადამიანი. მსხვილ დასახლებებს (1000–ზე მეტი მაცხოვრებელი) ასევე წარმაოდგენდა ქაქუთი, კვირიკე, ზედაკვირიკე, ქვედაკვირიკე, ქობულეთი, ცხრაფონა, მუხაესტატე, წყავროკა, აჭყვისთავი, ქვედააჭყვა, ზედააჭყვა, ხალა, გორგაძეები, ქვედასამება, ციხისძირი. ყველაზე პატარა სოფლებია ჭახათისსასოფლოსაბჭოში ვარჯანაული (41ადამიანი), კობალაური (20ადამიანი), ტყემაკარავი (6ადამიანი), კაკუჩა (42ადამიანი), ხინო (121ადამიანი), დიდვაკე (25ადამიანი); ხალისსასოფლოსაბჭოში ჩაქვისთავი (108ადამიანი); ქაქუთისსასოფლოსაბჭოში გოგმაჩაური (75ადამიანი)

დეტალური ინფორმაცია შემდეგნაირად გამოიყურება: ჩაქვისსა და ბოსაბჭოში 2099 მაცხოვრებელი იყო და 3 სოფელს მოიცავდა: ქვედა ულიანოვკა (927 მაცხოვრებელი), სახალვაშო (843 მაცხოვრებელი), ბუკნარი (329 მაცხოვრებელი). ქალების რაოდენობა აღემატებოდა კაცების რაოდენობას ყველა სოფელში და საბჭოში 52,31% შეადგენდა.

ბობოყვათის სასოფლო საბჭოში 6799 მაცხოვრებელი იყო ად 3 სოფელს მოიცავდა: ბობოყვათი (2603 მაცხოვრებელი), ზედადაგვა (3516 მაცხოვრებელი), ქვედადაგვა (680 მაცხოვრებელი). ქალების რაოდენობა სჭარბობდა მამაკაცების რაოდენობას ყველა სოფელში და საბჭოში შეადგენდა 51,13%.

ქაქუთის სასოფლო საბჭოში 1763 მაცხოვრებელი იყო და 4 სოფელს მოიცავდა: ქაქუთი (1241 მაცხოვრებელი), გოგმაჩაური (75 მაცხოვრებელი), ნაცხავატევი (171 მაცხოვრებელი), აჭი (276 მაცხოვრებელი). სოფელ აჭში 6 მამაკაცით მეტი იყო ვიდრე ქალი, ხოლო სხვა სოფლებში ქალების რაოდენობა მეტი იყო მამაკაცებთან შედარებით. საშუალოდ საბჭოში 51,73% ქალი ცხოვრობდა.

კვირიკესსასოფლოსაბჭოში 5367 მაცხოვრებელი ცხოვრობდა და 3 სოფელს მოიცავდა: კვირიკე (2333 მაცხოვრებელი), ზედაკვირიკე (1129 მაცხოვრებელი), ქვედაკვირიკე (1905 მაცხოვრებელი). ყველა სოფელში ქალების რაოდენობა აღემატება მამაკაცებისას და საბჭოში 51,05% შეადგენს.

ქობულეთის სასოფლო საბჭოში 3596 მაცხოვრებელი იყო და 3 სოფელს მოიცავდა: ქობულეთი (2185 მაცხოვრებელი), ზედასამება (709 მაცხოვრებელი), კოხი (702 მაცხოვრებელი). ყველა სოფელში ქალების რაოდენობა აღემატება მამაკაცების და საბჭოში 51,22% შეადგენს.

ლეღვას სასოფლო საბჭოში 3837 მაცხოვრებელი და 3 სოფელს მოიცავდა: ლეღვა (2017 მაცხოვრებელი), ცხრაფონა (1008 მაცხოვრებელი), სკურა (812 მაცხოვრებელი). ყველა სოფელში ქალების რაოდენობა აღემატება მამაკაცების და საბჭოში 51,56% შეადგენს.

მუხაესტატეს სასოფლოსაბჭოში 8420 მაცხოვრებელი იყო და 6 სოფელს მოიცავდა: მუხაესტატე (1987 მაცხოვრებელი), წყავროკა (1404 მაცხოვრებელი), ალამბარი (2417 მაცხოვრებელი), ზედაკონდიდი (381 მაცხოვრებელი), ზენითი (831 მაცხოვრებელი), აჭყვისთავი (1400 მაცხოვრებელი). სოფელ ზენითში 17 მამაკაცის მეტი ვიდრე ქალი, ხოლო სოფელ წყავროკაში ორივე სქესის წარმომადგენლები თანაბრად იყვნენ. საბჭოში ქალების რაოდენობა მცირედით აღემატება მამაკაცებისას და 50,40% შეადგენდა.

ულიანოვკის სასოფლო საბჭოში 3549 მაცხოვრებელი იყო და 3 სოფელს მოიცავდა: ზედაულიანოვკა (822 მაცხოვრებელი), ქვედააჭყვა (1586 მაცხოვრებელი), ზედააჭყვა (1141 მაცხოვრებელი). ყველა სოფელში ქალების რაოდენობა აღემატება მამაკაცების და საბჭოში 51,11% შეადგენდა.

ხალის სასოფლო საბჭოში 6927 მაცხოვრებელი იყო და 4 სოფელს მოიცავდა: ხალა (2002 მაცხოვრებელი), ჩაქვისთავი (108 მაცხოვრებელი), გორგაძეები (1553 მაცხოვრებელი), ჩაისუბანი (3264 მაცხოვრებელი). სოფელ ხალაში 82, ხოლო გორგაძეებში 7 მამაკაცით მეტი იყო ვიდრე ქალები. ჩაქვისთავსა და ჩაისუბანში კი შესაბამისად 18 და 10 ქალით მეტი იყო მამაკაცებზე. საშუალოდ საბჭოში მამაკაცების რაოდენობა მცირედ აღემატება ქალებს და 50,44% შეადგენდა.

ხუცუბნის სასოფლო საბჭოში 7150 მაცხოვრებელი იყო და 5 სოფელს მოიცავდა: ხუცუბანი (3811 მაცხოვრებელი), ქვედასამება (1132 მაცხოვრებელი), გვარა (1179 მაცხოვრებელი), ნაკაიძეები (647 მაცხოვრებელი), ქვედაკონდიდი (381 მაცხოვრებელი). სოფელ ნაკაიძეებში 13 მამაკაცით მეტი იყო ქალებზე, ხოლო სხვა სოფლებში ქალების რაოდენობა აღემატებოდა მამაკაცებს. საშუალოდ საბჭოში ქალების რაოდენობა 51,45% შეადგენდა.

ციხისძირის სასოფლო საბჭოში 4619 მაცხოვრებელი იყო და 3 სოფელს მოიცავდა: ციხისძირი (1363 მაცხოვრებელი), სტალინისუბანი (2427 მაცხოვრებელი), შუაღელე (829 მაცხოვრებელი). სოფელ შუაღელეში 25 მამაკაცით მეტი იყო ქალებზე, ხოლო სხვა სოფლებში ქალების რაოდენობა აღემატებოდა მამაკაცებს. საშუალოდ საბჭოში ქალების რაოდენობა შეადგენდა 52,24%.

ჭახათის სასოფლო საბჭოში 1092 მაცხოვრებელი იყო და 9 სოფელს მოიცავდა: ჭახათი (540 მაცხოვრებელი), კეჭიეთი (131 მაცხოვრებელი), ოხტომი (166 მაცხოვრებელი), ვარჯანაული (41 მაცხოვრებელი), კობალაური (20 მაცხოვრებელი), ტყემაკარავი (6 მაცხოვრებელი), კაკუჩა (42 მაცხოვრებელი), ხინო (121 მაცხოვრებელი), დიდვაკე (25 მაცხოვრებელი). ორ სოფელში კეჭიეთში და ტყემაკარავში მამაკაცების რაოდენობა აღემატება ქალების რაოდენობა შესაბამისად 3 და 2 მამაკაცით. სხვა სოფლებში ქალების რაოდენობა მეტი იყო მამაკაცებზე. საბჭოში ქალების რაოდენობა 51,37% შეადგენდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქობულეთის რაიონში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. თავდაპირველად საბჭოები გარდაიქმნა საკრებულოებად და შეიცვალა მათი რაოდენობა და შემადგენლობა. კერძოდ, საქართველოსსტატისტიკისეროვნულისამსახურის მონაცემებით 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით მუხაესტატეს სოფლის საკრებულოს გამოეყო სოფლები – ალამბარი და ზედა კონდიდი და შეიქმნა ალამბრის სოფლის საკრებულო; ასევე, გამოეყო ზენითი და შეიქმნა ზენითის სოფლის საკრებულო. ასევე, ხელახლა გამოეყო აჭყვისთავი და შეიქმნა სოფლის საკრებულო, ამავე სოფლით. ბობყვათის თემის საკრებულოს გამოეყო ზედა დაგვა და შეიქმნა დაგვის სოფლის საკრებულო, სოფელ დაგვათი. ხუცუბნის საბჭოს გამოეყო გვარა და ქვედა–კონდიდი და შეიქმნა გვარას სოფლის საკრებულო. ქვედა და ზედა ულიანოვკას გადაერქვა სახელი – საჩინო, და მის ბაზაზე შეიქმნა თემის საკრებულო, რომელშიც შევიდა საჩინო, ზედა და ქვედა აჭყვა; ასევე ხალას საკრებულოს გამოეყო სოფელი ჩაისუბანი და შეიქმნა ჩაისუბნის სოფლის საკრებულო, ამავე სოფლით.

საქართველოსსტატისტიკისეროვნულისამსახურის მონაცემებით 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქობულეთის რაიონში 1 ქალაქის, 2 დაბის, 11 თემის და 6 სოფლის საკრებულო იყო. სულ 50 სოფელი ფიქსირდებოდა. მთლიანად ქობულეთის რაიონში 88063 მაცხოვრებელი ცხოვრობდა. მოსახლეობის უმრავლესობა სოფლებში ცხოვრობდა (56381 ადამიანი, ანუ 64,02%). ქალაქისა და დაბების მოსახლეობა 31682 ადამიანს შეადგენდა. სოფლის მოსახლეობაში ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა თითქმის თანაბარი იყო (7 ქალით მეტი, ვიდრე მამაკაცი). ქალაქ ქობულეთში ამ დროისათვის 18556 ადამიანი ცხოვრობდა. დაბა ოჩხამურში 5026, ხოლო დაბა ჩაქვში 8100 მაცხოვრებელი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2002 წელს ქობულეთში ეროვნებების რაოდენობის მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ – 83367 ადამიანი, რაც მთელი მოსახლეობის 94,67% შეადგენდა. 1989 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით ქართველების რაოდენობა 8095 ადამიანითაა მომატებული. ქალაქ ქობულეთის მოსახლეობის 90,72% ქართველები იყო, რაც მთელი რაიონის ქართველი მოსახლეობის 20,19% შეადგენდა (18556 ქართველი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 93,81% ქართველები იყო, რაც მთელი რაიონის ქართველი მოსახლეობის 5,66% შეადგენდა (4715 ქართველი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 90,36% ქართველები იყო, რაც მთელი რაიონის ქართველი მოსახლეობის 8,78% შეადგენდა (7319 ქართველი).

მომატებულია აფხაზების რაოდენობა 17 ადამიანით და ამ დროისათვის სულ 50 აფხაზი მაცხოვრებელია. ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 0,08% აფხაზი იყო, რაც რაიონის აფხაზი მოსახლეობის 30% შეადგენდა (15 აფხაზი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 0,04% აფხაზი იყო, რაც რაიონის აფხაზი მოსახლეობის 4% შეადგენდა (2 აფხაზი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 0,02% აფხაზი იყო, რაც რაიონის აფხაზი მოსახლეობის 4% შეადგენდა (4 აფხაზი).

სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების რაოდენობა შემცირებულია ჯამში 7655 ადამიანით. კერძოდ, რუსების რაოდენობა 3017 ადამიანით და ამ დროისათვის ქობულეთში მხოლოდ 1692 რუსი ცხოვრობდა (მოსახლეობის 1,92%); ქალაქ ქობულეთის მოსახლეობის  3,89% რუსი იყო, რაც მთელი რაიონში რუსი მოსახლეობს 43,61% შეადგენდა (721 რუსი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 3,54% რუსი იყო, რაც მთელი რაიონში რუსი მოსახლეობს 10,52% შეადგენდა (178 რუსი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 5,17% რუსი იყო, რაც მთელი რაიონში რუსი მოსახლეობს 24,76% შეადგენდა (419 რუსი).

ბერძნების რაოდენობა 2659 ადამიანით შემცირდა და 1487 მაცხოვრებელი შეადგინა (1,69%). ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 0,83% ბერძნენი იყო, რაც რაიონის ბერძენი მოსახლეობის 10,36% შეადგენდა (154 ბერძენი). დაბა ოჩხამურში არც ერთი ბერძენი არ იყო დარჩენილი. დაბა ჩაქვის მოსახლეობის 0,68% ბერძნენი იყო, რაც რაიონის ბერძენი მოსახლეობის 3,7% შეადგენდა (55 ბერძენი).

სომხების რაოდენობა შემცირებულია 770 ადამიანით და 958 მაცხოვრებელს შეადგინა (1,09%); ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 2,94% სომეხი იყო, რაც რაიონის სომეხი მოსახლეობის 56,89% შეადგენდა (545 სომეხი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 1,91% სომეხი იყო, რაც რაიონის სომეხი მოსახლეობის 10,02% შეადგენდა (96 სომეხი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 2,73% სომეხი იყო, რაც რაიონის სომეხი მოსახლეობის 23,07% შეადგენდა (221 სომეხი).

უკრაინელების რაოდენობა 1015 ადამიანით შემცირდა და 176 მაცხოვრებელი შეადგინა (0,2%); ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 0,49% უკრაინელი იყო, რაც რაიონის უკრაინელი მოსახლეობის 51,14% შეადგენდა (90 უკრაინელი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 0,16% უკრაინელი იყო, რაც რაიონის უკრაინელი მოსახლეობის 4,55% შეადგენდა (8 უკრაინელი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 0,52% უკრაინელი იყო, რაც რაიონის უკრაინელი მოსახლეობის 23,86% შეადგენდა (42 უკრაინელი).

აზერბაიჯანლები 89 ადამიანით შემცირდა და 79 მაცხოვრებელი შეადგინა. ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 0,15% აზერბაიჯანელი იყო, რაც რაიონის აზერბაიჯანელი მოსახლეობის 34,18% შეადგენდა (27 აზერბაიჯანელი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 0,2% აზერბაიჯანელი იყო, რაც რაიონის აზერბაიჯანელი მოსახლეობის 12,66% შეადგენდა (10 აზერბაიჯანელი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 0,14% აზერბაიჯანელი იყო, რაც რაიონის აზერბაიჯანელი მოსახლეობის 12,92% შეადგენდა (11 აზერბაიჯანელი).

ოსები 64 მაცხოვრებლით შემცირდა და 36 ადამიანი შეადგინა. ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 0,09% ოსი იყო, რაც რაიონის ოსი მოსახლეობის 44,44% შეადგენდა (16 ოსი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 0,14% ოსი იყო, რაც რაიონის ოსი მოსახლეობის 19,44% შეადგენდა (7 ოსი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 0,05% ოსი იყო, რაც რაიონის ოსი მოსახლეობის 11,11% შეადგენდა (4 ოსი).

ებრაელები 41 ადამიანით შემცირდა და 13 მაცხოვრებელი შეადგინა. ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის 0,05% ებრაელი იყო, რაც რაიონის ებრაელი მოსახლეობის 69,23% შეადგენდა (9 ებრაელი). დაბა ოჩხამურის მოსახლეობის 0,02% ებრაელი იყო, რაც რაიონის ებრაელი მოსახლეობის 7,7% შეადგენდა (1 ებრაელი). დაბა ჩაქვის მოსახლეობის 0,01% ებრაელი იყო, რაც რაიონის ებრაელი მოსახლეობის 7,7% შეადგენდა (1 ებრაელი).

ჯამში არაქართველების რაოდენობა 4491 ადამიანს (საერთო მოსახლეობის 5,1%) შეადგენდა.

რელიგიური თვალსაზრისით 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ხულოს რაიონში უმრავლესობას მართლმადიდებელი ქრისტიანები შეადგენდნენ – 69061 ადამიანი, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 78,42% შეადგენდა. მუსლიმების რაოდენობა 14904 ადამიანს შეადგენდა (მოსახლეობის საერთო რაოდენობის 16,92%). არც ერთ სარწმუნოებას არ მიეკუთვნებოდა 3434 ადამიანი (საერთო რაოდენობის 3,89%). სხვა სარწმუნოებების მიმდევრები რაოდენობის მიხედვით შემდეგნაირად განაწილდნენ: სომხურ–გრიგორიანული ეკლესიის მიმდევარი ქრისტიანები – 204 ადამიანი, კათოლიკე ქრისტიანები – 159 ადამიანი, იუდეველი – 8 ადამიანი, სხვა სარწმუნოების მიმდევრები – 293 ადამიანები.

ქობულეთის რაიონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიცვალა საკრებულოების რაოდენობა და მათში შემავალი სოფლები. მიგრაციული პროცესების გავლენით ასევე შეიცვალა მოსახლეობის რიცხოვნებაც. საკრებულოებისა და სოფლების მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა არაერთგვაროვანი იყო. ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ხუცუბნისთემისსაკრებულო (5836 მაცხოვრებელი) და ციხისძირისთემისსაკრებულო (5437 მაცხოვრებელი). ასევე მრავარიცხოვანი თემის საკრებულოები იყო ქობულეთისთემი (3698 მაცხოვრებელი), ხალისთემი (3513  მაცხოვრებელი), ბობოყვათისთემი (3460 მაცხოვრებელი), მუხაესტატესთემი (3341 მაცხოვრებელი), საჩინოსთემი (3218 მაცხოვრებელი). სოფლის საკრებულოებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ჩაისუბნისსოფლის (3117 მაცხოვრებელი) და ალამბარისსოფლისსაკრებულოები (2762 მაცხოვრებელი). მცირე მოსახლეობით გამოირჩეოდნენ გვარას (1568 მაცხოვრებელი) და ზენითის (980 მაცხოვრებელი) სოფლისსაკრებულოები. თემის საკრებულოებს შორის მცირე მოსახლეობით გამოირჩეოდა ჭახათისთემისსაკრებულო (1078 მაცხოვრებელი).

ყველაზე მრავალრიცხოვან სოფლებს მიეკუთვნებოდა – ხუცუბანი (4187 მაცხოვრებელი), დაგვა (3432 მაცხოვრებელი) და ჩაისუბანი (3117 მაცხოვრებელი). ყველაზე პატარა სოფლები იყო დიდვაკე (8 მაცხოვრებელი), კობალაური (35 მაცხოვრებელი), ვარჯანაული (42 მაცხოვრებელი), კაკუჩა (53 მაცხოვრებელი), გოგმაჩაური (68 მაცხოვრებელი). სოფელ ტყემაკარავში არც ერთი მაცხოვრებელი არ ფიქსირდებოდა.

დეტალური ინფორმაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

ჩაქვისა და ბობოყვათის საკრებულოში 2015 მაცხოვრებელი ცხოვრობდა, რომელთაგან უმრავლესობას ყველა სოფელში (51,96%) ქალები შეადგენდნენ. საკრებულოში შემავალ ორივე სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა ქართველი იყო. სოფელ ბუკნარში არაქართველების წილი 3% შეადგენდა. სოფლებში მოსახლეობის რაოდენობა შემდეგი იყო ბუკნარი 1151 და სახალვაშო 864 მაცხოვრებელი.

სოფლის საკრებულოებს შორის შემდეგი მდგომარეობა იყო. ალამბრის სოფლის საკრებულოში 2762 მაცხოვრებელი იყო და 2 სოფელს მოიცავდა: ალამბარი (2325 მაცხოვრებელი) და ზედა კონდიდი (437 მაცხოვრებელი). ალამბარში არაქართვლების წილი 1% იყო. ორივე სოფელში მამაკაცების რაოდენობა აღემატებოდა ქალების რაოდენობას და შესაბამისად შეადგენდა 50,32% და 54,23%. აჭყვისთავის სოფლის საკრებულოში 1419 მაცხოვრებელი ცხოვრობდა და 1 სოფელს – აჭყვისთავს მოიცავდა. საკრებულოში 11 მამაკაცით მეტი ცხოვრობდა, ვიდრე ქალი. გვარას სოფლისსაკრებულოში 1568 მაცხოვრებელი ცხოვრობდა და 2 სოფელს მოიცავდა: გვარა (1216 მაცხოვრებელი) და ქვედაკონდიდი (352 მაცხოვრებელი). ორივე სოფელში მეტი ქალი ცხოვრობდა ვიდრე მამაკაცი და სულ საკრებულოში 50,70% ქალი იყო. დაგვას სოფლის საკრებულოში 3432 მაცხოვრებლი და 1 სოფელი – დაგვა შედიოდა. სოფელში 8 მამაკაციტ მეტი იყო ქალებზე. ქართველების რაოდენობა 73%, ხოლო ბერძნების 27% იყო. ზენითის  სოფლის საკრებულოში 980 მაცხოვრებელი და 1 სოფელი –ზენითი შედიოდა. სოფელში 20 ქალით მეტი ცხოვრობდა, ვიდრე მამაკაცი, ხოლო ქართველების რაოდენობა 99% იყო. ჩაისუბნის სოფლის საკრებულოში 3117 მაცხოვრებელი და ერთი სოფელი – ჩაისუბანი იყო. სოფელში 15 ქალით მეტი იყო და ქართველების რაოდენობა 99% იყო.

თემის საკრებულოებში შემდეგი მდგომარეობა იყო. ბობოყვათის თემის საკრებულოში 3460 მაცხოვრებელი და 2 სოფელი იყო: ბობოყვათი (2859 მაცხოვრებელი) და ქვედა დაგვა (601 მაცხოვრებელი). ორივე სოფელში მეტი მამაკაცი ცხოვრობდა (შესაბამისად 50 და 15 ადამიანით მეტი). სოფელ ბობოყვათში ქართველების რაოდენობა 98% შეადგენდა.

კვირიკეს თემის საკრებულოში 5481 მაცხოვრებელი 3 სოფელს მოიცავდა: კვირიკე (2664 მაცხოვრებელი), ზედა კვირიკე (805 მაცხოვრებელი) და ქვედა კვირიკე (2012 მაცხოვრებელი). კვირიკეში 24 ქალით მეტი იყო, ვიდრე მამაკაცი; ხოლო ზედა და ქვედა კვირიკეში 13 და 68 მამაკაცით მეტი იყო, ვიდრე ქალი. სულ საკრებულოში 50,52% მამაკაცი ცხოვრობდა. სამივე სოფელში არაქართველები ცხოვრობდნენ – კვირიკეში 1%, ქვედა კვირიკეში 4%, ხოლო ზედა კვირიკეში 21% ბერძენი.

ლეღვას თემის საკრებულოში 4027 მაცხოვრებელი და 3 სოფელი იყო: ლეღვა (2976 მაცხოვრებელი), სკურა (608 მაცხოვრებელი) და ცხრაფონა (443 მაცხოვრებელი). სოფელ ცხრაფონაში 5 ქალით მეტი იყო, ვიდრე მამაკაცი, ხოლო ლეღვაში 50–ით, ხოლო სკურაში 12 მამაკაცით მეტი იყო, ვიდრე ქალი.

მუხაესტატეს თემის საკრებულოში 3341 მაცხოვრებელი და 2 სოფელი შედიოდა: მუხაესტატე (1974 მაცხოვრებელი) და წყავროკა (1367  მაცხოვრებელი). სოფელ მუხაესტატეში 8 ქალით, ხოლო წყავროკაში 7 მამაკაცით მეტი იყო. ორივე სოფელში მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. არაქართველების რაოდენობა შესაბამისად 2% და 1% იყო.

საჩინოს თემის საკრებულოში 3218 მაცხოვრებელი და 3 სოფელი იყო: საჩინო (810 მაცხოვრებელი), ზედააჭყვა (1194 მაცხოვრებელი) და ქვედააჭყვა (1214 მაცხოვრებელი). სოფელ საჩინოში 16 მამაკაცით მეტი იყო, ვიდრე ქალი. ზედა აჭყვაში 28, ხოლო ქვედა აჭყვაში 72 ქალით მეტი იყო ვიდრე მამაკაცი. სოფლებში საჩინო და ზედა აჭყვა ქართველების რაოდენობა 98% იყო, ხოლო არაქართველების 2%. ქვედა აჭყვაში ქართველების რაოდენობა 87% იყო.

ქაქუთის თემის საკრებულოში 1999 მაცხოვრებელი და 4 სოფელი იყო: ქაქუთი(1438 მაცხოვრებელი), აჭი (309 მაცხოვრებელი), გოგმაჩაური (68 მაცხოვრებელი) და ნაცხავატევი (184 მაცხოვრებელი). თემში 38 ქალით მეტი ცხოვრობდა, მაშინ როცა ნაცხავატევში 8 მამაკაცით მეტი იყო, ხოლო გოგმაჩაურში ქალებისა და მამაკაცების თანაბარი რაოდენობა იყო. მხოლოდ სოფელ ნაცხავატევში არაქართველების 1% ცხოვრობდა.

ქობულეთის თემის საკრებულოში 3698 მაცხოვრებელი და 3 სოფელი იყო: ქობულეთი (2119 მაცხოვრებელი), ზედა სამება (769 მაცხოვრებელი) და კოხი (810 მაცხოვრებელი). სოფელ ქობულეთში 31 ქალით მეტი ცხოვრობდა, ვიდრე მამაკაცი; ზედა სამებაში 5, ხოლო კოხში 34 მამაკაცით მეტი ცხოვრობდა ვიდრე ქალი. სულ თემში 8 ქალით მეტი ცხოვრობდა, ვიდრე მამაკაცი. სამივე სოფელში ქართველების რაოდენობა 99% იყო.

ციხისძირის თემის საკრებულოში 5437 მაცხოვრებელი და 3 სოფელი იყო: ციხისძირი (2253 მაცხოვრებელი), სტალინისუბანი (2267 მაცხოვრებელი) და შუაღელე (917 მაცხოვრებელი). სოფელ ციხისძირში 137, ხოლო სტალინისუბანში 23 მამაკაცით მეტი ცხოვრობდა, ვიდრე ქალი. ხოფელ შუაღელეში კი – 55 ქალით მეტი ცხოვრობდა. სოფელ ციხისძირში 6% არაქართველები ცხოვრობდნენ.

ჭახათის თემის საკრებულოში 1078 მაცხოვრებელი და 9 პატარა სოფელს მოიცავდა. აქედან სოფელი ტყემაკარავში ამ დროისათვის მოსახლეობა აღარ ცხვორობდა. სხვა სოფლებში შემდეგი მდგომარეობა იყო: ჭახათი (576 მაცხოვრებელი), დიდვაკე (8 მაცხოვრებელი), ვარჯანაული (42 მაცხოვრებელი), კაკუჩა (53 მაცხოვრებელი), კეჭიეთი (127 მაცხოვრებელი), კობალაური (35 მაცხოვრებელი), ოხტომი (143 მაცხოვრებელი) და ხინო (94 მაცხოვრებელი). 3 სოფელში ქალების მეტი რაოდენობა იყო – დიდვაკეში 2, ვარჯანაულში 2, ხოლო კაკუჩაში 7 ქალით მეტი იყო ვიდრე მამაკაცი. სხვა სოფლებში მამაკაცების რაოდენობა აღემატებოდა ქალებს. თემში 51,76% მამაკაცები იყო. სოფელ კაკუჩაში 2%, ხოლო კეჭეთში 1% არაქართველები ცხოვრობდნენ.

ხალის თემის საკრებულოში 3513 მაცხოვრებელი და 3 სოფელი იყო: ხალა (1950 მაცხოვრებელი), გორგაძეები (1489 მაცხოვრებელი) და ჩაქვისთავი (74 მაცხოვრებელი). სოფელ ხალაში 56 მეტი ქალი ცხოვრობდა, ვიდრე მამაკცი; ხოლო გორგაძეებში 15, ჩაქვისთავში კი 12 მამაკაცით მეტი იყო, ვიდრე ქალები. სოფელ ხალაში 1% არაქართველები ცხოვრობდნენ.

ხუცუბნის თემის საკრებულოში 5836 მაცხოვრებელი და 3 სოფელი იყო: ხუცუბანი (4187 მაცხოვრებელი), ნაკაიძეები (613 მაცხოვრებელი), ქვედასამება (1036 მაცხოვრებელი). მხოლოდ სოფელ ქვედა სამებაში 8 ქალით მეტი ცხოვრობდა, ვიდრე მამაკაცი, მაშინ როცა ხუცუბანში 33, ნაკაიძეებში კი 25 მამაკაცით მეტი იყო. სოფელ ხუცუბანსა და ნაკაიძეებში 1% არაქართველები ცხოვრობდნენ.

1-4.2დემოგრაფიული სტატისტიკა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დემოგრაფიული მდგომარეობა ეფუძნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბათუმის სამმართველოს მონაცემებს 2014 წლის მდგომარეობით. სხვა წყაროების და/ან თარიღების გამოყენების შემთხვევაში ეს წყაროები და/ან თარიღები იქნება მოხსენიებული.

ამ მონაცემების მიხედვით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის  მოსახლეობა 2014 წლისთვის შეადგენდა 93.3 ათას კაცს. საბჭოთა დროინდელმა ბოლო აღწერამ (1989წ.) ქობულეთის მუნიციპალიტეტში  აღრიცხა 88.2 ათასი ადამიანი, ხოლო პირველმა ეროვნულმა აღწერამ (2002 წ.) დააფიქსირა 88,1 ადამიანი. ამდენად, გარკვეული ვარდნის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის გაუტოლდა 1989 წლის მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დინამიკა (1989 – 2014) მზარდი ტენდენციით ხასიათდება. (იხ. ცხრილი1-).

ცხრილი1-5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2002-2014 წწ.

ათ. კაცი

|რეგიონი |1989 |2002 |

| |სულ |ქალაქი |სოფელ|სულ |ქალაქ|% |

| | | |ი | |ის | |

| | |დაქორწი |არასოდეს |ქვრივი |განშო |

| | |ნებული |ყოფილა დაქორწი | |რებული, განქორწი |

| | | |ნებული | |ნებული |

|1 |ხულო |4 ოჯახი- 20000 ლარი |52 ოჯახი- 259000 |21 ოჯახი    75 000 ლარი |354000 ლარი |

| | | |ლარი | | |

|2 |შუახევი |3 ოჯახი- 13000 ლარი |33 ოჯახი- 156000 |11 ოჯახი    39 000 ლარი |208000 ლარი |

| | | |ლარი | | |

|3 |ქედა |1 ოჯახი- 5000 ლარი |33 ოჯახი- 165000 |6 ოჯახი      39 000 ლარი |209000 ლარი |

| | | |ლარი | | |

|4 |ხელვაჩაური |4 ოჯახი- 20000 ლარი |21 ოჯახი- 105000 |25 ოჯახი    125000 ლარი |250000 ლარი |

| | | |ლარი | | |

|5 |ქობულეთი |13 ოჯახი-65000 ლარი |28 ოჯახი- 140000 |41 ოჯახი    205000 ლარი |410000 ლარი |

| | | |ლარი | | |

| |სულ: |25 ოჯახი- 123000 ლარი |167 ოჯახი- 825000 |104 ოჯახი 483 000 ლარი |296 ოჯახი 1431000 ლარი |

| | | |ლარი | | |

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა რაოდენობა, I-II –III-IV კატეგორიების მიხედვით და  I-II კატეგორია (რაოდენობა, სულადობა)  მუნიციპალიტეტების ჭრილში (იხ.ცხრილი1-ცხრილი1-161.)

ცხრილი1-10. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით მუნიციპალიტეტების ჭრილში

|N |მუნიციპალიტეტი |I კატეგორია |II კატეგორია |III კატეგორია |IV კატეგორია |სულ |

|1 |ხულო |5 |51 |551 |1094 |1701 |

|2 |შუახევი |4 |33 |326 |516 |879 |

|3 |ქედა |2 |33 |40 |402 |477 |

|4 |ხელვაჩაური |5 |21 |89 |307 |422 |

|5 |ქობულეთი |13 |28 |268 |356 |665 |

| |ჯამი |29 |166 |1274 |2675 |4144 |

ცხრილი1-161. I-II კატეგორია (რაოდენობა, სულადობა)

|№ |მუნიციპალიტეტი |I კატეგორია |

|ქედა |3 |2 |

|ხელვაჩაური |801 |307 |

|ქობულეთი |1650 |579 |

|ბათუმი |3962 |1342 |

| აჭარა ჯამი |6416 |2230 |

ცხრილი 1-183.  რეგისტრირებულ დევნილთა რაოდენობა - სტატისტიკა სქესის მიხედვით

( 05.03.2015 წ. მდგომარეობით)

|რეგიონი |დევნილი |კაცი |ქალი |

|აჭარა | 6622 |3134 |3488 |

1-4.6 განსახლების სისტემა

დღეს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ერთ ისტორიულ-კულტურულ კუთხედ მოიაზრებენ. მაგრამ, ასიოდე წლის წინ, ამ თვალსაზრისით, ხედვა უფრო დიფერენცირებული იყო. მაგალითად, ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს სამხრეთის აღწერისას, ცალკე პროვინციებად ასახელებს ქობულეთს, კინტრიშს, ციხისძირს და საკუთრივ აჭარას (ფაქტობრივად, დღევანდელი ტერმინოლოგიით, ზემო აჭარას).

განსახლების თვალსაზრისით ვითარება აჭარაში „დიდი თურქობის“ პერიოდში ასახავდა ამ რეგიონის უკიდურეს პერიფერიულ მდებარეობას ოთომანთა იმპერიის რუკაზე. მიყრუებული მთის სოფლები და მცირერიცხოვანი მოსახლეობა საპორტო დაბა ბათუმში – ასეთი იყო სურათი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.

მდგომარეობა მკვეთრად იცვლება 1877–1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, სხვა პროვინციებთან ერთად, აჭარის რუსეთის იმპერიაში შემოსვლის შემდეგ. ბათუმის განვითარება არნახული ტემპით მიმდინარეობდა; ამ თვალსაზრისით ის კავკასიის ცენტრს – ტფილისსაც უსწრებდა და ამ რეგიონში მხოლოდ ბაქოს უთმობდა პირველობას. იწყება შავი ზღვის სანაპიროს მელიორაცია და სამოსახლოდ ათვისება.

და მაინც, ბათუმის განვითარების საფუძველს ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის აგება და ბათუმის პორტისთვის საექსპორტო ფუნქციის დაკისრება წარმოადგენდა. აქ ახალი კლასის - ბურჟუაზიის ახლებური მოთხოვნები განსახლების სისტემაზეც მოქმედებს. ბათუმის შემოგარენში ჩნდება სააგარაკე დასახლებები - მწვანე კონცხიდან ვიდრე ქობულეთამდე; ინიშნება საგარეუბნო მატარებელი. ბათუმი სანაოსნო ხაზებით უკავშირდება რუსეთის იმპერიისა და ევროპის საზღვაო პორტებს. არსებობდა საკაბოტაჟო ნაოსნობაც – როგორც რუსეთის, ისე თურქეთის მიმართულებით, მაგრამ ყველა ეს ცვლილება გავლენას არ ახდენს აჭარის მთის ზონის განსახლების სისტემაზე. ამდენად, XX საუკუნის დასაწყისისთვის აჭარის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა, ფაქტობრივად, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი განსახლების ორი ქვესისტემა – საკმაოდ ურბანიზებული, თანამედროვეობისათვის ფეხაწყობილი ზღვისპირა დასახლებების ჯაჭვი და აჭარის მთიანეთში შუასაუკუნეების პერიოდიდან შემორჩენილი სოფლის დასახლებები.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ და ბოლშევიკური წყობის დამკვიდრებამ შეცვალა აჭარის დასახლებათა ბუნება. აჭარა, კერძოდ, ბათუმი, რომელიც თავის დროზე „პორტო-ფრანკოს“ სტატუსითაც სარგებლობდა და მსოფლიოსკენ გახსნილობის სიმბოლოც კი იყო, ჩიხურ, „დახურულ“ ქალაქად იქცა; მთის აჭარა კი, ფაქტობრივად, სანიმუშოდ დაცულ სასაზღვრო ზონად გარდაისახა.

ამასთან ერთად, განვითარების დისპროპორცია აჭარის ზღვისპირა და მთის ზონებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა. ამას ხელი შეუწყო აჭარისადმი „ცენტრის“ ინტერესის გაზრდამ, რაც გამოიხატებოდა როგორც საკურორტო-ტურისტული ობიექტების მშენებლობაში, საკავშირო უწყებების მონაწილეობის ჩათვლით, ისე საკავშირო ბაზარზე ორიენტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნილებით (ჩაი, ციტრუსები და ა.შ.). ამ ფონზე მთის აჭარა მიყრუებულ, ფაქტობრივად, უფუნქციო ზონად რჩებოდა.

ქვეყნის ურბანიზაციის ზოგად ფონზე, რომლებიც ამჟამად აჭარის ზღვისპირა ზონაში მიმდინარეობს, მდგომარეობა რადიკალურადაა შეცვლილი, და ეს ცვლილებები განსახლების ორივე ქვესისტემას ეხება. ნაციონალურ მასშტაბში, ბათუმი იწყებს უკიდურესად მონოცენტრულ განსახლების სისტემაში დედაქალაქის გამაწონასწორებელი ცენტრის როლის მორგებას. ეს გამოიხატება როგორც რიგი ცენტრალური უწყება-დაწესებულებების თბილისიდან ბათუმში გადატანით, ისე ბათუმის უპრეცედენტო ბრენდინგით – რეზონანსული არქიტექტურული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ჩათვლით.

აჭარის ზღვისპირა ზონაში დასახლებათა ჯაჭვი ქობულეთიდან ვიდრე სარფამდე ერთიანი ფუნქციონური კავშირების სისტემაში ექცევა, რაც ურბანიზებული დერეფნის ქალაქგეგმარებით ფორმას იძენს. ამ სისტემაში წამყვან როლს ქ. ბათუმი და, აგრეთვე, ქ. ქობულეთი თამაშობენ. შავი ზღვისპირა დასახლებების აგლომერირება ობიექტური და შეუქცევადი პროცესია; ამასთან, პირველ პლანზე იწევს ამ ზონის ურბანიზების მიზანდასახული მართვის ამოცანა.

აგლომერირების პროცესში ბუნებრივად იკვეთება დასახლებათა სპეციალიზაციის, მათი წამყვანი ფუნქციური პროფილის გამოვლენა და გამიზნული გაღრმავება. ამ თვალსაზრისით, ქ. ბათუმი, გარკვეული საკურორტო-რეკრეაციული ფუნქციების შენარჩუნების პარალელურად, აძლიერებს კულტურული და საკონფერენციო ტურიზმის მზარდ დანიშნულებას.

დღეისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი - ქობულეთი;  2 დაბა -  ოჩხამური და ჩაქვი,  48 სოფელი. (იხ. ცხრილი1-194)

ცხრილი1-194. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

|№ |რეგიონი |მუნიციპალიტეტების |ქალაქები |ქალაქის ტიპის |სოფლის (თემის) საკრებულო|სოფლები |

| | |რაოდენობა | |დასახლებები | | |

| | |(შიგასაქალაქოს ჩათვლით) | |(დაბა) | | |

| | | |სულ |მათ შორის |

| | | | |განსაკუთრებული სტატუსის |

| | | | |მქონე |

|1 |ბათუმი |64,94 |175600 |270,4 |

|2 |ქობულეთი |711,8 |93,3 |130,5 |

ცხადია, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია ზღვისპირა დასახლებების, უწინარესად, ქ. ქობულეთის მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით. მთიან დასახლებებში ეს მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება.

1-5. სოფლის მეურნეობა და სურსათის წარმოება

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის“ მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სოფლის მეურნეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება, შესაბამისად სოფლის მეურნეობა და მისი განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. იგი წარმოადგენს ფერმერთა შემოსავლების უმთავრეს წყაროს, როგორც ფულადი, ასევე ნატურალური ფორმით. აგროსასურსათო სექტორის ძირითადი ფუნქცია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. აქედან გამომდინარე რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა დამოკიდებულია ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებასა და აგრარულ სფეროში დასაქმებულთა ცოდნის გაფართოებაზე.

2012 წლიდან მოყოლებული სამინისტრომ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აქცენტი გააკეთა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებების და რეგიონის ნიადაგების კვლევებზე, სიღმისეული შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნიადაგები მომატებული მჟავიანია რის შედეგადაც დაიგეგმა რეგიონში 8000 ტონა დეფეკატის შემოტანა, შედეგად განოყიერებული იქნა 800 ჰა–ზე მეტი სასოფლო–სამეურნეო სავარგული, მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა რეგიონში სასათბურე მეურნეობების განვითარების, სამექანიზაციო საშუალებებით უზრუნველყოფის, მეფუტკრეობის დარგში თანამედროვე მიღწევების დანერგვისა და ხეხილისა და ბოსტნეულის ახალი ჯიშების გავრცელების ხელშეწყობის მიმართულებით, რომელმაც ჩვენი რეგიონის მოსახლეობის ცხოვრებაში უკვე პოვა ასახვა. დაფუძნდა და შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებიც რეალურად ფუნქციონირებენ და დღითიდღე აუმჯობესებენ თავიანთ საქმიანობას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის საერთო ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, იმპორტთან შედარებით ექსპორტი შემცირდა, ამის ფონზე რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების მიზანია უცხოეთში გასატანი და რეგიონში შემოსატანი პროდუქციის რაოდენობაზე ბალანსის დაცვა.

როგორც ცნობილია, 2014 წელს მოხდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, რაც იმედს იძლევამ რომ ჩვენი პროდუქცია წარსდგება ევროპის დიდ ბაზარზე.  ნიშანდობლივია ისიც, რომ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება გულისხმობს წარმოებული საქონლის  მაღალ ხარისხს, რათა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ფასით მოხდეს მისი რეალიზაცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი მცირე მიწიანია, თავისი მდებარეობით და კლიმატური პირობებით არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სოფლის მეურნეობა გახდეს მრავალდარგობრივი და წარმატებით განვითარდეს ისეთი დარგები, როგორიცაა: მეციტრუსეობა, მეჩაიეობა და სხვა სუბტროპიკული ხილის წარმოება, ამასთან მებოსტნეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მევენახეობა და სხვა მიმართულებები. დღეს რეგიონში სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარების მიზანია მაქსიმალურად იყოს განსაზღვრული მარჟინალური ერთ კვადრატულ მიწის ფართობზე და თითოეული გოჯი მიწა იყოს ათვისებული და დამუშავებული. რეგიონს ამ მიმართულებით აქვს პრობლემები; კერძოდ,  მაშინ როცა მთელს ქვეყანაში მიწის რეფორმა გატარდა ეს არ განხორციელდა აჭარის ა.რ. რაც უარყოფიდად აისახება კოოპერატივების და ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიიჩნევს,  რომ პირველ რიგში ეს საკითხები აუცილებლად გადასაწყვეტია, ამის პარალელურად, სოფლის მეურნეობის დარგის კიდევ უფრო განვითარების მიზნით, თითოეული მუნიციპალიტეტისა თუ დასახლებული პუნქტისათვის უნდა შემუშავდეს სტრატეგიული გეგმა და ამ მიმართულებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, თავისი ეფექტურობით კონკურენციასა და დროის მოთხოვნებს უნდა გაუძლოს. 2014 წელს რეგიონში ამოქდებულ იქნა სხვადასხვა, მათ შორის არასტანდარტული ციტრუსის გადამამუშავებელი საწრამოებიც. მანდარინის ჩამბარებელ, დამხარისხებელ და ტარის მწარმოებელ კომპანია "TGF GEORGIA"–ში წელს პირველად დაინერგა სტანდარტული ციტრუსის პარაფირების პროცესი, რაც ნოვაციაა. ამასთანავე, აღნიშნული კომპანიის ბაზაზე ამოქმედდა რეგიონში ყველაზე დიდი 3 000 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა. აშენდა ღვინის გადამამუშავებელი ქარხანა,  დაიწყო და სულ მალე დამთავრდება ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს მშენებლობა. 2014 წელს  პირველად განხორციელდა წარმატებული პროექტი ციტრუსის აგროდაზღვევა. მოეწყო და გადაიარაღდა სამინისტროსთან არსებული ლაბორატორიული კვლევის ცენტრი. გარდა ამისა პერიოდულად ხორციელდება მონიტორინგი შესრულებულ მიზნობრივ პროგრამებზე, რომლის შედეგადაც ისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტურია და რამდენად განვითარდა სასოფლო სამეურნეიო კოოპერატივები და ეს ყველაფერი მოსახლეობის კეთილდღეობაზე როგორ აისახა.

ყოველივე აღნიშნული სამომავლოდ, ცხადია ხელს შეუწყობს არამარტო სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ სოფლის განვითარებასაც და მიზანიც ეს გახლავთ, რომ არა ცალ–ცალკე, არამედ ერთად განვითრდეს სოფელი და სოფლის მეურნეობა.

რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, მისი ფიზიკურ-გეოგრაფიული, ნიადაგურ-კლიმატური და რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო დარგები სამეურნეო საწარმოო ნიშნით მიეკუთნება კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკული კულტურების ზონას.

ტენიანი სუბტროპიკული ზონისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ და ძირითად დარგს წარმოადგენს მეციტრუსეობა-მეჩაიეობა. ამჟამად მეციტრუსეობა კვლავ პრიორიტეტული დარგია, ხოლო მეჩაიეობა მეორე ხარისხოვან დარგად იქცა, რაც გამოწვეულია მოსახლეობის მხრიდან მცირე კონტურიან ფართობებზე უფრო ეკონომიკურად შემოსავლიანი მებოსტნეობისა და მეხილეობის (თხილი. ნუში, ხურმა, და კენკროვანი კულტურები, კივი, ფეიხოა მოცვი და სხვა) განვითარებისადმი მეტი დაინტერესებულობით.

როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახნავ-სათესის ტერიტორია შეადგენს 1 132 ჰა, ხეხილის ბაღები - 2724 ჰა, ხოლო სათიბ-საძოვარი შეადგენს 688 ჰა-ს. უკანასკნელ წლებში ადგილი ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობის შემცირებას, კერძოდ, სახნავ-სათესი ფართობი შემცირდა 420ჰა-ით. ამასთან, დაჭაობების გამო ადგილი ჰქონდა სახნავი მიწების დეგრადაციასაც, მოსახლეობის მიგრაციის გამო დაუმუშავებელი დარჩა სახნავი მიწების დაახლოებით15 ჰა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში უახლესი წლებისათვის სოფლის მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაში ძირეული ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა ძალზედ დიდია პოტენციალური რესურსები მებოსტნეობის, სუბტროპიკული მეხილეობის, მეციტრუსეობის, მსხვილფეხა და წვრილფეხა მესაქონლეობის, მეთევზეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებით პროდუქციის წარმოების მოცულობების გაზრდის შესახებ. რაც პირდაპირ კავშირშია სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამამუშავებელი, დამხარისხებელი და დამფასოებელი საწარმოების ამოქმედება-განვითარებასთან.

რეგიონის აგრარული სექტორი ძირითადად წარმოდგენილია შემდეგი სასოფლო-სამეურნეო დარგებით: მეციტრუსეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მეჩაიეობა, მემარცვლეობა და მეცხოველეობა, განვიხილოთ თითეული მათგანი:

მეციტრუსეობა

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წარმოებული ციტრუსის 60 %-მდე ქობულეთის მუნიციპალიტეტზე მოდის. აჭარის სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით ციტრუსოვნებს ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტში 3575 ჰექტარი ფართობი უკავია, ხოლო სამინისტროს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაცით 3000 მდე ჰექტარს შეადგენს, ციტრუსის მოსავლიანობა მეწლეობის გათვალისწინებით 110 ცენტნერიდან 220 ცენტნერის ფარგლებშია, ხოლო მოსავალი 25 ათასი ტონიდან 40 ათასი ტონის ზღვრებშია. მომავლისათვის ამ მიზნით მოსალოდნელია ფართობების გაზრდა ამორტიზირებული ჩაის ფართობების ხარჯზე, თუმცა მისი საზღვრები კვლავ ქობულეთის ტენიან სუბტროპიკულ ზონაში დარჩება.

მეციტრუსეობის დარგში გასატარებელი ღონისძიებები ითვალისწინებს: საშუალო-საჰექტარო მოსავლიანობის ამაღლებას, საშუალოდ 30 ტონას ჰექტარზე, ხოლო სტანდარტული ნაყოფის 40 ათას ტონამდე გაზრდას, გადამამუშავებელი მრეწველობის ამოქმედებას და სარეალიზაციო ბაზრებზე დამკვიდრებას. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული ციტრუსოვანთა ნარგავების ნახევარზე მეტი ხანდაზმულია და აუცილებელია მისი განახლება ადრემწიფებადი ფორმებით, რაც გამოიწვევს ბაზარზე ციტრუსოვანთა ნაყოფის მიწოდების ერთი თვით დაჩქარებას, სეზონის გახანგრძლივებასა და შესაბამისად მოსახლეობის ფინანსური შემოსავლების ზრდას.

მეჩაიეობა

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ქობულეთში ჩაის პლანტაციებს 5000 ჰა-მდე ფართობი ეჭირა და საშუალოდ წლიურად 48 ათასი ტონა ჩაის ფოთოლი იკრიფებოდა, რომლისგანაც ჩაის მრეწველობა 12 ათას ტონაზე მეტ ბაიხის ჩაის პროდუქციას ღებულობდა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში დამკვიდრებულმა კრიზისმა მეჩაიეობის დარგიც მოიცვა.

ამჟამად რეგიონში ჩაის ფართობი სულ მიწის ბალანსით 3528 ჰექტარს შეადგენს, აქედან სამრეწველო პლანტაციის (ფოთოლსაკრეფი) ფართობი  500 ჰექტარს;

ფოთლის წარმოება გადამუშავებას ახორციელებენ შპს,,აგროფირმა ქობულეთი”, შპს,,აჭარა ინვესტ ჩაი”, შპს,,ჩაქვის ჩაი-2007”, შპს,,ემირი”, რეგიონის სამომხმარებლო ბაზაარს მიეწოდება ჩაის პროდუქციის 2 ახალი ბრენდი: ,,სამაია”, ,,პეტრა”,

მეხილეობა

აჭარის რეგიონისათვის ისტორიულად ერთ-ერთ ტრადიციულ დარგს წარმოადგენს. აქ თანაბარზომიერად არის განვითარებული თესლოვანი, კურკოვანი, სუბტროპიკული მეხილეობა და კაკლოვნები. მეხილეობას გარდა იმისა, რომ აკისრია ხილზე ადგილობრივი მოთხოვნილების უზრუნველყოფა, წარმოადგენს მოსახლეობის შემოსავლების გარკვეულ წყაროს და ეროზიის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. ხეხილოვან ბაღებში ნარგაობათა ასაკობრივი ამორტიზაციისა და დაკნინების შედეგად ხეხილის ბაღების გარკვეული შემცირება და მოსავლის მკვეთრი კლება გამოიწვია. ამჟამად ხეხილის ფართობს გაფანტული ნარგავების ჩათვლით 1672 ჰექტარი უჭირავს (აქედან, მოსავლის მოცემის ფაზაშია  884 ჰა ფართობი), ხოლო მიღებული მოსავალი 4500 ათას ტონას არ აღემატება. დარგის შემდგომი განვითარების (როგორც ფართობები ისე ინტენსიფიკაცია) შესაბამისად მოსალოდნელია დაკავებული ფართობებისა და შესაბამისად მოსავლის ზრდა. დღეის მდგომარეობით ხეხილოვანი კულტურებიდან საექსპორტო დატვირთვა სუბტროპიკულ ხურმაზე მოდის და ყოველ წლიურად ექსპორტზე 1000 ტონაზე მეტი ხურმის ნაყოფის რეალიზება ხდება. მეხილეობის განვითარებას, ქობულეთის მუნიციპალიტეტში (კულტურული მოცვი, კაკალი) ფართო პერსპექტივები გააჩნია.

მარცვლოვანიკულტურები

- ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სტრუქტურაში ერთწლიან კულტურებს (სიმინდი, სოიო, ლობიო) სახნავი ფართობის სიმცირის გამო მოკრძალებული ადგილი უჭირავს და მთლიანად შეადგენს 2165 ჰექტარს, მათ შორის სიმინდს უჭირავს 1740 ჰა. სიმინდის საერთო წლიური მოსავალი 3200 ტონას, ხოლო მოსავლიანობა 20 ცენტნერს აღწევს. აგროტექნიკის დაბალი დონის გამო მოსავლიანობა ძალზედ დაბალია ჯიშობრივი და აგროტექნოლოგიური ღონისძიებების გატარებით მთის რაიონებში ერთ ჰექტარზე შესაძლებელია30–35 ცენტნერის მარცვლეულის მიღება, ამით წელიწადში წარმოება მიაღწევს 2500 - 3000ტონამდე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პურითა და პურპროდუქტებით მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების საქმეს.

დაწვრილებთი მონაცემები სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის შესახებ ცხრილი 1-16

ცხრილი 1-16 სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა

|დასახელება |წლები |

| |2004 |

| |2004 |2005 |2006 |2007 |

|წიწვოვანი |875 |366300 |3,76 |6.65 |

|ფოთლოვანი |22404 |5146000 |96.24 |93,35 |

საინფორმაციო წყარო: აჭარის არ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო

2007-2014 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში სატყეო უბნების რაოდენობა სულ შეადგენდა 4 ერთეულს, რომლებიც ფართობების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ა) ჩაქვის 3941 ჰა ბ) თიკერის 837.4 ჰა.  გ) აჭი-გოგიეთს 11023 ჰა. დ) ქობულეთის 7989.4 ჰა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტყის რესურსების საკმაო რაოდენობისაა და ტყიანობის კოეფიციენტი 65%-ს აღემატება. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად არ ხდება ტყის განახლება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყის შემქმნელი მერქნიანი სახობებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია წიფელი, წაბლი და მურყანი, აღნიშნულ სახეობებს, გონივრული გამოყენების შემთხვევში, ეკონომიკური სარგებლის მიღების დიდი პოტენციალი გაჩნიათ.(იხ.ცხრილი1-21)

ცხრილი1-21ტყის მერქნული რესურსები ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახეობები,

ფართობები, მარაგი.

|სახეობა |ფართობი(ჰა) |მარაგი (მ3) |ფართობი (%) |მარაგი (%) |

|წიწვოვანი: | | | | |

|სოჭი |622 |311900 |2,67 |5,66 |

|ნაძვი |120 |33700 |0,52 |0,61 |

|ფიჭვი |17 |2000 |0,07 |0,04 |

|კრიპტომერია |116 |18700 |0,50 |0,34 |

|სულ წიწვოვანი |875 |366300 |3,76 |6,65 |

|ფოთლოვანი: | | | | |

|წიფელი |12769 |4089400 |54,85 |74,19 |

|მუხა |3 |0,01 |0,00 | |

|რცხილა, ჯაგრცხილა |1264 |127900 |5,43 |2,32 |

|წაბლი, კაკალი |2350 |413700 |10,09 |7,51 |

|ნეკერჩხალი, იფანი, თელა |29 |7600 |0,12 |0,14 |

|თხმელა |3579 |446500 |15,37 |8,10 |

|ვერხვი, ტირიფი |2 |100 |0,01 |0,00 |

|ხე-ტიტა |35 |6600 |0,15 |0,12 |

|ცაცხვი |98 |12900 |0,42 |0,23 |

|აკაცია, გლეგიჩია |12 |1700 |0,05 |0,03 |

|ბზა, ევკალიპტი |106 |11700 |0,46 |0,21 |

|ბუჩქნარი |2157 |27900 |9,27 |0,51 |

|სულ ფოთლოვანი |22404 |5146000 |96,24 |93,35 |

|სულ სახეობები |23279 |5512300 |100,00 |100,00 |

საინფორმაციო წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო

2010-2014 წლის პერიოდისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტყეებზე მიყენებული ზიანი შეადგენდა 19801

ლარს ცხრილი1-20)

ცხრილი1-20. 2007-2014წლის პერიოდისათვის ტყის დაცვის მდგომარეობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

|სატყეო განყოფილების |  2010 |   2011 |2012 |  2013 |   2014 |

|დასახელება |მოც. |

| |მ3 |

| |ადმინისტრაციის მიერგამოყოფილი(მ3) |ათვისებული(მ3) |

| |I |II |

| |ხარისხი |ხარისხი |

|საერთაშორისო მნიშვნელობის |

|სენაკი-ფოთი-სარფი2 |46 |26 |

|შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის |

|საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი3|19 |19 |

|ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის |6 |2 |

|შემოსასვლელი | | |

|სულ |71 |47 |

საინფორმაციო წყარო: საქართველოს ს/გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს აჭარის ა.რ. ს/გზების დირექცია“

საგზაო ინფრასტრუქტურის შეკეთება/მშენებლობის პროცესი ძალზედ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში ჩატარდა საგზაო ინფრასტრუქტურის გზების, გაბიონების, ბეტონის კედლების, ხის ძელყორების და ხიდების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2007-2011 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ ფართო მასშტაბის ღონისძიებები განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 გზას (გზის მონაკვეთს). გარემონტებული გზების საერთო სიგრძე შეადგენს 74,1 კმ. ამასთან, მოეწყო 74 გაბიონი (საერთო სიგრძე 1620 გ/მ), 24 ბეტონის კედელი (საერთო სიგრძე 299 გ/მ) და 2 ხის ძელყორი (საერთო სიგრძე 36 გ/მ).რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 ხიდს და აშენდა 15 ახალი ხიდი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირება“, რომლის ბალანსზე 31 სატრანსპორტო საშუალება ირიცხება. მათ შორის 1 მსუბუქი, 7 სამგზავრო და 23 სატვირთო.

მუნიციპალიტეტში მოქმედებს 45 სამარშრუტო ხაზი, მათ შორის: 2 შიდამუნიციპალური, 10 საქალაქთაშორისო და 33 საგარეუბნო. სამარშრუტო ხაზებს ძირითადად ემსეხურება ხელშეკრულებით მომუშავე კერძო ავტოტრანსპორტი, 98 ერთეული. 2010 წლის მონაცემებით წლის განმავლობაში საშუალოდ გადაყვანილი იქნა 1 470 960 მგზავრი.

ქ. ქობულეთის შემოვლითი საერთაშორისო გზის მშენებლობამ მნიშვნელოვანი იმპულსები შესძინა როგორც მთლიანად მუნიციპალიტეტის, ისე ქ. ქობულეთის სამომავლო განვითარებას. აჭარის ზღვისპირა ქალაქებზე გამავალი, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამორჩეული E-70 ავტომაგისტრალი წლების მანძილზე დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს. აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაირთვება, რაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) დახმარებით. პროექტით გათვალისწინებულია 48.4 კმ შემოვლითი გზის მშენებლობა ქობულეთის ჩრდილოეთით მდინარე ჩოლოქს და ბათუმის სამხრეთით მდინარე ჭოროხს შორის, რომელიც შემოუვლის ქობულეთს, მახინჯაურს და ბათუმს.

საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის სრული გამოყენების კონტექსტში, საპროექტო გზას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სატრანსპორტო-სატრანზიტო მოძრაობის გაუმჯობესების, ასევე, ვაჭრობისა და რეგიონული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ამასთან, ის  იძლევა ქალაქ ქობულეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების ახალი ვექტორების განსაზღვრის საშუალებას. პროექტის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს მოძრაობის გადატვირთვის და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება ქ. ქობულეთში, და, შესაბამისად, ხელსაყრელი კლიმატის შექმნა შემდგომი ინვესტირებისთვის.

ობიექტი დაყოფილია 2 სამშენებლო მონაკვეთად - 2 ლოტად.

ლოტი 1 - ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულება 12,4 კმ და ჩაქვი-მახინჯაურის გზის არსებული მიმართულება 2,3 კმ - სულ 14,7 კმ.

ლოტი 2 - ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12-კმ31 მონაკვეთი - 18.9 კმ.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა  სენაკი-ფოთი-სარფის არსებული საავტომობილო გზის კმ61-დან იწყება და ჩაქვი–მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებთან მთავრდება.

ქ. ქობულეთის 33,6 კმ-იანი შემოვლითი საავტომობილო გზა მიუყვება აჭარის შავი ზღვის სანაპიროს. და უვლის ქ. ქობულეთს აღმოსავლეთიდან, მთლიანად გადის ქობულეთის რაიონში. მისი საწყისი წერტილი მდებარეობს სოფელ ისპანთან და მთავრდება არსებული გვირაბის ჩრდილოეთ პორტალთან. შემოვლითი გზა ასევე გვერდს უვლის ქობულეთის მუნიციპალიტეტის 10 სოფელს. პროექტის მარშრუტი ნაჩვენებია

სქემა 1

სქემა 1-4. ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზა

[pic]

ქობულეთის 12,4 კმ-იანი შემოვლითი გზის   აღნიშნულ მონაკვეთზე  დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი. აშენდა  რკინიგზის გადამკვეთი ესტაკადა, სამი სატრანსპორტო კვანძი, 5 სახიდე გადასასვლელი და 5 მშრალ ხევზე  გამავალი ხიდი. მოეწყო  ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. საავტომობილო გზა წარმოადგენს თავისუფალი სვლის გზას, რომელიც ზევიდან ან ქვევიდან იკვეთება არსებული გზებით. მოძრაობის სიჩქარეა 100 კმ/სთ მთავარი გზისთვის, ხოლო რამპებისთვის 60 კმ/სთ; სიგანე შეადგენს 14.0 მეტრს. გასხვისების დერეფანი ვრცელდება 7 მეტრზე ყრილის კიდიდან, ამაში შედის 2 მეტრის სიგანის მონაკვეთი სადრენაჟო არხისათვის, და 1 მეტრიანი მონაკვეთი არხის კიდიდან და 3 მეტრიანი სარეზერვო მონაკვეთი არხს მიღმა. ყრილი შემდგარია კლდოვანი ქანებისგან.

რკინიგზა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს რკინიგზის სამი (ქ. ქობულეთის, დაბა ჩაქვისა და დაბა ოჩხამურის) სადგური თბილისი–მახინჯაურისა და სამტრედია მახინჯაურის სარკინიგზო ხაზზე. არსებული სარკინიგზო ხაზები მთელი წლის განმავლობაში ემსახურება მგზავრთა გადაყვანას. მგზავრთა გადაყვანა ხორციელდება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, არამედ სომხეთის მიმართულებითაც. ყველა ზემოაღნიშნული სარკინიგზო მიმოსვლა ხორციელდება  ყოველდღიურად.

სამტრედია-ბათუმის სარკინიგზო უბნის სიგრძე შეადგენს 104 კმ-ს, აქედან საქართველოს რკინიგზის ქობულეთის მუნიციპალიტეტზე ტერიტორიაზე, ანუ, ჩოლოქიდან მახინჯაურამდე, სარკინიგზო ხაზის სიგრძე 34 კმ-ია. სადგურების სალიანდაგო განვითარება შეადგენს 35,7 კილომეტრს.ეს მონაკვეთი საქართველოს მთავარ სარკინიგზო არტერიას წარმოადგენს, სადაც სამგზავრო მატარებლებთან ერთად ინტენსიურად მოძრაობს ნავთობპროდუქტებით დატვირთული მძიმე წონის შემადგენლობები. უბანი მთლიანად ერთლიანდაგიანია. მაქსიმალური ქანობი არ აღემატება 10%-ს. მე-6 - მე-19 კმ-ზე რკინიგზა გადის უშუალოდ ზღვის სანაპიროზე.

2005 წლამდე რკინიგზის საშუალოტექნიკურისიჩქარე მთავარ მიმართულებებზე იყო 54-60კმ/სთ; 2009 წლის მდგომარეობით - 72 კმ/სთ. სიჩქარეები ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიზარდა 80-100კმ-ზე (ქობულეთის მუნიციპალიტეტის სარკინიგზო უბანს ეს ცვლილებები ჯერ არ შეხებია). ამჟამად   ინტენსიურად მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები; სალიანდაგო სამუშაოების შესრულებახორციელდება ავსტრიული და ფრანგული ახალი სალიანდაგო მანქანა-მექანიზმების გამოყენებით; სარკინიგზო გადასასვლელი აღიჭურვება ავტომატური შლაგბაუმებითა და საშუქნიშნე სიგნალიზაციით. ამასთანავე, ჩაქვი-მახინჯაურის სარკინიგზო უბანზე, სანაპირო ზოლზე მიმდინარობს ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა. ხაზგასასმელია ვაგონების პარკის მდგომარეობა, რომლის ასაკიც 20 წელს აღემატება; მათი ნაწილი მოდერნიზებულია.

2006 წელს მოდერნიზება ჩაუტარდა ქობულეთის რკინიგზის სადგურს.

სამგზავრო გადაყვანები ხორციელდება ძირითადათ ქვეყნის შიგნით, თუმცა, ვინაიდან ტურისტთა დიდი ნაკადი სომხეთის რესპუბლიკაზე მოდის, საქართველოს რკინიგზის მიერ 2007 წლიდან დაინიშნა სეზონური მარშრუტი ერევანი-მახინჯაურის მიმართულებით. ქვემოთ მოყვანილია რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (იხ. ცხრილი1-23).

ცხრილი1-23. რკინიგზით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 2008-2010 წლებში

|დახასიათება |2008 წ. |2009 წ. |2010 წ. |

|ადგილობრივი |700 846 |648 417 |693 916 |

|საერთაშორისო |10 217 |21 026 |40 208 |

|სულ: |711 063 |669 443 |734 124 |

2011 წელს რკინიგზით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ სულ 1061813 მგზავრი შეადგინა, რაც 2010 წელთან შედარებით 44%-ით გაზრდილია.

საბაგირო ტრანსპორტი

თანამედროვე გლობალური ტენდენციების თანახმად, მსოფლიოს მაშტაბით, 20%-ით დაბინძურების შემცირებასთან დაკავშირებით,  დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამთო-ეკოლოგიურ სპეციალურ ტრანსპორტს (საბაგირო ტრანსპორტს). აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ქ. თბილისში არსებობდა ავტომატიზაციის სახელმწიფო კომიტეტი, სისტემების კვლევის, დამუშავების, დანერგვის საქმეში  სსრკ მთიანი რეგიონებისათვის სპეციალური საბაგირო და მონორელსური ტრანსპორტის ექსპერიმენტალური ბაზა, საინფორმაციო სასწავლო ცენტრი, ექსპერიმენტალური ქარხანა ბაგირ-გზა ტექნიკა (ორხევში).

საქართველოში, საბაგირო ტრანსპორტით, ყოველწლიურად გადაიზიდებოდა 7 მლ. ტონა ტვირთი - მანგანუმის მადანი, ნახშირი, სამშენებლო მასალები,  და 11 მილიონი მგზავრი, აქედან, 1 მლნ. ტურისტი.იმ პერიოდში ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტონომიურ რესპუბლიკაში დაგეგმილი იყო 1 ბაგირ-გზის მშენებლობა  ქობულეთში -1;დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე კონცხის ბაგირ-გზა გაძარცვულია და უმოქმედო.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტურისტულ-სარეკრეაციო რეგიონად ფორმირების კვალდაკვალ, გადაადგილების საშუალებათა გამრავალფეროვნების თავლსაზრისით, სწორედ ამგვარი სატრანსპორტო საშუალებების განვითარება/მშენებლობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

კომუნიკაციის საშუალებები

თანამედროვე პირობებში, საზოგადოებრივი მოღვაწეობის მრავალი სფეროს განვითარება წარმოუდგენელია ინფორმაციული გაცვლისა და მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე. ამ  მხრივ ქობულეთის მუნიციპალიტეტიში ვითარება შემდეგია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფიქსირებული სატელეფონო კავშირი წარმოდგენილია ორი კომპანიით: ა) შპს ,,სილქნეტი’’ (სულ 32 000 აბონენტი, მათ შორის 27 500 კერძო პირი და 4500 კორპორატიული, რომელის დაფარვის ზონაა ქ. ბათუმი და ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა გარკვეული სოფლებისა), რომელიც შეიქმნა  კომპანია ,,ვანექსის’’, აჭარის ელექტროკავშირისა’’ და ,,გაერთიანებული ტელეკომის’’ გაერთიანების შედეგად. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის სფერო მთლიანად მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით მომსახურებას, როგორიცაა ადგილობრივი სატელეფონო კავშირი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირი, ინტერნეტ მომსახურება, სატელეგრაფო კავშირი და რადიო-უზრუნველყოფა. ასევე ფიქსირებულ სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფას ახდენს შპს ,,ა-ნეტი’’ (810 აბონენტი, დაფარვის ზონა ქ. ბათუმი).

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინტერნეტქსელით ფიქსირებულ მომსახურეობას ეწევიან ინტერნეტ პროვაიდერული კომპანია შპს ,,სილქნეტი’’ (ინტერნეტით სრულად არის უზრუნველყოფილი ქალაქი ქობულეთი). რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მთიანი რეგიონის მოსახელობას, მათი მცირეოდენი ნაწილი ახერხებს ინტერნეტით სარგებლობას (შპს ,,მაგთიკომი’’-ს ტელეფონის - ,,მაგთიფიქსი’’-ს ინტერნეტით).

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ითვლება ფიჭური კავშირით მომსახურების ფართო დაფარვის ზონად. აქ მოსახლეობა სარგებლობს მობილური კომპანიების შპს ,,მაგთიკომი’’-ს, შპს ,,ჯეოსელი’’-სა  და შპს ,,მობიტელი’’-ს (იგივე ბილაინის) მომსახურებით.

რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელემაუწყებლობას, მის მენეჯმენტს ახორცეილებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას. ამიტომ აჭარაში არსებული ბიუჯეტიდან დაფინანსებული ე.წ. „სახელმწიფო ტელე და რადიო მაუწყებლები“ ერთგვარად ამოვარდნილნი არიან საკანონმდებლო სივრციდან. საკითხი უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში აქტიურად განიხილება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ გადაწყდა. შესაბამისად, „აჭარის ტელევიზია“ და აჭარის რადიო“, ავტონომიური ბიუჯეტიდან დაფინანსებით, მაუწყებლობს არა მარტო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, არამედ ფარავს მთელ რესპუბლიკას (ტელევიზიის სიგნალი ვრცელდება თანამგზავრიდანაც). გარდა ამისა შეზღუდულად (ძირითადად აჭარა-გურიის ზღვისპირა ზოლში) ვრცელდება პოპულარული კერძო კომპანია „TV25“-ის სიგნალიც.

ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება გაზეთი „აჭარას“ გამოცემა; პერიოდული გამოცემები ასევე გააჩნიათ ადმინისტრაციულ ერთეულებს (ქალაქ ბათუმის მერიას – გაზეთი „ბათუმი“, ასევე მუნიციპალიტეტების გამგეობებს და საკრებულოებს)  გარდა ამისა პოპულარობით სარგებლობს დამოუკიდებელი გაზეთი „ბათუმელები“; მცირე ტირაჟით ვრცელდება გაზეთი „აჭარა PS“.

1-7.2 ჰიდროენერგეტიკა

საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის თანახმად, აჭარისათვის პრიორიტეტულია განახლებადი ენერგიისა და ალტერნატიული წყაროების უპირატესი  გამოყენება და ენერგეტიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.ამ მიზნის მისაღწევად შემუშავებულია „განახლებადი ენერგიის პოლიტიკა”. ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მდიდარი ჰიდრორესურსების მაქსიმალური გამოყენება და თერმული თაობის სრული ჩანაცვლება. ჰიდროელექტროსადგურების იდენტიფიცირება და სათანადო რანჟირება,  გადაცემათა ახალი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა; არსებულ და ახალ ელექტროსადგურებში გამომუშავებული მოჭარბებული ენერგიის ექსპორტი.ენერგეტიკული თვალსაზრისით ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული  მდინარეებიდან აღსანიშნავია მდინარე კინტრიში რომელზეც 220–157 მ.ზ.დ. ნიშნილებში მიმდინარეობა 6 მგვტ ჰიდროელექტრო სადგურის კინტრიშაჰესის  მშენებლობა, მისი დამთავრება დაგეგმილია 2016 წლის ბოლოს.

მუნიციპალიტეტში არსებულ მდინარეებსა და მათ შენაკადებზე შესაძლებელი ამცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების აშენება. ჰიდროელექტროსადგურების შესახები ნფორმაცი ამოცემულია ცხრილი 1-24.

ცხრილი 1-24. ჰიდროელექტროსადგურები და მათი მონაცემები

|ელექტრო |ელექტრო |ელექტროენერგიის |კუთვნილება |

|სადგურის |სადგურის |წარმეობა მილიონ კილოვატ | |

|სახელწოდება |სიმძლავრე მეგავატებში | | |

|კინკიშა |0.74 |2.27 |სახელმწიფო |

|აჭი |1.03 |2.14 |სახელმწიფო |

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე, ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს ს.ს. „ენერგო–პროჯორჯია“. მუნიციპალიტეტში მოქმედებს ელექტროენერგიის მიწოდების 24 საათიანი გრაფიკი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტთა რაოდენობა (2010 წ. 01 აგვისტოს მდგომარეობით) შეადგენს 23 029 აბონენტს; მათ შორის 21 641 ფიზიკური პირი და 1388 კორპორატიული. გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობა შეადგენს 9 991–ს.

1-7.3 წყალსადენი-კანალიზაცია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის მართვა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების მმართველობის სფეროში შედის.

ეს დარგი ქობულეთის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია შემდეგი იურიდიული პირებით: ქობულეთის მუნიციპალიტეტი - შპს ,,ქობულეთის წყალკანალი’’ და შპს ,,ქობულეთის სოფლის წყალი’’;

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 18 წყალსადენია. მათ შორის 17 სასოფლო და 1 კომუნალური დანიშნულების.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამჟამად მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება ქ. ქობულეთის წყლისა და კანალიზაციის სექტორის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ამასთანავე მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამებითა და სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით ხორციელდება მუნიციპალიტეტში დაბებისა და სოფლების წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია.

ქ. ქობულეთის წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. სამუშაოები ჩატარდა ორ ეტაპად. რეაბილიტაციის პირველ ეტაპისათვის გამოყოფილი იყო 5,8 მლნ ლარი, ხოლო მეორე ეტაპისათვის - 25 მლნ. ლარი.

ქ. ქობულეთის წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე განხორციელდა წყლის სათავე ნაგებობისა და წყლის რეზერვუარების მშენებლობა, ხოლო მეორე ეტაპზე ქალაქის წყალ-კანალიზაციის მაგისტრალების მშენებლობა და შიდა ქსელის დაახლოებით 80 %-ის რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმარება, რის შემდეგაც განხორციელდება კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემაში ჩართულ აბონენტთა რაოდენობაა 59319, მათ შორის გამრიცხველიანებულთა რაოდენობაა 4254. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა 2011 წლის მონაცემებით შეადგენს 73 კაცს.

2006-2011 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყლისა და საკანალიზაციო სისტემაში განხორციელებული/მიმდინარე მიზნობრივი პროგრამები (იხ. ცხრილი 1-25)

ცხრილი 1-25. წყლის, სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემაში განხორციელებული/მიმდინარე მიზნობრივი პროგრამები (2006 -2011 წლები)(ლარი)

|დასახელება |2006 |2007 |2008 |2009 |2010 |2011 |

|ქ. ბათუმი |2  896 125 |1 673 023 |3 341 979 |5 671 000 |7 413 700 |6 190 000 |

|ქობულეთი |1 162 207 |1191228 |2 179 249 |30 000 |25 745 171 |2 447 087 |

1-7.4 გაზმომარაგება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზსადენების გაყვანას, გაზიფიცირებას, მოსახლეობისა და იურიდიული პირების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას ახორციელებს ორი კომპანია: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ და შპს „აჭარის ბუნებრივი აირი“.

შპს „სოკარ ჯორჯიამ“ გაზიფიკაციის სფეროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2008 წლიდან 2010 წლის ჩათვლით განახორციელა 13,525 მლნ. ლარის ინვესტიცია. რაც შეეხება მთლიან საინვესტიციო თანხას, რომლის დაბანდებასაც კომპანია აპირებს ბუნებრივი აირის ქსელის მშენებლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, იგი განისაზღვრება 30 მლნ. ლარით. მონაცემები შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული ინვესტიციები 2008-2011 წწ. იხილეთ №4 დანართში.

სულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ 2008-2010 წლებში აშენდა 123 136 გრძივი მეტრი გაზსადენი (აქედან საშუალო წნევის - 90 442 გრძივი მეტრი და დაბალი წნევის-32 694 მეტრი), აქედან ქობულეთის მუნიციპალიტეტში 41 408 გრძივი მეტრი გაზსადენი (საშუალო წნევის - 22 618 გრძივი მეტრი, დაბალი წნევის - 18 790 გრძივი მეტრი). მონაცემები შპს „სოკარ ჯორჯია გაზის აჭარის“ მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აშენებული გაზსადენების შესახებ იხ. ცხრილი 1-26

2011 წელს შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ დაგეგმილი იყო ინვესტიციების განხორციელება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 16,9 მლნ. ლარის ოდენობით. ასაშენებელი გაზსადენის საერთო სიგრძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში - 21 782 გრძივი მეტრია (20 084 გრძივი მეტრი საშუალო წნევის და 1 698 მეტრი დაბალი წნევის).

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ გაზიფიცირების ქსელში 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ჩართული იყო 2912 აბონენტი, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 674 აბონენტი.

ცხრილი 1-26. აჭარაში შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი აჭარის’’ მიერ აშენებული გაზსადენები 2008-2011 წლებში(გრძივი მეტრი)

|დასახელება |2008 |2009 |        2010 |2011 |

| |საშუალო |დაბალი |

| |წნევა |წნევა |

| |ორგანიზაცია |ფიზიკურიპირები |ფიზიკური პირები |

|ქ. ბათუმი |128 |38 034 |12023 პოტენციური აბონენტი |

წყარო: შპს,,სოკარჯორჯია გაზი აჭარა’’

ცხრილი 1-28.  აჭარაში შპს ,,აჭარის ბუნებრივი აირის’’ საკუთრებაში არსებული გაზსადენები 2011 წელი (გრძივი მეტრი)

|დასახელება |მაღალიწნევა |საშუალოწნევა |დაბალიწნევა |

|ქ. ბათუმი |29700 |46179 |54802 |

|ქ. ქობულეთი |6224 |65 343 |65343 |

წყარო: შპს,,აჭარის ბუნებრივიაირი’’

ცხრილი 1-30. აჭარაში შპს ,,აჭარის ბუნებრივი აირის’’ აბონენტთა რაოდენობა

|დასახელება |კორპორაციული |ფიზიკურიპირები |სულ |

|ქ. ბათუმი |523 |11389 |11912 |

|ქ. ქობულეთი |125 |3357 |3482 |

წყარო: შპს,,აჭარის ბუნებრივიაირი’’

ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაზსადენებით უზრუნველყოფილია მხოლოდ შემდეგ დასახლებულ პუნქტები: ქ. ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი და სოფელი ბობოყვათის ნაწილი. დაგეგმილია გაზსადენების მშენებლობა შემდეგი მიმართულებით: დაბა ოჩხამური, სოფლები: ციხისძირი, გვარა და ბობოყვათი.

2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს „სოკარ ჯორჯია გაზ“-ში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მთლიანად საწარმოო და სამშენებლო პროცესში დასაქმებული იყო 100-მდე თანამშრომელი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მოსახლეობისა და იურიდიული პირების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას ასევე ახდენს შპს „აჭარის ბუნებრივი აირი“. აღნიშნული კომპანია ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2011 წლის 1 იანვრისათვის ფლობდა 158 770 გრძივ მეტრ გაზსადენს, აქედან ქობულეთის მუნიციპალიტეტში 74 700 გრძივ მეტრს.

2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს „აჭარის ბუნებრივი აირი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბუნებრივ აირს აწვდიდა 8 421 აბონენტს, აქედან ქობულეთის მუნიციპალიტეტში 3 138 აბონენტს. მონაცემები შპს „აჭარის ბუნებრივი აირის“ აბონენტების რაოდენობის შესახებ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იხილეთ № 7 დანართში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში შპს „აჭარის ბუნებრივი აირის“ ქსელი მოიცავს მხოლოდ ქალაქ ქობულეთს. შპს „აჭარის ბუნებრივ აირში“ დასაქმებულთა რაოდენობა მთლიანად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეადგენს 106 კაცს.

2010 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოხმარებულია 11,79 მლნ. მ3 გაზი, მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 3,12 მლნ. მ3. მონაცემები 2010 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოხმარებული აირის შესახებ იხილეთ № 8 დანართში.

1-7.5 ელექტრომომარაგება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის განაწილების სისტემა და მისი მიწოდება ბოლო პერიოდებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’. ამ ეტაპზე რეგიონი საკმარისი რაოდენობით იღებს ელექტროენერგიას და მიწოდების 24 საათიანი გრაფიკია, თუ არ ჩავთვლით ავარიულ გამორთვებს. მეორეს მხრივ, სისტემას მაინც ახასიათებს გარკვეული მერყეობა (მაგ. დაბალი ვოლტაჟი), რაც გამოწვეულია დისტრიბუციის სისტემაში არსებული დეფექტებით. ამჟამად, თითქმის მთელს რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინდივიდუალური  გამრიცხველიანება.

აჭარის ა.რ. ძირითადი ელ. ენერგიით მომარაგება ხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე 220/110/35/10 კვ ქ/ს,,დიდი ბათუმი”-ში შემავალი (მაღალი ძაბვის) 220კვ ელექტრო გადამცემი ხაზებით ,,პალიასტომი-1”-ით ქ/ს ,,მენჯიდან და ,,პალიასტომი-2”-ით ,,ენგურჰესის” კასკადის ,,ვარდნილჰესიდან”. ასევე ხორციელდება კავშირი თურქეთის ელექტრო სისტემასთან მესამე 220 კვ. ე.გ.ხ-ით ,,აჭარა”. 220/110/35/10 კვ ქ/ს,,დიდი ბათუმი” და აჭარის  შემდგომი ელ. მომარაგება ხორციელდება 110კვ-ის 4 ე.გ.ხაზით: ,,ადლია-1”, ,,ადლია-2”, ,,ერგე-1” და ,,ერგე-2”-ით. 110კვ ეგხ ,,ერგე-2”-ს კავშირი აქვს აწჰესთან. ასევე, 110კვ-ს 2 ე.გ.ხაზით ,,ანასეულით” და ,,ჩაქვით” ხორციელდება აჭარის რეგიონის დამატებითი ელ.მომარაგება გურიის რეგიონის მხრიდან, ან შეიძლება განხორციელდეს ელ.ენერგიის ტრანზიტი გურიის რეგიონის მხარეს. საშუალოდ, აჭარის რეგიონს ესაჭიროება 100-120 მვტ სიმძლავრის ელ.ენერგია, სეზონური და საათობრივი პიკების გათვალისწინებით. ქ/ს,,დიდი ბათუმი”-ის მხრიდან ენერგიის მოწოდებისას რეგიონის ელ.მომარაგება ხორციელდება სრულად, ხოლო გურიის მხრიდან შეგვიძლია მივიღოთ 30-40 მვტ.

რეგიონის შემდგომი შიდა ელ. მომარაგება ხორციელდება შემდეგი სქემით:

- ქობულეთის მუნიციპალიტეტში განთავსებულია 110/35/10კვ-ის 3 ქვესადგური: ,,ქობულეთი” ,,ჩაქვი”, ,,ფიჭვნარი” და 35/10კვ-ის 5 ქ/ს-ი: ,,ოჩხამური”, ,,ცეცხლაური”, ,,ივერია” ,,ხუცუბანი, ,,ჭახათი” და ,,კინკიშა ჰესი”.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2008-2011 წლებში შეადგენს 5 902 419 ლარს, აბონენტთა რაოდენობა 2011 წელს შეადგენდა - 23208.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ აბონენტთა 79 % - 17 669 აბონენტი არის ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ არსებული გეგმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა 2013 წლის ბოლოსათვის. აღნიშნული კომპანიის მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტში დასაქმებულია 78 კაცი.

