სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მზიანი მოსავლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №13
2017 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მზიანი მოსავლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული 14 (თოთხმეტი) ერთეული, ჯამში – 37.3967 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 279 139 (ორას სამოცდაცხრამეტი ათას ას ოცდაცხრამეტი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „მზიან მოსავალს“ (ს/კ: №405105005).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობის არანაკლებ 80%-ზე ერთწლიანი კულტურ(ებ)ის მოყვანა;
ბ.ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე ან მათ ნაწილზე ინფრასტრუქტურის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) საირიგაციო სისტემას, შიდა გზებს და დამცავი მესრით უზრუნველყოფას) მოწყობა;
ბ.გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში მდებარე 7363 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №80.04.63.567) არანაკლებ 360 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობ(ებ)ის აშენება, აღჭურვა (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) საკვები პროდუქტის გადამამუშავებელი და სამაცივრე დანადგარ(ებ)ით აღჭურვას) და ფუნქციონირების დაწყება;
ბ.დ) ამ პუნქტის „ბ.ა“-„ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 560 000 (ხუთას სამოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:
გ.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების №3 დანართის შესაბამისად;
გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა;
დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვეში, 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 5 (ხუთი) წლის ვადით.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „მზიან მოსავალს“ (ს/კ: №405105005) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №2 დანართში მითითებული 5 (ხუთი) ერთეული, ჯამში – 12.3752 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით –8663 (რვა ათას ექვსას სამოცდასამი) ლარად.
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გადაცემული ქონების სარგებლობის პირობებად განისაზღვროს:
ა) ყოველწლიური საიჯარო ქირის – 8663 (რვა ათას ექვსას სამოცდასამი) ლარის გადახდა ყოველწლიურად;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ბ.ა) ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობის არანაკლებ 80%-ზე ერთწლიანი კულტურ(ებ)ის მოყვანა;
ბ.ბ) ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე ან მათ ნაწილზე ინფრასტრუქტურის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) საირიგაციო სისტემას, შიდა გზებს და დამცავი მესრით უზრუნველყოფას) მოწყობა;
ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“-„ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 140 000 (ას ორმოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების №3 დანართის შესაბამისად;
დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ნაყოფიერების და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.
5. შპს „მზიანი მოსავალი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„ბ“ და მე-4 პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.დ“ და მე-4 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯამური ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მზიანი მოსავლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მზიანი მოსავლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.01.2017.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მზიანი მოსავლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მზიანი მოსავლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 11.01.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022901.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მზიანი მოსავლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.01.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მზიანი მოსავლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №13, 11.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022901 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3549723/