ოქმი საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ

მიღების თარიღი 04.10.2016
ძალაში შესვლა 04.10.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1000/134
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016429
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2016
matsne.gov.ge 199 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.10.2016 მიღება
04.10.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელით პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი  სახელმწიფოს სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 16.02.2019 საქართველოსა და ტონგას სამეფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 18.02.2015 ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სვაზილენდის სამეფოს შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 20.05.2016 ერთობლივი კომუნიკე დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ნამიბიის რესპუბლიკას შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 05.11.2015 ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 12.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმი საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველო და პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი სახელმწიფო, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და პაპუა ახალი გვინეას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას. მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად. მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად. წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია, ქ. კანბერაში, 2016 წლის 4 ოქტომბერს, ინგლისურ ენაზე.       საქართველოს სახელით                                                                                    პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი  სახელმწიფოს სახელით