1-8. ფინანსები, ეკონომიკა, მრეწველობა და მშენებლობა

1-8.1  საჯარო ფინანსები.ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა და ანგარიშგება

წინამდებარე ანგარიში მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის და კვარტალური შესრულებების ანალიზს. ანგარიშში გაანალიზებულია 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, დაგეგმილი/შესრულებული შემოსავლები და ხარჯები (იხ.ცხრილი 1-)

ცხრილი 1-31. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი(ლარი)

|დასახელება |2012 წლის ფაქტი |2013 წლის ფაქტი |2014 წლის გეგმა |

| |სულ |მათ |სულ |მათ |სულ |მათ |

| | |შორის | |შორის | |შორის |

| | |საკუთარი |

| | |შემოსავ |

| | |ლები |

| |სულ |მათ შორის |სულ |მათ შორის |

| | |საკუთარი |სახელმწიფო | |საკუთარი |სახელმწიფო |

| | |შემოსავ |ბიუჯეტის | |შემოსავ |ბიუჯეტის |

| | |ლები |ფონდებიდან | |ლები |ფონდებიდან |

| | | |გამოყოფილი | | |გამოყოფილი |

| | | |ტრანსფერები | | |ტრანსფერები |

|გრანტები |21897784 |20341268 |1556516 |27266569 |25863311 |1,403,258 |

|სხვადონის |21897784 |20341268 |1556516 |27266569 |25863311 |1,403,258 |

|სახელმწიფო | | | | | | |

|ერთეულებიდან | | | | | | |

|მიღებულიგრანტები | | | | | | |

|საქართველოს |5784880 |5784880 |- |7184600 |7184,600 |- |

|სახელმწიფო | | | | | | |

|ბიუჯეტიდან | | | | | | |

|გამოყოფილიგათანაბრებითი | | | | | | |

|ტრანსფერი | | | | | | |

|სპეციალური |16112904  |14556388 |1556516 |20081969 |18678711 |1403258 |

|ტრანსფერი | | | | | | |

|მ.შ. საქართველოს |208,549 | |208,549 | | |1403258 |

|რეგიონებში | | | | | | |

|განსახორციელებელი | | | | | | |

|პროექტებისფონდი | | | | | | |

|მ.შ. სხვა |1347967 | |1347967 | | | |

|სპეციალური | | | | | | |

|ტრანსფერი | | | | | | |

|მ.შ. აჭარის არ |14556388 |14556388 | |18678711 |18678711 | |

|რესპუბლიკური | | | | | | |

|ბიუჯეტიდან | | | | | | |

|გამოყოფილი | | | | | | |

|სპეციალური | | | | | | |

|ტრანსფერი | | | | | | |

სხვა შემოსავლები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წლის 9 თვის მონაცემებით, სხვა შემოსავლებისსახით მიღებული შემოსავლები შეადგენს ბიუჯეტის 4 %-ს, რომელიც დაყოფილიაოთხ ნაწილად:

1. პროცენტები

2. რენტა

3. ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახდელები

4. ჯარიმები სანქციები და საურავები. (იხ. დიაგრამა1-22)

სხვა შემოსავლების კატეგორიაში აღირიცხება შემოსავლები საკუთრებიდან, საკუთრებისა და მომსახურების რეალიზაციიდან, სანქციების განხორციელებიდან და შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული მომსახურეობებიდან მიღებული შემოსავლები. 2013-2014 წლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი შესაბამისად 28700 და 50000 ლარს შეადგენს, ხოლო ანალოგიურ პერიოდში მიწის იჯარიდან მიღებულია 174050 და 130000ლარი, მშენებლობის ნებართვაზე მოსაკრებლით - 55478  და 30000 ლარი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლით მხოლოდ 2013 წელს არის მიღებული 3374ლარი და სანდასუფთავების მოსაკრებლით - 211514 და 220000 ლარი. მთლიანობაში 2013-2014 წელს სხვა შემოსავლების სტრუქტურაში ადმინისტრაციული მოსაკრებლებით და გადასახდელებით მიღებულმა შემოსავალმა საგრანტო შემოსავლების გარეთ მყოფი შემოსავლების  10-14,%-შეადგინა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ 2013-2014 წლებშისხვა შემოსავლები მთლიან შემოსულობებში საშუალოდ 4%-ს შეადგენს. ყველაზე მნიშვნელოვან მოცულობას ამ კატეგორიაში სანქციების (ჯარიმები და საურავები) მოსაკრებელი ადგენს (850,796 ლარი). ხოლო 2014 წლის გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია 442420ლარის შემოსავალი ბიუჯეტში. ჯარიმებისა და საურავების პროცენტული წილი მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებში 2.82%-ია.

დიაგრამა1-22. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წლის 9 თვის მონაცემებით, სხვა შემოსავლების სახით მიღებული შემოსავლები.

[pic]

სხვა შემოსავლების მუხლში 2014 წელს მუნიციპალიტეტმა მიიღო გეგმურზე უფრო მაღალი შემოსავლები, რაც უმეტესწილად გამომდინარეობდა პროცენტის, ადმინისტრაციული მოსაკრებლების და გადასახდელების,  ჯარიმების(სანქციები და საურავები) მუხლების 100%-ზე მაღალმა შესრულებამ.

ფინანსური აქტივების ცვლილება

ფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსავლები შეადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუეჯტის შემოსულობების 17% რომელიც გამომდინარეობს დეპოზიტზე არსებული ფინანსური აქტივების კლებით. ქობულეთის მუნიციპაიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის თანახმად ქობულეთის მუნიციპალიტეტიმა 2013 წელს დეპოზიტზე განათავსა 6729 ათასი ლარი, რომელსაც 2014 წელს გამოიყენებს.

ბიუჯეტის ხარჯები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი 9 თვის მდგომარეობით გადასახდელები შემდეგი სახით არის წარმოდგენილი:

o შრომის ანაზღაურება;

o სხვა საქონელი და მომსახურება;

o სუბსიდია;

o სოციალური უზრუნველყოფა;

o სხვა ხარჯები;

o არაფინანსური აქტივების ცვლილება;

o ვალდებულებების კლება. (იხ. დიაგრამა1-23)

დიაგრამა1-23. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი 9 თვის ხარჯები.

[pic]

შრომის ანაზღაურება

ბიუჯეტის გადასახდელების ერთერთი შემადგენელი ნაწილია შრომის ანაზღაურება, 2014 წლის 9 თვის მონაცემებით, შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი იყო 1870367 ლარი რომლის ათვისებაც 100% - ით მოხდა. თავის მხრივ შრომის ანაზღაურება შედგება ორი ნაწილისაგან: 1) ხელფასები და 2) პრემია და სხვა სახის დანამატი. საანგარიშო პერიოდში ხელფასის სახით დარიცხულია 1314385 ლარი, ხოლო პრემიის სახით 394515 ლარი. ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას რომ პრემიის გაცემა ხდება საშუალოდ კვარტალში ერთხელ და ხელფასის ზრდასთან ერთად მისი პროცენტული მაჩვენებელი მცირდება.

საქონელი და მომსახურება / სხვა ხარჯები

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 9 თვის განმავლობაში საკუთარი ბიუჯეტის 8,8% საქონელსა და მომსახურებაზე დახარჯა, რომელიც 1797345 ლარს შეადეგნს. მუხლისხარჯვითი ნაწილის შესრულება 86%-ს შეადგენს. ამავე პერიოდში სხვა ხარჯების მუხლშიგახარჯულია 538654 ლარი რაც მთლიანი საბიუჯეტო სახსრების 3%-ია. საერთოჯამში ბიუჯეტის 11,3 %  სხვა ხარჯების მუხლში გაიწერა რაც რეალურ ციფრებში2335999 ლარია.

სუბსიდია

2014 წლის 9 თვის განმავლობაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სუბსიდიის მუხლითგასახარჯი თანხის გეგმა 2510769 ლარით განისაზღვრა. კვარტალური შესრულებისანგარიშის თანახმად კი ამჟამად გახარჯულია 2,309,908 ლარი. შესაბამისად, სუბსიდიებისმუხლში გეგმის შესრულების მაჩვენებელი 92% შეადგენს. სამწუხაროდ მუნიციპალიტეტისმიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ ჩანს თუ რა სახის სუბსიდირების პროექტებიგანხორციელდა პირველი 9 თვის მანძლზე.

სოციალური უზრუნველყოფა

ბიუჯეტის თანახმად სოციალური უზრუნელყოფის პროექტებზე 2014 წლის 9 თვისთვისსრულად გამოყოფილია 3,129,739 ლარი.  მუხლის ფარგლებში დახარჯული თანხა3035847 ლარს შეადგენს. მიმდინარე ათვისებამ მუხლში 97% - ი შეადგინა.

არაფინანსური აქტივების ცვლილება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 9 თვის არაფინანსური აქტივების ზრდისმუხლით გასახარჯი თანხის გეგმა წარმოდგენილი არ არის. ბიუჯეტის შესრულებისკვარტალურ დოკუმენტში მოცემულია მხოლოდ ფაქტობრივად დახარჯული თანხებისოდენობა რამაც საანგარიშო პერიოდში 9979136 ლარი შეადგინა. ქობულეთის ბიუჯეტის დოკუმენტისთანახმად 2014 წლისთვის არაფინანსური აქტივების ზრდა 18634963 ლარით არისგანაზღვრული. მოგეხსენებათ რომ არაფინანსური აქტივების ზრდა ზოგადად ორძირითადმიმართულებას მოიცავს 1) შენობა ნაგებობების შესყიდვა-აშენებას და 2) ძირითადისაშუალებებისა და მანქანა დანადგარების შეძენას.

ბიუჯეტის ანალიზი ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები 2014 წლის 9 თვის მონაცემებითშეადგენს 21280376 ლარს. აღნიშნული თანხები საბიუჯეტო პროგრამების შესაბამისადშემდეგ სფეროებზე ნაწილდება:

o საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება;

o თავდაცვა;

o საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;

o ეკონომიკური საქმიანობა;

o გარემოს დაცვა;

o საბინაო კომუნალური მეურნეობა;

o ჯანმრთელობის დაცვა;

o დასვენება, კულტურა და რელიგია;

o განათლება;

o სოციალური დაცვა. (იხ.

o დიაგრამა1-24)

დიაგრამა1-24. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით სფერობზე გაწეული ხარჯების პროცენტული განაწილება - ფაქტობრივი მონაცემები

[pic]

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე გამოიყო 2402747 ლარი, ფაქტობრივი მონაცემების თანახმად შესრულება შეადგენს 2138445 ლარს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ რომ 2014 წლის პირველ 9 თვეში სფეროში გამოყოფილი თანხების ათვისება 89,3 %-ს შეადგენს.

თავდაცვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით, თავდაცვაზე გამოიყო 99338 ლარი, ფაქტობრივი მონაცემების თანახმად შესრულება შეადგენს 88,113ლარს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ 2014 წლის პირველ 9 თვეში თავდაცვის სფეროში გამოყოფილი თანხების ათვისება 88,7 %-სშეადგენს.

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით,საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე გამოიყო 662349 ლარი, ფაქტობრივი მონაცემების თანახმად შესრულება შეადგენს 610024 ლარს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ 2014 წლის პირველ 9 თვეში თავდაცვის სფეროში გამოყოფილი თანხებისათვისება 92,1 %-ს შეადგენს.

ეკონომიკური საქმიანობა

მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით, ეკონომიკურ საქმიანობის დაფინანსებაზე გამოიყო 6077811 ლარი, ფაქტობრივი  მონაცემების თანახმად შესრულებაშეადგენს 5591587 ლარს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ 2014 წლის პირველ 9თვეში ეკონომიკური საქმიანობის სფეროში გამოყოფილი თანხების ათვისება 91,9 %-სშეადგენს. აღნიშნული სფეროში გახარჯული თანხები ორ ნაწილად იყოფა. სფეროშიგახარჯული თანხების 45 პროცენტი მოხმარდა მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, 53 პროცენტი კი საგზაოინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას.

გარემოს დაცვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით, გარემოსდაცვაზე გამოიყო 2,688,343 ლარი, ფაქტობრივი მონაცემების თანახმად შესრულება შეადგენს2,398,002 ლარს. შესაბამისად 2014 წლის პირველ 9 თვეში გარემოს დაცვაზე გამოყოფილი თანხების ათვისება 89,2 %-სშეადგენს. გარემოს დაცვაზე გამოყოფილი ხარჯების 39,2%-სმოდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ღონისძიებებზე, ხოლო60% კი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა რეაბილიტაციისა და შენახვა ექსპოლატაციის ღონისძიებებზე.

საბინაო კომუნალური მეურნეობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით, საბინაო კომუნალური მეურნეობის სფეროზე გამოიყო 7,454,719 ლარი, ფაქტობრივი მონაცემების თანახმად შესრულება შეადგენს 4,681,564 ლარს. შესაბამისად 2014 წლის პირველ 9 თვეშისფეროში გამოყოფილი თანხების ათვისება 62,8 %-სშეადგენს. საბინაო მეურნეობებზე დახარჯული თანხის 65,8% წყალმომარაგების ღონისძიებებზე მოდის, ხოლო 9,5% კი გარეგანათების წერტილების მოვლა შენახვის ხარჯებზე.

ჯანმრთელობის დაცვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით, ჯანმრთელობისდაცვის სფეროზე გამოიყო 143,732 ლარი, ფაქტობრივი მონაცემების თანახმად შესრულება შეადგენს 100,325 ლარს. შესაბამისად 2014 წლის პირველ 9 თვეში სფეროში გამოყოფილი თანხების ათვისება 69,9 %-ს შეადგენს. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დახარჯული თანხის 27% მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების მედიკამენტოზუტი დახმარების პროგრამას მოხმარდა, ხოლო 30% კიპირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების ხელშეწყობის პროგრამას.

დასვენება, კულტურა და რელიგია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით, დასვენება,კულტურა და რელიგიის სფეროზე გამოიყო 4,399,161 ლარი, ფაქტობრივი მონაცემებისთანახმად შესრულება შეადგენს 2,995,829 ლარს. შესაბამისად 2014 წლის პირველ 9 თვეშისფეროში გამოყოფილი თანხების ათვისება 68,1 %-სშეადგენს. სპორტისა დადასვენების სფეროს მოხმარდა 1013827 ლარი რაც სფეროში გაკეთებული ხარჯების 33,8%-ია. კულტურას მოხმარდა 1905525 ლარი რაც 9 თვის მანძლზე სფეროში განხორციელებული დანახარჯების 63,6 % ია. ახალგაზრდული ღონისძიებების მოწყობის მიზნით სულ გაიხარჯა13475 ლარი რაც სფეროში არსებული დანახარჯები 0,5 პროცენტია. სამწუხაროდ პროგრამულ ბიუჯეტში არ ჩანს თუ რას გულისხმობს ან რა განსხვავებაა სპორტულ ღონისძიებებსა და ახალგაზრდულ ღონისძიებებს შორის.

განათლება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით განათლების სფეროზე გამოიყო 3723994 ლარი, ფაქტობრივი მონაცემების თანახმად შესრულება შეადგენს 2178537 ლარს. შესაბამისად 2014 წლის პირველ 9 თვეში სფეროში გამოყოფილითანხების ათვისება 58,5 %-სშეადგენს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსებაზე დაიხარჯა 986922 ლარი, ხოლო საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია,მშენებლობას 728370 ლარი. სამწუხაროდ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურიმიმოხილვის დოკუმენტში არ არის წამროდგენილი თუ რომელი მუხლის დაუხარჯველობამან ნაკლებმა ხარჯებმა გამოიწვია 58,5 %-იანი შესრულება. მარტივი მისახვედრია რომბაღების დაფინანსებას მუნიციპალიტეტი ვერ შეწყვეტდა ამიტომ უნდა ვივარაოთ რომდაგეგმილი იყო უფრო მეტი ბარების რეაბილიტაცია მშენებლობა მაგრამ იგი არ მომხდარა.

სოციალური დაცვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით, სოციალურდაცვაზე გამოიყო 5532777 ლარი, ფაქტობრივი მონაცემების თანახმად შესრულება შეადგენს497950 ლარს. შესაბამისად 2014 წლის პირველ 9 თვეში სფეროში გამოყოფილი თანხებისათვისება 9 %-სშეადგენს.(იხ. დიაგრამა 1-25)

დიაგრამა 1-25. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით  სფერობზე გაწეული ხარჯების პროცენტული განაწილება

[pic]

1-8.2.  ეკონომიკის დარგობრივი დინამიკა და ეკონომიკური ზრდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტი თავისი განვითარების მრავალმხრივი პოტენციური შესაძლებლობებით აჭარის ა.რ. ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია. მრეწველობის სფერო დღეისათვის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში წამყვან როლს ვერ იჭერს. განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება გადამამუშავებელი მრეწველობის განუვითარებლობა, ტრადიციული სტრატეგიული მეციტრუსეობისა და მეჩაიეობის დარგების მდგომარეობაში. მეციტრუსეობის პროდუქციის ნედლეულის, როგორც ხარისხიანი ნაყოფის სასაქონლო სახით დამუშავების ისე არასტანდარტული ნაწილის გადამუშავების გზით გამოყენების მოცულობითი მაჩვენებლები მკვეთრად შემცირებულია და ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში სავარაუდოდ არ შეიცვლება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სეზონურად მოქმედებს ციტრუსოვანთა ნაყოფის დამფასოებელი საამქროები. ჩაქვში- 3, ბობოყვათში - 1, ხუცუბანში -1, ლეღვაში - 1, ქაქუთში -1. ეს საამქროები მცირე წარმადობისა და ტექნიკური აღჭურვილობის დაბალი დონით გამოირჩევიან. არ მოქმედებს არცერთი საწარმო, რომელიც აწარმოებს ნაყოფის თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავებას (პარაფინირება, შეფუთვა და ა.შ.), რაც იწვევს ციტრუსოვანთა ნაყოფის ხარისხის შენარჩუნების ვადების შემცირებას. არ არის სამაცივრო და სასაწყობო მეურნეობები. ახლადშექმნილი ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხანა, ტექნიკური და ტექნოლოგიური აღჭურვილობის თვალსაზრისით პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, მაგრამ ხსენებული ქარხანა სრულად არ არის საკმარისი ციტრუსის მთლიანად გადამუშავებისათვის. გარდა ამისა ის მუშაობს არასრული დატვირთვით, რაც არასტანდარტული ნაყოფის უმეტესი ნაწილის გამოუყენებლობას იწვევს.

მუნიციპალიტეტში შეიმჩნევა გარკვეული პოზიტიური ძვრები ჩაის გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით, მაგრამ არსებული პოტენციალი იმდენად დიდია, რომ ეს ძვრები ძალზე უმნიშვნელოა და ვერ პასუხობს შესაძლო რესურსების გამოყენების პირობებს. ამჟამად ფუნქციონირებს სხვადასხვა სიმძლავრის ჩაის ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოები, სოფელ კვირიკეში, დაბა ჩაქვში, ქობულეთში. იწარმოება ძირითადად შავი და მწვანე ჩაი, აგურა ჩაი და ა.შ. გარდა გარე ბაზრების მოძიების და უცხოურ მომწოდებლებთან კონკურენციის დაძლევისა, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ჩაის ფოთლის დამზადების სირთულე წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში ჩაის მეწარმე ფირმებს არ გააჩნიათ საკუთარი ჩაის პლანტაციები და მომწოდებლებზე არიან ორიენტირებულნი. ჩაის წარმოებაში ინვესტიციები ხორციელდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური რესურსების გამოყენებით, მაგრამ არასაკმარისი ოდენობით.

მუნიციპალიტეტში გააქტიურებული მშენებლობების ფონზე ვითარდება ინერტული მასალების წარმოების, სამშენებლო ბლოკების დამზადების მოცულობა.ქობულეთის  მუნიციპალიტეტში ასევე იწარმოება ხრეში, სილა, სამშენებლო ქვები, მოსაპირკეთებელი ფილები და ა.შ. ძირითადად ესსაწარმოები მცირე სიმძლავრისაა, გამოიყენება სამტვრევი დანადგარები.  საწარმოები რესურსებსღებულობენ  მდინარეთა კალაპოტებიდან, სპეციალური ქვის კარიერებიდან. სამშენებლო მასალების წარმოებისა და განვითარების სფეროში ჯერჯერობით ძალიან დიდია სხვაობა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ამჟამად მოქმედი საწარმოები (კვირიკეში, დაგვაში, ჩაქვში) აკმაყოფილებენ მხოლოდ მცირე სამშენებლო ობიექტების მოთხოვნას. რაც შეეხება მსხვილ სამშენებლო ობიექტებს სამშენებლოორგანიზაციები ძირითადად იყენებენიმპორტირებულ მასალებს  როგორც მუნიციპალიტეტის,ასევე ქვეყნის გარედან. აღსანიშნავია, რომ ინერტული და სამშენებლო მასალების წარმოებაში არსებული რესურსები საკმარისად არაა ათვისებული. გარდა ამისა ყურადღებას მოითხოვს მდინარეთა კალაპოტებიდან და სხვა კარიერებიდან ნიადაგის ქანების მდგრადობის შენარჩუნებისა და ეკოლოგიური ბალანსის დაცვის საკითხები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურისტული ინდუსტრიის აქტიური განვითარებისა და ტურისტული ნაკადების დინამიკური ზრდის პირობებში, სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა უალკოჰოლო სასმელებზე. ამმხრივ ადგილობრივ ბაზარს მთლიანად შემოტანილი საქონელი იკავებს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში დაიხურარამდენიმე ლიმონათის მწარმოებელი საამქრო, ხოლო ციტრუსოვანთა ნაყოფისგან და ხილისგან სხვადასხვა წვენების და გამაგრილებელი სასმელების წარმოება არ ვითარდება.

მუნიციპალიტეტში არსებობს სასარგებლო წიაღისეულის მარაგები, რომლის ათვისებაც ხელს შეუწყობს სამრეწველო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჯერჯერობით ეს რესურსები ათვისებული არ არის.

მუნიციპალიტეტში საკმაოდ კარგადაა განვითარებული პურის საცხობების ქსელი, რომლებიც მთლიანად აკმაყოფილებენ მოსახლეობის მოთხოვნილებას.

დღევანდელ პირობებში მშენებლობის სფეროს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და დიდ როლს თამაშობს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესზე.აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია სწორედმშენებლობაში, რაც თავის მხრივ მოითხოვს ადგილობრივი მოსახლეობისაგანშესაბამის უნარებს, მათ მომზადება-გადამზადების ორგანიზაციას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი ასევე ხასიათდებატურისტული ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოზიციით. ტურისტული ნაკადების დინამიკური ზრდის შენარჩუნება მოითხოვს ადეკვატური ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას. სასტუმროები, კაფე-ბარები, რესტორნები, განთავსებისა და კვების სხვა კატეგორიის ობიექტები, გზები, ტურისტული ზონები, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები და სხვა სახის შენობა-ნაგებობები სამშენებლო ორგანიზაციების საქმიანობის შედეგია.

ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში გაუმჯობესდა საცხოვრებელი გარემო, აშენდა სხვადასხვა კატეგორიის შენობები, კეთილმოეწყო ქალაქის ქუჩები და გზები, ზღვის სანაპირო, დასვენების და გართობის ადგილები.

რეგიონის ეკონომიკის ძირითადი მაკროპარამეტრები. მთლიანი დამატებული ღირებულება.

იმის გამო, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დარგოვბრივი ეკონომიკური მაჩვენეებლების დინამიკა და განხორციელებული საინვესრიციო აქტიურობა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკის გაანალიზების თვალსაზრისით და, სამწუხაროდ რეგიონლურ ჭრილში ასეთი ინფორმაცია ჩვენ ვერ მოვიპოვეთ, ჩვენი აზრით საინტერესო იქნება აჭარის ა.რ. ეკონომიკის ძირითადი მაკროპარამეტრების, მთლიანი დამატებული ღირებულების, უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო პირდაპირი ინვესტიციების, სახელმწიფო ინვესტიციების ანალიზი, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ზრდის  გარკვეული სურათის შექმნის საშუალებას იძლევა.

ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორგანული შემადგენელი ნაწილია რეგიონებში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულება, რაც რეგიონული ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბაზისო ინდიკატორია. 2013 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილმა მთლიანმა დამატებულმა ღირებულებამ (მიმდინარე ფასების მიხედვით) შეადგინა 1 798.1 მლნ ლარი, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6.7 პროცენტია. რეგიონის მთლიანი დამატებული ღირებულების ნომინალურმა ზრდამ შეადგინა 7.3%. რაც შეეხება რეგიონის მთლიან დამატებულ ღირებულებას მოსახლეობის ერთ სულზე, აღნიშნული მაჩვენებელი განისაზღვრა 4 561 ლარით.

აჭარის რეგიონში 2013 წელს შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების დარგობრივ/სექტორულ სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წონით გამოირჩევა მომსახურების სხვადასხვა სახეები (საფინანსო შუამავლობა, სასტუმროებისა და  რესტორნების მომსახურება, უძრავი ქონების გაქირავება და სხვა მომსახურება), რომელთაც უკავიათ მთლიანი დამატებული ღირებულების 24%; დამატებული ღირებულების სტრუქტურაში ასევე დიდი წილი უჭირავს ვაჭრობას და სარემონტო მომსახურებას (14%), მშენებლობას (12%). რაც შეეხება ეკონომიკის რეალური სექტორის ისეთ დარგებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, მათ წილად მოდის, შესაბამისად, მთლიანი დამატებული ღირებულების  7% და 8%. (იხ. დიაგრამა1-26 )

დიაგრამა1-26. მთლიანი დამატებული ღირებულება სექტორების მიხედვით (აჭარის ა.რ. 2013 წ.)

[pic]

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წონადი დამატებული ღირებულების შემქმნელი სექტორების გამოვლენა სტატიკურად, არამედ ასევე მაღალი ეკონომიკური აქტიურობის მქონე სექტორების რანჟირება დინამიკური შეფასების თვალსაზრით, რაც იძლევა ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების გამოკვეთის საშუალებას. 2012 წლისათვის რეგიონის ეკონომიკაში ასეთი მაღალი ტემპებით მზარდ სექტორებს წარმოადგენდა მშენებლობა და სოფლის მეურნეობა.(იხ.ცხრილი1-29)

ცხრილი1-29. სწრაფად მზარდი სექტორები დამატებულუ ღირებულების შექმნის მიხედვით (აჭარის ა.რ. 2013 წ.)

|სწრაფად მზარდი სექტორები დამატებული ღირებულების შექმნის მიხედვით (აჭარის ა.რ. 2013 წ.) |

|ვაჭრობა |24.0% |

|მრეწველობა |16.3% |

|სოფლის მეურნება |12.9% |

|მშენებლობა |12.0% |

|ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა |6.8% |

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში, კერძოდ, დამატებული ღირებულების ფორმირებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას და სტაბილური საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებას. 2013 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელდა 195 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კერძო პირდაპირი ინვესტიცია, საიდანაც 126 მლნ აშშ დოლარი ადგილობრივი წარმოშობისაა, ხოლო 69 მლნ აშშ დოლარი შეადგინა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა (FDI).

რეგიონში განხორციელებული საინვესრიციო აქტიურობა მნიშვნელოვანია გაანალიზებული იქნეს: ა) ეკონომიკის სექტორების მიხედვით; ბ) ბ) ქვეყნების მიხედვით; გ) თვითმმართველი ერთეულების მიხედვით. 2013 წელს განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მშენებლობა - 47%, ტურიზმი - 41%, ენერგეტიკა - 5%, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა 2-2%, სხვა სექტორები - 3%. (იხ.დიაგრამა1-27)

რაც შეეხება კერძო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სექტორიულ განაწილებას, აღნიშნული თვალსაზრისით ყველაზე მსხვილი უცხოური საინვესტიციო ნაკადები მოდის ტურიზმზე (61%), მშენებლობაზე (20%)  და ენერგეტიკაზე(15%)

დიაგრამა1-27. კერძო პირდაპირი ინვესტიციების განაწილება სექტორების მიხედვით (აჭარის ა.რ./ 2013 წ.)

დიაგრამა 1-28.კერძო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება სექტორების მიხედვით (აჭარის ა.რ./ 2013 წ.)[pic]

დიაგრამა1-28.კერძო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება სექტორების მიხედვით (აჭარის ა.რ./ 2013 წ.)

[pic]

ინვესტიციების, ქვეყნებისა და რეგიონის თვითმმართველი ერთეულების მიხედვით, დაბანდების თვალსაზრისით, 2013 წლის მონაცემების მიხედვით, რეგიონში ყველაზე მეტი ოდენობის ინვესტიციები შემოვიდა დიდი ბრიტანეთიდან - 40%, თურქეთიდან - 24%, უკრაინიდან - 15%  და ნორვეგიიდან - 12%, ხოლო ტერიტორიული ერთეულების მიხედვით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის გათვალისწინებით ლიდერობს თვითმმართველი ქალაქი ბათუმი (73%) და ქობულეთის მუნიციპალიტეტი (19%). შედარებით დაბალი ხვედრითი წონა მოდის რეგიონის მაღალმთიან ტერიტორიულ ერთეულებში განხორციელებულ კერძო პირდაპირ ინვესტიციებზე.

მნიშვნელოვანია მაღალი საინვესტიციო აქტიურობის სექტორების გამოვლენა არა მხოლოდ სტატიკური, არამედ დინამიკური შეფასების თვალსაზრისით, რაც იძლევა სწრაფად მზარდი საინვესტიციო სექტორების გამოკვეთის საშუალებას. ამ მხრივ განვითარების მიმდინარე ეტაპზე აღსანიშნავია რეგიონის ეკონომიკის სექტორების შემდეგი სამეული: ენერგეტიკა, ტურიზმი და მშენებლობა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების პორტფელის (სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების) ღირებულებითმა მოცულობამ 2014 წელს შეადგინა  234 918 274 ლარი, რომლის ძირითადი ნაწილი მოდის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე - 55%, შემდეგ პოზიციაზეა გარემოს დაცვა - 16%, შემდეგ მოდის განათლება, კულტურა და სპორტი - 9%, შემდეგ - წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 8%, შენობების მშენებლობა/რეკონსტრუქციამ შეადგინა მთლიანი პორტფელის 3%, სოფლის მეურნაობამ - 3%, ხოლო დანარჩენი 6% მოდის სხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე.

2014 წელს რეგიონში განხორციელებული სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსების წყაროების 63% უჭირავს საბიუჯეტო სისტემის სხვადასხვა დონის (სახელმწიფო, რესპუბლიკური, ადგილობრივი) ბიუჯეტებიდან გამოყოფილ ასიგნებებს, ხოლო 37% - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (აზიის განვითარების ბანკი - ADB,  ევრობანკი - EBRD, მსოფლიო ბანკი - WB) ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებს.

რაც შეეხება სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების რეგიონის ტერიტორიული ერთეულების ჭრილში განაწილებას, განხორციელებული ღონისძიებების 45% მოდის ქობულეთის მუნიციპალიტეტზე (ინვესტიციის ძირითად ნაწილს შეადგენს პროექტი - ქობულეთის შემოვლითი გზა), 21% - თვითმმართველ ქალაქ ბათუმზე, 18%  - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტზე, 8%  - საერთო რეგიონულ პროექტებზე, ხოლო დანარჩენი 8% - ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებზე. (იხ.

დიაგრამა1-29).

დიაგრამა1-29. სახელმწიფო ინვესტიციები ტერიტორიულ ჭრილში (აჭარის ა.რ. 2014 წ.)

[pic]

ბიზნეს სექტორი ასახავს რეგიონის ეკონომიკაში არსებულ ბიზნესის განვითარების ტენდენციებს და ეკონომიკური საქმიანობის ძირითად ვექტორებს. ბიზნესის ეკონომიკური (საქმიანი) აქტიურობის ერთ-ერთმა ინდიკატორმა, როგორიცაა ბრუნვის მაჩვენებელი 2013 წელს შეადგინა 2 753.8 მლნ ლარი, ხოლო პროდუქციის გამოშვებამ, რასაც ეფუძნება რეგიონის მთლიანი დამატებული ღირებულების გაანგარიშება, - 1 635.8 მლნ ლარი. საკუთრივ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა განისაზღვრა 49 759 კაცით, ხოლო საშუალოთვიური ანაზღაურება იგივე პერიოდისათვის არის 577.3ლარი. 2013 წელს აჭარის რეგიონში სულ რეგისტრირებული იყო 49 947 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა დაახლოებით 60% მოდის ქ. ბათუმში რეგისტრირებულ სუბიექტებზე, დანარჩენი 40% კი - მუნიციპალიტეტებზე. (იხ.ცხრილი1-30)

ცხრილი1-30. რეგისტრირებული ეკონომკური სუბიეექტების რაოდენობა მუნიციპალიტეტების ჭრილში.

[pic]

1-8.3მრეწველობა და შრომის ბაზარი

2012 წლის 1 იანვრის მგომარეობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტირეგიონში მრეწველობის დარგში  ფუნქციონირებს 419 მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის საწარმო, მათ შორის: 397 წარმოადგენს დამამუშვებელ მრეწველობას, 17 სამთომოპოვებითს და 5 ელექტროენერგიის, აირის და წყლის წარმოება და განაწილებას

მრეწველობაში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულება 2010 წელს 2006 წელთან შედარებით 72%-ით გაიზარდა. აჭარაში შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებაში მრეწველობის ხვედრითი წილი ამავე პერიოდში 5,6–8,1%-ის ფარგლებში მერყეობს, 2010 წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირდა 8,5%-ით 1-14

2010 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტი რეგიონში მრეწველობაში ბიზნეს სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობამ შეადგინა 155 მლნ ლარი, რაც ქვეყნის მასშტაბით ამავე დარგში გამოშვებული პროდუქციის მოცულობის 3,2%-ს შეადგენს. ხოლო ბრუნვის მოცულობამ შეადგინა  159 მლნ. ლარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქობულეთის მუნიციპალიტეტიარ-ში 2010 წელს მრეწველობაში 6377 კაცი იყო დასაქმებული და წინა წელთან შედარებით დასაქმებულების რაოდენობა გაზრდილია 4,3 %-ით (იხ. დანართი -ცხრილი, დიაგრამა). მრეწველობის სფეროში დასაქმებული ადამიანების 91% მოღვაწეობენ დამამუშავებელ მრეწველობაში. დასაქმებულთა დიდი წილი მოდის ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოებაზე - 41% და საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე -30%

2005-2011 წლებში, ძველი უმოქმედო ან დაბალრენტაბელური სამრეწველო საწარმოების პრივატიზების შედეგად, შეიქმნა და ამუშავდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საწარმოები, სადაც 2004-2011 წლებში განხორციელდა 145 მილიონ აშშ დოლარზე მეტი კერძო ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია. 2011 წლის განმავლობაში განხორციელდა 36 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4-ჯერ  აღემატება

შრომის რესურსები და შრომის ბაზრის მდგომარეობა

შრომითი რესურსების დასაქმება აჭარაში, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. აჭარაში ეს ამოცანა განსაკუითრებით აქტუალურია დემოგრაფიული თავისებურებების - აქტიური შრომითი ასაკის მოსახლეობის დიდი წილის გამო. ამ მხრივ მდგომარეობის ამსახველ სურათს იძლევა დანართი № 4-1-11.6

შრომითი ბაზრის მდგომარეობის სურათს ქვეყნისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტია.რ-ისათვის იძლევა 1-35 და ცხრილი 1-36.

ცხრილი 1-35. საქართველოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტია. რ-ის მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობისა და დასაქმების სტატუსის მიხედვით.

|ეკონომიკური აქტივობა და დასაქმების |საქართველო |ქობულეთის მუნიციპალიტეტია.რ. |

|სტატუსი | | |

| |სულ: |მათშორის: |სულ: |მათშორის: |

| | |კაცი |ქალი | |კაცი |ქალი |

|მოსახლეობასულ: |4371535 |2061753 |2309782 |376016 |181139 |194877 |

|ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა |1872392 |985363 |887029 |171451 |90906 |80545 |

|დასაქმებული მოსახლეობა |1652578 |885812 |766766 |156073 |83964 |72109 |

|მათშორის: | | | | | | |

|დაქირავებით მომუშავენი |550735 |275495 |275240 |49951 |27429 |22522 |

|სამუშაოს მიმცემნი |2983 |2046 |937 |201 |123 |78 |

|საკუთარ საწარმოში დასაქმებულები, მუშაკთა |851 |595 |256 |124 |85 |39 |

|დაქირავების გარეშე | | | | | | |

|ინდივიდუალურ საფუძველზე მომუშავენი |186467 |126868 |59599 |15617 |10907 |4710 |

|ოჯახური საწარმოს მუშაკები არა |14557 |6480 |8077 |1096 |465 |631 |

|რეგულარულიანა ზღაურებით | | | | | | |

|პირები, რომლებიც არაა კლასიფიცირებული |896985 |474328 |422657 |89084 |44955 |44129 |

|დასაქმების სტატუსი სმიხედვით | | | | | | |

|დასაქმებული მოსახლეობის საერთო რიცხვიდან |170362 |73363 |96999 |11203 |4701 |6502 |

|პენსიონერები | | | | | | |

|მოსწავლეები |532 |293 |239 |144 |86 |58 |

|დაუსაქმებელი მოსახლეობა |619066 |276448 |342618 |42308 |18759 |23549 |

|აქედან: | | | | | | |

|უმუშევრები, რომლებიც მზად არიან შეუდგნენ |219814 |99551 |120263 |15378 |6942 |8436 |

|მუშაობას | | | | | | |

|მათშორის: | | | | | | |

|პენსიონერები |11524 |5091 |6433 |538 |240 |295 |

|ეკონომიკურად არა აქტიური მოსახლეობა |2499143 |1076390 |1422753 |204565 |90233 |114332 |

|აქედან: | | | | | | |

|პენსიონერები |462728 |152082 |310646 |30842 |10073 |20769 |

|მოსწავლეები |3755 |1735 |2020 |948 |421 |527 |

|პირები, რომლებიც იღებენ დახმარებას ან |85279 |46405 |38874 |3279 |1931 |1348 |

|სახელმწიფო უზრუნველყოფის სხვა სახე | | | | | | |

|პირები, რომლებიც იღებენ შემოსავლებს |3848 |2232 |1616 |266 |158 |108 |

|მხოლოდ საკუთრებიდან და დანაზოგებიდან | | | | | | |

|სხვა პირის კმაყოფაზე მყოფნი |1846189 |808629 |1037560 |163432 |73833 |89599 |

ცხრილი 36. 2000-2008 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტია.რ. სამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა

|ეკონომიკური საქმიანობის სახეები |2001 |

|მრეწველობა |ელექტრიკოსი, ფარმაცევტული წარმოების ტექნოლოგი, კვების ტექნოლოგი, ხარატი, |

| |მღარავი, დურგალი, გაყიდვების მენეჯერი, პოლიგრაფიის სპეციალისტი და სხვა |

|მშენებლობა |ელექტრო-შემდუღებელი, ინჟინერ-მშენებელი, ინჟინერ-ელექტრიკოსი, |

| |ინჟინერ-გეოდეზისტი, ინჟინერ-მექანიკოსი, საგზაო-ინჟინერი, სამშენებლო ტექნიკის |

| |ტექნიკოსი, საგზაო ტექნკის ტექნიკოსი, სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, |

| |ელექტრიკოსი, ფართო პროფილის მშენებელი, მებათქაშე, მღებავი და სხვა |

|ვაჭრობა |ელექტრიკოსი, გაყიდვების კონსულტანტი, ბუღალტერი. |

|სასტუმროები და რესტორნები |მიმტანი, სასტუმროს ადმინისტრატორი, მზარეული, ბარმენი, მასაჟისტი, |

| |სანტექნიკოსი, მარკეტოლოგი |

|ტრანსპორტი და სასაწყობო მეურნეობა |ხარატი, IT-სპეციალისტი, ელექტრიკოსი |

|კავშირგაბმულობა |კავშირგაბმულობის სპეციალისტი |

|საფინანსო შუამავლობა |საკრედიტო ექსპერტი, ეკონომისტი, IT—სპეციალისტი. |

|განათლება |ინფორმატიკის, მუსიკის პედაგოგები |

|ჟანდაცვა |ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი, ექიმი ოტოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, |

| |ექიმი თერაპევტი, ოჯახის ექიმი, კარდეოლოგი, ოკულისტი, ფიზიო-თერაპევტი, |

| |უროლოგი, დერმატოლოგი, ტრავმატოლოგი, ექიმი-ანესთიზიოლოგი, პედიატრი. |

|მოსახლეობის მომსახურების სფერო |მკერავი, მობილური ტელეფონების შემკეთებელი, ელექტრო-შემკეთებელი, |

| |ავტო-ზეინკალი, აუდიო-ვიდეო აპარატურის შემკეთებელი |

წყარო: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

შესწავლილ იქნა, აგრეთვე, კადრებისდეფიციტისმიზეზები ცხრილი 1-38

ცხრილი 1-38 კადრების დეფიციტურობის მიზეზები (%-ით გამოკითხულ დამსაქმებელთა რაოდენობასთან)

|ძირითადი მიზეზი |აჭარა |ბათუმი |

| |სულ: | |

| |რაოდენობა |ღირებულება |რაოდენობა |ღირებულება |

| |ტონა |ათასი ლარი |ტონა |ათასი ლარი |

|ბულგარეთი |1329,31 |2257,9 |1021,5 |2787,9 |

|ბრაზილია |3127,0 |1720,2 |--- |--- |

|ბელგია |261,7 |1128,8 |634,8 |1855,5 |

|ირანი |669,6 |697,3 |935,7 |1431,3 |

|სომხეთი |21848,5 |1878,1 |21606,7 |2337,6 |

|ვირჯინიის კ-ები |591,31 |6210,3 |--- |--- |

|უკრაინა |22750,3 |14537,5 |23455,3 |18150,5 |

|არაბეთის გ. ე. |1058,6 |2731,0 |215,5 |1435,3 |

|აშშ |146,43 |903,92 |276,1 |2227,1 |

|აზერბაიჯანი |5546,5 |2433,8 |3798,1 |3207,9 |

|რუსეთი |5603,2 |2398,2 |13946,2 |5086,7 |

|რუმინეთი |203,1 |160,0 |31,6 |88,2 |

|თურქეთი |100546,5 |61306,9 |83524,1 |70682,1 |

|გერმანია |2578,2 |7601,6 |3408,4 |13058,9 |

|ჩინეთი |280,5 |1108,6 |586,5 |3271,5 |

|ნიდერლანდები |436,6 |1339,4 |843,9 |2627,5 |

|სირია |2414,6 |3471,6 |686,9 |988,8 |

|სხვა |2479,5 |3895,1 |2644,2 |5090,3 |

|სულ |171077,0 |109510,0 |157615,5 |134147,2 |

ცხრილი 1-42 იმპორტი საქონლის სახეობის მიხედვით

|საქონლის დასახელება |2005 წელი |2006 წელი |

| |რაოდენობა |ღირებულება |რაოდენობა |ღირებულება |

| |ტონა |ათასი ლარი |ტონა |ათასი ლარი |

|ფქვილი |39140 |14759 |11774 |5603 |

|შაქარი |4103 |2159 |--- |--- |

|ნავთობპროდუქტ. |3673 |2221 |3574 |2788 |

|ხორბალი |4920 |1257 |20546 |6613 |

|ზეთი და ცხიმი |4659 |5220 |5349 |7132 |

|კვერცხი |1840 |2468 |--- |--- |

|სარეცხი საშუალ. |3421 |3011 |1567 |2773 |

|ჰიგიენური ნაწარმ. |701 |1141 |425 |1331 |

|კარაქი |870 |1998 |834 |1886 |

|კარტოფილი |2760 |565 |1390 |4011 |

|ცემენტ,კირი,თაბაშ. |29122 |2833 |28223 |3535 |

|ავტოტრანსპორტი |3362 |13753 |4540 |19430 |

|მანქანა-დანადგარ. |600 |1739 |858 |2515 |

|შავი ლითონის ნაწ. |685 |693 |905 |1436 |

|ფოლადის ნაწარმი |2614 |2104 |2073 |2354 |

|პლასტმასის ნაწ. |3054 |3749 |2901 |5934 |

|ელექტრო საქონელ. |779 |1466 |968 |2861 |

|შოკოლადი |2081 |5046 |2025 |7867 |

|ორცხობილა |2202 |1972 |1693 |2491 |

|მაკარონი |3791 |2148 |3154 |1962 |

|ფეხსაცმელი |1193 |2043 |817 |3114 |

|საღეჭი რეზინი |533 |744 |382 |1085 |

|ტანსაცმელი |855 |2103 |92 |1206 |

|სხვა საქონელი |54139 |34318 |51793 |46132 |

1-8.5  მშენებლობა

აჭარის ა.რ.  თბილისის  შემდეგ, რეგიონებს შორის პირველ ადგილს იკავებს მშენებლობაში პროდუქციის გამოშვების მოცულობის თვალსაზრისით.

აჭარის ა.რ.  სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და შავიზღისპირა რეგიონის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო ინტერესების ზრდამ, დღის წესრიგში დააყენა ურბანული გარემოს მოწესრიგების, განაშენიანების რეაბილიტაციისა და ახალი მშენებლობების  განხორციელების ამოცანა. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით რეგიონში მნიშვნელოვანი ინვესტიციები შემოვიდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის  სერიოზულ  იმპულსს  წარმოადგენდა 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებ, რომლის თანახმად ქობულეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა თავისუფალი ტურისტული ზონა, სადაც განსაკუთრებული პირობები ექნებოდათ ინვესტორებს. ამ ფაქტმა სტიმული მისცა კერძო სექტორს საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის. მუნიციპალიტეტში დაიწყო მასიური სასტუმროების მშენებლობის ეტაპი. (იხ.დიაგრამა 1-30)

დიაგრამა 1-304. 2005-2015 წლებში ქობულეთის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ნებართვების მიხედვით საერთო ფართობები (კვ.მ)

[pic]

ცხრილი 1-43. აჭარის არ-ში მშენებარე ობიექტების რაოდენობა რეგიონულ ჭრილში 2015 წლის 1 იანვრისათვის.

|ადმინისტრაციული ერთეული |მშენებარე ობიექტების რაოდენობა |მიმდინარეობს |შეჩერებულია |

|ქ. ბათუმი |383 |331 |331 |

|ქობულეთი |118 |87 |87 |

|ხელვაჩაური |83 |72 |72 |

|ქედა |4 |4 |4 |

|შუახევი |5 |5 |5 |

|ხულო |10 |10 |10 |

|სულ |603 |509 |509 |

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წელს გაცემული იქნა მშენებლობის 131 ნებართვა, ძირითადად ნებართვები გაიცემოდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე. 2015 წელს სულ  მშენებლობის ნებართვა გაცემულია 79433 კვ.მ-ზე, რომელთაგან 32958 კვ.მ-ზე საცხოვრებელ სახლებზე, 14529 კვ.მ-ზე სასტუმროზე, ხოლო სხვა დანიშნულების ობიექტებზე 31946კვ.მ-ზე.

1-9. ჯანმრთელობა და სოციალური  დაცვა

1-9.1 ჯანდაცვა

ცხრილი44. ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის შესახებ (2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

|დასახელება |საწოლთა |საწოლთა |საწოლთა |საწოლთა |

| |ფონდი |დატვირთვის |დაყოვნების |ბრუნვის |

| | |მაჩვენებელი |მაჩვენებელი |მაჩვენებელი |

|აჭარა |1 076 |169.0 |5.96 |28.4 |

|ბათუმი |857 |185.8 |6.26 |29.7 |

|ქობულეთი |84 |138.3 |4.41 |31.4 |

|ხელვაჩაური |20 |46.0 |6.1 |7.6 |

|ქედა |40 |50.6 |3.6 |14.2 |

|შუახევი |40 |60.9 |4.4 |13.8 |

|ხულო |35 |159.5 |4.8 |33.0 |

წყარო: აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აჭარაში მოქმედებს 12 სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულება. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის №11 დადგენილებით - ,,ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროექტებით ეტაპობრივად განხორციელდება ჰოსპიტალური სექტორის ოპტიმიზაცია, რეაბილიტაცია და აღჭურვა. ხოლო რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის ქსელს – მისი რეაბილიტაცია-აღჭურვა დასრულდა 2008 წელს

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფერო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახელმწიფო დაფინანსებაზე. თუმცა, პარარელურად ვითარდება კერძო სექტორიც, რომლის წილიც სამედიცინო სერვისების მიწოდებაში დინამიკურად იზრდება. მოსახლეობას სამედიცინო მომსახურეობა მიეწოდება სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების სახით, რომელთა სამედიცინო მომსახურეობის მთლიან ღირებულებას ან მნიშვნელოვან ნაწილს იხდის სახელმწიფო. იზრდება ფასიანი სამედიცინო მომსახურების სერვისებიც. ვითარდება როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული სამედიცინო დაზღვევა. ეტაპობრივად მიმდინარეობს სახელმწიფო და ადგილობრივი სამედიცინო პროგრამების ნაწილის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი კატეგორიების სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით ჩანაცვლება, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დარგის შემდგომი განვითარებისათვის.  სახელმწიფო, ქობულეთის მუნიციპალიტეტირესპუბლიკური და ადგილობრივი თვითთმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან 2011 წელს დაფინანსებულ იქნა 23 523 148 ლარის ჯანმრთელობის დაცვისა და 80 535 219 ლარის სოციალური დახმარების პროგრამები (საპენსიო დახმარების ჩათვლით)

1-9.2 სოციალური დაცვა

მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2013 წელს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო სულ  7871სოციალურად დაუცველი,მოსახლეობის საერთო რაოდენობის8.9%.  საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეადგენს 7871 (1858 ოჯახი), მოსახლეობის საერთო რაოდენობის 8.5%. სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობაა - 33 453, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 35,7%.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2013 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობაზე გადარიცხული იქნა 3 948 390 ლარი. აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა რეგიონულ ჭრილში 2013 წლის მონაცემების მიხედვით იხ. ცხრილი1-.

ცხრილი1-45. აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა რეგიონულ ჭრილში 2013 წლის მონაცემების მიხედვით

[pic]

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სულ 14824 კაცი იღებს პენსიას, მათ შორის ძირითადი 11055 არის ასაკობრივი პენსიონერი. (იხ.ცხრილი1-)

ცხრილი1-46. სახელმწიფო პენსიის მიმღებთა რაოდენობა პენსიის სახეების მიხედვით (2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

|დასახელება |ასაკით |შეზღუდული |მარჩენალ |პოლიტ. |პენსია |სულ |

| |პენსია |შესაძლებლობის |დაკარგული |რეპრესირებულები |წელთა | |

| | |მქონე |ოჯახის | |ნამსახურებით | |

| | |პირები |წევრი | | | |

|აჭარა |45 987 |13 404 |2 522 |1073 |21 |63 007 |

|ქ.ბათუმი |15 356 |3 288 |835 |277 |9 |19 765 |

|ქობულეთი |11055 |3 355 |580 |143 |- |15133 |

|ხელვაჩაური |9 560 |2 806 |596 |455 |4 |13 421 |

|ქედა |2 817 |983 |145 |58 |- |4 003 |

|შუახევი |2 983 |1 118 |114 |57 |4 |4 276 |

|ხულო |4 525 |1 854 |252 |83 |4 |6 718 |

წყარო:  სოციალური მომსახურების სააგენტო

პენსიის ჯამური თანხა, რომელიც გაიცა 2013 წლის განმავლობაში შეადგენს 1 769825 ლარი(იხ.ცხრილი1-).

ცხრილი1-47. გასაცემი პენსიის ჯამური თანხა თვეში პენსიის სახეების მიხედვით (აღებულია 2013 წლის დეკემბრის თვის მონაცემები)

|დასახელება |ასაკით პენსია |შეზღუდული |მარჩენალ დაკარგული|პოლიტ. რეპრესირებულები|პენსია წელთა |სულ |

| | |შესაძლებლობების |ოჯახის წევრი | |ნამსახურებით | |

| | |მქონე პირები | | | | |

|აჭარა |4 598 700 |1 018 500 |138 710 |66 545 |1 155 |5 823 610 |

|ქ.ბათუმი |1 535 600 |255 090 |45 925 |16 945 |495 |1 854 055 |

|ქობულეთი |1 474 600 |254 530 |31 900 |8 795 |- |1769825 |

|ხელვაჩაური |956 000 |214 960 |32 780 |27 740 |220 |1 231 700 |

|ქედა |281 700 |73 820 |7 975 |3 925 |- |367 420 |

|შუახევი |298 300 |83 420 |6 270 |3 750 |220 |391 960 |

|ხულო |452 500 |136 680 |13 860 |5 390 |220 |608 650 |

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 2013 წელი მონაცემებით შეადგენს 4235-ს.

სახელმწიფო სუბსიდიის მიმღებთა რაოდენობა რაიონებისა და სუბსიდიის ოდენობის მიხედვით (01.01.2014 წლის მდგომარეობით) შეადგენს 823-ს.

კომპენსაციისა და სტიპენდიის მიმღებთა რაოდენობა (01.01.2014 წლის მდგომარეობით) 280-ს.

2011 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნა განხორციელებული ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შესწავლისა და გადაწყვეტის მიზნით.  მუნიციპალიტეტში 2012 წლის მონაცემებით სტიქიის შედეგად დაზარალებული სულ 1039 ოჯახია. (იხ ცხრილი1-)

ცხრილი1-48. აჭარის ა.რ. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების რაოდენობა (ე. წ. „ეკომიგრანტები“)

2012 წლის მდგომარეობით

|№ |მუნიციპალიტეტი |I კატეგორია |II კატეგორია |III კატეგორია |IV კატეგორია |სულ |

|1. |ხულო |1 |28 |153 |942 |1124 |

|2. |შუახევი |2 |29 |583 |507 |1121 |

|3. |ქედა |1 |33 |95 |442 |571 |

|4. |ხელვაჩაური |3 |12 |174 |344 |533 |

|5. |ქობულეთი |12 |22 |486 |519 |1039 |

|6. |ჯამი |19 |124 |1491 |2754 |4388 |

წყარო: აჭარისა.რ.ჯანდაცვისა და სოც-უზრუნველყოფის სამინისტრო.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი სულ 5069 ოჯახია, რომლებიც ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს იღებს (იხ.ცხრილი1-).

ცხრილი1-49. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მიმღებთა რაოდენობა* (2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

| |სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის  დაზღვევა |

|დასახელება |ოჯახი |მოსახლეობა |

|აჭარა |18 387 |80 451 |

|ქ. ბათუმი |2 513 |7 610 |

|ქობულეთი |5 069 |21 904 |

|ხელვაჩაური |3 831 |17 570 |

|ქედა |1 976 |9 473 |

|შუახევი |1 680 |7 947 |

|ხულო |3 318 |15 947 |

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

*ოჯახების ჯამური რაოდენობა მოცემულია მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის და კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირების სამედიცინო დაზღვევის ბენეფიციართათვის.

1-10. განათლება და მეცნიერება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საშუალო განათლების მიღების თანაბრად ხელმისაწვდომობას შესაბამისი ასაკის მქონე ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფს განათლების სფეროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მოსწავლეთა ვაუჩერიზაციის პრინციპით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა საჯარო სკოლა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მათ მოვლა-პატრონობას თავად უზრუნველყოფს.

აჭარაში 253 სკოლაა, რომელთაგან 27 კერძოა და 226 – საჯარო.

2014 წლის მონაცემებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 50 სკოლაა, 46 სკოლა საშუალოა (საჯარო)[1], ხოლო 11 საბაზო[2]. ძირითად 46 სკოლასთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს 5 მიერთებული სკოლა. საჯარო სკოლებთან ერთად მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 4 კერძო სკოლაც. ქობულეთისმუნიციპალიტეტშისკოლების რაოდენობა და მათი სტრუქტურა იხ. ცხრილი№:1-50

2005-2011 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 ძირითად სკოლას. მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციოდ დარჩენილია 20 სკოლა, მათ შორის 15 ძირითადი და 5 მიერთებული. რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის მოცულობა 2005-2011 წლებში 10 945 717 ლარს  შეადგენდა.

ცხრილი1-50.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების რაოდენობა და სტრუქტურა.

| |ადმინისტრაციულ იერთეული |სკოლების რაოდენობა |

|№ | | |

| | |კერძო |საჯარო |სულ |საბაზისო |მიერთებული |

| | | | | |სკოლა |სკოლა |

|1 |აჭარის ა.რ. |27 |226 |153 |- |- |

|2 |ქობულეთის მუნიციპალიტეტი |4 |46 |50 |11 |5 |

2005-2011 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლები, განათლების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, აღიჭურვა სასკოლო ინვენტარით, სახელმძღვანელოებითა და სასკოლო ფორმით. სამომავლოდ იგეგმება მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასკოლო ფორმის შეძენის მიზნობრივი პროგრამის გაგრძელება.

მუნიციპალიტეტის ყველა ძირითადი სკოლა უზრუნველყოფილია კომპიუტერებითა და შესაბამისი ინტერნეტ კავშირით, რაც გაზრდის მომავალი თაობის ადაპტაციას თანამედროვე ტექნოლოგიურ და საინფორმაციო სამყაროსთან.

მუნიციპალიტეტის სკოლებში 830 სასკოლო ოთახი, 146 სხვადასხვა კლასის სპეც. კაბინეტი და ლაბორატორია, 54 სამასწავლებლო, 15 სააქტო დარბაზი, 41 სპორტული დარბაზი, 26 სასადილო და 4 სამედიცინო პუნქტია.

[pic]

[1]I-XII კლასამდე

[2]I-IX კლასამდე

სკოლების ბაზაზე ფუნქციონირებს ინტეგრირებული სასკოლო ბიბლიოთეკები, რომელთა კატალოგი საერთო ჯამში მოიცავს 22 7364 სახელმძღვანელოს.

მუნიციპალიტეტის სკოლების ბაზაზე მოქმედებს სხვადასხვა წრეები და სახელოსნოები, კერძოდ: 19 ცეკვისა და სიმღერის, 16 - ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის, 20 - უცხო ენების შემსწავლელი წრე და ერთი ხელგარჯილობის (ჭრა-კერვის) კლუბი.

2011 წელს მუნიციპალიტეტში სულ 34 370 მოსწავლე და 1 479 მასწავლებელი ირიცხებოდა. მუნიციპალიტეტის სკოლების რიგ საგნებში პედაგოგთა დეფიციტია[1]. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1 479 პედადგოგიდან 161 პედაგოგი საპენსიო ასაკისაა, ხოლო 167 პედაგოგი ასწავლის არასაკუთარი სპეციალობით, რაც საფუძვლიანი განათლების მიღების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია.

ზემოხსენებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ და „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“.

აღნიშნული პროექტების მიზანია საჯარო სკოლებში არსებული ინგლისური ენის მასწავლებლების დეფიციტის შევსება[2]. „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის ფარგლებში აჭარაში ჩამოყვანილი იქნა 60 მოხალისე ინგლისური ენის პედაგოგი, რომელთაგანაც 11 მათგანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში იქნა გადანაწილებული, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის განათლების მიღებას. პედაგოგთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით პერიოდულად ცხადდება ვაკანსიების სხვადასხვა პროფილის პედაგოგებზე.

დაწყებულია მასწავლებელთა სერთიფიცირების პროცესი, რომელიც ხელს უწყობს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას. პროგრამის დაფინანსებას ვაუჩერების სახით უზრუნველყოფს სახელმწიფო[3]. 2011 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სერთიფიცირება წარმატებით გაიარა 58 პედაგოგმა[4]. პერიოდულად მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება სხვადასხვა სპეციალურ საგნებში და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში.

უცხო ენებიდან სკოლებში მხოლოდ რუსული, ინგლისური და გერმანული ენები შეისწავლება, მუნიციპალიტეტის არცერთ სკოლაში არ ისწავლება ფრანგული ენა. ბოლო პერიოდში გაიზარდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც უცხო ენებიდან ინგლისურს ანიჭებენ უპირატესობას. აღნიშნულ ფაქტორს განაპირობებს ინგლისური ენის სავალდებულო სწავლება I-XII კლასებში.

2007-2011 წლებში თორმეტი კლასი 5324 მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 36-მა ოქროს მედალზე, ხოლო 180-მა ვერცხლის მედალზე, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იზრდება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობა. 2008-2010 წწ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში ჯამში 1834 მოსწავლე დარეგისტრირდა. დარეგისტრირებული აბიტურიენტების მხოლოდ 72% (1314 მოსწავლე) ჩაირიცხა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. მათგან 20-მა აბიტურიენტმა სახელმწიფოსგან 100% -იანი გრანტი მიიღოო, 38-მა 70%-იანი, 70-მა 50%-იანი, ხოლო 168-მა კი 30%-იანი.

აჭარაში 11 პროფესიულისასწავლებელია, რომელთაგან 7კერძოადა 4 – საჯარო. მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტშიპროფესიულისასწავლებელი სულ ორია ერთი კერძო და ერთი სახელმწიფო - სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“(იხ.ცხრილი):

[pic]

[1]კადრების სიმცირემ კვეთრად ჩანს უცხო ენებისა და ხელოვნების მიმართულებით.

[2]კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში.

[3]სახელმწიფო დაფინანსების ტრენინგებს მასწავლებლები პროფესიულ უნარებსა და შესაბამის საგანში გაივლიან

[4]სასერთიფიკაციო გამოცდები 2014 წლამდე ნებაყოფლობითია, ხოლო 2014 წლის შემდეგ სავალდებულოა ყველა პედაგოგისათვის.

კოლეჯში ფუნქციონირებს, როგორც საბიუჯეტო ასევე არასაბიუჯეტო დაფინანსების მქონე სპეციალობები.

სკოლების (როგორც საჯარო ასევე კერძო) დაფინანსება ხდება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, ვაუჩერული სისტემით. სკოლას გარკვეულ ნაწილს აქვს დეფიციტური ბიუჯეტი, და საჭიროებენ დამატებით (ვაუჩერისზემოთა) დაფინანსებას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს სამინისტროს ტერიტორიული ორგანო სკოლების რესურსცენტრი, რომელიც ხელს უწყობს სკოლების გამართულ ფუნქციონირებას.

ცხრილი1-51. ქობულეთის მუნიციპალიტეტი პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა  და სტრუქტურა მუნიციპალიტეტების მიხედვით.

| |ადმინისტრაციული ერთეული |პროფსასწავლებლების რაოდენობა |

|№ | | |

| | |კერძო |სახელმწიფო |სულ |

|1 |ქალაქიბათუმი |6 |3 |9 |

|2 |ქობულეთის მუნიციპალიტეტი |1 |1 |2 |

| |სულ |7 |4 |11 |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი უმაღლესი განათლების მიღებას ქ. ბათუმის  უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს.

ბოლოდროსაჭარა, უწინარესად, ქ.ბათუმი უმაღლესი განათლების მძლავრ, თანამედროვე კერად ყალიბდება. სადღეისოდ აჭარაში 7 უმაღლესი სასწავლებელია, მათშორის 1 -შუახევის მუნიციპალიტეტში. უმაღლესი სასწავლებლების პროფილის სურათს იძლევა ცხრილი 1-52

ცხრილი1-52. აჭარის ა.რ-ის უმაღლესი სასწავლებლები

|№ |სასწავლებლის დასახელება |მისამართი |ვებ-გვერდიან |

| | | |ელ-ფოსტა |

|1 |შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი |ბათუმი, |www.bsu.edu.ge |

| | |ნინოშვილის 35 |info@bsu.edu.ge |

|2 |სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია|ბათუმი, |www.bsma.edu.ge |

| | |რუსთაველის 53 |www.bsma.ge |

| | | |info@bsma.edu.ge |

|3 |სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო |ბათუმი, |www.batu.edu.ge |

| |უნივერსიტეტი |თამარისდასახლება |info@batu.edu.ge |

|4 |შპს `ბათუმის ნავიგაციის სასწავლო |ბათუმი, მახინჯაური, |www.bntu.edu.ge |

| |უნივერსიტეტი~ |თბილისისგზატკ, 26 |info@bntu.edu.ge |

|5 |`საქართველოს უნივერსიტეტის ~ბათუმის |ბათუმი, |www.ug.edu.ge |

| |ფილიალი |ჯავახიშვილის6 |info@ug.edu.ge |

|6 |საზღვაო სასწავლო ცენტრი `ანრი~ |ბათუმი, |www.mtc-anri.edu.ge |

| | |ხიმშიაშვილის 11/4 |info@mtc-anri.edu.ge |

|7 |წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის |შუახევი, |www.tbeli.ge |

| |უნივერსიტეტი |სოფელიხიჭაური |sbarbara@caucasus.net |

საერთო სასწავლებლების ქსელის გარდა, აჭარაში მოქმედებს სასულიერო სასწავლებლებიც - როგორც ქრისტიანული, ისე მაჰმადიანური. განათლების მდგომარეობის სურათი აჭარაში ისტორიულ-კულტურული და გეოგრაფიული თავისებურებებით ხასიათდება. რაც შესაფასებელია საერთო ეროვნული მონაცემების ფონზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში იმატა კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების ზრდის ტენდენციამ. კერძო სექტორის გააქტიურება ხელს უწყობს სკოლებს შორის კონკურენციის ზრდასა და განათლების ხარისხის ამაღლებას. მიზანშეწონილია საგანმანათლებლო სფეროში კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

1-11. კულტურა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

1-11.1. კულტურა

დღევანდელი აჭარა საქართველოს იმ ვრცელ ისტორიულ-კულტურულ არეალს მიეკუთვნება, რომელიც XIV საუკუნიდან სამცხე-საათაბაგოს ფართო სახელწოდებითაა ცნობილი. სამცხე-საათაბაგოში, აჭარასთან ერთად, შედიოდა საკუთრივ სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი, ტაო, კლარჯეთი, თორთომი, ჭანეთი. ვახუშტი ბატონიშვილის თქმით, `ყოველთა ამათ ალაგებთა და ქვეყანათა კრებით სიმოკლისათვის~ მესხეთი ეწოდებოდა. ჭანეთის გარდა, ყველა ეს კუთხე მდინარეების ჭოროხისა და მტკვრის აუზებს მიეკუთვნებოდა. მესხეთის მოსახლეობას ვახუშტი ასე ახასიათებს: `კაცნი და ქალნი არიან მსგავსნი ქართველთანი (ანუ ქართლელთა – ვ.ვ.), არამედ უმეტეს ნელიად და ენა-ტკბილად მოუბარნი, ტანოვანნი, მხნენი, შემმართებელნი, შვენიერნი, ცოდნა-ხელოვნების მოყვარენი~.

მთელი ეს მხარე - მესხეთი, ანუ ზემო ქართლი, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა საქართველოს ისტორიაში და ქართულ განათლება-ხელოვნებაში, რასაც დღემდე შემორჩენილ ადრე და განვითარებულ შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობა მოწმობს.

კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ (1453 წ.), ამ მხარეში გაძლიერდა თურქთა გავლენა, რასაც, მალევე, დაპყრობა და მოსახლეობის გამუსლიმანება მოჰყვა. ეკლესია-მონასტრები დაინგრა; მიწათსარგებლობის წესები და ყოფითი კულტურა თურქული გავლენის ქვეშ მოექცა. კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური კავშირები დანარჩენ საქართველოსთან პრაქტიკულად გაწყდა.

ქართველთა ეთნიკურ ჯგუფებს შორის აჭარლები საკმაოდ გამორჩეულნი არიან, რაც განპირობებულია ამ კუთხის დიდი ხნის მოწყვეტით ქრისტიანული საქართველოსგან. ამასთან ერთად, ისინი ინარჩუნებენ ზოგადკავკასიური კულტურის ძირითად თვისებებს, რასაც აღნიშნავდა XIX საუკუნის ცნობილი მოგზაური და მკვლევარი გიორგი ყაზბეგი: `აჭარელის საშინაო ყოფა ისეთივეა, როგორც კავკასიელი მთიელი ხალხებისა: პატრიარქალურობა, მოხუცთა პატივისცემა, დოგმად ქცეული სტუმარ-მასპინძლობა, თავშეკავებულობა, დიდი ცნობისმოყვარეობა და რაც ამიერკავკასიაში იშვიათად გვხვდება - შრომისმოყვარეობა~.

სტუმართმოყვარეობა აჭარაში მართლაც რომ განსაცვიფრებელი იყო. დ. ბაქრაძე ასე აღწერს აჭარლების ამ შესისხლხორცებულ თვისებას: `სტუმართმოყვარეობა აქ წმინდა საქმედ ითვლება, რა ეროვნებისა და რჯულისაც უნდა იყოს სტუმარი, საიდანაც უნდა მოდიოდეს და როდესაც უნდა მივიდეს, დღისით თუ ღამით, უფლება აქვს პირველსავე შეხვედრილ სახლში გაჩერდეს. ოჯახის უფროსიც რომ არ იყოს სახლში, თუნდაც სახლში მარტო ქალები იყვნენ, ვალდებული არიან მიიღონ, გაუმასპინძლდნენ და სუფთა ლოგინი გაუშალონ, რომელსაც საგანგებოდ ინახავენ ასეთი შემთხვევისათვის~.

XIX საუკუნეში მოგზაური აღნიშნავს: `აჭარლებს ჰქონდათ თავისი კულტურა, რომლის მსგავსს ვერ ვხედავთ ქართველი მთიულებით დასახლებულ მთებში. გარდა ამისა, აჭარელთა სტუმარ-მასპინძლობასა და ერთმანეთისა თუ უცხოელთადმი მოპყრობაში ნასახიც კი არ შეიმჩნევა იმ სიტლანქისა, რომელიც ასე თვალში საცემად ეტყობათ მთიელ ქართველებს. ამასთან აჭარლები გამგები და საზრიანები არიან, ადვილად, ძალდაუტანებლად ემორჩილებიან კეთილ გავლენას~.

1-11.2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

აჭარის ა.რ. კულტურული მემკვიდრეობის დაზვერვა და შესწავლა რუსეთის იმპერიასთან მისი შემოერთებისთანავე დაიწყო. ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოები აქ გაიშალა მხოლოდ XX საუკუნის 70-ანი წლებიდან.

დადასტურდა, რომ აჭარის ტერიტორიაზე პირველყოფილი ადამიანი ჯერ კიდევ 100-200 ათასი წლის წინა პერიოდიდან იკიდებს ფეხს. მომდევნო პერიოდის, ნეოლითის ძეგლები, განსაკუთრებით ბევრია ზღვისპირა ზოლში. ძეგლთა რაოდენობა და იქ აღმოჩენილი ნივთიერი მასალა აშკარად მიუთითებს, რომ 9-10 ათასი წლის წინა პერიოდში აჭარის მთლიანი ტერიტორია საკმაოდ ინტენსიურადაა დასახლებული და აქაური მოსახლეობა მიმთვისებლურიდან თანდათან მწარმოებლურ მეურნეობაზე გადადის. მომდევნო ხანებში სამეურნეო ჩვევები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ადის, რაც ნეოლითური, ადრებრინჯაოს და გვიანბრინჯაოს მასალებით დასტურდება. ძვ.წ V ს. ზღვისპირეთში ბერძენი კოლონისტები ჩნდებიან, ხოლო ახ.წ. I ს. რომაელები, რასაც მოჰყვა მრავალი ცვლილება, რომელთაგანაც უმთავრესია ქრისტიანიზაცია.

ისტორიული ძეგლების უმეტესი ნაწილი მიეკუთვნება XI-XIII საუკუნეების ძეგლს. ასევე მუნიციპალიტეტში გვხვდება ძვ.წ.აღ. VIII-VII საუკუნეების ისტორიული ძეგლებიც. მათი უმეტესობა საჭიროებს რესტავრაციას და მიმდებარე ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას (მისასვლელი გზები და ბილიკები, მოსაცდელები და საპირფარეშოები, ტურისტული რუკები, საინფორმაციო დაფები, საგზაო ნიშნები და ა.შ.). ძეგლების უმეტესობას დაკარგული აქვს სანახაობრივი მხარე. აუცილებელია სპეციალური პროგრამის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ისტორიული ძეგლების მოვლა–პატრონობას, რესტავრაციას და ვიზუალური მხარის შენარჩუნებას.

დღეისათვის აჭარაში სულ დარეგისტრირებულია კულტურული მემკვიდრეობის 223 ძეგლი; ამათგან 142 ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზეა, 23 - ქობულეთის მუნიციპალიტეტში,

ცხრილი 1-53. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

|რიგითი |ძეგლის დასახელება |აგების თარიღი |ძეგლის მდებარეობა |

|№ | | | |

|ქობულეთის მუნიციპალიტეტი |

|1.  |ქობულეთის ზღვისპირა ბაღი | |ქ. ქობულეთი |

|2 |"მამუკას ციხე” |გვიანი შუა საუკ. |სოფ. ალამბარი |

|3 |ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია | |სოფ. ბობოყვათი |

|4 |”წმ. მარიამის” ეკლესია |XIX ს. |სოფ. დაგვა |

|5 |”წმ. კონსტანტინეს” გუმბათიანი |1901-1911 წწ. |სოფ. ზედა კვირიკე |

| |ეკლესია | | |

|6 |დარბაზული ეკლესია |გვიანი შუა საუკუნ. |სოფ. ზედა აჭყვია |

|7 |”წმ. გიორგის” ეკლესია |XX ს. |სოფ. ზედა აჭყვია, სასაფლაოზე |

|8 |საწნახელი |ძვ.წ. აღ. III საუკ. |სოფ. ზენითი |

|9 |ჯამე |გვიანი შუა საუკ. |სოფ. კვირიკე |

|10 |ცხემვანის ხიდი |გვიანი შუა საუკ. |სოფ. კობალაური. მიდამოები |

| | | |"ცხემვანი" |

|11 |"ვარჯანაულის ხიდი" |გვიანი შუა საუკ. |სოფ. ტყემაკარავი, 4 კმ. |

| | | |აღმოსავლეთით კინტრიშის ხეობა |

|12 |ხიდი |XIX ს. |სოფ. ტყემაკარავი, მდ. კინტრიში |

|13 |”წმ. გიორგის” ეკლესია |XX ს. |სოფ. ქვედა აჭყვა |

|14 |ჯამე |XIX ს. |სოფ. ქვედა დაგვა |

|15 |ხიდი |XIX ს. |სოფ. ქობულეთი |

|16 |"პეტრას ციხე" | |სოფ. ციხისძირი |

| |1. საკათედრო ტაძარი |VI ს. | |

| |2. ტაძრის ნანგრევები |შუა საუკუნეები | |

| |3. გალავანი |შუა საუკუნეები | |

| |4. სხვა ნაგებობანი |შუა საუკუნეები | |

|17 |"ელიას ციხე" |შუა საუკ. |სოფ. ჭახათი, მიდამოები "ჭახათის |

| | | |მთა" |

|18 |გუმბათიანი ეკლესია "სამება" |XIX ს. |სოფ. ჩაისუბანი |

|19 |ჯამე |გვიანი შუა საუკ. |სოფ. ხალა |

|20 |ხიდი "თემარკოფის ხიდი" |გვიანი შუა საუკ. |სოფ. ხალა |

|21 |სამონასტრო კომპლექსი | |სოფ. ხინო |

| |1. ეკლესიის ნანგრევი |შუა საუკუნეები | |

| |2. გალავანი |შუა საუკუნეები | |

| |3. სხვა ნაგებობანი |შუა საუკუნეები | |

|22 |ჯამე |1923 წ. |სოფ. ხეცუბანი, სასაფლაოზე |

|23 |ხიდი |XIX ს. |სოფ. ხეცუბანი |

|24 |საცხოვრებელი სახლი | |ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის ქ, |

| | | |№276 |

|25 |აფთიაქი | |ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის ქ, № |

| | | |130 |

|26 |საზოგადოებრივი დანიშნუ;ების შენობა | |ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის ქ, № |

| |(ყოფ.“ეფენდიევის აგარაკი“) | |568 |

|27 |საცხოვრებელი სახლი | |ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის ქ, № |

| | | |706 |

|28 |სოფელ ქვედა სამების ნატაძრალი | |სოფელი ქვედა სამება |

ამასთან, მოგახსენებთ, რომ სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულსააგენტოს“ გენერალური დირექტორის სათათვირო ორგანოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება (ბრძანება №2/131, 2014 წელი 7 აგვისტო) ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში, ნინოშვილის ქ. №18 და ნინოშვილის ქ. №24-ში მდებარე ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ქობულეთ-ფიჭვნარის ნაქალაქარი

ქობულეთ-ფიჭვნარი საქართველოს ზღვისპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია, სადაც ვრცელ ტერიტორიაზე (დაახლოებით 100 ჰექტარი) შესანიშნავადაა გადარჩენილი ძვ.წ. II-I ათასწლეულების შუა, გვიანბრინჯაო-ადრერკინის, გვიანარქაული, კლასიკური და ელინისტური ხანის მძლავრი კულტურული ფენები. მიკვლეულია დასახლებასთან უშუალოდ დაკავშირებული ძვ.წ.X-VI საუკუნეების რკინის მეტალურგიის უძველესი კერები, საკულტო ადგილები და სატომო სამლოცველოები. ქობულეთ-ფიჭვნარის ნაქალაქარის კომპლექსში ექცევა აგრეთვე სამი დიდი სამაროვანი. ესენია: ადგილობრივი კოლხის მოსახლეობის ძვ.წ.V საუკუნის სამაროვანი, ბერძენ მოახალშენეთა (ძვ.წ. IV-Iსს) სამაროვანი. მათ დაახლოებით 20 ჰექტარი უკავია. ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიაზე, XX საუკუნის 60-იანი წლებიდან, საველე კვლევა-ძიების შედეგად დგინდება, რომ საქართველოს ზღვისპირეთში, ურბანისტული ცივილიზაციის წარმოშობა ხანგრძლივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ბერძნულ სამყაროსთან კოლხური მოსახლეობის უწყვეტი კავშირების კანონზომიერი შედეგი იყო. ძვ.წ. VI-II საუკუნეებში დაწინაურებული ჩანს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, თევზჭერა, მეტალურგია, მეთუნეობა, ფეიქრობა, სამშენებლო საქმე.

[pic]

ქობულეთ-ფიჭვნარი და მისი შემოგარენი, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სხვა ცენტრებთან შედარებით, ყველაზე მდიდარ მასალას იძლევა ბერძნულ სამყაროსთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის კვლევისათვის. საგანგებოდაა აღსანიშნავი, რომ ამიერკავკასიაში ელინურ ეთნოსთან უშუალოდ დაკავშირებული ნეკროპოლი, ჯერჯერობით ფიჭვნარშია აღმოჩენილი, ამიტომაც ინტერესი მისდამი განსაკუთრებულია. ძეგლს მეცნიერულ ღირებულებას ისიც მატებს, რომ დღემდე შესწავლილი ძვ.წ. V-IV საუკუნეების 250-მდე სამარხი დაუზიანებლადაა მოღწეული, რაც შესანიშნავ პირობას ქმნის ანტიკური სამყაროს პერიფერიაზე ბერძენთა დაკრძალვის წესების, სამარხთა ტიპების, ინვენტარის ჩაყოლების კანონზომიერების შესწავლისათვის.

ფიჭვნარის ბერძნულ სამაროვანზე მოპოვებულია მრავალფეროვანი მასალა, რომელიც ამდიდრებს არა მარტო კონკრეტული რეგიონის, არამედ საზოგადოდ შავიზღვისპირეთის და მთლიანად ანტიკური სამყაროს წყაროთმცოდნეობით ბაზას. მათ შორის აღსანიშნავია კოლხური სამეთუნეო ნაწარმი, საბერძნეთის იონური თუ მატერიკული ცენტრებიდან მომდინარე სადა, ორნამენტირებული თუ მოხატული ვაზები. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ნეობიდების მხატვრის ორფრიზიანი წითელფიგურული ანტიკური კრატერი, სხვადასხვა საწარმოო ცენტრის (ქაოსი, ლესბოსი, სამოსი, თაზოსი, მენდე, ბიზანტიონი, სინოპა და ა.შ.) ამფორები, ანტიკური გლიპტიკის, ტორევსტიკისა და საიუველირო ხელოვნების მაღალ მხატვრული ნიმუშები, მრავალრიცხოვანი კოლხური და უცხოური მონეტები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები ცხადყოფს, რომ ქობულეთ-ფიჭვნარი კლასიკურ და ელინისტურ ხანაში წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისა და ელინელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკონტაქტო ზონას. ფიჭვნარის ბერძნული მოსახლეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ძველი კოლხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პროცესში.

პეტრას-ციხე

ციხისძირი (წერილობითი წყაროებით პეტრა) სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ისტორიისა და მატერიალური კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. პეტრა მდებარეობს ზღვის სანაპიროზე, ქ. ბათუმიდან 27 კმ დაშორებით. აქ აღმოჩენილია არქეოლოგიური ძეგლები გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით.

პეტრას, როგორც ლაზიკის ცნობილი ციხე-ქალაქისა და საეპისკოპოსო კათედრის, შესახებ ძირითადი წერილობითი მონაცემები შემორჩენილია VI-I-სს. ბიზანტიურ საისტორიო წყაროებში (იუსტინიანეს ნოველები, პროკოპი კესარიელის თხზულებები, კონსტანტინეპოლის საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხები).

XX საუკუნის პირველ ათწლეულში ციხისძირის სანაპირო ზოლში აგარაკების მშენებლობისას შემთხვევით აღმოჩნდა მრავალი ძველი საისტორიო ნივთი. კერძოდ, ბრინჯაოს მელითონეთა განძები, რომაული დამღიანი აგური და სხვა. 1907 წლიდან სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟში, ინახება ციხისძირში ნაპოვნი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთების კოლექცია. აღნიშნული კოლექციის ერთ-ერთ საუკეთესო ნივთს წარმოადგენს რომაელი იმპერატორის ლუციუს ვერუსის მთის ბროლზე ამოკვეთილი გამოსახულებით შემკული ოქროს მედალიონი.

[pic]

ციხისძირის მიდამოებთან დაკავშირებულია მრავალი შემთხვევითი ნუმიზმატიკური აღმოჩენაც. მათ შორისაა ბერძნული, რომაული, პართული, სასანური, ბიზანტიური და ოსმალური მონეტები. ამ ნივთებიდან ზოგმა დაიდო ბინა სხვადასხვა კოლექციებში, ზოგიც უკვალოდ დაიკარგა.

XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო პეტრა-ციხისძირის გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლა. გათხრების შედეგად დადგინდა, რომ ციხე-სიმაგრის ნაშთები განლაგებული იყო ორ ბორცვზე. მძლავრი კედლითა და კოშკებით შემოსაზღვრული შიდაციხე კარგად გააზრებულ საფორტიფიკაციო სისტემას წარმოადგენდა. შიდაციხის ტერიტორიაზე შესწავლილია სხვადასხვა პერიოდის ხასიათის ნაგებობა. მათ შორისაა მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესია ნახევარწრიული აბსიდით.

ეკლესიის გაწმენდისას გამოვლენილი ფრესკების ფრაგმენტები მისი შესრულების ხელოვანის მაღალ ოსტატობაზე მიგვინიშნებს. ეკლესია თარიღდება XI-XIII სს-ით. იგი აუგიათ სამნავიანი ბაზილიკის დანგრევის შემდეგ. სამნავიან ბაზილიკას აქვს წაგრძელებული პროპორციები, ხუთწახნაგა აბსიდი, სამწახნაგიანი ნართექსი. აბსიდა გარედან მოპირკეთებულია მოზრდილი კარგად გათლილი კვადრატებით. ციხისძირის სამნავიან ბაზილიკას ყველა მკვლევარი VI საუკუნით ათარიღებს და თვლის, რომ ეს იყო პეტრას საკათედრო ტაძარი. მათი აზრით, ამით აიხსნება მისი სიდიდე, რითაც იგი გამოირჩევა დასავლეთ საქართველოს ბაზილიკებისაგან.

სამნავიანი ბაზილიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით გაითხარა რომაული აბანო, რომელიც შედგება ანფილადურად განლაგებული ხუთი განყოფილებისაგან. ესენია: გასახდელ-მოსაცდელი, ცივი, თბილი, ცხელი განყოფილებები და საქვაბე. ბაზილიკა და აბანო ერთიან არქიტექტურულ ანსამბლს ქმნის. აბანოს გაუქმების შემდეგ, მის ტერიტორიაზე მარანი იყო გამართული.

1964 წელს ციხისძირში, ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორცვზე გაითხარა ნამოსახლარი, რომელიც შეიცავდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის, არქაული, კლასიკური, ელინისტური, რომაული და ადრებიზანტიური ხანის კულტურულ ფენებს.

1983-1988 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ციხის ჩრდილოეთით, ბობოყვათის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოავლინა ხუროთმოძღვრული ძეგლები: ახ.წ. IV საუკუნით დათარიღებული ორი აბანო, ადრებიზანტიური ხანის აგარაკი და ვრცელი სამაროვანი. აკროპოლისის აბანოს მსგავსად, ახლადგამოვლენილი აბანოებიც ანფილადურია და შედგება გასახდელ-მოსაცდელის, ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებებისაგან. მათგან ერთი საზოგადოებრივი დანიშნულებისაა, მეორე, შედარებით პატარა - კერძო.

ადრებიზანტიური ხანის აგარაკი შედგება საცხოვრებელი ნაგებობების, აბანოს, შიდა ეზოს და მარნისაგან. სამაროვანის ტერიტორიაზე ჯერჯერობით შესწავლილია 315 სამარხი. სამარხების ქრონოლოგიური დიაპაზონი საკმაოდ დიდია (ძვ.წ. V ს-ახ.წ. V-ს) და მოიცავს პერიოდს არქაული ხანიდან ადრეშუასაუკუნეების ჩათვლით. გათხრების პროცესში აღმოჩენილია მდიდარი არქეოლოგიური მასალა - კერამიკული და მინის ნაწარმი. მოპოვებულია აგრეთვე საინტერესო ნუმიზმატიკური კოლექცია, რომელიც შეიცავს ქართულ, რომაულ, ბიზანტიურ, არაბულ და ოსმალურ მონეტებს.

2001 წელს ციხისძირის ზღვისპირა დაბლობში აღმოჩნდა კიდევ ერთი დარბაზული ეკლესია. ეკლესიის ტერიტორიაზე გაითხარა 11 სამარხი, სადაც დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. ხსენებული ეკლესიის ნანგრევები და სამარსები ახ.წ. VI-VIIსს. თარიღდება. იგი ციხისძირის ტერიტორიაზე აღმოჩენილი რიგით მეოთხე ეკლესიაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს წერილობითი წყაროებით კარგად ცნობილ ფაქტს, რომ პეტრა-ციხისძირი ისტორიული ლაზიკის ერთ-ერთ საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. ბიზანტიურ წერილობით წყაროებში VI მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება პეტრელი ეპისკოპოსი იოანე.

