სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 16.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1906
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022234
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2016
matsne.gov.ge 355 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბაბილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 07.12.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მზიანი მოსავლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 11.01.2017 მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ საქართველოს კანონი 82% 25.06.2019 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ლა-გვინისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 81% 03.11.2017 საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 10.10.2022

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №1906 2016 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ – საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ – საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (ს/ნ: 211372593). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებ ად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 (ორმოცი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, პროფესიული განვითარების ცენტრის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 16 (თექვსმეტი) ერთეულ მოსასვენებელ ოთახს, ერთ საკონფერენციო დარბაზს, სასადილოს, არანაკლებ 6 (ექვსი) ერთეულ სველ წერტილს, ღია ან დახურული ტიპის 7000 (შვიდი ათასი) კვ.მ ფართის მქონე სპორტულ მოედანს) შექმნის მიზნით გადაცემული უძრავი ქონების რეკონსტრუქცია/რემონტი/აღჭურვა, ასევე ეზოს კეთილმოწყობა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) გადაცემული უძრავი ქონების ან/და მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას) და პროფესიული განვითარების ცენტრის ფუნქციონირების დაწყება; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარის დანახარჯების განხორციელება; დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან 3 (სამი) თვის ვადაში ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ პროფესიული განვითარების ცენტრში არანაკლებ 5 (ხუთი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 5 (ხუთი) წლის ვადით; ე) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიული განვითარების ცენტრის საგანმანათლებლო პროფილით ფუნქციონირება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 49 (ორმოცდაცხრა) წლის განმავლობაში. 3. ა(ა)იპ – საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობებ ის შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანახარჯის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ -მინისტრი                                                                                             გიორგი კვირიკაშვილი