ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1900
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №1409 განკარგულების საფუძველზე, დარჩენილი ეკონომიის - 40 300 (ორმოცი ათას სამასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს 2016 წლის ივლისის მეორე ნახევარში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2016.
- როდის იქნა მიღებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 16.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1900. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022226.
- სად არის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1900, 16.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022226 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3407695/