სხვა რეგიონების მსგავსად, აჭარის ტერიტორიაც ძეგლების ფართო ქსელით დაიფარა საქართველოს ძლიერების ხანაში (XI-XVსს). ამ პერიოდში ხეობასა თუ ზღვის სანაპირო ზოლში შენდება საფორტიფიკაციო ნაგებობანი, ეკლესია-მონასტრები, ციხე-კოშკები, თაღიანი ხიდები, სარწყავი არხები და სხვა.

თეთროსანი

საქართველოში ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი საკულტო ცენტრი თეთროსანი მდებარეობს ქობულეთის რაიონის სოფლების გვარასა და ხუცუბნის საზღვარზე, შემაღლებულ ბორცვზე, სადაც ამჟამად მხოლოდ ერთი კედელიღა შემორჩენილა, ეკლესიის საძირკველი კი მიწის ზედაპირთანაა გასწორებული. ბორცვს ერთ მხარეზე მდ. აჭყვა, მეორეზე მდ კინტრიში ჩამოუდის. შემორჩენილი კედელის რიყის ქვითა და კირითაა აგებული. კედლის სისქე 80 სმ-ია. სიმაღლე 6-8 მეტრამდე აღწევს. საძირკვლის ზომების მიხედვით ეკლესიის სიგრძე 6 მეტრი ყოფილა.

თეთროსნის სიძველეზე, მის ანტიკურობაზე მეტყველებს ხუცუბანში ჩატარებული გათხრები, აქ აღმოჩენილი ნაქალაქარი და არქეოლოგიური ნაშთები. ეს სამუშაოები დაიწყო 1879 წელს, როცა შემთხვევით, ხიდის მშენებლობისას, მუშები ბრინჯაოს ცულს წააწყდნენ. ხუცუბანში აღმოჩენილი ყველა ნივთი, სამარხი და შენობათა ნაშთები ადასტურებს, რომ ეს არის არა უბრალოდ მცირე დასახელება, არამედ საკმაოდ დიდი ქალაქი.

თეთროსანი იყო კოლხეთის ერთ-ერთი უდიდესი წარმართული საკულტო ცენტრი, ხოლო მოსვლის შემდეგ სალოცავის სახელი თარგმნეს, ლევკოთეა (თეთრი ღმერთი) უწოდეს და მის ირგვლივ გააშენეს ქალაქი ფრიქსოპოლისი, რომელსაც კოლხურად იდეესა ჰქვია. ეს ქალაქი ამჟამინდელ გვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე უნდა ვიგულოთ. ფრიქსე კოლხთა მეფის აიეტის თანამედროვეა, ამიტომ მის მიერ აშენებული ქალაქი და ლევკოთეაც ძვ. წ–ა. 1500-1400წწ. პერიოდს მიეკუთვნება.

თეთროსნის ეკლესიას მე-16 საუკუნის ბოლოდან მესხეთიდან გადმოსახლებული თავდგირიძეები პატრონობდნენ. გიორგი

თავდგირიძემ აქ არსებული სიწმინდეები, მათ შორის, უძვირფასესი სასწაულმოქმედი წმინდა გიორგის ხატი აკეთის ეკლესიაში გადაასვენა. თუმცა, თეთროსანს თავისი სიცოცხლე არ შეუწყვეტია. ამ სალოცავს პატრონობდნენ მაქსიმე-სულეიმ თავდგირიძე და მისი მეუღლე ელენე გურიელი, რომელიც თეთროსნის ეზოში ყოფილა დაკრძალული.

ხიდები

აჭარაში დაცული და დღემდე კარგად მოღწეულია საგზაო ნაგებობანი, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ხიდები. ისინი წარმოადგენს XI-XIII სს. მატერიალური კულტურის ძეგლთა საყურადღებო ჯგუფს. აჭარაში ისინი სამი მდინარის - კინტრიშის, აჭარისწყლის, ჭოროხისა და მისი შენაკადის, მაჭახლისწყლის აუზებსა და მთაზე არსებულ სამიმოსვლო-სავაჭრო გზებზე იყრიან თავს. ამ ტიპის ხიდები ასევე ბევრია  აჭარის მომიჯნავე შავშეთ-იმერხევის და, საერთოდ, ისტორიული ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე. ეს არცაა გასაკვირი, რადგან აჭარაც ამ მხარეებთან ერთად ადრეშუასაუკუნეების ერთ გეოპოლიტიკურ ერთეულში - მესხეთის მხარეში მოიაზრებოდა.

[pic]

აჭარაში დღემდე სულ 25 ძველი თაღოვანი ხიდია დაფიქსირებული. მათი ნაწილი დანგრეულია. კარგადაა დაცული ბესლეთის, კობალაურის, მახოს, მირვეთის, მახუნცეთის, აგარის, დანდალოს, ჭვანის, ფურტიოს თაღოვანი ხიდები. ისინი ძირითადად ძველ სავაჭრო საქარავნო გზებზეა განლაგებული და ურთიერთთან აკავშირებდა როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ გზებს.

ხალხურიხუროთმოძღვრება

საყურადღებოა აჭარის ხალხური ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშები განსაკუთრებით ჯამეები; ერთი მათგანი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გადმოტანილი. ჯამეების მონახულება შეიძლება სოფლებში: კვირიკე, ხუცუბანი.

1-11.3 მუზეუმები

1994 წლის პირველ მარტს შეიქმნა აჭარის ა.რ. სამუზეუმო გაერთიანება; დღეისათვის ამ გაერთიანებაში შედის ქობულეთის მუნიციპალიტეტის 1 მუზეუმი - ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმი. ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი (სოფელი ციხისძირი)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელშეწყობით ქ. ქობულეში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გაიხსნა. ახლადგახსნილ მუზეუმში  3500 სამუზეუმო ექსპონატია დაცული, რომლებიც წარმოადგენენ არქეოლოგიურ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულ თუ ბუნების წიაღში ნამარხ ნიმუშებს.

ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის მეორე სართულზე განთავსებულია საკონფერენციო და კინო-დოკუმენტალისტიკის დარბაზი, ასევე სამეცნიერო-ლაბორატორიული  და ადმინისტრაციული კაბინეტები.

პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი 1989 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმში დაცულია კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა, რომელიც მოიცავს პერიოდს ბრინჯაოს ხანიდან ადრეული შუა საუკუნეების ჩათვლით: არქიტექტორული დეტალები, მოზაიკის ფრაგმენტები, VIII-VI საუკუნეების სადგომელების მასალები, სამსხვეპრლოსა და IV-V საუკუნეების ნაგებობის (ე. წ. „ვილის“) ნაშთები, კერამიკული, ნუმიზმატიკური მასალა და სხვა. ნაკრძალის ტერიტორია მიოცავს დაახლოებით 7 ჰექტარს.

1-11.4 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

2007 წლიდან საქართველო `საერთაშორისო კონვენციის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ~ ხელშემკვრელი მხარეა. კონვენცია ასახავს იმ შედარებით ახალ ტენდენციას, რომელიც არსებითად აფართოებს კულტურული მემკვიდრეობის ცნებას. კონვენციის სულისკვეთებას სრულფასოვნად ასახავს მისი მეორე მუხლი:

`არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის~ ნიშნავს ადათ-წესებს, წარმოსახვისა და გამოხატვის ფორმებს, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, - ასევე, მათთან დაკავშირებულ საშუალებებს, საგნებს, არტეფაკტებს და კულტურულ სივრცეებს, - აღიარებულს გაერთიანებების, ჯგუფებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად, თაობიდან თაობაში გადაცემული ასეთი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გაერთიანებებისა და ჯგუფების მიერ მუდმივ განახლებას განიცდის მათი გარემო პირობების, ბუნებასთან მათი ურთიერთმოქმედებისა და ისტორიის შესაბამისად და აყალიბებს მათში თვითმყოფადობისა და მემკვიდრეობის გრძნობას, რითაც ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნებისა და ადამიანის შემოქმედების პატივისცემას. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც შეესატყვისება ადამიანის უფლებების არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს და გაერთიანებებს, ჯგუფებსა და ცალკეულ პირებს შორის ურთიერთპატივისცემის, ასევე განუხრელი განვითარების მოთხოვნებს~.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა მოიცავს კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებს:

ა) ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები. ენის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, ჩათვლით;

ბ) საშემსრულებლო ხელოვნება;

გ) ადათ-წესები, წეს-ჩვეულებები, დღესასწაულები;

დ) ბუნებასა და სამყაროსთან დაკავშირებული ცოდნა და ადათ-წესები;

ე) ხელოსნობის ტრადიციულ დარგებთან დაკავშირებული ცოდნა და ჩვევები.

სახალხო დღესასწაულები

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად 5 ტრადიციული და სახალხო დღესასწაულის ორგანიზება ხდება, რომელთა ძირითადი ინიციატორი და ორგანიზატორი ადგილობრივი თვითმმართველობაა. პრაქტიკულად ნულოვანი ინიციატივაა საკუთრივ თემების მხრიდან როგორც ორგანიზების, ასევე სპონსორების მოძიებაზე მუშაობის მიმართულებით. (იხ.

ცხრილი1-)

აღნიშნული დეღესასწაულების ორგანიზება ხდება ზაფხულსა და ზამთარში, რაც უზრუნველყოფს ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას მთელი წლის განმავლობაში.

საჭიროა სახალხო დღესასწაულების სანახაობრივი მხარის დახვეწა და მათი პოპულარიზაცია. სასურველია მოცემული ღონისძიებების ორგანიზატორი და ინიციატორი იყოს მუნიციპალიტეტის თემები. ამასთან, მნიშვნელოვანია ისტორიული სახალხო დღესასწაულების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია.

ცხრილი1-54ტრადიციული და სახალხო დღესასწაულები

|№ |დასახელება |ჩატარების დრო |ორგანიზატორი და მხარდამჭერი |

|1 |კინტრიშის ხეობის ზეიმი |სექტემბერი |ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მხარდამჭერი)|

|2 |ჩაქვისწყლის ხეობის ზეიმი |5 სექტემბერი |ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მხარდამჭერი)|

|3 |მარიამობა (სოფელი დაგვა) |28 აგვისტო |ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მხარდამჭერი)|

|4 |„ქობულეთობა“ |ნოემბრი |ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მხარდამჭერი)|

|5 |თევზის დღე |4 დეკემბერი |ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მხარდამჭერი)|

ხალხური რეწვა და შემოქმედება

ხალხური რეწვის ოსტატები, ინდივიდუალური, გუნდური, საოჯახო ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები მუნიციპალიტეტის განუმეორებელ კულტურულ სახეს ქმნიან, რომელიც ტურიზმის, მით უფრო კულტურული ტურების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. თუმცა გასათვალისწინებელია, ისიც რომ ეს რესურსი, როგორც საბაზრო პროდუქტი, არ არის ჩამოყალიბებული და საამისოდ მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა საჭირო. ამ კუთხით აღნიშნულ პროდუქტს გამოცდა არ გაუვლია, რადგან არ ჩართულა საბაზრო პროცესებში. მაგალითად, პრაქტიკულად არ იმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვები.

მუსიკალური ინსტრუმენტებიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს: ჭიბონი, ფანდური, ჩონგური, გარმონი, სალამური, აზიური.

აჭარაში, ხელოსნობისა და რეწვის თვალსაზრისით, ისტორიულად ცნობილია იარაღის - თოფების, დამბაჩებისა (`ფიშთო~) და ხანჯლების წარმოება. კონსულ პალგრევის ცნობით, `თვითოეული მამაკაცი შეიარაღებული იყო კაჟის თოფით და ხანჯლით, ხანაც, ამას გარდა, ერთი ან ორი დამბაჩით~. ამას დიმიტრი ბაქრაძეც ადასტურებს: `ქვემო ქვემო აჭარის მცხოვრებნი საერთოდ ყველა იარაღასხმული მგზავრობს <...>~.

იარაღის წარმოების კერის არსებობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ხელოსნობა აჭარაში დაბალ დონეზე იყო. გამონაკლისს წარმოადგენს ხის ხუროობა - ვახუშტი ამ მხრივ ასე ახასიათებს აჭარლებს: `კაცნი ხელოვანნი ხის მუშაკობითა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრავლადაა სახალხო რეწვის ოსტატები, რომელთა აქტიური წევრები ორივე სქესის წარმომადგენლები არიან. ამ თვალსაზრისით,  გამოსაყოფია შემდეგი სახეობები: ქსოვა, ქარგვა, ხეზე კვეთა, წნულები, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება, ბადის ქსოვა, ლითონის დამუშავება. მანდილოსნები დაკავებული არიან რეწვით, ქარგვით და ქსოვით, ხოლო მამაკაცები რეწვითა, ხეზე კვეთით და სხვა. სახალხო რეწვის ოსტატების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილი1-.

ცხრილი1-55. სახალხო რეწვის ოსტატები

|№ |შემოქმედების სახეობა |წარმომადგენელი |საქმიანობის ადგილი |საქმიანობის ტრადიცია |

|1 |რეწვა |კიკნაძე დურმიშხანი |სოფ.კვირიკე | |

|2 |რეწვა;ხეზე კვეთა |რომანაძე რეზო |სოფ.აჭყვისთავი | |

|3 |რეწვა;ხეზე კვეთა |რომანაძე ილია |სოფ.აჭყვისთავი |ოჯახური ტრადიცია |

|4 |რეწვა;ხეზე კვეთა |ცეცხლაძე ჯემალი |სოფ.აჭყვისთავი |თვითნასწავლი |

|5 |რეწვა;ქსოვა;ქარგვა |რომანაძე დოდო |სოფ. აჭყვისთავი |თვითნასწავლი |

|6 |რეწვა;ქსოვა;ქარგვა |რომანაძე ციალა |სოფ. აჭყვისთავი |ოჯახური ტრადიცია |

|7 |რეწვა: ქსოვა-ქარგვა |ბერიძე ნინო |სოფ. აჭყვისთავი | |

|8 |რეწვა: ქსოვა-ქარგვა |რომანაძე გუგული |სოფ. აჭყვისთავი |თვითნასწავლი |

|9 |რეწვა: ქსოვა-ქარგვა |ხახუტაიშვილი მაია |სოფ. აჭყვისთავი |თვითნასწავლი |

|10 |რეწვა: ქსოვა-დეკორაცია |ბოლქვაძე თინათინ |სოფ. ცეცხლაური |თვითნასწავლი |

|11 |რეწვა: წნულები |შარვაძე ვასილ |სოფ. ცეცხლაური |თვითნასწავლი |

|12 |რეწვა: ქარგვა |კაკაბაძე ნატო |სოფ. საჩინო | |

|13 |რეწვა: ქარგვა |კაკაბაძე ნინო |სოფ. საჩინო | |

|14 |რეწვა: ხეზე კვეთა |ვერულიძე ვაჟა |ქობულეთი, აღმაშენებლის 350 |ოჯახური ტრადიცია |

|15 |რეწვა: ხეზე კვეთა |ბაუჟაძე მემედ |სოფ ჭახათი |ოჯახური ტრადიცია |

|16 |რეწვა: ხეზე კვეთა |მიქაძე ბადრი |ქობუ;ლეთი, რუსთაველის №130 |ოჯახური ტრადიცია |

|17 |რეწვა: წნულები |სარჯველაძე ქეთი |ქობუ;ლეთი, რუსთაველის №130 |თვითნასწავლი |

|18 |რეწვა: წნულები |შამანაძე ლილი |სოფ. გვარა | |

|19 |რეწვა: წნულები |ათაბაძე შალვა |სოფ. გვარა | |

|20 |რეწვა: წნულები |ჯიჯავაძე ლანა |სოფ. გელაური | |

|21 |რეწვა: ხეზე კვეთა, |ნაკაშიძე შაქრო |სოფ. ხალა |ოჯახური ტრადიცია |

| |მეტალი | | | |

|22 |რეწვა: ქარგვა |გუგეშაშვილი ლანა |ქობულეთი, რუსთაველის №140 | |

|23 |რეწვა: ხეზე კვეთა |მჟავანაძე ბესიკ |აღმაშენებლის 116 | |

|24 |რეწვა: ხეზე კვეთა, |დგვეფაძე ბესიკ |ჯავახიშვილის ჩიხი №6 | |

| |მეტალი | | | |

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 1 კულტურის ცენტრი, 8 კულტურის სახლი და 27 სასოფლო კლუბია. მათი ფიზიკური მდგომარეობა ძალზე მძიმეა. შენობები ძირითადად ავარიულია და აქედან გამომდინარე უფუნქციო (იხ. ცხრილი1-).

ცხრილი1-56. ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და მასში შემავალი ფილიალები

|№ |კულტურის ცენტრის |ბიუჯეტი |მასში შემავალი |ვოკალური და |სულ შემოქმედებითი |საკონცერტო დარბაზების |

| |დასახელება | |ფილიალების |ქორეო |კოლექტივების რაოდენობა |რაოდენობა |

| | | |რაოდენობა |გრაფიული |(სულ მუნიციპალიტეტში) | |

| | | | |ანსამბლების | | |

| | | | |რაოდენობა | | |

| | | | |(დაქვემდებარება| | |

| | | | |) | | |

|1 |ქობულეთის ო. |529 750 |50 |277 |დამაკმაყოფილებელი |სარემონტო |

| |თაქთაქიშვილის სახელობის | | | | | |

| |სახელოვნებო სკოლა | | | | | |

|2 |სოფ. ხუცუბანი | |23 |137 |დამაკმაყოფილებელი |სარემონტო |

|3 |დაბა ჩაქვი | |17 |87 |არასრული |სარემონტო |

|4 |სოფ. ბობოყვათი | |9 |72 |დამაკმაყოფილებელი |დამაკმაყოფილებელი |

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია სახვადასხვა მიმართულების ფოლკლორული წრეები და ანსამბლები, რომლებიც წარმატებულად ღებულობენ მონაწილეობას არამარტო ქვეყნის მაშტაბით, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც გამართულ ფოლკლორულ ღონისძიებებში. მუნიციპალიტეტში მათი არსებობა მნიშვნელოვანია კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის.

ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მოქმედი ანსამბლების შესახებ იხ. ცხრილი1-.ცხრილი1-58. კულტურის ცენტრებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები

|N |ანსამბლის დასახელება |მონაწილეთა |რა სახის  სასცენო |ვის მიერ იქნა |რეპერტუარში შემავალი |ანსამბლის |

| | |რაოდენობა |კოსტიუმი ან მუსიკალური|შეძენილი (მიუთითეთ |ცეკვები |დაფინანსების წყარო |

| | | |ინსტრუმენტი გააჩნია |ღირებულება ) | | |

|1 |ქაქუთის კულტურის ცენტრთან |22 |ფანდური, ჩონგური |კულტურისა და |განდაგანა, ფერხული, |კულტურის ცენტრი |

| |არსებული ქორეოგრაფიული | | |განათლების |ხორუმი, სვანური, | |

| |ანსამბლი "სულიკო" | | |სამინისტრო | | |

|2 |ზედა აჭყვას სასოფლო კლუბთან |40 |განდაგანა, 2ც ჩონგური,|კულტურისა და |განდაგანა, ფარცა, |კულტურის ცენტრი |

| |არსებული ქორეოგრაფიული | |2 ც დოლი |განათლების |მთიულური, ქართული, | |

| |ანსამბლი "სიხარული" | |მთიულური, ქალთა |სამინისტრო |კინტოური, გოგონების | |

| | | |ხევსურული, სვანური | |ხორუმი | |

|3 |კულტურის ცენტრთან არსებული |70           |განდაგანა, ხევსურული, |კულტურისა და |განდაგანა, მთიულური, |კულტურის ცენტრი |

| |ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი| |მთიულური, დოლი |განათლების |ხევსურული | |

| |"საუნჯე" | | |სამინისტრო | | |

|4 |კულტურის ცენტრთან არსებული |35 |ფერხული, განდაგანა, |კულტურისა და |განდაგანა, ოსური, |კულტურის ცენტრი |

| |ქორეოგრაფიული ანსამბლი | |სვანური, ქობულეთური |განათლების |დავლური, ხორუმი, | |

| |"ქობულეთი" | |განდაგანა, |სამინისტრო |ფერხული, | |

| | | |ჩოხა-ახალუხი | |სვანური,მთიულური, ქალთა| |

| | | |მომღერლებისათვის, | |საცეკვაო, სამაია, | |

| | | |ჭიბონი, დოლი | |მთიულური ყაზბეგური | |

|5 |კულტურის ცენტრთან არსებული |42 |განდაგანა, დავლური, |კულტურის ცენტრი |განდაგანა, დავლური, |კულტურის ცენტრი |

| |ქორეოგრაფიული ანსამბლი | |სვანური, მთიულური, | |სვანური, მთიულური, | |

| |"მხედრული" | |სამაია, ფხოური, | |სამაია, ნარნარი, | |

| | | |მოხეური, ფარიკაობა, | |ფხოური, მოხეური, | |

| | | |ნარნარი, კავკასიური, | |ფარიკაობა, კავკასიური | |

|6 |ხალას კულტურის სახლთან |45 |განდაგანა |კულტურის ცენტრი |განდაგანა, მთიულური, | |

| |არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული| | | |ქალთა მოხეური, | |

| |ანსამბლი "შევარდენი" | | | |ფარიკაობა, ქალ-ვაჟთა | |

| | | | | |მოხეური, ხორუმი, | |

| | | | | |დავლური-ქართულით, | |

| | | | | |ფერხული           | |

არსებით სირთულეს წარმოადგენს ახალგაზრდებისა და  საქმიანი წრეების მხრიდან კულტურის სფეროს მიმართ ნაკლები ინტერესი, რაც, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის ტრადიციული მატერიალური და სულიერი კულტურის  მომავალი თაობისთვის გადაცემას.

1-12. ფიზიკური კულტურა და სპორტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სპორტის სფეროში მუნიციპალური ბიუჯეტიდან 2013-2014 წლებში მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2013 წელს მუნიციპალური ბიუჯეტიდან სპორტის განვითარების ხელშეწყობის ბიუჯეტმა 1284763 ლარი შეადგინა, ხოლო 2014 (გეგმა) – 4012483 ლარი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტიში ფუნქციონირებს რევაზ ჩელებაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნულ საფეღბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩების გამართვისათვის ყველა მოთხოვნებს. ამასთან, მუნიციპალიტეტში კიდევ ორი დიდ სტადიონია დაბა ჩაქვსა და დაბა ოჩხამურში, რაგბის მოედანი ხუცუბანში, 15 სპორტული მოედანი და 10 მინი სპორტული მოედანი მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბებში. ქ. ქობულეთში 1 სპორტული სკოლაა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2014 წლიდან დაგეგმილია ქ. ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა, საფეღბურთო მოედნის მშენებლობა ქაქუთის თემის სოფელ აჭში და ქ. ქობულეთში საფეხბურთო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ მიზნით 2014 წლის მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია 2154219 ლარი. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მოედნებზე ინფორმაცია (იხ. დანართი № 4-1-17.2).

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.

2015 წლის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და მატერიალური მხარდაჭერის დაფინანსდება:

o საფეხბურთო საკლუბო გუნდი „შუქურა“;

o სარაგბო საკლუბო გუნდი „პონტო“; მიზნით.

o ა(ა)იპ ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა.

ამასთან, დაგეგმილია ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის ხელშეწყობა, რომლისთვისაც გამოყოფილია 2013-2014 წლებში შესაბამისად 138,972 -140,100 ლარი. სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, ველოსპორტი, რაგბი, ჭადრაკი, ფეხბურთი (გოგონათა და ჭაბუკთა). წრეებში დაკავებულია 300 ზე მეტი ბავშვი, ტარდება შიდა სასკოლო და ამხანაგური შეხვედრები. წლის განმავლობაში სკოლის ჯგუფებში მოსწავლეთა მომზადების დონის შემოწმების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებში წარმატებული სპორტსმენების გამოვლენის მიზნით სასპორტო სკოლა მონაწილეობას ღებულობს საოლქო და რესპუბლიკურ სპორტულ ღონიძიებებში.

მიმდინარე სპორტული ღონისძიებების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია და ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ უზრუნველყონ სპორტსმენების განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერ სპორტსმენთა წახალისება. ამისათვის ბიუჯეტიდან 2013-2014 წლებში გამოყოფილია შესაბამისად  66,606 - 66,119 ლარი.

1-13. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკურორტო-რეკრეაციული პოტენციალი და ტურიზმი

1-13.1 საკურორტო რეკრეაციული პოტენციალი

სუბტროპიკული კლიმატი, საუკეთესო სამკურნალო თვისებების მქონე თბილი შავი ზღვა, სანაპირო ზოლში არსებული ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურა და მთისა და ზღვის უნიკალური ურთიერთშეხამება ქმნის საუკეთესო პირობებს აჭარაში დასვენებისათვის.

დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში კურორტებისა და საკურორტო ადგილების ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებაში “საქართველოს კურორტებისა და საკურორტოა დგილების ნუსხის შესახებ”. ნუსხაში ფიგურირებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის კუროტები და საკურორტო ადგილები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს 2 კურორტი, ორივე მათგანი ზღვისპირა კლიმატური კურორტია (ქობულეთი, ციხისძირი) და  5 საკურორტო ადგილი. (იხ. ცხრილი 1-)

ცხრილი 1-59. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკურორტო ადგილების ნუსხა

|№ |დასახელება |მუნიციპა-ლიტეტი |ტიპი |სიმაღლე |მინერალური წყლების |სავარაუდო |

| | | | |ზ.დ., საკურორტო ზონა და|ტიპი |სამედიცინო |

| | | | |რაიონი | |პროფილი |

|1 |ბობოყვათი |ქობულე-თი |კ |7 მ | – |პროფილაქტიკური, |

| | | | | | |პულმონოლოგიური, |

| | | | | | |ნევროლოგიური (ცნს) |

|2 |კინტრიში |ქობულე-თი |კ |700 მ | – |პროფილაქტიკური, |

| | | | |II-1-ა | |კარდიოლოგიური |

|3 |სკურდის მთა |ქობულე-თი |კ |1200 მ | – |პროფილაქტიკური |

|4 |ფიჭვნარი |ქობულე-თი |კ |10 მ | |პროფილაქტიკური, |

| | | | |1-1-ა | |კარდიოლოგიური, |

| | | | | | |პულმონოლოგიური, |

| | | | | | |ნევროლოგიური (ცნს) |

|5 |ხინოს მთა |ქობულე-თი |კ |1850 მ | |ართროლოგიური, |

| | | | |IV-ა | |გინეკოლოგიური, |

| | | | | | |ნევროლოგიური (ცნს) |

შენიშვნა: ცხრილებში გამოყენებულია შემდეგი აბრევიატურა:

• კ – კლიმატური;

• კ/ბ – კლიმატო-ბალნეოლოგიური;

• ცნს – ცენტრალური ნერვული სისტემა;

• პნს – პერიფერიული ნერვული სისტემა;

• I-1-ა – აჭარის სანაპირო საკურორტო რაიონი;

• II-1-ა – აჭარის დაბალმთიანი საკურორტო რაიონი;

• III-ბ – აღმოსავლეთ საქართველოს კავკასიონის შუამთიანეთის საკურორტო ზონა;

• IV-ა – დასავლეთ საქართველოს შუამთიანეთის საკურორტო რაიონი.

აჭარაში საკურორტო დასვენებისა და მკურნალობისას დიდ მნიშვნელობას იძენს მინერალური წყლების გამოყენება: აჭარაში გვხვდება სხვადასხვა ტიპის მინერალური წყალი. აჭარის კურორტებზე მათი სიმდიდრე და მრავალფეროვნება გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემების, გინეკოლოგიური, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის  დაავადებათა მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა.

თანამედროვე პერიოდში მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში  გავრცელებული  სულფიდური  პელოიდების ძიება და კვლევა.

ასევე, დიდ მნიშვნელობას იძენს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების, გამოყენება სხვადასხვა დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. მკურნალობის ბალნეოლოგიური მეთოდების დანერგვა, როგორც კურორტებზე ასევე მის გარეთ, ხელს უწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუმჯობესებას.

სამკურნალო ტალახებს  თავისი დიდი თერაპიული მოქმედების გამო ბალნეოლოგიაში და კურორტთერაპიაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ.

1-13.1.1 ქობულეთის მუნიციპალიტეტის კურორტები და საკურორტო ადგილები

1. კურორტი ქობულეთი

ადმინისტრაციული მდებარეობა – ქობულეთის მუნიციპალიტეტი.  მუნიციპალიტეტის ცენტრი –  ქ. ქობულეთი, სადაც ზღვისპირა ზოლში განლაგებულია კურორტი.

გეოგრაფიული მდებარეობა –  შავი ზღვის სანაპირო ზოლი,  აჭარა-იმერეთის ქედის ფერდობები,  ბათუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 25  კმ-ის მანძილზე.  სიმაღლე ზღვის დონიდან  5მ. რელიეფი – ვაკე. ჰაერის წლიური საშუალო ტემპერატურა  13–15 C.ნ

კლიმატი –  ზღვისპირა,  ნოტიო სუბტროპიკული.  ზამთარი რბილი,  უთოვლო.  იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,8C. ზაფხული ძლიერ თბილი, ნოტიო.  აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22,6C.  ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა – 2514  მმ.  ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 81%.

ფლორა – სუბტროპიკული, დეკორატიული მცენარეულობა, ჩაის პლანტაციები. განსაკუთრებული ხედებით გამოირჩევა მისი ენდემური ფიჭვის, ევკალიპტის, ბამბუკის, კიპაროსის კორომებით, ფინიკის პალმებით გაშენებული ქობულეთის წვრილქვიშიანი ფართო პლიაჟი.

ქობულეთი მდიდარია ასევე მატერიალურ-კულტურული ძეგლებითაც: პეტრას ციხე, ელიას ციხე, შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი სოფელ ვარჯანაულში და სხვა.

მუნიციპალიტეტში მდებარეობს 3 დაცული ტერიტოროა: ქობულეთისა და კინტრიშის ნაკრძალები და მტირალას ეროვნული პარკი.

კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. დამსვენებლებს იზიდავს მისი საყოველთაოდ ცნობილი წვრილქვიშიანი მრავალკილომეტრიანი პლაჟი, რომელიც ძალიან მოსახერხებელია მზის აბაზანების მისაღებად. პლაჟები კეთილმოწყობილია, აქ ფუნქციონირებს მრავალი წყლის ატრაქციონი. ქობულეთის მშვენებაა ზღვისპირა პარკი, რომელშიც თქვენ გაერთობით სპორტულ მოედნებზე, საზაფხულო კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და დისკო-კლუბებში.

ქობულეთი აჭარის ზღვის კლიმატური კურორტებისგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა. იგი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან.  კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია შავი ზღვის თბილი და ტენიანი,  ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი.

მკურნალობის სახეობა - თალასოთერაპია  (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ზღვის წყლის აბაზანები, ტერენკური და სხვ.). ამ კლიმატურ კურორტს გააჩნია  პროფილაქტიკური, კარდიოლოგიური და პულმონოლოგიური სამკურნალო პროფილი.

მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად აქ ერთმანეთთანაა შეთავსებული თალასოთერაპია და სხვა სამკურნალო პროცედურები. აქ კურნავენ ძვალ-სახსრების, ლიმფური ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების ტუბერკულიოზს, ბრონქიალურ ასთმას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

2. კურორტი ციხისძირი

ადმინისტრაციული მდებარეობა – ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

გეოგრაფიული მდებარეობა –  შავი ზღვის ვიწრო სანაპირო ზოლი,  მოსაზღვრე მაღლობების  (მცირე კავკასიონის განშტოებები)  კალთები,  რომლებიც ეშვებიან ზღვაში და ქმნიან კონცხს,  ბათუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 19  კმ-ის მანძილზე.სიმაღლე ზღვის დონიდან – 50  მ.  რელიეფი – მთაგორიანი. ციხისძირის ზღვაში შეჭრილი კონცხი პლიაჟს ორ ნაწილად ჰყოფს: სამხრეთად (პლაჟი საკმაოდ ფართო ქვიშიანია, მზე ხანგრძლივად დაჰნათის, სანაპირო ღრმაა) და ჩრდილოეთად (პლაჟზე ნაპირები თხელია და ბანაობა ყველასათვის მისაწვდომია).

კლიმატი –  ზღვისპირა,  ნოტიო სუბტროპიკული.  ზამთარი რბილი,  უთოვლო.  იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6,2C. ზაფხული ძალიან თბილი, ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22,6C.  ნალექების წლიური რაოდენობა – 2732  მმ.  ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 78%.

ფლორა – სუბტროპიკული, დეკორატიული მცენარეულობა,  ციტრუსის ბაღები და ჩაის პლანტაციები.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები:  ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი.  მკურნალობის სახეობა - თალასოთერაპია  (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ზღვის წყლის აბაზანები, ტერენკური და სხვ.).

ციხისძირის მიდამოებში მდებარეობს უძველესი, მე-6 საუკუნეში აშენებული “პეტრა-ქაჯეთის” ციხე.

ციხისძირის ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზღვისა და მთის ჰაერის ნარევს წარმოადგენს. კურორტის მთავარი ფაქტორია ზღვისა და მზის აბაზანები. აქ კურნავენ სასუნთქი გზების არატუბერკულოზურ, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებს.

1-13.1.2 საკურორტო ადგილები

1.საკურორტო ადგილი ბობოყვათი

სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე დაგვას ნაპირებზე, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 60 მ. სოფელში არის რკინიგზის ბაქანი სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. ბობოყვათი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია.სოფელში მდებარეობს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია.

2. კინტრიშის დაცული ტერიტორია

კინტრიშის დაცული ტერიტორიები ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაშია მოქცეული. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +24 გრადუსი, ხოლო იანვრის +4 გრადუსია.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორისთვის აჭარული ენდემების, მდიდარი მარადმწვანე ქვეტყის, გვიმრების და ლიანების სიმრავლეა დამახასიათებელი. ნაკრძალის დენდროფლორა 102 სახეობას ითვლის. აქ 46 სახეობის ხის, 4 სახეობის ბუჩქის და ლიანების 8 სახეობის ნახვაა შესაძლებელი. აქაური რელიქტებია: პონტოური მუხა, მედვედევის არყი, უნგერნის შქერი, უთხოვარი, კოლხური ჯონჯოლი, თაგვისარა, კავკასიური ხურმა, ჩვეულებრივი წაბლი.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების მდინარეები და ხევები მდიდარია კალმახით. ნაკრძალის ტყეებში ბინადრობს შველი, არწივი, მურა დათვი და ფლორის სხვა მრავალი საინტერესო და იშვიათი წარმომადგენელი.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების განლაგებულია ისტორიულ აჭარაში („ქობულეთის მუნიციპალიტეტიქვეყანა“, „ქობულეთის მუნიციპალიტეტიხეობა“, როგორც მას ძველ მატიანეებში მოიხსენებენ). მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებში ქრისტიანობის ქადაგება ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დაიწყო ანდრია მოციქულმა.

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს საკმაოდ კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ის სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან, სადაც მრავალრიცხოვანი სასტუმროები, რესტორნები და ოჯახური სასტუმროები არსებობს. დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა.

3. საკურორტო ადგილი სკურდას მთა

- მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს კლიმატური ტიპის საკურორტო ადგილს. აქ დასვენება  გამაჯანსაღებელი და საერთო პროფილაქტიკური ხასიათისაა.

4.საკურორტო ადგილი ხინოს მთა

- თანამედროვე ხინოს მთა ერთ–ერთი საუკეთესო ადგილიარეგიონში, როგორცზაფხულის, ასევე ზამთრის ტურისტული ცენტრების მოსაწყობად.  ცნობილი აბრეშუმის საქარავნო გზის ერთი დიდი მიმართულება სწორედ აქ გადიოდა. იგი სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ერთ–ერთი მსხვილი სამხედრო–პოლიტიკური ცენტრიიყო. აქვე დღემდე არსებობს ხინოს ეპარქიის მამათა მონასტერი. ხინო წმინდელი ეპისკოპოსის სამწყსო მდინარე ჭოროხამდ ევრცელდებოდა. ასეთ დიდ გავლენას და კულტურულ დაწინაურებას უკავშირდება ხინოს საეპისკოპოსოში საგანმანათლებლო კერების მომრავლება,  მეურნეობის განვითარება. აქ მეფუტკრეობა და მეღვინეობა წამყვანი დარგები იყო. აქაური უნიკალური ხის მასალა დღემდე იქცევს ყურადღებას. უხვი წყაროები, ვაკე–სამოსახლოები მჭიდრო დასახლების მომრავლებას უწყობდა ხელს.  დღეისათვის აქ სამიათას კომლზე მეტი მოსახლეა.

საკურორტო ადგილი ხინოს მთა მდებარეობს ზღვის დონიდან 1850 მ-ზე. ხოლო ხინოს მთის მწვერვალი 2599 მ-ს შეადგენს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მაღალი მწვერვალია, ეს საკურორტო ადგილი IV-ა საკურორტო ზონა მიეკუთვნება. ხინოს მთის უნიკალური ჰავა საშუალებასიძლევა აქ მოსული ვიზიტორები განიკურნონ სხვადასხვა დაავადებისგან, აღსანიშნავია რომ ხინოს მთა ერთადერთი საკურორტო ადგილია სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ განიკურნონ გინეკოლოგიური დაავადებისგან. მისი პოტენციალი ასამაღლებლად აუცილებელია სახელმწიფოს ხელშეწყობით აქ მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

5. საკურორტო ადგილი ფიჭვნარი

- ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა კლიმატური საკურორტო ადგილებიდან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა. ის ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, რომელიც აჭარა–ახალციხის მთიანეთის სამხრეთ–დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე, ქალაქ ბათუმიდან 25 კმ–ის დაშორებით მდებარეობს. იგი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-5 მ–ის სიმაღლეზეა გაშენებული. კურორტის ძირითად სამკურნალო ნიშას შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი წარმოადგენს.

ფიჭვნარი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანაპირო საკურორტო ადგილი. ეს არის კლიმატური სამკურნალო ადგილი, რომელიც  სხვადასხვა ტიპის დაავადებათა სამკურნალო ეფექტს იძლევა, კერძოდ კი პროფილაქტიკური, კარდიოლოგიური, პულმონოლოგიური, ნევროლოგიური - ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისას.

1-13.1.3 ტურისტული ინტერესის მქონე ადგილები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ჩაქვი

ბათუმიდან  13 კმ.  დაშორებით მდებარეობს საკურორტო ადგილი ჩაქვი,  რომელიც ისტორიულად ქართული ჩაის სამშობლოა. სწორედ აქ შემოიტანა და გააშენა პირველად ჩაი ჩინელმა მეცნიერმა ლაოჯინ ჯაომ.

აჭარაში ჩამოსულ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩაქვის სანაპირო ზოლი და აქ მდებარე ხასხასა მწვანეში ჩაფლული სასტუმროები, აგარაკები და სააგარაკე სახლები.

ზღვის სანაპირო ქვიშიანი დიუნა

• მდებარეობა: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

• მანძილი ბათუმიდან: 36 კმ

აჭარა მდიდარია ენდემებით, რელიქტებით ად აჰაბიტატების ისეთი სახეობებით, რომლებიც ევროკავშირისათვის ზურმუხტის ქსელისა (Emereld network) და Natura 2000 ფარგლებშია დაცულია. მათ უნიკალურობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მათ მთელს ევროპაში გაქრობის საფრთხე ემუქრებათ.

სამხრეთ კოლხეთში მთელს აჭარის ზღვის სანაპიროზე შემორჩენილია დიუნა და დიუნური მცენარეულობა. იგი ბუნების ცოცხალი ძეგლია და ამ სტატუსით შედის ქობულეთის დაცული ტერიტორიის ფარგლებში.

აქ ხარობს ზურმუხტის ქსელისა და Natura 2000-ის შემდეგი სახეობები: ზღვისშროშანი - (Pancratium maritimum),  ზღვისნარი (Eringium maritimum),  კაკილე (Cakile euxina),  ყაყაჩურა (Glaucium flaum),  ხვართქლა (Calystegia soldanella),  ძირტკბილა (Glycyrrhiza glabra) და ასეშემდეგ.

პლაჟები

ზღვის წყლის ხარისხს და პლაჟების მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს როგორც კონკრეტული ზღვისპირა კურორტის, ისე,  მთელი რეგიონის მიზიდულობას ტურისტებისთვის. ამ მხრივ,  საერთაშორისო მასშტაბით მოქმედებს ის ეთი ინდიკატორი, როგორიცაა `ლურჯი დროშის~ სტატუსი,  რომელიც მიენიჭება თავისი ხარისხით გამორჩეულ პლაჟებს (ბეაცჰეს) დაზღვის სანაპიროებს (მარინას). `ლურჯი დროშა~ - კომპლექსური შეფასების ინდიკატორია, რომელშიც შედის:

o ზღვის წყლის ხარისხი;

o გარემოს შესახებ ინფორმაცია და საგანმანათლებლო საქმიანობა;

o გარემოს დაცვის მენეჯმენტი;

o უსაფრთხოება და სერვისი.

საქართველოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩათვლით, არცერთი პლაჟი ან ზღვის სანაპიროს მონაკვეთი არ ფლობს `ლურჯ დროშას~. მეზობელი ქვეყნების მდგომარეობა ამ მხრივ შემდეგია:

-რუსეთის ფედერაცია: 1 პლაჟი (სანქტ-პეტერბურგისმიდამოებში), 0 სანაპირო;

-უკრაინა: 3 პლაჟი (ყირიმსა და ოდესის მიდამოებში), 0 სანაპირო;

-თურქეთი: 352 პლაჟი (თითქმის ყველა ხმელთაშუა ზღვაზეა), 19 ზღვის სანაპირო.

შედარებისთვის, ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანაში-ესპანეთში `ლურჯი დროშა~ მიკუთვნებული აქვს 538 პლაჟსადა 83 ზღვის სანაპირო უბანს.

ქობულეთის ეკო-პლაჟი - მდებარეობს  ფიჭვნარის  ტერიტორიაზე - მიმდებარე ტერიტორიაზე  2013 წელს ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეკო პლაჟის მიმდებარედ  გაკეთდა  ფეხბურთის მოედანი, სანაპიროზე - ქვიშის ფრენბურთის მოედანი და  მინი ფეხბურთის ქვიშის სტადიონი.

საკემპინგე  ადგილები

რეგიონის 4 საკემპინგე ადგილიდან 3 სწორედ ქობულეთის მუნიციპალიტეტში არის განლაგებული, თუმცა სამანქანე კემპინგი აქედან არცერთ საკემპინგე ადგილს არ გააჩნია. ასევე აღსანიშნავია, რომ ქობულეთის 3 საკემპინგედან მხოლოდ ერთია კერძო პირის მიერ მოწყობილი და ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 2 დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკუთვნის.

ფრინველებზე დაკვირვება  ქობულეთის  მუნიციპალიტეტში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები სახალვაშო და ჩაისუბანი  შეიძლება გამოიყოს როგორც პოტენციური საკურორტო ადგილები, ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმისა და სოფლად ტურიზმის განვითარების მხრივ.

შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლები, მტაცებელი ფრინველების მრავალრიცხოვანი მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია, სადაც ყოველწლიურად 1.000.000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ,  ამ ფაქტის გამო აღნიშნული ადგილები მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მესამეა. იგი ცნობილია "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის"  სახელით.

აქ შემოდგომის პერიოდში სკანდინავიიდან, რუსეთის ტყეებიდან და ცენტრალური აზიიდან 35 სახეობის გადამფრენი მტაცებელი მიფრინავს სამხრეთით აფრიკისაკენ გამოსაზამთრებლად. სწორედ რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს ამდენი ჩიტის ერთ ადგილზე თავმოყრას, რაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღების უტყუარი წინაპირობაა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ჩაისუბანი - საუკეთესო ადგილია იმათთვის, ვინც ერთმანეთს უზიარებს თავიანთ ინტერესებს მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ. გარდა სოფელი ჩაისუბნისა, ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა ასევე შესაძლებელია ისპანის ჭაობზე (ქობულეთის დაცული ტერიტორიები), სადაც აღმართულია სათვალთვალო კოშკურა და ასევე სოფელ სახალვაშოში, ამ ტიპის ტურიზმის განვითარების პოტენციალი არის ასევე კინტრიშის ნაკრძალისა და მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 35 სახეობის გადამფრენი მტაცებლებიდან გამოირჩევა რამდენიმე:

• კაკაჩას მიგრაცია იწყება აგვისტოს ბოლოს და პიკს აღწევს სექტემბრის პირველ კვირაში. მსოფლიოში კაკაჩების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა (დაახლოებით 650.000) 2012 წლის შემოდგომაზე დაფიქსირდა სწორედ ბათუმში. პერიოდულად აქ შესაძლებელია იხილოთ იშვიათი სახეობის კაკაჩა (Oriental Honey-Buzzard).

• ასევე საინტერესო და მრავალფეროვანია არწივების მიგრაცია. აქ შესაძლებლობა გეძლევათ იხილოთ ჩია არწივი, გველიჭამია, ველისარწივი, მწირემყივანი არწივი და ბექობის არწივიც კი სექტემბრის მესამე კვირისა და ოქტომბრის პირველი კვირის განმვლობაში.

• ბათუმისე. წ. დერეფანში ასევე წარმოდგენილია წითელფეხება შევარდენი. გვიანი სექტემბრის პერიოდში აქ შესაძლებელია იხილოთ ჩვეულებრივი კირკიტა, მცირე კირკიტა,  წითელფეხება შევარდენი, ალალი, შევარდენი და მარჯანი ერთი და იმავე დღეს. პერიოდულად ასევე ფიქსირდება გავაზი.

აჭარის რეგიონი საუკეთესო ადგილია იმათთვის, ვინც ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ინტერესებს მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ. გარდა ჩიტებზე დაკვირვებისა აქ ასევე შესაძლებელია დატკბეთ თვალწარმტაცი ბუნებითა და გარშემორტყმული ტყეებით. აქედან რამდენიმე ბილიკი მიუყვება მტირალას ეროვნული პარკის სათვალთვალო ადგილებს, სადაც ასევე მოეწყო სათვალთვალო პუნქტი.

აღსანიშანვია ის ფაქტი, რომ აჭარაში, (ქობულეთის  მუნიციპალიტეტში) 2012 წელს პირველად გაიმართა Birdwatching-ის ფესტივალი, რომელიც ორგანიზებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციის  "Batumi Raptor Count"-ისმიერ. ფესტივალის მიზანი იყო აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის პოპულარიზაცია. ფესტივალს ესწრებოდა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დაინტერესებული პირები და ექსპერტები.

აჭარაში ჩიტებზე დაკვირვების პოტენციალის არსებობა კიდევ ერთხელ დადასტურდა 2012 წლის 3 სექტემბერს, როცა  საერთაშორისო ორგანიზაცია "Batumi Raptor Count"-ის მონაცემით ერთი დღის განმავლობაში 179.342 გადამფრენი კრაზანაჭამია არწივი დაფიქსირდა. ეს ციფრი მნიშვნელოვნად აღემატება 1982 წელს ისრაელში დაფიქსირებულ ბოლო მსოფლიო რეკორდს - 124.000 კრაზანაჭამია არწივი დღის განმავლობაში. იგივე, "Batumi Raptor Count"-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობით საშემოდგომო მიგრაციის პერიოდში მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი დაფიქსირდა. სპეციალისტების აზრით, ერთი სეზონისათვის ეს მონაცემი რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

1-13.2 ტურიზმი

1-13.2.1 ტურისტული ინფრასტრუქტურა

ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს ისეთი ორგანიზაციული და მატერიალური ობიექტების ერთობლიობას, რომლებიც ქმნიან ხელსაყრელ გარემოს მუნიციპალიტეტში ტურისტების მოზიდვისათვის, დასვენებისა და გართობის კომფორტული გარემოს ჩამოყალიბებისათვის. ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ელემენტებია:

o სასტუმროები და ტურისტების განთავსების სხვა ობიექტები;

o საზოგადოებრივი კვების ობიექტები;

o ტრანსპორტი;

o სანიშნებითა და ბანერებით უზრუნველყოფილი საგზაო ქსელი;

o საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა;

o შემეცნებითი, საქმიანი, გასართობი, გამაჯანსაღებელი, სპორტული და სხვა ანალოგიური ობიექტები;

o ტურისტული სააგენტოები და ოპერატორები;

o გიდების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.

სასტუმროების სფერო:

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის სახლების (GUEST HOUSE) რაოდენობა 99 ერთეულია, კერძოდ 14 სასტუმრო და 85 სასტუმროს ტიპის სახლია. სასტუმროს უმრავლესობას 15-დან 18 ნომერი გააჩნიათ, ხოლო ოთხ მათგანს 24 და მეტი ნომერი. ნომრის საშუალო ფასი ტურისტულად აქტიურ სეზონზე შეადგენს საშუალოდ 91 ლარს. (აგვისტოს თვეში, როდესაც ტურისტთა მაქსიმალური ნაკადი ფიქსირდება ნომრის ღირებულება საშუალოდ 118 ლარამდე იზრდება). რაც შეხება სასტუმროს ტიპის სახლებს მათი უმრავლესობაში ნომრების ფასები მერყეობს 10-დან 40 ლარამდე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ნაკლებადაა მაღალი კლასის სასტუმროები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ხუთ ვარსკვლავიან სასტუმრო (Georgian palace) ფუნქციონირებს.

მიუხედავად სასტუმროთა საკმაოდ დიდი რაოდენობისა საკონფერენციო დარბაზი მხოლოდ ორ სასტუმროს გააჩნია, რაც საკონფერენციო ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ტურისტთა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის მნიშვნელოვან რეფორმად გვევლინება ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებობს საკურორტო პოლიკლინიკა, რომელიც ზრუნავს ტურისტთა ჯანმრთელობაზე და იღებს პაციენტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოდიან სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით. როგორც ცნობილია, ქობულეთის სანაპირო გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით განსაკუთრებით ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე სანაპირო ზოლი. საკურორტო პოლიკლინიკა მათ სთავაზობს ტურისტთა დასვენებისათვის ძირითად მომსახურებებს. ზემოთ ხსენებული საკურორტო პოლიკლინიკა ხელს უწყობს სამკურნალო ტურიზმის განვითარებას. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასტუმროების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ცხრილი 1-60.

ცხრილი 1-60 ქობულეთის სასტუმროები

|ქობულეთის სასტუმროები | |

|N |ობიექტების დასახელება |ნომრის რაოდენობა |სულ ადგილები |მისამართი |

| |შიდა |

|ბუნებრივი მატების ხარჯზე მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპი; |მოსახლეობის მიგრაცია რეგიონიდან და ქვეყნიდან; |

|შრომისუნარიანი და შრომის-უნარიანზე უმცროსი ასაკის მოსახლეობის |ბათუმის მოსახლეობის გადაჭარბრბული სიმჭიდროვე; |

|მაღალი ხვედრითი წილი; |დემოგრაფიული პროცესების მართვის დაბალი დონე; |

|სოფლად მოსახლეობის სტაბი-ლურობა; |სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული |

|სამუშაოძალისსიაფე; |სტრუქტურული და ხარისხობრივი დისბალანსი; |

|შრომისმოყვარემოსახლეობა. |უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის არასაკმარისი |

| |ორიენტირება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე; |

| |სუსტად განვითარებული  დასაქმების ინფრასტრუქტურა. |

|შესაძლებლობები |საფრთხეები |

|შრომის ბაზრის ძლიერი ინფრასტრუქტურის შექმნა; |მიკრო ეკონომიკური არასტაბილურობა და არახელსაყრელი საინვესტიციო |

|განათლების სისტემის სრულყოფა შრომის ბაზრის მოთხოვნების |გარემოს ჩამოყალიბება; |

|შესაბამისად; |გარე და შიდა მიგრაციის ფართო მასშტაბები; სოფლების დეპოპულაცია. |

|კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადება სახელმწიფო, | |

|საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, განათლების სისტემის| |

|და კერძო სექტორის მიერ; | |

|უმუშევრობის დაძლევა კერძო ინვესტიციების ზრდის ხარჯზე; | |

|უმუშევრობის დაძლევა მთავრობის ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე.| |

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სვოთანალიზი

|ძლიერი მხარეები |სუსტი მხარეები |

| | |

| |მწირი ფინანსური რესურსები; |

|ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნება; |გარემოსდაცვითი მონიტორინგისათვის არასაკმარისი აღჭურვილობა და |

|ხელსაყრელი კლიმატური პირობები და ნოტიო ჰავა; |შესაბამისად არასრული სურათი |

|ნაყოფიერი ნიადაგები; |უნებართვო ნაგავსაყრელების სიმრავლე; |

|ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესის ზრდა გარემოს დაცვითი|მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე; |

|პრობლემატიკით; |ქალაქების რიგ უბნებსა და სოფლებში წყალსადენის ქსელის და |

|ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და განთავსების |სათავენაგებობის არა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა; |

|ორგანიზება; |მცირე მდინარეებში საკანალიზაციო წყლების ჩაშვება; |

|ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის ზრდა გარემოს დაცვითი |დაბინძურების კერების სიმრავლე; |

|საკითხებით; |გარემოსდაცვითი ნორმატივების საერთაშორისო სტანდარტებთან  |

|აჭარაში გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის |შეუსაბამობა და ნორმების არასათანადოდ დაცვა; |

|რეგიონული მმართველობის ორგანოს არსებობა და საქმიანობის |ზღვისსანაპირო ზოლისა და აკვატორიის დაბინძურება; |

|ეფექტურობის ზრდა; |ჰაერის დაბინძურების  მოძრავი  წყაროების  სიმრავლე; |

|დაცული ტერიტორიები; |ტყის უნებართვო ჭრის ფაქტები; |

|მიზნობრივი პროგრამების არსებობა; |დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობა, |

|ნაპირგამაგრებითი სამუშაოები; | რიგ ადგილებში სოციო-ეკონომიკური და გარემოს დაცვითი |

|ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნების მომზადება; |ინტერესების კონფლიქტი; |

|მუნიციპალიტეტის მტკნარი მიწისქვეშა წყლების მარაგი; |ბიომრავალფეროვნების არასრულყოფილი მონიტორინგი; |

| |ტოქსიკური და სხვა სახის სახიფათო ნარჩენების გადამუშავებისა და|

| |გაუვნებელობის საწარმოების ანნარჩენთა განთავსების ადგილების |

| |არარსებობა; |

| |ნაგავსაყრელების  ექსპლოატაციით გარემოზე ზემოქმედების |

| |შეფასების არარსებობა; |

| |სამშენებლო ნარჩენების საქონლის სამარხის არარსებობა. |

|შესაძლებლობები |საფრთხეები |

|ინფრასტრუქტურის განვითარება; |ეკონომიკური მდგომარეობის შესაძლო გაუარესება; |

|გადამამუშავებელი ეკოლოგიურად სუფთა საწარმოების განვითარება;|დაფინანსების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები; |

|საწარმოებში ახალი, დაბალი ეკოლოგიური რისკის მქონე |გლობალური დათბობის გავლენით ქობულეთის მუნიციპალიტეტში |

|ტექნოლოგიების დანერგვა; |კლიმატის ცვლილება; |

|საინვესტიციო პროექტები. |შავ ზღვაში გემებიდან ნარჩენების ჩაშვება. |

ტურიზმის სვოთ ანალიზი:

| |სუსტი მხარეები |

|ძლიერი მხარეები | |

| |მოკლე ტურისტული სეზონი; |

|უნიკალური ტურისტული რესურსების მრავლაფეროვნება; |ტურისტული საწარმოების (სასტუმროები, კვების, |

|უვიზო შემოსვლა მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან (თურქეთი, უკრაინა, |გართობის ობიექტების და სხვა) ნაკლები დატვირთვა; |

| რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი,  ირანი,  ევროპის ქვეყნები); |პლაჟების და ზღვის დაბინძურება; |

|ლიბერალური სავიზო პოლიტიკა სხვა ქვეყნების მიმართ; |პლაჟზე არასაკმარისი ინფრასტრუქტურა; |

|საერთაშორისო აეროპორტის არსებობა; |ტურისტული პროდუქტის ფასისა და ხარისხის შეუსაბამობა;|

|ინვესტიციების  დიდი ნაკადი ტურიზმის სფეროში; |ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების გამოუცდელობა და |

|ცნობილი სასტუმრო ბრენდების შემოსვლა |ნაკლები ინტერესი შემომყვანი ტურიზმის მიმართ; |

|უსაფრთხო გარემო. |მომსახურების დაბალი დონე; |

|ტრადიციული სტუმართმოყვარეობა; |უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაციის დროს ენობრივი |

|ტრადიციული ღონისძიებები ხელოვნების სფეროში. |ბარიერი; |

| |საზოგადოების დაბალი ცნობიერება ტურიზმის, როგორც |

| |დარგის მიმართ; |

| |საგზაო ინფრასტრუქტურის სუსტი განვითარება |

| |საექსკურსიო ობიექტებთან; |

| |ტურისტული ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა; |

| |რეგიონის შესახებ ინფორმაციის სიმცირე (პიარი და  |

| |რეკლამა); |

|შესაძლებლობები |საფრთხეები |

| | |

|ახალი ბაზრების ათვისება; |კონკურენციის ზრდა სხვაქვეყნების მხრიდან; |

|ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე |ეკოლოგიური პრობლემები; |

|დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა,  ჩარტერული რეისების დანიშვნა,|ქვეყანაში არსებული კონფლიქტური რეგიონების გამო |

|პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა აზერბაიჯანთან, სომხეთთან, სამომავლოდ |საქართველოს არასახარბიელო იმიჯი საერთაშორისო |

|თურქეთთან; |ასპარესზე. |

|საავტომობილო სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესება; | |

|ტურისტული სეზონის გახანგრძლივება მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების | |

|ფორმირების გზით; | |

|სხვადასხვა ღონისძიებების (ფესტივალების, კონფერენციების, სპორტული, | |

|კულტურული ღონისძიებების) ჩატარება; | |

|უცხოური ინვესტიციების ზრდა; | |

|საგადასახადო შეღავათების დაწესება. | |

სოფლის მეურნეობის სვოთ ანალიზი

|ძლიერი მხარეები |სუსტი მხარეები |

| | |

|მუნიციპალიტეტის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. |დასამუშავებელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების სიმცირე; |

|უნიკალური სუბტროპიკული ბუნებრივ-კლიმატური პირობები; |სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყენების დაბალი დონე; |

|ორგანული პროდუქციის წარმოებისათვის ხელსაყრელი |მსხვილ და საშუალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა სიმცირე; |

|ნიადაგურ-კლიმატური პირობები; |ახალი ტექნოლოგიების დეფიციტი და აგროტექნიკის დაბალი დონე; |

|ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე |მექანიზაციის დაბალი დონე, სოფლად ხელითშრომის მაღალი ხვედრითი |

|მზარდი მოთხოვნილება; |წილი; |

|შრომითი რესურსების არსებობა; |სანაშენე, სანერგე, მეთესლეობის, ჯიშთაგამოცდისა და მცენარეთა |

|მუნიციპალიტეტის აგრარული სექტორის მრავალ დარგობრიობა; |დაცვის, სამელიორაციო,  ვეტერინარული, აგროსაინჟინრო და სხვა სახის|

|ექსკლუზიური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის არსებობა; |ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე; |

|გარანტირებული და მზარდი ბაზარი; |სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემგროვებელი, სასაწყობო და |

|საბანკო/საკრედიტო/სალიზინგო ორგანიზაციების |სარეალიზაციო მომსახურების ინფრასტრუქტურის დაბალი დონე; |

|დაინტერესება აგროსასურსათო სექტორით და მომსახურების |მაღალი და ნახარჯები ერთეულ პროდუქციაზე |

|ხელსაყრელი პირობები (დაბალი საპროცენტო განაკვეთი) |აგრომეწარმეთა აგროტექნიკური და მარკეტინგული ცოდნის დაბალი დონე, |

|დასხვა; |კონსერვატიული დამოკიდებულება სიახლეებისადმი; |

|რეგიონის აგროსასურსათო სექტორში სადაზღვევო |აგრომეწარმეთა საინფორმაციო -საკონსულტაციო უზრუნველყოფის დაბალი |

|მომსახურების არსებობა; |დონე; |

| |აგროსასურსათო სექტორში დასაქმებულთა შორის კოოპერაციისა და |

| |კონსოლიდაციის დაბალი დონე; |

| |პროდუქციის ტრანსპორტირების სიძვირე და სირთულე. |

|შესაძლებლობები |საფრთხეები |

| | |

|სასოფლო-სამეურნეოი ნფრასტრუქტურის განვითარება; |გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენა; |

|აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდა; |ინფლაცია; |

|ადგილობრივი და უცხოური ბიზნეს საზოგადოების  |გლობალური დათბობა, ბუნებრივი კატაკლიზმები, ეკოლოგიური |

|ორიენტირება მუნიციპალიტეტის აგროსასურსათო სექტორში |მდგომარეობის გაუარესებადაა. შ ; |

|ინვესტიციების განხორციელებაზე; |იმპორტული პროდუქციის დემპინგური ფასები, შიდა ბაზრის დაუცველობა. |

|ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება; | |

|აგრომეწარმეთა შემოსავლების ზრდა; | |

|საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ორიენტირება | |

|მუნიციპალიტეტის აგროსასურსათო სექტორზე; | |

|აგრო-ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები. | |

ურბანული განვითარებისა და მშენებლობის სვოთ ანალიზი

|ძლიერი მხარეები |სუსტი  მხარეები |

|ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო; |ენერგო რესურსებისდამზოგი და ეკოლოგიურად უსაფრთხო |

|ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა; |ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენების დაბალი აქტივობა;|

|ეკონომიკური ზრდის მაღალი პოტენციალი; |კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების დეფიციტი; |

|ნებართვების გაცემის გამარტივებული წესი: ერთი ფანჯრის |მშენებლობის მენეჯმენტის არასათანადო დონე; |

|პრინციპი,  ნებართვებზე მოსაკრებლების ოდენობის სიმცირე; |მშენებლობაში ხარისხის მართვისა და კონტროლის სისტემის |

|პრივატიზაციის ფართო არიალი; |ნაკლები ეფექტიანობა; |

|იაფიმუშახელი; |მომხმარებლების არასაკმარისი ნდობა საამშენებლო |

|კერძო საამშენებლო და საპროექტო კომპანიების სიმრავლე; |დეველოპერული კომპანიებისადმი; |

|დაკვეთების მრავალფეროვანი კონიუნქტურა; |მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმების |

|მსხვილი და მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბური |არასრულყოფილება; |

|განხორციელება; |იპოთეკური სესხის მაღალი პროცენტი; |

|მშენებლობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები; |საამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმოების სიმცირე და|

|ეკონომიკის სხვა დარგებში ინვესტიციების ზრდა; |გამოშვებული პროდუქციის არასაკმარისი რაოდენობა; |

|რეგიონის სანაპირო ზოლის როლი შიდასატრანზიტო ფუნქციის |მუნიციპალიტეტების, დასახლებების სივრცით-ტერიტორიული |

|გაზრდასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფრასტრუქტურის |დაგეგმვის დოკუმენტაციის არარსებობა; |

|განვითარების მაღალი ტემპი; |სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში (მათშორის |

|საშენმასალათა წარმოებისათვის სასარგებლო წიაღისეულის მარაგების |დაგეგმარების კუთხით) საზოგადოების დაბალი ჩართულობა და |

|არსებობა; |საჯაროობის არასრულყოფილება; |

|საზოგადოების მზადყოფნა; ცვლილებებისა და რეფორმებისადმი |საზოგადოების შედარებით დაბალი სამართლებრივი კულტურა და |

|საბიუჯეტო სახსრებით და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების |არასათანადო დამოკიდებულება ურბანული მემკვიდრეობისადმი; |

|თანამონაწილეობითი ნფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. |სხვადასხვა დონის საჯარომოხელეთა არასათანადო |

| |კვალიფიკაცია; |

| |შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურული ერთეულების |

| |ინსტიტუციური მოწყობისა და კომპლექტაციის არასრულყოფილება,|

| |არასაკმარისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა; |

| |საამშენებლო სფეროში სადაზღვევო კომპანიების ჩართულობის |

| |დაბალი დონე და სავალდებულო დაზღვევის არარსებობა; |

| |სოციალურად დაუცველი ფენებისთვის საბინაო ფონდის სიმცირე; |

| |საქალაქო მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის |

| |არასრულყოფილება და მესაკუთრეთა (მათშორის |

| |ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების) ინტერესების, |

| |უფლებება/მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების |

| |გაუცნობიერებლობა. |

| |ქალაქთმშენებლობითი და სხვა სახის შეზღუდვების დარღვევა |

|შესაძლებლობები: |საფრთხეები: |

|საბანკო სექტორის გააქტიურება, იპოთეკურ და მშენებლობაზე |ინვესტიციების სიმცირე; |

|გაცემული კრედიტების პროცენტის შემცირება; |გლობალური ეკონომიკური კრიზისი,  ინფლაცია; |

|ინფრასტრუქტურული პროექტებით საერთაშორისო ორგანიზაციების |მშენებლობაში გამოყენებულ მასალებზე ფასებისზრდა; |

|დაინტერესება; |კვალიფიციური კადრების გადინება; |

|მშენებლობის პროდუქციაზე მოთხოვნის არსებობა და მოსახლეობის |სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების |

|ნდობისზრდა; |გაჭიანურებით ტერიტორიების არარაციონალური გამოყენება, |

|სადაზღვევო კომპანიების სერვისის გაუმჯობესება; |ქაოსური მშენებლობები; |

|საზოგადოების ინტერესების  დაცვის მექანიზმის გაუმჯობესება; | |

|ქობულეთის მუნიციპალიტეტისადმი უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორთა | |

|ინტერესის ზრდა; | |

|სამშენებლო სფეროში პროგრესული საწარმოო სტრუქტურების | |

|განვითარება, დასაქმებისა და მატერიალური კეთილდღეობის ამაღლება;| |

|ქალაქთმშენებლობითი დისციპლინის დამყარება. | |

მრეწველობის სვოთ ანალიზი

|ძლიერი მხარეები: |სუსტი მხარეები: |

| | |

|ხელსაყრელი პირობები გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებისათვის; |კაპიტალისა და ინვესტიციების სიმცირე; |

|ახლოს არსებული იაფი ნედლეულის წყარო (პირველადი სოფლის მეურნეობა); |მდარე ხარისხის ფალსიფიცირებული და არასტანდარტული პროდუქციით |

|იაფი სამუშაო ძალა; |გაჯერებული ბაზარი; |

|გარკვეული პოტენციალი ხის დამუშავებისა და სამშენებლო ინდუსტრიის სფეროში; |მენეჯმენტის დაბალი დონე; |

|საზღვაო ნავსადგურის, რკინიგზის და საავტომობილო გზების (ინფრასტრუქტურა) არსებობა; |ადგილობრივი წარმოების ნედლეულისა და მასალების სამრეწველო |

| |ათვისების დაბალი დონე; |

| |სამრეწველო წარმოებაზე ორიენტირებული ბიზნეს ინტელექტის |

| |ნაკლებობა და აქტიურობის დაბალი დონე; |

| |კადრების დაბალი კვალიფიკაცია და შრომის დაბალი ანაზღაურება; |

| |მარკეტინგის დაბალი დონე; |

| |სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი გეგმის არქონა; |

| |პროდუქციისა და ბაზრების მრავალფეროვნების სიმცირე; |

| |მსხვილ და საშუალო საწარმოთა ნაკლებობა, გარე და შიდა ბაზრების |

| |მარკეტინგული კვლებისათვის რესურსების სიმცირე; |

| |ბიზნესასოციაციების  ნაკლებობა. |

|შესაძლებლობები: |საფრთხეები: |

| | |

|სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები; |მსოფლიო ფინანსური კრიზისი; |

|საექსპორტო შესაძლებლობების ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება; |იმპორტული პროდუქციის დემპინგური ფასები; |

|შემოსავლების ზრდა; |არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა; |

|იაფი და გრდძელვადიანი საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობის გადიდება; |საწარმოების დახურვა. |

|კერძოსამეწარმეო ინტერესის ზრდა; | |

|პრივატიზაცია, სახელმწიფოს ხელში ნაკლები საწარმო; | |

|შიდამოთხოვნის არსებობა; | |

|თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ამოქმედება; | |

|ინდუსტრიული საწარმოებისათვის აუცილებელი ინვესტიციების მოზიდვა | |

|ბიზნესგარემოსგაუმჯობესება; | |

|ხელისუფლებისდასაერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ მრეწველობის სექტორის | |

|მხარდაჭერა; | |

|საგადასახადო სისტემის გამარტივება; | |

|მდარე და არასტანდარტული სამრეწველო პროდუქციის იმპორტის შეზღუდვა. | |

ინფრასტრუქტურის სვოთ ანალიზი:

|ძლიერი მხარეები |სუსტი მხარეები |

| | |

|ქობულეთის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა: |მოძველებული სატრანსპორტო საშუალებები და მათი შეუსაბამობა |

|ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის გეოსტრატეგიული და ბუნებრივი |საერთაშორისო ეკოლოგიურ და ტექნიკურ ნორმებთან; |

|უპირატესობა; |ტრანსპორტის დარგში დამხმარე სატრანსპორტო მეურნეობების |

|ხელსაყრელი და სტაბილური სანავიგაციო ვითარება. |განვითარების დაბალი დონე; |

|რეგიონში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: |თანამედროვე სტანდარტების ავტოსადგურების არარსებობა; |

|ბათუმის აეროპორტის საერთაშორისო მნიშვნელობა; |საავტომობილო გზების თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამობა; |

|თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და საერთაშორისო სტანდარტების |სოფლის გზების ცუდი მდგომარეობა; |

|აეროპორტი; |ურბანული მუნიციპალური სატრანსპორტოი ნფრასტრუქტურის |

|სარკინგზო-საბორნე გადასასვლელი ბათუმის პორტში; |განუვითარებლობა; |

|აჭარის  სარკინიგზო კვანძისა და მისი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა; |ლოგისტიკური მომსახურების დარგში ინსტიტუციური განუვითარებლობა; |

|თბილისი-ბათუმი-სტამბოლის ავტომაგისტრალისთვის საერთაშორისო |ტურისტულ ზონებში (ჩაქვი, ციხისძირი) სარკინიგზო-სალიანდაგო |

|გადაზიდვების წარმოება; |ინფრასტრუქტურის არსებობა ხელს უშლის ტურიზმის შემდგომ |

|ქობულეთის მუნიციპალიტეტის როლი ქვეყნის სატრანზიტო დერეფნისა და |განვითარებას; |

|ლოგისტიკის შემდგომი განვითარების კუთხით; |რეგიონის არასრული გაზიფიცირება, განსაკუთრებით მაღალ მთიანი |

|ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა; |ზონის; |

|საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების თანამონაწილეობა |წყლისა და საკანალიზაციო სისტემის ამორტიზირებული |

|ინფრასტრუქტურულ პროექტებში; |მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; |

| |წყლისხარისხის შემმოწმებელი ლაბორატორიების ნაკლებობა და |

| |თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამობა; |

| |გამწმენდი ნაგებობების არარსებობა. წყვეტილი წყალმომარაგება და |

| |მიწოდებული წყლის დაბალი დონე; |

|შესაძლებლობები |საფრთხეები |

| | |

|სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში განსახორციელებელი |ეკოლოგიური პრობლემის ზრდა; |

|ინვესტიციების მოზიდვა; |ეკონომიკური კრიზისი; |

|უცხოური ინვესტიციების ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში; |ინვესტიციების მოცულობის შემცირება; |

|გზების რეაბილიტაცია; |საწვავზე ფასების ზრდა. |

|დამატებითი სატრანსპორტო სეზონური მარშრუტები; | |

|ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის მდგრადი სისტემის შექმნა. | |

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სვოთ ანალიზი

|ძლიერი მხარეები |სუსტი მხარეები |

| | |

|ჯანმრთელობის დაცვის სექტორის სადაზღვევო მომსახურებაზე გადაყვანა: |სამედიცინო მომსახურების ხარისხის და ეკონომიკური ეფექტიანობის |

|ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება; |დაბალი დონე (დაბალ ტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება); |

|კერძო ინვესტიციების ზრდა ჯანდაცვის სფეროში; |აუცილებელი სამედიცინო მომსახურების დაბალი მოხმარება; |

| |პროფილაქტიკური მედიცინის განუვითარებლობა; |

| |დაბალი ნდობა ადგილობრივი პერსონალის მიმართ; |

| |სამედიცინო დაწესებულებების ჭარბი ამორტიზირებული |

| |მატერიალურ-ტექნიკურ იბაზა; |

| |არაკვალიფიცირებული კადრები; |

| |სამედიცინო მომსახურების მაღალი ღირებულება; |

| |სუსტიმენეჯმენტი; |

| |მარგინალური სოციალური ჯგუფების სამედიცინო მომსახურებაზე |

| |ხელმისაწვდომობის დაბალი დონე; |

| |დაბალი საპენსიო უზრუნველყოფა; |

| |მედიკამენტებზე დაბალი ხელმისაწვდომობა; |

| |სოციალური დახმარებების შეზღუდული შესაძლებლობები; |

| |კერძო სამედიცინო სექტორის არასაკმარისი განვითარება; |

| |სოციალური შემწეობის მიმღები მოსახლეობის მაღალი ხვედრითი წილი |

| |მთლიან მოსახლეობაში; |

| |ჯანდაცვის სფეროში ჩართულ სუბიექტებს შორის რეგულაციების |

| |არარსებობა; |

|შესაძლებლობები: |საფრთხეები: |

| | |

|კადრების გადამზადება, მათ შორის უცხოეთის კლინიკებში; |ჯანდაცვის ობიექტების სტატუსისა და საკუთრების ფორმის განსაზღვრის |

|დონორების და ინვესტორების მოზიდვის პერსპექტივები; |გაჭიანურება; |

|უმუშევრობის და სიღარიბის დონის შემცირება; |სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტებზე ფასებისმატება. |

განათლების, კულტურისა და სპორტის სვოთ ანალიზი

|ძლიერი მხარეები: |სუსტი მხარეები: |

| | |

|ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმა; |საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებათა |

|რეფორმებისადმი საზოგადოების მხარდაჭერა; |არაეფექტიანი მართვა; |

| |არასრულყოფილი საკანანმდებლო ბაზა კულტურისა და სპორტის |

| |სფეროში; |

| |მომსახურების საბაზრო მოთხოვნებთან შეუსაბამობა; |

| |დაბალ კვალიფიციური და არასაკმარისი ადამიანური რესურსი; |

| |განათლების დაბალი ხარისხი და მისი შეუსაბამობა საერთაშორისო|

| |სტანდარტებთან; |

| |დაბალი ინტერესი უმაღლესი და პროფესიული განათლების ზოგიერთი|

| |სპეციალობის მიმართ; |

| |სპორტული ბაზების ნაკლებობა; |

| |ახალგაზრდების არასაკმარისი დაინტერესება სპორტითა და |

| |კულტურით; |

|შესაძლებლობები: |საფრთხეები: |

|განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ინვესტიციების ზრდა;|1.  ეკონომიკური მდგომარების შესაძლო გაუარესება და |

|საერთაშორისო კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება |ინვესტიციების შემცირება; |

|და მონაწილეობა; |2. კვალიფიციური კადრების გადინება. |

|განათლების სისტემის ადაპტირება შრომის ბაზრის მოთხოვნების | |

|შესაბამისად; | |

1-16.  კონფლიქტები

1-16.1  არსებული კონფლიქტები

არსებული და გადაჭრილი კონფლიქტების ტერიტორიები დატანილია კონფლიქტების რუქაზე შესაბამისი ნუმერაციით:

1. ზღვისა და მდინარეების ნაპირების ეროზია, რითაც საფრთხე ექმნება სანაპიროთა მდგრად განვითარებას, ტრანსპორტის (განსაკუთრებით - სარკინიგზო ტრანსპორტის) მოძრაობას.

2. მდინარეთა დაცვის ზონებში (მათ შორის უშუალოდ კალაპოტშიც და სანაპირო ჭალებშიც) საცხოვრებელი, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების არსებობა, ასევე ახალი ობიექტების დაპროექტება-მშენებლობა.

3. წყალსაცავების სათავე ნაგებობების სანიტარიული დაცვის ზონები

გამოყენებულია საცხოვრებელი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის, რაც დაუშვებელია.

4. რკინიგზის ხაზობრივი ნაგებობის არსებობა ზღვის სანაპირო ზოლში

(განსხვავებით საავტომობილო მაგისტრალისაგან, სადაც ანალოგიური კონფლიქტი გვარდება ამრიდი გზის მშენებლობით).

13.

1-16.2  წარმატებულად გადაჭრილი  კონფლიქტები

აღსანიშნავია პროექტის მიმდინარეობის პერიოდში წარმატებით   არიდებული  გადაწყვეტილი  (ან გადაწყვეტის სტადიაში მყობი) საკონფლიქტო სიტუაციები, რომელთაც მიეკუთვნება:

1. საავტომობილო ამრიდი  გზის მშენებლობის დაწყება რითაც არა მარტო სატრანზიტო ტრანსპორტისაგან განიტვირთება ქალაქი ქობულეთი, ასევე დაბა ჩაქვი, არამედ სანაპირო ზოლიდან სიღრმეში გადაიწევს საკურორტო ტერიტორიებისათვის სხვადასხვა დისკომფორტის მომტანი ავტომაგისტრალი;

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტში კერძოდ ცეცხლაურში, დაიწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელისა და გადამამუშავებელი საწარმოს  მშენებლობა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებით აღიჭურვება;

3. სამშენებლოდ გამოყენებული ქვიშა-ღორღისა და სხვა ინერტული მასალების მოსაპოვებლად გამოიყო კარიერები რითაც პრაქტიკულად აღმოიფხვრა მდინარეთა კალაპოტიდან ინერტული მასალების ამოღება;

1-17. დასკვნები

ქობულეთის მუნიციპალიტეტისსივრცითი განვითარების არსებული მდგომარეობის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებულია შემდეგი დასკვნები სექტორების მიხედვით:

რეგიონულიდაგეოპოლიტიკურიკონტექსტები

• ქობულეთის მუნიციპალიტეტისმონაწილეობს და აქტიურადაა ჩართული რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან, ისე, მის ფარგლებს გარეთ;

• ბოლო ათწლეულში ჩამოყალიბებული ახალი გეოსტრატეგიული ბალანსის რეგიონში – შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი ძალზე მნიშვნელოვან და მრავალფუნქციურ დატვირთვას იღებს, რაც გავლენას ახდენს ქობულეთის მუნიციპალიტეტისსივრცით მოწყობაზე.

მოსახლეობადადემოგრაფიულიპროცესები:

• ქობულეთის მუნიციპალიტეტის დემოგრაფიული პროცესების მართვის დაბალი დონე;

• შიდა მიგრაციული ნაკადებიდა უკონტროლო გარე შრომითი მიგრაცია;

• დეპრესიული დასახლებების მხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტურობა;

• სტიქიით დაზარალებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ჩასახლების ადგილების შერჩევის მეთოდებისა და მათი რეაბილიტაცია/ადაპტაციის ფორმების არარსებობა;

განსახლების სისტემა

• ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის საკითხების გაუცნობიერებლობა;

სოფლის მეურნეობა და სურსათისწარმოება

• ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულობის არაეფექტური გამოყენება;

• დასამუშავებელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების სიმცირე და მათი არაეფექტიანი გამოყენება;

• მსხვილი და საშუალო სასოფლო-სამეურნეო საწარმოების სიმცირე, აგროტექნიკის, მექანიზაციის, ახალი ტექნოლოგიების დეფიციტი და დაბალიდონე; სოფლად ხელით შრომის მაღალი ხვედრითი წილი;

• სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემგროვებელი, სასაწყობო და სარეალიზაციო მომსახურების ინფრასტრუქტურის სიმცირე;

• პროდუქციის ტრანსპორტირების სიძვირე და სირთულე.

• აგროგანათლების დაბალი დონე;

• სურსათის უვნებლობის და ხარისხის უზრუნველყოფის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამელიორაციო, აგროსაინჟინრო და სხვა სახისი ნფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე;

• სამონადირეო მეურნეობის არ არსებობა;

• ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურიდა ექსკლუზიური პროდუქციის წარმოება მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის და/ან ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ;

• სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების გაუმართაობა;

• სამთო მიწათმოქმედების პრობლემების სიმწვავე;

• რეგიონში მწვავე ეროზიული ზონების არსებობა;

• მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა აგროტექნიკის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

• აგროსასურსათო სექტორში დასაქმებულთა შორის კოოპერაციისა და კონსოლიდაციის დაბალი დონე;

სატრანსპორტოინფრასტრუქტურა

• სანავსადგურე პოტენციალის არასათანადო გამოყენება, უპირატესად ტურიზმის განვითარებისათვის;

• საზღვაო მიმოსვლის დაბალი მაჩვენებლები;

• ამორტიზირებული სატრანსპორტო საშუალებები და მათი შეუსაბამობა საერთაშორისო ეკოლოგიურ და ტექნიკურ ნორმებთან და მოთხოვნებთან;

• ტრანსპორტის დარგში თანამდევი სატრანსპორტო მეურნეობების განვითარების დაბალი დონე;

• სოფლებისა და დაბებისგზებისდაუკმაყოფილებელი მდგომარეობა;

• ურბანული მუნიციპალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არასათანადო დონე;

• ლოგისტიკური მომსახურების განუვითარებლობა;

• ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ინტერნეტით უზრუნველყოფის უთანასწორობა;

• რეგიონის მაშტაბით საკაბელო ტელეფონების ხელმისაწვდომობის დაბალი დონე;

• გამწმენდი ნაგებობების არარსებობა. წყალმომარაგების დაბალი დონე;

• ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში გარემოსდაცვითისა კითხების, წყლით დასაფარი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის დანაკარგის შეფასების არასრულყოფილი დონე;

• დასახლებათაგაზიფიკაციის, ელექტრო დაწყალმომარაგების დაუსრულებლობა;

• დაბებსა და სოფლებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სისტემების გაუმართაობა; მუნიციპალური და სამეწარმეო ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურება.

საცხოვრისი

• სოციალური (ხელმისაწვდომი) საცხოვრისის პრობლემატიკისადმი არასათანადო ყურადრება;

• უსახლკაროთათვის თავშესაფრების არ არსებობა.

შრომისბაზარი

• სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული სტრუქტურული და ხარისხობრივი დისბალანსი;

•  უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის არასაკმარისი ორიენტირება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე;

• სუსტად განვითარებული  დასაქმების ინფრასტრუქტურა,

• სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ტენდერების პირობებში არ დევს ადგილობრივიმუშახელის დასაქმების ვალდებულებები.

მრეწველობა

• მრეწველობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების არასათანადო დონე;

• მცირე და საშულო საწარმოების ხელშეწყობის მექანიზმების არარსებობა;

• მავნე წარმოებებისათვის სანიტარიული დაცვის ზონების დაუდგენლობა;

• ადგილობრივი სამშენებლო მასალების წარმოების დაბალი მაჩვენებელი;

• გრძელვადიანი და იაფი საკრედიტო რესურსების ნაკლებობა;

• კაპიტალისა და ინვესტიციების სიმცირე;

• სამრეწველო წარმოებაზე ორიენტირებული ბიზნეს ინტელექტის ნაკლებობა და აქტიურობის დაბალი დონე;

• კადრების დაბალი კვალიფიკაცია და შრომის დაბალი ანაზღაურება;

• საგარეო ბაზრების მოძიების სისუსტე, უცხოურ ბაზრებზე დამკვიდრების დაბალი ხარისხი;

• საწარმოების არასრული დატვირთვა და პროდუქციის წარმოების მაღალი ხარჯები;

• სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი გეგმის არ ქონა;

• ბიზნეს ასოციაციების ნაკლებობა.

ურბანულიგანვითარებადამშენებლობა

• ქობულეთის მუნიციპალიტეტისსანაპირო ზონის, დასახლებების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის არარსებობა;

• ურბან-მენეჯმენტის  არადამაკმაყოფილებელი მეთოდები;

• საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციურ-სივრცითი განვითარების შეზღუდვების დაუცველობა;

• ქობულეთის მუნიციპალიტეტისსპეციფიკური ნორმატიული ბაზის არარსებობა;

• ენერგორესურსების დამზოგი და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებისა და მასალების  გამოყენების დაბალი აქტივობა;

• მშენებლობაში ხარისხის მართვისა და კონტროლის სისტემის ნაკლები ეფექტიანობა;

• მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმების არასრულყოფილება;

• იპოთეკური სესხის მაღალი პროცენტი;

• სამშენებლო  ბიზნესზე საბანკო სესხის მაღალი პროცენტი;

• სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში (მათ შორის დაგეგმარების კუთხით) საზოგადოების დაბალი ჩართულობა და საჯაროობის არასრულყოფილება;

•  საზოგადოების შედარებით დაბალი სამართლებრივი კულტურა და არასათანადო დამოკიდებულება ურბანული მემკვიდრეობისადმი;

• სხვადასხვა დონის საჯარო მოხელეთა არასათანადო კვალიფიკაცია;

• საქალაქო მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის არასრულყოფილება და მესაკუთრეთა (მათ შორის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების) ინტერესების, უფლება/მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გაუცნობიერებლობა.

ჯანდაცვა

• სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაბალი დონე (დაბალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება);

• პროფილაქტიკური მედიცინის განუვითარებლობა;

• დაბალი ნდობა ადგილობრივი პერსონალის მიმართ;

• სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის არარსებობა;

• მედიკამენტებზე დაბალი ხელმისაწვდომობა;

• სოციალური დახმარებების შეზღუდული შესაძლებლობები;

• კერძო სამედიცინო სექტორის არასაკმარისი განვითარება;

• სოციალური შემწეობის მიმღები მოსახლეობის მაღალი ხვედრითი წილი მთლიან მოსახლეობაში;

განათლება

• განათლების დაბალი ხარისხი და მისი შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან;

• განათლების სისტემაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა-განვითარება დაბალი ტემპი (დისტანციური განათლება, მცირეკონტინგენტიანი სკოლები და სხვა);

• საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი ტექნიკურ-ტექნოლოგიური უმაღლესი განათლების არარსებობა;

• საშუალო სკოლის პედაგოგების კვალიფიკაციის არადამაკმაყოფილებები დონე;

• რეგიონალ და ნაციონალურ საგანმანათლებლო კონკურსებში მოსწავლეთა დაბალი ჩართულობა.

კულტურა, კულტურულიმემკვიდრეობისდაცვადახელოვნება

• კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვითშეგნების დაბალი დონე;

კულტურული მემკვიდრეობის ყველა სახეობის უძრავი ობიექტის არასათანადო დაცვა;

[pic]

ნაწილი „ხედვა“, ეფუძნება „საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიას 2010-2017 წ.წ.“ და „გეგმის“ I ნაწილის -„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ნარკვევის“ დასკვნებსა და რეკომენდაციებს, აგრეთვე, მუნიციპალიტეტში ჩატარებული მიზნობრივი სოციოლოგიური კვლევისა და მოსახლეობის დაინტერესებულ ჯგუფებთან ჩატარებული „გეგმის“ განხილვის შედეგებს .

„გეგმა“ საშუალოვადიანი დოკუმენტია; ის, ძირითადად, უნდა პასუხობდეს კითხვას, თუ როგორი უნდა გახდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტი2020 წლისათვის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მდგრადი განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის თვალსაზრისით. „გეგმა“, ქობულეთის მუნიციპალიტეტში - სექტორული (დარგობრივი) მიზნების მისაღწევად, სამოქმედო გეგმით შემუშავება-კორექტირების ერთგვარი პლატფორმა; ამ გეგმათა ჰარმონიზების კონკრეტული ფუნქციურ-ტერიტორიული ფორმატია. „ხედვის“  გათვალისწინება მით უფრო საჭიროა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების ახლადშემუშავებულ სახელმწიფო დოკუმენტებში სივრცითი მოწყობის თემა და პრობლემატიკა სრულფასოვნად წარმოდგენილი არ არის. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სივრცითი მოწყობის „გეგმა“ მისი ინტერაქტიური ფორმატის გამო, კორექტირების უწყვეტ პროცესს გულისხმობს.

2-1 ხედვა

სივცითი მოწყობის დოკუმენტი მიზნამიმართულია პერსპექტიულ ხედვაში   შემდეგი შედეგების მისაღწევად:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის განსახლების სისტემა განიცდის მიზანდასახული ტრანსფორმაციის დასახლებათა დისპერსული, თვითკმარი სქემიდან განსახლების „სავარცხლისებრ“ კონფიგურაციისკენ - ზღვისპირა და შიდატერიტორიულ დასახლებათა ფუნქციურ-გეგმარებითი კოოპერირების მეშვეობით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცენტრები ვითარდება თვითოეული მათგანისთვის შემუშავებული სტრატეგიების შესაბამისად, ქ. ქობულეთი უზრუნველყოფილია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, ხოლო დაბები და ძირითადი დასახლებული ადგილები ზონირებით.

მაქსიმალურად ამოქმედებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკურორტო-რეკრეაციული პოტენციალი. საკურორტო ადგილები გეგმაზომიერად აღიჭურვება სათანადო ინფრასტრუქტურით, რაც ქმნის კურორტებად მათი გადაქცევის წინაპირობას.

მრავალფეროვანი საკურორტო რესურსების, უწინარესად, მინერალური წყლების და სამკურნალო ტალახების ბაზაზე ყალიბდება საკურორტო ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს საკურორტო ადგილების კურორტების სტატუსში გადაყვანის პროცესს.

შავი ზღვის სანაპიროს მთელი ზოლის ათვისება ორიენტირებულია ტურისტთა ნაკადების ოპტიმალურ გადანაწილებაზე და ზღვისპირა დასახლებების ტურისტულ სპეციალიზაციაზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული „ლურჯი დროშის“ მოძრაობაში, მთელ რიგ პლაჟებსა და სანაპიროს მონაკვეთებს მოპოვებული აქვთ შესაბამისი სტატუსი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტისჰიდროქსელი უზრუნველყოფილია საინჟინრო დაცვით; წყლის ობიექტებისათვის დადგენილია წყალდაცვითი ზოლები; შავი ზღვის სანაპიროს მორფოდინამიკური პროცესები მიზანდასახულად იმართება, უზრუნველყოფილია ნაპირდაცვის პრობლემატიკის პრიორიტეტულობა.

ნიადაგები, განსაკუთრებით მთიანი ზონის დამრეც ფერდობებზე, მელიორირებულია და მუშავდება პროგრესული აგროტექნიკური მეთოდებითა და ხერხებით.

მიწის ფონდის სტრუქტურა მაქსიმალურად პასუხობს ფერმერთა ინტერესებს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე საბაზრო მოთხოვნილებებს.

ამოქმედებულია სასარგებლო წიაღისეულის საბადოები.

ტარდება სტიქიურ-გეოლოგიური მოვლენების პრევენციისა და შედეგების შერბილების ღონისძიებათა კომპლექსი

რეგიონის ფლორა და ფაუნა ექვემდებარება კონტროლს; დაცულია იშვიათი, ენდემური და გადაშენების პირას მყოფი სახეობები.

შენარჩუნებულია დადებითი დემოგრაფიული ტენდენციები; ადგილზე დასაქმების მეშვეობით შემცირებულია ცენტრისკენული და გარე მიგრაცია; ეკომიგრანტების კომპლექსურად ჩასახლების კერებთან უზრუნველყოფილია სტაბილური კავშირი.

მხარდაჭერილია აჭარისთვის დამახასიათებელი ტრადიციული რელიგიების კეთილგანწყობილი თანაარსებობა.

გაზრდილია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება; წახალისებულია იმპორტის ჩამნაცვლებელი, ნატურალური და ექსკლუზიური პროდუქციის წარმოება.

სატყეო ფონდის ექსპლუატაცია პასუხობს ყველა მკაცრ გარემოსდაცვით პირობებს; მიმდინარეობს ტყის აღდგენთი სამუშაოები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი ინარჩუნებს და ავითარებს  ევროპა-აზიას შორის  სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნის ფუნქციას, ამასთანავე, ღირსეული ადგილი უჭირავს მსოფლიო ბაზარზე სატრანსპორტო მომსახურების განხორციელებაში.

ტრანზიტული ტვირთნაკადებისა და მგზავრთნაკადების დინამიკური ზრდის ფონზე შავიზღვისპირა ქალაქი ქობულეთის ურბანიზებული ტერიტორიები უზრუნველყოფილია შემოვლითი გზით, ასევე, სატრანსპორტო გვირაბებითა და ხიდებით.

უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის რეგიონთაშორისი და შიდარეგიონული სატრანსპორტო კავშირები სხვადასხვა  ტაქსონომიური დონის დასახლებას შორის. დიდი ყურადღება ექცევა მოძრაობის უსაფრთხოებას, გადაადგილების საშუალებათა  სანდოობას, საავტომობილო ქსელისა და მაგისტრალური ქუჩების ხარისხს.

სარკინიგზო ინფრასტრუქტურა მთლიანად ავტომატიზირებულია და მოდერნიზებული, მოცემულ უბანზე ტექნიკური სიჩქარეები აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს. ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირება შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნილებებს.

მიუხედავად ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკური ზრდისა დასახლებულ ტერიტორიებზე საცხოვრებელი გარემო პირობები არ უარესდება. ამასთან, მუდმივად ხორციელდება გარემოზე გარე ფაქტორების ზემოქმედების კონტროლი.

ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების ფონზე, მიმდინარეობს ჰიდროენერგორესურსების რაციონალური და კონტროლირებადი ათვისება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად უზრუნველყოფილია სასმელი წყლით; ინერგება სამეურნეო-ფეკალური კანალიზაციის ადგილობრივ პირობებზე მორგებული სისტემები, გამწმენდი ნაგებობების ჩათვლით.

უზრუნველყოფილია ყველა შინამეურნეობისა და საწარმოს გაზ და ელექტრომომარაგება.

საბინაო ფონდი პასპორტიზირებულია; შემუშავებულია საცხოვრისის განვითარების რეგიონული პროგრამები; უზრუნველყოფილია ხელმისაწვდომი (სოციალური) საცხოვრისის გეგმური მშენებლობა.

მოსახლეობა სარგებლობს ჯანდაცვის თანამედროვე სისტემით.

კულტურა და ხელოვნება წარმოადგენს ქ.  ქობულეთის მძლავრ ქალაქმაფორმირებელ ფაქტორს; მტკიცდება ფესტივალების, გამოფენების, გასტროლების, სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების ტრადიცია.

მიმდინარეობს ყველა სახის მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაფარვითი ინვენტარიზაცია, ძეგლის სტატუსის მინიჭება, დამცავი ზონების დადგენა-დამტკიცება.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არამატერიალური კულტურული ფასეულობების დაცვას.

ვითარდება მოსახლეობაში, უწინარესად, ახალგაზრდობაში, ფიზიკური კულტურისადმი სწრაფვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

ტურიზმი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დივერსიფიცირებულია სახეობებისა და სეზონურობის თვალსაზრისით.

ტურიზმის სფეროში ქობულეთის მუნიციპალიტეტი წარმატებით კონკურირებს საქართველოს და სხვა ქვეყნების მიმდებარე რეგიონებთან.

ვითარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაცული ტერიტორიების სისტემა.

აწყობილია გარემოს მონიტორინგისა და დაცვის სისტემები.

ნარჩენების მართვა პასუხობს ყველა ეკოლოგიურ მოთხოვნასა და სტანდარტს.

სოციალური დაცვის სისტემა ორიენტირებულია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების ღირსეულ ინტეგრაციაზე საზოგადოებაში.

ტარდება ახლებური სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების საპასუხო ღონისძიებები.

კრიმინოგენური ვითარება ექვემდებარება სრულ კონტროლს; უზრუნველყოფილია მასახლეობისა და ტურისტების დაცულობა.

შემუშავებულიაგანვითარების ინდიკატორები.

გააქტიურებულია ადგილობრივი თვითმმართელობა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტისმოსახლეობა მაქსიმალურადაა ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ნებისმიერი გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციას წინ უსწრებს მისი სამართლებრივად ორგანიზებული საჯარო განხილვა.

2-2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და პრინციპები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კომპლექსურმა ანალიზმა, რომელიც შესრულდა წინამდებარე კვლევის I ნაწილში, გამოავლინა მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ტერიტორიული ტრანსფორმაციის საკითხებში მდგრადი ტენდენციები:

• მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების არსებული მდგომარეობა ხასიათდება მუნიციპალიტეტის თემების, განსაკუთრებით მაღალმთიანი თემების, მოსახლეობის კლების ტენდენციით და მათი კონცენტრაციით ურბანულ ცენტრებში - ქ. ქობულეთსა და რეგიონულ ცენტრში - ქ. ბათუმში;

• ეკონომიკური პოტენციალის კონცენტრაციით ნაწილობრივ ქ. ქობულეთსა და მეტწილად, რეგიონის უმსხვილეს ქალაქში;

• მუნიციპალიტეტის პერიფერიულ ზონებში ეკონომიკური სივრცის შეკუმშვით. ამ ფონზე განსაკუთრებით მწვავდება არსებული ტერიტორიული მმართველობითი სისტემის ხარვეზებთან  დაკავშირებული პრობლემები.

ახლებური სივრცითი განვითარების პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელოვან წინაპირობებს წარმოადგენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე შემდეგი პროცესები და მოვლენები:

• მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, მიგრაცია და მათი კონცენტრაცია რეგიონულ ცენტრებში დასაქართველოს მსხვილ ქალაქებში; სოფლის მოსახლეობის "დაბერება";

• მუნიციპალიტეტში არსებული დასახლებების  - ქ. ქობულეთის, დაბების - ოჩხამურისა და ჩაქვის - სოციალურ-ეკონომიკური და სივრცითი განვითარების საკითხებში მკაფიო იდეებისა და სტრატეგიების არ არსებობა. აღსანიშნავია, რომ ისინი, უფრო მეტად, მიეკუთნებიან დასახლებულ პუნქტებს მონოპროფილური ფუნქციით;

• მუნიციპალიტეტის ზოგიერთმა სოფლის დასახლებამ დაკარგა თავისი სასოფლო-სამეურნეო ფუნქცია და შეიძინა ახალი არასასოფლო-სამეურნეო - რეკრეაციული ფუნქცია;

• დასაქმების სტრუქტურის ტრანსფორმაცია - აგრარული და  ინდუსტრიული სექტორიდან მომსახურების სექტორზე კონცენტრირება;

• მოსახლეობის შრომითი ქცევის ახლებური ტიპის ფორმირება - სეზონური სამუშაო,  ყოველკვირეული და ყოველთვიური  შრომითი მაქოსებრი მიგრაციის ფორმების განვითარება;

• მოსახლეობის რიცხოვნობის სეზონური ცვლილებები გამოწვეული მუნიციპალიტეტის ტერიტორიის რეკრეაციული რესურსების აქტიური ათვისებით (განსაკუთრებით მისი ზღვისპირა ნაწილის), რაც მნიშვნელოვნად ცვლის განსახლების საერთო სურათს;

ქობულეთის მუნიციპალიტეტის განვითარების სივრცით-ტერიტორიული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია "ტერიტორიული კონცენტრაცია და ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია", მათ შორის:

• განსახლების ტერიტორიული კარკასის  ფორმირება;

• ტერიტორიული ორგანიზაციის, კომუნალური ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური მმართველობითი სტრუქტურის  ოპტიმიზაცია;

• სოციალური დაწესებულებების ქსელის (სამედიცინო და საგანმანათლებლოს ჩათვლით) რეორგანიზაცია (გამსხვილება) და ოპტიმიზაცია;

• სარეკრეაციო და ეკონომიკური ცენტრების მიზნობრივი განვითარება.

ამგვარად, სივრცითი განვითარების პოლიტიკის განხორციელებისას საკვანძო მიდგომას წაროადგენს ტერიტორიისადმი დიფერენცირებულ მიდგომა და მისი შესაბამისი ტრანსფორმაცია, რაც სრულიად საწინააღმდეგოა ტრადიციული ექსტენსიური განვითარებისა, რომელიც ითვალისწინებდა ახალი სამშენებლო ტერიტორიების ათვისებას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული განვითარების პოლიტიკის პრინციპები და მიმართულებებია:

• მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მდგრადი განვითარება;

• სტრატეგიული დაგეგმვის სახეობების ერთიანობა და სისტემურობა, ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება;

• ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ღიაობა და საჯაროობა;

• ტერიტორიის ზონირება დანიშნულების სახეობების მიხედვით და მათი განვითრების მიმართ დიფერენცირებული მიდგომა;

• რესურსების კონცენტრაცია და ქალაქთმშენებლობითი აქტივობა ზრდის ცენტრებში.

ამასთან, შესაძლებელია განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების პოლიტიკის შემდეგი პრიორიტეტები:

• განსახლების სისტემის ოპტიმიზაცია ეკონომიკური ეფექტურობის მიღწევისა და მუნიციპალიტეტის მაქსიმალურად დიდი რაოდენობის მოსახლეობისთვის სრულფასოვანი სოციალური მომსახურების უზრუნველყოფის  მიზნით;

• მდგრადი განვითარება ამ ტერმინის კლასიკური გაგებით;

• ქალაქის როლის გაძლიება, ქალაქური ცხოვრების წესის ფართო გავრცელება, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკისა და ცივილიზაციის გამოწვევებს, რომელიც გულისხმობს დასაქმების, სოციალური მომსახურების არჩევის თავისუფლებასა და ფართო შესაძლებლობებს და მთლიანობაში თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს;

• მიზნობრივი მართვა, რომელიც გულისხმობსმიზნობრივი მმართველობითი ზემოქმედების გამოყენებას (ფინანსური თუ არაფინანსური) სტრატეგიით განსაზღვრულ ზრდის ცენტრებში, როგორც ეკონომიკურ და სოციალური განვითარების კატალიზატორი;

• ბალანსი ბიზნეს ინიციატივებს, ინვესტორების მოთხოვნილებებსა და მუნიციპალიტეტის განვითარების სისტემურ ხედვას შორის;

• დეპროვინციალიზაცია- ქალაქ ქობულეთის „სახის“ შეცვლა - პროვინციული ქალაქიდან დამოუკიდებელ პატარა ევროპულ ქალაქად ტრანსფორმაცია. საჭიროა დინამიკური ინოვაციური საქალაქო სტრუქტურული წარმონაქმნების ხელშეწყობა, რომელიც შესატყვისი იქნება თანამედროვე ახალგაზრდობისთვის თვითრეალიზაციის განსახორციელებლად.

• ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა - ერთიანი მიდგომა ეკოლოგიური და ბუნებათდაცვითი პოლიტიკის მიმართ, არსებული ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება, გაძლიერება და ანთროპოგენური ზემოქმედების მაქსიმალური შეზღუდვა;

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების საკვანძო პრინციპია მისი ტერიტორიის დიფერენციაცია, ქალაქთმშენებლობითი აქტივობისა და რესურსების კონცენტრაცია ზრდის საკვანძო ცენტრებში; დასახლებათა ქსელის საფუძველზე განსახლების კარკასის ფორმირება და განვითარება. ამასთან ერთად, ცვლილებები გულისხმობს ბუნებრივი კარკასის განვითარებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ბუნებრივი ტყის მასივებისა და ღია ლანდშაფტების უწყვეტი ქსელის ფორმირებას.

აღსანიშნავია, რომ საკვანძო ტერიტორიების განსაზღვრა და მათი განვითარების კონკრეტული გზების დასახვა  საბიუჯეტო და საინვესტიციო რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა. ხოლო ტერიტორიების განვითარების მიზნობრივი პარამეტრების დადგენა საშუალებას მოგვცემს განვახორციელოდ მონიტორინგი და ეკონომიკური და დემოგრაფიული სიტუაციის ცვლილებებისას მოვახდინოთ შესაბამისი კორექტირება.

2-3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების კონცეფცია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, როგორც დინამიკურად განვითარებადი ორგანიზმისსივრცითი განვითარება, გულისხმობს როგორც მთელი მუნიციპალიტეტისა თუ მისი ზონების, ისე ცალკეული დასახლებების გეგმარებითი სტრუქტურის ცვლილებებს, მათ პასუხებს ახლებურ გამოწვევებზე. არსებითია, რომ ზოგი ასეთი ცვლილების შედეგები ამა თუ იმ დასახლების ადმინისტრაციული საზღვრებით იფარგლება, ზოგიც მთლიანად მუნიციპალიტეტის მდგომარეობაზე არსებით გავლენას ახდენს. სწორედ ამ კუთხითაა განსახილველი ის სავარაუდო თუ სასურველი ფუნქციურ-გეგმარებითი ტრანსფორმაცია, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს და მისი ურბანული განვითარების ცენტრებს ეხება.

დასახლებათა ტიპოლოგია

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის განსახლების სისტემის თავისებურებებს და ურბანული განვითარების ძირითად განმსაზღვრელს მისი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები და ისტორიულადჩამოყალიბებულიგარემოებებია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს დასახლებათა ფუნქციურ-გეგმარებით ერთობას, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის - სასოფლო და საქალაქო - დასახლებები. ის მოიცავს საქალაქო ტიპის დასახლებას - ქ. ქობულეთს - და მის გარშემო განთავსებულ დაბებსა და სოფლებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტი შედის საქართველოს იმ მუნიციპალიტეტთა რიცხვში რომელთა სიმჭიდროვე 100 კაცი/კმ2-ზე მეტია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა დასახლებათა 3 ტიპი (ცხრილი2-1)

1. ქალაქი  ქობულეთი;

2. 2 დაბა -  ოჩხამური და ჩაქვი;

3. 48 სოფელი,რომელთაგან ზოგიერთი გაერთიანებულია საკრებულოებში.

ამ დასახლებათა სოციალური და ეკონომიკური პარამეტრები  რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

ცხრილი2-1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქალაქისა  და დაბების მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წ.

|მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წ. |

| |სულ |ქალაქი |სოფელი |

|ქობულეთის მუნიციპალიტეტი |93.3 |33.2 |60.1 |

|ქ. ქობულეთი |19.7 |19.7 |0.0 |

|დაბა ოჩხამური |4.8 |4.8 |0.0 |

|დაბა ჩაქვი |8.7 |8.7 |0.0 |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის განსახლების სისტემა სივრცით-ტერიტორიული თვალსაზრისით ვითარდება ქალაქ ქობულეთის აღმოსავლეთის მიმართულებით, მუნიციპალიტეტის სიღრმეში მდინარეთა ხეობებისა და მათავარი საკომუნიკაციო ქსელის გასწვრივ.  მუნიციპალიტეტის ურბანული, ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრია ქ. ქობულეთი. მისი  საზღვრიდან 5 კმ. მონაკვეთი წარმოადგენს ქალაქის ფუნქციურ ზონას და მისი ინფრასტრუქტურის გაგრძელებას. 10 კმ-იანი ზონა კი - ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ და ფუნქციონალურ ზონას, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული ქალაქის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში (სოციალური მომსახურება, სამუშაო, ვაჭრობა, განათლება და ა.შ.). ხოლო რაც შეეხება 10 კმ-ზე ზემოთ რადიუსს, ეს ზონა წარმოადგენს პერიფერიულ სასოფლო-სამეურნეო ზონას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, როგორც ერთიანი, ინტეგრირებული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირება დამოკიდებულია შიდა ადმინისტრაციული ერთეულების (სასოფლო დასახლებების) დაცილებაზე ადმინისტრაციული ცენტრიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 45 წუთიან სამგზავრო დისტანციას. წინააღმდეგ შემთხვევაში (45 წთ-ზე მეტი სამგზავრო დისტანცია) მუნიციპალიტეტი შეიცავს მოწყვეტილ დასახლებებს, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ამ დასახლებათა დეპოპულაციას მოსახლეობის მიგრაციის გამო. ამასთან, საქართველოს რეალობაში მიგრაციის ვექტორი მიმართულია არა სოფლიდან პატარა ქალაქებში იერარქიის მიხედვით (მცირედან უფრო დიდში) არამედ ამ შუალედური რგოლის ამოგდებით და მიგრაციით პირდაპირ მსხვილ ქალაქებში. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ქობულეთის მუნიციპალიტეტმა დაკარგოს მოსახლეობის ნაწილი, რაც ხელს შეუშლის მის მომავალ განვითარებას.

შეიძლება ითქვას, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების საკვანძო პრობლემას წარმოადგენს სწორედ მისი დასახლებების პოლარიზაცია - ერთის მხრივ დეპრესიულ სასოფლო პერიფერიად და, მეორეს მხრივ, შედარებით განვითარებულზღვისპირა ღერძად.  ეს პროცესი იწვევს ტერიტორიულ შეკუმშვას, რომელიც წარმოადგენს საერთოსახელმწიფოებრივ ტენდენციას და გამოწვეულია ეკონომიკური აქტივობების კონცენტრაციით მსხვილ ურბანულ ზონებში. ამ პირობებში მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის ძირითადი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს არსებულ დასახლებებში უმუშევრობის, სოციალური  დაძაბულობის შემცირებისაზე - ადგილებზე მოსახლეობის დასაქმებასა და განსახლების სისტემის რესტრუქტურიზაციაზე. ეს კომპლექსური ამოცანაა და ინტეგრირებული მიდგომის საფუძველზე უნდა გადაწყდეს სამრეწველო პოლიტიკის, სოციალური მომსახურების, განსახლების პოლიტიკის კონტექსტში.

დღეის მდგომარეობით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასოფლო დასახლებათა დიდი ნაწილი საჭიროებს მუნიციპალიტეტის ცენტრთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციას. მათ უმრავლესობაში მოშლილია ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სასმელი წყლის, ბუნებრივი გაზის მიწოდება მოსახლეობისათვის, მყარი ნარჩენების შეგროვება, მისი გატანა და ა.შ. გადაუდებელ საჭიროებას  წარმოადგენს მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოები, წყალგამტარი და წყალარინების არხების გაწმენდა და მოწესრიგება.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ზემოთხსენებული ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია, დასახლებათა ეკონომიკის რესტრუქტურიზაციისა და საქალაქო სივრცის მოდერნიზაციის გარეშე ისინი მაინც ვერ მოახერხებენ ძლიერ ურბანულ ცენტრებად ჩამოყალიბებას და სასოფლო დასახლებათა მოსახლეობის შენარჩუნებას.

ურბანული ცენტრები განვითარების კონცეფცია

როგორც ურბანისტიკის თეორიაშია ცნობილი, სივრცითი მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი პირობაა განვითარების ცენტრების არსებობა, რომლებიც წარმოადგენენ არა მხოლოდ განსახლების საყრდენ კარკასს, არამედ მთავარ მამოძრავებელ  ძალას მოდერნიზაციის იმპულსების ტრანსლირებისა მათ პერიფერიაზე.  ამავე დროს, სუსტადგანვითარებული და რესურსულად შეზღუდული დასახლებები გარდაუვალად ხდებიან განვითარების შემაფერხებლები. აქედან გამომდინარე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოდერნიზაცია უნდა დაეყრდნოს დასახლებათა იერარქიული ურბანული ზრდის ცენტრების ფორმირებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური და ტერიტორიული განვითარების სტიმულირებას, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს საქალაქო და სასოფლო დასახლებათა ინტეგრაციას და გარკვეულ პირობებს შექმნის სისტემის მდგრადობაზე. ამასთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, როგორც საქართველოს ყველა დანარჩენი მუნიციპალიტეტები, წარმოადგენს საჯარო ხელისუფლების ყველაზე ფუნქციონალურ რგოლს და დეცენტრალიზაციის პროცესის სრულფასოვნად წარმართვის პირობებში მას აქვს დიდი შანსი და პოტენციალი გახდეს ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი რგოლი[1].

წინამდებარე „ხედვაში“ წარმოდგენილია ახლებურ ხედვებზე ორიენტირებული განსახლების სისტემის განვითარებისა და რესტრუქტურიზაციის კონცეფცია, აგებული "ცენტრებისა და ქვეცენტრების" იერარქიულ დასახლებათა კარკასზე  და მათ დამაკავშირებელ საკომუნიკაციო ქსელზე. "ცენტრებისა და ქვეცენტრების" სისტემაში იგულისხმება ისეთ დასახლებათა იდენტიფიცირება, რომლებსაც შეუძლიათ ითამაშონ ურბანული ზრდის ცენტრების ფუნქცია.

"ხედვაში" მუნიციპალური დონის ურბანული ზრდის ცენტრის ძირითადი ფუნქცია ეკისრება საკუთრივ ქ. ქობულეთს. ქალაქი ქობულეთი - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი -აჭარისავტონომიურირესპუბლიკისსიდიდითმეორექალაქია. განვითარებითა და მიმზიდველობის ყველა პარამეტრით ის მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რეგიონულ ცენტრს.  ქალაქის სტატუსი ქობულეთმა 1944 წელს მიიღო, ხოლო კურორტად ჯერ კიდევ 1923 წელს გამოცხადდა. ქალაქიქობულეთი  ფლობს განვითარების განსაკუთრებულ ტურისტულ-სარეკრეაციო და სამკურნალო პოტენციალს, რაზეც ძირითადად უნდა გაკეთდეს ფოკუსირება სივრცითი პოლიტიკის შემუშავების დროს.

ზემოთხსენებული ფუნქციების განვითარების მნიშვნელოვან იმპულსს იძლევა ის გარემოება, რომ ქ. ქობულეთი წარმოადგენს აჭარის ზღვისპირაზონისდასახლებათაერთიანიფუნქციურისისტემის შემადგენელ ნაწილს. შავი ზღვისპირა დასახლებების აგლომერირება ობიექტური და შეუქცევადი პროცესია; ამასთან, პირველ პლანზე იწევს ამ ზონის ურბანიზების მიზანდასახული მართვის ამოცანა. აგლომერირების პროცესში ბუნებრივად იკვეთება დასახლებათა სპეციალიზაციის, მათიწამყვანი ფუნქციური პროფილის გამოვლენა და გამიზნული გაღრმავება, ძირითადად საკურორტო-რეკრეაციული ფუნქციის სახით.

[pic]

[1]დავით მელუა, დეცენტრალიზაციის, რეგიონული განვითარების, სივრცითი მოწყობის ასპექტები და პოლიტიკის ორიენტირების საქართველოსთვის, თბილისი 2013 წ.

რაც შეეხება ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას, ქობულეთისათვის მნიშნელოვანია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რაც სეზონურ ხასიათ სატარებს; განვითარებულია ასევე მსუბუქი და გადამამუშავებელი მრეწველობა.

დასახლებათა იერარქიულ სისტემაში შემდეგი ადგილი უჭირავთ ურბანული განვითარების მეორე რიგის ცენტრებს - დაბებს - ოჩხამურსა და ჩაქვს. „ხედვის“ ფორმატში ისინი მოიაზრებიან ურბანული ზრდის მეორე რიგის ცენტრებად, თუმცა დღეის მდგომარეობით მათ ამის პოტენციალი არ გააჩნიათ. საბჭოთა ეკონომიკის კოლაფსის შემდეგ მთლიანად განადგურდა საქალაქო ეკონომიკა, მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ეკონომიკური ფუნქციის გარეშე დარჩა. ეს დაბები არიან სასოფლო დასახლებათა ურბანული კლასტერები, რაც თავისი არსით არის დაბების ეკონომიკა და ფუნქციაც, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ, ისინი ვერ უზრუნველყოფენ ამ ფუნქციის შესრულებას.

დაბა ჩაქვი წარმოადგენს თემის ცენტრს (სოფლები: ჩაქვი, ბუკნარი, სახალვაშო). მოსახლეობის რაოდენობააქ 8.7 ათასი კაცია (2014). ჩაქვიც შავი ზღვისპირა კლიმატური კურორტია და, ძირითადად, განვითარებულია ზღვაზე დასვენების ტურიზმი. მისი საქალაქო ინფრასტრუქურა ძალზე მწირია და წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ასევე, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის ობიექტებით. განაშენიანებული გარემოს ხარისხი ძალზე დაბალია. ზღვის სანაპიროს (პლაჟს) პირდაპირ გრძივად მიჰყვება სამოსახლო/სააგარაკო ზონა, რომელიც წარმოდგენილია ინდივიდუალური სააგარაკო საკარმიდამო სახლებით, რომლებიც ბათუმელებისა და თბილისელების საკუთრებაშია. ეს ტერიტორია აღმოსავლეთის მხრიდან შეზღუდულია რკინიგზის ხაზით, რომელიც გრძივად გასდევს დაბის მთელ ტერიტორიას.

დაბა ჩაქვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარეკრეაციო ღირსშესანიშნაობაა სასტუმრო კომპლექსი „ოაზისი“. მისი ტერიტორია შემოღობილია და საგანგებოდ დაცული. ის წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დასასვენებელ კომპლექს, რომელიც სრულებით არ არის ინტეგრირებული დაბის ინფრასტრუქტურაში და წარმოადგენს ერთგვარ „კუნძულს“ - „ოაზისს“.

რაც შეეხება დაბა ოჩხამურს, ის  მდებარეობს ქობულეთის ვაკეზე, ქობულეთიდან 10 კმ. მისი მოსახლეობაა 4.8 ათასი კაცი. აქაც ძალზე სუსტია საქალაქო ინფრასტრუქურა.

ხაზი უნდა გაესვეს იმას, რომ ეკონომიკური რესტრუქტურიზაციისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლების გარეშე ეს დასახლებები დაკისრებულ ფუნქციას ვერ შეასრულებენ და დაკარგავენ მოსახლეობის დიდ ნაწილს.

შემდეგ მოდის "ახალი სიცოცხლის" შეძენის მოლოდინში არსებული დაბერებული და  თითქმის მოსახლეობის გარეშე დარჩენილი სოფლები. "ხედვაში" გამოყოფილია ხინო და ჩაქვისთავი, როგორც გამოკვეთილი სპეციალიზაციის მქონე ცენტრები. ქვეცენტრების როლს ასევე ასრულებენ  ინფრასტრუქტურული, ტურისტული, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალიზირებული ცენტრები, რომლებიც ძირითადად მდებარეობენ მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში და აკინძულნი არიან მუნიციპალიტეტის ძირითად სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ქსელზე.

ზოგიერთმა დასახლებამ უკვე გაიარა დროის გამოცდა, დაამტკიცა საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა და მოსახლეობის რეპროდუქციის შესაძლებლობა. მაგრამ არსებობენ ისეთი დასახლებებიც, რომლებსაც განვითარების პერსპექტივა შეიძლება გაუჩნდეთ გარკვეული "წერტილოვანი ინექციებით" გზით[1] და, ასევე, არიან ისეთებიც რომლებსაც ეს პერსპექტივა არ აქვთ.

[pic]

[1]"წერტილოვანმა ინექციების" მაგალითები საქართველოშიუკვე არსებობს, თუმცა ეს არ არის ქვეყნის პოლიტიკის შედეგი, არამედ ეს არის კერძო ინვესტორების ინტერესები, რომლებიც ქვეცნობიერად გადაიზარდა ბიზნესგეგმებში. ამან, თავის მხრივ ხელი შეუწყო ლოკალური ადგილების ურბანიზებას. ასეთმა წერტილოვანმა ინექციებმა ბიძგი მისცეს ცალკეულ დასახლებებს, როგორც სივრცით-ტერიტორიულ განვითარების მიმართულებით, ისე ადამიანური კაპიტალის შექმნის შესაძლებლობით.   გასაკვირი არ არის, რომ ისეთი სანახაობრივად საინტერესო ადგილი, როგორიცაა სტეფანწმინდა, ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა, რაც მის ცენტრში გაიხსნა საკმაოდ მაღალი დონის სასტუმრო „ROOMS HOTEL KAZBEGI“. ამ სასტუმროს გაჩენამ გამოიწვია სტრუქტურული ცვლილებები დასახლების განაშენიანებაში, კერძოდ  მოხდა საცხოვრებლების ტრანსფორმაცია სხვადასხვა „სისქის პორტმანზე“ ორიენტირებული მცირე და საშულო ზომის სასტუმროებად, გაჩნდა საზოგადოებრივი მომსახურების ინფრასტრუქტურა - კვების ობიექტების სახით, გაუმჯობესდა სატრანსპორტო მომსახურება, განვითარდა საცხენოსნო და საჯირითო ტურიზმი, ადგილობრივ მოსახლეობას მიეცა დასაქმებისა და შემოსავლის მიღების წყარო. ასევე შეიძლება დასახელდეს "ლოპოტა", "ყვარლის ტბა", კაჭრეთი და ა.შ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებს. უნდა მოხდეს მათი გამოყოფა და ამ ტერიტორიებზე დეპოპულაციის შეჩერებაზე ორიენტირებული პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება.

განსახლების „სავარცხლისებული” განვითარების კონცეფცია

როგორც ცნობილია, აჭარაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განსახლების ღერძს წარმოადგენს ქობულეთი-სარფის ზღვისპირა ზოლი რომელიც ასევე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური თუ სატრანზიტო მონაკვეთია მთლიანად ქვეყნის მაშტაბით.

ზოგადად აღნიშნული მიმართულება წარმოდგენილია იმ სივრცითი ფორმით, რომელიც ურბანისტიკაში ცნობილია როგორც ხაზოვანი განსახლების სისტემა.

ამ პირობებში, წარმოდგენილმა ხაზოვანმა ფუნქციურ-გეგმარებითმა სტრუქტურამ თავისი განვითარების ზღვარს მიაღწია და რესტრუქტურირებას საჭიროებს. მთავარ იმპულსს ამ მიმართულებით ქ. ქობულეთის შემოვლითი ავტომაგისტრალის გაყვანა რეალურად იძლევა. ტრანზიტული სატრანსპორტო ნაკადების გადაყვანა შემოვლით ავტომაგისტრალზე ხელს შეუწყობს ქ. ქობულეთისა და მთლიანად მუნიციპალიტეტის ზონების განივ ინტეგრაციას და შექმნის განივი ლოკალური გეგმარებითი ღერძების სიღრმისეული განვითარების ფუნქციურ წინაპირობას. ამ ბუნებრივი ტენდენციის ინსტიტუციონალიზება მნიშვნელოვანი საქმეა დაუნდა განხორციელდეს ქ. ქობულეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კორექტირებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების გეგმის ფორმატში. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს აჭარის  ა.რ.- ის სივრცითი მოწყობის სქემის ერთ-ერთი წამყვანი იდეის – რეგიონალური განსახლების სისტემის ხაზოვანიდან  „სავარცხლისებრში“  ტრანსფორმირებას და ტერიტორიული რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას „მდგრადი  განვითარების" კონცეფციის შესაბამისად.

ამგვარი „სავარცხლისებრი“ არა არის ახალი კონცეფცია და იგი განიხილებობა აჭარის ავტონომიური რესპბლიკის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებად ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში.  მაგალითისaთვის, ჯერ კიდევ 1978 წელს პროფესორი გ.სალუქვაძე თავის სადისერტაციო ნაშრომში “Градостроительные вопросы расселения в южных приморских районов”,  ამგვარ განვითარებას მოიხსენიებს, როგორც ტერიტორიების  „სიღრმისეული“ ათვისება, რაც ფაქტიურად „სავარცხლისებურის“ ანალოგიაა.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, თანამედროვეურბანულიგანვითარებისამოცანებიძირითადად,გულისხმობს ნაკლებად განვითარებული ტერიტორიების სრულფასოვან ინტეგრირებას მუნიციპალიტეტის ფუნქციურ-გეგმარებითსტრუქტურასადასაქალაქოსოციალურცხოვრებაში, სოციალურ-კულტურული და საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქალაქ მაფორმირებელი ქალაქთმშენებლობითი პროექტების განხორციელებას. ეჭვგარეშეა, რომ ეს პროცესები გამოიწვევს დასახლებათა ფუნქციურ-გეგმარებითისტრუქტურებისრადიკალურშეცვლასა დაგანსახლების სისტემის აქამდე მდგრადი  განვითარების ღერძების ხაზოვანიდან  „სავარცხლისებრში“  ტრანსფორმირებას.

2-3.1.ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითად გეგმარებით ღერძები;

ძირითადი და ლოკალური განვითარების ღერძები

„ხედვაში“ წარმოდგენილია განსახლების სისტემის ძირითადი და ლოკალური განვითარების ახლი ღერძები, რომლებიც განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტის მომავალი სივრცით-ტერიტორიული განვითარების ვექტორებს. მათ საკომუნიკაციო ზონაშიარსებული მცირე დასახლებათაჯაჭვი სამომავლოდ ერთიანი ფუნქციური კავშირების სისტემაში მოექცევა და ურბანიზებული სივრცის ქალაქგეგმარებით ფორმას შეიძენს.

ძირითადი განვითარების ღერძები საკომუნიკაციო ღერძის გასწვრივ უწყვეტ სასოფლო დასახლებათა განსახლების მიმართულებებს ემთხვევა, რომელთა სათავეები ქ. ქობულეთსა და დაბა ჩაქვში იწყება და ორიენტირებულია აღმოსავლეთისაკენ რეგიონის სიღრმეში.

ძირითადი განვითარების ღერძები გადის შემდეგ სოფლებზე (განვითარების „წერტილებზე“, სხვა განვითარების ცენტრები არ გვაქვს):

1. ქობულეთი, მუხაესტატეს, წყავროკას, ლეღვას, სკურას, ქაქუთის გასწვრივ;

2. ქობულეთი, ხუცუბანის, ქობულეთის, ჭახათის, თამარის ხიდის ვარჯანაულის, ჩაისუბანისა და ხალას გასწვრივ.

ხოლო ლოკალური განვითარების ღერძები გადის სოფლებზე:

1. კობალაური, ხინო;

2. ჩაქვი, ხალა, ჩაქვისთავი.

ქობულეთი–ოზურგეთი

ქობულეთი-ოზურგეთის განვითარებისღერძი გულისხმობს საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის რეკონსტრუქციას და ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახალებების დაკავშირებას მეზობელ რეგიონებთან - გურიასა და იმერეთთან უმოკლესი, ალტერნატიული გზით, რეგიონთაშორისი კომუნიკაციური, სავაჭრო, სოციალურ-კულტურული, ეკონომიკური და ფუნქციური კავშირების გააქტიურებას.

ამგვარი ფუნქციურ-გეგმარებითი კავშირების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და წარმოადგენს სერიოზულ სტიმულს  არა მარტო აჭარის ამ ტერიტორიების, არამედ გურიის, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვისაც. მეზობელი რეგიონების სოციალურ  აქტივობა, გამოვლინდება სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის განვითარების საკითხებში.

სწორედ ამგვარი სივრცით-ფუნქციური კავშირები ხელს უწყობს მეზობელი რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ინტეგრაციას.

ჩაქვი–ჩაქვისთავი

ჩაქვი-ჩაქვისთვის განვითარების ღერძი გულისხმობს  სოფლის მეურნეობისა დაინფრასტრუქტურის განვითარებას. ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას მიმდინარე მოდერნიზაციულ პროცესებში - მათი დასაქმებით აგროსამრეწველო და მომსახურების სექტორში. ასევე მოსახლეობის მობილურობის ამაღლებას, რაც გამოიწვევს   ჩაქვი-ჩაქვისთვის ღერძის გასწვრივ მეტ აქტივობას, ახლი ფუნქციების გაჩენას, სივრცით-გეგმარებით სტრუქტურების ფორმირებასა და ურბანული სივრცის ჩამოყალიბებას.

ქობულეთი -კობალაური

ქობულეთი-კობალაურის განვითარების ღერძი გულისხმობსსოფლის მეურნეობის,ინფრასტრუქტურისა და ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის განვითარებას, მათ ბაზაზე, აღნიშნულ სივრცეში, ფუნქციურ-გეგმარებითი სტრუქტურების ჩამოყალიბებას.

კობალაური–ხინო

ქობულეთი-კობალაურის  განვითარების ძირითადიღერძის კობალაური-ხინოს ლოკალური განვითარების მონაკვეთი გულისხმობს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის განვითარებას, ამ მიმართულებით ტურისტული მარშრუტების გააქტიურებას, მისთვის ადეკვატური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას  და სხვა. ხინოს მთა, თავისი საკურორტო ადგილის სტატუსიდან გამომდინარე და უნიკალური კლიმატური პირობებით, საშუალებას იძლევა სამედიცინო ტურიზმიც განვითარების შესაძლებლობას შესაბამისი ინფრასტრუქტურით (მაგალითად სარეაბილიტაციო ცენტრების სახით). ამ ტერიტორიებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ადგილობრივ რესურსზე დაყრდნობით, და არა მარტო ადგილობრივზე (აქ სოფლები თითქმის დაცარიელებულია), ასევე, მიმდებარე სოფლების მოსახლეობაზეც და შესაძლოა მუნიციპალიტეტის ურბანული ცენტრებისაც კი. მანძილი ქობულეთიდან ხინომდე 42 კმ-ია და გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში მგზავრობაზე დახარჯული დრო სრულიად მისაღებია. ეს იძლევა შანს მოსახლეობის -  განსაკუთრებით მისი ახალგაზრდობის ადგილებზე დაკავებისა. მაგრამ ეს საჭიროებს დიდ ფინანსურ რესურსებს და სახლმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე გონივრული სახელმწიფო პოლიტიკის გატარების საშუალებით ამ მიმართულებას ურბანული განვითარების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

ქობულეთი-ჩაქვი- ოჩხამურის კონურბაციის  აქტუალიზება

ურბანული ცენტრების განვითარების მეთოდებიდან ერთ-ერთია ურბანული დასახლებების კონურბაცია.  ურბანული ცენტრების იდენტიფიცირება მუნიციპალურ დონეებზე უნდა ხდებოდეს, რადგანაც მათი სოციალური და ეკონომიკური გავლენა სწორედ ამ არეალებზე ვრცელდება. უახლოვეს მომავლში დადგება ქობულეთის, ჩაქვისა და ოჩხამურის ჰარმონიული განვითარების საკიხი და ამ ტერიტორიებზე ურბანიზაციის პროცესი კონურბაციის ფორმით უნდა გაგრძელდეს. ქობულეთის- ჩაქვის -ოჩხამურის კონურბაციის ღერძის ფორმირებაზე გავლენას ახდენს მასზე არსებული დასახლებებისა და სოფლების შედარებით მაღალი სიმჭიდროვე. ეს საკითხი ძალზედ  მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, სივრცითი განვითარებისა და, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც.

ქობულეთის განვითარების არეალი

"ხედვის" პროექტის მიხედვით ქობულეთის განვითარების არეალში მოექცევა ჩაქვის სპორტულ-რეკრეაციული და თიკერის სარეკრეაციო ზონები; ფიჭვნარის არქეოლოგიური ზონა; ციხისძირ-ბობოყვათის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსი; 3 საზღვაო მილის სიღრმის საზღვაო ნაკრძალი ჩაქვის წყალი-კინტრიშის აკვატორიაში; პარკინგ-ზონა და კემპინგები ქალაქის შესასვლელებთან; ბათუმიდან გადმოტანილი რკინიგზის სამანევრო პარკი ოჩხამურში; ლოჯისტიკური ცენტრი ოჩხამურში.

ამრიგად, წინამდებარე „ხედვაში“ განისაზღვრა ტერიტორიული ორგანიზაციის ძირითადი ელემენტები: მუნიციპალიტეტი და განვითარების ღერძები, განიხილება განსახლების ხაზოვანი და კვანძური სტრუქტურების სხვადასხვა მოდიფიკაცია და, ამასთანავე, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დონის ქალაქგეგმარებითი ერთეულები (ქალაქი, დაბები სოფელი), რომელებიც გეგმარებითი სტრუქტურის - კომუნიკაციური კარკასისა და განსახლების გამჭოლი  ღერძების გასწვრივ ქმნიან უწყვეტ, სივრცობრივად ერთიან სისტემას.  ღერძების გააქტიურების კვალდაკვალ მათ სივრცეში ჩამოყალიბდება შესაბამისი ურბანული ხარისხი.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ-ეკონომიკური ანალიზისა და ტერიტორიის რესურსების შეფასების საფუძველზე გამოვლენილია თითოეული გამოყოფილი ტერიტორიული ერთეულის კონკურენტული უპირატესობები, მკაფიოდ დაფიქსირდა ის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს დასახლებათა სწრაფ განვითარებას და მათ მდგრად ფუნქციონირებას. ძირითადი ორიენტირები, რომლისკენაც უნდა იქნეს მიმართული მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოლიტიკა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა თანამედროვე ეტაპზე, ჩვენი აზრით, შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

• ქობულეთის როგორც საქართველოს ერთ ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მიმზიდველი რაიონის მაქსიმალური ეკოლოგიური სისუფთავის შენარჩუნება;

• ქობულეთის მუნიციპალიტეტის განვითარება ტურისტულ-რეკრეაციულ კლასტერადშესაბამისი ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზისა და საინვესტიციო კლიმატის შექმნით;

• სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სრულყოფა ერთიანი სატრანსპორტო ქსელის ფორმირების მიზნით;

• საკვანძო ქალაქ ქობულეთის, დაბების გააზრება „ურბანული ზრდის ცენტრების“ სახით, განვითარების ღერძების სიღრმისეული განვითარება;

• სახელმწიფოს მიერ გარკვეული ხარჯების გაღება ურბან-ცენტრების გარემოს ხარისხის გაუმჯობესებითვის - უკეთესი საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად;

• განვითარების ღერძების გასწვრივ ურბანული სივრცის ჩამოყალიბება განვითარებული ცენტრალური ფუნქციების მატარებელი მრავალფეროვანი ობიექტების ჯაჭვით, რომლის ფუნქციონირების ეფექტურობა მნიშვნელოვნად იქნება დაკავშირებული შემადგენელი ნაწილების უწყვეტ მონაცვლეობაზე;

• განსახლების სივრცეში განაშენიანებულ ნაწილებს შორის არსებული ტერიტორიების „ხორცშესხმა“ და თვით დასახლებათა გაძლიერება დამატებითი ფუნქციებით (სერვისული ფუნქციები, ტურიზმის სხვადასხვა სახეობები, რეკრეაცია და სხვა);

• განსახლების გამჭოლ სატრანსპორტო არტერიებზე, საერთაშორისო მნიშვნელობის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მაღალი დონის ლოგისტიკური, სასაწყობო, დამახარისხებელი ტერმინალების, სადისტრიბუციო ცენტრების შექმნა;

• მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და მათ მიმართ დაბალანსებული პოლიტიკის გატარება;

• ადგილობრივ ადამიანურ რესურსებზე მაქსიმალურად დაყრდნობა;

• მიგრაციის ციკლის ჩაკეტვა მუნიციპალიტეტის საზღვრებში;

• მოსახლეობის მაქსიმალური უზრუნველყოფა სოციალური ინფრასტრუქტურით;

• ინვეტიციები განხორციელება განათლებაში, ადგილობრივი მოსახლეობის შემეცნების ასამაღლებლად;

•  სერვისული სექტორის განვითარება;

ფინანსური დახმარება სუბსიდიების სახით კონკრეტული პროექტების რეალიზაციისათვის.

მიზანშეწონილია,  რომ ერთ ერთ პრიორიტეტულ მიმაღთულებად  ჩაითვალოს ბობიოყვათისა და ციხისძირის მონაკვეთის სანაპირო ზოლის მთიანი ნაწილის დეტალური  დაგეგმარება, რაც ცალკე სერიოზული მოკვლევის, შესწავლის და შემდგომი დაგეგმის საგანს წარმოადგენს.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარის ავტონიმიური რესპუბლისკი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტს გაკვეული სამუშაოები არსებული მიმართულებით უკვე აქვს ჩატარებული  (იხ. სქემა 2-1) სადაც განსაზღვრულია ციხისძირის ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების შესაძლო გამოყენებისა და პერსპექტიული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობები.

სქემა 2-1 ციხისძირის  ზონირება ნაკვეთების მიხედვით

[pic]

სივრცის კატეგორიები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ტრანსფორმაციის საკვანძო პრინციპს წარმოადგენს ტერიტორიის დიფერენციაცია და სეგმენტაცია გარკვეული რაოდენობის მაკრო ზონებად (მაკრო ზონირება). ყოველივე მათგანზე დგინდება ტრანსფორმაციის, შეზღუდვების, მართვის მეთოდების ზემოქმედების დაქალაქთმშენებლობითისაქმიანობის პირობები.

ქობულეთის მუნიციპალიტეტისსივრცითი განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ტერიტორიების კომპლექსური შესწავლის საფუძველზე, გამოვლინდა ისეთი ზონები და ტერიტორიები, სივრცითი სტრუქტურები, რომელთაგან ზოგიერთზე უნდა დადგინდეს  სივრცით-ტერიტორიული რეგულირების სტატუსი. თავის მხრივ, ამგვარი სტატუსის მქონე ტერიტორიებზე უნდა ვრცელდებოდეს განვითარების განსაკუთრებული რეჟიმი. "ხედვის" ფორმატში განისაზღვრა ისეთი სივრცით-ტერიტორიულ სტრუქტურები, რომლებიც ძალზე  არსებითია მუნიციპალიტეტის განვითარების თვალსაზრისით.

მათშორისაა: სივრცის კატეგორიები: ურბანიზებული ტერიტორია, თავისუფალი სასოფლო მიწის ნაკვეთები, ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორიები, სამრეწველო ტერიტორიები, სპეციალური ტერიტორიები, თავისუფალი ტერიტორიები, სატყეო ფონდი, სატყეო მასივის დაცვისა და განვითარების ტერიტორიები, წყლის ობიექტები და წყალშემკრები ტერიტორიები,  სოფლის მეურნეობის განვითარების ტერტორიები, საკარმიდამო სასოფლო მიწის ნაკვეთები, პლაჟები, ტბები და წყლის ობიექტები, სატრანსპორტო ზონები, სანიტარიული ზონები, მათ შორის სასაფლაო ზონა, ეროვნული ნაკრძალის დაცული ტერიტორიები და სხვა.

2-3.2.1 ურბანული ტერიტორიები

სასოფლო ტერიტორიების ხარჯზე მიზანშეწონილიაქ. ქობულეთის ტერიტორიული გაფართოება, რაც  გამოიწვევს ახალი ტერიტორიების გარკვეული ნაწილისათვის სტატუსის შეცვლის ანუ ურბანულ კატეგორიაში მათი გადაყვანის აუცილებლობას. ასეთი ტერიტორიებია: ქობულეთის რკინიგზისა და ყოფილი სამხედრო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიები რუსთაველის ქუჩის აღმოსავლეთით. მიზანშეწონილია შენებარე შემოვლითი გზის გათვალისწინებით ქობულეთის საზღვრის კორექტირება.

ასევე მიზანშეწონილია დაბა ოჩხამურისა და დაბა ჩაქვის საზღვრების გადახედვა და მათი ლოგიკური და ბუნებრივი საზღვრების ჩამოყალიბება.

საკრებულოების ძირითად დასახლებულ პუნქტებში გამოიყოფა ცენტრალური და პერიფერიული ზონები.

2-3.2.2 ლოჯისტიკური ცენტრები

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ქობულეთის სატრანპორტო სისტემა განიცდის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის, მასშტაბური მოდერნიზაციის ეტაპს. მიმდინარე, დაგეგმილი და პერსპექტიული მსხვილი დარგობრივი (ინფრასტრუქტურული) პროექტები ამის პერსპექტივას ნამდვილად იძლევა.

საბაზრო პირობებში, ეფექტური სატრანსპორტო მომსახურების მზარდი მოთხოვნილების თანამედროვე ეტაპზე, გადაუდებელ აქტუალობას იძენს მსხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებით ტვირთნაკადების მომსახურების კოორდინაცია და ურთიერთქმედება,  ტვირთების გადაზიდვისა და მათი დამუშავების თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვა.  ყოველივე ეს კი შესაძლებელია რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემების დანერგვა/განვითარების პირობებში. ცხადია, ამგვარი რეგიონული მასშტაბის ლოგისტიკური ცენტრის განთავსება განაშენიანებული, ურბანული ტერიტორიების ფარგლებში სწორი არ იქნებოდა. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო სატრანსპორტო კომუნიკაციების გადაკვეთაზე, საგანგებოდ შერჩეულ ტერიტორიაზე, არსებული ბუნებრივი და ადამიანური  რესურსების კონცენტრაციის ადგილებში მათი განლაგება. ტერიტორიის ამგვარი  განვითარების ხელშეწყობის მიზანია:

• ნაკლებად განვითარებული ტერიტორიების და მათი გავლენის არეალის ცხოველქმედობის უზრუნველყოფა, მათ შორის ეკონომიკის ფუნქციონირების (წარმოება, ვაჭრობა, მომსახურების სფერო და ა.შ.) ხელშეწყობა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება მაღალი ხარისხის, მსოფლიო სტანდარტების დონის მომსახურებით; გავლენის არეალში მოქმედი კომპანიებისთვის საუკეთესო სატრანსპორტო ლოგისტიკის  უზრუნველყოფა;

• ურთიერთდაკავშირებულ, ეფექტურად ფუნქციონირებად, მძლავრ სატრანსპორტო, სატერმინალო და სასაწყობო მეურნეობასთან ერთად ინფორმაციული, ტელეკომუნიკაციური, მარკეტინგული, სადაზღვევო, საბაჟო, სავაჭრო-საშუამავლო და სხვა თანხლები სერვისული მომსახურების ინფრასტრუქტურის მაქსიმალური კონცენტრაცია;

• მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შესაძლებლობა;

• მუნიციპალიტეტის სივრცით-გეგმარებითი განვითარება;

• მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების შექმნა ეკონომიკის მაღალტექნოლოგიურ და მაღალეფექტურ დარგებში.

თუმცა, უნდა ითქვას რომ, ქვეყნის სატრანსპორტო კომუნიკაციების ტრანსნაციონალური ფუნქციით დატვირთვის დააჭარის  განვითარებაში ლოგისტიკური ფუნქციების მნიშვნელობის ზრდის ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს  ლოგისტიკის არა მხოლოდ  სატრანზიტო და სასაწყობო ფუნქციის დისლოკაციისა დასრულყოფის საკითხებში გარკვევა, არამედ ლოგისტიკის, როგორც ხარისხობრივად ახალი სისტემის   გაცნობიერება და სწორედ ამ რანგში მისი  გამოყენება–განვითარება.

მასშემდეგ, რაცა ჭარის რეგიონი სატრანსპორტო კომუნიკაციები ტრანსნაციონალური ფუნქციებით დაიტვირთა, თანამედროვე ლოგისტიკამ მის შემდგომ განვითარებაში საყურადღებო მნიშვნელობა შეიძინა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აქტუალური გახდა არამარტო სატრანზიტო და სასაწყობო მეურნეობის მნიშვნელოვნად გაზრდისა და დისლოკაციის, არამედ მისი, როგორც ხარისხობრივად ახალი სისტემის, გაცნობიერების საკითხი.

როგორც ცნობილია, ტრადიციულად ლოგისტიკის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: პროდუქციის შეფუთვა, დახარისხება, დაფასოება, დასაწყობება და დასაწყობებული პროდუქციის კონტროლი; სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტის ინტეგრირება, მარშრუტიზაცია, კლიენტის დასაწყობებული პროდუქციის მართვა დაა.შ. (სქემა2-1)

სქემა.2-2. ლოგისტიკური მომსახურების ტრადიციული სისტემა.

[pic]

თუმცა, 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ლოგისტიკური კავშირების ეფექტური საქმიანობისათვის აუცილებელი ქსელისა და საშუალებების, უპირველესად კი ინფორმაციის დამუშავების კომპიუტერიზაციის მკვეთრი გაუმჯობესების შედეგად, მსოფლიო ლოგისტიკური მომსახურების რამდენიმე მოწინავე ცენტრმა ლოგისტიკური დაგეგმვისა და კონტროლის ოპერაციები შეავსო მარკეტინგული, გასაღების, საწარმოო და საფინანსო ოპერაციებით (სქემა2-2), რომელიც არანაკლებ ერთ წლიანი ვადითი გეგმებადა, როგორც წესი, ნაციონალურ და რეგიონულ მომსახურებასთან ერთად ძირითადად; გლობალურ დონეზე ხორციელდება;

სქემა2-3. მეოთხე„თაობის“ლოგისტიკურიმომსახურებისსისტემა.

[pic]

ასეთი ცენტრები, რომელთა მომსახურებაც ლოგისტიკის მეოთხე „თაობის“ (დონეს) მიეკუთვნება, აკმაყოფილებს რა მწარმოებლის უმთავრეს მიზანს, სულუფრო ხშირად ითავსებს წარმოების თანმდევ ფუნქციებს: მწარმოებლისაგან რენტაბელურ ფასადი ძენენ, იმარაგებენ და ასაწყობებენ საქონელს, ხოლო შემდგომ ასაღებენ და მომხმარებლამდე მიაქვთ პროდუქცია; ეს კომპანიები, ხარჯების ოპტიმიზაციიდან გამომდინარე და დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით, პროდუქციით ამარაგებენ მსოფლიო ბაზარს და მართავენ წარმოებისა და გასაღების გლობალური სისტემების ნაწილს.

მეოთხე „თაობის“ ლოგისტიკურ მომსახურებაში ინვესტიციები, რენტაბელობის თვალსაზრისით, უმაღლეს 20-30%-იან მაჩვენებლებს უტოლდება, მაშინ, როდესაც ევროპაში რენტაბელობის საშუალო მაჩვენებელი 8-12%-ს შეადგენს. ისიც საგულისხმოა, რომ ლოგისტიკაზე დანახარჯები მთელი ხარჯების 20-30%-ს შეადგენს, ხოლომისი 1%-ით შემცირება 10%-ით ტვირთის რეალიზაციის მოცულობის გაზრდის ტოლფასია. სწორედ ეს არითმეტიკაა ლოგისტიკური მომსახურებით დაინტერესების, აგრეთვე ამგვარი და თანმდევი მომსახურების ერთ ადგილას კონცენტრაციის მიზეზი.

ამ მიმართულებით თანამედროვე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი უდიდეს ინტერესს იჩენენ ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები (სამხრეთკორეა, ტაივანი, სინგაპური, ჰონკონგი). განსაკუთრებით საყურადღებოა ჩინეთის დაინტერესება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით. დღეისათვის, გლობალური ლოგისტიკური მომსახურების განვითარების ყველაზე თანამედროვე მაგალითს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დუბაის ლოგისტიკური ცენტრი  წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურს გააჩნია შესაძლებლობა აიღოს ამგვარი ფუნქცია და დაინტერესებულ ქვეყნებსა და კომპანიებს მიაწოდონ გლობალურ მომსახურებაზე ორიენტირებული, სწორედმ ეოთხე „თაობის“ ლოგისტიკური ცენტრის მოსაწყობად შესაფერისი პირობები.

ასეთი ლოგისტიკური ზონების მოწყობა მიზანშეწონილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩრდილოეთ საზღვართან ახალი ავტობანითა და რკინიგზით შემოფარგლულ სამკუთხედში, დაბა ოჩხამურთან. მითუმეტეს, რომ სივრცითი მოწყობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ და გრძელვადიან მიმართულებას რკინიგზის სამანევრო ხაზის ბათუმიდან სწორედ ამ ზონაში გადატანა წარმოადგენს.

2-3.2.3 სამრეწველო და სატრანსპორტო ზონები

ოჩხამურის ლოჯისტიკურ ცენტრის ფუნქციონირებასთან ორგანულადაა დაკავშირებული სამრეწველო ზონის ჩამოყალიბებაც, რომელიც განთავსდება ახლადმშენებარე ქობულეთის შემოვლითი ავტომაგისტრალის საწყის მონაკვეთსა და ქობულეთი-ოზურგეთის არსებულ საავტომობილო გზას შორის.

სარეკრეაციო ან სპორტულ-რეკრეაციულ ფუნქციას შეიძენს სანაპირო ზოლი დაბა ჩაქვის მნიშვნელოვანი ნაწილი, ციხისძირი, „თიკერის“ ტყე და ფიჭვნარის მიმდებარე ტერიტორიები ქობულეთში.

სასათბურე და სანერგე მეურნეობებისათვის განსაზღვრულია შემდეგი ტერიტორიების გამოყოფა:

„ქობულეთი-ოზურგეთის“საავტომობილო გზის გასწვრივ ოჩხამურის სამრეწველო ზონის მიმდებარედ - მუხაესტატეში.

ქ. ქობულეთის ფუნქციურ-გეგმარებით განვითარებასთან დაკავშირებით არსებობს ერთი ამოცანა, რომელიც რეგიონის სივრცითი მოწყობისა და საკუთრივ ქალაქის მიჯნაზე მოიაზრება. საქმე ისაა, რომ სატრანზიტო ავტომაგისტრალის გადატანა შესაძლებელს ხდის ქალაქისკიდეში ე.წ. „სავესტიბიულო ზონის“ შექმნას, სადაც შესაძლებელია Park and Ride  პრინციპის განხორციელება იმ ტურისტებისთვის, ვინც აპირებსქობულეთში დასასვენებლად გაჩერებას. სასურველია ამ ზონაში მრავალფუნქციური განვითარება - საკუთრივ პარკირებისა და ავტოსერვისის გარდა, სავაჭრო, გასართობი, სარეკრეაციო, საკომუნიკაციო ფუნქციების ჩართვით.

ამ გეგმარებითი იდეის განხორციელება მოითხოვს შიდასაქალაქო ტრანსპორტის ხარისხობრივ და საორგანიზაციო გაუმჯობესებას და მის შეთანაწყობას საქალაქთაშორისო საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობასთან. ამგვარი კვანძების დაგეგმარება  საშური საქმეა, რათა მოხდეს მათი  დროული ფუნქციურ-გეგმარებითი შერწყმა მშენებარე ტრანზიტულ ავტომაგისტრალთან.

2-4.  ინფრასტრუქტურა

2-4.1. სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული კარკასის ტრანსფორმაციის მიმართულებები და პრინციპები

მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული კარკასის ტრანსფორმაციის   პრინციპები ყალიბდება ტერიტორიული პოლიტიკის საერთო პრინციპებიდან გამომდინარე,   განვითარების საკვანძო ცენტრებში დაგეგმილი ქალაქთმშენებლობითი  აქტივობების და რესურსების   კონცენტრაციის საფუძველზე,  ასევე, დასახლებათა ქსელზე  აგებული განსახლების კარკასის გათვალისწინებით.

ძირითად პრინციპებს შორისაა:

• მუნიციპალური ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში დასახლებებსა  და ცალკეულ ტერიტორიებს შორის  საკომუნიკაციო კავშირების გაუმჯობესება, საავტომობილო გზების ქსელური სტრუქტურის განვითარება;

• მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეარსებილი დასახლებების ქუჩებისა და გზების ინფრასტრუქტურის  განვითარება, როგორც განაშენიანებულ, ისე მათ ლანდშაფტურ ტერიტორიებზე;

• რკინიგზის ხაზის, ისევე როგორც გარშემოსავლელი ავტომაგისტრალის გადატანა აღმოსავლეთით, ქალაქის ადმინისტრაციულ  საზღვართან;

• ნავსადგურის მოწყობა;

• მოსახლეობის მობილურობის ამაღლება;

• ყველა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების მიზნითინტერმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის სარკინიგზო და საზღვაო, რომელსაც ძალზე დიდი პოტენციალი და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვსქობულეთის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის;

• საავტომობილო ქსელის დაბალანსებული განვითარება და მოდერნიზაცია  განსახლების კარკასის არსებული მდგომარეობისა და მისი პერსპექტიული განვითარების გათვალისწინებით;

• საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მინიმალური ზეგავლენა ბუნებრივ გარემოზე;

ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის  განვითარების ძირითადი მიმართულებებია მათი განვითარების დაჩქარება ზრდის ცენტრებში და დასახლებულ პუნქტებში, სარკინიგზო ტრანსპორტის მაქსიმალური გამოყენება და მისი მნიშვნელობის ამაღლება მგზავრთნაკადების გადაყვანისას; ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება, სატრანზიდო დერეფნის ფორმირება ტრანზიტული ტვირთების ტრასპორტირებისას, საკრუიზო და საკაპოტაჟო საზღვაო მიმოსვლის ფორმირება, მომსახურების შესაბამისი ინფრასტრუქტურის (პირსების) შექმნის გზით.

ეს უკანასკნელი საკრუიზო მსხვილი გემებისა და „წყლის ტრამვაის“ მეშვეობით ხელს შეუწყობს ტურისტული პროდუქციის გამრავალფეროვნებას და კლიმატური პირობების გამო ტურისტებისათვის, როგორც სეზონური, ისე სადღეღამისო „მკვდარი პერიოდის“ გააქტიურებას. ის, ასევე, შექნის ახალ შესაძლებლობებს შიდა რეგიონთაშორისი და საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების ამოქმედებისას, მაგალითად „კოლხეთის ეროვნულ პარკში“ ან ქალაქ ტრაპზონში და სხვა. ამგვარი შესაძლებლობები შეესაბამება ქ. ქობულეთის, როგორც „პოსტინდუსტრიული“, კრეატიული ქალაქის  განვითარების ტენდენციას.

ამ კონტექსტში საგულისხმოა, რომ ბოლო დროს ქობულეთში განხორციელებული მაღლივი მშენებლობები, განურჩევლად მათი არქიტექტურულ-მხატვრული ღირსებებისა,ორიენტირებული არ იყო ზღვის ფასადის შექმნაზე, რაც ზღვიდან შემოსული ტურისტებისთვის პირველი შთაბეჭდილების შემქმნელია, განსაკუთრებით ღამით, ხელოვნური განათების პირობებში. ამასთან, მაღლივი მშენებლობის კონცეფცია მოსაწესრიგებელი უნდა იყოს ქ. ქობულეთის მიწათსარგებლობის გეგმის ფორმატში.

ხაზგასასმელია, რომ შავიზღვისპირეთის სანაპირო ზონის განვითარების კონცეფცია შესამუშავებელია დარგობრივი (სექტორული) სქემის  ფორმატში, რადგან ცალკეული დასახლებების მიწათსარგებლობის სქემები ვერ მოიცავს ამ გეოგრაფიულ არეალს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცითი სქემა ვერ უზრუნველყოფს ხსენებული პრობლემატიკის დამუშავების სათანადო სიღრმეს.

ქობულეთს, როგორც აჭარის სიდიდით და მნიშვნელობით მეორე ქალაქის შეუძლია სხვადასხვა დონის, მათ შორის რეგიონალური კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებარაშიც ბათუმს წარმატებით გაუწევს კონკურენციას. ეს ღონისძიებები, განსაკუთრებით ქობულეთის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სათანადო სივრცეებს, ობიექტებს და შესაბამის ინფრასტრუქტურას მოითხოვს. ასეთი ობიექტების პროექტების ღია არქიტექტურული კონკურსების გზით შერჩევის პრაქტიკა დიდად შეუწყობს ხელსქ. ქობულეთის და მთლიანად მუნიციპალიტეტის საერთაშორისო ცნობადობას და ქალაქის ბრენდინგს.

ამმიმართულებით, მუნიციპალიტეტს ჯერ არ გააჩნია საერთო ხედვა, თუმცა სხვადასხვა ფუნქციის ნაგებობების - კულტურის ცენტრების, სპორტული კომპლექსების და ა.შ.- მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული. ეს სწორედ ის სფეროა (სხვა სფეროებთან ერთად) რაზეც ქობულეთის მუნიციპალიტეტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს, რადგანაც   „საკურორტო სეზონის“ გახანგრძლივების კონცეფცია ძირითადად აგებულია სწორედაც რომ ამგვარი მრავალფეროვანი მომსახურების სფეროს განვითარება/ჩამოყალიბებაზე.

გრძელვადიან პერსპექივაში მიზანშეწონილია არსებული რკინიგზის გადატანა ზღვის სანაპიროდან, რაც თავის მხრივ გამოანთავისუფლებს ღირებულ ტერიტორიებს ტურისტული და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.

2-4.2  ენერგეტიკა

ელ. მომარაგება

ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ენერგოინფრასტრუქტურის განვითარება და ჰიდრორესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება. ელექტროენერგიის გადამცემი ახალი ხაზებისა და ელექტროსადგურების მშენებლობა, ძველი ჰესების რეაბილიტაცია უზრუნველყოფს საკუთარი ჰიდრორესურსების ათვისების გზით იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებასა და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ამაღლებას. საქართველოს მიზანია, გახდესელექტროენერგიის მსხვილი რეგიონული ექსპორტიორი, რისთვისაც ენერგიისგამომუშავების ზრდის გარდა აუცილებელია ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობაც. სტრატეგიული ენერგორესურსების რეზერვების შექმნა ახალი ჰესებისა და ბუნებრივი აირის საცავების მშენებლობისა და განახლებადი ენერგიის გამომუშავების გზით ხელს შეუწყობს ენერგოკრიზისების პრევენციასა და მართვას და ენერგეტიკული უსაფრთხოების შემდგომ ამაღლებას.

საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის თანახმად, აჭარისათვის პრიორიტეტულია განახლებადი ენერგიისა და ალტერნატივული წყაროების უპირატესი  გამოყენება და ენერგეტიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.ამ მიზნის მისაღწევად შემუშავებულია „განახლებადი ენერგიის პოლიტიკა”. ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მდიდარი ჰიდრორესურსების მაქსიმალური გამოყენება და თერმული თაობის სრული ჩანაცვლება. ჰიდროელექტროსადგურების იდენტიფიცირება და სათანადო რანჟირება,  გადაცემათა ახალი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა; არსებულ და ახალ ელექტროსადგურებში გამომუშავებული მოჭარბებული ენერგიის ექსპორტი.

ქობულეთი

ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტში  ელ. მომარაგება ძირითადად ხორციელდება 220 კვ საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზებით „პალიასტომი-1“ და „პალიასტომო-2“. ასევე 110 კვ  საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზებით „ჩაქვი“ და „ანასეული“ და 35 კვ საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზით „ჩოლოქი“.აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია თურქეთის რესპუბლიკაში გამავალი 220 კვ საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზით „აჭარა“ ელ. ენერგიის მიღება ქვესადგურ „დიდ ბათუმში“.

სარეზერვო ელ. კვებისათვის მოქმედებაშია ადგილობრივი დანიშნულების ჰიდროელექტროსადგურები: „აწ.ჰესი (დადგმული სიმძლავრე 16 მგვტ), „სანალია ჰესი (4,0 მგვტ), „მაჭახელა ჰესი“ (1,45 მგვტ) და კინკიშა ჰესი“ (0,3 მგვტ).

მცირე და საშუალო ჰესები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს რეალური პირობები (კერძოდ: მდინარეების სტაბილური დებეტი, რელიეფური მდებარეობა, გამოუყენებელი სათანადო ფართობები) მცირე ჰესების მოსაწყობად.

ქობულეთის მუნიციპალიტეტშიშესწავლილია მცირე მდინარეების ჰიდროლოგიური მონაცემები (არაპირდაპირი ერთჯერადი გაზომვის მეთოდით) მათი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გამოყენების მიზნით.  შერჩეულია4 მცირე ჰესის განთავსების ადგილი (საერთო სიმძლავრით 1.15 ათასი კვტ/სთ)

|ადგილმდებარეობა |სავარაუდო სიმძლავრე | |

| |კვტ/სთ | |

|ქობულეთის მუნიციპალიტეტი |

|სოფ. ჭახათი (ვარჯანაულის უბანი) |200-250 | |

|სოფ. ხალა (ხალისთავის უბანი) |200-250 | |

|სოფ. ჩაისუბანი (ქვისხილისდასახლება) |300-400 | |

|სოფ. ჩაისუბანი (გასამანიას უბანი) |200-250 | |

გაზმომარაგება

სივრცითი დმოწყობის დოკუმენტის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სავარაუდო პირველი ეტაპის  გაზიფიცირების სარეკომენდაციო მიმართულებები, რაც საშუალებას იძლევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ბნებრივი აირით უზრუნველყოფას.

2-4.3 სოციალური ინფრასტრუქტურა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოციალური ინფრასტრუქტურის არსებული მდგომარეობის ანალიზმა გამოავლინა რიგი ნაკლოვანებები აღნიშნულ სფეროში. ქობულეთის სივრცითი მოწყობის სქემის ფარგლებში შემუშავებულია სოციალური ინფრასტრუქტურის არსებული და სამომავლო რუკები.

ხედვის რუქაზე აღნიშნულია ის ადგილები და არეალები სადაც უნდა განთავსდეს ამა თუ იმ სახის სოციალური დანიშნულების ობიექტები, კერძოდ:

• საბავშო ბაღები;

• კულტურის ცენტრები;

• ვეტერინალური ცენტრები;

• სახანძრო სარეზერვო ავზები;

მონიშნულ ადგილებზე მათი განთავსება იძლევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოციალური ინფრასტრუქტურის საგრძნობ გაუნჯობესებას და ფაქტიურად მუნიციპალიტეტის ყოველი დასახლებული პუნქტის პირდაპირი ან ახლო მომსახურეობის საშუალებას.

2-5 ტურიზმი

2-5.1 ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება

ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოში. არსებობს მრავალი შესაძლებლობა ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად, დაწყებული საზღვაო კურორტებით გაგრძელებული მთის კურორტებით, მინერალური წყლებით, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სხვა სახის ტურიზმით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში  უნდა განხორციელდეს შემდეგი რიგი სამუშაობი :

1. შესწავლილ უნდა იქნეს ტურიზმის განვითარებისათვის აჭარაში  არსებული პოტენციალი და რესურსები მუნიციპალიტეტების მიხედვით სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით.  საჭიროა, დეტალურად აღირიცხოს არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტები (შენობა-ნაგებობები), აგრეთვე ტურიზმის ცალკეული დარგების (ეკო-ტურიზმი, კულტურული  ტურიზმი, რეკრეაციული და ა.შ.) განვითარებისათვის მუნიციპალიტეტებში არსებული ბუნებრივი და  სხვა სახის  რესურსები. ამ ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნას  მონაცემთა შესაბამისი ბაზა;

1. მუნიციპალიტეტებში არსებული რესურსების შესახებ საინფორმაციო ბაზის გამოყენებით უნდა შემუშავდეს ტურიზმის დარგის კომპლექსური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია;

1. საჭიროა, შემუშავდეს  შესაბამისი მექანიზმები ტურიზმის სექტორის  დივერსიფიცირებისა და შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს  ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებას ქობულეთში, მათ შორის:

• კულტურულიტურიზმი (ისტორია, ხუროთმოძღვრება, ხელოვნება, ხალხურირეწვა, რელიგიურიტურები);

• კურორტებზე დასვენება (საზღვაო, სამთო-სათხილამურო კურორტები და სხვ.);

• ეკოტურიზმი;

• სათავგადასავლო ტურიზმი;

• აგროტურიზმი, მათ შორის, ღვინის და ადგილობრივი სამზარეულოს ტურები;

• სამედიცინო ტურიზმი (ბალნეოლოგიური კურორტები მინერალური წყლებით, გოგირდის აბანოები, სამკურნალო ტალახი  და ა.შ.);

• საქმიანი და პროფესიული ტურიზმი;

• სპორტულიტურიზმი (ალპინიზმიდასხვ.).

• საკონფერენციო ( MICE) ტურიზმი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული ნაკადის ზრდის უზრუნველსაყოფად უნდა შემუშავდეს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშემწყობის შესაბამისი პირობები ( საგზაო ტურისტული ნიშნებისა და საინფორმაციო დაფების განთავსება; ტურისტულ ობიექტებზე დაშვების წესის საინფორმაციო დაფების განთავსება) და მოეწყოს ტურიზმის პრიორიტეტული სახეობების ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, კერძოდ:

კონგრეს ტურიზმი

ქობულეთში, 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროების შემდგომი განვითარების შესაბამისად შესაძლებელია კონფერენციების, ბიზნეს შეხვედრების ჩატარებაზე ორიენტირებული ტურიზმის განვითარებაც. სასიამოვნო გარემო,  ბიზნეს შეხვედრების დასვენებასთან კომბინაციაა მის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

არატურისტულ სეზონზე ტურისტთა ნაკადის გაზრდის მიზნით საჭიროა საკონფერენციო ( MICE) ტურიზმის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და საკონფერენციო დარბაზების აღჭურვა შესაბამისი ინვენტარითა  და მოწყობილობებით, აგრეთვე კადრებითა (სინქრონული თარგმნელები) და მომსახურე პერსონალით. ტურისტულმა სააგენტოებმა უნდა შეიმუშავონ სპეციალური შემეცნებითი ტურები ( 1– დღიანი) და ანიმაციური გასართობი პროგრამები კონფერენციის მონაწილეთათვის.

2-5.2ზღვაზე  დასვენება

ქობულეთი გამოირჩევა თავისი ბუნებრივი,  გეოგრაფიული, კლიმატური, რეკრეაციულ - კლიმატური პირობებით, რაც ხელს უწყობს ტურიზმის სხვადასხვა სახეების განვითარებას.  თვალწარმტაცი  ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა, ჩანჩქერები, მინერალური სამკურნალო წყლები, ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციული  სტუმართმოყვარეობა და განთქმული სამზარეულო -  ქმნის ქობულეთს მიმზიდველ  ტურისტულ  ადგილად.

კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. დამსვენებლებს იზიდავს მისი საყოველთაოდ ცნობილი წვრილქვიშიანი მრავალკილომეტრიანი პლაჟი, რომელიც ძალიან მოსახერხებელია მზის აბაზანების მისაღებად. პლაჟები კეთილმოწყობილია, აქ ფუნქციონირებს მრავალი წყლის ატრაქციონი. ქობულეთის მშვენებაა ზღვისპირა პარკი, რომელშიც თქვენ გაერთობით სპორტულ მოედნებზე, საზაფხულო კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და დისკო-კლუბებში.

ბოლო  წლების  სტატისტიკური  მონაცემებით ტურისტთა უმრავლესობას წარმოადგენს შიდა ტურისტები ( საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეებიდან ჩამოსული დამსვენებელი), ხოლო რაც შეეხება  საერთაშორისო  ტურისტებს, აქ იმატა გასულ წლებთან შედარებით დამსვენებელთა ნაკადმა  სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ისრაელიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან  და ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან.

მიუხედავად ტურიზმის სხვა სახეთა მრავალფეროვნებისა, ქობულეთში დომინირებს  ზღვაზე დასვენების ტურიზმი. ქობულეთში სიახლისა და  ტურისტების მოზიდვის მიზნით, სასურველია სანაპიროზე ( მდ. კინტრიშის შესართავის მიმდებარე სანაპირო, ფიჭვნარის სანაპირო) ნავსაყუდელი ადგილის გამოყოფა, რაც  განაპირობებს სასეირნო კატარღებისა და კატარამანის  შემოსვლას, რაც იძლევა საშუალებას, რომ ეფექტიურად დაინერგოს ქობულეთიდან  სახმელეთო - საზღვაო საექსკურსიო მომსახურება , კერძოდ - ტურისტებს  ეძლევათ შესაძლებლობა იმოგზაურონ შემდეგ საზღვაო მარშრუტებზე :

1. „აჭარის კურორტები“ - ქობულეთი - ციხისძირი - ჩაქვი - მწვანე კონცხი - ბათუმი - გონიო - სარფი - ქობულეთი ;

2. ქობულეთი - ჩაქვი - მწვანე კონცხი - ქობულეთი ( ქ. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება;

3.  „არგონავტების ნაკვალევზე“ - ქობულეთი - ფოთი - ქობულეთი.

პლაჟები

• სამდინარო პლაჟების მოწყობა მდ. კინტრიშზე

ა)სოფ.ქობულეთი

აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს ქობულეთი -ჭახათის საავტომობილო გზის მიმდებარედ, სოფ. ქობულეთიდან 2 კმ- ის დაშორებით. ტერიტორიის მიმდებარედ მოწყობილია საპიკნიკე ადგილი.

ბ)  სოფ. კობალაური

ტერიტორია მდებარეობს ქობულეთი -ჭახათის საავტომობილო გზის მიმდებარედ, სოფ. კობალაურში არსებულ თაღოვან ხიდთან ქ. ქობულეთიდან 27კმ- ის დაშორებით.

• ეკო - პლაჟი

რომელსაც ქობულეთის გამგეობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ გადაეცა პლაჟის ინვენტარი, ინფორმირებულია, თუ როგორ უნდა მოხდეს შემდგომი აღჭურვა და მოვლა. გამგეობას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული კონცესიონერთან, რაც აგრეთვე კარგი მაგალითია საზოგადოებრივი და კერძო სექტორის თანამშრომლობისა. კონცესიონერის ერთ-ერთი ვალდებულებაა უზრუნველყოს სისუფთავის შენარჩუნება პლაჟის არენდირებულ ტერიტორიაზე.

ამ მშვენიერ ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ადგილი კი ძალზე სასურველია, რადგან იქვეა ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი, მსგავსი ეკოსისტემა მსოფლიოში სხვაგან არ არსებობს.

• არამწეველთა  პლაჟი

ქობულეთის ახალი საზაფხულო, ტურისტული საბანაო სეზონი პირველი „არამწეველი“ პლაჟის გახსნით შეიძლება აღინიშნოს. ქალაქი, რომელსაც ქვეყნის ერთ–ერთი უმთავრესი ტურისტული ცენტრის სტატუსი აქვს,  შესაძლებელია იამაყოს წარწერის გამოჩენით:  Plage sans tabac (პლაჟი თამბაქოს გარეშე).

„არამწეველი“ პლაჟის სტატუსს მიიღებს პლაჟი, რომელიც ქალაქის ერთ–ერთ ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. ეს სანაპირო იმითაცაა ცნობილი, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვისაა გათვალისწინებული. მოწევაზე აკრძალვა აქ ახალი სეზონის დაწყებისთანავე შევა ძალაში, კანონდამრღვევებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ემუქრება.

• ფერადი  პლაჟი

პლაჟზე დასვენების ხსენებისას ყველას ნაცნობი სურათი წარმოუდგება - ქვიშა, ტალღების ხმა, შეზლონგებისა და ქოლგების რიგები.  თუმცა უცნაური გამონაკლისებიც არსებობს და მათი რიცხვი არც თუ მცირეა. ზოგ პლაჟზე ქვიშა შავი, მწვანე, წითელი ან სულაც იისფერია... ბუნებასთან ერთად, საკურორტო საოცრებებს ადამიანის ხელიც ქმნის.

ფერადი  პლაჟის  მოწყობა შესაძლებელია კურორტ  ციხისძირის პლაჟზე ( შავი ქვიშით ), ქობულეთის სანაპიროს ცენტრალურ მონაკვეთში ( ოქროსფერი ქვიშით ), ჩაქვი - ბუკნარის სანაპირო ზოლის მონაკვეთზე ( თეთრი ქვიშით).

• ქანდაკებები  პლაჟზე

ქალაქ ქობულეთთან ახლოს სოფელი ბობოყვათია. აქ არსებულ პლაჟზე შესაძლებელია განთავსდეს რამდენიმე ათეული სხვადსხვა სიმაღლისა და კომპოზიციის ლითონის ქანდაკებები.

• ღამისპლაჟები - ცეკვები  ქვიშაზე

ასეთი პლაჟის მოწყობა შესაძლებელია ფიჭვნარის სანაპირო ზოლზე.

დაივინგი

დაივინგი  წყალქვეშა  ტურიზმის ერთ ერთი აქტიური სახეობაა. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო საინტერესო და ამოუცნობია ზღვის სამყარო. წყალმცენარეებთან და ზღვის მობინადრეებთან ერთად, ასევე ძალიან საინტერესოა ჩაძირული გემებისა და თვითმფრინავების  დათვალიერება. ამასთან , ყვინთვა ავარჯიშებს სხეულის მთავარ კუნთებს, აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას, ხელს უწყობს ინდივიდის განტვირთვასა და კმაყოფილებას.

ჯერ კიდევ უძველეს დროში , როცა ზღვამ ნაპირზე ნიჟარები  და სხვა საინტერესო საგნები გამორიყა, ადამიანი დაინტერესდა, თუ რა საიდუმლო იმალება ზღვის ფსკერზე.  პირველი ცნობები წყალქვეშა  ცურვის შესახებ ძვ. წ. 168 წლით თარიღდება, როცა მაკედონიაში მყვინთავებმა  მეფე ფერსეუსის მიერ  ზღვაში  გადაყრილი განძის  დაბრუნება გადაწყვიტეს.

დაივინგის უამრავი სახეობა არსებობს : ავტონომიური, არაავტონომიური, მოხალისეთა, სამკურნალო და სხვა. მოხალისეთა ყვინთვის მიზანია დასვენება.  იგი სრულდება ინსტრუქტორის თანხლებით და თავის  მხრივ  გულისხმობს  ყვინთვის ისეთ  სახეობებს, როგორიცაა წყალქვეშა ნადირობა,  წყალქვეშა ფოტოგრაფია, ორიენტალური ყვინთვა კომპასით და სხვა. (შავ ზღვაში განსაკუთრებით  საინტერესოა „ფილოფლორას მინდორი“ ).

ჩვენი  ქვეყნის ტერიტორიაზე წყალქვეშა ცურვა შესაძლებელია სარფში, კვარიათში, ციხისძირსა და პალიასტომის ტბაზე.

ტურიზმის აღნიშნული სახეობის განვითარებისათვის საჭიროა ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილის გამოყოფა, კერძოდ ჩაქვში დაივინგის ცენტრის ჩამოყალიბებისათვის. ცენტრის მიერ  მომზადდება წყალქვეშა ცურვის ინსტრუქტორები, რომლებიც ჩაუტარებენ დაივინგის მოყვარულთ ვარჯიშებს და მათი საშუალებით  მოხდება წყალქვეშა ცურვა.

2-5.3 ტურიზმის სახეობები

2-5.3.1ეკოტურიზმი

ტურისტული ცენტრების, განთავსების ობიექტებში, დაცულ ტერიტორიებზე ჩატარებული კლევების საფუძველზე დგინდება, რომ  ქობულეთში  ჩამოსული  უცხოელი  ტურისტების  უმრავლესობა  სარგებლობს ეკოტურისტული  პროდუქტით( პოლონეთი, ისრაელი, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, უკრაინა, ბელურუსია, რუსეთის ფედერაცია).

ეკოტურიზმი - ეს არის ისეთი მოგზაურობა ტურისტებისა, რომლებსაც  გარემოსადმი თავიანთი პასუხისმგებლობა მკაფიოდ აქვთ გათვითცნობიერებული.  ასეთი ტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა. ეკოტურიზმს  მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ეკოლოგიური და კულტურულ-სოციალური ხასიათის უარყოფითი ზეგავლენის შედეგები, ხელს უწყობს დაცული ტერიტორიებისა და რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას. ეკოტურისტები შეიძლება იყვნენ ტყისმოყვარულები და აკვალანგისტები,  რომლებსაც წყალქვეშა სამყარო აინტერესებთ, ასევე ფრინველების მოყვარულნი და ა. შ. ტურიზმის ეს სახეობა პოპულარულია ტურისტთა იმ კატეგორიებს შორის,  რომლებსაც სურთ მიიღონ მეტი ინფორმაცია ადგილობრივ ეკოსისტემაზე,  ეკოკულტურაზე და აღელვებთ გარემოს დაცვის პრობლემები. ტურიზმის ეს სახეობა დიდ კაპიტალ-დაბანდებას არ საჭიროებს, მაგრამ კვალიფიციური გიდების ყოფნა აუცილებელია, რადგან იმ ადგილებში სადაც ტურისტები მოძრაობენ საჭიროა ბუნების დაცვის მკაცრი პრევენციული ზომების გატარება.

ქობულეთში ეკოტურისტებად  ძირითადად გვევლინებიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან: მეცნიერები, მკლევარები, საგანმანათლებლო ტურების ორგანიზატორები, ასევე ადამიანები, რომლებსაც სურთ გაეცნონ ქობულეთის ბუნებრივ და კულტურულ გარემოს, ისტორიას.

ეკო -ტურიზმის განვითარების საარსებო მინიმუმი:

o ისტორიულ - კულტურული ძეგლების და  დაცულ ტერიტორიებზე მისასვლელი ბილიკების აღდგენა;

o ინვესტიციები - შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ( არ არის აუცილებელი ძვირადღირებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. მაგ: სანაგვე ურნები, ტუალეტები);

o საინფორმაციო და მიმანიშნებელი  დაფების დახვეწა და ყველა მისასვლელტან განთავსება;

o საკემპინგო ტერიტორიების მოწყობა;

o საგანმანათლებლო, კულტურული და შემეცნებითი პროგრამების შემუშავება;

o ადგილობრივი მოსახლეობის მჭიდრო ჩართულობის უზრუნველყოფა, მათი სწავლება ამ მიმართულებით და მცირე ბიზნესის  განვითარებაში ხელშეწყობა;

o დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

ეკო ტურიზმისათვის დამახასიათებელი  საკემპინგო  ტურიზმის  სახეობის განვითარება ქობულეთში შეიძლება აქტუალური გახდეს, რადგანსაკემპინგე და საკარვე ადგილთა რაოდენობა მრავლადაა  როგორც დაბლობში, ასევე  ე. წ. ველურ ადგილებში. უნდა მოეწყოს  და უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

საკემპინგე ადგილები

o ფიჭვნარი

o ბობოყვათი

o ციხისძირი

o კვირიკე

o სოფ. ქობულეთი

o კინტრიშის ხეობა

ეკო ტურიზმი ადგილობრივი მოსახლეობისათვის  დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას გაზრდის და იქ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას შრომისუნარიანს გახდის.

მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ გარდა შემოსავლების მიღებისა, სხვა რა დადებითი თვისებები შეუძლიათ მიიღონ ეკო ტურიზმის განვითარებიდან.

o ეკო ტურიზმი არ აყენებს ზიანს ბუნებას, გამომდინარე აქედან, რომ ეკოტურისტებს აინტერესებთ ესა თუ ის ბუნებრივი გარემო იმ სახით, როგორც ის არსებობს  და არ მოელიან მის ცვლილებას.

o გააცნობიერონ უნდა, რომ ეკო ტურიზმი ხელს დადებითი ეთიკისა და ქცევის ჩამოყალიბებას ბუნებასთან  მიმართებაში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკოტურისტული რესურსები ( ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის დაცული ლანდშაფტი,  მტირალას ეროვნული პარკი, თიკერის ტყე, ისპანის ტორფნარები) იძლევა საშუალებას ახალი ეკოტურისტული მარშრუტების შემუშავებისათვის, კერძოდ:

ჩოლოქის პარკი

მდ. ჩოლოქის მარცხენა ნაპირის სანაპირო დიუნისა და შესაბამისად დიუნური მცენარეულობის კონსერვაციისა და გონივრული  გამოყენების ( ეკოტურიზმი და საგანმანათლებლო)  შესახებ

კოლხეთი მდიდარია როგორც ფლორისა და ფაუნის, ასევე ჰაბიტატების მსოფლიო უნიკალურობით. ამ მხრივ განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა ქობულეთი, მისი სანაპირო ზოლი.  ამ უნიკალურობას მიძღვნა 2009–2010 წწ ქ. ქობულეთში ჩატარებული მსოფლიო კონგრესები და სიმპოზიუმები.

მდიდარია კოლხეთი და მათ შორის სამხრეთი კოლხეთი – აჭარა ენდემებითა და რელიქტებით. ისეთი სახეობებითა და ჰაბიტატებით, რომლებიც ევროკავშირისათვის ზურმუხტის ქსელისა (Emereld network) და Nature 2000   ფარგლებში დაცულია. მათ მთელს ევროპაში გაქრობის საფრთხე ემუქრებათ.  ერთ–ერთი ასეთი გახლავთ სანაპირო ქვიშიანი დიუნები და შესაბამისად დიუნური მცენარეულობა. სანაპირო დიუნის პატარა მონაკვეთი 200 კვ მ ფართობი შემორჩენილია  მდ. ჩოლოქის მარცხენა ნაპირას.

გამომდინარე იქედან, რომ დღეს გლობალურია ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და გონივრული გამოყენება, ამ სახეოებებს დიდი როლი აკისრიათ ეკოტურიზმის განვითარების სფეროში. ამ მიზნით აუცილებელია დაცული იქნეს აღნიშნული ტერიტორია, სადაც განთავსდება საინტერპრეტაციო–საინფორმაციო დაფები, რომელსაც ორმაგი დატვირთვა ექნება  ეკოტურიზმი და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

აქტივობები:

1. ტერიტორიის შემოღობვა საძოვრების მენეჯმენტის არარსებობის გამო;

2. ხის, ქობულეთისათვის დამახასიათებელი საინფორმაციო ცენტრის გადატანა შიგნით სადაც ფიჭვნარია

3. საინფორმაციო ცენტრის უკან იქ სადაც ქვიშიანი დიუნა და შესაბამისად დიუნური მცენარეულობა იწყება განთავსდება ორი საინტერპრეტაციო საინფორმაციო დაფა რომელსაც ეკო–ტურისტული და საგანამანათლებლო დატვირთვა ექნება

4. საინფორმაციო ცენტრის ნარჯვნივ გაკეთდება მოსასვენებელი და სასეირნო ინვალიდებისათვის

5. საინფორმაციო ცენტრის მარცხნივ მოეწყობა საგამოფენო სტენდი

6. შეიძლება გაკეთდეს პატარა ბარი, სადაც არ გაიყიდება ალკოჰოლური სასმელები

7. პარკში იქნება Wi-fi

8. განთავსდება რეკლამები და ტურები, შეიძლება პატარა სუვენირების მაღაზიაც განთავსდეს

9.  კიდევ უფრო უკეთესად მოეწყობა იქ არსებული ტუალეტი

10. განთავსდება სამგანყოფილებიანი (ქაღალდი, პლასტმასი, ჭიქა)  სანაგვე ურნები

ფრინველებზე დაკვირვება

მარშრუტის ტიპი - საფეხმავალო

სიგრძე                   --  3, 5კმ

ხანგრძლივობა      -- 2,5 სთ

სირთულე :                საშუალო

სიმაღლე ზღის დონიდან : საწყისი - 21მ, საბოლოო -  400მ.

მარშრუტის აღწერა: მარშრუტის მთავარ ღირსშესანიშნაობას საყდრის მთიდან ფრინველებზე დაკვირვება წარმოადგენს. ამ ადგილიდან ხშირად შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება დაინახოთ სხვდასხვა გადამფრენი ფრინველის რამდენიმე სახეობა. ხოლო თუ ბინოკლით იქნებით შეიარაღებული, შესაძლოა მათ უფრო დეტალურად გაეცნოთ.

მარშრუტი იწყება სოფ. შუამთის გადასახვევიდან და სასოფლო გრუნტის გზის აღმართს მიუყვება. აღსანიშნავია, რომ მარშრუტის საბოლოო წერტილამდე გზა დამარკულია შემდეგი სახის ნიშნულით -  „ფრინველებზე დაკვირვება“.

გრუნტის გზის დასასრულს მარშრუტი საცალფეხო ბილიკს მიუყვება და  საყდრის მთასთან სრულდება.  აქ განლაგებულია პლატფორმა საიდანაც შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება. ამ ადგილიდან იშლება ულამაზესი ხედი, ერთის მხრივ, შავ ზღვაზე და მეორეს მხრივ, ხეობაზე, სადაც ზღვიდან გადამფრენი ფრინველები შემოდიან.

ეკოტურისტული მარშრუტები მტირალას ეროვნულ პარკში:

1. ჩაქვისთავი - ბეზონის მთა - ჩაქვისთავი ( სიგრძე - 14 კმ, ხანგრძლივობა - 1 დღე, სიმაღლეთა სხვაობა  400 – 1400 მ, მოქმედების დრო - 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე);

2. ჩაქვისთავი - კორხას მთა - მთა პატარა მტირალა -მთა დიდი მტირალა - მთა კორხა -  ჩაქვისთავი ( სიგრძე - 30 კმ, ხანგრძლივობა - 2 დღე,სიმაღლეთა სხვაობა  300 – 1300 მ,  მოქმედების დრო - 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე);

3. მახუნცეთი -  მთა დიდი მტირალა - მთა კორხა  - ჩაქვისთავი ( სიგრძე - 17 კმ, ხანგრძლივობა - 2 დღე,სიმაღლეთა სხვაობა  400 – 1400 მ,  მოქმედების დრო - 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე);

4. ყოროლისთავი - პატარა მტირალა - ჩაქვისთავი ( სიგრძე - 30 კმ, ხანგრძლივობა - 1 დღე, სიმაღლეთა სხვაობა  300 – 1350 მ, მოქმედების დრო - 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე);

5. ჩაქვისთავი - დიდი მტირალა - ცივ წყაროს გადასასვლელი -  აგარა  ( სიგრძე - 22 კმ, ხანგრძლივობა - 2დღე, სიმაღლეთა სხვაობა  300 – 1350 მ, მოქმედების დრო - 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე);

6. ჩაქვისთავი - ხეკნარა - ზერაბოსელი - დიდვაკე - ხინო (სიგრძე - 30კმ, ხანგრძლივობა - 2 დღე, სიმაღლეთა სხვაობა  400 – 1400 მ, მოქმედების დრო - 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე);

ეკოტურისტული მარშრუტი - „ხინოს მთა“

ტურის ხანგრძლივობა  4 დღე;

ტიპი - სალაშქრო.

მოქმედების დრო : 20  ივნისი - 15 სექტემბერი

მარშრუტი გადის შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, კერძოდ:  მარშრუტი იწყება ნაღვარევის ( ჭვანის) ხეობაში სოფ. ცხემლისიდან. ეს ხეობა ცნობილის შერეული ტყეებით, სარწყავი  სისტემებით, სათიბებით, ულამაზესი ლანდაფტით. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მარშრუტი გადის მწვერვალ „ ხინოს“ ( 2596მ.) დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს ალპურ ზონაში, სადაც აგვისტოს ცხელ დღეებშიც მრავლადაა თოვლიანი ფერდობები. ყველა ნაკადული სასმელ წყლად გამოიყენება, გვხვფება სამკურნალო ტალახები, მარშრუტზე მრავლადაა სამკურნალო მცენარეები, ტყისა და ალპური ზონის მოცვი. „ხინოს“ მთის მიდამოებში ბინადრობს როჭო, ტყის ქათამი, არჩვი.

აღნიშნული მარშრუტი გადის საუკუნეების განმავლობაში აქტიურად გამოყენებად საქარავნო გზებზე, კერძოდ: სოფ. ცხემლისიდან  პერანგას გადასასვლელამდე  მარშრუტი გადის საავტომობილო გზაზე, პერანგას გადასასვლელიდან  ცხემლა იაილამდე  ბილიკზე, პერანგას გადასავლელიდან  „სიძე - პატარძლის“ ქვებამდე  ბილიკი  გადის ფოთლოვან ტყეში,  დანარცენი - ალპურ ზონაში.

მარშრუტი  ისეა  შერჩეული , რომ  ხანგრძლივ  გადასვლებს არ საჭიროებს. ყოველდღიურად ტურისტი გაივლის 12 – 15 კმ-ს  და  ღამისთევები  მოეწყობა  მოსახლეობასთან ახლოს ( ყიშლებსა და იაილებში ), ამიტომ დამატებითი თავშესაფარების მოწყობა მარშრუტზე არ საჭიროებს, თუმცა „სიძე - პატარძლის“ ქვებთან და სარმიყელთან არის მიტოვებული ქოხები, რისი გამოყენებაც საჭიროების შემთხვევაში არის შესაძლებელი.

აღნიშნული მარშრუტი გათვალისწინებულია ფიზიკურად  მომზადებული ტურისტებისათვის. სასურველია ქონდეთ ლაშქრობის  გამოცდილება.

მარშრუტზე საჭირო ინვენტარი : ზურგჩანთა, პარალონი, საძირე ტომარა, კარავი, საქარული, ჯამ - ჭურჭელი, ფანარი. მგზავრობა  ქობულეთიდან  ცხემლისამდე  ( 96 კმ)  და სოფ. ხინოდან ქობულეთამდე  შესაძლებელია მიკროავტობუსით. ტურისტთა მომსახურება მარშრუტზე უნდა განახორციელოს კვალიფიციურმა გიდმა ( 10 კაცზე 1 გიდი - გამყოლი).

ალპურ ზონაში ზოგჯერ დღის მეორე ნახევარში  შემოდის ნისლი, ამიტომ მარშრუტის გავლა  ( განსაკუთრებით პერანგას მთისა და სარბიელას მთის მონაკვეთები) უნდა განხორციელდეს დღის პირველ  ნახევარში. სხვა განსაკუთრებული შემთხვევები , რამაც შეიძლება  ტურისტთა მოძრაობა შეაფერხოს  მარშრუტზე არ არის ( წვიმის შემთხვევაში ჯგუფი კარვებშია).

ლაშქრობისას ტურისტებს თან  მიაქვთ  1 დღის  საგზალი , დანარჩენ დღეებში  ტურისტები საკვებს  შეიძენენ  იაილებში.

პერსონალური აღჭურვილობიდან  ტურისტებს უნდათ ქონდეთ: ზურგჩანთა, პარალონი, საძილე  ტომარა, საქარული, ფანარი, ჯამ - ჭურჭელი, ხოლო  საერთო აღჭურვილობიდან  8- 10 ტურისტზე  საჭიროა 4 კარავი ( 3 - ადგილიანი) , 2 ქვაბი, პირველადი  დახმარების  წამლები.

წინასალაშქრო მოთხოვნებიდან  განსაკუთრებული ყურადრება უნდა მიექცეს  მოლაშქრეთა ჯანმრთელობის  მდგომარეობას,  ფიზიკურ მონაცემებს, მოლაშქრეთათვის ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის შერჩევას.სამაშველო  სამსახურთან  დაკავშირება  მარშრუტიდან   შესაძლებელია  მობილური ტელეფონით.

ეკოტურისტული მარშრუტი „ქობულეთი - კვირიკე - ზედა სამება  - სკურდას მთა;

ეკოტურისტული მარშრუტი „ქობულეთი - ჭახათი - კინტრიშის ნაკრძალი - ხინო“.

ეკოტურისტული მარშრუტი „ქობულეთი - ჭვანა - ჯვარი მინდორი - ხინო.

საზაფხულობანაკები- სხვა და სხვა ინსტიტუტებთან, სკოლებთან აქტიური თანამშრომლობით შესაძლებელია ერთ-ერთი მიმართულებ აიყოს ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზება ქობულეთის კურორტზე, მტირალას ეროვნულ პარკში და ა.შ..

2-5.3.2აგროტურიზმი

სასოფლო ანუ აგრარული ტურიზმი  ითვალისწინებს: ტურისტთა განთავსებას ადგილობრივი  ტრადიციებით აგებულ სახლებში, კვებას ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებით და მონაწილეობას სოფლის ცხოვრებაში. ადგილობრივი მკვიდრნი სოფლად აშენებენ, ფლობენ და განკარგავენ ტურისტულ ობიექტებს, ქმნიან სამუშაო ადგილებს და ტურისტების მიერ გაწეული დანახარჯებიდან იღებენ პირდაპირ ეკონომიკურ მოგებას. სასოფლო ტურიზმის წარმატებული განვითარება არ ითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებას, მაგრამ  საჭიროებს სრულყოფილ დაგეგმვას და  პროგრამირებას. ადგილობრივმა  მოსახლეობამ ობიექტთა  მომსახურებისათვის უნდა გაიაროს  სპეციალური მომზადება. პირველ ეტაპზე  უნდა ჰქონდეს  შესაძლებლობა მიიღოს მცირე სესხები და   ტექნიკური კონსულტაციები. მთავარია, რომ თითოეულ სოფელში შენარჩუნებული იქნეს განვითარების ოპტიმალური დონე, რომ არ შეიქმნას ეკოლოგიური და სოციალური პრობლემები. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სოფლებში ახალი ტურისტული ობიექტები აშენდეს.

ფერმერული ტურიზმი - თითქმის სასოფლო ტურიზმის ანალოგიურია, დიდი პოპულარობით სარგებლობს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში და მსოფლიოს  მრავალ რეგიონში ვითარდება. ტურიზმის ეს სახეობა ტურისტებს საშუალებას აძლევს განთავსდნენ ფერმებში, რანჩოებსა და პლანტაციებში (ტროპიკულ  რეგიონებში), ან სტუმრებისათვის განკუთვნილ ცალკე სახლებში (კვებით). ამასთან ერთად ტურისტებს საშუალება აქვთ გაეცნონ, ან მონაწილეობა მიიღონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. გარდა ამისა ზოგიერთი ფერმერი თავის ტერიტორიაზე აწყობს კემპინგებს და ტურისტებს თევზაობისა და ნადირობის საშუალებას აძლევს.  ტურისტებს შეუძლიათ ფერმის ტერიტორიები გამოიყენონ ბაზებად, საიდანაც  ლაშქრობები მოეწყობა. მეთევზეთა დასახლებებში ადგილობრივ მცხოვრებთ შეუძლიათ ტურისტებს მისცენ საცხოვრებელი და მონაწილეობა მიაღებინონ  თევზაობაში.  ტურიზმის ამ სახეობის ორგანიზებისათვის შეიძლება ტექნიკური დახმარება გახდეს საჭირო.  როგორც წესი იმ სასოფლო რაიონებში, სადაც ტურიზმი ვითარდება,  თავს იჩენს მომსახურების და ჯავშნის სისტემის შექმნის აუცილებლობა.

2-5.3.3 სამკურნალო - გამაჯანსაღებელი ტურიზმი

ქობულეთის მუნიციპალიტეტს აქვს რეკრეაციულ-ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარების პოტენციალიც, რომლის შესწავლა და ამ მხრივ ინფრასტრუქტურის განვითარება საინტერესო და სასრგებლო იქნება როგორც ადგილობრივებისათვის ასევე სტუმრებისათვისაც.  ქობულეთში ბევრი მინერალური წყალი და სამკურნალო ტალახია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს მათ ირგვლივ ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტების განვითარების მიზნით:

o სოფელ კვირიკეში ლაფშას წყალზე გამომდინარე გოგირდოვანი წყალი. (ბუნებრივად გამომდინარე გოგირდოვანი სამკურნალო წყალი საუკეთესო საშუალებაა კუჭის, ათეროსკლეროზის, სახსრების და მარილების სამკურნალოდ).

o გოგირდის აბანოები ახალსოფელში ( აქვს ორგანიზმის გამწმენდი ეფექტი)

o კინტრიშის ხეობაში მდებარე ყოფილი გოგირდოვანი აბანოები, რომელიც საჭიროებს აღდგენას.

სამკურნალო ტალახები

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენებასხვადასხვა დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით ერთ-ერთი აქტუალური ამოცანაა თანამედროვე მედიცინისათვის. მკურნალობის ბალნეოლოგიური მეთოდების დანერგვა როგორც კურორტებზე ასევე მის გარეთ ხელს უწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტურ გაუმჯობესებას.

სამკურნალო პელოიდებს (ტალახებს) თავისი დიდი თერაპიული მოქმედების გამობალნეოლოგიაში და კურორტთერაპიაში განსაკუთრებული ადგილი უკავიაT. მათი გამოყენების  ისტორია უხსოვარი დროიდან იწყება.

რაც შეეხება ტალახით მკურნალობის ისტორიას საქართველოში, იგი უშუალოდ დაკავშირებულია ახტალის სამკურნალო ტალახთან, რომლის შესახებ პირველი ცნობები გვხვდება მe-18  საუკუნეში,   ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს გეოგრაფიულ აღწერილობაში.

პელოიდებს მათი ტიპის მიუხედავად გააჩნიათ საერთო სამკურნალო მოქმედება. ისინი ავლენენ გამოხატულ თერაპიულ ეფექტურობას:

1. თბოფიზიკური თვისებების გამო;

2. ორგანომინერალური შემადგენლობის გამო;

3. ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების: რკინის ჟანგი, სპილენძი, ალუმინი, კობალტი, ამინომჟავები, ნახშირწყლები, გოგირდწყალბადი, აზოტი, აგრეთვე ჰორმონების, ანტიბიოტიკებისა და ვიტამინების მსგავსი ნივთიერებების შემცველობის გამო.

სამკურნალო ტალახებს გააჩნიათ ბაქტერიოციდული, ბაქტერიოსტატიკური, ანთებისსაწინააღმდეგო და პროანტიოქსიდანტური მოქმედება.

ჩვენთვის ხელმისაწვდომ ლიტერატურაში არ გვხვდება მონაცემები აჭარაშიგავრცელებული  სულფიდური პელოიდების კვლევის შესახებ.

გამომდინარე აქედან აჭარაშიგავრცელებული სულფიდური პელოიდების კვლევამათი სამედიცინო და კოსმეტოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენების მიზნით  ერთ ერთი აქტუალური პრობლემაა თანამედროვე მედიცინისა და ფარმაციისათვის.

2-5.3.4 კულტურულ - შემეცნებითი ტურიზმი

ქობულეთში არის კულტურული და რელიგიური ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი და ასევე სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობაც. ამ მხრივ აღსანიშნავია ის მდიდარი მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობა რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული ისტორიული ძეგლებისა თუ ნანგრევების სახით. თითოეული მათგანის როგორც სამეცნიერო-კულტურული ასევე ტურისტული ღირებულება დიდია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია მათ იგვლივ, კერძოდ კი - მისასვლელ გზების მოწესრიგება, ნიშნულების დადგმა, ბილიკების მოწყობა, ასევე ამ ძეგლების შესახებ სრული ინფორმაციის თავმოყრა და უცხო ენაზე ხელმისაწვდომობა, ამ მხრივ გიდების ინფორმირებულობის გაზრდა.

ყველაზე მთავარი ამ მხრივ პეტრას ციხის საკითხის მოგვარებაა ამ ეტაპზე, არდგან ეს ობიექტი სარგებლობს ტურისტების დიდი ინტერესით, ასევე მისი მდებარეობაც ხელსაყრელია და ძეგლის ისტორიული მნიშვნელობაც განაპირობებს ვიზიტორთა სიმრავლეს, თუმცა ციხის ტერიტორიაძე არ არსებობს ტურისტული ინფრასტრუქტურა და არც მისასვლელი გზა და სხვა ტურისტული სერვისებია უზრუნველყოფილი. კარგი იქნება გონიოს ციხის ანალოგიურად მოხდეს პეტრას ციხის მოწყობაც, თავისი გიდების სერვისით, საინფორმაციო ცენტრით, მოწყობილი ბილიკებითა და საოპირფარეშოთი. ასევე მნისვნელობანია ციხის ტერიტორიაზე შესვლა უნდა იყოს ფასიანი და პირველად ტურისტულ სერვისებთან ერთად დაემატოს ანიმაციის საშუალებებიც, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მას ტურისტული თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანია ფიჭვნარის ანტიკური ხანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მოეწყოს კულტურული ტურიზმის ინფრასტრუქტურა, კერძოდ:

• კეთილმოეწყოს მისასვლელი და შიდა გზები;

• საავტომობილო მაგისტრალზე განთავსდეს საინფორმაციო ბანერი და მაჩვენებელი;

• მოეწყოს შიდა ბილიკები და მოხდეს მათი მარკირება;

• არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეთა განთავსებისათვის აიგოს განთავსების საშუალებები (კოტეჯები) შესაბამისი ინფრასტრუქტურით ( წყალმომარაგებისა და კანალიზაცია, განათება)

• არქეოლოგიური ბაზის კეთილმოწყობა (საინფორმაციო დაფისა და სუვენირების გასაყიდი პუნქტის განთავსება, მინი სპორტული მოედნის მოწყობა)

ასევე მუნიციპალიტეტში რელიგიური ტურიზმისგანვითარების  დიდი პოტენციალია, აქ ბევრი ეკლესიის ნაშთია განლაგებული:

• სოფელი კვირიკე

• წმ. გიორგის ტაძარი

• ელენეს და კოსტანტინეს სახელობის ტაძარი

• წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის საყდარი

• ციხისძირი

• პეტრასციხე

• ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ტაძარი

• წმ. გიორგი ათონელის სახელობის ტაძარი თეთროსანი

• კინტრიშისხეობა

• თაღოვანიხიდები, ციხეები (აქ აღსანიშნავია ელიას ციხე რომელიც დიდ ინტერესს იწვევ ტურისტებში.)

• წმინდაგიორგისდედათამონასტერი

• წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათამონასტერი და სხვა.

ყველა ამ ობიექტებთან მიმართებაში ასევე გასათვალისწინებელია პირველადი ინფასტრუქტურის უზრუნველყოფისა და სრულყოფის საკითხი, კერძოდ კი: მოსაწესრიგებელია გზები, მისასვლელი ბილიკები,  საპირფარეშო მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტული მანიშნებლები, საგზაო ნიშნულები და დაფები.

2-5.3.5ეთნოტურიზმი

საქართველო, მათ შორის აჭარის რეგიონი ძალზედ საინტერესო და მიმზიდველია ბევრი უცხოელისათვის თავისი უნიკალური ანბანის,  ენის,  ფოლკლორის,  მრავალსაუკუნოვანი ჩამოყალიბებული ისტორიულ–კულტურული ტრადიციების გამო. ეთნოტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია:

სათანადო მაღალკვალიფიციური ექსკურსიამძღოლების მნიშვნელოვანი კომფორტის მომზადება / გადამზადება, ასევე ეთნოტურიზმის პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი  (განსაკუთრებით სოფლის)  მოსახლეობა, რომელთა სახლებშიც  (წინასწარ შერჩეული და პროგრამაში ჩართული) მოხდება სტუმრების მიყვანა / განთავსება ადგილობრივი ადათ–წესების და ცხოვრების გასაცნობად.  გარდა ამისა,  შესაძლებელია სტუმრებისათვის ქართული ენის, სიმღერის, ცეკვის,  ხალხური რეწვის შემსწავლელი კურსების შეთავაზება, რაც, თავისმხრივ,  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით.

2-5.4 სტატუსის მინიჭება ან გაზრდა

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის N 655 ბრძანებულების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამტკიცებულია 6 კურორტი და 17 საკურორტო ადგილი. ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის დარგი აღიარებულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და აქედან გამომდინარე, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ბევრი რამ გაკეთდა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში, კერძოდ: აშენდა ახალი, თანამედროვე კომფორტაბელური განთავსების საშუალები სასტუმროები, სასტუმრო სახლები, კოტეჯები, კემპინგები) და კვების ობიექტები ( რესტორნები, კაფე – ბარები, ბუნგალოები, საპიკნიკე ადგილები), ქობულეთში ძირფესვიანად შეიცვალა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები, კეთილმოეწყო ქუჩები და სკვერები,  აშენდა ახალი თანამედროვე ავტომაგისტრალები და საავტომობილო გზები, ზღვისპირეთში განლაგებულ მატერიალური კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზები და ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტები (სუვენირების მაღაზია, კვების ობიექტები, საინფორმაციო დაფები და ა.შ) და სხვა. გარდა ამისა შეიცვალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული საზღვრები.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანსწონილია შევიდეს ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტის ზემოთ აღნიშნულ ბრძანებულებაში, კერძოდ:

საკურორტო ადგილს „ ფიჭვნარი“ შეეცვალოს საკურორტო ადგილის სტატუსი და მიენიჭოს ზღვისპირა კლიმატური ტიპის კურორტის სტატუსი.

ფიჭვნარი წარმოადგენს ზღვისპირა კლიმატური ტიპის საკურორტო ადგილს, რომელიც მდებარეობს  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ქ. ქობულეთის სიახლოვეს. ფიჭვნარი სამედიცინო პროფილის კურორტს მიეკუთვნება, სხვადასხვა სენით შეპყრობილ ადამიანებს შეუძლიათ ჩაიტარონ პროფილაქტიკური თერაპია და დაისვენონ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ზღვაზე აქტიური დასვენებით.

ბოლო პერიოდში აქ გაუმჯობესდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აშენდა სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკანალიზაციო ქსელს, ფუნქციონირებს  ეკოლოგიური პლაჟი  და თავისუფალი ტურისტული ზონა. არსებობს ყველა პირობა იმისა, რომ ამ საკურორტო ადგილს მიენიჭოს ზღვისპირა კლიმატური კურორტის სტატუსი.

დაბა  ჩაქვს მიენიჭოს ზღვისპირა კლიმატური ტიპის კურორტის სტატუსი,

რადგანაც აღნუშნულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სასტუმრო– სანატორიუმი, სასტუმროები და სასტუმრო სახლები და კვების ობიექტები, მოწესრიგებულია შიდა საავტომობილო გზები და სხვა  კომუნიკაციები (კავშირგაბმულობისა და ჯანდაცვის ობიექტები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა).

მიზანშეწონილია მიენიჭოს საკურორტო ადგილის სტატუსი საკურორტო რესურსის მატარებელ შემდეგ დასახლებულ პუნქტებს:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფელს – აქ არსებობს სამკურნალო მინერალური წყალი, რომელსაც მოსახლეობა ოდითგანვე იყენებდა სააბაზანოდ.

სუბტროპიკული კლიმატი, საუკეთესო სამკურნალო თვისებების მქონე თბილი შავი ზღვა, სანაპირო ზოლში არსებული ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურა და მთისა და ზღვის უნიკალური ურთიერთშეხამება ქმნის საუკეთესო პირობებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  დასვენებისათვის.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებობს 2 ზღვისპირა კლიმატური კურორტი, (ქობულეთი, ციხისძირი), და  5  საკურორტო ადგილი.

ქობულეთში ახალი საკურორტო და ბუნებრივ-რეკრეაციული, აგრეთვე ტურიზმის (მათ შორის ეკო, კულტურული, გამაჯანსაღებელი, სათავგადასავლო და ა.შ.) ახალი სახეობების და მათი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭიროა გამოვლინდეს ტურისტული და საკურორტო - რეკრეაციული  რესურსებით მდიდარი ტერიტორიები, რომლებსაც უახლოეს მომავალში მიენიჭება საკურორტო ადგილის სტატუსი, კერძოდ

2-5.4.1 პერსპექტიული კურორტები

ხინოს  მთა

საკურორტო ადგილი ხინოს მთა მდებარეობს ქალაქ  ქობულეთიდან  55 კმ- ის  დაშორებით ზღვის დონიდან 1850 მ-ზე. ხოლო ხინოს მთის მწვერვალი 2599 მ-ს შეადგენს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მაღალი მწვერვალია, ეს საკურორტო ადგილი IV-ა საკურორტო ზონა მიეკუთვნება. ხინოს მთის უნიკალური ჰავა საშუალებას იძლევა აქ მოსული ვიზიტორები განიკურნონ სხვადასხვა დაავადებისგან, აღსანიშნავია რომ ხინოს მთა ერთადერთი საკურორტო ადგილია სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ განიკურნონ გინეკოლოგიური დაავადებისგან. გამოირჩევა ზომიერი კლიმატით, დიდთოვლიანობით, წყლის საკმაო მარაგით, შერეული ტყით, სადაც ჭარბობს ფოთლოვანი ტყეები. მისი პოტენციალი ასამაღლებლად აუცილებელია სახელმწიფოს ხელშეწყობა.  აქ შესაძლებელია  მოეწყოს მთის კლიმატური კურორტი, რომლის სამკურნალო ფაქტორი იქნება შეზავებული ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰაერისა და მთის, მშრალი კონტინენტური ჰაერის. აღნიშნული კურორტის მოსარგებლენი იქნება როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ხინოს მთაზე არსებობს ადგილობრივი მოსახლეობის საზაფხულო იაილები), ასევე მეზობელი გურიის რეგიონის მოსახლეობა და ქობულეთში ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსული ტურისტები.

ფიჭვნარი

ფიჭვნარი არის ზღვისპირა  კლიმატური ტიპის საკურორტო ადგილი, რომელიც მდებარეობს  ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ქ. ქობულეთის სიახლოვეს.  ფიჭვნარი სამედიცინო პროფილის კურორტს მიეკუთვნება, სხვადასხვა სენით შეპყრობილ ადამიანებს შეუძლიათ ჩაიტარონ პროფილაქტიკური თერაპია და დაისვენონ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ზღვაზე აქტიური დასვენებით.

ბოლო პერიოდში აქ გაუმჯობესდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აშენდა სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკანალიზაციო ქსელს, ფუნქციონირებს  ეკოლოგიური პლაჟი  და თავისუფალი ტურისტული ზონა. არსებობს ყველა პირობა იმისა , რომ ამ საკურორტო ადგილს მიენიჭოს ზღვისპირა კლიმატური კურორტის სტატუსი.

2-5.4.2 პერსპექტიული  საკურორტო ადგილები

ჩაქვი - ბუკნარი

დაბა ქობულეთის რაიონში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ჩაქვისწყლის ნაპირებზე (ზღვის დონიდან 30 მ, ქობულეთიდან 12 კმ). დაბის სტატუსი მიიღო 1954 წელს. მოსახლეობა 8.1 ათასი (2002). ადამიანს აქ ჯერ კიდევ ქვის ხანაში უცხოვრია, მიკვლეულია ბრინჯაოს ხანის განძი. ჩაქვში არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე კულტურის, განათლების და ჯანდაცვის ობიექტები.

ჩაქვი  ისტორიულად ქართული ჩაის სამშობლოა. სწორედ აქ შემოიტანა და გააშენა პირველად ჩაი ჩინელმა მეცნიერმა ლაო ჯონ ჯიაომ. ჩაქვის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი. მის გაგრძელებაზე, მწვანე კონცხის გადასასვლელზე, 2005 წლიდან ფუნქციონირებს სავტომობილო გვირაბი, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა ბათუმამდე გადაადგილების დრო და მანძილი.

აჭარაში ჩამოსულ დამსვენებლებსა და ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ ჩაქვის სანაპირო ზოლზე განლაგებული სასტუმროები, აგარაკები და სააგარაკე სახლები, რომლებშიც საუკეთესო პირობებია შექმნილი შავი ზღვის სანპიროზე დასვენებისათვის.

სამომავლოდ დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ახალი საკურორტო ზონა მოეწყობა. აჭარაში ხორციელდება უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტი - „დრიმლენდ ოაზისი", რისთვისაც ჩაქვში შემოდის 105-მილიონიანი ინვესტიცია. ეს არის ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიცია აჭარაში. თანამედროვე, პერსპექტიული აპარტოტელის ტიპის პროექტის განხორციელების ადგილად ავსტრიელმა ინვესტორებმა სწორედ საქართველოს კურორტი შეარჩიეს. საკურორტო ზონა Dreamland Oasis-ში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლები განთავსდება. ტერიტორიაზე ამ დროისთვის 21 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. კომპლექსში 3 ღია და 1 დახურული აუზი, აკვაპარკი, კორტები და მოედნები მოეწყობა. ტერიტორიაზე მთლიანობაში 1000 სასტუმროს ტიპის ბინა განთავსდება.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა ჩაქვს აღუდგეს საკურორტო ადგილის სტატუსი, რომელიც მინიჭებული ჰქონდა ამ ადგილს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 ნოემბრის N 669 ბრძანებულებით.

სოფ. ქობულეთი

სოფელი ქობულეთი უძველესი დასახლებული ადგილია  ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე. აქ აღმოჩენილია უძველესი ნასახლარი, რომელიც 9000 წლით  თარიღდება ( მდინარე კინტრიშის მარჯვენა ნაპირზე). სხვადასხვა პერიოდისათვის, სოფელი ქობულეთი სხვადასხვანაირად მოიხსენიებოდა. მაგალითად,  მას ხან „ პატარა ქობულეთს“ , ხანაც კიდევ „ ზედა ქობულეთს“ ეძახდნენ. მას შემდეგ , რაც ქობულეთი თურქებმა დაიკავეს  და მას „ჩურუქსუ“ უწოდეს. „პატარა ქობულეთად“ და „ზედა ქობულეთად“ წოდებულმა სოფელმა საბოლოოდ დაიმკვიდრა სოფელ ქობულეთის სახელი. აქ შესაძლებელია მოეწყოს კლიმატური ტიპის საკურორტო ადგილი, რასაც ხელს უწყობს ის გარემოება, რომ აქ გამოედინება მინერალური, სამკურნალო თვისებების მატარებელი მინერალური წყალი და სოფლის ცენტრიდან 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს საპიკნიკე ადგილი „ ბაბუატბა“, სადაც შესაძლებელია მოეწყოს სამდინარე პლაჟი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. აღნიშნული  საბანაო ადგილით სარგებლობენ როგორც კურორტ ქობულეთში ჩამოსული დამსვენებელი, ასევე აჭარის რეგიონში ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსული ტურისტები.

სოფ. ქობულეთის ახლოს მდებარეობს სოფ. კოხი, სადაც ადგილობრივი მცხოვრების თემურ ჯაფარიძის საკალმახე მეურნეობის ბაზაზე ფუნქციონირებს  საპიკნიკე ადგილი, რომლითაც ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში აქტიურად სარგებლობენ ტურისტები.

სახალვაშო - ჩაისუბანი ( შუამთა)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები სახალვაშო და ჩაისუბანი  შეიძლება გამოიყოს როგორც პოტენციური საკურორტო ადგილები, ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმისა და სოფლად ტურიზმის განვითარების მხრივ.

შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლები, მტაცებელი ფრინველების მრავალრიცხოვანი მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია, სადაც ყოველწლიურად 1.000.000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ, ამ ფაქტის გამო აღნიშნული ადგილები მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მესამეა. იგი ცნობილია "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელით  (იხ. სურათი).

სურათი1. ფრინველების მიგრაციისა და მათი გაჩერების ადგილები საქართველოში

[pic]

აქ შემოდგომის პერიოდში სკანდინავიიდან, რუსეთის ტყეებიდან და ცენტრალური აზიიდან 35 სახეობის გადამფრენი მტაცებელი მიფრინავს სამხრეთით აფრიკისაკენ გამოსაზამთრებლად. სწორედ რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს ამ დენი ფრინველის ერთ ადგილზე თავმოყრას, რაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღების უტყუარი წინაპირობაა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ჩაისუბანი - საუკეთესო ადგილია იმათთვის, ვინც ერთმანეთს უზიარებს თავიანთ ინტერესებს მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ. გარდა სოფელი ჩაისუბნისა, ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა ასევე შესაძლებელია ისპანის ჭაობზე (ქობულეთის დაცული ტერიტორიები), სადაც აღმართულია სათვალთვალო კოშკურა და ასევე სოფელ სახალვაშოში, ამ ტიპის ტურიზმის განვითარების პოტენციალი არის ასევე კინტრიშის ნაკრძალისა და მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 35 სახეობის გადამფრენი მტაცებლებიდან გამოირჩევა რამდენიმე:

• კაკაჩას მიგრაცია იწყება აგვისტოს ბოლოს და პიკ საღწევს სექტემბრის პირველ კვირაში. მსოფლიოში კაკაჩების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობა (დაახლოებით 650.000) 2012 წლის შემოდგომაზე დაფიქსირდა სწორედ ბათუმში. პერიოდულად აქ შესაძლებელია იხილოთ იშვიათი სახეობის კაკაჩა  (Oriental Honey-Buzzard).

• ასევე საინტერესო და მრავალფეროვანია არწივების მიგრაცია. აქ შესაძლებლობა გეძლევათ იხილოთ ჩია არწივი, გველიჭამია, ველისარწივი, მწირემყივანი არწივი და ბექობის არწივიც კი სექტემბრის მესამე კვირის ად აოქტომბრის პირველი კვირის განმვლობაში.

• ბათუმის ე.წ. დერეფანში ასევე წარმოდგენილია წითელფეხება შევარდენი. გვიანი სექტემბრის პერიოდში აქ შესაძლებელია იხილოთ ჩვეულებრივი კირკიტა, მცირე კირკიტა, წითელფეხება შევარდენი, ალალი, შევარდენი და მარჯანი ერთი და იმავე დღეს. პერიოდულად ასევე ფიქსირდება გავაზი.

გარდა ცჩიტებზე დაკვირვებისა (Birdwatching), აქ ასევე, თვალწარმტაცი ბუნებაა, განსაკუთრებით აღსანიშნავუა გარშემორტყმული ტყეები. ამ ტერიტორიებიდან რამდენიმე  ბილიკი მიუყვება მტირალას ეროვნული პარკის სათვალთვალო ადგილებს, სადაც ასევე იგეგმება სათვალთვალო პუნქტის მოწყობა.

აღსანიშანვია ის ფაქტი, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2012 წელს პირველად გაიმართა Birdwatching-ისფესტივალი, რომელიც ორგანიზებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციის "Batumi Raptor Count"-ის მიერ. ფესტივალის მიზანი იყო აჭარაში ფრინველებზე  დაკვირვების  ტურიზმის   პოპულარიზაცია. ფესტივალს ესწრებოდა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დაინტერესებული პირები და ექსპერტები.

აჭარაში ჩიტების დაკვირვების პოტენციალის არსებობა კიდევ ერთხელ დადასტურდა 2012 წლის 3 სექტემბერს, როცა საერთაშორისო ორგანიზაცია "Batumi Raptor Count"-ის მონაცემით ერთი დღის განმავლობაში  179.342  გადამფრენი კრაზანაჭამია არწივი დაფიქსირდა. ეს ციფრი მნიშვნელოვნად აღემატება 1982 წელს ისრაელში დაფიქსირებულ ბოლო მსოფლიო რეკორდს - 124.000 კრაზანაჭამია არწივი დღის განმავლობაში. იგივე, "Batumi Raptor Count"-ის მიერ  გამოქვეყნებული ცნობით საშემოდგომო მიგრაციის პერიოდში  მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველი დაფიქსირდა. სპეციალისტების აზრით, ერთი სეზონისათვის ეს მონაცემი რეკორდულ მაჩვენებელს  წარმოადგენს.

ახალსოფელი

ქობულეთის მუნიციპალიტეტს აქვს რეკრეაციულ-ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარების პოტენციალიც, რომლის შესწავლა და, ამ მხრივ, ინფრასტრუქტურის განვითარება საინტერესო და სასრგებლო იქნება როგორც ადგილობრივებისათვის ასევე სტუმრებისათვისაც.  ქობულეთში ბევრი მინერალური წყალი და სამკურნალო ტალახია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს მათ ირგვლივ ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტების განვითარების მიზნით:გოგირდისაბანოებიახალსოფელში (აქვს ორგანიზმისგამწმენდიეფექტი).  აქ შესაძლებელიაპროფილაქტიკური, კარდიოლოგიური, პულმონოლოგიური მკურნალობის მიზნითდასვენების ორგანიზება.

კვირიკე ( ლაფშას აბანო)

სოფელი კვირიკე ქ. ქობულეთიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული. ალბათ, მეტად სარწმუნო და ნიშანდობლივია ის რომ, ამ სოფლის სახელწოდება წმ. კვირიკეს სახელთანაა დაკავშირებული. კვირიკეს ზოგიერთ კუთხეს, რუსეთსა და თურქეთს შორის აქ გამართულ ბრძოლასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. მაგალითად ასე, სოფლის ზემო განაპირა ნაწილს „ნაზარბაზევი“ ჰქვია, აქ დღემდეა შემორჩენილი ზარბაზნების განთავსების ტერასები; სოფლის  ერთ - ერთ გორაკს კი „ნაბათიას“  ეძახიან, რაც ნაომარ ადგილს ნიშნავს. სოფელ კვირიკეში ჩამოედინება წყალუხვი მდინარე კინკიშა, რომელიც სოფელს შუაზე ჰყოფს.

დღეისათვის  სოფელი 3 ნაწილადაა გაყოფილი: საკუთრივ კვირიკე, ზედა კვირიკე და ქვედა კვირიკე.

სოფელ კვირიკეში ლაფშას წყალზე გამოდის გოგირდოვანი წყალი. (ბუნებრივად გამომდინარე გოგირდოვანი სამკურნალო წყალი საუკეთესო საშუალებაა კუჭის, ათეროსკლეროზის, სახსრების და მარილების სამკურნალოდ).

2-6.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სპორტი და განათლება

2-6.1  ზოგადი მიმართულებები და სტრატეგია

ხედვა

• განათლების ხარისხის შეესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან,  განათლების თანაბრად ხელმისაწვდომობა ყველასათვის, განათლების სისტემის ხელის შეწყობა კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებაში;

• აჭარა უნდა წარმოადგენდეს ერთ-ერთ წამყვან კულტურულ ცენტრს შავი ზღვის სანაპიროზე, კულტურის სფეროში მუდმივად უნდა იყოს სიახლეები და აჭარის კულტურული მემკვიდრეობა, თვით მყოფადობა და კულტურული ცხოვრება უნდა წარმოადგენდეს                    ტურიზმის განვითარების მნიშნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს;

• სპორტს უნდა ჰქონდეს მასობრივი ხასიათი და  ასაკისა და სქესის მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილი უნდა იყოს აქტიურად ჩართული სპორტულ ცხოვრებაში, აჭარაში უნდა გაიზარდოს თაობა, რომელიც ასახელებს თავის კუთხეს როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიო სპორტულ ასპარეზზე.

მისია

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;

უკეთესი საზოგადოებრივი სერვისის დანერგვა;  ინტეგრაცია  საერთაშორისო   ასპარეზზე;

საზოგადოების გაზრდილი აქტიურობა და ჩართულობა  კულტურისა და სპორტის სფეროებში.

მიზნები

სტრატეგიული მიზანი 1.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში  ზოგადი განათლების გაუმჯობესება

შედეგი 1.1 ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაუმჯობესდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი;

შედეგი 1.2 დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების  რეაბილიტაცია;

შედეგი 1.3ქობულეთის მუნიციპალიტეტის  მაღალმთიან დასახლებებში შემცირდა უცხო ენებისა და ხელოვნებისპედაგოგთა დეფიციტი;

შედეგი 1.4 გაიზარდა მასწავლებელთ მოტივაცია პროფესიული განვითარებისათვის;

შედეგი 1.5 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ნაწილობრივ მომარაგდა სასწავლო თვალსაჩინოებებით.

სტრატეგიული მიზანი 2.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გააქტიურება. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და კულტურის საერთაშორისო დონეზე გატანა

შედეგი2.1დახვეწილია ქობულეთის მუნიციპალიტეტში  კულტურის სფეროს მარეგულირებელი სისტემა;

შედეგი 2.2შექმნილია  და გამოიყენება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ძეგლთა მონაცემთა ბაზა;

შედეგი 2.3 განხორციელების ეტაპზეა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციისა და კონსერვაციის გეგმა;

შედეგი 2.4 გაუმჯობესებულია მუზეუმების ორგანიზაციული რესურსები;

შედეგი 2.5 ხორციელდება საერთაშორისოკულტურული ღონისძიებების  ერთიანი პროგრამა;

შედეგი 2.6ხელმისაწვდომიაქობულეთის მუნიციპალიტეტში ფოლკოლორის სფეროში მოღვაწეთა მონაცემთა ბაზა.

სტრატეგიული მიზანი 1.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფიზიკური აღზრდისა და პროფესიული სპორტის განვითარება

შედეგი 3.1 დახვეწილია ქობულეთის მუნიციპალიტეტში სპორტის სფეროს მარეგულირებელი სისტემა;

შედეგი 3.2შექმნილია უმაღესი მიღწევების  სპორტისინფრასტრუქტურისგაუმჯობესებისგეგმა და დაინტერესებულია პოტენციური ინვესტორები;

შედეგი 3.3გაზრდილია სპორტსმენების მოტივაცია სპორტული მიღწევებისგაუმჯობესებისათვის;

შედეგი 3.4გაზრდილია მწვრთნელთა კვალიფიკაცია;

შედეგი 3.5გაუმჯობესებულია ინფრასტრუქტურა ზოგადსაგანმანათლებლო და სასპორტო სკოლებში;

შედეგი 3.6გაუმჯობესებულია ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მიმართულება;

2-6.2არქეოლოგიური ზონები

ფიჭვნარის არქეოლოგიური ზონა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფიჭვნარი-ჩოლოქისადა მისი მიმდებარე ტერიტორია აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია. აქ არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენის შესახებ ცნობილია 1948 წლიდან, როდესაც დღევანდელი აღმაშენებლის (ყოფილი ლენინის) ქუჩის №700 ნომერში (მდ. ჩოლოქის შესართავთან, ზღვის ნაპირიდან 200-300 მეტრის დაშორებით) მცხოვრებმა ნ. ვერულიძემ თავის საკარმიდამო ნაკვეთში იპოვა 150 სინოპური და კოლხური მონეტებისაგან შედგენილი განძი (ამჟამად ინახება აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). მონეტების კიდევ ერთი განძი აღმოჩნდა 1952 წელს ე.წ. ახალი ჩაის ტერიტორიაზე, რომელიც შეიცავდა კოლხურ მონეტებსა და ქიზიკის ოქროსს ტატერებს. 1950-იანი წლების შუახანებში ფიჭვნარსა და ჩოლოქ-ოჩხამურის შესართავში არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელ. ნინო ხოშტარია). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსების შემდეგ XX საუკუნის 60-იანი წლებიდან აჭარაში იწყება სისტემატური საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიება, მათ შორის ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენები და კვლევები. 1998 წლიდან ფიჭვნარის არქეოლოგიურ შესწავლას ახორციელებს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი და ოქსფორდის უნივერსიტეტი საშმოლის მუზეუმი (ხელმძღვანელები – ა. კახიძე და მ. ვიკერსი)

ამ ხნის მანძილზე გამოვლენილია უაღრესად  საყურადღებო არქეოლოგიური ძეგლები: ადრე ბრინჯაოს ხანის ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი, შუა ბრინჯაო_ადრე რკინის ხანის ნამოსახლარები (ჩოლოქისა და ოჩხამურის ნამოსახლარები, ფიჭვნარის ე.წ. დიუნური ნამოსახლარები), ანტიკური ხანის ნამოსახლარი და სამაროვნები (არქაული, კლასიკური, ელინისტური და რომაული ხანის), რომლებიც შესულია საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში ქართულ დ აინგლისურ ენებზე გამოცემული ნაშრომების წყალობით. არქეოლოგიური გათხრებისა თუ შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად გამოვლენილი ათიათასობით არქეოლოგიური ნივთი (ოქროს სამკაულები, ვერცხლის, ბრინჯაოსა და მინის ჭურჭელი, კერამიკა, მათ შორის ბერძნული მხატვრული კერამიკის ნიმუშები, მონეტები და მრავალი სხვა)  დაცულია ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმსა და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში. აღნიშნული ნივთების ნაწილი არაერთხელ იყო ექსპონირებული საერთაშორისო გამოფენებზე (რუსეთი, გერმანია).

ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორია 100 ჰ. მოიცავს და დღემდე მისი ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია შესწავლილი. სამწუხაროდ,  დღეს დღეობით ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლს არ ააქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (თუმცა, მას ეს სტატუსი 1976 წლიდან ჰქონდა).

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ და პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულ «ფიჭვნარის თავისუფალი ტურისტული ზონის» პროექტთან დაკავშირებით (აღნიშნულ ზონაში მოექცა ძეგლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 12 ჰექტარი), იქმნება ამ უაღრესად მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფის საშიშროება. ძეგლის ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, აუცილებელია სახელმწიფომ ან ინვესტორმა წინასწარ გაიღოს თანხები მისი არქეოლოგიური შესწავლისათვის, რის შემდეგაც გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მშენებლობის წარმოება.

აუცილებელია, რომ გათვალისწინებული იქნეს სპეციალისტთა წინადადებები არქეოლოგიურ ზონაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების ჩატარების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, კვლევას და შენარჩუნებას, მეორეს მხრივ აღნიშნულ რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ისევე როგორც აჭარის სივრცითი მოწყობის პროექტები ითვალისწინებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ფიჭვნარის არქეოლოგიური დაცვის ზონის განსაზღვრას და უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შედეგად უძრავი ძეგლის ტერიტორიის დადგენას.

ბობოყვათის არქეოლოგიური ზონა

ბათუმიდან ჩრდილოეთით 25 კმ-ის მანძილზე, ხოლო ქობულეთიდან სამხრეთით 8 კმ მანძილზე მდებარეობს პეტრა-ციხისძირის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსი, რომლის მესაკუთრეც დღემდე სახელმწიფოა.  1989 წელს შეიქმნა პეტრა-ციხისძირის მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის დანიშნულება იყო მის კომპლექსში შემავალი არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა,  დაცვა და პოპულარიზაცია.  დღეისათვის პეტრას ციხეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანებით მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი; მაგრამ აქ მხოლოდ ციხისძირის აკროპოლისის ტერიტორია და, შესაბამისად, იქ განთავსებული ძეგლები მოიაზრება. სასურველია სათანადო სტატუსის მინიჭება ბობოყვათის ნაქალაქარისა და სამაროვანისათვისაც, რითაც შეიქმნება პეტრა-ბობოყვათის ერთიანი არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსი.

ნაქალაქარი და სამაროვანი 1983-88 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ყოფილი ბობოყვათის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე ახალ მშენებლობასთან დაკავშირებით განახორციელა არქეოლოგიური სამუშაოები, სადაც გამოვლინდა ხუროთმოძღვრული ძეგლები: ახ.წ. IV დათარიღებული ორი აბანო, ადრე ბიზანტიური ხანის ვილა და ვრცელის ამაროვანი.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეულია დიუნური ნამოსახლარი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით. მომდევნო ფენას განეკუთვნება სამაროვანი, რომლის დასავლეთი საზღვარი ძველი დიუნის ზოლს მიჰყვება, ხოლო აღმოსავლეთით თანამედროვე საავტომობილო გზის ქვეშაა მოქცეული. სამაროვნის სამხრეთი და ჩრდილოეთი საზღვრები არ არის დაზუსტებული, ხოლო შესწავლილ ტერიტორიაზე ისინი დიდი სიმჭიდროვით გამოირჩევიან. სამარხებს ჩაჭრილი აქვთ უფრო ადრეული ხანის დინური ნამოსახლარის ფენები. ჯერჯერობით გათხრილია 315 სამარხი. სამარხების ქრონოლოგიური დიაპაზონი საკმაოდ დიდია (ძვ.წ. V ს – ახ.წ. VI ს) და მოიცავს პერიოდს ადრე ანტიკური ხანიდან ადრე შუასაუკუნეების ჩათვლით. გათხრების პროცესში აღმოჩენილია მდიდარი არქეოლოგიური მასალა  კერამიკული და მინის ნაწარმი, ოქროს, ვერცხლის და მინისსამკაულები, რკინისიარაღები, მონეტები.

ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილი აბანოები ციხისძირის აკროპოლისის აბანოების მსგავსად ანფილადურია და შედგება გასახდელ-მოსაცდელის, ცივი, თბილი და ცხელი წყლის განყოფილებებისაგან. მათგან ერთი საზოგადოებრივი დანიშნულებისაა, მეორე, შედარებით პატარა– კერძო.

ადრე ბიზანტიური ხანის ვილა შედგება საცხოვრებელი ნაგებობების, შიდა ეზოს და მარნისგან.

დიუნური ნამოსახლარი 1985 წელს ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე აღმოჩნდა საკმაოდ დაზიანებული ოვალური ფორმის (ზომა: 2,1 მ X 1,0 მ) საკულტო ნაგებობა, რომელიც თიხის რქისებრ შვერილიანი სადგრებისგან იყო შედგენილი. სამსხვერპლოს შიგნით ქვიშა მოწითალოდ იყო შეფერილი, რაც ცეცხლის ხანგრძლივი მოქმედების შედეგია. აღნიშნული ტიპის ძეგლები სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში დიუნურ სადგომებად იწოდებადა მათი თარიღი ძვ.წ. VIII-VI სს-ით განისაზღვრება.

აბანო №1 გაითხარა 1983 წელს ნაქალაქარის (ყოფილი სანერგე მეურნეობის) ტერიტორიაზე. იგი ზღვის თანამედროვე ნაპირიდან 25 მ-ითაა დაშორებული. ნაგებობა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთითაა დამხრობილი. იგი შედგება ანფილადურად განლაგებული ექვსი განყოფილებისაგან: აპოდიტერიუმი, ფრიგიდარიუმი, ტეპიდარიუმი, კალდარიუმი და პრეფურნიუმი. ცივი და ცხელი განყოფილებები აღჭურვილია ნახევარსფერული აფსიდებით, რომლებშიც აბაზანები იყო მოწყობილი. ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე უკანასკნელი სათავსის დანიშნულების ზუსტად განსაზღვრა ძნელდება. აბანოს საერთო სიგრძე 20 მ-ია, უდიდესი სიგანე – 10 მ. დანაწევრებული გეგმარებითი სქემის გამო ნაგებობა გადახურვის ერთიანი სისტემის ქვეშ არ უნდა ყოფილიყო მოქცეული. აპოდიტერიუმის იატაკზე შემორჩენილი დანახშირებული ფენა მიუთითებს, რომ მისი გადახურვის კონსტრუქცია ხის კოჭებითა და ნივნივებით იყო გადაწყვეტილი, შედარებით მომცრო ზომის სათავსებისა კი ალბათ კამარებით.

№2 აბანო გაითხარა 1983 წელს №1 აბანოს აღმოსავლეთით 70მ –ის დაშორებით. მისგან მხოლოდ საძირკვლისა და ცოკოლის კედლებია დაცული. აბანოს სიგრძე – 13 მ-ია, უდიდესი სიგანე – 8,0 მ. იგი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთითაა დამხრობილი, კედლების სიმაღლე 0.80 მ-ია. შედგება ანფილადურად განლაგებული ხუთი სათავსისაგან. №2 აბანოს გეგემარებითი სქემა №1 აბანოს მსგავსია, განსხვავებაა მხოლოდ ზომებსა და გეგმარებით კომპოზიციაში. №2 აბანოს თავისებურებას შეადგენსის, რომ მოსაცდელი და ცივი აბანო ერთ  სათავსშია გაერთიანებული, რაც მცირე ზომის, კერძო აბანოებში  შეინიშნება, მაგ. არმაზის ხევი, ურბნისი და სხვ.

ნაქალაქარის (ყოფილი სანერგე მეურნეობის) ტერიტორიაზე გაითხარა სამაროვანი, რომლის დასავლეთი საზღვარი ძველი დიუნის ზოლს მიჰყვება, ხოლო აღმოსავლეთით თანამედროვე საავტომობილო გზის ქვეშაა მოქცეული. სამაროვნის სამხრეთი და ჩრდილოეთი საზღვრები არ არის დაზუსტებული, ხოლო შესწავლილ ტერიტორიაზე ისინი დიდი სიმჭიდროვით გამოირჩევიან. სამარხებს ჩაჭრილი აქვთ უფრო ადრეული ხანის დინური ნამოსახლარის ფენები. ჯერჯერობით გათხრილია 315 სამარხი. სამარხების ქრონოლოგიური დიაპაზონი საკმაოდ დიდია (ძვ.წ. V ს – ახ.წ. VI ს) და მოიცავს პერიოდს  ადრეანტიკური ხანიდან ადრეშუასაუკუნეების ჩათვლით. გათხრების პროცესში აღმოჩენილია მდიდარი არქეოლოგიური მასალა, კერამიკული და მინის ნაწარმი, ოქროს, ვერცხლის და მინის სამკაულები, რკინის იარაღები, მონეტები.

სასახლე–ვილა გაითხარა 1988 წელს ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ბობოყვათის ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე. ნაგებობა სხვადასხვა ფუნქციის შენობების ერთობლიობაა. მისი დომინირებული ნაწილი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ წაგრძელებული ფართობია, რომელიც შიდა ეზოს შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩრდილოეთით მას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ წაგრძელებული აბანოებმის. „შიდა  ეზო“ სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში გარედან კვადრატული კოშკისებური სათავსებითაა აღჭურვილი. „კოშკების“ დასავლეთი და აღმოსავლეთი საზღვრები აბანოს გავრცელების ფარგლებს არ სცილდება, ასე რომ მთლიანად ნაგებობა სწორკუთხედშია ჩაწერილი. „შიდ აეზოს“ აღმოსავლეთიდან „კოშკსა“ და აბანოს შორის ეკლესია ებმის. მისი დარბაზი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული სწორკუთხედია, შვერილი სამწახნაგოვანი აბსიდით. მთლიანად ნაგებობა ორიენტირებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. მისი სიგრძე 17,8 მ-ია, სიგანე – 20 მ.

1964 წელს ციხისძირში, ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორცვის დასავლეთი ფერდობის ძირი გზის მშენებლობის დროს ჩამოიკვეთა და გაშიშვლდა კულტურულ იფენები. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ საკონტროლო თხრილების მეშვეობით დაადგინა ოთხი სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენის არსებობა. ყველაზე ადრეული, მეოთხე ფენა შეიცავდა წინა ანტიკური ხანის მასალებს, მესამე ფენაში კოლხურ კერამიკასთან ერთად, აღმოჩნდა ძვ.წ. VI ს. მეორე ნახევრისა და V ს. იმპორტული კერამიკის ნიმუშები; მეორე ფენა შეიცავდა ელინისტური ხანის კერამიკას; ზედა, პირველი ფენის ასაკი კი ზოგადად გვიან ანტიკური-ადრეული შუასაუკუნეებით განისაზღვრა.

2-7.  ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა, დაცული ტერიტორიები

ერთ-ერთი საბაზო პირობა ქობულეთის მუნიციპალური რაიონის განვითარებისა არის კომფორტული (მცხოვრებთათვის) ეკოლოგიური მდგომრეობა, ეკონომიური მაჩვენებლების ფონზე.

ეკონომიკის განვითარების (ზრდის) დროს ეკოლოგიური კომფორტის მისაღწევად საჭიროა ორგანიზაციული, ტექნიკური და ეკოლოგიური ღონისძიებების კომპლექსისი დამუშავება და რეალიზაცია, რომელთა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა კომპლექსისი საფუძველზე რაციონალური ბუნებათსარგებლობის სტრატეგიის დამუშავება.

ქვემოთ გამოვყოფთ რიგ პრინციპებს  სტრატეგიის დამუშავებისა და განვიხილოდ ბაზური საფუძვლები ქობულეთის რაიონის ეკოლოგიური კონცეფციისა;

1. ლანდშაფტურ კომპლექსში ბუნებრივი და ტექნოგენური კომპონენტების ღრმა ურთიერთდამოკიდებულება საშუალებას იძლევა განვიხილოთ ისინი, როგორც მართვის ერთიანი ელემენტარული ობიექტი. ლანდშაფტურ-ეკოლოგიური მიდგომა გვთავაზობს ბუნებრივი რესურსების მართვის ისეთ სისტემას, რომლის დროსაც ამა თუ იმ ფაქტორების ბუნებათსარგებლობის და გარემოს დაცვის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება საჭიროა მოხდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ეკოსისტემის მდგომარეობისა და შედეგების გათვალისწინებით. სამეურნეო ზემოქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი გარემოს ხარისხის გაუარესება, უნდა იქნეს გამორიცხული ან მინიმუმამდე დაყვანილი, იმ ხარისხით, რომლის საშუალებითაც გამოიყენება თანამედროვე პროგრესული ტექნოლოგიები და მოწყობილობები. რეგიონალური სტანდარტების საფუძველში უნდა იდოს „ბუნებრიობის“ (ფონური) მაჩვენებელი ან მასთან ახლოს მყოფი ბუნებრივი გარემოს ხარისხი.

1.  ახალი ტექნოგენური ობიექტების (ქალაქმშენებლობითი, სამრეწვწლო, კომუნალური და ა.შ.) ლანდშაფტურ სისტემაში განთავსებისას არ უნდა დაირღვეს ეკოლოგიური წონასწორობა, დამატებითი ტექნოგენური დავირთვა არ უნდა აჭარბებდეს ბუნებრივი ლანდშაფტის ეკოლოგიურ ტევადობას და მისი აღდგენის უნარს;

1. საზოგადოების ჩართულობა ბუნენათსარგებლობითი პრობლემების გადაწყვეტისას არის მნიშვნელოვანი პრინციპი და გულისხმობს ახალი ტექნოგენური ობიექტების პროექტირებისა და მშენებლობის საჯაროობას, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის საკითხების გადაწყვეტისას.

ეკოლოგიური კონცეფცია

მთლიანად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და მის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალური რაიონების ეკოლოგიური პოლიტიკის სტრატეგიული მიზანია სამეურნეო საქმიანობის დროს, ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენების ოპტიმიზაცია უნიკალური ლანდშაფტების შენარჩუნებით, ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოსახლეობის ჯამრთელობის გაუმჯობესება, მთლიანად რეგიონის სამეურნეო და რეკრეაციული ტევადობის გაზრდა, იმავდროულად მეცნირერულად დასაბუთებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ეკოსისტემაზე ტექნოგენური დატვირთვის შემცირება.

ზემოდ აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელი პირობაა:

• ბუნებრივი სისტემების, მათი ბიოლოგიური სახესხვაობის და თვითრეგულირების უნარის შენარჩუნება და აღდგენა, ადამიანთა საზოგადოების  არსებობისათვის აუცილებელი პირობა;

• ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების თანაბარუფლებიანობა, როგორც დღევანდელი ისე მომავალი თაობებისათვის;

• გარემოს სასურველი მდგომარეობის უზრუნველყოფა, როგორც აუცილებელი პირობა მოსახლეობის დონის და ჯამრთელობის გასაუმჯობესებლად;

მიზნის მისაღწევი ალგორითმები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

• ძირითადი ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენა;

• პრობლემების რანჟირება აქტუალობის, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფის და ფინანსური უზრუნველყოფის მიხედვით;

პრობლემის გადაწყვეტის გზებია:

• დასაშვები ტექნოლოგიური დატვირთვების მაჩვენებლებისა და კრიტერიუმების დამუშავება;

• დაუშვებელი ეკოლოგიური სიტუაციის წარმომშობი მიზეზების განსაზღვრა;

• ბუნებრივი რესურსების რაციონალური ბუნებათსარგებლობის ღონისძიებების დამუშავება;

• ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის კომპლექსური გეგმის შედგენა ქობულეთის მუნიციპალიტეტის რაიონში, რომელიც უნდა გახდეს შემადგენელი ნაწილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელი რეგიონისათვის;

ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები

გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის ანალიზისა და კომპლექსური მაჩვენებლების საფუძველზე ხდება რაიონის ცალკეული ტერიტორიების დაყოფა ეკოლოგიურობის მიხედვით, მაგალითად ტერიტორია, რომელიც შედარებით სასურველია, ტერიტორია დამაკმაყოფილებელი ეკოლოგიური მდგომარეობით და ტერიტორია, რომელსაც კრიტიკულ, კრიზისულ ეკოლოგიური მდგომარეობაშია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის რაიონის გარემოს ეკოლოგოიური მდგომარეობის კომპლექსური ანალიზი მოწმობს იმაზე, რომ ის შეიძლება მივაკუთნოთ შედარებით სასურველ მდგომარეობაში მყოფ რაიონს.

ამ რაიონის ძირითად ეკოლოგიურ პრობლემებს შეიძლება მივაკუთნოთ:

1. საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების პრობლემა, რომელიც არ შეეფერება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ნორმებს და წესებს;

2. არარაციონალური გამოყენება ბუნებრივი რესურსებისა

2-7.1. გარემოს მდგომარეობის მუნიციპალური მართვა.

ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოსა და მუნიციპალურ წარმონაქმს შორის მართველობითი ფუნქცია, ეს არის ორგანიზაციული, აღმასრულებელი და  გამკარგულებელი ქმედებების სისტემა, მიმართული ბუნებათდაცვის და ბუნებარესურსული კანონმდებლობითი ნორმების დაცვისა საქართველოს ტერიტორიაზე. სახელმწიფოს ფუნქციას ბუნებრივი რესურსების მართვისას აქვს გაორებული ბუნება. ერთის მხრივ, სახელმწიფო უშუალოდ  თვითონ არის მესაკუთრე ბუნებრივი ობიექტებისა და რესურსებისა. ის უფლებამოსილია ისარგებლოს სახელმწიფოს განმანაწილებელი უფლებამოვალეობებით, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ბუნებრივ რესურსებსა, ერთობა აქვს მოსარგებლებთან, მფობელებთან და არენდატორებთან. ზოგჯერ, ახორციელებს რა მიცემულ უფლებამოვალეობებს, ძალიან მნიშვნელოვანია გამოიჩინოს ჯანსაღი დემოკრატიზმი, იმ მხრივ , რომ მისცეს კანონიერ მოსარგებლეს ბუნებრივი ობიექტების სარგებლობის თავისუფლება და თავად გადაწყვიტოს საკითხები დაკავშირებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენებისა.

დღეისათვის ტერიტორიალური დაგეგმარების ჩარჩოებში არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მეთოდური მითითებები მუნიციპალურ წარმონაქმნებში ეკოლოგიურ – ტერიტორიული ორგანიზაციისა, რამაც მიგვიყვანა ამ ტერიტორიებზე მაღალი ეკოლოგიური დეგრადაციის ხარისხამდე, აგრეთვე კონფლიქტური სიტუაციის წარმოშობამდე, შედეგად კი სახეზე გვაქვს მოსახლეობის ცხოვრების დონის დადაბლება.

ეფექტური მუნიციპალური ეკოლოგიური პოლიტიკის გატარება დადებითად მოქმედებს ეკოლოგიურ სიტუაციაზე არა მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალურ წარმონაქმნზე, ასევე რეგიონზე და სახელმწიფოზე მთლიანად და პირიქით არასასურველი ეკოლოგიური სიტუაცია მუნიციპალურ წარმონაქმნში, როგორც ქვესისტემა სახელმწიფოსი და რეგიონისა ითხოვს მათ ჩარევას შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად.

ამრიგად, თანამედროვე განმარტებით მუნიციპალური წარმონაქმნის მდგრადი განვითარება უზრუნველყოფს მისი მოსახლეობის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის ცხოვრების დონეს და იმავდროულად ბუნებრივი გარემოს, რესურსებისა და ეკოლოგიური წარმონაქმნის შენარჩუნებას მოსახლეობის ეკონომიური და საზოგადოებრივი საქმიანობის დროს.

ეკოლოგიურ – ბუნებრივი რესურსების მუნიციპალური მართვის მექანიზმის ფორმირება უნდა ეფუძვნებოდეს მთლიანად რეგიონისა და ქვეყნის ურთიერთდაკავშირებულ ურთიერთგანპირობებულ განვითარებას. აუცილებელია სახელმწიფოებრივი მართვის პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის მემკვიდრეობა. ეკოლოგიური პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა შეიძლება მიღწეული იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოებისა და სახელმწიფო მართვის ორგანოების შეთანხმებული საქმიანობის ნიადაგი.

ამრიგად, მუნიციპალური წარმონაქმნი არის სრულუფლებიანი მონაწილე იმავე ტერიტორიაზე ბუნებრივ – ეკოლოგიური პროცესების მართვისა. მუნიციპალური ბუნებრივი რესურსების მართვა და განკარგვა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების მიერ და ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოების მიერ.

მუნიციპალური წარმონაქმნების ეკოლოგიური პოლიტიკის დამუშავება და რეალიზიაცია ითვალისწინებს მის ორგანიზაციულ, ინფორმაციულ, ტექნიკურ, სამართებლივ და ფინანსურ უზრუნველყოფას. დღეისათვის ასეთი უზრუნველყოფის დამუშავება, არის მეცნიერთა და არქიტექტორთა საქმიანობის ერთ – ერთი ძირითადი მიმართულება. აუცილებელია აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მუნიციპალური წარმონაქმნებისათვის ამ პრობლემათა გადაწყვეტის გზები არ არის ერთგვაროვანი და ის ექვემდებარება ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებას. ურბოეკოლოგიური კარკასის პროექტირება უნდა მოხდეს შუალედურ სტადიაში ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების დამუშავების დროს, ტერიტორიის სატრანსპორტო და საინჟინრო კარკასების დაპროექტებისას, განახლების სისტემის ჩამოყალიბებისა და მოსახლეობის პერსპექტიული რაოდენობის ვარაუდით.კომპლექსური ანალიზისა და მოცემული შეჯერებული საპროექტო გადაწყვეტილებების შემდეგ დარგობრივ სფეროში ყალიბდება ინტეგრალური საპროექტო გადაწყვეტები.ტერიტორიის განვითარებასთან მიმართებაში ურბოეკოლოგიური კარკასის სისტემა უნდა იდგეს ერთ რიგში საპროექტო წინადადებებთან ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროსთან ერთად. ამრიგად ურბოეკოლოგიური სისტემა ახდენს უშუალო ზემოქმედებას ეკოლოგიურად დასაბუთებული საპროექტო გადაწყვეტილებებზე მუნიციპალურ წარმონაქმნებში ტერიტორიის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრისას.

ეკოლოგიური სიტუაცია ხასიათდება შემდეგი შემადგენლობით:

1.   მუნიციპალური წარმონაქმნის ტერიტორიის ეკოლოგიური ტევადობა. აქ ყურადღება ექცევა ბუნების იმ უნარს, აქვს თუ არა მას შესაძლებლობა დაძლიოს კონკრეტული ტერიტორიის ბუნებრივ სისტემაზე მოქმედი უარყოფითი ზემოქმედებები. დღეს – დღეობით ეკოლოგიური ტევადობის ერთიანი კრიტერიუმები შემუშავებული არ არის, მაგრამ შეიძლება გამოყენებული იქნეს კრიტერიუმის ის სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს განისაზღვროს არსი და საორიენტაციო, მაგრამ რეალური საფუძველის მქონე საზღვრები დასაშვები ერთობლივი დატვირთვებისა კონკრეტულ ტერიტორიაზე. ტერიტორიაზე  ეკოლოგიური ტევადობის შეფასება არის სპეციალური კვლევისა და შესაბამისი სამსახურის საქმე, ხოლო შედეგების გამოყენება, ამ სამსახურების მიერ მიღებულის, გამოდის როგორც მნიშვნელოვანი ელემენტი მუნიციპალური ეკოლოგიური პოლიტიკისა;

2.  ეკოლოგიური გარემოებების ზემოქმედება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ის ძალიან დამოკიდებულია მთლიანად ეკოლოგიურ გარემოებებზე და თავად არის მაჩვენებელი იქაური სამყოფელი გარემოს ხარისხის;

3.   ფაქტორების ნაკრები, რომელიც განაპირობებენ მუნიციპალური წარმონაქმნში ეკოლოგიურ სიტუაციას. ეს არის ყოველი კონკრეტული დასახლებული პუნქტისთვის სპეციალური ჩამონათვალი. გამოვლენა და გათვალისწინება კონკრეტული ფაქტორებისა, რომლებიც განაპირობებენ ამა თუ იმ ეკოლოგიურ სიტუაციას მუნიციპალურ წარმონაქმნში, არის აუცილებელი პირობა მუნიციპალური ეკოლოგიური პოლიტიკის გამომუშავებისა. ამ მიზნით ხდება მუნიციპალურ წარმონაქმნში ეკოლოგიური სტრუქტურის ანალიზი, განისაზღვრება წარმოების რესურსულმოცულობითი ცვლილებების ტენდენციები, გარემოში დაგროვილი ნარჩენების მოცულობა, ტერიტორიის ზომები, ხდება შეფასება ანთროპოგენური ზემოქმედების კონცეტრაციის დონისა, გამოვლენა ლოკალური რეზერვებისა (ან საერთოდ თუ არ არის), ტარდება კვლევები და სანჟირება ეკოლოგიური არაკეთილდღეობის ძირითადი მიზეზებისა;

გამოყოფენ 5 ხარისხის არასასურველ და მწვავე ეკოლოგიურ სიტუაციას მუნიციპალურ წარმონაქმნში:

1) შედარებით დამაკმაყოფილებელს; 2) დაბალს; 3) კრიტიკულს (წინაკრიზისულს); 4) კრიზისულს, ანუ ზონას განსაკუთრებული ეკოლოგიური სიტუაციით; 5) კატასტროფულს, ანუ ეკოლოგიური უბედურების ზონას.

(საბედნიეროდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობა შესადძლებელია განვიხილოთ როგორც შედარებით დამაკმაყოფილებელი)

გარემოს დაცვის სფეროში მართვას აქვს რიგი თავისებურებები : ობიექტური, რომელიც განპირობებულია რეგიონის სოციალურ – ეკონომიური პირობებით და სუბიექტური, რომელიც განპირობებულია პოლიტიკური პროცესებით, სახელმწიფო ორგანოების რეორგანიზაციით და ნორმატიული სამართებლივი ხაზის ცვლილებით.

ჩამოთვლილი თავისებურებები ითხოვს ისეთი მართვის სისტემის შექმნას, რომელიც ერთის მხრივ საშუალებას იძლევა ოპერატიულად რეაგირება მოახდინოს ყოველივე ობიექტურ და სუბიექტურ ცვლილებებზე ხარისხის დაკარგვის გარეშე და განაპირობოს გარემოს მდგრად მოცემული ხარისხი.მეორეს მხრივ სისტემამ ხელი უნდა შეუწყოს ბუნებათმოსარგებლეებს ისეთი პირობების შეგუებაში, კერძოდ არ გაართულონ ბუნებასთან ურთიერთობის პროცესში დამოკიდებულება.

ამრიგად, ზემოდაღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული მმართველობითი გადაწყვეტილება, რომ იყოს ეკონომიურად გამართლებული, ეკოლოგიურად მისაღები და სოციალურად დასაბუთებული საჭიროა ტერიტორიის მუნიციპალური მართვისას გათვალისწინებული იქნეს ურბოეკოლოგიური კარკასის როლი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ვარეგულიროთ ანთროპოგენური ზემოქმედების დონე ლანდშაფტზე და იმავდროულად თავი ავარიდოთ შესაძლო კონფლიქტურ სიტუაციებს. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტერიტორიული დაგეგმარების დროს, რადგანაც საპროექტო გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა ტერიტორიული სისტემის შექმნისას (სატრანსპორტო, საინჟინრო და სხვ.) თანხვედრაში უნდა იყოს ტერიტორიის ეკოლოგიურ ორგანიზაციებთან და კერძოდ ურბოეკოლოგიურ კარკასთან.

2-7.2  ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება

როგორც ცნობილია მუნიციპალური რაიონის (წარმონაქმნის) ტერიტორიალური მოწყობის გეგმა არის კომპლექსური ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივ, სოციალურ, ეკონომიურ, ეკოლოგიურ, საინჟინრო, სანტრანსპორტო და სხვა ფაქტორების ერთობლიობას. იმავდროულად მუნიციპალური წარმონაქმნის სივრცითი საფუძვლი თავის თავში მოცავს, როგორც მის ბუნებრივ გარემოს, ასევე ტერიტორიის განაშენიანების ხელოვნურად შექმნის გეგმას, რომელიც დევს მისი გეგმარებითი კარკასის საფუძველში, რაც საბოლოოდ აყალიბებს მის გარემოს.

ქობულეთის მუნიციპალური რაიონის ტერიტორიული მოწყობის პროექტმა, როგორც ერთ-ერთმა შემადგენელმა ნაწილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცითი მოწყობის სქემისა, უნდა უზრუნველყოს პერსპექტივაში მათი ტერიტორიალურითანაარსებობა.

მთავარი იდეა ქობულეთის მუნიციპალური რაიონის ტერიტორიის პოლიარიზირებული განვითარებისა უნდა იყოს მასში შემავალი თითოეული წარმონაქმნის ტერიტორიების კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრა, ანუ ტერიტორიების მიმართ პრიორიტეტულობა გამოყენების თვალსაზრისით, როგორც საცხოვრისის მშენებლობისათვის, სასოფლო, სამრეწველო თუ ტურისტულ – რეკრეაციული საქმიანობისთვის. გამოვლენილი იქნეს ეკონომიური, სოციალური, ლანდშაფტურ – რეკრეაციული პოტენციალირაიონისა და ყოველივე ეს რაიონის სოციალურ – ეკონომიურ, ქალაქთმშენებლობითი და ეკოლოგიური იპოთეკის განვითარების ფონზე.

გამომდინარე  აქედან ქობულეთის მუნიციპალური რაიონის ტერიტორიული მოწყობის მთავარი მიზანი ჩვენის აზრით უნდა ვეძებოდ რაიონში შემავალი მუნიციპალური წარმონაქმნების ტერიტორიების ეფექტურ გამოყენებაში, ანუ მის სწორ მართვაში, ისეთი გადაწყვეტილებების ხარჯზე, როგორიც ხელს შეუწყობს:

მოსახლეობისცხოვრებისა და საქმიანობის პირობების გაუმჯობესებას,          ეკოლოგიური მდგომარეობის ხარისხის ამაღლებას, საინჟინრო, სატრანსპორტო, სამრეწველო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისტორიულ – კულტურული და ბუნებრივი განვითარების შენარჩუნებას, რაიონის ტერიტორიის მდგრად ქალაქთმშენებლობით განვითარებას;

რაიონში შემავალი მუნიციპალური წარმონაქმნების ინტერესების ურთ-იერთ შეთანხმებას და მათ მიბმას ავტონომიური რესპუბლიკის და მეზობელი რაიონების ინტერესებთან და მთლიანად ქვეყნის ინტერესებთან.

საბოლოოდ, ყველა ზემოდჩამოთვლილი ქმედებები ხელს უწყობს ქობულეთის რაიონის ტერიტორიის მდგრადი განვითარების მიღწევას ყველა ტერიტორიალურ დონეზე გარემოს დაცვისა და ცხოვრების დონის ასამაღლებლად, როგორც არსებული, ასევე მომავალი თაობების ინტერესთა გათვალისწინებით, მათი სოციალური და ეკონომიური განვითარების მიზნით.

იმ ჩამონათვალში, რომელიც ეხება რაიონის ტერიტორიალური მოწყობის (დაგეგმვის) ძირითად ამოცანებს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეკონომიური სიტუაციის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების პოტენციის დაცვასა და კვლავწარმოქმნას; აღდგენას, შენარჩუნებას და გამოყენებას ბუნებრივი და ისტორიულ – კულტურული მემკვიდრეობისა; რეკრეაციულ – ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

დღევანდელ დღეს ქალაქის და სოფლის დასახლებების მუნიციპალური წარმონაქმნების განვითარება შესაძლებელია მუნიციპალური რაიონისა და დასახლებების სრულად ხარისხობრივად ახალი ფორმის თანამშრომლობის ორგანიზაციის პროგრამაში, დაფუძნებულიმუნიციპალიტეტთაშორის ინტეგრაციაზე ადგილობრივი მშენებლობის საკითხების ერთობრივი გადაწყვეტის გზით.

სოფლისა და ქალაქის დასახლებების განვითარების მიმართულებას, მიუხედავად საერთო მიზნის ერთიანობისა, რომელიც ეხება თავისი რესურსების გამოყენებას ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის გასაუმჯობესებლად, მაინც აქვთ საკუთარი სფეციფიკა, რაც განაპირობებულია ეკონომიური და სოციალური ინფრასტრუქტურით, ბუნებრივი, ეკოლოგიური და გეოგრაფიული ფაქტორებით.

მუნიციპალური წარმონაქმნის მიწის რესურსების დაცვის ეფექტური და რაციონალური გამოყენებისთვის აუცილებელია შესრულდესამ დასახლების ბუნებრივი და ეკოლოგიური პირობების შეფასება, გაითვალოს მისი ტერიტორიის ეკოლოგიური შეფასება ეკოლოგიურ – ლანდშაფტური მიდგომის გამოყენებით, რამეთუ ტერიტორიის ეკონომიური და სოციალური განვითარება დიდად არის დაკავშირებული მიწის გამოყენებასთან, როგორც წარმოების ძირითად საშუალებასთან.

ტერიტორიის კომპლექსური შეფასება უფრო მეტად ტარდება ფაქტორების ორი ჯგუფის მიხედვით:

ბუნებრივი და გეგმარებითი. ბუნებრივი, განისაზღვრება ტერიტორიის განვითარების ბუნებრივი და საინჟინრო – სამშენებლო პირობებით, ხოლო გეგმარებითი კი განისაზღვრება ტერიტორიის უზრუნველყოფით ტრანსპორტითა და საინჟინრო ქსელით, ტრანსპორტის მიღწევადობით ძირითად ცენტრებთან, როგორიცაა: სამრეწველო, ადმინისტრაციული, კულტურულ – საყოფაცხოვრებო, სანიტარიულ – ჰიგიენური პირობების და მოთხოვნების უზრუნველყოფით ბუნების დაცვაზე და არქიტექტურულ – ესთეტური ღირებულებების გათვალისწინებით ცალკეულ ბუნებრივ ან კულტურულ ლანდშაფტზე.

როდესაც ბუნებრივ ფაქტორებზე ვსაუბრობთ აქ საჭიროა გაშუქდეს  ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ბუნებრივ – რესურსული პოტენციალი, კერძშოდ:

1.      კლიმატური და აგროკლიმატური პოტენციალი

2.      ცალკე კლიმატი

3.      რელიეფი, გეოლოგიური აგებულება, ფიზიკურ – გეოლოგიური პროცესები

4.      ტერიტორიის საინჟინრო – სამშენებლო შეფასება

5.      მინერალური რესურსები

6.      ჰიდროგეოლოგიური პირობები და მიწისქვეშა წყლების რესურსები

7.      მიწის ფონდი

8.      ნიადაგის რესურსები

9.      ფლორისა და ფაუნის რესურსები

10.    ტყის რესურსი

11.    ლანდშაფტურ – რეკრეაციული პოტენციალი

აქ პირველ რიგში უნდა იქნეს შესწავლილი თუ როგორია:

-        ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა, შემდეგ,

-        მდგომარეობა და დაცვა მიწისზედა წყლების,

-        მდგომარეობა და დაცვა მიწისქვედა წყლების,

-        ნიადაგის დაცვა,

-        განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების სისტემა,

-        ლანდშაფტის დაცვა და ტერიტორიის ეკოლოგიუირი კარკასის ჩამოყალიბება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესს წარმოადგენს მისი მდგრადი განვითარების საკითხი. რამდენად მისი ასეთი განვითარება უნდა ერწყმებოდეს ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალურ განვითარებას. ამიტომ აქედან გამომდინარე აუცილებელია ამ მუნიციპალიტეტებისთვის მდგრადი განვითარების ინდიკატორების დამუშავება, რომელსაც შეეძლება წარმოაჩინოს ცალკეული სისტემების მაჩვენებლები ან კიდევ უფრო მეტი, ჩართული იქნეს რეგიონალურ სოციალურ – ეკოლოგიური განვითარების მაჩვენებლებში. როგორც ცნობილია ზოგადად ინდიკატორების სისტემაში კონსტრუქციულად გამოყოფენ ეკონომიურ, სოციალურ და სპეციფიურ მაჩვენებლებს, რომლებიც უფრო ადექვატურია ამა თუ იმ სუბიექტის განვითარების მიზნებისთვის და მისი ძირითადი პრობლემებისთვის. ყოველივე ეს არის იმის წინაპირობა, რომ მივიღოთ ხანგრძლივი პროგრამა რაიონის სოციალურ – ეკონომიური განვითარებისა, რომელიც იქნება დაფუძნებული მდგრადობის რაოდენობრივ ინდიკატორზე, საშუალებას მოგვცეს განვახორციელოდ შესაბამისი მონიტორინგი და აუცილებლობის შემთხვევაში შეტანილი იქნეს საჭირო შესწორებები.

საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ – ეკონომიური პროცესების მონიტორინგი და შეფასება არის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ტერიტორიის ეფექტური განვითარებისა. ეს მითუფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს დასაბუთებულ და არგუმენტირებულ გადაწყვეტილებებთან.

კონკრეტულ ტერიტორიაზე ინდიკატორების გამოყენების სპექტრი მოიცავს ამ ტერიტორიასთან დაკავშირებულ ცოდნასა და საქმიანობის სხვადასხვა დარგს. უპირველესად ეს არის ინდიკატორების გამოყენება სტრატეგიული დაგეგმისა. იმისთვის, რომ მდგრადი განვითარების ინდიკატორები წარმოადგენენ ქმედით და ზეგავლენის მომხდენ ინსტრუმენტებს, ისინი მიბმული არიან პოლიტიკის მიზნებზე და ამოცანებზე, როგორც კონცეპტუალურ, ასევე პრაქტიკის დონეზე.

ინდიკატორები იძლევა საშუალებას გაზომოს, მონიტორინგის შეფასების განხორციელებისა და იმავდროულად ხელს უწყობს ჩატარდეს ტემპებისა და მოძრაობის ეფექტურობის ანალიზი სტრატეგიული გეგმის მიერ დასახული მიზნების შესაბამისად.

ურბანული ინდიკატორების როლზე საუბარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცითი მოწყობის სქემის პროექტში, (გვ. 241 - 243) სადაც აღნიშნულია, რომ “თანამედროვე პირობებში ნებისმიერი ტერიტორიული ერთეულის მდგომარეობისა და განვითარების შეფასება ობიექტური და აპრობირებული ინდიკატორების გარეშე შეუძლებელია. ინდიკატორები ე.წ. ინფორმაციული პირამიდის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.”შემდეგ იქვე “მსოფლიოში ინდიკატორების მრავალი სისტემაა შემუშავებული. “ნარკვევის” მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ურბანული ინდიკატორების გამოყენება, რომელიც შემუშავებულია გაეროს სპეციალური ორგანიზაციის – “გაეროს ჰაბიტატპროგრამის” მიერ მიღებულია სტანდარტული ინდიკატორების ჩამონათვალი შეივსოს ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულისთვის აქტიური ინდიკატორებით. ინდიკატორების შეგროვება და ანალიზი მიმდინარეობს გარკვეული პერიოდულობით, რაც განვითარების პროცესების შეფასებასა და მართვის საუკეტესო საშუალებას იძლევა.”

ქობულეთის რაიონს აქვს უნიკალური ბუნებრივი რესურსები. ჩვენი ამოცანაა ამ რესურსების შენარჩუნება და გამოყენება მომავალი თაობებისთვის, ანუ არ უნდა ვფიქრობდეთ მხოლოდ დღევანდელ დღეზე და არ უნდა გვქონდეს ბუნებრივი რესურსების მიმართ მხოლოდ გამოყენებითი მიდგომა, ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ და ვიზრუნოთ ამ რესურსების რაციონალურ და ნოოსფერულ გამოყენებაზე.

მდგრადობის ინდიკატორებიდან ინსტრუმენტები თანამედროვე სისტემაში დღეისთვის ერთ – ერთ მნიშვნელოვანად უნდა ჩაითვალოს გარემოს დაბინძურების დადაბლების ინსტრუმენტი, რომელიც ქმედიტი შეიძლება გახდეს იმ შემთხვევაში თუ ავამოქმედებთ ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა გადასახადი გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებისთვის, დაყრა და გადაყრა დამაზიანებელი ნივთებისა და განთავსება ნარჩენებისა. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ის, რომ რიგი საწარმოებებისა, რომლებიც პირიქით შეამცირებენ თავის მხრივ გარემოს დაბინძურებას, უნდა მოხდეს მათი სტიმულაცია. კომპესაციის ამოღება ბუნებათმოსარგებელთაგან და ანაზღაურება ეკოლოგიური ზარალისა პრაქტიკულად არათუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, ქვეყანაში მასიურ ხასიათში არ ტარდება. მთავარი პრობლემა არნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებისა, როდესაც საქმე ეხება ბუნებათმოსარგებლების მიერ ეკოლოგიური ზარალის ანაზღაურებას მდგომარეობს ნორმატიულ – მეთოდური ბაზის არარსებობაში.

ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ისე როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მთლიანად საქართველოში მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებების დაცვა კეთილსასურველი ბუნებრივი გარემოს ფონზე შეუძლებელია თუ არ არსებობს ბუნებათმოსარგებლობისა და ბუნებათდაცვის რეგულირების თანამედროვე მექანიზმები. ბუნებათდაცვითისაქმიანობის გადანაწილება რამდენიმე რწმუნებულ ორგანოებს შორის ბუნებათსარგებლობის ეფექტური მართვისა და კონტროლის სფეროში ქმნის წინააღმდეგობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სასურველია უფრო მეტად თანამშრომლობდეს ამ საკითხში.

დღევანდელ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ბუნებათდაცვითი საქმიანობის მართვის ალგორითმი მუნიციპალურ დონეზე ეყრდნობა შემდეგ ეტაპებს:

.რაიონის ტერიტორიაზე ბუნებრივი გარემოს და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობის აღრიცხვა და შეფასება.

. გარემოს დაცვის სფეროში და ბუნებათსარგებლობის დარეგულირებისათვის ეკოლოგიური პოლიტიკისა და სტრატეგიული მიზნების დამუშავება.

.ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოების მიერ კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების საზღვრებში ნორმატიულ – სამართებლივი აქტების სისტემის შექმნა და დამუშავება.

. რაიონის ტერიტორიაზე და ასევე დასახლებულ ტერიტორიებზე ბუნებათდაცვითი საქმიანობის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება.

. დასახლების ადმინისტრაციის, საკრებულოების, მოსახლეობისა და წარმოების ხელძღვანელების ინფორმირება გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში საკანონმდებლო მოთხოვნათა შესახებ.

. ბუნებათდაცვითი ღონისძიებების ორგანიზაცია ყველა დონეზე ბიუჯეტის საშუალებების ანგარიშზე.

. რაიონის ტერიტორიაზე, თავის უფლებამოსილების ფარგლებში გარემოს დაცვის სფეროში საკანონმდებლო ორგანოთა მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი.

. დადგენილი მაჩვენებლების საფუძველზე მიღწეული შედეგების შეფასება და მსჯელობა სახელმწიფო ორგანოების სპეციალურ წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ერთად.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ძირითადი საქმიანობა მიმართული ბუნებათდაცვით სფეროში არის :

1.            ნარჩენებთან დამოკიდებულების ორგანიზაცია;

2.            რაიონის ტერიტორიის რეკრეაციული დამოკიდებულება;

3.            მიწათმოსარგებლებთან ურთიერთობის განვითარება;

4.            ეკოლოგიური აღზრდა და განვითარება;

5.            ბუნებათმოსარგებელთა საქმიანობის კონტროლში მონაწილეობა.

ლოკალური     დონის  განსახლების    სისტემის      ნებისმიერ           ტერიტორიაზე

აუცილებელია   გამოყოფილი  იქნეს  ცენტრალური  ბირთვი, შეზღუდული  განვითარების   ზონა  და  ზონა  უპირატესი  განვითარებისა.

ასეთი  განსახლების  სისტემის  ცენტრალური  ბირთვი  მოიცავს  თავად  ქალაქს - სისტემის  ცენტრს,   სარეზერვო  ტერიტორიას  მისი     შემდგომი  განვითარებისთვის( მოსახლეობისთვის  დამატებითი  საცხოვრებელი  ფართის  გათვალისწინებით    პერსპექტივაში)  და   ტყეპარკის  დაცვით  სარტყელს.

შეზღუდული განვითარების  ზონა, რომელსაც  აქვს  შიგა  საზღვარზე   ტყეპარკის სარტყელი, უნდა  იყოს  იმ  საგნის, რომ ხელი  შეუშალოს  დასახლებული  ადგილების  შერწყმას  აგლომერაციის  სისტემაში  და  იმავდროულად  უნდა  გამოიყენებოდეს,  როგორც   საგარეუბნო  სასოფლო-სამეურნეო  და  მოსახლეობისთვის  ხანმოკლე  დასვენების  ბაზა. ასევე განსახლების  სისტემის  ცენტრის  გარშემოც  უნდა   იყოს  თავისუფალი  ტერიტორია, როგორც ბაზა  საგარეუბნო  სასოფლო-სამეურნეო  საქმიანობისთვის და  ხანმოკლე  დასვენების  მიზნით, მოსახლეობისთვის.

ქობულეთის მინიციპალური რაიონის ტერიტორიაზე ტექნოგენური დატვირთვა განაწილებულია შედარებით თანაბრად. გამონაკლისს შეადგენს ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ზღვისპირეთში, კერძოდ ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში .

როგორც ცნობილია ტექნოგენური (ანთროპოგენური) დატვირთვა არის ერთ - ერთი იმ ძირითად ფაქტორთაგანი , რომელიც განსაზღვრავს გარემოს მდგომარეობას. ამ მდგომარეობის შეჯერებას ტერიტორიის ბუნებრივ მონაცემებთან (როგორიცაა მიწისზედა და მიწისქვეშა წყლები,ნიადაგი, ლანდშაფტი და ა.შ.) საშუალებას იძლევა უფრო სრულად წარმოგიდგინოთ ქობულეთის მუნიციპალური რაიონის დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა.

ტექნოგენური დატვირთვის ძირითად სახეებს, რომლებიც ახდენენ ქობულეთის მუნიციპალური რაიონის ბუნებრივ გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას, განეკუთვნება :

• სელიტებური კომპლექსი;

• საავტომობილო, სარკინიგზო ტრანსპორტი;

• სასოფლო - სამეურნეო წარმოება;

• საკურორტო მეურნეობა.

აქ საჭიროა შევეხოთ ქობულეთის რაიონის წყლების ( ასევე ქ. ქობულეთის ) დაბინძურების ძირითად წყაროებს. ზოგადად ძირითად წყაროებში იგულისხმება :

• სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბინძურებული წყლები ;

• გაფილტვრის დროს გაპარული მავნე ნივთიერებების მაღალი დონე ;

• ავარიული შემთხვევები ტექნოლოგიური პროცესების შემთხვევისას ;

• სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული ( დახვნა, მორწყვა, ქიმიზაცია ).

ცალკე უნდა იქნეს განხილული რაიონის და სოფლების საკანალიზაციო სისტემის არსებობისა და მუშაობის საკითხი. ასევე წყლის გამწმენდი ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის საკითხი.

რაიონის  ბუნებრივი  კარკასი.  გეოგრაფიულ  და  ეკოლოგიურ  ლიტერატურაში ფართო  გავრცელება  მიიღო  ცნებამ   -  განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი  ტერიტორიების სისტემამ, რომელიც  თავისი  არსით ძალიან  ახლოსაა ცნებასთან, როგორიცაა რაიონის  ბუნებრივი  კარკასი. სხვაობა  მდგომარეობს  იმაში, რომ  ეს  უკანასკნელი  უფრო  ფართო  განმარტებით ხასიათდება, იმდენად, რომ  რაიონის   ბუნებრივი  კარკასის  წარმოქმნის  არა  მხოლოდ  განსაკუთრებით დაცული  ბუნებრივი ტერიტორიების  სისტემა, როგორც  კარკასის  აქტიური  ბირთვი იმავდროულად  საკმაოდ „რიგითი“  ელემენტები ბუნებრივი  გარემოსი, რომლებიც  ერთდროულად  არის  საკმაოდ  მნიშვნელოვანი  შემადგენელი ამა  თუ  იმ  რაიონის   გეგმარებითი  სტრუქტურისა.

რაიონის  ბუნებრივი  კარკასი  ფლობს რა  ამაღლებულ  ეკოლოგიურ  აქტიურობას, მდგრადობას, პლასტიურობას და წინააღმდეგობრიობას (რეზისტენტულობა), ის  შეეფარდება მიეკუთვნება    რაიონის   ბუნებრივ „ქსოვილს“, ასევე  ხასიათდება  ბიოლოგიური  პროდუქტიულობით ( სასოფლო-სამეურნეო  სავარგულები, საექსპლუატაციო ტყე  და ა.შ.), როგორც  ეკოლოგიური  კარკასი  რაიონისა  (ქალაქი, დაბა, მსხვილი სატრანსპორტო  და  საინჟენრო კომუნიკაციები და ა.შ. თანაფარდობა  დანაჩენ  ტერიტორიასთან, რომელიც  ასევე  ასრულებს  გარკვეულ სოციალურ-ეკოლოგიურ ფუნქციებს. ამასთან ერთად რაიონის  ბუნებრივი  კარკასი არ  არის  აბსოლუტურად  ავტონომიური  კატეგორიის, რომელიც  გამოდის  როგორც  განსახლების  სისტემის  არქიტექტურულ-გეგმარებითი  სტრუქტურის  არსებითი  ნაწილი. ამრიგად,  ეკოლოგიური  აქტიურობის  ღერძი (მდინარეთა  ველი, გამწვანებული  დერეფნები  სატრასპორტო  და  საინჟენრო-ტექნიკური  კომუნიკაციის  გასწვრივ  და სხვ.)  იმავდროულად  ემსახურებიან რაიონს   ან  მის  ნაწილს როგორც   გეგმარებითი ღერძები, ხოლო ეკოლოგიურად აქტიურობის კვანძები (ქალაქი, მწვანე ზონები, მაგალითად)  ხშირად  შეესაბამება რაიონის   გეგმარებით  ცენტრებს  და  ა.შ.

ბუნებრივი  სიტუაცია, როგორც  წესი, მაღალ  ხარისხში, ვიდრე  არქიტექტურულ-გეგმარებითი  სტრუქტურა,  დეტერმინირებულია ადამიანისაგან  დამოუკიდებელი პირობებისაგან.  მიუხედავად  ამისა, არის  რა  არსებითი  შემადგენელი  ნაწილი  ამ  უკანასკნელისა, რაიონის ბუნებრივი კარკასი გამოდის როგორც ქალაქთმშენებლობის კვლევისა  და    პროექტირების ობიექტი, რომელთან  დაკავშირებით  გასაკუთრებულ  ინტერესს წარმოადგენს საკითხები  მის  სტრუქტურაზე, პარამეტრებზე  და  რეგიონალურ  განსახლებებზე.

რაიონის ბუნებრივი  კარკასი, გამომდინარე  ეკოლოგიურ ქალაქთმშენებლობითი მოთხოვნების  კომპლექსური  გადაწყვეტის  ამოცანებიდან მოიცავს თავისთავში  მოედნისებურ, ხაზობრივ  და  წერტილოვან  ელემენტებს

მოედნისებური ელემენტი (ეს  არის  ეკოლოგიური  აქტიობის არეალი), ანუ  ნაციონალური და ბუნებრივი პარკები, ნაკრძალები (ბიოსფერული, ეტალონური, რეალური, სადემონსტრაციო  და სხვ.), ნაკრძალის მიჯნა, ტყე  I და  II ჯგუფის ( მათ  შორის  რომელსაც  ვიყენებთ  სარეკრეაციოდ)  და სხვა   დაცვითი ტერიტორიები. მთავარი ამოცანა  მოედნისებური  ელემენტისა ეს  არის  ბუნებრივი გარემოს  ძირითადი  კომპონენტების  კვლავწარმოება ( ატმოსფეროს  ჟანგბადის, წყლის, მცენარეთა, ცხოველთა  სამყაროს  და  ა.შ.), ბუნებრივი  კომპლექსების  შენარჩუნება, რომელიც მახასიათებელია  მოცემული  რაიონისათვის, სოციალური  და  ესთეტიკური  ამოცანების  შესასრულებლად. სწორედ  ამ  ელემენტებზეა  დამოკიდებული  ძირითადში რაიონის   ეკოლოგიური  პოტენციალი  მთლიანობაში.

ხაზობრივი  ელემენტები (ეს  არის   ეკოლოგიური  აქტიურობის  ჭერძი), ანუ  მდინარეები  და  მისი  ნაპირები, წყალგამყოფები ( და  განსაკუთრებით წყალგამყოფი  ტყე,ბიოტოპების  სასაზღვრო  ნაკვეთები, სატრანსპორტო  და  საინჟენრო-ტექნიკური    ინფრასტრუქტურის  გამწვანებული დერეფნაბი, დაცვითი ტყენარგავები; სპეციალური  ბიოტექნიკური  დერეფნები და  ა.შ.  მთავარი  ამოცანა  ხაზობრივი  ელემენტებისა ეს  არის  ერთიანი  კარკასის  შენარჩუნება, ბუნებრივი  გარემოს   მოძრავი  კომპონენტების  გადაადგილების  შენარჩუნება, სამეურნეო, სოციალური  და  ესთეტიკური  ფუნქციების  შესრულება.

წერტილოვანი  ელემენტები ( ეს არის ეკოლოგიური  აქტიურობის   კვანძები), ანუ  ქალაქების  მწვანე  ზონები, მატერიალური  კულტურის ძეგლები  დაცვითი   ზონებით  და სხვა   ობიექტები. ძირითადი  ამოცანა  წერტილოვანი  ელემენტებისა ეს  არის    ბუნებისა  და  მატერიალური  კულტურის  ცალკეული  ობიექტების  დაცვა, სამეურნეო, სოციალური  და  ესთეტიკური  ფუნქციების  შესრულება. რაიონის ბუნებრივი  კარკასის ჩამოყალიბებისას  მისი  ცალკეული  ელემენტები ( რეკრეაციის  ზონა, დაცვითი  ნარგავები და სხვ.) გამოიყოფა არსებული ნორმატივების შესაბამისად, სხვა კი განისაზღვრება კონკრეტული ლანდშაფტურ-ეკოლოგიური გარემოებით (ნაკრძალი, ბუნების  ძეგლი, ისტორიისა  და  კულტურის).

განსაკუთრებით  საჭიროა  შევჩერდეთ  ნაციონალური  და  ბუნებრივი    პარკების  შექმნის  აუცილებლობაზე ( მათ  რიცხვში  მსხვილი  ქალაქები  უშუალოდ     სიახლოვისას ).

ბუნებრივი  პარკები  პროცენტული    ნორმაა  1 მაცხოვრებელზე 0,1 – 0,2 ჰა. საერთო  ფართი   რაიონის  ბუნებრივი  კარკასის ელემენტებისა  შეიცავენ  არა  ნაკლებ  15 -20 % განსახლების   სისტემის  ქვერეგიონალური   ტერიტორიისა და არა  ნაკლებ 25-30 %ГСМН   ტერიტორიისა, რომელშიც  შედის  საქალაქო  აგლომერაცია  და  განსახლების   ადგილობრივი სისტემა.

ბუნებრივი  კარკასის  ჩამოყალიბება  დაკავშირებულია  რეგიონალური   თავისებურებების  გათვალისწინებასთან, რამდენადაც  სრულყოფილი  ეკოლოგიურ-ქალაქთმშენებლობითი  სისტემის  შექმნა რიგ  შემთხვევაში  გართულებულია  ბუნებრივი  გარემოს  დაბალი  ეკოლოგიური  პოტენციალით. ამ  შემთხვევაში   რაიონის  ბუნებრივი  კარკასი  ასრულებს  სამკურნალო   ფუნქციას, თუმცა-ღა  მას  აქვს   საკმაოდ  მაღალი  საერთო  ეკოლოგიური  მნიშვნელობა.

2-7.3ბუნებრივ - ეკოლოგიური კარკასი

2-7.3.1 სტრუქტურა , ელემენტები და განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიები

ქობულეთის მუნიციპალური რაიონის ბუნებრივ - ეკოლოგიური კარკასის საბუძველს შეადგენს, პირველ რიგში ის ტერიტორიები, რომლებსაც ძირითადში შეინარჩუნეს ბუნებრივი მცენარეული საფარი, ამასთან ერთად წყლის აკვატორიები, რომელიც უზრუნველყოფენ კარკასის გარემოს ჩამომყალიბებელ და ეკოლოგიური მასტაბილიზირებლ ფუნქციებს.

ბუნებრივ ეკოლოგიური კარკასის მიწებს განეკუთვნება შემდეგი კატეგორიისა და სახის მიწის სავარგულები :

• მთის ტყე და ტყეები მდინარეთა ხეობებში;

• ხელოვნური ტყის ნარგავები, ტყის ზოლებში და მასივებში;

• მდინარეთა გასწვრივ ტერასები;

• სათიბი მიწები

საერთო ფართი ასეთი სახის სავარგულებისა შეადგენს 50286 ჰა, რაც ქობულეთის მინიციპალური რაიონის ფართის 70,6 % - ია. მიწის დიდი ფართი განეკუთვნება ბუნებრივ - ეკოლოგიური კარკასის მიწებს, რაც განაპირობებს ბუნებრივი კომპლექსის შენარჩუნებას, პირველ რიგში ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო გამოყენებისგან.

აღსანიშნავია რომ სივრცითი მოწყობის დოკუმენტის თანახმად უახლოესი 10 წლის მანძილზე, ურბანული და სხვა სახის ტერიტორიებისათვის განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ, ასეთი ტერიტორიების 1,1 % -ითაა დაგეგმილი.

ბუნებრივ - ეკოლოგიური კარკასის სტრუქტურა შედგება მოედნისებრი და ხაზობრივი ელემენტებისაგან, მოედნისებრი ელემენტები ასრულებენ კარკასის ბირთვის ფუნქციას. სახელდობრ ბუნებრივ - ეკოლოგიური კარკასის ბირთვის უმეტესწილად ინარჩუნებენ ტერიტორიის ეკოლოგიურ ბალანს. ხოლო ხაზობრივი ელემენტები ნივთობრივ - ენერგეტიკული ნაკადების საშუალებით ეკოლოგიურ ბირთვებს აკავშირებენ ერთმანეთთან.

ქობულეთის რაიონის ბუნებრივ - ეკოლოგიური კარკასის მოედნისებრივ ელემენტს შეიძლება მივაკუთვნოთ მსაგვის ტყის უბნები, განთავსებული რაიონის  სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საერთო ფართით 46521 ჰა  და ჩრდილოეთ ნაწილში (თიკერის ტყე) 800 ჰა ფართობით . ეს არის საკვანძო ტერიტორიები „ ბირთვისა “ ბუნებრივ - ეკოლოგიური კარკასისა, რომელსაც აქვს რეგიონალური მნიშვნელობა.

კარკასის ხაზობრივი ელემენტებს წარმოადგენს მცირე მდინარეთა ველები, ველისა და ეროზიის საწინააღმდეგო ტყის ზოლები.

ბუნებრივ - ეკოლოგიური კარკასის სტრუქტურული ელემენტები ასრულებენ გარემოსმაფორმირებელ და გარემოსდამარეგულირებელ ფუნქციებს, იმავდროულად, წარმოადგენენ ადგილსამყოფელს მრავალი სახის ცხოველებისა და ფრინველებისათვის. საჭიროა აღინიშნოს, რომ ქობულეთის რაიონის მსხვილი ტყის მასივები ასრულებენ არა მხოლოდ „ ბირთვის “ ფუნქციას ბუნებრივ - ეკოლოგიური კარკასისა, იმავდროულად ის ასრულებენ ეკოლოგიური დერეფნის ფუნქციასაც, რომლის საშუალებითაც ხდება მიგრაცია ცხოველებისა და მცენარეების, ხორციელდება საინფორმაციო, ნივთობრივ - ენერგეტიკული გაცვლა ეკოსისტემებს შორის. უფრო სრულად ეკოლოგიური დერეფნის ფუნქციას ქობულეთის რაიონში ასრულებს მდ. კინტრიშის ველი.

2-7.3.2 განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და ბუნებრივ-ეკოლოგიური  კარკასის შენარჩუნება.

დღევანდელ დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება  ბუნებრივ-ეკოლოგიური სისტემის შენარჩუნებას, პირველადი ლანშაფტის დაცვას. სამეურნეო სფეროში  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბუნებრივი და ნახევრად ბუნებრივი ეკოლოგიური სისტემის გამოყენებას მათი ბუნებრივი კომპონენტების მინიმალური შეფერხებით.

რეგიონალური ურბოეკოლოგიური  (გ.ს) უსაფრთხოების განვითარების სტრატეგია დამოკიდებულია გასაკუთრებით დაცული ტერიტორიების ქსელის სტრუქტურულ და ფუნდამენტურ თავისებურებებზე, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს საკვანძო ელემენტს გარემოს დაცვის ღონისძიებების კომპლექსისა და ბუნებრივ-ეკოლოგიური კარკასის შენარჩუნების საკითხში.

განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიები, ეს ხომარის ტერიტორიალური ფორმა ბუნების დაცვისა, რომელიც უზრუნველყოფს ეოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას და ბიოლოგიური და ლანდშაფტური სახესხვაობის დაცვას. თანახმად დღეს მოქმედი კანონისა კანონმდებლობისა ეს ობიექტი არის საერთონაციონალური სარგებლობის.

თანამედროვე კონცეფცია ბუნებრივ ტერიტორიალური დაცვისა გვთავაზობს სხვადასხვა იერარქიული დონის განსაკუთრებით დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს: ლოკაციურს, რეგიონალურს მაკრორეგიონალურს, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ-ეკოლოგიური ნებისმიერ ტერიტორიაზე  ფუნქციონირებას.

როგორც ზემოთ ავღნიშნეტ ბუნებრივ-ეკოლოგიური კარკასის ქვეშ ვგულისხმობთ გარემოს ჩამომყალიბებელ და გარემოს დამარეგულირებელი ძირითადი ეკოსისტემებისბუნებრივი კომბინირების ერტობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს ტერიტორიის მდგრად განვითარებას. ბუნებრივ-ეკოლოგიური კარკასის ძირითადი ელემენტებია:

„ბირთვი“ ან საკვანძო უბნები, რომლებიც წარმოადგენენ საკმაოდ შენარჩუნებულ ბუნებრივ კომპლექსებს, რომლებიც შედგებიან განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიის კატეგორიისგან დაცვის მაღალი დონით, რომელსაც უჭირავს ტერიტორიის შედარებით  დიდ ფართი და აქვთ უნარი შეინარჩუნონ გეოსისტემის ბუნებრიობა და მთლიანობა.

ეკოლოგიური დერეფნები - ტერიტორია რომელიც შედგება შედარებით დაბალი სტატუსის მქონე განსაკუთრებულად დაცული  ბუნებრივი ტერიტორიისგან, მაგრამ იმავდროულად შენარჩუნებული აქვს უნარი შეასრულოს მისი ძირითადი ფუნქცია, როგორიცაა „ირთვის“ სისტემის უზრუნველყოფა კავშირებით - ენერგეტიკული თუ საინფორმაციაო.

განსაკუთრებულად დაცული  ბუნებრივი ტერიტორიის უბრალო ნაკრებიდან დაცული ბუნებრივი ტერიტორიების სისტემის აგების პროცესზეგადასვლა განისაზღვრება ორო მთავარიფაქტოით: ბუნებრივ-ანთროპოგენური (ტერიტორიის ათვისების ხარისხი) და საორგანიზაციო-ფინანსურით.

მთავარი პრობლემა ბუნებრივი დაცვისა ყოველ მუნიციპალურ რაიონში არის ბუნებრივი კომპლექსების დაცვის სხვადასხვა დონის, მრავალფუნქციური სისტემის შექმნა. ამის მისაღწევად საჭიროა:

• ობიექტების კონკრეტული გეოგრაფიული , ეკოლოგიური, ბიოლოგიური, ბუნებრივ ისტორიული და ფუნქციონალური ღირებულებების გამოვლენა;

• მათზე ანტროპოგენური ზემოქმედების შეფასება და თითოეულისათვის ოპტიმალური ბუნებათსარგებლობის კატეგორიის განსაზღვრა;

• სპეციალური სახელმწიფო ბუნებათდაცვითი სამსახურის შექმნა, რომელიც დასაქმებული იქნება რაიონული განსაკუთრებულად დაცული  ბუნებრივი ტერიტორიის ორგანიზაციული, მმართვითი და მონიტორინგის საკითხებით.

განსაკუთრებულად დაცული  ბუნებრივი ტერიტორიის სისტემის შექმნის საფუძველი , მისი სტრუქტურულ-მთლიანობის განმსაზღვრელი არის მისი სტრუქტურული ელემენტების ტიპიურობა (რეპრეზენტატიულობა) და უნიკალურობა. დაცვითი ბუნებრივი ტერიტორიების რეპრეზენტატიულობის ქვეშ იგულისხმება იერარქიის სხვადასხვა დონეზე კონკრეტულ ბუნებრივ ტერიტორიალურ კომპლექსში ბუნებრივი პირობების განსხვავებულობის ტიპიური გამოვლენის ასახვის უნარი. რეპრეზენტატიულობა და უნიკალურობა, როგორც კატეგორია, ბუნებრივი პირობების მრავალსახეობის მომცველი, არის ერთერთი მთავარი და მნიშვნელოვნად აუცილებელი თვისება ბუნებრივ-ტერიტორიალური  კომპლექსისა, განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიული სისტემის ჩამოყალიბებისას.

ამრიგად, ტერიტორიები, რომლებიც შედიან განსაკუთრებულად დაცული  ბუნებრივი ტერიტორიაში ითავსებენ ზონალურ, ექსტრაზონალურ და აზონალურ ეკოსისტემებს, მათთან ერთად ენდემურს (ადგილობრივს).

დაცვითი ბუნებრივი ტერიტორიები მოწოდებულია შეასრულოს არამხოლოდ ბუნებრივი ეკოსისტემის ან მისი ცალკეული ობიექტების შენარჩუნების ფუნქცია, იმავდროულად ემსახურება ადამიანის ჯამრთელობის გაუმჯობესებას და მის სოციალურ და კულტურულ-ესთეტიურ აღრზდას.

ქობულეთის რაიონის განსაკუთრებულად დაცული  ბუნებრივი ტერიტორიის ქსელის განვითარებისათვის  და მისი შემდგომი ტრანსფორმაციისათვის განსაკუთრებულად დაცული  ბუნებრივი ტერიტორიის სისტემაში საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:

• ორგანიზაციის თვალსაზრისით უფრო მეტად პერსპექტიული განსაკუთრებულად დაცული  ბუნებრივი ტერიტორიის უბნების ინვენტარიზაცია;

• ბუნებრივ ეკოლოგიური კარკასის საკვანძო ტერიტორიების კომპლექსური მონიტორინგის ორგანიზაცია;

• მუნიციპალური რაიონის განსაკუთრებულად დაცული  ბუნებრივი ტერიტორიის ადგილობრივი ქსელის განვითარება.

ქობულეთის მუნიციპალური რაიონის ტერიტორიაზე მიზანშეწონილია ბუნებრივი ლანდშაფტების და მისი კომპონენტების ეკოლოგიური რეაბილიტაციის ზონის შექმნა. ეკოლოგიური რეაბილიტაციის ზონებს უნდა მივაკუთვნოთ პირველ რიგში მთის ტყის უბნები ფერდობებით, რომლებსაც ახასიათებს მთლიანი ლანდშაფტური და ბიოლოგიური სახეობების დონე. მათ საზღვრებში განსაკუთრებული ბუნენათდაცვითი რეჟიმის ორგანიზაცია არის უპირველესი ბუნებათდაცვითი ამოცანა. გარდა ამისა რაიონის ტერიტორიაზე არსებულ მდინარეთა სანაპიროებზე არსებობს ჯერ კიდევ შენარჩუნებული ბუნებრივი კომპლექსები რომლებსაც აქვთ სასიცოცხლო მნიშვნელობა საერთო ეკოსისტემაში. ამრიგად საჭიროა კომპლექსური ორგანიზება ამ ტერიტორიათა დაცვისა და უახლოეს მომავალში საჭიროა განსაკუთრებულად დაცული  ბუნებრივი ტერიტორიების სხვადასხვა რანგის ქსელის შექმნა. აქვე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტები.

2-7.4 ტყის რესურსები

რეგიონის სატყეო პოლიტიკის ძირითად მიზანს წარმოადგენს ტყის არსებული ფართობების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება და მართვა მდგრადი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს:

•              რეგიონის ტყეების ეკოლოგიური ფასეულობებისა და ფუნქციების დაცვას;

•              ტყეების ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას ტყით უწყვეტი სარგებლობის და გრძელვადიანი სარგებელის მიღების პრინციპების დაცვით;

•              ტყეების მიერ სოციალური ფუნქციების განხორციელებას;

ძირითადი პრობლემები და გამოწვევები

ტყის რესურსები

•              ინფორმაცია ქვეყნის ტყისრესურსების შესახებ არა მოძველებულია და არ ასახავს ფაქტობრივ მდგომარეობას;

•              მიმდინარეობს ტყის ეკოსისტემების ფრაგმენტაცია და გარეულ ცხოველთა საარსებო გარემოს/ჰაბიტატების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ან განადგურება;

•              გლობალური დათბობის პროცესების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდა ტყეებში ხანძრის წარმოქმნის და მავნებელ–დავადებათა გავრცელების საშიშროების რისკები.

•              მკვეთრად შემცირდა ტყეების აღდგენა-განახლების ღონისძიებები.

ტყეებზესაკუთრებისფორმები

•              ტყის საკუთრების /მფლობელობის ოპტიმალური სქემების გამოვლენა სტრატეგიული შეფასების საფუძველზე (მაგ. კერძო საკუთრება კერძო და იურიდიული პირების მიერ, სასოფლო/სათემო საკუთრება, გრძელვადიან სარგებლობაში გადაცემა, ტყეების მართვა სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ და სხვ.);

აქვე ახსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მუშავდება "ტყის კოდექსი" რომლის მე–5 მუხლი "ტყეზე საკუთრების უფლება" სწორედ ამ საკითხს ეხება:

– ტყეზე საკუთრების უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან. საქართველოს ტყე შეიძლება იყოს სახელწიფო საკუთრების, მუნიციპალური საკუთრების და კერძო საკუთრების ტყე;

–  სახელწიფო ტყე არის საქართველოს ტყის და მისი რესურსებისერთობლიობა, რომლებიც არ არის მუნიციპალურ ან კერძო საკუთრებაშ;

– მუნიციპალური ტყე არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყე რომელთან დაკავშირებულ მმართველობით უფლებამოსილებებს, ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები;

– კერძო საკუთრების ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე;

– ამ კოდექსით დადგენილი წესები ვრცელდება საქართველოს ტყეზე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, თუ კი ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ტყის რესურსების ინვენტარიზაცია, მართვის დაგეგმვა და მონიტორინგი.

•              სატყეო სექტორის მართვის დაგეგმვა სუსტია და არ არის კოორდინირებული სხვა სექტორებთან;

•              არ არის დადგენილი ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეები.

სტრატეგიული მიზანი და პრიორიტეტული მიმართულებები

ტყეების ინვენტარიზაციის, მართვის დაგეგმვის და მონიტორინგის სფეროში სატყეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი ტყის რესურსების მდგომარეობის შესწავლაა, რაცმოიცავს:

• ტყეების შეფასება და და დაყოფა ფუნქციურიდანიშნულების მიხედვით კატეგორიებად;

• ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეების დადგენასა და  გამოყოფას;

• დეგრადირებული და გამეჩხერებული ტყეებისა და ტყის ლანდშაფტების აღდგენას;

• ტყეების მდგრადი მართვის დაგეგმვას;

• ტყისმონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებას.

• დეგრადირებული და გამეჩხერებული ტყეების და აღსადგენი ტყის ლანდშაფტების დადგენა;

• დეგრადირებული და გამეჩხერებული ტყეების და ტყის ლანდშაფტების აღდგენა

• ტყის მერქნული რესურსების ოპტიმალური წილის დადგენა ქვეყნის ეკონომიკაში;

• ტყის არამერქნული რესურსების და მისი ესთეტიკური და ეკოლოგიური ფასეულობების წილის  გაზრდა ქვეყნის ეკონომიკაში;

• სატყეო სექტორში უკანონო ქმედებების აღმოფხვრა.

• ტყის სოციალურ-ეკოლოგიური ფუნქციების დაცვა;

• ამორჩევითი მეურნეობის პრინციპების გამოყენებით ტყის ექსპლუატაციის რეგულირება ეკოლოგიურად გამართლებული ჭრის წესების მიხედვით;

• ტყის უწყვეტი სარგებლობის პრინციპის დაცვა;

• ბიოლოგიურად მდგრადი მიზნობრივი ტყეების ფორმირება;

• ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა;

• ეროზიული მოვლენების უვნებელყოფა;

• დეგრადირებული ტყეების რეკონსტრუქცია;

• ტყის ხელოვნური გაშენება;

• სანერგე მეურნეობის გაფართოვება და სხვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე შემუშავებულია შემდეგი რეკომენდაციები:

1. კოლხური ტიპის შერეულ ფოთლოვანი სუბტროპიკული ტყეების სარტყელში (25-500 მ.ზ. დ-დან) მკვეთრადაა გასამიჯნი სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ბუნებრივ-აგრარული და სოციალურ-ეკონომიკური ტერიტორიული კომპლექსებით ფართოდ წარმოდგენილი ლანდშაფტები  ჯერ კიდევ შემორჩენილი მაღალი ბუნებისდაცვითი და გარემოსმარეგულირებელი, რეკრეაციულ-ესთეთიკური და სამეცნირო-საგამანათლებლო ღირსებების მქონე კოლხური ტყის ფრაგმენტებისა და ეკოსისტემებისაგან, რომლებიც მაქსიმალურად იქნებიან დაცული და მოყვანილი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) და „დაცული  ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისობაში;

2. სამეურნეო ტყეებში მეურნეობის ორგანიზაციის დაგეგმარებაში მაქსიმალურად უნდაიქნეს გათვალისწინებული მაღალი  კონსერვაციული ღირებულებების სატყეო ფართობების გამოყოფა და მათში მენეჯმენტის წარმართვა დაცვითი ღონისძიებების გატარებით, რომლებიც დაფუძნებული იქნება იშვიათი დ აქრობადი, რელიქტური, ენდემური სახეობების და ფიტოცენოტიპური მრავალფეროვნების მაქსიმალურ შენარჩუნებაზე;

3. რეგიონის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების დაგეგმარებაში ტყის მერქნით და არა მერქნით რესურსებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს სოფლის მეურნეობის რესურსები; შემუშავდეს ტყის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რამდენადაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები განლაგებულია უშუალოდ ტყის ფონდის მიწებს შორის და სოფლის მეურნეობის მიზანმიმართული რეგულირებადი მართვა კეთილმყოფელ გავლენას იქონიებს ტყის მეურნეობის განვითარებაზე ტყის მცენარეულობის მრავალფეროვნების მაქსიმალური შენარჩუნებით;

4. წაბლის ტყის სარტყელში (500-1000 (1100) მ. ზ. დ-დან)  სამეურნეო დანიშნულების ფართობებზე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების უპირველეს მიმართულებად უნდა ჩაითვალოს მრავალჯერადი რეგენერაციის ამონაყრითი წარმოშობის დეგრადირებული მარადმწვანე ქვეტყიანი წაბლნარების რეკონსტრუქცია მაღალ პროდუქტიულ თესლითი წარმოშობის წაბლნარებად;

მეორადი წარმოშობის (წარმოებულ) ტყის ფორმაციებში, მურყნა-რებში და მარადმწვანე ქვეტყიან რაყებში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს უკვე აპრობირებულ და პრაქტიკაში დანერგილ ღონისძიებებს-ასეთი ფართობების რეკონსტრუქციას კაკალნაყოფიანების ტყე-ბაღებად და  სწრაფმოზარდი და ძვირფასმერქნიანი სახეობების პლანტაციებად აბორიგენული სახეობების მაქსიმალური შენარჩუნებით.

5. მუხნარები, კორომთა დეგრადირებისა და ნიადაგსაფარის ეროდირების ხარისხის მიხედვით სამ ძირითად კატეგორიად იყოფა:

I კატეგორიის ეროდირებულ ფართობებზე  (ფართობები შენარჩუნებული ნიადაგსაფარით) დეგრადირებული მუხნარების რეკონსტრუქციის უპირველეს ღონისძიებად მაღალპროდუქტიულ თესლითი წარმოშობის მუხნარებად და მუხნარ-ფიჭვნარებად, მიჩნეული უნდა იქნეს ბუნებრივი განახლებისადმი ხელშეწყობა და მუხის კულტურების გაშენება.

მომავალი ტყის კორომის შემადგენლობაში აუცილებელია გავითვალისწინოთ მუხის სახეობრივი შემადგენლობის დიდი ხვედრითი წილი არა ნაკლებ 70%, საბურველის შეკრულობით არა ნაკლებ 0,7-ისა.

II კატეგორიის ეროდირებულ ფერდობზე, ნიადაგსაფარის მნიშვნე-ლოვანი გადარეცხვიდან გამომდინარე, დეგრადირებული კორომების რეკონსტრუქცია იელის, შქერის და საკმელის ქვეტყიან და მარცვლოვანსაფრიანი ტყის ტიპებში ტარდება შერეული ფიჭვნარ-მუხნარი და მუხნარ-ფიჭვნარი კორომების ფორმირების მიზნით. ბაქნებზე ფიჭვისა და მუხის თესვისა და თესლნერგების დარგვისათვის ნიადაგსაფრის სისქე უნდა იყოს არა ნაკლებ 12 სმ-ისა. თესვისა და სარგავი ადგილების შერჩევა ხდება ვიზუალურად, მკვდარსაფარს შენარჩუნებულ მონაკვეთებში, ან ყველა იმ ნიადაგსაფარს შენარჩუ-ნებულ წერტილებში, სადაც სარგავი ორმოს ამოღების შესაძლებლობა იქნება. ქვეტყის ყველა ელემენტი ხელუხლებელი რჩება; მომავალი ტყის კორომის მთავარ საბურველში მუხის მონაწილეობა უნდა იყოს არანაკლებ 50%-ისა საბურველის შეკრულობით არა ნაკლებ 0,7-ისა.

III კატეგორიისეროდირებულფერდობებზე (ნიადაგსაფარის მნიშვნელოვანი გადარეცხვით) დეგრადირებული მუხების იელიანი და საკმელიანი ტყის ტიპებით და მეჩხერების რეკონსტრუქციისათვის ყველა შესაძლო ფართობი მერქნიანი სახეობების ზრდა-განვითარებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს ფიჭვის ბიოჯგუფების გაშენებისათვის.

ბაქნების აუცილებელი რაოდენობა რკოს ჩათესვისა და ფიჭვის კულტურების გაშენებისათვის სარეკონსტრუქციო ფართობებზე განისაზღვრება საჭირო და არსებული ტყის კორომების საბურველის შეკრულობებს შორის სხვაობით, მუხისა და ფიჭვის არანაკლებ 1,5მ სიმაღლის მოზარდის ვარჯის შეკრულობის პროექციული დაფარულობის ფართობის–1მ2–ის გათვალისწინებით. შერეულ ფართობებზე ნიადაგსაფრის გაფხვიერება, რკოს ჩათესვა და ფიჭვის ნერგების დარგვა. ტყის კულტურების მოვლის აგროტექნიკური ღონისძიებები უნდა ჩატარდეს თანახმად მოქმედი რეკომენდაციებისა და ინსტრუქციებისა.

მეტ-ნაკლებად სწრაფი მეტყევურ-ეკოლოგიური და ეკონომიკური ეფექტის მიღების თვალსაზრისით, მიუხედავად დეგრადირების ხარისხისა, აღდგენა-რეკონსტრუქციას  პირველ რიგში ექვემდებარებიან განსაკუთრებული სოციალურ-ეკოლოგიური დანიშნულების ფართობები-დასახლებული პუნქტებისა და მნიშვნელოვანი სახალხო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მიმდებარე ფართობები.  მეორე რიგის  სარეკონსტრუქციო ფართობებს განეკუთვნებიან ძლიერ დეგრადირებული საკმელის ქვეტყიანი მუხნარი და მუხნარ-ფიჭვნარი კორომები. ყველა სარეკონსტრუქციო ფართობები იღობება და იცვება პირუტყვის ძოვებისაგან. მუხნარი და მუხნარ-ფიჭვნარი ფიტოცენოზების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგომი მცენარეთა სახეობების გენოფონდის აღდგენის თვალსაზრისით, საჭიროა შიგამთიანი აჭარის შუა სარტყელში გამოიყოს ჭოროხისა და ჰართვისის მუხების და სოსნოვსკის ფიჭვის სათესლე ბაზა, აგრეთვე დაარსდეს სანერგე მეურნეობა ძვირფასი მერქნიანი სახეობების მაღალხარისხოვანი სარგავი მასალის წარმოების თვალსაზრისით.

6. წიფლნარებში (1000-1600 მ.ზ.დ.) და ნაძვნარ-სოჭნარებში (1500-2000 მ.ზ.დ.) სამეურნეო დანიშნულებისათვის განკუთვნილ ფართობებზე ადგილსამყოფელის ტენიანობის ხარისხის, ინდიკატორული ქვეტყის სახეობებისა და ბალახოვანი საფარის მიხედვით რეკომენდაციას ვაძლევთ მთავარი სარგებლობის ორი სახის ჭრას: ნებით-ამორჩევითს და ჯგუფურ-ამორჩევითს.

ნებით-ამორჩევითი ჭრა ტარდება 350-მდე დაქანების ფერდობებზე. მარადმწვანე ქვეტყიან, მაყვლიან, გვიმრიან წიფლნარებში და ნაძვნარ-სოჭნარებში ჭრა ტარდება მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში; 0,6 და ნაკლები სიხშირის ტყის ამ ტიპების კორომებში ნებით-ამორჩევითი ჭრა არ ინიშნება.

ამ სახის ჭრა რეკომენდირებულია ჩატარდეს „საქართველოს ტყე-ებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის“ (2000 წ) მე-11 და 21 პუნქტების მიხედვით. ამასთან ტყის ნორმალური განახლების მიზნით აუცილებელია 3 მ სიგანის ზოლებად ან ფანჯრებში (ყალთაღებში) ქვეტყის პირწმინდად გაჭრა.

წვრილბალახოვან, წივანიან, მკვდარსაფრიან და ფოთოლმცვენ ქვეტყიან წიფლნარებში და ნაძვნარ-სოჭნარებში ნებით-ამორჩევითი ჭრა ტარდება 0,6 და მეტი სიხშირის კორომებში „ჭრის წესის“ იმავე პუნქტების მიხედვით. 0,5 და ნაკლები სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება ტყეკაფზე ტყის აღდგენისათვის საკმარისი რაოდენობით განახლების უზრუნველყოფის შემთხვევაში („ჭრის წესი, დანართი 2“).

ჯგუფური - ამორჩევითი ჭრა ტარდება 200 – მდე დაქანების ყველა ექსპოზიციის ფერდობებზე 0,6 და მეტი სიხშირის კორომებში „საქარ-თველოს ტყეებში მთავარი სარგებლობის ჭრის წესის“ (2000წ) მე-10 და მე-20 პუნქტების მიხედვით გათვალისწინებული 1 ჰა-ზე მოსაწყობი ყალთაღების რაოდენობით, მათი ფართობით, ყალთაღების გაგანიე-რების პარამეტრებით და განახლების განსაზღვრული პერიოდით („ჭრის წესები-2000წ, პუნქტი 13“).

7. ტყის ბუნებრივი განახლების სტიმულირება მდგომარეობს განახლებადი მერქნიანი სახეობების წინასწარი მოზარდის მაქსიმა-ლურ დაცვაში, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ტყის ხელოვნური განახლების (ტყის კულტურების წარმოების) ძვირად-ღირებული სამუშაოების წარმართვა. ამით ეკოლოგიურად მდგრადი კორომების მიღების პერიოდი 15-20 წლით მცირდება. ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტყის შემქმნელი სახეობების შეთესვას ან ნერგების დარგვას, პირუტყვის ძოვების რეგულირებასა და ნორმების დაცვას.

8. ტყის აღდგენითი ღონისძიებებიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაბალი სიხშირის (0,3-0,4) კორომების და სუბალპური მეჩხერების ტყის კულტურებით აღდგენას. სუბალპურ არყნარებში, წიფლნარებში და ნაძვნარ-სოჭნარებში რომელთა ბუნებრივი საზღვრები 400 მ-მდეა ქვევით დაწეული, უნდა ჩატარდეს ტყის ზედა საზღვრების მიმდებარე 150-200 მ სიგანის ზოლში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული მიკროკლიმატური პირობები.

სუბალპური მეჩხერების ხელოვნური განახლებისათვის რეკომენდი-რებულია ისეთი მერქნიანი სახეობების კულტურების გაშენება, როგორებიცაა აღმოსავლეთის წიფელი, აღმოსავლეთის ნაძვი, კავკასიური სოჭი, მედვედევის არყი, მაღალმთის ნეკერჩხალი, სოსნოვსკის ფიჭვი, მაღალმთის მუხა „ტყის კულტურების გაშენების რესპუბლიკური სქემების“ (1986) ტექნოლოგიური პროცესების საფუძველზე.

აუცილებელია

•ტყის დაცვის მუშაკების სათანადო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა. საქმიანობის წარმართვაზე კონტროლის გაძლიერება;

• ტყის ეკოსისტემების მრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, ტყის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის, აღდგენის, განახლების ხელშეწყობის და ხანძარ საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. კერძო ინვესტიციათა მოზიდვის მიზნით სათანადო პირობების შექმნა;

• ტყის ფონდის სრული ინვენტარიზაციის და მისი აგროეკოლოგიური, სოციალურ-ეკონიმიკური ასპექტების დეტალური ანალიზების, ადგილობრივი ტყის რესურსების მართვისა და შესაბამისად მდგრადი სატყეო მეურნეობის გაძღოლის ინტეგრირებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

• ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით და სამასალე ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით ტყეკაფების მონიშვნა და გამოყოფა, სატყეო-სამეურნეო გზების მშენებლობა;

• სამონადირეო და თევზის სატბორე მეუნეობების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.

•  ზღვის მნიშვნელობის გაზრდა ერთიანი ეკო სისტემის ფარგლებში

2-7.5 ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები.

გრძელვადიანი (20-წლიანი) მიზნები: საქართველოს უნიკალური ეკოსისტემების, სახეობათა მრავალფეროვნების და გენეტიკური რესურსების დაცვის და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გრძელვადიან მიზნებს გარემოს დაცვის სფეროში 2011 2015 წწ პერიოდისათვის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის გარემოს დაცვის მეორე ეროვნული პროგრამა (NEAP-2).

დღეისათვის რეგიონის მასშტაბით ბიომრავალფეროვნების სფეროში არსებული მთავარი პრობლემებია:

•  ჰაბიტატების დეგრადაცია და სახეობების რიცხოვნების შემცირება;

•  არამდგრადი თევზჭერა და ნადირობა,

• ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი მართვისათვის სათანადო მონაცემთა ბაზის არარსებობა;

• ეროვნული ბიოუსაფრთხოების სისტემის არარსებობა    (გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არარეგულირებული გადაადგილება).

ცხრილი 2-2 ძირითადი კონვენციები და ოქმები გარემოს დაცვის სფეროში, რომელთა მხარეცაა საქართველო

|ხელშეკრულების სახელწოდება |საქართველოსთან მიმართებაში ძალაში |

| |შესვლის თარიღი |

|კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ |31 აგვისტო, 1994 |

|•              ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმი |2  თებერვალი, 2009 |

|კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა დაფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ (CITES)|12  დეკემბერი, 1996 |

|კონვენციასაერთაშორისომნიშვნელობისჭარბტენიანი, |7 ივნისი, 1997 |

|განსაკუთრებითწყლისფრინველთასაბინადროდვარგისიტერიტორიებისშესახებ | |

|ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენცია |19 ივნისი, 1996 |

| მონრეალის ოქმი ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ             | |

| |16 სექტემბერი, 1996 |

|შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენცია |15 იანვარი, 1994 |

| |26 სექტემბერი, 2009 |

|შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კონვენციის შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების კონსერვაციის| |

|ოქმი | |

|გაეროს  კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია |27 ოქტომბერი, 1994 |

| |16 თებერვალი, 2005 |

|•               კიოტოს ოქმი | |

|კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების |30 ოქტომბერი, 2001 |

|პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ | |

|(ორჰუსის კონვენცია) | |

|გაეროს კონვენცია მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ (POPs) |2 იანვარი, 2007 |

|შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების კონვენცია |12 მაისი, 1999 |

|გაეროს კონვენცია გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ |21 ოქტომბერი, 1999 |

|როტერდამის კონვენცია ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში |28 მაისი, 2007 |

|წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პოცედურის  შესახებ | |

|კონვენცია სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისა და განთავსების შესახებ |18 აგვისტო, 1999 |

|კონვენცია გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ “MARPOL” |19 ივლისი, 1994 |

|კონვენცია გარეული ცხოველების მიგრირებად სახეობათა დაცვის შესახებ |1 ივნისი, 2000 |

| შეთანხმება შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა   და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ| |

|(ACCOBAMS) |1 ივნისი, 2001 |

|•           შეთანხმება აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველთა დაცვის შესახებ |1 აგვისტო, 2001 |

|  შეთანხმება ევროპის ღამურების პოპულაციების  დაცვის შესახებ |24 აგვისტო, 2002 |

|ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენცია |1 მარტი, 2010 |

|შეთანხმება საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის ბირთვული იარაღის |3 ივნისი, 2003 |

|გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე | |

| | |

|დამატებითი ოქმი საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის ბირთვული იარაღის |3 ივნისი, 2003 |

|გაუვრცელებლობასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე | |

|კონვენცია ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ |7 ოქტომბერი, 2006 |

|გაერთიანებული კონვეცია გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის |29 ოქტომბერი, 2009 |

|უსაფრთხოების შესახებ | |

|ევროპის ლანდშაფტური კონვენცია |ძალაშია  2011 წლის 1 იანვრიდან |

გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები

დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, ეროვნული ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის გრძელვადიან მიზანს (ოცი წელი) წარმოადგენს საქართველოს უნიკალური ეკოსისტემების, სახეობათა მრავალფეროვნების და გენეტიკური რესურსების დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება. ეს გრძელვადიანი მიზანი შეიძლება მიღწეულ იქნეს დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვითა და ერთიანი სისტემის შექმნით, ბიოლოგიური რესურსების მდგრადი სარგებლობით და მართვით, და მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილებით.

ამ ძირითადი მიზნის მისაღწევად უნდა შესრულდეს შემდეგი მოკლევადიანი (5 წლიანი) მიზნები:

მიზანი 1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი შერჩეული სახეობების სიცოცხლისუნარიანი პოპულაციებისა და ჰაბიტატების რეაბილიტაცია, დაცვა და კონსერვაცია

ღონისძიებები:

•              მცენარეთა არამერქნული სახეობების  შეფასების დასრულება (IUCN კრიტერიუმებზე დაყრდნობით) და მათი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანა;

•              ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების გამოვლენა;

•              ტერიტორიების პრიორიტეტულობის განსაზღვრა სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიების დაარსების მიზნით;

•              შიდა წყლების და ჭარბტენიანი ტერიტორიების ინვენტარიზაცია,   გის მონაცემთა ბაზის მომზადება. კონსერვაციისათვის პრიორიტეტული ტერიტორიების იდენტიფიცირება;

•              მიზნობრივი ჯგუფებისათვის  წითელი ნუსხის სახეობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების განხორციელება.

.    „სამხრეთის დერეფანზე“ ცხოველთა გადასასვლელების მოწყობის უზრუნველყოფა სამიგრაციო დერეფნების შენარცუნების მიზნით.

მიზანი 2. თევზჭერისა და ნადირობის მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა ფაუნის რესურსების მდგრადი სარგებლობის უზრუნველსაყოფად

ღონისძიებები:

•              შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და დამტკიცება რათა გაუმჯობესებულ იქნეს სამონადირეო სექტორის მართვა სამონადირეო სტანდარტების ჩათვლით;

•              სანადირო სახეობების რესურსების შეფასებისა და კვოტების განსაზღვრისათვის მეთოდების გაუმჯობესება;

•              სასწავლო პროგრამის შედგენა მონადირეთა ბაზისური განათლებისათვის მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით და სამონადირეო განათლების დანერგვა;

•              სატროფეო ნადირობის დაწყება სამონადირეო ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით;

•              ბრაკონიერობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გაძლიერება/შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი ინსპექციისათვის;

•              თევზჭერის მართვის გაუმჯობესებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და დამტკიცება, მათ შორის მარიკულტურის განვითარების ხელშეწყობისათვის;

•              თევზის რესურსების შეფასებისა და თევზჭერის კვოტის განსაზღვრის მეთოდოლოგიის გაუმჯობესება;

•              მდგრადი მეთევზეობის სტრატეგიის შემუშავება;

•              ღონისძიებების გაძლიერება შიდა წყლებში ბრაკონიერობის წინააღმდეგ/შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი ინსპექციისათვის;

•              თევზისა და თევზის პროდუქტბისათვის სასერტიფიკაციო სისტემის ჩამოყალიბება.

მიზანი 3. დაცული ტერიტორიების ერთიანი ეფექტური ქსელის შექმნა

ღონისძიებები:

•              ეკოლოგიური დერეფნების ქსელის დაგეგმვა და კანონპროექტის მომზადება;

•              გეგმარებითი დაცული ტერიტორიების დაარსებისათვის კანონპროექტის მომზადება და დაარსებულების განვითარება;

•              დამხმარე ზონებში სოც-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა პროექტების განხორციელებით;

•              დაცული ტერიტორიების გაფართოებისათვის მასალების მომზადება;

•              საზღვრების დადგენა და დემარკაცია დაცული ტერიტორიებისათვის საჭიროებისამებრ.

მიზანი 4. დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა ადმინისტრфციების შესაძლებლობების გაძლიერებით და ფინანსური მდგრადობის მექანიზმების დანერგვით

ღონისძიებები:

•              დაცული ტერიტორიების შესახებ ეროვნული კანონმდებლობის მიმოხილვა და გაუმჯობესება საერთაშორისო კონვენციების და სხვა  საერთაშორისო შეთანხმებებით დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით;

•              მენეჯმენტის გეგმების შემუშავება  და დამტკიცება არსებული და ახალი დაცული ტერიტორიებისათვის საჭიროების მიხედვით;

•              დაცული ტერიტორიების ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მართვის გაუმჯობესება;

•              დაცულ ტერიტორიებში სახეობების აღდგენა და კონსერვაციის გაუმჯობესება;

•              არსებული და ახალი დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და განვითარება საჭიროების მიხედვით;

•              დაცული ტერიტორიების ეკო-ტურიზმის პოტენციალის განვითარება (ეკოტურიზმის მრავალმხრივი გეგმის შემუშავება, ინფრასტრუქტურის განვითარება, მარკეტინგი, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ახალი სერვისების შეთავაზება);

•              დაცული ტერიტორიების თანამშრომლების შესაძლებლობის გაძლიერება;

•              დაცული ტერიტორიების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება;

•              ბიომრავალფეროვნების ინვენტარიზაცია და განახლებადი მონაცემთა ბაზის მომზადება და ჰაბიტატების შეფასება დაცული ტერიტორიების ფარგლებში;

•              საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროგრამის შემუშავება და დანერგვა (როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ისე საზოგადოებისათვის სხვა ჯგუფებისათვის).

მიზანი 5. ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი მართვის სათანადო საინფორმაციო უზრუნველყოფა ბიომონიტორინგის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბების გზით

ღონისძიებები:

•              ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული ინდიკატორების შესაბამისი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება;

•              ტრენინგების ჩატარება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში მონაწილე ორგანიზაციებისა და სამინისტროს თანამშრომლებისათვის;

•              ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმძღვანელოს მომზადება;

•              გეო-ინფორმაციული სისტემების (გის) ცენტრის შექმნა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისათვის;

•              შერჩეული ინდიკატორების მიხედვით მონაცემთა შეგროვება და მათი ანალიზი.

მიზანი 6. ბიო-უსაფრთხოების ეროვნული სისტემის შექმნა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისათვის/მინიმიზაციისთვის

ღონისძიებები:

•              ცოცხალი მოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირებასთან და რისკების მინიმიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავება და მიღება;

•              სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება  ბიოუსაფრთხოების შესახებ ოქმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე და მისი შესაძლებლობის გაძლიერება;

•              შესაძლებლობის გაძლიერება შესაბამისი უწყების თანამშრომლებისათვის საქართველოს ბიოუსაფრთხოების რესურს-ცენტრში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით;

•              შესაბამისი სამეცნიერო პოტენციალის განვითარება, ლაბორატორიების მოწყობა და შესაძლებლობის გაძლიერება შესაბამისი პერსონალისათვის.

1980-1990-იან  წლებში შავი ზღვისა და ლნდშაფტების წყალსატევების დაბინძურების ევტროფიკაციიის, ჰაბიტატების დეგრადაციის, აკრძალული იარარებით მტაცებლურ თევზჭერის, ბიორესურსების გადაჭარბებული მოხმარების, მდინარეების  დარეგულირებისა და ჰიდროკასკადების მშენებლობის შედეგად მოხდა შავი ზღვის ანადრომული ორაგულისა და მდინარის კალმახების ეკოლოგიური და რეპროდუქციული იზოლაცია; მათი  მარაგების მკვეთრად შემცირება  და ორაგულის ჰომინჯოგების უმრავლესობის გადაშენება მთლიანად შავი ზღვის რეგიონში. ეკოლოგიური  სიტუაცია  გართულდა შავ ზღვაში უცხო ეკზოტიკური სახეობების შემოსახლებითა და ბიოლოგიური აფეთქებით. აღნიშნულის შედეგად ზღვისა და ლანდშაფტების უნიკალური ბილოგიური ინდიკატორი ორაგული 1990-იანი წლების დასასრულისათვის გადაშენების კრიტიკულ საფრთხეში არმოჩნდა.

სახეობის  კონსერვაციისთვის აუცილებელი იყო შავიზღვისპირა და ორაგულის რეაბილიტაციით დაინტერესებული სხვა ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება, რაც ნაწილობრივ მოხერხდა კიდეც:GEF/BSEP და TACIS ფინანსირებით ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობისსამეცნიერო-კვლევითიინსტიტუტშირეზოგორაძისთაოსნობითა და Halcrow-სა და   ICWS-ის ექსპერტების დახმარებით 1999-2000 წლებშიგანხორციელდაპროექტი ,,შავიზღვისორაგულისსტრატეგია”, რომელმაც მძლავრიიმპულსიმისცაორაგულის კონსერვაციისა დაMმენეჯმენტისსტრატეგიისგანვითარებას. 1999-2008 წლებში  ჩატარებული ყოვლისმომცველი გამოკვლევებით დადგინდა  შავი ზღვის ორაგულის სტატუსი, სისტემატიკური მდგომარეობა და წარმოშობა, მათი მარაგების  შემცირების მიზეზები და კონსერვციის  გზები(Goradze et al., 2005, 2010; გორაძე, 2009). საფუძვლიანად გამოკვლეულია ანადრომული ორაგულისა და  მდინარის კალმახების   ეკოლოგია და ბიოლოგია, ბიოლოგიის დოქტორის რ. გორაძის უშვალო მიმართვის  საფუძველზესაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საფრთხეში მყოფი სახეობების განმსაზღვრელი კომისიის გადაწყვეტილებით შავი ზღვის ორაგულს მიენიჭა კატეგორია–საფრთხეში მყოფი-EN, კრიტერიუმით A1დ. მისი შემაშფოთებელი მდგომარეობა ასახულია საქართველოს წითელ ნუსხაში (2006), ყველა შავიზღვისპირა ქვეყნის, შავი ზღვისა და IUCN -ის წითელი წიგნებში(2008) (გორაძე, 2009; Goradze 2009; Goradze et al., 2010).

შავი ზღვის ორაგულის რეაბილიტაციისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია  მთავარ სატოფო მდინარეების(კინტრიში, ჩაქვისწყალი, მაჭახელა) დაცვა და ორაგულის ანადრომული მიგრაციების უზრუნველყოფა, ორაგულებისა და კალმახების რეპროდუქციულ და გენეტიკურ ერთიანობაზე ზრუნვა და ხელშეწყობა. ორაგულის სატოფო ჯოგები გაზაფხულზე, ანადრომული მიგრაციის დასაწყისში, მდინარეში შესვლის წინ იკრიბებიან მდინარის შესართავის აკვატორიებში და განიცდიან რთულ ოსმორეგულაციურ გარდაქმნებს, რომ შეძლონ ზღვის ჰიპეროსმოსური გარემოდან მდინარის ჰიპოოსმოსურ გარემოში გადასვლა და იქ ცხოვრება. ამ პერიოდში(სამ თვეზე მეტი) ისინი ძალიან სენსიტურები არიან და ადვილად ხდებიან ”მტაცებლების” მსხვერპლი. ეს კარგად იციან მეთევზე ბრაკონერებმა და სხვადასხვა აკრძალული ბადე-იარაღების გამოყენებით იჭერენ ორაგულებს დიდ რაოდენობით და ყიდიან ”ჩრდილოვან ბაზრებში.” ჩვენი გამოკვლევებით აჭარის სანაპიროზე ორაგულის 500-ზე მეტი მწარმოებელი ნადგურდება ყოველწლიურად, რაც შემაშფოთებელია.

მიზანშეწონილია შავი ზღვის ორაგულის სატოფო პოპულაციის დაცვის მიზნით  მდინარეების ჩაქვისწყალისა და კინტრისშის ზღვასანაპირო აკვატორია 3 მილის ფარგლებში გამოცხადდეს ნაკრძალად.

აუცილებელია

• ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად დაცული ტერიტორიების განვითარებაში მონაწილეობა;

• მონიტორინგის ჯგუფის შექმნა და მონიტორინგის განხორციელება; ცოცხალი და არაორგანული ბუნების ძეგლების, ენდემური სახეობების, მაღალკონსერვაციული ღირებულების ტყის კორომების აღწერა და მდგომარეობის შეფასება. კონსერვაციული ღინისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

• ზღვის დაცული აკვატორიების გამოვლენა

ყველანაირად გათვალისწინებული იყოს 2013 წელს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "საქართველოს სატყეო ეროვნული კონცეფცია", რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას საქართველოს ტყეების მიმართ მათი ძირითადი ფუნქციური დანიშნულებისა და ფასეულობების გათვალისწინებით.

2-7.6  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სვოთ ანალიზი

|ძლიერი მხარეები |სუსტი მხარეები |

| |მწირი ფინანსური რესურსები; |

|ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნება; |გარემოსდაცვითი მონიტორინგისათვის არასაკმარისი აღჭურვილობა და |

|ხელსაყრელი კლიმატური პირობები და ნოტიო ჰავა; |შესაბამისად არასრული სურათი |

|ნაყოფიერი ნიადაგები; |უნებართვო ნაგავსაყრელების სიმრავლე; |

|ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესის ზრდა გარემოს დაცვითი |მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე; |

|პრობლემატიკით; |ქალაქების რიგ უბნებსა და სოფლებში წყალსადენის ქსელის და |

|ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და განთავსების ორგანიზება;|სათავენაგებობის არა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა; |

|ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის ზრდა გარემოს დაცვითი |მცირე მდინარეებში საკანალიზაციო წყლების ჩაშვება; |

|საკითხებით; |დაბინძურების კერების სიმრავლე; |

|აჭარაში გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის |გარემოსდაცვითი ნორმატივების საერთაშორისო სტანდარტებთან  შეუსაბამობა |

|რეგიონული მმართველობის ორგანოს არსებობა და საქმიანობის |და ნორმების არასათანადოდ დაცვა; |

|ეფექტურობის ზრდა; |ზღვისსანაპირო ზოლისა და აკვატორიის დაბინძურება; |

|დაცული ტერიტორიები; |ჰაერის დაბინძურების  მოძრავი  წყაროების  სიმრავლე; |

|მიზნობრივი პროგრამების არსებობა; |ტყის უნებართვო ჭრის ფაქტები; |

|ნაპირგამაგრებითი სამუშაოები; |დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობა,  რიგ |

|ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნების მომზადება; |ადგილებში სოციო-ეკონომიკური და გარემოს დაცვითი ინტერესების კონფლიქტი;|

|მუნიციპალიტეტის მტკნარი მიწისქვეშა წყლების მარაგი; |ბიომრავალფეროვნების არასრულყოფილი მონიტორინგი; |

| |ტოქსიკური და სხვა სახის სახიფათო ნარჩენების გადამუშავებისა და |

| |გაუვნებელობის საწარმოების ანნარჩენთა განთავსების ადგილების |

| |არარსებობა; |

| |ნაგავსაყრელების  ექსპლოატაციით გარემოზე ზემოქმედების შეფასების |

| |არარსებობა; |

| |სამშენებლო ნარჩენების საქონლის სამარხის არარსებობა. |

დასკვნები :

იმის გამო, რომ რაიონში არ ფუნქციონირებს მსხვილი სამრეწველო საწარმოები ამდენად არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება ჰაერის გაჯანსაღების თვალსაზრისით;

ქობულეთის მუნიციპალური რაიონის ტერიტორიაზე ბუნებრივი ეკოსისტემები იმის გამო, რომ არსებობს ეკოლოგიური კარკასის სხვადასხვა ელემენტები ( წყალგამყოფები, მდინარეები, ტბები, დაცვითი ტყის ზოლები, ბუნებრივი მდელოს მცენარეული თანაარსებობა )  ამიტომ იმყოფება შედარებით მდგრად მდგომარეობაში , რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ტერიტორიის პროდუქტულობის პოტენციალი შენარჩუნებული იქნეს;

ქობულეთის მუნიციპალური რაიონის შესაძლებლობები რეკრეაციის ორგანიზაციისა და გამაჯანსარებელი ტურიზმის შესაძლებლობების თვალსაზრისით მაღალია. რაიონის მოხერხებული გეოლოგიური მდებარეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის მიმართ და საერთოდ ქვეყნის მხრივ ჰქმნის ყველა აუცილებელ პირობას მასში ტურისტულ - რეკრეაციულ ბუნებათსარგებლობის განვითარებისა.

2-8.  სოფლის მეურნეობა

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის“ მე-3 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სოფლის მეურნეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება, შესაბამისად სოფლის მეურნეობა და მისი განვითარება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. იგი წარმოადგენს ფერმერთა შემოსავლების უმთავრეს წყაროს, როგორც ფულადი, ასევე ნატურალური ფორმით. აგროსასურსათო სექტორის ძირითადი ფუნქცია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. აქედან გამომდინარე რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა დამოკიდებულია ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებასა და აგრარულ სფეროში დასაქმებულთა ცოდნის გაფართოებაზე.

აჭარისავტონომიურირესპუბლიკისსოფლისმეურნეობისსამინისტროს ხედვა და მისია ასეა ჩამოყალიბებული:

ხედვა:  „მდიდარი სოფელი და უვნებელი სურსათით უზრუნველყოფილი ძლიერი ქვეყანა“;

მისია: „საბაზრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით კონკურენტუნარიანი, რისკებისაგან დაცული აგრარული სექტორის ჩამოყალიბება და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.

2012 წლიდან მოყოლებული სამინისტრომ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აქცენტი გააკეთა სასოფლო–სამეურნეო კულტურების მავნებელ–დაავადებების და რეგიონის ნიადაგების კვლევებზე, სიღმისეული შესწავლის შედეგდ ღმოჩნდა, რომ ნიადაგები მომატებული მჟავიანია რის შედეგადაც დაიგეგმა რეგიონში 8000 ტონა დეფეკატის შემოტანა, შედეგად განოყიერებული იქნა 800 ჰა–ზე მეტი სასოფლო–სამეურნეო სავარგული, მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა რეგიონში სასათბურე მეურნეობების განვითარების, სამექანიზაციო საშუალებებით უზრუნველყოფის, მეფუტკრეობის დარგში თანამედროვე მიღწევების დანერგვისა და ხეხილისა და ბოსტნეულის ახალი ჯიშების გავრცელების ხელშეწყობის მიმართულებით, რომელმაც ჩვენი რეგიონის მოსახლეობის ცხოვრებაში უკვე პოვა ასახვა. დაფუძნდა და შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებიც რეალურად ფუნქციონირებენ და დღითი დღე აუმჯობესებენ თავიანთ საქმიანობას.

ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყნის საერთო ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, იმპორტთან შედარებით ექსპორტი შემცირდა, ამის ფონზე რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების მიზანია, რომ უცხოეთში გასატანი და რეგიონში შემოსატანი პროდუქციის რაოდენობაზე ბალანსი დაცული იყოს.

2014 წელს მოხდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, რაც ძალიან საიმედოა იმ თვალსაზრისით, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი პროდუქცია წარსდგეს ევროპის დიდ ბაზარზე.  ნიშანდობლივია ისიც, რომ ასოცირებისშეთან ხმების რატიფიცირება გვაავალდებულებს, რომ წარმოებული საქონელი იყოს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, რათა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ფასით მოხდეს მისი რეალიზაცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი მცირე მიწიანია, თავისი მდებარეობით და კლიმატური პირობებით არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სოფლისმ ეურნეობა იყოს მრავალ დარგობრივი და წარმატებით განვითარდეს ისეთი დარგები, როგორიცაა: მეციტრუსეობა, მეჩაიეობა  დ ასხვა სუბტროპიკული ხილის წარმოება, ამასთან მებოსტნეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მევენახეობა და სხვა მიმართულებები. დღეს რეგიონში სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარების მიზანია მაქსიმალურად იყოს განსაზღვრული მარჟინალური ერთკვადრატულ მიწის ფართობზე და თითოეული გოჯი მიწა იყოს ათვისებული და დამუშავებული. რეგიონს ამ მიმართულებით აქვს პრობლემები; კერძოდ, მაშინ როცა მთელს ქვეყანაში მიწის რეფორმა გატარდა ეს არ განხორციელდა ჩვენს რეგიონში. რაც უარყოფითად აისახება კოოპერატივების და ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიიჩნევს, რომ პირველ რიგში ეს საკითხებია უცილებლად გადასაწყვეტია, ამის პარალელურად, სოფლის მეურნეობის დარგის კიდევუ ფრო განვითარების მიზნით, თითოეული მუნიციპალიტეტისა თუ დასახლებული პუნქტისათვის უნდა შემუშავდეს სტრატეგიული გეგმა და ამ მიმართულებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, თავისი ეფექტურობით კონკურენციასა და დროის მოთხოვნებს უნდა გაუძლოს. 2014 წელს რეგიონში ამოქდებულ იქნა სხვადასხვა, მათშ ორის არასტანდარტული ციტრუსის გადამამუშავებელი საწრამოებიც. მანდარინის ჩამბარებელ, დამხარისხებელ და ტარის მწარმოებელ კომპანია "TGF GEORGIA"–ში წელს პირველად დაინერგა სტანდარტული ციტრუსის პარაფირებისპ როცესი, რაც ნოვაციაა. ამასთანავე, აღნიშნული კომპანიის ბაზაზე ამოქმედდა რეგიონში ყველაზე დიდი 3 000 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა. აშენდა ღვინის გადამამუშავებელი ქარხანა, დაიწყო და სულ მალე დამთავრდება ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს მშენებლობა. 2014 წელს პირველად განხორციელდა წარმატებული პროექტი ციტრუსის აგროდაზღვევა. მოეწყო და გადაიარაღდა სამინისტროსთან არსებული ლაბორატორიული კვლევის ცენტრი. გარდა ამისა პერიოდულად ხორციელდება მონიტორინგი შესრულებულ მიზნობრივ პროგრამებზე, რომლის შედეგადაც ისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტურია და რამდენად განვითარდა სასოფლო-სამეურნეიო კოოპერატივები და ეს ყველაფერი მოსახლეობის კეთილდღეობაზე როგორ აისახა.

ყოველივე აღნიშნული სამომავლოდ,  ცხადია ხელს შეუწყობს არამარტო სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ სოფლის განვითარებასაც და მიზანიც ეს გახლავთ, რომ არა ცალ–ცალკე, არამედ ერთად განვითრდეს სოფელი და სოფლის მეურნეობა.

სამინისტროს 2015–2018 წლების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ძირითადად ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებაზე. რომლის მისაღწევად საჭიროა  აგარარული პოლიტიკის შემუშავება ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილებების გათვალისწინებით  რეფორმების დაგეგმვა და განხორციელება; აგროსასურსათო სექტორში პროდუქციის წარმოების ზრდისა და ექსპორტზე რეალიზაციის ხელშეწყობა;  სასურსათო უსაფრთხოებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა; დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; პროგრამული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; აგროსასურსათო სექტორში პროდუქციის წარმოების ზრდისა და ექსპორტზე რეალიზაციისხ ელშეწყობა; სასურსათო უსაფრთხოებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა; დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; პროგრამული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რაც, დადებითად აისახება როგორც ფერმერებზე, აგრომეწარმეებზე და ზოგადად მოსახლეობის შემოსავლებზე, ასევე რეგიონული ბიუჯეტის ზრდაზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის, ისევე როგორც მთლიანად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკისათვის,  სოფლის მეურნეობა და მისი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა და წარმოადგენს ფერმერთა და აგრომეწარმეთა შემოსავლების უმთავრეს წყაროს, როგორც ფულადი, ასევე ნატურალური ფორმით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტისსოფლის მეურნეობის განვითარებას 2015-2018 წწ პერიოდისათვის, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავსადგილობრივ ფერმერმერთა ჩართულობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარების მიზნობრივ პროგრამებში  და ქვეპროგრამებში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარების პროგრამები 2015-2018 წწ პერიოდისათვის აღწერილია   ცხრილი 2-3

ცხრილი 2-3  2015-2018 წწ პერიოდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარების პროგრამები

|პროგრამა |აგროსასურსათო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა |

|პროგრამის ბიუჯეტი |2015 -2018 წლები - 4 704 800 ლარი. |

| |2015 – 1 176 200 ლარი. |

| |2016 – 1 176 200 ლარი. |

| |2017 –1 176 200 ლარი. |

| |2018 –1 176 200 ლარი. |

|პროგრამის მიზანი |სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებაში და მის პრაქტიკულ განხორციელებაში ადმინისტრაციული აპარატის მოქნილი, |

| |მაღალეფექტური და კოორდინირებული მართვის სისტემის უზრუნველყოფა; |

| | სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდა; |

| |რეგიონის ფერმერების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება; |

| |ახალი ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვა; |

| |საადრეო და ალტერნატიული კულტურების გავრცელების ხელშეწყობა; |

| |ნიადაგების განოყიერების ეფექტური ღონისძიებების შემუშავება;  |

|პროგრამის აღწერა |ეროვნულ ტრადიციებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით აგრარული რეფორმის განხორციელებისათვის ხელშეწყობა, |

| |სოფლის მეურნეობის, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობის |

| |ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; |

| | სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება–რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა, შესაბამისად|

| |ფერმერთა და აგრომე–წარმეთა ფინანსური შემოსავლების ზრდა; |

| |შიდა ბაზრის სურსათით გაჯერება, სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, საექსპორტო პოტენციალის |

| |სრულად გამოყენება, საგარეო ბაზარზე მყარი პოზიციების მოპოვება; |

| |შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორ¬მაციის მოპოვება და ანალიზი; |

| |აგროსასურსათო სექტორში დასაქმებული მეურნე-სუბიექტების სამეცნიერო–საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის |

| |დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია, დარგის მიხედვით პროგრამების, პროექტების შემუშავება და მათი |

| |განვითარების ხელშეწყობა,  სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება|

| |და რეალიზაცია; |

| |უწყების საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა და მოსახლეობის ინფორმირება. სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების|

| |გაძლიერება; |

|პროგრამის მოსალოდნელი (საბოლოო|სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით სამინისტროს მიერ ღონისძიებები ჩატარებულია და აქტივობები |

|შედეგი) |განხორციელებულია, რაც კიდევ უფრო აამაღლებს როგორც ადგილობრივი ფერმერების ინტერესს ეროვნული დარგების აღორძინების |

| |საქმეში და დაინტერესებას ინვესტიციების განხორციელებაში; |

| |ჩამოყალიბებულია აგროსასურსათო სექტორის შემდგომი განვითარების პრიორიტეტები, შემუშავებულია პრიორიტეტების |

| |განხორციელების სტრატეგიული გეგმა და აღნიშნული გეგმის უზრუნველსაყოფად გაწერილია შესაბამისი ქვეპროგრამები; |

| |პროგრამების, ქვეპროგრამების ეფექტურად განხორციელების მიზნით ჩატარებულია პრეზენტაციები ფერმერებთან და სხვა |

| |დაინტერესებულ მხარეებთან.  სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაციისაკენ მიმართული|

| |ღონისძიება. |

|პროგრამა |სამექანიზაციო საშუალებებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა |

|პროგრამის ბიუჯეტი |2015 -2018 წლები - 4 543 000 ლარი. |

| |2015 – 1 720 000ლარი. |

| |2016  – 941 000    ლარი. |

| |2017 – 941 000    ლარი. |

| |2018 – 941 000    ლარი. |

|პროგრამის მიზანი |მცირემექანიზაციისტექნიკურისაშუალებებით (მოტობლოკები სხვადასხვა აგრეგატებით)ფერმერთა უზრუნველყოფა, მცენარეთადაცვა|

| |მობილური ტექნიკური აპარატების გამოყენებით, კაკლოვანი ხილის მოსავლის აღება–გაწმენდვის უზრუნველყოფა. |

|პროგრამის აღწერა |ქვეპროგრამა1- მრავალფუნქციული მოტობლოკებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა. |

| |ქვეპროგრამის ფარგლებში ფერმერებს მიეწოდება დაახლოებით 150 ერთეული მოტობლოკი სხვადასხვა სასოფლო–სამეურნეო |

| |აგრეგატების თანხლებით. |

| |ქვეპროგრამა 2–მობილური შემასხურებელი აპარატებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა |

| |ქვეპროგრამის ფარგლებში მცენარეთა მავნებელ დაავადებებისაგან დაცვის მიზნით ფერმერებს მიეწოდება დაახლოებით 100 |

| |ერთეული ზემაღალი წნევის დისპერსიული გაფრქვევის მობილური აპარატები. |

| |ქვეპროგრამა3 –თხილისმოსავლისამღები და გასარჩევიდანადგარ – მოწყობილობებითფერმერთაუზრუნველყოფის ხელშეწყობა |

| |ქვეპროგრამის ფარგლებში თხილის წარმოებით დაინტერესებულ ფერმერებს მიეწოდებათ თხილის ამკრეფი დაახლოებით 100 ერთეული|

| |და თხილის ჩენჩოსგან გამცლელი დაახლოებით 20 ერთეული დანადგარ–მოწყობილობა. |

|პროგრამის მოსალოდნელი (საბოლოო|350 მდე ფერმერის გადაიარაღება თანამედროვე მოტობლოკებითა და შესაბამისი სასოფლო–სამეურნეო აგრეგატებით, აგროვადებში|

|შედეგი) |მცირე დანახარჯებით დამაუშავებული იქნება დაახლოებით 500 ჰაზე მეტი სასოფლო–სამეურნეო სავარგული. 1,5–ჯერ გაზრდილია |

| |პროდუქციის წარმოება, ხარისხი და ფერმერთა ფინანსური შემოსავლები; |

| | ციტრუსის მწარმოებელი 100–მდე ფერმერი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური |

| |შემასხურებელი აპარატებით, მათი მეშვეობით სეზონურად  500 –ჰა–ზე მეტი ციტრუსოვანთა ბაღი დამუშავდება მცენარეთა |

| |დაცვის საშუალებებით, 20 %–მდე გაზრდილი იქნება პოდუქციის მოსავლიანობა და ხარისხი; |

| |100–მდე ფერმერი უზრუნველყოფილია თხილკაკალის ამკრეფი და ნაყოფგამწმენდი დანადგარ მოწყობილობებით, 1–2 ჯერ  |

| |გაუმჯობესეულია შრომის ნაყოფიერება და წარმოებული პროდუქციის სასაქონლო სახე და ხარისხი.  |

|პროგრამა |მემცენარეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა |

|პროგრამის ბიუჯეტი |2015 -2018 წლები - 7 262 000 ლარი. |

| |2015 – 1 850 000 ლარი. |

| |2016  – 1 804 000    ლარი. |

| |2017 – 1 804 000    ლარი. |

| |2018 – 1 804 000    ლარი. |

|პროგრამის მიზანი |ბაზარზე ორიენტირებული მაღალშემოსავლიანი მრავალწლიანი კულტურებით ბაღების გაშენება, რეგიონში ბოსტნეულის არასეზონურ|

| |პერიოდში პროდუქციისწარმოების მოცულობის ზრდა. ციტრუსოვანთა მოსავლის უდანაკარგოდ აღება–დაბინავება და ხილის |

| |პირველადი გადამუშავების უზრუნველყოფა. |

|პროგრამის აღწერა |ქვეპროგრამა1–მრავალწლიანიხეხილოვანიკულტურებისნერგებითფერმერთაუზრუნველყოფისხელშეწყობა |

| |გათვალისწინებულია პერსპექტიული უხვმსხმოიარე კაკლის, მოცვისა და ხურმის ნერგების ფერმერებზე მიწოდება. |

| |ქვეპროგრამა2–ფერმერთა ნაკვეთებზე ნიადაგის ნაყოფიერების დონის ამაღლების მიზნით ქიმიური  მელიორაციის ღონისძიებების|

| |გამოყენება |

| |ფერმერებს მიეწოდება დაახლოებით 3000 ტონა დეფეკაციური ფქვილი, |

| |ქვეპროგრამა3 სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა. |

| |ფერმერებს მიეწოდება 250 ერთეული მარტივი ტიპის სასათბურე კონსტრუქცია. |

| |ქვეპროგრამა  4 – სასოფლო–სამეურნეოპროდუქციისტარა –მასალითფერმერთაუზრუნველყოფისხელშეწყობა |

| |ფერმერებს მიეწოდება დაახლოებით 100 000 ცალი 25 კგ ტევადობის პლასტმასის ტარა |

| |ქვეპროგრამა5 –ხილის საშრობი დანადგარებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა |

| |ქვეპროგრამის ფარგლებში ფერმერებს მიეწოდება დაახლოებით 50 ერთეული ხილის საშრობი დანადგარი. |

|პროგრამის მოსალოდნელი (საბოლოო|ფერმერებზე ხეხილოვან კულტურათა (კაკალი, მოცვი, სუბტროპიკული ხურმა) ნერგების მიწოდების  საფუძველზე |

|შედეგი) |გაშენდებადაახლოებით 40 ჰა–ზე მეტიკაკლისახალშენიბაღიდა4–5 წლის შემდეგ სრულმსხმოიარობაში წარმოებული იქნება |

| |საშუალოდ 150 ტონანიგოზი, ასევე  3 ჰაზე გაშენდება მოცვის ახალ შენიბაღიდა სრულ მსხმოიარობაში ყოველწლიურად |

| |წარმოებული იქნება 70 ტონალურჯიმოცვი; |

| |ფერმერებს მიეწოდება 3000 ტონა დეფეკაციური ფქვილი, ქიმიური მელიორაცია ჩაუტარდება 300 ჰა მჟავე რეაქციის |

| |სასოფლო–სამეურნეო სავარგულს. დაახლოებით 1,5–2 – ჯერ გაიზრდება პროდუქციის წარმოების მოცულობა და ხარისხი; |

| |ფერმერებს მიეწოდება 250 სასათბურე კონსტრუქცია,  მოეწყობა დაახლოებით 1,25 ჰა დახურული გრუნტის მარტივი ტიპის  |

| |სასათბურე მეურნეობა, სადაც წლის განმავლობაში წარმოებული იქნება 300 ტონამდე სხვადასხვა სახეობის ნედლი ბოსტნეული; |

| |ძირითადად მეციტრუსეობის ზონის ფერმერებს მიეწოდება 100 000 ცალი პლასტმასის 25კგ ტევადობის სამუშაო ტარა, მისი |

| |მეშვეობით აგროვადებში მოკრეფილი და შენახული იქნება 2500 ტონა ციტრუსი.პროგრამის ირიბი შედეგით ყოველწლიურად |

| |დაზოგილი იქნება 1500 კბ/მ–დე ძვირფას მერქნიანი ხე–ტყე; |

| | ფერმერებს მიეწოდება 50 ერთეული მცირე წარმადობის ხილის საშრობი დანადგარი, მისი მეშვეობით სეზონურად შესაძლებელი |

| |იქნება ოჯახურ პირობებში გადამუშავდეს 20 ტონაზე მეტი ხილი და დამზადეს 4 ტონამდე მაღალი ხარისხის ჩირი |

|პროგრამა |მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა |

|პროგრამის ბიუჯეტი |2015 -2018 წლები - 3 020 000 ლარი. |

| |2015 – 755 000 ლარი. |

| |2016  – 755 000 ლარი. |

| |2017 – 755 000 ლარი. |

| |2018 – 755 000 ლარი. |

|პროგრამის მიზანი |რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში ხელშეწყობა, პირუტყვის საკვები ნედლეულის უნარჩენო გადამუშავების |

| |ხელშეწყობა. |

|პროგრამის აღწერა | |

| |ქვეპროგრამა1 – თაფლსაწური აპარატებით მეფუტკრეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა |

| |ფერმერებს მიეწოდება დაახლოებით 50 ერთეული თაფლსაწური მოწყობილობა |

| |ქვეპროგრამა2 –  რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავების ხელშეწყობა |

| |ფერმერებს მიეწოდება დაახლოებით 500 ერთეული რძის გამოსახდელი სეპარატორი და 50 ერთეული კარაქის ამომყვანი აპარატი. |

| |ქვეპროგრამა3–მარცვლეულისადაუხეშისაკვებისსაფქვავიდანადგარითფერმერთაუზრუნველყოფისხელშეწყობა |

| |ფერმერებს მიეწოდება დაახლოებით 100 ერთეული მარცვლეულისა და სხვა უხეში საკვები ნედლეულის საფქვავი (ე.წ წისქვილი) |

| |მოწყობილობა |

|პროგრამის მოსალოდნელი (საბოლოო|მეფუტკრე ფერმერებზე და დაინტერესებულ კოოპერატივებზე მიწოდებული იქნება 50 ერთეული თაფლსაწური მოწყობილობა. |

|შედეგი) |დაახლოებით სეზონურად გამოიწურება 100 ტონა თაფლი, კვლავ ბრუნვაში მოექცევა მზა ფიჭა, დაზოგილი იქნება დრო და ახლი |

| |ფიჭის თანხები.  |

| |ფერმერებზე მიწოდებული იქნება 500 ერთეული რძის გამოსახდელი სეპარატორი და 50 ერთეული კარაქის ამომყვანი აპარატი, |

| |წლის განმავლობაში სეპარატორით დაახლოებით გადამუშავდება 4–5 ათასი ტონა რძე, კარაქის ამომყვანით წარმოებული იქნება |

| |15–20 ტონა ნატურალური კარაქი. |

| |ფერმერებზე მიწოდებული იქნება 100 ერთეული მარცვლეულისა და სხვა უხეში საკვების საფქვავი მოწყობილობა (ელექტრო |

| |წისქვილი), მათი მეშვეობით ფერმერები კომბინირებული საკვებისათვის გადაამუშავებენ  500–700 ტონა ერთად აღებულ |

| |მარცვლეულს, ძირვენებსა და სხვა უხეშ საკვებს. |

|პროგრამა |აგროსერვისის განვითარება რეგიონში  |

|პროგრამის ბიუჯეტი |სულ 2015–2018 წწ – 5 697 300  ლარი |

| |მ. შ ა/რ ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები  – 4 989 600 ლარი// საკუთარი შემოსავლები  –   707 700    ლარი |

| |2015 წელი – 1 319 600 ლარი |

| |მ. შ ა/რ ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები  – 1 247 400 ლარი// საკუთარი შემოსავლები    –   72 200    ლარი |

| |2016 წელი – 1 392 900 ლარი |

| |მ. შ ა/რ ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები  – 1 247 400 ლარი//საკუთარი შემოსავლები   –   145 500    ლარი |

| |2017 წელი – 1 456 150 ლარი |

| |მ. შ ა/რ ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები  – 1 247 400 ლარი// საკუთარი შემოსავლები   –   208 750    ლარი |

| |2018 წელი – 1 528 650 ლარი |

| |მ. შ ა/რ ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები  – 1 247 400 ლარი//საკუთარი შემოსავლები   –   281 250    ლარი |

|პროგრამის მიზანი |შრომითი, მატერიალური და ფულადი რესურსების მართვა, კადრების კვალიფიკაციის დონის ამაღლება; |

| |სუბტროპიკული და კონტინენტალური სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების განვითარებისხელშეწყობა; |

| |თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეებისა და|

| |ინოვაციების პრაქტიკული დემონსტრირებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა კვალიფიკაციისა და ცნობიერები სამაღლება, |

| |სწავლება-კონსულტირება, ტრენინგებისასოფლო-სამეურნეო დარგების მიხედვით; |

| |არსებული სუპტროპიკული და კონტინენტალური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების |

| |ჯიშთ განახლებისათვის, ასევე პერსპექტიული და ალტერნატიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარგავი მასალის |

| |წარმოებისათვის საჭირო საკოლექციო, სადედე და სანერგე მეურნეობებისა და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა |

| |პერსპექტიული სარგავი მასალის წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით; |

| |მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხელოვნური განაყოფიერების პრაქტიკის დანერგვისა დამაღალპროდუქტიული |

| |მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სანაშენებაზისა და გენო ფონდის შექმნა და განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად |

| |არსებული კადრების კვალიფიკაციის დონის ამაღლება და დატრენინგება. |

|პროგრამის აღწერა |სუბტროპიკული და კონტინენტალური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების |

| |ჯიშთგანახლება; |

| |მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხელოვნური განაყოფიერების პრაქტიკის გაფართოება; |

| |მაღალპროდუქიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სანაშენე ბაზისა და გენოფონდის შექმნა; |

| |ფერმერთა და აგრომეწარმეთა ცოდნის და კვალიფიკაციის ამაღლება. |

|პროგრამის მოსალოდნელი (საბოლოო|ფერმერთა და აგრომეწარმეთა კვალიფიკაცია და ცნობიერება ამაღლებულია; |

|შედეგი) | თანამედროვე ტექნიკური სიახლეები პრაქტიკაში დანერგილია; |

| | ფერმერები უზრუნველყოფილი არიან თანამედროვე ტექნოლოგიით მიღწებული პერსპექტიული, ჯიშთგანახლებული სარგავი მასალით;|

| | შესაბამისად ფერმერმერთა ეკონომიკური შესაძლებლობები გაუმჯობესებულია.                        |

|პროგრამა |ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება |

|პროგრამის ბიუჯეტი |სულ 2015–2018 წწ – 3 812 984  ლარი |

| |მ. შ ა/რ ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები  – 2 282 984 ლარი//საკუთარი შემოსავლები –   1 530 000    ლარი |

| |2015 წელი – 691 504 ლარი |

| |მ. შ ა/რ ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები  – 341 504 ლარი//საკუთარი შემოსავლები      –   350 000    ლარი |

| |2016 წელი – – 1 511 504 ლარი |

| |მ. შ ა/რ ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები  – 1 141 480 ლარი// საკუთარი შემოსავლები    –   370 000    ლარი |

| |2017 წელი – 790 000 ლარი |

| |მ. შ ა/რ ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები  – 400 000 ლარი//საკუთარი შემოსავლები     –   390 000    ლარი |

| |2018 წელი – 820 000 ლარი |

| |მ. შ ა/რ ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები  – 400 000 ლარი/საკუთარი შემოსავლები      –   420 000    ლარი |

|პროგრამის მიზანი |ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება, ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროს გაფართოება  საერთაშორისო სტანდარტების (ISO)|

| |შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების მიზნით  სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და |

| |ვეტერინარიის სფეროში  სერვისების ეფექტიანობის გაზრდა. |

|პროგრამის აღწერა |სასმელი, ზედაპირული, ჩამდინარე, ზღვის, აუზებისა და წყალსატევების წყლის, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის |

| |კვების პროდუქტების ნიმუშების ორგანოლეპტიკური, ქიმიური, მიკრობიოლოგიური (ბაქტერიოლოგიური, ვირუსოლოგიური, |

| |სეროლოგიური)  პარაზიტოლოგიური  და რადიოლოგიური (რადიაქტიური ნივთიერებები) კვლევები; |

| | მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმების გამოკვლევა; |

| | ნიადაგის ნაყოფიერების მაჩვენებლების დადგენა, აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შემცველი ელემენტების |

| |გამოკვლევები; |

| |გამოკვლევების შედეგების შესაბამისად სათანადო რეკომენდაციების გაცემა. |

|პროგრამის მოსალოდნელი (საბოლოო|ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და ადამიანის სიცოცხლის, |

|შედეგი) |ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების  დაცვა; |

| |სამამულო პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება; |

| |სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის ზრდა; |

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „აგროსერვის ცენტრი”-ს ძირითდისაქმიანობები:

პროგრამების ბიუჯეტი - 1 247 400 ლარი

საქმიანობის მიზანი და აღწერა:

• სუბტროპიკული და კონტინენტალური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების ჯიშთგანახლება;

• მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხელოვნური განაყოფიერების პრაქტიკის დანერგვა;

• მაღალ პროდუქიული წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სანაშენე ბაზისა და გენოფონდის შექმნა;

• ფერმერთა და აგრომეწარმეთა ცოდნის და კვალიფიკაციის ამაღლება.

მოსალოდნელი შედეგი:

• ფერმერები უზრუნველყოფილი იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიით მიღებული პერსპექტიული, ჯიშთგანახლებული სარგავი მასალით;

• ჩაქვში და გვარა–ხუცუბანში შეიქმნება სანიმუშო სასათბურე მეურნეობა 2880 კვ.მ.

• მოეწყობა სადემონსტრაციო ბაღები 22ჰა.

• სწავლებას გაივლის  4000–მდე ფერმერი

• ფერმერებზე მიწოდებული იქნება  266000 ძირი ნერგი;

• განაყოფიერდება 2500 ფური.

• რეგიონის მასშტაბით აღებული ქნება 700 ნიადაგი სსინჯი

ssip ,,ლაბორატორიული კვლევითი centri”–ს ძირითდი საქმიანობები:

ბიუჯეტი:341 504 ლარი

საქმიანობის მიზანი და აღწერა:

• ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება;

• ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროს გაფართოება;    საერთაშორისო სტანდარტების (ISO) შესაბამისად;

• სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების მიზნით სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის სფეროში სერვისების ეფექტიანობის გაზრდა.

მოსალოდნელი შედეგი:

• ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა და ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა;

• სამამულო პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება;

• სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის ზრდა;

აგროსასურსათო სექტორში წარმოების განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა

რეგიონის აგროსასურსათო დარგით ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორთა დაინტერესების ზრდისა და სოფლის მეურნეობის სექტორში გადამამუშავებელი  საწარმოების შექმნის მზარდი დინამიკის გათვალისწინებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს ხელი შეუწყოს აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების შემოდინებისათვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას. რეგიონში წარმოებული აგროსასურსათო პროდუქციის რეალიზაციისა და უცხოურ ბაზრებზე უფრო მაღალი ნიშების დაკავების ხელშესაწყობად სამინისტრო თავის ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხელს შეუწყობს წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. სექტორში წარმოების სტიმულირებისა და რისკების შემცირების კუთხით ასევე დაგეგმილია სადაზღვევო სისტემების დანერგვა.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისათვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მხარდაჭერა.

მომდევნო რამდენიმე წლისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ზრდასთან ერთად უცხოური ბაზრების შედარებით მაღალი ნიშნების დაკავებაცაა, რაც დღის წესრიგში აყენებს პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობას. ამჟამად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პარტნიორობით მიმდინარეობს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სერთიფიკატის - GLOBAL GAP-ის დანერგვის ხელშეწყობას. 2012 წლიდან სავარაუდოდ ისევ GIZ პროგრამის ფარგლებში ასევე დაიწყება კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტის - HACCP-ის დანერგვის ხელშეწყობა.   სამინისტრო მისთვის ხელმისაწვდომი საშუალებებითა და არხებით უზრუნველყოფს აგრომეწარმეებისათვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას  სოფლის მეურნეობის დარგში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესახებ.

რეგიონის აგროსამრეწველო სექტორზე საინფორმაციო ელექტრონული ბაზის შექმნა.

ელექტრონულმა საინფორმაციო სისტემამ ყველა დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას უნდა მისცეს ამომწურავი ინფორმაცია როგორც რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის შესახებ, ასევე, თითოეული მუნიციპალიტეტისა თუ დასახლების დონეზე არსებული სასოფლოს სამეურნეო ობიექტების, ძირითადი დარგების, წარმოების მოცულობების, ნიადაგის სტრუქტურის, კლიმატის და სხვა ძირითადი მახასიათებლების შესახებ. ელექტრონული ბაზის შემუშავება ევროკავშირის თვინინგის პროექტის ფარგლებში იგეგმება. სამინისტრო შეისწავლის ანალოგიური საინფორმაციო სისტემების შემუშავებისა და მართვის მხრივ დაგროვილ საერთაშორისო გამოცდილებას  და უზრუნველყოფს შესაბამისი ტექნიკური ამოცანის დასმას, რომლის განხორციელების ვალდებულებასაც ევროკავშირის პროგრამის მიერ დაქირავებული კომპანია აიღებს. სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს პროგრამის შემუშავების კოორდინაციას და განსაზღვრავს პროგრამის ძირითად ფუნქციონალებსა და ტექნიკურ პარამეტრებს. ელექტრონული სისტემის ამოქმედების შემდეგ სამინისტრო თავად უზრუნველყოფს პროგრამის რეგულარულად განახლებას.

სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რაოდენობის ზრდა.

ამჟამად რეგიონის აგროსასურსათო სექტორში 56 საწარმო ფუნქციონირებს. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და დარგში ინვესტიციების მოცულობის ზრდასთან ერთად ასევე გაიზრდება რეგიონში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების რაოდენობაც. [ეს შედეგი ინდიკატორების კატეგორიას უფრო განეკუთვნება]

ინვესტიციების შემოდინების ტენდენციებისა და ინვესტორთა მოთხოვნების მონიტორინგისა და ანალიზის გზით რეგიონის აგრარულ სექტორში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისათვის წინადადებათა პაკეტის მომზადება.

რეგიონის აგროსასურსათო სექტორით ინვესტორების დაინტერესების დონის ზრდასთან ერთად სამინისტროს წინაშე დგას ამოცანა, შეიმუშავოს მეწარმეებსა და ინვესტორებთან ინფორმაციის მიმოცვლის მდგრადი მექანიზმები და ინტექრატიული მეთოდებით უზრუნველყოს ინვესტორთა მოლოდინებისა და საჭიროებების რეგულარული ანალიზი. ანალიზზე დაყრდნობით სამინისტრო ყოველწლიურად შეიმუშავებს და აჭარის ა/რ მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას წარუდგენს წინადადებათა პაკეტს სოფლის მეურნეობის დარგში შემდგომი ინვესტიციების სტიმულირებისათვის. ამ მხრივ სამინისტროს კიდევ ერთი ამოცანაა after-care მომსახურების ამოქმდებაა - სამინისტრო უზრუნველყოფს მონიტორინგის გაწევას იმ ინვესტორთა კმაყოფილების დონეზე, რომლებმაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონის მთავრობის ხელშეწყობით უკვე განახორციელეს ინვესტიციები სოფლის მეურნეობის დარგში.

რეგიონის აგროსამრეწველო კომპლექსში რისკების შემცირებისთვის დაკრედიტების, დაზღვევისა და ლიზინგის სისტემების დანერგვა.

2010-2011 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დიდი მოცულობის სამუშაო გასწია რეგიონის აგროსამრწეველო სექტორში დაზღვევის სისტემის დასანერგად. კერძოდ, საქართველოში მოქმედ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობით შემუშავდა აგროსასურსათო სექტორში რისკების დაზღვევის პაკეტი, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს ძალისხმევით გაფართოვდა დაზღვეული რისკების წრე. თუმცა, ჯერ-ჯერობით რეგიონის აგროსასურსათო სექტორში რისკების დაზღვევა უმეტესწილად არ ხდება,  რაც გამოწვეულია იმით, რომ აგრომეწარმეთა და ფერმერთა უდიდესი ნაწილისათვის არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია არსებული სადაზღვევო შესაძლებლობების შესახებ. ამდენად, სამინისტრო, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ფერმერთა და მეწარმეთა ცნობიერების გაზრდას სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოების დაზღვევის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, აქტიურად ითანამშრომლებს ყველა სადაზღვევო კომპანიასთან იმისათვის, რომ უზრუნველყოს აგრომეწარმეთა/ფერმერთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება სადაზღვევო ურთიერთობებში.

საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.

საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გულისხმობს რიგი კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, ექსპორტზე გასატანი პროდუქციის სათანადოდ დაფასოებასა და შეფუთვას, უცხოეთის ბაზრების მოთხოვნათა შესწავლას, პროდუქციის ტრანპორტირებისათვის ყველაზე ოპტიმალური და ხარჯვითეფექტიანი ხაზების შედგენას, ექსპორტირებული პროდუქციის გაყიდვებზე დაკვირვებისა და მონიტორინგის სისტემის გამართვას და ა.შ. რეგიონში საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იმდენად ექცევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაში, რამდენადაც იგი ვალდებულია ხელი შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციას. ამასთან, რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტით უმთავრესად აგრომეწარმეები არიან დაინტერესებულნი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს საშუალოვადიანი (5-7 წელი) პროგრამის შედგენას, რომლის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართულნი იქნებიან  როგორც აგრომეწარმეები, ასევე, ექსპორტიორები და სხვა დაინტერესებული მხარეები (მაგალითად, დონორები, საქართველოსა და აჭარის ა/რ შესაბამისი უწყებები).  პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება:

კვლევა და ანალიზი(რაც გულისხმობს უცხოური ბაზრების მოთხოვნათა შესწავლას, პროდუქციის ბაზრებზე მიწოდების ოპტიმალური გზების დასახვას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მარკეტინგის ეფექტური მეთოდოლოგიის გაცნობას, და ა.შ.);

რეგიონში წარმოებული პროდუქციის მისადაგება უცხოური ბაზრების მოთხოვნებთან(რაც გულისხმობს კვლევის ეტაპზე შეგროვებული ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით, ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაში, დაფასოებასა და შეფუთვაში გარკვეული სტანდარტების დაცვას და ამდენად, სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას);

ექსპორტის შედგენილი სქემების შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება უცხოურ ბაზრებზე (რაც გულისხმობს საექსპორტო ინფრასტრუქტურის მისადაგებას არსებულ მოთხოვნებთან, პროდუქციის ექსპორტს, გაყიდვების მონიტორინგსა და ხარჯთეფექტიანობის შეფასებას და ა.შ.).

ცხადია, ამ პროგრამის განხორციელება მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური და ფინანსური რესურსებით შეუძლებელია, ამდენად, სამინისტრო ეცდება დამატებით მოიზიდოს დონორული რესურსები და პროგრამის განხორციელების ცალკეულ ეტაპებზე ხელი შეუწყოს კერძო ინვესტიციების მობილიზება.

სოფლის მეურნეობის დარგში ბიზნეს-ინკუბატორის შექმნა.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იგეგმება ბათუმის ბიზნეს-ინკუბატორს გაფართოვება, რამაც უნდა უზრუნველყოს რეგიონის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში (ტურიზმი, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა) მოქმედი ახლადშექმნილი საწარმოების გაძლიერება და მათი წარმოებისა თუ მომსახურების გაფართოვება. აიპ „ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი“ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემის ნაწილია, ამდენად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინტენსიურად ითანამშრომლებს როგორ ბიზნეს ინკუბატორთან, ასევე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა განისაზღვროს ინკუბატორის სოფლის მეურნეობის სექტორის სამოქმედო პრიორიტეტები და შემუშავდეს ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება საწარმოების განვითარების მხარდაჭერა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინკუბატორის საქმიანობას გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენების ორგანიზება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 2011 წლის 11-13 ნოემბერს ბათუმში გაიმართა "აგროსასურსათო  პროდუქციისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა", რაც მიზნად ისახავდა აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობასა და ახალი ბიზნეს კავშირების დამყარებას. გამოფენაში მონაწილეობა აგროსასურსათო სექტორში მოქმედმა ადგილობრივმა და უცხოურმა  კომპანიებმა მიიღეს. წარმოების ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველსაყოფად სამინისტრო ყოველწლიურად უზრუნველყოფს საერთაშორისო გამოფენის ჩატარებას.

აგროსასურსათოსექტორშიმოქმედიპირებისადაორგანიზაციებისინტერესთადაცვისადაკოოპერაციისხელშეწყობა

აგროსასურსათო სექტორში სხვადასხვა მხარეების თანამშრომლობა, ინფორმაციის მიმოცვლა, სხვადახვა საკითხებთან დაკავშირებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი გაერთიანებების ინსტიტუციური გაძლიერება ცალსახად შეუწყობს ხელს როგორც სექტორშიმოქმედიპირებისადაორგანიზაციებისინტერესების დაცვას, ასევე, ზოგადად აგროსასურსათო სექტორის პროდუქტიულობის გაზრდას.

ფერმერთა და აგრომეწარმეთა გაერთიანებებისა და ასოციაციების ინსტიტუციური განვითარება.

ევროკავშირის თვინინგის პროგრამისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში დაგეგმილია ფერმერთა კოოპერაციისა და კონსოლიდაციის ხელშეწყობა. ფერმერთა და აგრომეწარმეთა გაერთიანებების ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით ძირითად პასუხისმგებლობას აგროსერვისცენტრი აიღებს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი კომპონენტი ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული პირებისა და ჯგუფებისათვის კონსულტაციების გაწევას ასოციაციების ჩამოყალიბებასა და ინსტიტუციურ განვითარებაში. ამასთან, სამინისტროს პრიორიტეტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ასოციაციების დაფუძნებით, არამედ მისი მთავარი ამოცანაა, გაერთიანებებმა უზრუნველყონ თავისი წევრებისათვის ეფექტიანი მომსახურების შეთავაზება და გაწევა.  2012 წლიდან აგროსერვის ცენტრი უზრუნველყოფს უფასო ტრენინგ-პროგრამის შედგენასა და შეთავაზებას მომხმარებლებისათვის (მათ შორის, სხვადასხვა გაერთიანებების წევრებისათვის), რაც შესაძლებლობას მისცემს მათ შეიძინონ ცოდნა და სათანადო უნარ-ჩვევები საერთო ინტერესების ირგვლივ დაინტერესებულ მხარეთა მობილიზებასა და ინიციატივების დაგეგმვა-წარმართვაში.

აგროსამრეწველო სექტორში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

აგროსერვის ცენტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების დამხმარებით უზრუნველყოფს რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული წარმატებული და ინოვაციური ბიზნეს ინიციატივების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო ბაზაში ინტეგრირებასა და ხელმისაწვდომობას. ამას გარდა, ცენტრი მოიძიებს და გაანალიზებს საუკეთესო საერთაშორისო ბიზნეს-პრაქტიკას სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების მიხედვით, რაც ასევე ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.

2-9 ზონირება

ქობულეთის სივრცითი მოწყობის სქემის ფარგებლებში განხორციელდა დაბებისა და სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიალურ-ადმინისტრაციული ერთეულების ფუნქციური ზონირება. აღნიშნული ზონირება არ შეიძლება განხილოს, როგორც დასახლებული ტერიტორიების ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები, თუმცა ზონირება ფაქტობრივად წარმოდგენს სარეკომენდაციო ქალაქმშენებლობით რეგულაციას, განსაზღვრავს ცენტრალურ და პერიფერიულ ზონებს, სამრეწვწლო და სპეციალურ ზონებს, ასევე ტყის ფონდს და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს.

მუნიციპალური რაიონის ადმინისტრაციული ერთეულების აღნიშნული ზონირება რეალურად წარმოადგენს  ზოგად უფრებლივ ზონირებას,

კერძოდ:

ცენტრალური ზონა

საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1):

ა) საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა);

ბ) კოეფიციენტები:

ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,6;

ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – 3,0-მდე;

ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1.

საცხოვრებელი ზონა

დაბა ჩაქვის და დაბა ოჩხამურის ტერიტორიებზე

საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;

ბ) კოეფიციენტები:

ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0.5;

ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 1,8;

ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1

დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში (სოფლებში)

იმ ტერიტორიებზე რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ სხვა ზონას ან კულტურული მემკვიდრეობის, გარემოსდაცვით ან წყლის დაცვით ზონებს და წარმოადგენს დასახლებულ ან ცარიელ ტერიტორიებს მიჩნეულია:

საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1):

ა) შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანების ტერიტორიაზე;

ბ) განაშენიანების დომინირებული სახეობაა საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობის არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით.

გ) კოეფიციენტები:

გ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,5;

გ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – 0,8-მდე;

გ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,3.

სპეციალური ზონა

სპეციალური ზონა' – (სპეცზ') წარმოადგენს სასაფლაოებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს.

სამრეწველო ზონა

ა) სამრეწველო ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები;

ბ) შესაძლებელია სამრეწველო ზონა 1 (ს-1)-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.

სოფლის მეურნეობის განვითარების ტერიტორიები

სასოფლო-სამეურნეო ზონა – (სოფზ') წარმოადგენს დასახლების (ადმინისტრაციულ) საზღვრებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი დამხმარე შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო სარეკრეაციო ტერიტორიაზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ასევე, შესაძლებელია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ნაგებობების მშენებლობა და მონტაჟი. (25.06.2015 N 307)

საკურორტო სარეკრეაციო ზონა

საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2):

ა) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება.

ბ) კოეფიციენტები:

ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0.3;

ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) – 3,0-მდე

დ.ბ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1.

ზონირებით ასევე განსაზღვრულია დაცული ტერიტორიები და სატყეო ფონდი, ასევე სპორტისა და აქტიური დასვენების ზონები და საზოგადოებრივი მიზნებისთვის გამოყენებული ტერიტორიები სადაც მიზანშეწონილია განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე, ამ ტერიტორიების კომპლექსური განვითარება

დაბების ადმინისტრაციულ ერთეულებში მოხდა თავად დაბის და მის ირგვლივ მდებარე სასოფლო ტერიტორიების გამიჯვნა.

2-10 რეკომენდაციები

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმის“ დანერგვა-ამოქმედების მიზნით ჩამოყალიბებულია შემდეგი მიმართულებები სექტორების მიხედვით:

• ქობულეთის მუნიციპალიტეტის დემოგრაფიული პოტენციალის მიზანდასახული მართვა;

• შიდა მიგრაციული ნაკადებისო პტიმიზაცია;

• გარე შრომით მიგრაციაზე ზედამხედველობა;

• მთის დეპოპულაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, დეპრესიული რეგიონების მხარდაჭერა;

• ეკომიგრანტების ჩასახლების ადგილებში პატრონაჟის ფორმების შემუშავება;

• შიდა საქალაქო განსახლების სიმჭიდროვის შემცირება.

განსახლების სისტემა

• განსახლების სისტემის მდგრადობის  მისაღწევად სუბსიდიარობის პრინციპის განხორციელება;

• ადგილობრივი თვითმმართველობის არსის პროპაგანდა;

• მთიან ზონაში ისტორიულად ჩამოყალიბებული ცენტრების განვითარება და განვითარების ახალი ცენტრების ფორმირება;

• საქართველოს განსახლების `სამხრეთის ღერძის~ აჭარის მონაკვეთის ურბანული და ინფრასტრუქტურული განვითარება;

• ბათუმი-ქობულეთის ზღვისპირა აგლომერაციის ფორმირების ამოცანების გაცნობიერება და აქტუალიზება;

• ქობულეთის მუნიციპალიტეტში განსახლების ფრაგმენტული ხაზოვანი სქემიდან ერთიან `სავარცხლიხებრ~ სისტემაზე გადასვლის ძალისხმევა;

• ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან გასული ეკომიგრანტების დასახლებებთან ფუნქციური კავშირების დამყარება შენარჩუნება;

• კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, მთიანი ზონის სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების ამოქმედება.

• ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების დაზუსტება-დელიმიტაცია.

• სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობის უზრუნველყოფა;

• სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა;

• აგრო განათლების დონის ამაღლება;

• სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;

• სურსათის უვნებლობის დ ახარისხის უზრუნველყოფის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის გაუმჯობესება;

• მცენარეთა და ცხოველების ენდემური სახეობებისა და ჯიშების დაცვა და პოპულარიზაცია;

• სამონადირეო მეურნეობის განვითარება;

• ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური და ექსკლუზიური პროდუქციის წარმოებისა და გასაღების ხელშეწყობა;

• ექსკლუზიური აგრარული პროდუქციის ბრენდინგი;

• სამელიორაციო და საირიგაციო სამუშაოების უზრუნველყოფა;

• სამთო მიწათმოქმედების პრობლემატიკის აქტუალიზება;

• საქონლის სამარხისათვის ადგილი სშერჩევა და გამოყოფა.

• საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დამრეც სახნავ-სათეს ფართობებზე ჰუმურის ფენის წარეცხვის საწინააღმდეგო ღონისძიებების გასაცნობად, უცხოელი ექსპერტის მოწვევა და ტრეინინგების ჩატარება;

• „პერმანენტული აგროკულტურის“ დანერგვა;

• ძნელად ხსნადი ბიოორგანომინერალური სასუქების წარმოების დაწყება და გამოყენება;

• მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება აგროტექნიკის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

სატრანსპრტო  ინფრასტრუქტურა

• საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი, ადგილობრივი. მდგრადი რეგიონული, დასახლებათაშორისი და შიდასაქალაქო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება;

• საზღვაო მიმოსვლის განვითარების ინიცირება;

• სანაპირო ზონიდან რკინიგზის გადატანის დაგეგმვა;

• საზოგადოებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისთვის პრიორიტეტული სივრცით-გეგმარებითი პირობების შექმნა;

• მცირე საკაპოტაჟო ნავსადგურების სისტემის შექმნა;

• მცირე ავიაციის განვითარების აქტუალიზება;

• ვერტმფრენების ბაქნების მოწყობა, უწინარესად, მაღალმთიან დასახლებებში.

კავშირგაბმულობა

• ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაქსიმალური ინტერნეტიზაცია, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით;

• სატელევიზიო სიგნალებითა და უსადენო ტელეფონიზაციით რეგიონის სრული დაფარვა.

ჰიდროენერგეტიკა

• ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას, წყლით დასაფარი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის დანაკარგის შეფასება და გასაჯაროება;

• კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ,მოდერნიზაცია და განვითარება;

• ყველა დასახლების გაზიფიკაცია, ელექტრო და წყალმომარაგება;

• რესურსებისმომხმარებელთაეტაპობრივი გამრიცხველიანება;

• ურბანულ გარემოში, უწინარესად, კურორტებსა და საკურორტოა დგილებში, საზოგადოებრივი ტუალეტების ქსელის ჩამოყალიბება;

• დაბებსა და სოფლებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ადგილობრივ პირობებზე მორგებული მართვის სისტემების შემუშავება, მოსახლეობისათვის გაცნობა და ამოქმედება.

საცხოვრისი

• საკუთრების ყველა ფორმის საცხოვრისის განვითარების ხელშეწყობა;

• სოციალური (ხელმისაწვდომი) საცხოვრისის პროგრამების გაფართოება;

• ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა;

• უსახლკარო თათავშესაფრების შექმნა და გაძღოლა;

• დასაქმების ინფრასტრუქტურის განვითარება და ინფორმაციული ბაზის სრულყოფა;

• შრომის ბაზრის მოთხოვნილებებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის განვითარება;

• ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, სეზონურების ჩათვლით;

• ადგილობრივი შრომითი რესურსების უფლებების დაცვა;

• სამშენებლო ტენდერების პირობებში ადგილობრივი მუშახელის დასაქმების პოზიციის გაძლიერება.

მრეწველობა

• სახელმწიფო საკუთრების სამრეწველო ობიექტების პრივატიზების უზრუნველყოფა;

• მრეწველობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის განვითარება და ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა;

• სამრეწველო ბიზნეს-ინკუბატორების ჩამოყალიბება;

• თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხის შესწავლა;

• მცირე და საშაულო საწარმოების ხელშეწყობა;

• მავნე წარმოებებისათვის სანიტარიული დაცვის ზონების დადგენა;

• ადგილობრივი სამშენებლო მასალების წარმოების ხელშეწყობა;

• ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, უწინარესად, ხე-ტყის, „ღრმა“ დამუშავების ხელშეწყობა;

• ხალხური რეწვის აღორძინების, განვითარებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებების გატარება.

ურბანული განვითარება და მშენებლობა

• ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანაპირო ზონის, მისი დასახლებების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება;

• ქალაქგანვითარების პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა;

• ურბან-მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდების დანერგვა;

• საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციურ-სივრცითი განვითარების შეზღუდვების დაცვა;

• უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, მ.შ. მონაცემთა ბაზის შექმნა (მაგ. -  „უძრავი ქონების ატლასის სახით“);

• სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო მხარდაჭერა;

• საპროექტო-საძიებო და სამშენებლო სფეროში განათლების დონის და დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება;

• საპროექტო-საძიებო და სამშენებლო საქმიანობაში ხარისხის მართვისა და კონტროლოს მექანიზმების სრულყოფა;

• სამშენებლო დარგში სავალდებულო დაზღვევის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება;

• მუნიციპალიტეტისათვის სპეციფიკური ნორმატიული ბაზის შექმნა;

• „ჭკვიანი“, „მწვანე“ შენობა-ნაგებობების პროექტირება-მშენებლობის წახალისება;

• შემოქმედებითი არქიტექტურული კონკურსების პრაქტიკის დანერგვა;

• ზღვისპირა დასახლებების „ზღვის ფასადის“ პრობლემატიკის აქტუალიზება;

ჯანდაცვა

• მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულობის უზრუნველყოფა;

• მუნიციპალიტეტის სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;

• სამედიცინო მომსახურების ხარისხზე კონტროლი;

• პრევენციური მედიცინის პრიორიტეტულობის მხარდაჭერა;

• სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის განვითარება, ვერტმფრენის გამოყენების ჩათვლით;

• ექიმთა გადამზადების და უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა;

• სადაზღვევო სისტემის სრულყოფა;

• ხალხური მედიცინის წარმოჩენა, მეთოდებისა და საშუალებების აპრობაცია და პოპულარიზაცია;

• კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზე ორიენტირებული სამედიცინო პროგრამების ჩამოყალიბება და წარმართვა;

• პროფილაქტიკურ-განაჯანსარებელი პროფილის დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობა.

განათლება

• განათლების სისტემაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა-განვითარება (ინკლუზიური განათლება, უწყვეტი განათლება, დისტანციური განათლება, მცირეკონტინგენტიანი სკოლები და სხვა);

• საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი ტექნიკურ-ტექნოლოგიური უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა;

• საზღვაო პროფესიული მომზადების სრულყოფა;

• საშუალო სკოლის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება;

• მოსწავლეთათვის თემატური საზაფხულო სკოლების ჩატარება და ადრეული პროფორიენტაცია;

• რეგიონალ და ნაციონალურ საგანმანათლებლო კონკურსებში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა.

კულტურა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ხელოვნება

• კულტურის არამატერიალური ფორმების მხარდაჭერა;

• ეთნოლოგიური (ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის) მუზეუმის განვითარება;

• კულტურული მემკვიდრეობის ყველა სახეობის უძრავი ობიექტის აღრიცხვა-პასპორტიზაცია, ძეგლის სტატუსის მინიჭება და დაცვა;

• მუნიციპალიტეტის ისტორიული ხიდების დაცვისათვის პრიორიტეტის მინიჭება;

• ძეგლთა დამცავი ზონების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა;

• მუზეუმის ტექნიკური ბაზის მოდერნიზება და ექსპონირების თანამედროვე ხერხების გამოყენება;

ფიზიკური კულტურა და სპორტი

• სასპორტო ცენტრების და სასპორტო ნაგებობების ქსელის განვითარება, იახტების ნავმისადგომების ჩათვლით;

• საჯარო სკოლებში სასპორტო დარბაზებისა და ღია მოედნების მოწყობა და ინვენტარით აღჭურვა;

• მასობრივი ფიზიკური კულტურის, ცხოვრების ჯანსაღი წესის გავრცელების ხელშეწყობა;

• პროფესიული სპორტის აჭარისათვის პრიორიტეტული სახეობების დადგენა და მათი ხელშეწყობა;

• რეგიონული, ნაციონალური და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა;

• ტრადიციული ტურნირების პრაქტიკის დანერგვა/მხარდაჭერა.

საკურორტო-რეკრეაციული პოტენციალი და ტურიზმი

• საკურორტო რესურსების (ფაქტორების) მაქსიმალური ამოქმედება;

• ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და მისი ქალაქების, ცალკეული ტურისტულ-რეკრეაციული ზონებისა თუ დაცული ტერიტორიების ნაციონალურ და საერთაშორისო მასშტაბით ცნობადობის გაზრდა, მათი „ბრენდინგი“;

• ყველა სახეობის ტურისტული პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და, შესაბამისად, ტურისტული სეზონის გახანგრძლივება;

• ტურისტების გარკვეული ნაწილის რეორიენტაცია მთის ტურიზმზე;

• აჭარის მოსახლეობის ბუნებრივი სტუმართმოყვარეობის პროფესიული უნარ-ჩვევებით შევსება;

• სასტუმროების სტანდარტების ამაღლება და შეფასების საერთაშორისო სისტემასთან მისადაგება;

• საქვეითო, საცხენოსნო, საავტომობილო მარშრუტების/ტურების შემუშავება და პასპორტიზაცია;

• საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკურორტო ადგილების კურორტების სტატუსში გადასვლის ღონისძიებების ხელშეწყობა;

• ტურიზმნის განვითარებისა და მხარდაჭერის ფინანსურ-ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება.

დაცული ტერიტორიები, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები

• ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული წყლების, ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესება, მავნე ანთროპოგენური ფაქტორების (მაიონებელი რადიაცია, ვიბრაცია, ხმაური, ელ.მაგნიტური გამოსხივება და სხვა ამგვარის) მოქმედების შესუსტება/აღმოფხვრა;

• ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტა;

• დადგინდეს და სათანადოდ მოეწყოს წყალაღების ადგილებში სანიტარიული დაცვის ზონები;

• ყველა კატეგორიის მყარი, აგრეთვე, თხევადი და გაზისებრი ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა;

• დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარება;

• ბიომრავალფეროვნების დაცვა;

• ტყის რესურსებით სარგებლობის ოპტიმიზაცია;

• სამონადირეო მეურნეობის ჩამოყალიბება;

• შავი ზღვის და მდინარეების სანაპიროების საინჟინრო დაცვა;

• სტიქიური მოვლენების პრევენცია;

• კანონით დადგენილ შემთხვევებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების აუცილებელი ჩატარება და შედეგების გასაჯაროება;

• აჭარის შავი ზღვის სანაპიროს მონაკვეთებისა და პლაჟების „ლურჯი დროშის“ მოძრაობაში ჩართვა;

• ალტერნატიული ენერგიის გამოყენების წახალისება;

• სინანთროპი ცხოველების პოპულაციების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა;

• საერთაშორისო გარემოსდაცვით ღონისძიებებში ჩართვა.

• სოციალური დაცვა

• მოსახლეობის მოწყვლად სოციალურ ჯგუფებზე (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფები, უსახლკაროები, ქუჩის ბავშვები და სხვა) ორიენტირებული პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და ამოქმედება;

• სოციალური სოლიდარობის გარემოს ხელშეწყობა;

• თვითორგანიზებადი ტერიტორიული სოციალური წარმონაქმნების (სათემო, სამეზობლო, ორგანიზაციები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები) მხარდაჭერა.

თავდაცვა, სამოქალაქო თავდაცვა, საგანგებო სიტუაციების მართვა და კრიმინოგენური ვითარება

• ქ. ქობულეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურებისთვის მაღლივ შენობებზე ოპერირებისათვის შესაბამისი პარამეტრების სახანძრო ავტომობილების შეძენა;

• მუნიციპალიტეტის ცენტრებიდან სოფლებში სახანძრო სამაშველო რაზმის 20 წუთიანი მისაწვდომობის უზრუნველყოფა ან დამატებითი პუნქტ(ებ)ის შექმნა;

• საგანგაშო შემთხვევებში ასამოქმედებელი მოსახლეობის შეტყობინების სისტემის შექმნა;

• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანახმებით, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, თავშესაფრების სისტემის გააზრება და ჩამოყალიბება.

საერთაშორისო თანამშრომლობა

• დარგობრივი და ტერიტორიული სტატისტიკური მონაცემების სისტემატიზაცია, დამუშავება და გასაჯაროება;

• დასახლებათა გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, მოედნები, ბულვარები, შენობა-ნაგებობები და ა.შ.) სახელდებისა და დამისამართების მოწესრიგება;

• მიწისა და წყლის კადასტრების შედგენა;

• ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და ცალკეული კურორტების ბრენდინგის ინფორმაციული უზრუნველყოფა თანამედროვე მეთოდებითა და ხერხებით;

• გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) საყოველთაო დანერგვა.

„სქემის“ მონიტორინგი, კორექტირება-განვითარება და ადმინისტრირება

• „გეგმის“ მონიტორინგის მიზნით, ურბანული ინდიკატორების სისტემის შემუშავება, ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის სპეციფიკური ინდიკატორების ჩათვლით;

• ინდიკატორების სისტემის გასაძღოლად ადგილობრივი და რეგიონული ურბანული ლაბორატორიების ჩამოყალიბება;

• „გეგმის“ ინტერაქტიურ რეჟიმში კორექტირება-განვითარების მიზნით, მისი ადმინისტრირების სუბიექტის ჩამოყალიბება;

• „გეგმის“ სხვა, ტერიტორიული თუ დარგობრივი დაგეგმვის, დოკუმენტაციასთან ჰარმონიზების პრაქტიკის დანერგვა.

[pic]

3-1  საზოგადოებრივი ჩართულობის სტრატეგია

3-1.1 სტრატეგია

სივრცითი მოწყობის გეგმა, რომელიც მუშავდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სივრცითი მოწყობის ჯგუფის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შემუშვებული იქნა 12 საფეხურიანი სამოქმედო გეგმა (გაშლილი გეგმა ჩართულობის ეტაპებით წარმოდგენილია დოკუმენტის ბოლო ნაწილში). მუშა ჯგუფმა შეიმუშავა ჩართულობის დაბალანსებული ექვსაფეხურიანი ვარიანტი, რომლის დეტალური განხილვა და შეთანხმება მოხდება დაინტერესებულ მხარეებთან და ექსპერტებთან.

ჩართულობის გეგმა უნდა იყოს ნათელი (პროცესის, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად), რეალისტური (არსებული პირობების შემთხვევაში ყველაზე განხორციელებადი მოდელი), ფხიზელი (გეგმაში წინასწარ გამოირიცხება შესაძლო რისკებისა და საფრთხეების შემცველი ნაწილები), ლოგიკურად ფორმალური (პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ყველა აუცილებელი ელემენტის შესრულებას).

ჩართულობის ხარისხს განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:

1.  პროექტის თავისებურება – მუნიციპალიტეტის დონეზე დაგეგმილი პროექტი საჭიროებს საზოგადოებრივი ინტერესისა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფას. ამიტომ დაინტერესებული მხარეების ანალიზზე დაყრდნობით სივრცითი მოწყობის ჯგუფი არსებული გამოცდილების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ძირითადი მხარეების (მოსახლეობა, მეცნიერები და ექსპერტები, არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო სტრუქტურები, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები) აქტიურ ჩართულობას;

2. დოკუმენტის შემუშავების პროცესი საწყის ეტაპზეა, ამგვარად შესაძლებელია ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებების გათვალისწინება როგორც ჩართულობის  სტრატეგიასთან (მათ შორის – დაინტერესებული მხარეების ანალიზი, ჩართულობის გეგმა, მოსახლეობის გამოკითხვა და ა.შ.), ისე სამუშაო დოკუმენტთან დაკავშირებით;

3.   პროექტის შედეგად მომზადებული საბოლოო დოკუმენტი ადგილობრივ დონეზე საბაზისო ფორმატი ექნება. მის ერთ–ერთ მიზანს სივრცითი მოწყობის სტრატეგიის ციკლურად რეალიზაციის ფორმატის, მექანიზმებისა და საშუალებების მომზადება წარმოდგენს. ამგვარად, მოცემული ჩართულობის სტრატეგია ორიენტირებული იქნება საბაზისო და ძირითადი ცვლილებებისა ან მოსაზრებების გათვალისწინებისაკენ;

სივრცითი მოწყობის გეგმის ჩართულობის გეგმის მიზანს განაპირობებს – 1. დაინტერესებული მხარეების (იხ. დაინტერესებული მხარეების ანალიზი) ინფორმირებულობის აუცილებლობა ძირითადი საკითხების ირგვლივ; 2. პროექტის დასაწყისში გავლენის, ინტერესისა და ცოდნის მიხედვით დაჯგუფებული დაინტერესებული მხარეების დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის ცვლილება; 3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის მრავალკომპონენტიანი, ალტერნატიული ხედვების შემცველი გეგმის მომზადების პროცესში სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების ჩართვა; 4. მუშა ჯგუფი დაინტერესებულია ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინებით შეძლოს სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტებისა და წინააღმდეგობის გამოვლენა და ურთიერთშეთანხმებით შეიმუშაოს ოპტიმალური ვარიანტები.

სამუშაო ჯგუფმა აჭარის სივრცითი მოწყობის გეგმაზე მუშაობის პროცესში გამოავლინა, რომ საზოგადოება სივრცითი მოწყობის გეგმიდან ელოდებოდა მეტ ინფორმაციას, შესაძლებლობას ყოფილიყო ჩართული მის შემუშავებაში, გეგმის საჯაროობის უზრუნველყოფას, მის ხელმისაწვდომობას და სიმარტივეს. ამიტომ ინფორმაცია პერიოდულად გავრცელება როგორც მასმედიის საშუალებებით (შეხვედრების და პრეზენტაციების გაშუქება), ასევე დაინტერესებულ მხარეები მოწვეული იქნებიან სამუშაო შეხვედრებზე.

პროექტის დამკვეთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) ჩართულობისაგან ელოდება იმ ყველა დადგენილი პირობების დაცვას და შესაბამის საინფორმაციო უზრუნველყოფას რაც პროექტის წარმატებისათვის არის საჭირო. ამით დამკვეთს იმედი აქვს, რომ ცალკეული პროექტის რეალიზების პროცესში ნაკლები პრობლემა ექნება დაინტერესებულ მხარეებთან მიზნის, შედეგის და პრიორიტეტების განმარტებისას; ასევე მიიღებს საქმიან რჩევებსა და კონსულტაციებს როგორც მოსახლეობისაგან, ისე ექსპერტებისა და საქმიანი წრეებისაგან.

სამუშაო ჯგუფი პროექტის წარმატებული რეალიზაციისათვის საჭიროებს შესაბამისი პირობებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას. საზოგადოების ჩართულობით დაგეგმილია შესაძლო ალტერნატიული იდეების მიღებას (ამ მიზნით ჩატარდება სამუშაო შეხვედრები, გამოკითხვა, შედეგების პრეზენტაციები) და საბოლოო დოკუმენტის შემუშავებაში მხარაჭერას.

შესაძლო რისკებს მიეკუთვნება – ჩართულობის სუსტი ხარისხი და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის ზედაპირულობა; სირთულეები დოკუმენტის რეალიზების სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებით; ცვლილებებისა და ალტერნატიული ხედვების ასახვის პრობლემა; პროექტის მუდმივი განახლების და ციკლურობის აუცილებლობა; პროექტის ამოქმედებისათვის საჭირო პოლიტიკური ნება. ამრიგად ჩართულობის სტრატეგიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს პროექტისა და მისი განხორციელებისადმი ნდობის მინიმალური ხარისხის მიღწევა და ფორმალური და მინიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

3-1.2 ჩართულობის გეგმა ეტაპების მიხედვით:

1. მოსამზადებელი ეტაპი

მოსამზადებელ ეტაპზე განხორციელდასამოქმედო სტრატეგიის, გეგმისა და ჩართულობის სტრატეგიის ზოგადი მონახაზის მომზადება; ამოცანების განაწილება.

1. ინფორმაციის მოპოვება

სამთავრობო სექტორის ინტერესების გაცნობა, შეხვედრები ექსპერტებთან, დაინტერსებული მხარეების გამოვლენა ინტერესის, გავლენის, ინფორმირებულობის და ჩართულობის მიხედვით;

შედეგი – დაინტერესებული მხარეების ანალიზის სამუშაო ვერსიის მომზადება, ინტერესების გაცნობა, სამუშო და ჩართულობის გეგმის შემუშვება.

1. სამუშაო შეხვედრები, გამოკითხვა

პროცესში ჩაერთვებიან  შესაბამისი სფეროების ექსპერტები, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, არასამთავრობო სექტორი და დაინტერესებული სახელმწიფო სტრუქტურები. სამუშაო შეხვედრები დამატებითი ინფორმაციის გამოსავლენად. შეხვედრები ექსპერტებთნ და უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან, არასამთვრობო სექტორთან, საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან. დაინტერესებულ მხარეებს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე სამუშოების შესახებ.

შედეგი – სამუშაო შეხვედრებზე გამოიკვეთება ის დამატებითი ცნობები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებლია გეგმაზე სამუშაოდ; გამოვლინდება პროექტის შემუშავბისა და განხორციელების შესაძლო რისკები; სამუშაო საკითხების გამოვლენა და სივრცითი მოწყობის გეგმის კითხვარის შემუშვება, პირველადი მასალების მოპოვება;

ჩართულობის პირველი ეტაპი – ინფორმაციის გავრცელება და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.

ფორმატი – მუშა ჯგუფი ახორციელებს ოფიციალურ მიმოწერას ყველა მხარესთან. სხვა ჯგუფებთან შეხვედრა განხორციელდება ერთობლივი სამუშაო შეხვედრის ფორმატში, რომელსაც დაესწრება თითოეულ ჯგუფის წარმომადგენელი (2–დან 3–მდე წარმოამდგენელი). საჭიროების შემთხვევაში მოხდება რამდენიმე შეხვედრა. შეხვედრას უშუალოდ განახორციელებს მუშა ჯგუფის ხელმძღვანელი და ის წევრები, ვინც ამუშავებს საზოგადოებისაგან მიღებულ ინფორმაციას.

1. ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზაცია

განხორციელდება მიღებული მასალების ანალიზი და სისტემატიზაცია. დაიგეგმება დამატებითი მასალების მოპოვების მიმართულებები.

ჩართულობის მეორე ეტაპი – განხორციელდება მომზადებული კითხვარების გავრცელება შეგენილი გეგმის, მეთოდოლოგიისა და ფორმატის გათვალისწინებით.

1. არსებული მდგომარეობის ტექსტური და გრაფიკული ასახვა

შემუშავდება სივრცითი დაგეგმარების გეგმის სამუშაო ვერსია; გამოიკვეთება სხვადასხვა ჯგუფის პირორიტეტული ინტერესის სფეროების შესაბამისი დამატებითი ინფორმაციის მოპოვების გზები ალტერნატირული ხედვის დასამუშავებლად.

1. პროირიტეტებისა და ამბიციების განსაზღვრა

მიღებული შედეგები და სამუშაო მასალები გაეცნობა პროცესში ჩრთულ მხარეებს (მოსახლეობა, ექსპერტები, სახელმწიფო სტრუქტურები და სხვა).

მიზანი – მიღებულ ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, ალტერნატიული ხედვების დაზუსტება, შედეგების გათვალისწინება, ინფორმირებულობა.

ჩათულობის მესამე ეტაპი – განხორცილდება ჯგუფური შეხვედრები მუნიციპალიტეტბში იმ მოსახლეობასთან ვინც კითხვარების შევსების დროს დააფიქსირებს თავის ინტერესს შემდგომი თანამშრომლობისათვის. ასევე ყველა იმ მხარესთან ვინც მუშაობის პროცესში გამოთქვამს სურვილს თანამშრომლობისაკენ.

ფორმატი – შეხვედრებს განახორციელდება მიღებული მასალების, მოსაპოვებელი ცნობებისა და მიმდინარე შედეგების გათვალისწინებით.

შედეგი – სივრცითი მოწყობის გეგმის საბოლოო ვერსიისათვის საჭირო რეკომენდაციები და ცვლილებები ალტერნატიული ხედვების გათვალისწინებით.

1. გამოკითხვის შედეგების ანალიზი

ჩართულობის მეოთხე ეტაპი – ალტერნატიული გეგმების მომზადებისათვის საჭირო კითხვარის მეშვეობის მოსახლეობის ინტერესების და შეხედულებების გამოვლენა. გამოკითხვის შედეგად დადგინდება ადგილობრივი მოსახლეობის, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებისა და ერთიანი აზრი როგორც არსებული სიტუაციის, ისე განვითარების პრიორიტეტების შესახებ.

შედეგი – მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება სხვადასხვა ჯგუფის პირორიტეტული ინტერესის სფეროს გამოსაკვეთად ალტერნატირული ხედვაზე მუშაობის პროცესში.

1. ხედვა

მიღებული მასალების საფუძველზე და გამოკითხვის სდეგებზე დაყრდნობით მუშა ჯგუფი მოამზადებს პირველად ხედვას.

1. სქემის პირველადი მონახაზი

არსებული ხედვის, ტექსტური და ვიზუალური მასალების გაერთიანება. სქემის სამუშაო მომზადება.

1. კონსულტაციები და შენიშვნების გაზიარება

ჩართულობისმეხუთეეტაპი – შემუშვებული სქემის განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან. მიზანი – მიღებული ინფორმაციის ასახვის ხარისხის შემოწმება, ალტერნატიული ხედვების გათვალისწინებით მხარეების ხედვების შეჯერებისა და დაახლოებისათვის. შედეგების ამსახველი ვარიანტების გასაჯაროება, გამოფენებისა და შეხვედრების მოწყობა.

ფორმატი – სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. შეხვედრებს განახორციელებს მუშა ჯგუფის ხელმძღვანელი საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ ნაწილთან ერთად.

შედეგი – დოკუმენეტის საბოლოო ვერსიისათვის საჭირო დაზუსტებების მიღება. დოკუმენტთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება.

1. სქემის საბოლოო ვარიანტი

დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავება მუშა ჯგუფის მიერ.

1. სქემის დამტკიცება

დოკუმენტის განხორციელებისათვის საჭირო რისკების გათვალისწინებით სამოქმედო გეგმის შეთანხმება რეგიონის ხელმძრვანელობასთან და მისი დამტკიცება.

ჩართულობის მეექვსე ეტაპი – დოკუმენტის საბოლოო ვერსიის გასაჯაროება.

3-1.3 დაინტერესებული სუბიექტების ანალიზი

გავლენიან მხარეთა განაწილება

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

3-2 მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები

მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკვლევის ფორმატში. ინფორმაციის მოპოვება თითოეულ რესპონდენტთან პირისპირ, ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით განხორციელდა. გამოკითხვას უშუალოდ ჩაატარა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რწმუნებულები, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი გამოკითხის პრინციპებთან, შერჩევითობასთან და ინტერვიუირების დეტალებთან დაკავშირებით. სივრცითი მოწყობის სქემის შემდგომი ვერსიების მომზადება (რადგან პროექტი ციკლურ და მუდმივად განახლებად ხასიათს ატარებს) ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე უნდა განხორციელდეს. ამიტომ, საპროექტო ჯგუფის ერთ–ერთ მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობისათვის შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში და პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშებაში ხელშეწყობა წარმოადგენდა.

კვლევის საგანს წარმოადგენდა საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ვითარების შეფასება და მისი განვითარების პერსპექტივების წარმოჩენა. კვლევის ობიექტს წარმოადგენდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თითოეული თემი და ქალაქი ქობულეთი (უბნების მიხედვით). რესპონდენტები შერჩევისას გათვლისწინებული იყო საკვლევ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობის დასაქმება. კერძოდ, გამოიყო მოსახლეობის 3 ჯგუფი: ა. კერძო სექტორში დასაქმებულები (საოჯახო ბიზნესი, მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციით პერიოდულად ვაჭრობა, კერძო სექტორში დასაქმება და ა.შ.); ბ. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულები (საჯარო მოხელეები, სკოლის, საავადმყოფოების, სამედიცინო პუნქტების, სხვადასხვა მუნიციპალური თუ ადგილობრივი სამსახურების თანამშრომლები) და გ. უმუშევრები (პენსიონრები, შრომისუნარიანი, მაგრამ დაუსაქმებელი პირები, საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციით იშვიათად (1–2 ჯერ წელიწადში) ვაჭრობით დაკავებულო პირები და ა.შ.). ამგვარად გამოიკვეთა ადგილობრივი პირობების შეფასებისა და განვითარების პრიორიტეტების ის მიმართულებები, რომელიც სამუშაო გამოცდილების, პირადი ინტერესებით ან კონკრეტული სამოქმედო სტრატეგიით იყო განპირობებული. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, გამოკითხული იყო 18 წლის და ზევით ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და დაბა ჩაქვის მაცხოვრებლები. გამოკითხვისათვის შერჩეულ იქნეს შემდეგი დასახლებები:  დაბა ჩაქვის 2 უბანი (I-II ზონა);  ჩაქვის ზონაში – ბუკნარი და მე–7–ე რაიონი; ალამბრის ზონაში – ალამბარი და ზედა კონდიდი; აჭყვისთავის ზონაში – აჭყვისთავი; ბობოყვათის ზონაში – ბობოყვათი და ქვედა დაგვა; გვარას ზონაში – გვარა და ქვედა კონდიდი; დაგვას ზონაში – დაგვა; ზენითის ზონაში – ზენითი; კვირიკეს ზონაში – კვირიკე და ზედა კვირიკე; ლეღვას ზონაში – ლეღვა და ცხრაფონა; მუხაესტატეს ზონაში – მუხაესტატე და წყავროკა; ოჩხამურის ზონაში – ოჩხამური და ცეცხლაური; საჩინოს ზონაში – საჩინო და ზედა აჭყვა; ქაქუთის ზონაში – ქაქუთი და ნაცხავატევი; ქობულეთის ზონაში – ქობულეთი და კოხი; ჩაისუბნის ზონაში – ჩაისუბანი; ციხისძირის ზონაში – ციხისძირი და შუაღელე; ჭახათის ზონაში – ჭახათი და კეჭიეთი; ხალის ზონაში – ხალა და ჩაქვისთავი; ხუცუბნის ზონაში – ხუცუბანი და ნაკაიძეები;

შერჩევის დროს ყურადღება მიექცა რესპონდენტების სქესს. სულ გამოკითხული იყო 854 ადამიანი. მათ შორის: 162 – 30 წლამდე ასაკის იყო, 509 – 31–დან 60 წლამდე, 99 კი 61 წელს ზევით. 84 გამოკითხულმა თავისი ასაკი არ მიუთითა; 380 იყო ქალი, ხოლო 329 მამაკაცი. 145 გამოკითხულმა სქესი არ მიუთითა; გამოკითხულთაგან 11 არასრული განათლება აქვს, 215 საშუალო, 170 ტექნიკური, 330 უმაღლესი. 128 რესპონდენტმა არ მიუთითა საკუთარი განათლება; გამოკითხულთაგან 277 უმუშევარია, 153 დასაქმებულია კერძო სექტორში, 284 საჯარო სამსახურებში. 132 არ მიუთითა დასაქმების სტატუსი.

გამოკითხვა ჩატარდა სპეციალურად მომზადებული კითხვარით. კითხვარში წარმოდგენილი საკითხები შეთანხმდა შემდეგ ჯგუფებთან:

1. სივრცითი მოწყობის ჯგუფის წევრები – აჭარის სივრცითი მოწყობის სქემაზე მუშაობის პროცესში ცნობების, რეკომენდაციებისა და სხვადასხვა დოკუმეტაციის საფუძველზე ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს კითხვარის თავდაპირველი ვერსია. ამიტომ ახალი ვერსიის მომზადების პროცესში გათვალისწინებული იყო წინა კითხვარის ხარვეზები, ახალი გამოწვევები, დადგინდა კითხვარის ძირითადი ჩარჩო, ინტერესის სფეროები და სხვა ასპექტები;

2. ექსპერეტები და სპეციალისტები – კითხვარის სამუშაო ვერისა განხილული იყო სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებს და სპეციალისტებს (განსაკუთრებით ეკოლოგები, გეოგრაფები, ეკონომისტები, აგრარული მიმართულების სპეციალისტები და ა.შ.). ამ მიზნით დაგეგმილია კონსულტაციები უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებთან (ძირითადად, ბათუმის შოთა რუსთაველის უნვიერსიტეტში).

3. არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები – განხორციელდა შეხვედრა რეგიონში მოქმედ ძირითადი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრების დროს დაზუსტდა სამოქმედო სტრატეგიის, ჩართულობის, კითხვარის შინაარსობრივი და ეტაპობრივი განხორციელების დეტალები.

მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემები დამუშავდა შესაბამისი პროგრამის გამოყენებით. ანალიზისას გამოყენებული იყო მონაცემების დაჯგუფება და ტიპოლოგიზაცია, ნაწილობრივ კორელაციური ანალიზი.

2-1.1 გამოკითხვის შედეგები მოკლე მიმოხილვა

დაბა ჩაქვი. დაბა ჩაქვში  ადგილობრივი საჭიროების მიმართულებებს არ წარმოადგენს სამრეწველო პროდუქციის წარმოება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება. დადებითადაა შეფასებული ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოციალური სფეროს და ტურიზმის მდგომარეობა. შედარებით უარყოფითდაა შეფასებული სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულება. სხვა მიმართულებები ძირითადად უფრო დადებითად ფასდება, ვიდრე უარყოფითად.

დაბა ჩაქვში განვითარების პრიორიტეტების მხრივ პრიორიტეტულად მიჩნეულია რამდენიმე დარგი – ტურიზმი, სოფლის მურნეობის რიგი დარგი (მეხილეობა, სუბტროპიკული კულტურების მოყვანა), სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურის განვითარება.  ადგილობრივი საჭიროების მიმართულებებს არ წარმოადგენს სატრანსპორტო-სატრანზიტო დანიშნულების განვითარება და სამრეწველო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. სხვა დარგები ნაკლებად პრიორიტეტულია.

დაბა ჩაქვის მოსახლეობის გამოკითხვით ირკვევა, რომ დაბაში გამოკვეთილია ტურისტული მიმართულებისადმი ყურადღება, რაც არსებულ საკმაოდ კარგ მდგომარეობის უკეთესობისაკენ გაუმჯობესებას საჭიროებს. სოფლის მურნეობა ასევე მნიშვნელოვან დარგად მიიჩნება, რომლის არსებული მდგომარეობა სეფასებულია ნეიტრალურად დადებითად. განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის რიგ დარგებს – მეხილეობა და სუბტროპიკული კულტურების მოყვანას უნდა მიექცეს. მოსახლეობის აზრით სოციალური სფეროს გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება საყურადღებო მიმართულებებად მიიჩნევა. ამავდროულად ადგილობრივი საჭიროების მიმართულებებს არ წარმოადგენს სატრანსპორტო-სატრანზიტო დანიშნულების განვითარება.

დაბა ჩაქვში ტურიზმის თვალსაზრისით ყველა შესაძლო მიმართულებით საკითხი მიჩნეულია დადებითად.  შედარებით პერსპექტიულ ტურისტულ მიდგომად ინდივიდუალური ტურიზმის ხელშეწყობა ითვლება, ეკოტურიზმთან და ტურისტული მარშრუტების მოწესრიგებასთან ერთად. შედარებით პრიორიტეტულად მიიჩნევა ტურიზმის ადგილობრივ პოტენციალთან დაკავშირებული ინფორმაციისა და ტურისტებისათვის დაბინავებისათვის საჭიროი ნფრასტრუქტურის მოწერიგება. ტურისტული ინფრასტრუქტურის მხრივ წარწერებისა და ნიშნულების მოწესრიგება შედარებით ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს.

ეკონომიკისადა რესურსების სფეროში დაბა ჩაქვში გასაუმჯობესებელია ინტერნეტ–მოსახურება, ადგილობრივი სამრეწველო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობა და სანაგვე ურნების მდებარეობის გაუმჯობესება. ადგილობრივი დანიშნულებით საჭიროებას არ წარმოადგენს საწარმოო–სამრეწველო მიმართულებია (საწარმოების ენერგომომსახურების უზრუნველყოფა, სამრეწველო წყლით უზრუნველყოფა, სამრეწველო წყლის დასუფთვება, საწარმოების უზრუნველყოფა კომუნალური მომსახურებით, სამრეწველო რესურსების (ნედლეული, ნახევარფაბრიკატები...) ხელმისაწვდომობა), ასევე პირველადი მოხმარების პროდუქციის ხელმისაწვდომობა და სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულება წყლის ტრანსპორთთან ერთად. ნაკლებად პრიორიტეტულ სფეროებად მიიჩენვა მუნიციპალური ტრანსპორტი, საწარმოების შექმნის შესაძლებლობები.

სოციალური სფეროს თვალსაზრისით ადგილობრივი საჭიროებისათვის არაპერსპექტიულ მიმართულებებადაა მიჩნეული ადგილობრივი სამკურნალო რესურსების, მუზეუმების, სოფლისსახლების მოწყობა–მოწესრიგება. ნაკლებად პრობლემურად მიიჩნევა კულტურის სფერო და სასაფლაოების მდგომარეობა. გასაუმჯობესებელ სფეროებს მიეკუთვნება ამბულატორიების, სახანძროს, სამედიცინო სექტორის, საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის ფუნქციონირება.

ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ნაკლებად პრობლემურია ნაგავსაყრელი, ასევე შუქნიშნებით უზრუნველყოფა. განვითარებას საჭიროებს სხვა ყველა მიმართულება. გამოკვეთილად მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირის, მრავალბინიანი სახლების მდგომარეობის, ტელერაიდო სიგნალების მდგომარეობა და ინტერნეტ მომსახურების გაუმჯობესება.

გარემო პირობები. დაბა ჩაქვში ნაკლებპრობლემურადაა მიჩნეული ზვავდაცვითი საშუალებების მდგომარეობა, ხოლო აუცილებელ მიმართულებად მაწანწალა და გარეული ცხოველებისა და ქვეწარმავლების პრობლემა მიიჩნევა. ასევე პრობლემურია გარემოს დაბინძურება (წყლის, ნიადაგის),   წყლისაგან დაცვითი ღონისძიებები (წყალდიდობა, დატბორვა).

ჩაქვის თემი. ჩაქვის თემში ადგილობრივი საჭიროების მიმართულებას არ წარმოადგენს სამრეწველო პროდუქციის წარმოება. ნაკლებად საყურადღებია ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშვება და კულტურის სფერო. დადებითადაა შეფასებული ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულებით არსებული ვითარება. ყურადღებას იქცევს ეკოლოგიური მიმართულების, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის მდგომარეობა.

ჩაქვის თემის მოსახლეობისათვის განვითარების მხრივ ადგილობრივი საჭიროების მიმართულებას არ მიეკუთვნება თემის სატრანსპორტო-სატრანზიტო დანიშნულება და სამრეწველო პროდუქციის წარმოება. მოსახლეობის აზრით ყურადღებას იმსახურებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტურიზმის ხელშეწყობა და სუბტროპიკული კულტურების წარმოების მოწესრიგება. მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება მეხილეობას, სოციალური სფეროს გაუმჯობესებას. არაპრიორიტეტულია ენერგეტიკის სფერო, მეცხოველეობა, ეკოლოგიისა და კულტურის პრობლემები.

პრიორიტეტების ანალიზიდან იკვეთება, რომ კულტურის სფერო, სამრეწველო პროდუქციის წარმოება ჩაქვის თემში არ იყო პრიორიტეტული და ამჟამადაც არ მიიჩნევა მნიშვნელოვან მიმართულებებად. ორი მიმართულება – ეკოლოგია და ვაჭრობა თუმცა არასახარბიელო მდგომარეობაშია მაგარამ თემის მოსახლეობისათვი არ წარმოდგენს ადგილობრივი საჭიროების პრიორიტეტულ მიმართულებებს. ენერგეტიკის და სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულება შეფასებულია დადებითად და განვითრებას არ საჭიროებს. პრიორიტეტულ დარგებად მიიჩნევა სამი მიმათულება: ინფრასტრუქტურა, რომლის მდგომარეობა თუმცა დადებითია, მაგრამ მაინც პრიორიტეტულია; ამ ეტაპისათვის ტურიზმი ნაკლებად საყურადღებო და არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ დარგს წარმოადგენდა, მაგრამ მისი ხელშეწყობა თემისათვის პრიორიტეტტულად მიიჩნევა. ასევე მნიშვნელოვანია სუბტროპიკული კულტურების წარმოების მოწესრიგება (მეხილეობასთან ერთად), თუმცა ამ ეტაპისათვის სოფლის მეურნეობა მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობიდან არაპრიორიტეტულად ითვლება მეცხოველეობის განვითარება.

ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ჩაქვის თემში ადგილობრივი მნიშვნელობის სფეროებს არ მიეკუთვნებოდა მრავალბინიანი სახლების, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო ტრანსპორტის, ბუნებრივი აირის, კანალიზაციის, და გზებზე საგზაო ნიშნებით აღწურვის პრობლემები. ნაკლებად პრიორიტეტულია ელექტროენერგიის მოწოდება და საქართველოს  და ადგილობირივი მნიშვნელობის ტელე და  რადიო არხების სიგნალის გაუმჯობესება. პრიორიტეტუალდ მიიჩნევა გზებისა და ქუჩების ტექნიკური მდგომარეობა,  საფარის ხარისხი, ინტერნეტ-მომსახურება, შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, წყალმომარაგება.

ტურიზმის თვალსზარისით ჩაქვის თემში არაპრიორიტეტული და თემში განვითარების მხრივ ნაკლებად საყურადღებოდ ისტორიული ტურიზმი მიიჩნევა. ერთადერთ გამორჩეულ მიმართულებას ინდივიდუალური ტურიზმის ხელშეწყობა წარმოდგენს. ტურიზმის განვითრებისათვის არცერთი მიმართულება არ მიიჩნევა პერსპექტიულად, თუმცა შედარებით პერსპექტიულად მიიჩნევა ტურისტებისათვის დაბინავებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და უფრო ნაკლებად კვების ობიექტები ტურისტებისათვის. არაპრიორიტეულია ადგილობრივი სუვენირების წარმოების ხელშეწყობა, წარწერებისა და მარშრუტიზატორიების მოწესრიგება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ეკონომიკა და რესურსები. თანაბრად პრიორიტეტულია – სოფლის მეურნეობის პროდუქციის ინდივიდუალური წარმოების ხელშეწყობა, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფერმერულ მეურნეობებში წარმოება; რომლის ფარგლებში პრიორიტეტულია – სპეციალური ტექნიკის (ტრაქტორი, კო მბაინი, ინვენტარი) და რესურსების (სათესლე მასალა, შხამქიმიკატები და სხვა) ხელმისაწვდომობის უზრუნვლეყოფა. ინფრასტრუქტურის მხრივ პრიორიტეტულია ინტერნეტ მომსახურების, სანაგვე ურნების მდებარეობას, დასუფთავების სამსახურის მუშაობის გაუმჯობესება. ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება.

სოკოს წარმოებას, მეცხოველეობის ალტერნატიულ დარგებს, კვერცხის წარმოებას, ჩაქვის თემში არ აქვს ადგილობრივი მნიშვნელობა. ასევე ნაკლებად მნიშვნელოვანია თემისათვის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა, საძოვრებით  სარგებლობა, მარცვლეული კულტურების მოყვანა (სიმინდი, ხორბალი, ბრინჯი...). პრიორიტეტულია  ციტრუსის მოყვანის (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი...) და სუბტროპიკული კულტურების მოყვანის (კივი, ფეიხოა...) ხელშეწყობა.

სოციალური სფერო. ჩაქვის თემში მუზეუმების და ადგილობრივი სამკურნალო რესურსების ხელშეწყობა არ ითვლება ადგილობრივი სარგებლობისათვის საჭირო მიმართულებებად. პრიორიტეტულად მიიჩნევა სამედიცინო სექტორის (ამბულატორიების, ექიმთა მომსახურების და აფთიაქების) გაუმჯობესებასასმელი წყლის მოწოდების, საჯარო და სპროტ მოედან–სკოლების გაუმჯობესება, კულტურის სახლის ამოქმედება და ღონისძიებების მოწყობა.

გარემოს პირობების თვალსაზრისით ადგილობრივი მნიშვნელობის მიმართულებებს არ წარმოადგენენ ალტერნატიული ენერგიის წყაროები, ეროზია, ღვარცოფები, ზვავის და ნაპირგამაგრების პრობლემები. საყურადღბოდ მიიჩნევა გარემოს დაბინძურებით და წყლის დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები.

ალამბრის თემი. ალამბრის თემში დადებითადაა შეფასებული სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობა. თემის ადგილობრივ საჭიროებთა რიცხვს არ მიეკუთვნება სატრანსპორტო-სატრანზიტო, ტურისტული, სავაჭრო, საწარმოო პროდუქციის წარმოებისა და კულტურის სფეროს მდგომარეობაც და განვითრებაც. გამოკვეთილად უარყოფითადაა შეფასებული ენერგეტიკის მდგომარეობა.

ალამბრის თემში ადგილობრივი მნიშვნელობის პრიორიტეტად არ მიიჩნევა სატრანსპორტო-სატრანზიტო, ტურიზმი, ვაჭრობა და სამრეწველო პროდუქციის წარმოების განვითარება. სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება ზოგადად არაპერსპექტიულადაა მიჩნეული. პრიორიტეტულად მიიჩნევა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის პროდუქცის გადამუშავების ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ალამბრის თემის არსებული და პრიორიტეტული მიმართულებების შეჯერებით გამოვლინდა, რომ პრიორიტეტულად მიიჩნევა 2 პრობლემა – ენერგეტიკა, რომლის არსებული მდგომარეობა მიჩნეულია არადამაკმაყოფილებლად, რომლის გაუმჯობესება აუცილებელია. ინფრასტრუქტურის მდგომარეობა თემში შეფასებულია დამაკმაყოფილებლად მაგრამ საჭიროებს გაუმჯობესებას. ეკოლოგიის მდგომარეობა დადებითადაა მიჩნეული, მაგრამ მოითხოვს ყურადღებას. გამოკითულთა აზრით სოფლის მეურნეობის მდგომარეობა დადებითია და არ საჭიროებს განვითარებას. თემის ადგილობრივ ინტერესებში არ შედის სატრანსპორტო-სატრანზიტო, ტურისტული, სავაჭრო და სამრეწველო პროდუქციის წარმოების მიმართულებები.

ალამბრის თემში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ადგილობრივი მნიშვნელობის მიმართულებებად არ განიხილება კანალიზაციის, ბუნერივი აირის, შუქნიშნების, საქალაქთაშორისო–საგარეუბნო ტრანსპორტის და მრავალბინიანი სახლების მდგომარეობა. პრობლემურად მიიჩნევა გარე განათების, სტიქიური მოვლენების გავლენა, გზებზე დამცავი კონსტრუქციები, შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის და ტელე–რადიო სიგნალების პრობლემები. პრიორიტეტულად მიიჩნევა წყალმომარაგების გზების საფარის, ელექტროენერგიის მიწოდების, ნაგავსაყრელების და ნაკლებად ინტერნეტ მომსახურების პრობლემები.

გარემო პირობების თვალსაზრისით ალამბრის თემში ადგილობრივი მნიშვნელობის მიმართულებებს არ წარმოდგენს ნაპირგამაგრება, ქარსაცავი ზოლები, ელექტროენერგიის მოპოვების ალტერნატიული წყაროები, ეროზიული პორცესები, ღვარცოფი. გაუმჯობესების მხრივ ძირითად ინტერესს გარემოსა და წყლის დაბინძურება იწვევს. ნაკლებად მნიშვნელოვანია ზვავისგან დაცვა.

ეკონომიკა და რესურსები. ალამბრის თემში ინდივიდუალური წარმოება მიიჩნევა პრიორიტეტულად, ხოლო ფერმერული მეურნეობები ადგილობრივი პირობებისათვის მიურებელია. ხელშეწყობას მოითხოვს სპეციალური რესურსების ხელმისაწვდომობა) სათესლე მასალა, ქიმიკატები და სხვა) და ტყის ფონდის ხელმისაწვდომობა. პრობლემას არ წარმოადგენს სარწყავი წყალი. ხოლო ტექნიკისა და საძოვრების ხელმისაწვდომობა არა პრიორიტეტული. შესაბამისი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით სატელეფონო მომსახურება და წყლის ტრანსპორტი თემის ინტერესებში არ შედის. პრიორიტეტულია სანაგვე ურნების მდებარეობა და დასუფთავების სამსახურის მუშაობის გაუმჯობესება. ასევე ინტერნეტის და პირველადი მოხმარების აგნების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

სოფლის მეურნეობის დარგების მხრივ პრიორიტეტულია ციტრუსის მოყვანა. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით არაპერსპექტიულია სოკოს წარმოება. სხვა დარგების განვითარება არ მიიჩნევა პრიორიტეტულად.

სოციალური სფერო. ალამბრის თემში ადგილობრივი მნიშვნელობის დარგებს არ მიეკუთვნება სახანძრო სამახურის, აფთიაქის, ადგილობრივი სამკურნალო რესურსების, სპროტსკოლის, სოფლის სახლის, ბიბლიოთეკის და ნაწილობრივ კულტურული ღონისძიებების მდგოამრეობა–განვითარება. პრიორიტეტულად მიიჩნევა სასმელი წყლის, საბავშვო ბაღის და ნაწილობრივ საჯარო სკოლის მგოამრეობის გაუმჯობესება.

ალამბრის თემში ტურიზმის განვითარება არ მიიჩნევა ადგილობრივი პირობებისა და ინტერესების შესაბამის მიმართულებად. ამიტომ გამოკითხულებმა ძირითადად თავი შეიკავეს როგორც შესაძლო მიმართულების, ისე ტურისტული ინფრასტრუქტურის გამოყოფის კუთხით.

აჭყვისთვის თემი. აჭყვისთავის თემში გამოკითხვის შედეგად ვლინდება, რომ მოსახლეობისათვის ყველა ძირითადი მიმართულების მდგომარეობა არ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. ამავდროულად შეფასებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებების შეფასების დროს, მოსახლეობა ზოგადად უარყოფითად, ან უარყოფითთან მიახლოებული მაჩვენებლებით აფასებს არსებულ ვითარებას. გამოკვეთილად უარყოფითად ფასდება სოფლის მეურნეობის მხრივ არსებული ვითარება.

განვითარების პრიორიტეტების შეფასებისას აჭყვისთვის თემის მოსახლეობისათვის ადგილობრივი საჭიროებისატვის საწინააღმდეგო მიმართულებას სატრანსპორტო-სატრანზიტო განვითრება წარმოადგენს. ყველა დარგის განვითრების პრიორიტეტი შეფასებულია უარყოფითად, ამიტომ პრიორიტეტი არ ფიქსირდება. არსებული მდგომარეობის და პრიორიტეტების გამოვლენის დროს გამოყენებული მიდგომა მიუთითებს, რომ მოსახლეობას სათანადოდ არ განემარტა გამოკითხვის პირობები და მნისვნელობა, ასევე მონაცემები არასათანადოდ იყო მოპოვებული.

ინფრასტრუქტურა. აჭყვისთვის თემში ადგილობრივი მნიშვნელობის დარგებს არ მიეკუთვნება შუქნიშნებით უზრუნველყოფა, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო ტრანსპორტის მუშაობა, მრავალბინიანი სახლების მდგომარეობა, ნაგავსაყრელის მდგომარეობა. პრიორიტეტულ მიმართულებებად მიიჩნევა წყალმომარაგების, სტიქიური მოვლენებისგან დაცვა და ინტერნეტ–მომსახურების გაუმჯობესება. მეორეხარისხოვან დარგებს წარმოდგენს ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯებესება, ბუნებრივი აირის მიწოდება.

სოციალური სფერო. აჭყვისთვის თემში ადგილობრივი საჭიროების სფეროს არ წარმოდგენს სახანძრო სამსახური. სხვა მიმართულებები ასევე შეფასებულია არაპრიორიტეტულად ან თემისათვის უმნიშვნელო დარგებად. გამოკითხვა გამოკითხვა არასათანადოდ ჩატარდა.

გარემო პირობების მხრივ გამოკითხვა ასევე არასათანადოდ ჩატარდა, ამიტომ არც ერთი მიმართულება არ იყო მიჩნეული ადგილობრივი საჭიროებისათვის საჭირო დარგად.

ეკონომიკა და რესურსები. აჭყვისთავში თანაბრად მნიშვნელოვნად მიიჩნევა როგორც ინდივიდუალური, ისე ფერმერული სოფლის მეურნეობის განვითარება. გამოკითხვის არასათანადო ჩატარების გამო შესაბამისი მიმართულებით არც ერთი ხელშემწყობი ღონისძიების გატარება არ იყო მიჩნეული საჭიროდ. ინფრასტრუქტურის მხირვ საჭიროდ იყო მიჩნეული ადგილზე წარმოებული პროდუქციის გავრცელება-გაყიდვის მხრივ საჭირო ღონისძიებებს გატარება, თუცმა პროდუქციის მიმღები პუნქტის მოწყობა არ იყო მიჩნეული საჭიროდ. სხვა დარგები ადგილობრივი პირობებისათვის მიუღებლად იყო მიჩნეული.

სოფლის მეურნეობის დარგებში ადგილობრივი პირობებისათვის მიუღებლად მიიჩნევა სოკოს წარმოება. შედარებით პრიორიტეტულად იყო მიჩნეული კარტოფილის მოყვანა, მარცვლეული კულტურების მოყვანა, ბოსტნეული კულტურების მოყვანა, ციტრუსის მოყვანა, სუბტროპიკული კულტურების მოყვანა.

ტურიზმი. გამოკითხვის არასათანადო ჩატარების გამო არ გამოიკვეთა როგორც ტურიზმის შესაძლო მიმართულებები, ისე შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებები.

ბობოყვათის თემი. ბობოყვათის თემში გამოკვეთილად დადებითად შეფასებულია სოციალური სფეროში არსებული ვითარება და ასევე  ენერგეტიკა. ასევე დადებითადაა შეფასებული სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ არსებული ვითარება. ნეიტრალურთან ახლოსაა შეფასებული სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულების მხრივ არსებული მდგომარეობა. სხვა მიმართულებების მხრივ არსებული ვითარება შეფასებულია უარყოფითად. განსაკუთრებით უარყოფითადაა შეფასებული ეკოლოგიისა და კულტურის მხრივ არსებული ვითარება.

ბობყვათის თემში განვითარების მხრივ არაპრიორიტეტულადაა მიჩნეული სატრანსპორტო-სატრანზიტო და ტურიზმის მიმართულებით განვითარება. პრიორიტეტულადაა მიჩნეული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური სფეროს, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი დარგების, სუბტროპიკული კუტურების, მეხილეობის და ენერგეტიკის განვითარება.

ბობყვათის თემში პრიორიტეტების შეფასებისას იკვეთება, რომ ინფრასტრუქტურის არსებული უარყოფითი მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს და ის თემისათვის პრიორიტეტულად ითვლება. მეორე პრიორიტეტად სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის გაუმჯობესება უარყოფითიდან უკეთესი პირობებისაკენ ასევე მნივნელოვან პრიორიტეტად ითვლება. თემში ასევე მიიჩნევენ, რომ საჭიროა სოციალური სფერო და ენერგეტიკა გაუმჯობესება, თუმცა მათი მიმდინარე მდგომარეობა დადებითადაა შეფასებული. თემში მიიჩნევენ, რომ სასურველია ეკოლოგიისა და კულტურის სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესება. სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულება ამ ეტაპზე მიჩნეულია ნეიტრალურად თუმცა მისი განვითარება ამ ეტაპზე არ ითვლება პრიორიტეტულად.

ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ბობოყვათის თემში პრიორიტეტულად მიიჩნევა წყალმომარაგების, ბუნებრივი აირის, და გზებისა და ქუჩების ტექნიკური მდგომარეობის და საფარის გაუმჯობესება. ადგილობრივ საჭიროებას არ წარმოდგენს შუქნიშნების მოწყობა და კანალიზაცია. არაპრიორიტეტულია გზების აღჭურვა საგაო ნიშნებით, შიდა მუნიციპალური და საქალაქთაშორისო და საგარეუბნო ტრანსორტი, ტელე–რადიო სიგნალის მდგომარეობა.

სოციალური სფერო. ბობყვათის თემში ადგილობრივი საჭიროების მიმართულებას არ წარმოადგენს ადგილობრივი სამკურნალო რესურსების განვითარება, ასევე ნაკლებად საყურადღბოა სამუზეუმო საქმე. პრიორიტეტულად მიიჩნევა სპროტული მოედანი, კულტურის სახლი და კულტურული ღონისძიებები. ნაკელბად აფთიაქების და სასმელი წყლის პრობლემა. არაპრიორიტეტულია სოფლის სახლის, სასფალოს, სახანძროს, ექიმთა მომსახურების და საბავშვო ბაღების მდგომარეობა.

ეკონომიკა და რესურსები. ბობყვათის თემში თანაბრად პრიორიტეტულად მიიჩნევა ინდივიდუალური და ფერმერული მეურნეობის განვითარება. ამ მიმართულებით საჭიროდ მიიჩნევა სპეციალური მასალებისა (სათესლე მასალა, ქიმიკატები...) და ტექნიკის მხრივ არსებული ვითრების გაუმჯობესება. არაპრიორიტეტულია საძოვრების, სარწყავი სისტემების მოწყობა. ინფრასტრუქტურის მხრივ მნიშვნელოვანია ადგილზე წარმოებული პროდუქციის გავრცელება-გაყიდვის და პროდუქციის მიმღბი პუნქტის მოწესრიგება. ადგილობრივ საჭიროებას არ წარმოადგენს წყლის ტრანსპორტის განვითარება. არაპრიორიტეტულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სატრანსპორტო სისტემების გამართვა.

ბობყვათის თემში სოფლის მეურნეობის მხრივ პრიორიტეტულად მიიჩნევა ციტრუსებისა და სუბტროპიკული კულტურების მოყვანა, ასევე კარტოფილის მოყვანა. ადგილობრივი პირობების გათვლისწინებით არაპრიორიტეტულია სოკოს მოყვანა და მეცხოველეობის ალტერნატიული დარგების განვითარება. არაპრიორიტეტულია კვერცხისა და რძის წარმოება, პარკოსანი კულტურების მოყვანა.

გარემო პირობების თვალსაზრისით პრიორიტეტულად მიიჩნევა წყლისა და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული პრობლემების მოგვარება, ნაპირგამაგრების პრობლემები. ენერგის ალტერნატიული წყაროების განვითარება ადგილობრივი საჭიროების გათვალისწინებით არ მიიჩნევა შესაძლებლად. არაპრიორიტეტულია წყლისგან დაცვა, ეროზია, ღვარცოფი, ზვავისგან დაცვა.

ტურიზმის თვალსაზრისით ტურიზმის არც ერთი სახე არ ითვლება პრიორიტეტულად. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით მიუღბლადაა მიჩნეული ზღვის ტურიზმი. ინფრასტრუქტურის მხრივ პრიორიტეტულად მხოლოდ ტურისტებისათვის დაბინავებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ითვლება საჭიროდ.

გვარას თემი. გვარას თემში დადებითადაა შეფასებული სოციალური სფეროსა და სოფლის მეურნეობაში არსებული ვითარება. სატრანზიტო–სატრანსპორტო მიმართულება მიჩნეული არასახარბილო მდგომარეობაში. უარყოფითადაა შეფასებული ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებისა და ვაჭრობის მხრივ არსებული ვითარება. თემის პირობებისათვის შეუსაბამო მიმართულებებად მიჩნეულია სამრეწველო პროდუქციის წარმოება და ტურიზმი.

გვარას თემში განვიტრების მხრივ პრიორიტეტულადაა მიჩნეული სოფლის მეურნეობის ყველა დარგის განვითარება (მეცხოველეობა, მემცენარეობა, სობტროპიკული კულტურები და მეხილეობა). არაპრიორიტეტულს სფეროებს წარმოდგენს სამრეწველო პროდუქციის წარმოება, სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულება, კულტურის სფერო და ნაწილობრივ ეკოლოგია.

გვარას თემში არსებული ვითარების შეფასებისას გამოიკვეთა, რომ სოციალური სფეროს არსებული ვითარება მიჩნეულია დადებითად, თუმცა მისი განვითრება არაპრიორიტეტულია. მაშინ როცა სოფლის მეურნეობის მდგომარეობა ასევე დადებითადაა შეფასებული და მისი განვითარება უმთვრესს პრიორიტეტს წარმოადგენს. თემისათვის არასაჭირო მიმართულებებს წარმოადგენს სატრანზიტო–სატრანსპორტო დანიშნულება და ეკოლოგია, რომლებიც ამჟამად არასახარბიელო მდგომარეობაშია. თემის თავისებურებების გათვალისწინებით, გვარაში არასასურველია ტურიზმისა და მრეწველობის განვითარება.

სოციალური სფეროში პრიორიტეტულად მიჩნეულია სასმელი წყლის, სამედიცინო სექტორის (ამბლატორიები, ექიმთა მომსახურება), საჯარო სკოლის და კულტურის სახლის მოწესრიგება. თემის პრიობებიდან გამომდინარე არასასურველ მიმართულებას წარმოდგენს სოფლის სახლი, ბიბლიოთეკა, კულტურული ღონისზიებები და ნაწილობრივ სახანძრო. არასასურველ მიმართულებებს წარმოადგენს სასაფლაოების მოწესრიგება.

ეკონომიკა და რესურსები. გვარას თემში პრიორიტეტუალად მიიჩნევა როგორც ინდივიდუალური, ისე ფერმერული მეურნეობის განვითარება. ამ მიმართულებით პრიორიტეტულია სპეციალური რესურსების (სათესლე მასალა, ქიმიკატები.) ხელმისაწვდომობის, ტყის ფონდისა და საძოვრებით სარგებლობის ხელშეწყობა. თემში არ წარმოადგენს საჭიროებას სარწყავი სისტემების განვითარება. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით წყლის ტრანსორტის განვითარება არ წარმოადგენს ადგილობრივი თემისათვის სასურველ მიმართულებას. პრიორიტეტულია სანგვე ურნების, ადგილზე წარმოებული პროდუქციის გავრცელება-გაყიდვის და ინტერნეტ მომსახურების მრავაფეროვანების უზრუნველყოფა.

სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პრიორიტეტუალდ მიიჩნევა ციტრუსებისა და სუბტროპიკული კულტურების წარმოება. ასევე მარცვლეულის, ბოსტნეული, კარტოფილის მოყვანა; სათბურების მოწყობა. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით არ საჭიროებს სოკოს მოყვანის, მეცხოველეობის ალტერნტაიული დარგების, კვერცხის და რძის წარმოების და მწვანილის მოყვანის ხელშეწყობა. არასასურველია ჩაის მოშენება და მეფრინველეობა.

გარემო პირობები. გამოკითხვის შედეგად იკვეთება, რომ გვარას თემში ადგილობრივი პირობებისათვის საჭიროებას არ წარმოადგენს ღვარცოფები, ზვავისაგან დაცვა, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროები, წყლისგან დაცვა, მაწანწალა ან გარეული ცხოველები და ქვეწარმავლები. სხვა მიმართულებები არ ითვლება განვითარებისათვის საჭიროდ, მიუხედავად უარყოფითი შეფასებების მცირე წილისა.

გვარას თემში ინფრასტრუქტურის მხრივ პრიორიტეტულად ითვლება ელექტროენერგიის მიწოდების, გარე განათბის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების პრობლემა. ადგილობრივი პირობებისათვის საჭიროებას არ წარმოდგენს კანალიზაციის, შუქნიშნების, მრავალბინიანი სახლების, ნაგავსაყრელების მდგომარეობა. არასასურველია სტიქიური მოვლენების წინააღმდეგ მოქმედება, გზების აღჭურვა საგზაო ნიშნებით, შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის, ტელე–რადო სიგნალის და ინტერნეტ–მომსახურების გაუმჯობესება.

ტურიზმი. გამოკითხვის თვისებურების გამო გვარას თემში არ ფიქსირდება არსერთი პრიორიტეტული ტურისტული მიმართულება და შესაბამისი გასაუმჯობესებელი ინფრასტრუქტურა.

დაგვის თემი. დაგვს თემში გამოკვეთილად დადებითად შეფასებულია ენერგეტიკის სფეროში არსებული ვითარება. უარყოფითადაა შეფასებული სოფლის მეურნეობის მდგომარეობა, სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა. ადგილობრივი პირობებისათვის საჭიროებას არ წარმოადგენს სატრანსპორტო-სატრანზიტო და სამრეწველო პროდუქციის წარმოება, ნაკლებად ტურიზმი. სხვა ყველა დარგის მდგომარეობა შეფასებულია უარყოფითად.

განვითარების მხრივ დაგვის თემში უმნიშვნელო მიმართულებებადაა მიჩნეული სატრანსპორტო-სატრანზიტო დანიშნულება, სამრეწველო პროდუქციის წარმოება და ეკოლოგიური მიმართულება. პრიორიტეტულ მიმართულებებადაა მიჩნეული სუბტროპკული კულტურების მოყვანა და მეხილეობა, ინფრასტრუქტურისა და სოციალური სფეროს გაუმჯობესება.

დაგვის თემში პრიორიტეტულად მიიჩნევა ამჟამად უარყოფით მდგომარეობიაში მყოფი დარგები – სოფლის მეურნეობა, სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურა. ენერგეტიკის მიმართულება თუმცა ყველაზე დადებითდაა შეფასებულ, თუმცა მისი შემდგომი განვითარება სასურველად მიიჩნევა. ვაჭრობის სფეროს ამჟამინდელი მდგომარეობა უარყოფითდ ფასდება, თუმცა მისი განვითარება სასურველად მიიჩვენა. სასურველია ასევე არაპრიორიტეტული დარგის – ტურიზმის მცირე ხელსეწყობაც. არაპრიორიტეტულ მიმართულებებად მიიჩნევა ეკოლოგია (არსებული მდგომარეობა ცუდად ფასდება), სატრანსპორტო-სატრანზიტო და სამრეწველო პროდუქციის წარმოება, რომელბიც არ წარმოდგენს თემის პირობებიდან გამომდინარე საჭირო დარგებს.

ეკონომიკა და რესურსები. დაგვის თემში ადგილობრივი პირობების შესაბამის საჭირო მიმართულებებს არ წარმოდგენს სარწყავი სისტემების და წყლის ტრანსპორტის განვითარება. როგორც ინდივიდუალური, ისე ფერმერული მეურნეობების განვითარება თანაბრად მნიშვნელოვნად მიიჩნევა. ამ მხრის სპეცტექნიკის ხელმისაწვდომობის უზრნველყოდა მიიჩნევა საჭიროდ. ნაკლებად შესაბამისი რესურსების (თესლი, ქიმიკატი) ხელმისაწვდომობა. არაპრიორიტეტულია საძოვრების სარგებლობის ხელშეწყობა. ინფრასტრუქტურის მხრივ მნიშვნელოვანია ადგილზე წარმოებული პროდუქციის გავრცელება-გაყიდვის ხელშეყობა, ასევე ინტერნეტ–მომსახურების არჩევანის გაზრდა, პროდუქციის მიმღები პუნქტების მოწობა. სხვა მიმართულებები შედარებით ნაკლებპრიორიტეტულია.

სოფლის მეურნეობის დარგებს შორის ადგილობრივი საჭიროების დარგებს არ მიეკუთვნება სოკოს წარმოება. პრიორიტეტულია ციტრუსის მოყვანა (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი...), სუბტროპიკული კულტურების მოყვანა (კივი, ფეიხოა...), ჩაის მოშენება, რძის წარმოება, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყის მოშენება ხორცის წარმოებისათვის. არაპრიორიტეტულია მწვანილის მოყვანა.

სოციალური სფერო. დაგვის თემში ადგილობრივი პირობებისათვის არასაჭირო დარგს წარმოადგენს ადგილობრივი სამკურნალო რესურსები (სამკურნალო წყაროები, ტალახები და ა.შ.). პრიორიტეტულ დარგებს მიეკუთვნება სასმელი წყალი,                 სპორტული მოედანი, სპორტული სკოლა, კულტურის სახლი (სოფლის სახლი, კლუბი), საბავშვო ბაღი და სასაფლაოს გაუმჯობესება. არაპრიორიტეტული მუზეუმის და სოფლის სახლის მოწყობა. სხვა მიმართულებები ნაკლედად პრიორიტეტულია.

ინფრასტრუქტურა. დაგვის თემში ადგილობრივი პირობებისათვის საჭიროებას არ წარმოადგენს კანალიზაციის, შუქნიშნების, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო ტრანსპორტის და მრავალბინიანი სახლების პრობლემა. პრიორიტეტულად მიიჩნევა ბუნებრივი აირის, გზების ტექნიკური მდგომარეობის, ინტერნეტ მომსახურების და ნაგავსაყრელების პრობლემა ასევე სტიქიური მოვლენებისგან დაცვა. არაპრიორიტეტულია ელექტროენერგიისა და ტელე–რადიო სიგნალების მოწოდებისგაუმჯობესება.

გარემოს დაცვა. დაგვის თემში გარემოს დაცვის მხრივ პრიორიტეტულია წყლის დაბინძურების აღმოფხვრა, წყლისგან დაცვა (წყალდიდობა, დატბორვა), ნაპირგამაგრება და ღვაროცოფებთან ბრძოლა. არაპრიორიტეტულია ელეტქროენერგიის მოპოვების ალტერნატიული წყაროების განვითარება, ეროზია, ზვავისგან დაცვა.

დაგვის თემში ტურიზმის თვალსაზრისით პრიორიტეტულია ინდივიდუალური ტურიზმის ხელშეყობა, მცირედ ტურისტული ბაზების მოწყობა. ტურიზმის განვითარებისათვის საჭიროა ტურისტების დაბინავებასთან საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ადგილობრივი პირობებისათვის საჭირო მიმართულებას არ წარმოდგენს კემპინგები. სხვა დარგები და მიმართულებები მიჩნეულია არაპრიორიტეტულად.

ზენითის თემი. ზენითის თემში ადგილობრივი პირობებისათვის საჭირო მიმართულებას არ წარმოადგენს ტურიზმი, სატრანსპორტო-სატრანზიტო დანიშნულება, სამრეწველო პროდუქციის წარმოება, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოები და კულტურის განვითარება. პრობლემურადაა მიჩნეული სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის და ინფრასტრუქტურის მხრივ არსებული ვითარება. დადებითადაა შეფასებული ენერგეტიკის სფეროში არსებული ვითარება. შედარებით დადებითადაა შეფასებული ეკოლოგიისა და სოციალურ სფეროში არსებული ვითარება.

პრიორიტეტების მიმართულებით ზენითის მოსახლეობის გამოკითხვისას, ანკეტების შევსებული იყო სუბიექტური მიდგომით, ამიტომ სასურველი პრიორიტეტი არ დაფიქსირდა. ამავდროულად, გამოკითხვის ჩატარებისას დაშვებული გადაცდომები მისი შედეგების ანალიზისა და შემდგომში გათვლისწინების შესაძლებლობს ფაქტიურად არ იძლევა.

გამოკითხვის ჩატარების თავისებურების გამო ზენითის თემში ადგილობრივი პირობებისათვის საჭირო მიმართულებას არ წარმოადგენს ტურიზმი, სატრანსპორტო-სატრანზიტო დანიშნულება, სამრეწველო პროდუქციის წარმოება, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოები და კულტურის განვითარება. პრობლემური დარგებია სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და ინფრასტრუქტურა, ხოლო ენერგეტიკა დადებითდაა შეფასებული.

ზენითის თემში ინფრასტრუქტურის კუთხით პრიორიტეტუალდ მიიჩნევა ბუნებრივი აირის, სტიქიური მოვლენებისგან დაცვა და ინტერნეტ–მომსახურების გაუმჯობესება. საყურადღებოდ მიიჩნევა გარე განათების, გზების მოწესრიგების, ტრანსპორტის და ნაგავსაყრელის პრობლემა. არაპრიორიტეტულია კანალიზაციის, შუქნიშნების, მრავლბინიანი სახლების, ელექტროენერგიის, ტელე–რადიო სიგნალების პრობლემა.

სოციალური სფერო. ზენითის თემში ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით საჭიროებას არ წარმოადგენს ადგილობრივი სამკურნალო რესურსების, სპორსკოლის, მუზეუმის, სასაფლაოს გამართვა–მოწესრიგება. სხვა ყველა პრიორიტეტულად მიიჩნევა. გამოკვეთილად მნიშვნელოვანია ექიმთა მომსახურები,ს საჯარო სკოლის, კულტურის სახლის გაუმჯობესება. ასევე ნიშვნელოვანია სახანძროს, აფთიაქის, სპორტული მოედნის მოწესრიგება.

გარემო პირობები. ზენითის თემში ადგილობრივ საჭიროებათა რიცხვს არ მიეკუთვნება ნაპირგამაგრება. პრიორიტეტულია ელექტროენერგიის მოპოვების ალტერნატიული წყაროების განვითარება, ეროზიული პროცესები, ღვარცოფი, ზვავდაცვა, მაწანწალა და გარეული ცხოველები. სხვა მიმართულებები შედარებით ნაკლებ პრიორიტეტულად ითვლება.

ეკონომიკა და რესურსები. ზენითის თემში თანაბრად პრიორიტეტულია როგორც ინდივიდუალური ისე ფერმერული მეურნეობების განვითარება. ამ მხრივ ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით საჭიროებას არ წარმოადგენს სარწყავის სიტემის, საძოვრების სარგებლობის მიმართ ყურადღების გამახვილება. პრიორიტეტულია სპეცრესურსებითა (თესლი, ქიმიკატები) და სპეცტექნიკით უზრუნველყოფა და ტყის ფონდით სარგებლობის მოწერსიგება. ინფასტრუქტურის მხრივ მნისვნელოვანია ადგილზე წარმოებული პროდუქციის გავრცელება-გაყიდვის ხელსეწყობა, პროდუქციის დასაწყობების პირობების უზრუნველყოფა, ინტერნეტ მომსახურების ალტერნატიული პროვაიდერების მოზიდვა, მინიციპალური ტრანსპორტის განვითარება, პირველადმი მოხმარების საგნებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოდა და სანაგვეებისა და დასუფთვების სამსახურის გაუმჯობესება. ადგილობრივ საჭიროებას არ წარმოდგენს სატელეფონო მომსახურების, წყლის ტრანსპორტის და სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება.

ზენითის თემში ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით საჭიროებას არ წარმოადგენს ბოსტნეული კულტურების მოყვანა (კიტრი, პომიდორი...), სოკოს წარმოება, მწვანილის მოყვანა, პარკოსანი კულტურების მოყვანა, კარტოფილის მოყვანა, სათბურები ჩაის მოშენება, რძის წარმოება, მეცხოველეობის სხვა დარგები (თხის, ცხვარის... მოშენება), კვერცხის წარმოება, მეფრინველეობა (ხორცის წარმოება). პრიორიტეტულია მარცვლეული კულტურების მოყვანა (სიმინდი, ხორბალი, ბრინჯი...), ციტრუსის მოყვანა (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი...), სუბტროპიკული კულტურების მოყვანა (კივი, ფეიხოა...), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყის მოშენება ხორცის წარმოებისათვის. ნაკლებად მნიშვნელოვანია მეხილეობის განვითარება.

ტურიზმი. ზენითის თემში ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით საჭიროებას არ წარმოადგენს ინდივიდუალური ტურიზმი კერძო სექტორში (ოთახის გაქირავება, გესტჰაუსი, ჰოსტელი, სასტუმრო), ტურისტული ბაზები, ზღვის ტურიზმი, ეკოტურიზმი, კულტურული ტურიზმის განვითარება (კონცერტები, ფესტივალები, კინო ფორუმები...). პრიორიტეტულია ისტორიული ტურიზმისა და ტურისტული მარშრუტების განვითარება. ამ მხრი საჭიროა ტურისტებისათვის კვების ობიექტების, გასართობი ობიექტების თავშეყრის ადგილების მოწესრიგება, ასევე ობიექტებისა და ძეგლების აღმნიშვნელი აღნიშვნების მოწერიგება. არაპრიოტეტულია კემპინგების მოწყობა.

კვირიკეს თემი. კვირიკეს თემში დადებითადაა შეფასებლი ენერგეტიკის და სოციალური სფეროს კუთხით არსებული ვითარება. ადგილობირივ პირობებისათვის საჭიროებას მოკლებულ მიმართულებად მიჩნეულია სატრანსპორტო-სატრანზიტო და ეკოლოგიური ვითარება. განსაკურებით უარყოფითადაა შეფასებული ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშვება, კულტურის სფერო.

კვირიკეს თემში ადგილობრივი პირობებისათვის საჭიროებას არ წარმოდგენს სატრანსპორტო-სატრანზიტო დანიშნულება. ასევე სამრეწველო პროდუქციის წარმოება. შედარებით პრიორიტეტულია მემცენარეობა, ტურიზმი, კულტურის და სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა. ასევე საყურადღებოა მეცხოველეობა, მეხილეობა და ვაჭრობა.

კვირიკეს თემში მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევა სოფლის მეურნეობის მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესება, რომელის ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან ცუდადაა შეფასებული. პრიორიტეტულად მიიჩნევა მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეხილეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშვების ხელსეწყობა. ცუდადაა შეფასებული ტურიზმის, ვაჭრობის და კულტურის სფეროში არსებული ვითარება, რომლის განვითარება თემისათვის პრიორიტეტულად მიიჩნევა. დადებითადაა სეფასებული ენერგეტიკის და სოციალური სფეროს კუთხით არსებული ვითარება, რომელის განვითარება ასევე პრიორიტეტულად ითვლება.

ეკონომიკა და რესურსები. კვირიკეს თემში თანაბრად პრიორიტეტულად მიიჩნევა როგორც ინდივიდუალური, ისე ფერმერული მეურნეობის განვითარება. სასურველად მიიჩნევა სათესლე მასალით, ქიმიკატებით და სპეცტექნიკით უზრუნველყოფის გაუმჯობესება. არაპრიორტეტულია სარწყავი სისტემის მოწეერსიგება და საძოვრების გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურის კუთხით ადგილობრივი პრიობების გათვალისწინებით საჭიროებას არ წარმოადგენს წყლის ტრანსპორტის, სატელეფონო მომსახურების და სტრანსპორტო ინფრასტურქტურის მოწესრიგება. საჭიროდ მიიჩნევა ინტერნეტ მომსახურების არჩევანის გაზრდა, სანაგვე ურნების და დასუფთვების სამსახურის გაუმჯოესება ასევე მუნიციპალურიტრანსპორტის მოწესრიგება.

კვირიკეს თემში ადგილობრივი საჭიროების გათვალისწინებით არ მიიჩნევა სასურველად სოკოს, რძის, კვერცხის წარმოება. არასასურველი მწვანილის, პარკოსანი კულტურების, მესაქონეობის განვითრება. პრიორიტეტულია მარვცვეულის, ციტრუსებისმ სუბტროპიკული კულტურების, მეხილეობის, კარტოფილის და სათბურების განვითარება.

ტურიზმი. კვირიკეს თემში ადგილობრივი პირობებისათვის საჭიროებას არ წარმოადგენს ეკოტურიზმის, ტურისტული ბაზების და ზღვის ტურიზმის განვითარება. პრიორიტეტუალდ მიიჩნევა ინდივიდუალური ტურიზმს და კულტურული ტურიზმის განვითარება, არაპრიორიტეტულია ისტორიული ტურიზმისა და ტურისტული მარშრუტების განვითარება. ამ მხრივ სასურველია ტურისტებისათვის კვების ობიექტების, გასართობი ობიექტების, თავშეყრის ადგილების და ადგილობრივ პოტენციალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება. არაა საჭირო ადგილობრივი სუვენირ–ნაკეთობების წარმოება, ტურისტების ტრანსპორტის მოწერიგება და კემპინგების მოწყობა.

სოციალური სფერო. კვირიკეს თემში ადგილობრივი საჭიროების პრიორიტეტს არ წამოადგენს აფთიაქის, ადგილობრივი სამკურნალო საშუალებების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების მოწესრიგება. პრიორიტეტულია ამბულატორიების, ექიმთა მომსახურების, სპორტული მოედნების, სპორტსკოლის, სახანძროს მოწესრიგება. ნაკლებად პრიორიტეტულია სასმელი წყლის, საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის, სასაფლასო, კულტურული ღონისძიებების მოწესროგება. არაპრიორიტეტულია სოფლსი სახლი, კულტურის სახლების განვითარება.

ინფრასტრუქტურა. კვირიკეს თემში ადგილობრივი საჭიროების პრიორიტეტს არ წამოადგენს კანალიზაცია, შუქნიშნები, საქალაქთაშორისო და საგარებნო ტრანსპორტის, მრავალბინიანი მდგომარეობის და ნაწილობრივ ნაგავსაყრელების პრობლემა. პრიორიტეტულია ბუნებრივი აირის, გარე განათების,    გზებისა და ქუჩების ტექნიკური მდგომარეობა,  საფარის ხარისხი                გზების  აღჭურვა  საგზაო  ნიშნებით       დამცავი  კონსტრუქციები  გზებზე  (ბოძები, ჯებირები, საყრდენი კედლები  და  სხვა), საქართველოს  და ადგილობირივი მნიშვნელობის ტელე და  რადიო არხების სიგნალის, ინტერნეტ-მომსახურების გაუმჯობესება. ნაკლებად სტიქიური მოვლენების დროს პრობლემების გადაჭრა (დიდთოვლობა, წყალდიდობა, ქარიშხალი...).

კვირიკეს თემში გარემო პირობების თვალსაზრისით პრიორიტეტულია გარემოს დაბინძურების, წყლის დაბინძურების, წყლისგან დაცვა  (წყალდიდობა, დატბორვა), მაწანწალა  ან  გარეული  ცხოველები, ქვეწარმავლებისგან დაცვა. არაპრიორტეტულია ქარსაცავი ზოლები, ეროზიული პროცესები.

ლეღვას თემი. ლეღვას თემში ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ადგილობრივ საჭიროებას არ წარმოადგენს ტურიზმის მიმართულება. ასევე არაპრიორიტეტულ და ძირითადად უარყოფით შეფასებებს ანიჭებენ სატრანსპორტო-სატრანზიტო დანიშნულებას, სამრეწველო პროდუქციის წარმოებას. უარყოფითადაა შეფასებული კულტურის სფეროში არსებული მდგომარეობა. დადებითადაა შეფასებული სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი წარმოების, სოციალური სფეროს და ინფრასქტრუქტურის მხრივ არსებული ვითარება.

განვითარების პრიორიტეტებში ტურიზმი ასევე ადგილობრივ პირობებისათვის შეუსაბამო მიმართულებად. შედარებით პრიორიტეტულადაა მიჩნეული სოფლის მეურნეობის ყველა დარგი (მემცენარეობა, სუბტროპიკული კულტურების მოყვანა, მეხილეობა, მეცხოველეობა), ასევე სოფლის მეურნებოს პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარება. მნიშვნელოვანია აგრეთვე სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურა.

ლეღვას თემში სოციალური სფეროსა და ინფრასქტრუქტურის მხრივ არსებული ვითრება შეფასებულია დადებითად, თუმცა ამ მიმართულებებით განვითარება პრიორიტეტულად მიიჩნევა. დადებითადაა ასევე შეფასებული სოფლის მეურნეობის, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი წარმოების და ვაჭრობის მხრივ არსებული ვითრება, თუმცა განვთარება მეორეხარისხოვან პრიორიტეტად განიხილება. კულტურის სფეროს არსებული ვითარება უარყოფითდაა შეფასებული და განივთარება არ მიიჩნევა გამოკვეთილ პრიორიტეტად. ლეღვას თემში ადგილობრივი საჭიროების მიმართულებას არ წარმოადგენს ტურიზმი, სატრანსპორტო-სატრანზიტო დანიშნულება, სამრეწველო პროდუქციის წარმოება როგორც წარსულში ასე მომავალში.

სოციალური სფერო. ლეღვას თემში განვითარების მხრივ ადგილობრივ საჭიროებას არ წარმოდგენს ადგილობრივი სამკურნალო რესურსების, სპორტული სკოლის, მუზეუმის და სოფლის სახლის განვითრება. პრიორიტეტულია სახანძროს, აფთიარის, სპორტული მოედნის, ნაწილობრივ ამბულატორიის და სასმელი წყლის მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესება. არაპრიორიტეტულია კულტურის სახლისა და ღონისძიებების, ბიბლიოთეკის, სასაფლაოს განვითარება.

ინფრასტრუქტურა. ლეღვას თემში განვითარების მხრივ ადგილობრივ საჭიროებას არ წარმოდგენს კანალიზაცია, შუქნიშნები, მრავალბინიანი სახლები, ბუნერივი აირის განვითარება. პრიორიტეტულად მიიჩნევა წყალმომარაგება, გარე განათება, ელექტროენერგიის მიწოდება, ნაგავსაყრელი. არაპრიორიტეტულია სტიქიური მოვლენების, გზების აღწურვა და მოწესრიგება, შიდა მუნიციპალური და სხვა სახის ტრანსპორტი, ტელე–რადიო სიგნალის გაუმჯობესება.

ეკონომიკა და რესურსები. ლეღვას თემში პრიორიტეტულად მიჩნეულია როგორც ინდივიდუალური, ისე ფერმერული მეურნეობის განვითარება. საყურადღებოა სპეციალური რესურსების (სათესლე მასალა, ქიმიკატები.) და სპეციალური ტექნიკის (ტრაქტორი, კომბაინი, ინვენტარი) და ტყის ფონდის ხელმწისაწვდომობის გაზრდა. სარწყავების და საძოვრების მხრივ არსებული ვითარება არაპრიორტეტულია. ადგილობრივ საჭიროებას არ წარმოადგენს წყლის ტრანსპორტი. მნიშვნელოვანია პროდუქციის მიმღები პუნქტებისა და ადგილობრივი პროდუქციის გავრცელება გაყიდვის მხრივ სიტუაციის გაუმჯობესება. ასევე სააგვე ურნების და დასუფთვების მხრივ არსებული ვითრების გაუმჯობესება.

სოფლის მეურნეობის მხრივ გასაუმჯობესებელია კარტოფილის მოყვანა, სათბურები, მეხილეობა (ვაშლის, მსხლის, თხილის მოყვანა), ციტრუსის მოყვანა (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი...). არაპრიორიტეტულია სოკოს, ჩაის, რძის, კვერცხის,მწვანილის წარმოება.

გარემო პირობები. ლეღვას თემში არაპრიორიტეტულად მიიჩნება ელექტროენერგიის მოპოვების ალტერნატიული წარმოება და ეროზიული პროცესები. სხვა ყველა მიმართულება ერთმნიშვნელოვნად საყურადღბოდ მიიჩნევა (გარემოს დაბინძურება, წყლის დაბინძურება, წყლისგან დაცვა  (წყალდიდობა, დატბორვა), ნაპირგამაგრება, ქარსაცავი ზოლები, გამწვანების ზონები, ღვარცოფი, ზვავისგან დამცავი საშუალებები, მაწანწალა  ან  გარეული  ცხოველები, ქვეწარმავლები).

ტურიზმი ადგილობრივი საჭიროების გათვალისწინების საჭირო მიმართულებას არ წარმოადგენს წარმოდგენს, ამიტომ როგორც მიმართულებები, ისე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვთარება ლეღვას თემში მთლიანად არაპრიორიტეტულია.

მუხაესტატეს თემი. მუხაესტატეს თემში ადგილობრივი საჭიროების სფეროს არ წარმოადგენს ტურიზმი, სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულება და სამრეწველო პროდუქციის წარმოება. უარყოფითადაა შეფასებული სოფლის მეურნეობის და პროდუქციის გადამუშავების მხრივ არსებული ვითარება. ძირითადად ნეიტრალურადაა შეფასებული ასევე ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა. შედარებით დადებითადაა შეფასებული სოციალური სფერო.

განვითარების პრიორიტეტების მხრივ მნიშვნელოვნადაა მიჩნეულია ორი სფერო – სოციალური და ინფრასტრუქტურა, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარება (განსაკუთრებით მეცხოველეობა და მემცენარეობა). არაპრიორიტეტულ სფეროებს წარმოდგენს სატრანსპორტო-სატრანზიტო დანიშნულების განვითარება.

მუხაესტატეს თემში უარყოფითადაა შეფასებული სოფლის მეურნეობის და პროდუქციის გადამუშვების, ნეიტრალურად ინფრასტრუქტურის, დადებითად სოციალური სფეროში არსებული მდგომარეობა, თუმცა ყველა მიმართულებით განვითარება მიიჩნევა პრიორიტეტულად. ვაჭრობის სფეროში არსებული ვითარება ნეიტრალურადაა შეფასებული, თუმცა ისი განვითრება პრიორიტეტულია. ადგილობრივი მნიშვნელობის სფეორებს არ წარმოადგენს ტურიზმი, სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულება და სამრეწველო პროდუქციის წარმოება, რომელთა განვითრება ასევე არ მიიცნევა პრიორიტეტულად.

ეკონომიკა და რესურსები. მუხაესტატეს თემში შედარებით პრიორიტეტულად მიიჩნევა ინდივიდუალური სოფლის მეურნეობის განვითარება, სედარებით ნაკლებად ფერმერული მეურნეობა. ადგილობრივი საჭიროების მიმართულებას არ წარმოადგენს სარწყავი სისტემები, ხოლო სპეცტქნიკით უზრუნველყოფა – პრიორიტეტულია. ნაკლებად მნისვნელოვანია სპეციალური მასალებითა და საძოვრებით სარგებლობის ხელშეწყობა. ინფრასტრქუტურის მხრივ პიროიტეტულია ინტერნეტ–მომსახურების გაუმჯობესება, სანაგვე ურნების და დასუფთვების სამსახურის გაუმჯობესება. ადგილობრივ საჭიროებას არ წარმოადგენს წყლის ტრანსპორტის განვითარება.

სოფლის მეურნეობის მიმართულებების განვითარების მხრივ პრიორიტეულია მარცვლეულის, ციტრუსების, სუბტროპიკული კულტურების წარმოება. არაპრიორიტეულია სოკოს და მწვანილის წარმოებს.

ინფრასტრუქტურა. მუხაესტატეს თემში არაპრიორიტეტულია კანალიზაციის, ბუნებრივი აირის და შუქნიშნების პრობლემა. პრიორიტეულია წყალმომარაგების, გარე განათების, გზებისა და ტრანსპორტის, ინტერნეტის პრობლემები.

სოციალურ სფეროში გამოკვეტილ პრიორიტეტს წარმოადგენს სასმელი წყლის პრობლემა. ასევე საყურადღებოა კულტურის, სასაფლაოს და სპორტმოედნის მდგომარეობა. არაპრიორიტეტულია ასახნძროს, აფთიაქის, ადგილობრივი სამკურნალო რესურსების, სპორტსკოლის, მუზეუმის, საბავშვო ბაჭის, სოფლის სახლის, ბიბლიოთეკის მხრივ არსებული ვითარება.

ტურიზმის მიმართულების ყველა სფერო და ინფრასტრუქტურა არაპრიორიტეტულადაა მიჩნეული. გამოკვეთილად ადგილობრივი საჭიროებას არ წარმოადგენს კემპინგი.

გარემო პირობების მხრივ მუხაესტატეს თემში ადგილობრივი საჭიროების მიმართულებას არ წარმაოდგენს ნაპირგამაგრება, ელექტროენერგიის მოპოვების ალტერნატიული წყაროები, ეროზია, ღვარცოფი, ზვავისგან დაცვა. პრიორიტეტულია გარემოს და წყლის დაბინძურება. შედარებით ნაკლებად პრიორიტეტულია მაწანწალა და გარეული ცხოველების, გამწვანების ზონების პრობლემა.

ოჩხამურის თემი. ოჩხამურში დადებითადაა შეფასებული მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში არსებული ვითარება. ადგილობრივი პირობებისათვის შეუსაბამო მიმართულებადაა მიჩნეული ტურიზმი. უარყოფითადაა ყველა მიმართულების მხრივ არსებული ვითარება.

ტურიზმი განვითარება ოჩხამურში, ადგილობრივი საჭიროების გათვლისწინებით, არაპრიორიტეტულია. არაპრიორიტეტულია სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულების და სამრეწველო პროდუქციის წარმოების განვითარება. პრიორიტეტულია სოციალური სფეროს, ინფრასტრუქტურის, კულტურის და სოფლის მეურნეობის (მეცხოველეობა-მემცენარეობის) განვითარება.  არაპრიორიტეტულია ვაჭრობის განვითარება.

ოჩხამურში დადებითად მხოლოდ ენერგეტიკის მხრივ არსებული ვითარებაა შეფასებული. ენერგეტიკის განვითარება ნაკლებპრიოირტეტულად მიიჩნევა. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით არაპრიორიტეტული დარგია ტურიზმი. ამჟამად სატრანსპორტო-სატრანზიტო და სამრეწველო პროდუქციის წარმოების მიმართულებით არსებული ვითარება უარყოფითადაა შეფასებული, ხოლო განვითარება არაპრიორიტეტულია. ამჟამად პრიორიტეტული სფეორებად მიიჩნევა სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა, კულტურა და სოფლის მეურნეობის (მეცხოველეობა-მემცენარეობის) განვითარება, რომელთა ამჟამინდელი მდგომარებოა უარყოფითადაა შეფასებული.

ოჩხამურში ინფრასტრუქტურის მხრივ ადგილობრივ საჭიროებას არ წარმოადგენს შუქნიშნებით უზრუნველყოფა. არაპრიორიტეტულია გარე განათბის, გზებზე დამცავი კონსტრუქციების, შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო ტრანსპორტის, ელექტროენერგიის მოწოდების, ტელედა რადიო სიგნალების და ნაგავსაყრელების გაუმჯობესება. პრიორიტეტულია მრავალბინიანი სახლების, ინტერნეტ მომსახურების, ნაწილობრივ კანალიზაციის და ბუნებრივი აირის პრობლემა.

ოჩხამურის თემში ტურიზმის მიმართულებით როგორც შესაძლო მიმართულებების, ისე ინფრასტრუქტურის მხრივ ყველა სფერო მიიჩნევა ადგილობრივი პირობებისათვის შეუსაბამო დარგებად.

ოჩხამურის თემში სოციალური სფეროს მხრივ ადგილობრივ საჭიროებას არ წარმოადგენს ადგილობრივი სამკურნალო საშუალებების და მუზეუმების განვითარება. პრიორიტეტულია ამბულატორიების და ექიმთ მომსახურების, აფთიაქის, კულტურის სახლების, საბავშვო ბაღის, ბიბლიოთეკის განვითარება. არაპრიორიტეტულია სპორტსკოლის, საჯარო სკოლის და სასაფლაოს განვითარება.

ეკონომიკა და რესურსები. ოჩხამური თემში საყურადღებოდ მიიჩნევა როგორც ინდივიდუალური, ისე ფერმერული მეურნეობის განვითარება. საყურადღებოა სპეციალური რესურსების, სპეციალური ტექნიკის, და ტყის ფონდის ხელმწისაწვდომობის გაზრდა. საყურადღებოა ასევე საძოვრებით სარგებლობის გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურულად ადგილობრივ საჭიროეაბს არ წარმოადგენს წყლის ტრანსპორტი. არაპრიორიტეტულია სატრანსპორტო გამართულობა. პრიორიტეტულია ადგილზე წარმოებული პროდუქციის გავრცელება-გაყიდვა, ინტერნეტმომსახურების გაუმჯობესება, პირველადი მოხმარების პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და დასუფთვების სამსახურის ეფექტურობის გაზრდა.

სოფლის მეუნეობის დარგებს შორის პრიორიტეტულია ჩაის მოშენება, ნაკლებად მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილის, ციტრუსების, სუბტროპიკული კულტურების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, მეფრინველეობის და კვერცხის წარმოება.  არაპრიორიტეტულია სოკოს წარმოება. ასევე მწვანილის, პარკოსნების, კარტოფილის, სათბურების, რძის და მეცხოველეობის სხვა დარგების წარმოება.

გარემო პირობების მხრივ ოჩხამურში არაპრიორიტეტულია ნაპირგამაგრება, ღვარცოფისა და ზვავის პროგლემა. პრიორიტეტულია გარემოს და წყლის დაბინძურება, ქარსაცავი ზოლები, გამზვანების ზონები, მაწანწალა ან გარეული ცხოვლების და ქვეწარმავლების პრობლემა.

საჩინოს თემი. საჩინოს თემში დადებითადაა შეფასებული ენერგეტიკის მხრივ არსებული ვითარება.  ნეიტრალურადაა შეფასებული სოფლის მეურნეობის მხრივ არსებული ვითარება. უარყოფითადაა შეფასებული ეკოლოგიის, სოციალური სფეროს და ინფრატრუქტურის მდგომარეობა. თემში ადგილობრივი საჭიროების მიმართულებას არ წარმოადგენს სატრანსპორტო-სატრანზიტო, სამრეწველო პროდუქციის წარმოება და ვაჭრობა.

საჩინოს თემში პრიორიტეტულადაა მიჩნეული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოს და სოციალური სფეროს განვითარება. არაპრიორიტეტულია სატრანზიტო–სატრანსპორტო დანიშნულება და სამრეწველო პროდუქციის წარმოება. სოფლის მეურნეობის დარგები მნიშვნელოვანადაა მიჩნეული.

ენერგეტიკის სფერო საჩინოს თემში ამჟამად დადებითადაა შეფასებული, თუმცა მისი განვითარება სასურველად მიიჩნევა. ნეიტრალურად შეფასებული სოფლის მეურნეობის მდგომარეობა თემისავის ყველაზე პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან დარგად მიიჩნევა. უარყოფითადაა შეფასებული ეკოლოგიის, სოციალური სფეროს და ინფრატრუქტურის მდგომარეობა, რომლის განვითარება შედარებით პრიორიტეტულად მიიჩნევა. ადგილობრივი საჭიროების დარგებს მიეკუთვნება სატრანსპორტო-სატრანზიტო, სამრეწველო პროდუქციის წარმოება და ვაჭრობა.

ინფრასტრუქტურა. საჩინოს თემში ადგილობრივი პირობებისათვის არაპრიორიტეტულად მიიჩნევა მრავალბინიანი სახლების, შუქნიშნების, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო ტრანსპორტის და კანალიზაციის პრობლემები. პრიორიტეტულია წყალმომარაგების, ბუნებრივი აირის, გარე განათბის, ინტერნეტ–მომსახურების გაუმჯობესება. არაპრიორიტეტულია სტიქიური მოვლენების, ელექტრონერგიის მოწოდების და ნაგავსაყრელების გაუმჯობესება.

ეკონომიკა და რესურსები. საჩინოს თემში არაპრიორიტეტულია როგორც ინდივიდუალური, ისე ფერმერული მეურნბეობის განვითრება (არ შეესაბამება ადგილობრივ პირობებს). თუმცა აუცილებალდ მიიჩნევა სპეცრესურსებით, სპეცტექნიკით და საძოვრების სარგებლობის მხრივ პირობების გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურის მხრივ საყურადღებოა ადგილზე წარმოებული პროდუქციის გავრცელება-გაყიდვის, პროდუქციის მიმღები პუნქტების (საწყობი, მავივარი..), სატელეფონო მომსახურების, (საკაბელო) და ინტერნეტ მომსახურების (არჩევანის შესაძლებლობა) გაუმჯობესება.

სოფლის მეურნეობის დარგებს შორის პრიორიტეტულია ციტრუსების და სუბტროპიკული კულტურების წარმოება, სათბურების მოწყობა, მეფრინველეობის განვითარება. ადგილობრივ პირობებს არ შეესაბამება სოკოს და კვერცხის წარმოება. არაპრიორიტეტულია მწვანილის, რძის, მსხვლფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება და მეცხოველებოსი სხვა დარგების განვითარება.

საჩინოს თემში სოციალურ სფეროსი პრიორიტეტულად მიიჩნევა აფთიაქის, სასმელი წყლის, სპორტული მოედნის, კულტურუის სახლის, საბავშვო ბაღის და ბიბლიოთეკის მოწყობა. ადგილობრივ პირობებს არ შეესაბამებაამბულატორიების, ექიმთა მომსახურების, ადგილობრივი სამკურნალო რესურსების, მუზეუმის მოწყობა–მოწესრიგება. ნაკლებად პრიორიტეტულია სახანძროს, სოფლის სახლის და სასაფლასო მოწყობა.

გარემო პირობების მხრივ საჩინოს თემში პრიორიტეტულია წყლის დაბინძურების, გამწვანების ზონების და წყლისგან დაცვის პრობლემები. ადგილობრივ პრობლემებს არ მიეკუთვნება ელექტროენერგიის მოპოვების ალტერნატიული წყაროების განვითარება, ეროზია, ღვარცოფი, ზვავი, ნაპირგამაგრება.

ტურიზმის მიმართულებით საჩინოს თემში მიიჩნევა რომ არც ერთი მიმართულება და არც ერთი დარგი არ მიიჩნევა პრიორიტეტულად.

ქაქუთის თემი.

ქაქუთის თემში დადებითადაა შეფასებული სოციალურ სფეროში არსებული ვითარება. გამოკვეთილად არაპრიორიტეტულია ტურიზმი, სამრეწველო პროდუქციის წარმოება, ვაჭრობა და სატრანსპორტო-სატრანზიტო დანიშნულება. უარყოფითადაა შეფასებული სოფლის მეურნების გადამამუშავებელი საწარმოების მდგომარეობა და ეკოლოგია.

ქაქუთის თემში განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებად მიიჩნევა სოფლის მეურნეობის დარგები, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა. არაპრიორიტეტულად ტურიზმი, სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულება.

ქაქუთის თემში უარყოფითადაა შეფასებული სოფლის მეურნებისა და გარემო პირობების მხრივ არსებული ვითარება, აქედან სოფლის მეურნეობა გამორჩეულად პრიორიტეტულ, ხოლო ეკოლოგია ნაკლებად პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სოციალურ სფეროს მდგომარეობა დადებითდააა შეფასებული და მისი განვითრება არ მიიჩნევა პრიორიტეტულად. გამოკვეთილად არაპრიორიტეტულია ტურიზმი. ასევე ნაკლებ პრიორიტეტულია სამრეწველო პროდუქციის წარმოება, ვაჭრობა და სატრანსპორტო-სატრანზიტო დანიშნულება.

ეკონომიკა და რესურსები. ქაქუთის თემში თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალური, ისე ფერმერული მეურნეობის განვითარება. ქაქუთში საჭიროდ მიიჩნევა ტყის ფონდით და სპეცრესურსებით ხელმისაწვდომობის გაზრდა, საძოვრები კი არაპრიორიტეტულია. ადგილობრივი მნიშვნელობის დარგს არ წარმოადგენს წყლსი ტრანსპორტი. პრიორიტეტულია ინტერნეტ მომსახურება, ადგილზე წარმოებული პროდუქციის გავრცელება-გაყიდვა,

სოფლის მეურნეობის დარგებს შორის პრიორიტეტულია ციტრუსის მოყვანის, სუტროპიკული კულტურების და ბოსტნეულის წარმოება. არაპრიორიტეტულია სოკოს, მწვანილის, პარკოსნების, ჩაის, კვერცხის, რძის მსხვილფეხა რქოსანის და მეცხოველეობის სხვა დარგების წარმოება–გაუმჯობესება.

გარემო პირობების მხრივ არსებული ვითარება, ისევე როგორც მათი გაუმჯობესების პერსპექტივები ქაქუთის თემში ყველა მიმართულებით არაპრიორიტეტულად მიიჩნევა.

სოციალური სფერო. ქაქუთის თემში პრიორიტეტულ დარგებად მიიჩნევა კულტურის სახლის, სასმელი წყლის, სპორტული მოედნის და სასაფლასო მოწესრიგება. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით საჭირეობას არ წარმოდგენს ადგილობრივი სამკურნალო რესურსების, სპორტული სკოლის, მუზეუმის, სოფლის სახლის მოწყობა–მოწესრიგება.

ქაქუთის თემში ინფრასტრუქტურის მხრივ პრიორიტეტულია წყალმომარაგების, სტიქიური მოვლენებისაგან დაცვა, გზების და ქუჩების გაუმჯობესება, ელექტროენერგიის მოწოდების გაუმჯობესება. ადგილობრივი პირობების შეუსაბამო დარგებად მიჩნეულია კანალზიაცია, შუქნიშნები, მრავალბინიანი სახლები. არაპრიორიტეტულის ბუნებრივი აირის, გარე განათბის, ტელე–რადიო სიგნალის, ნაგავსაყრელის, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო ტრანსპორტის მუშაობა.

ტურიზმის მხრივ არც ერთი მიმართულება არ მიიჩნევა საჭიროდ, თუმცა სასურველად მიიჩნევა ტურისტებისათვის თავშეყრის ადგილის მოწესრიგება.

ქობულეთის თემი. ქობულეთის თემში დადებითადაა შეფასებულია სოციალურ სფეროში, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მხრივ არსებული მდგომარეობა. უარყოფითადაა შეფასებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშვებელი საწარმოების მხრივ არსებული ვითრება. სატრნსპორტო–სატრანზიტო მიმართულება, მრეწველობის დარგები და ტურიზმი არაპრიორიტეტულადაა მიჩნეული.

ქობულეთის თემში პრიორიტეტულად მიიჩნევა სუბტროპიკული კულტურების წარმოება, სოციალური სფეროს, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. საყურადღებო დარგებად მიიჩნევა მეხილეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშვებელი საწარმოების განვითარება და ენერგეტიკის სფეროს გაუმჯობესება.

ქობულეთის თემში ურაყოფითადაა შეფასებული სოფლის მეურნეობის მხრივ არსებული ვითარება, მისი დარგების და გადამამუშავებელი სექტორის განვითრება კი მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევა. დადებითდაა შეფასებული სოციალურ სფეროში და ინფრასტრუქტურაში არსებული ვითარება, თუმცა განვითარება მნიშვნელოვნად მიიჩნევა. ტურიზმი ამ ეტაპისათვის არაპრიორიტეტულ მიმართულებას წარმოდგენს ტუმცა მისი ხელშეწყობა პერპსექტიულად მიიჩნევა. ენერგეტიკის სფერო დადებითადაა შეფასებული, ხოლო განვითარება საყურადღებოდ. ადგილობრივი პირობებისათვის შეუსაბამო მიმართულებებად მიიჩნევა სატრნსპორტო–სატრანზიტო დარგები და მრეწველობის დარგების განვითარება.

ეკონომიკა და რესურსები. ქობულეთის თემში თანაბრად პრიორიტეტულია როგორც ინდივიდუალური, ისე ფერმერული მეურნეობის განვითარება. სპეციალური რესურსების (სათესლე მასალა, ქიმიკატები.) და სპეციალური ტექნიკის (ტრაქტორი, კო მბაინი, ინვენტარი) ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულად მიიჩნევა, ხოლო ტყის ფონდის ხელმისაწვდომობა სასურველად ითვლება. არაპრიორიტეტულია სარწყავი სისტემების და საძოვრებით სარგებლობის განვითარება. ინფრასტრუქტურის კუთხით სასურველად მიიჩნევა ადგილზე წარმოებული პროდუქციის გავრცელება-გაყიდვის, პროდუქციის მიმღები პუნქტების (საწყობი, მავივარი..) და ინტერნეტ მომსახურების გაუმჯობესება–ხელშეწყობა.არაპრიორიტეტულია წყლის ტრანსპორტის განვითარება.

მეურნეობის დარგებს შორის პრიორიტეტულია კარტოფილის, სათბურების, ციტრუსების, სუბტროპიკული კულტურების მოყვანის ხელშეწყობა. არაპრიორიტეტულია მარცვლეულის, სოკოს, მწვანილის, მეცხოველეობის, კვერცხის, მეფრინველეობის წარმოების ხელშეწყობა.

სოციალური სფერო. ქობულეთის თემში პრიორიტეტულად მიიჩნევა აფთიაქის, სასმელი წყლის, სპორტული მოედნის და ნაწილობრივ სახანძროს ხელშეწყობა–განვითარება. ადგილობრივ საჭიროებათ რიცხვს არ მიეკუთვნება ადგილობრივი სამკურნალო რესურსების, სოფლის სახლების და მუზეუმების განვითარება. არაპრიორიტეტულის სპორტული სკოლის, კლტურის სახლის, ბიბლიოთეკის, კულტურული ღონიძიებების და სასაფლაოს მოწყობა–მოწესრიგება.

ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ქობულეთის თემში პრიორიტეტულად მიიჩნევა ბუნებრივი აირის და ინტერნეტ–მომსახურების მოწესრიგება. ასევე საყურადღებოა წყალმომარაგება, გზების მოწესრიგება, ნაგავსაყრელი. არაპრიორიტეტულია ტრანსპორტის, შუქნიშნების, ელექტროენერგიის მიწოდების, მრავალბინიანი სახლების მოწესრიგება.

ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვნად მიიჩნევა ინდივიდუალური, კულტურული და ისტორიული ტურიზმის და ტურისტული ბაზების განვითრება. არაპრიორიტეტულია ზღვის ტურიზმი, ეკოტურიზმი და ტურისტული მარშრუტების განვითრება. ამ მხრივ საყურადღებოა მხოლოდ ტურიზმის ადგილობრივ პოტენციალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება.

გარემო პირობების მხრივ პრიორიტეტულია გარემოსა და წყლის დაბინძურების, ნაპირგამაგრებისა და ნაწილობრივ წყლისგან დაცვა. არაპრიორიტეტულაი ყველა სხვა მიმართულება.

ჩაისუბნის თემი. ჩაისუბნის თემში დადებითადაა შეფასებული ენერგეტიკის მიმართულება. ასევე გამოყოფილია სოციალური სფერო. არაპრიორიტეტულია ტურიზმი და სატრანსპორტო-სატრანზიტო დანიშნულება. უარყოფითადაა შეფასებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშვებელი დარგები, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის მდგომარეობა.

ჩაისუბნის თემში განვითარების მხრივ პრიორიტეტულად მიჩნეულია სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურა. ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშვება. არაპრიორიტეტული სფეროებს მიეკუთვნება სატრანსპორტო-სატრანზიტო და სამრეწველო მიმართულება. სხვა დარგები საშუალოდ თანაბრად ნეიტრალურად სასურველ მიმართულებებად მიიჩნევა.

ჩაისუბნის თემში პრიორიტეტულად მიიჩნევა სოფლის მეურნეობის და ინფრასტურქტურის განვითარება, რომლის მიმდინარე მდგომარეობა შეფასებულია უარყოფითდ, ხოლო სოციალური სფერო, რომელიც ასევე პრიორიტეტულად მიიჩნევა, ამჟამად დადებითადაა შეფასებული. უარყოფითადაა შფასებული ვაჭრობის, დადებითად ენერგეტიკის მდგომარეობა, თუმცა განვითარება ნეიტრალურად სასურველად მიიჩნევა, მაშინ როცა ადგილობრივი პირობებისათვის შეუსაბამო ტურიზმის განვითარება ასევე ნეიტრალურად სასურველად მიიჩნევა. სატრანსპორტო-სატრანზიტო და სამრეწველო პროდუქციის წარმოება მიიჩნევა ჩაისუბნის თემის პირობებისათვის შეუსაბამო მიმართულებებად.

ეკონომიკა და რესურსები. ჩაისუბნის თემში თანაბრად მნიშვნელოვნად მიიჩნევა როგორც ინდივიდუალური, ისე ფერმერული მეურნებოს განვითარება ამ მხრის სასურველააა მიჩნეული სპეციალური რესურსების, სპეციალური ტექნიკისა და ტყის ფონდის ხელმწისაწვდომობის გაზრდა. ხოლო სარწყავი სისტემები და საძოვრები ადგილობრივი პირობებისათვის შეუსაბამო დარგებად მიიჩნევა. ინფრასტრუქტურის მხრივ მნიშვნელოვნად მიიჩნევა ადგილზე წარმოებული პროდუქციის გავრცელება-გაყიდვისა და პროდუქციის მიმღები პუნქტების მოწყობა–განვითარება. სხვა მიმართულებები არაპრიორიტეტულადაა მიჩნეული.

სოფლის მეურნეობის დარგებს შორის გამოყოფილია ციტრუსების და სუბტროპიკული კულტურების მოყვანა, რძის წარმოება, მეხილეობა და ბოსტნეულის მოყვანა. ადგილობრივი პირობებისათვის შეუსაბამო დარგებად მიიჩნევა სოკოს, სათბურების, მეცხოველებობა და კვერცხის წარმოება.

ინფრასტრუქტურის მხრივ პრიორიტეტულად მიიჩნევა წყალმომარაგება, ბუნებრივი აირი, გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დამცავი კონსტრუქციების მოწესრიგება. ადგილობრივი პირობების შეუსაბამო მიმართულებებად მიიჩნევა კანალიზაცია, შუქნიშნები და მრავალბინიანი სახლების პრობლემა. არაპრიორიტეტულია საქალაქთაშორისო და საგარეუბნო ტრანსპორტი, გზებზე საგზაო ნიშნების მოწყობა, ელექტროენერგიის მიწოდება, ინტერნეტ–მომსახურება, ნაგავსაყრელი.

სოციალური სფეროს კუთხით ჩაისუბნის თემში პრიორიტეტულია ამბულატორეიბს და ექიმთ მომსახურება, სასმელი წყლის, საბავშვო ბაღბის, საჯარო სკოლის, კულტურის სახლის მდგომარებოა. საჭიროებას არ წარმოადგენს ადგილობრივი სამკურნალო საშუალებების, მუზეუმების, სპორტული სკოლების, სოფლის სახლების, აფთიაქის და ბიბლიოთეკის განვითარება. არაპრიორიტეტულია სახანძროს გაუმჯობესება.

ტურიზმის მიმართულებით ჩაისუბნის თემში თანაბრად მნიშვნელოვნად მიიჩნევა ინდივიდუალური ტურიზმის, ტურისტული ბაზების, ზღვის ტურიზმის, ეკოტურიზმის, ისტორიული ტურიზმისა და ტურისტული მარშრუტების მოწესრიგება. ინფრასტრუქტურულად საჭიროდ მიიჩნევა ტრანსპორტის, დაბინავების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სხვა დარგები არაპრიორიტეტულია.

გარემო პირობები. ჩაისუბნის თემში პრიორიტეტულად მიიჩნევა გარემოს და წლის დაბინძურება, წყლისგან დაცვა, ნაპირგამაგრება, გამწვანების ზონები. სხვა მიმართულებები არაპრიორიტეტულად მიიჩნევა.

ციხისძირის თემი. ციხისძირის თემში ჩატარებული გამოკითხვის თავისებურების გათვალიწინებით არც ერთი მიმართულების მდგომარებოა არ მიიჩნევა დადებითად.  ადგილობრივი საჭიროების მიმართულებებს არ წარმოდგენს სატრანსპორტო-სატრანზიტო, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშვება, ეკოლოგიური პრობლემები. გამოკვეთილად უარყოფითადაა შეფასებული სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის და ვაჭრობის მხრივ არსებული ვითარება.

ციხისძირის თემში ადგილობრივი პირობებისათვის შეუსაბამო მიმართულებად მიიჩნევა მეხილეობა, ასევე მეცხოველეობა და მემცენარეობა. პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სუბტროპიკული კულტურების მოყვანა, ასევე სოციალური სფერო და ტურიზმი. არაპრიორიტეტულია სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულების განვითარება.

სოფლის მეურნეობის მდგომარეობა ციხისძირის თემში უარყოფითადაა შეფასებული, ტუმცა მისი ცალკეული დარგის განვითარება (სუბტროპიკულ კულტურების მოყვანა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება) პრიორიტეტულად ითვლება, მაშინ როცა სხვა დარგები (მეხილეობა, მეცხოველეობა და მემცენარეობა) ადგილობრივი პირობებისათვის შეუსაბამო დარგებად მიიჩნევა. უარყოფითად შეფასებული ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის მდგომარეობა განვითარებისათვის თემის პრიორიტეტულ დარგებად მიიჩნევა. ნაწილობრივ პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოდგენს სოციალური სფერო და ტურზიმი, რომელთა განვითარებაც ამ ეტაპისათვის უარყოფითადაა შეფასებული. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით არაპრიორიტეტულ მიმართულებას წარმაოდგენს სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულების განვითარება.

ეკონომიკა და რესურსები. ციხისძირის თემში უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევა ინდივიდუალური მეურნეობის განვითრება, ფერმერულთან შედარებით. ამისათვის მნიშვნელოვანია სპეცმასალებითა და ტექნიკით უზრუნველყოფის გაზრდა. ტყის, სარწყავების და საძოვრების პრობლემა ციხისძირის თემში ადგილობრივი საჭიროებისათვის შეუსაბამოდ მიიჩნევა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მხრივ პრიორიტეტულად მიიჩნევა სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურების, სანაგვე ურნებისა და პროდუქციის მიმღები პუნქტების მოწესრიგება. ადგილობრივი პრიობებისათვის შეუსაბამო მიმართულებაა წყლის ტრანსპორტი.

სოფლის მეურნეობის კუთხით ციხისძირის თემში მხოლოდ სამი მიმართულება მიიჩნევა მისაღებად – ციტრუსის მოყვანა, სუბტროპიკული კულტურების მოყვანა და ჩაის მოშენება. სხვა მიმართულებები ადგილობრივი მოთხოვნებისა და პირობების შეუსაბამო დარგებად მიიჩნევა.

ინფრასტრუქტურის კუთხით ციხისძირის თემში პრიორიტეტულია ბუნებრივი აირის, ინტერნეტ–მომსახრების, გზების და ქუჩემის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, წყალმომარაგებისა და გარე განათების პრობლემები. გზების საგზაო ნიშნებით აღჭურვა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის განვითრება, ნაგავსაყრელი და შუქნიშნების მოწყობა არაპრიორიტეტულ მიმართულებებს წარმაოდგენს.

სოციალურ სფეროში ციხისძირში პრიორიტეტულია აფთიაქის, სასმელი წყლის და ბიბლიოთეკის პრობლემა. თემის საჭიროებას არ მიეკუთვნება ადგილობრივი სამკურნალო საშაულებების, სპორტსკოლის, მუზეუმის მოწყობა განვითრება. არაპრიორიტეტულია სასაფლაოს პრობლემა.

ტურიზმის მიმართულებებს შორის პრიორიტეტულად მიიჩნევა ინდივიდუალური ტურიზმის, ტურისტული ბაზებისა და მარშრუტების მხრივ განვიტარება. ამ მხრვი ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მისაღებადაა მიჩნეული. განსაკუთრებით ტურისტებისათვის გასართობი, თავშეყრის, კვებს ობიექტების მოწყობის კუთხით.

გარემო პირობების მხრივ გამოკვეტილ პრიორიტეტს მაწანწალა ან გარეული ცხოვლების და ქვეწარმავლების პრობლემა მიიჩნევა. ასევე საყურადღებოა გარემოსა და წყლის დაბინძურება, გამწვანების ზონების მდგომარეობა.

ჭახათის თემი.ჭახათის თემში ადგილობრივი პირობებისათვის შეუსაბამო მიმართულებებია სატრანსპორტო-სატრანზიტო, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება. გამოკვეთილად უარყოფითია ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, ასევე ეკოლოგიის პრობლემები. უმთავრეს პრობლემებს მიეკუთვნება სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის პრობლემები.

ჭახათის თემში ადგილობრივი პირობებისათვის საჭიროებას არა წარმოადგენს სატრანსპორტო-სატრანზიტო, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი დარგების განვითარება. პრიორიტეტულია სუბტროპიკული კულტურების მოყვანა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა. არ არის პრიორიტეტული ვაჭრობის განვითარება.

ჭახათის თემში უარყოფითადაა შეფასებული ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ენერგეტიკის მდგომარეობა, ხოლო მათი განვთარება უმთავრეს პრიორიტეტს წარმოდგენს. უარყოფითადაა ასევე შეფასებული ეკოლოგიის სფეროში არსებული მდგომარებოა, თუმცა მისი განვითარება არ მიიჩნევა პრიორიტეტულად. ადგილობრივი პრობებისათვის შეუსაბამო დარგებია სატრანსპორტო-სატრანზიტო, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება.

ეკონომიკა და რესურსები. ჭახათის თემში პრიორიტეტულად მიიჩნევა ინდივიდუაური მეურნეობების განვითრება სპეცმასალებისა და ტექნიკის ხელშეწყობის პირობებში. სარწყავი სისტმები და საძოვრები არარიორიტეტულიად მიიჩნევა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მხრივ მნიშვნელოვანია ადგილზე წარმოებული პროდუქციის გავრცელება-გაყიდვა, მუნიციპალური ტრანსპორტის და სანაგვე ურნების მოწესრიგება. არაპირორიტეტულია პროდუქციის მიმღები პუნქტები, წყლის ტრანსპორტის და პირველადი მოხმარებისსაგნების გავრცელება.

სოფლის მეურნეობის დარგებს შორის პრიორიტეტულია ბოსტნეულის, ხილის, ციტრუსების და სუბტროპიკული კულტურების მოყვანა. გამოკვეთილად არაპრიორტეტულია სოკოს, სათბურების, ჩაის, რძის, კვერცის წარმოება-განვითარება.

ინფრასტრუქტურა. ჭახათის თემსი პრიორიტეტულია გარე განათების, სტიქიური მოვლენების დროს პრობლემების გადაჭრა, დამცავი კონსტრუქციები გზებზე, შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი და ინტერნეტ მომსახურება. არაპრიორიტეტულია წყალმომარაგების,საგზაო ნისნების, შუქნიშნების, ტრანსპორტის, მრავალბინიანი სახლების და ნაგავსაყრელის პრობლემა.

ტურიზმი. ჭახათის თემში საყურადღებოა ტურისტული ბაზების მოწყობა და ნაკლებად ინდივიდუალური ტურიზმის ხელშეწყობა. სასურველია ტურისტული მარშრუტების მოწესრიგება. ადგილობრივ პირობებს არ შეესაბამება ზღვის ტურიზმი. ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვანია ტურისტებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ტრანსპორტის, დაბინავების, კვების, გასართობი და თავშეყრის ადგილების მოწესრიგება, კემპინგების მოწყობა.

გარემო პირობები. ჭახათის თემში ეკოლოგიის კუთხით პრობლემურად მიიჩნევა გარემოსა და წყლის დაბინძურება. ნაწილობრივ ეროზიული პროცესების, ღვარცოფი, მაწანწალა და გარეული ცხოველები, ქვეწარმავლები. ადგილობრივ პირობებს არ შეესაბამება ნაპირგამაგრების, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროები და ქარსაცავი ზონები. არაპრიორიტეტულია წყლისგან დაცვა, ზვავისგან დაცვა.

სოციალური სფეროს კუთხით მნიშვნელოვანია ამბულატორიების და ექიმთა მომსახურების, ადგილობრივი სამკურნალო რესურსების, საჯარო სკოლის, კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა. საჭიროებას არ წარმოდგენს აფთიაქის, სპორტსკოლის, სასაფლაოს, მუზეუმის, საბავშვო ბაღის, სოფლის სახლის, ბიბლიოთეკის მოწყობა-მოწესრიგება.

ხალას თემი. ხალას თემში ადგილობრივი პირობებისათვის შეუსაბამო მიმართულებაა სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშვებელი სწარმოების განვითარება. ასევე ტურიზმი, ვაჭრობა და სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულებები. დადებითადაა შეფასებული ენერგეტიკის მხრივ არსებული ვითრება. უარყოფითადაა შეფასებული სოფლის მეურნეობის მდგომარეობა.

ხალას თემში პრიორიტეტულად მიიჩნევა სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების და ინფრასტრუქტურის განვითარება. ასევე მემცენარეობის, ტურიზმის, სოციალური სფეროს განვითრება.

ხალას თემში ჩატარებული გამოკითხვის თავისებურების გამო რთულია მკაფიო პრიორიტეტების გამოკვეთა. მიიჩნევა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშვებელი საწარმოს არსებობა არ შეესაბამება ადგილობრივ პირობებს, თუმცა მისი განვითრება უმთვრესი პრიორიტეტეტია. ინფრასტრუქტურის მდგომარეობა უარყოფითადაა შეფასებული, თუმცა განვითარება პრიორიტეტულად მიიჩნევა. სოფლის მეურნეობის მდგომარეობა უარყოფითადაა შეფასებული, თუმცა მემცენარეობის განვითარება სასურველ დარგს წარმოდგენს. მნიშვნელოვანია ტურზიმის და სოციალური სფეროს განვითარება, რომელთა დღევანდელი მდგომარეობა, თუმცა ტურიზმის ადგილობრივი პირობებისათვის ნაკლებად შესაბამის დარგს წარმოდგენს, სოციალური სფერო კი ამჟამდ ნეიტრალურად დადებითად ფასდება.

ეკონომიკა და რესურსები. ხალას თემში როგორც ინდივიდუალური, ისე ფერმერული მეურნეობების განვითარება თანაბრად პრიორიტეტულია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სპეცრესურსებისა და სპეცტექნიკის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ტყის ფონდის სარგებლობის გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურულად საყურადღბოა ინტერნეტმომსახურების, სანაგვე ურნების მოწესრიგება. ასევე ადგილზე წარმოებული პროდუქციის დაბინავებისა და გავრცელების ხელშეწყობა. არაპრიორიტეტულია წყლის ტრანსპორტი, სატრანსპორტო სისტემების განვითარება.

სოფლის მეურნეობის დარგებს შორის გამოიყოფა ციტრუსის, სუბტროპიკული კულტურების წარმოება. არაპრიორიტეტულია მარცვლეულის, სოკოს, მეცხოველეობის ალტერნატიული დარგების, კვერცხისა და ფრინველის მოშენება-წარმეობა.

ინფრასტრუქტურის მხრივ ხალას თემში მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირის, გარე განათების, სტიქიური მოვლენების დროს პრობლემების გადაჭრის, ინტერნეტმომსახურების და გზების მოწესრიგება გამაგრების სამუშაოები. ადგილობრივ პირობებში არაა საჭირო შუქნიშნების და მრავალბიბნიანი სახლების პრობლემის გადაჭღა. არაპრიორიტეტულია კანალიზაციის, ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტელერადიო სიგნალების პრობლემების მოგვარება.

სოციალური სფერო. ხალას თემში სოციალური სფეროს კუთხით მნიშვნელოვანია კულტურის სახლის, სორტული მოედნის, ამბულატორიის, ექიმთ მომსახურების, საჯარო სკოლის და საბავშვო ბაღის მოწესრიგება-გაუმჯობესება. საჭიროებას არ წარმოადგენს მუზეუმის, ადგილობრივი სამკურნალო რესურსების და სოფლსი სახლის მოწესრიგება–გაუმჯობესება. არაპრიორიტეტულია სასმელი წყლის, სპორტული სკოლის, კულტურული ღონისძიებების მხრივ არსებული მდგომარეობა.

ტურიზმის მიმართულებით როგორც მისი სახეების, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება ხალას თემში არ მიიჩნევა სასურველად.

გარემო პირობები. ხალას თემისათვის პრიორიტეტულია ნაპირგამაგრება. შედარებით ნაკლებად გარემოსა და წყლის დაბინძურება, წყლისგან დაცვა. სხვა პრობლემები თემში არაპრიორიტეტულად მიიჩნევა.

ხუცუბნის თემი

ხუცუბნის თემში გამოკვეთილად დადებითადაა შეფასებული ენერგეტიკის სფერო. ადგილობრივი პირობებისათვის არასასურველ მიმართულებებს წარმოადგენს – ტურიზმი, ვაჭრობა, სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულება. ასევე ეკოლოგია და კულტურის სფერო. უარყოფითად შეფასებულია სოფლის მეურნეობის, სოციალური სფეროს და განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მხრივ არსებული ვითარება.

ხუცუბნის თემში სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართლება არ შეესაბამება ადგილობრივ ინტერესებს. მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევა სოფლის მეურნების პროდუქციის გადამამუშავებელი დარგების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ასევე საყურადღებოდ მიიჩნევა სოფლის მეურნებოს დარგების – მემცენარეობა, სუბტროპიკული კულტურები და მეხილეობა. სოციალური სფერო ასევე საყურადღებო სფეროდაა მიჩნეული. არაპრიორიტეტულია ენერგეტიკის, მეცხოველეობის, ტურიზმის, ვაჭორიბს, ეკოლოგიის და კულტურის მიმართულებები.

ხუცუბნის თემში გამოკვეთილია სამი პრიორიტეტი – სოფლის მეურნეობა, რომლის ამჟამინდელი მდგომარეობა უარყოფითადაა შეფასებული, ხოლო მისი ცალკეული დარგის განვითარება (სოფლის მეურნების პროდუქციის გადამამუშავებელი დარგები, მემცენარეობა, სუბტროპიკული კულტურები და მეხილეობა) პრიორიტეტულია; სოციალური სფეროსა და ინფრასტრუქტურის მდგომარებოა უარყოფითადაა შეფასებული და მისი განვითარება პრიორიტეტულად მიიჩნევა. დადებითადაა შეფასებული ენერგეტიკის სფეროში არსებული ვითარება და მისი განვითრება არ მიიჩნევა პრიორიტეტულად. ადგილობრივი პირობებისათვის შეუსაბამო დარგებად მიიჩნევა ტურიზმი, ვაჭრობა, სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულება, ეკოლოგია და კულტურის სფერო.

ეკონომიკა და რესურსები. ხუცუბნის თემში პრიორიტეტულია ინდივიდუალური სოფლის მეურნეობის განვითარება. ამ მიმართულების სასურველი სპეცტექნიკის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ასევე სათესლე მასალის, ქიმიკატების და საძოვრების ხელმისაწვდომობის გაზრდა. შესაბამისი ინფრასტრუქტურა ადგილზე წარმოებული პროდუქციის შენახვა-გავრცელება-გაყიდვის მოწესრიგება, ინტერნეტმომსახურების და სანდასუფთავება-სანაგვე ურნების გაუმჯობესებას საჭიროებს. სხვა მიმართულებები არაპრიორიტეტულია.

სოფლის მეურნეობის დარგებს შორის გამოკვეთილია სათბურებისა და ციტრუსების მოშენების ხელშეწყობა, ასევე სუბტროპიკული კულტურების წარმოება. სხვა დარგები არაპრიორიტეტულადაა მიჩნეული.

სოციალური სფეროს კუთხით პრიორიტეტულია საჯარო სკოლის მოწესრიგება. ასევე სპორტული მოედნის, საბავშვო ბაღის, სასაფლაოს მოწესრიგება. ადგილობრივი პირობებისათვის საჭიროდ არ მიიჩნევა სახანძროს, აფთიაქის, ადგილობრივი სამკურნალო რესურსების, მუზეუმის, სოფლის სახლის, ბიბლიოთეკის და კულტურის სფეროს განვითარება.

ინფრასტრუქტურის მხრივ ხუცუბნის თემსი პრიორიტეტულია ბუნებრივი აირის, გარე განათბის, ინტერნეტ მომსახურების მოწესრიგება. ასევე ნაგავსაყრელის მოწესრიგება. ადგილობრივი პრიობებისათვის სეუსაბამო მიმართულებებად მიიჩნევა სტიქიური მოვლენების წინნაღმდეგ ბრძოლის, გზების მოწესრიგების, შუქნიშნების, მრავალბინიანი სახლების პრობლემები. არაპრიორიტეტულია ტრანსორტის, ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებები.

გარემო პირობები. ხუცუბნის ტემში მთვარ პრობლემას მაწანწალა  ან  გარეული  ცხოველები, ქვეწარმავლები წარმოდგენენ. ასევე საყურადღბოა გარემოსა და წყლის დაბინძურების პრობლემა. ადგილობრივ პირობებისათვის შეუსაბამო პრობლემებად მიიჩნევა – ელექტროენერგიის მოპოვების ალტერნატიული წყაროების განვითრება, ეროზიული პროცესები, ღვარცოფი, ზვავისგან დამცავი საშუალებები. არაპრიორიტეტულია წყლისგან დაცვა, ნაპირგამაგრება, ქარსაცავი ზოლები, გამწვანების ზონები.

ტურიზმი. ხუცუბნის თემში არაპრიორიტეტულად მიიჩნევა როგორც ტურიზმის ყველა სახის, ისე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

3-2.2 მიგრაცია

გამოკითხვის ერთ ერთი მიმართულება ეხებოდა მიზნობრივი მიგრაციის საკითხებს.

[pic]

მიგრაციის მხრივ ქობულეთის თემში გამოკითხული მოსახლეობის აზრი შემდეგნაირად განაწილდა: გამოკითხულთა 56% არ გეგმავს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, 22% საცხოვრებლის შეცვლას დროებით (1 ან რამდენიმე წლით გეგმავს), ხოლო 12 % არაუმეტეს 6 თვისა. 10% საცხოვრებელი ადგილის შეცვლას სამუდამოდ გეგმავს.

მიგრაციის მხრივ ქობულეთის თემში გამოკითხული მოსახლეობის აზრი შემდეგნაირად განაწილდა: გამოკითხულთა 56% არ გეგმავს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, 22% საცხოვრებლის შეცვლას დროებით (1 ან რამდენიმე წლით გეგმავს), ხოლო 12 % არაუმეტეს 6 თვისა. 10% საცხოვრებელი ადგილის შეცვლას სამუდამოდ გეგმავს.

[pic]

ქობულეთის თემში გამოკითხული მოსახლეობის 19% შესაძლო მიგრაციის მიზეზად შემოსავლის გაზრდის სურვილს, 17% საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, 12–12% კი ახალ სამსახურში მუშობის დაწყებას და პროფესიით დასაქმებას ასახელებს. 8% ცხოვრების კულტურული და სოციალური პირობებით უკმაყოფილებას მიიჩნევს მიგრაციის შესაძლო მიზეზად.

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic][pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]

[pic]