საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2003
ძალის დაკარგვა 19.10.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №374
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 79, 01/08/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს (საქსტანდარტის) შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 04.11.2004
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს შექმნის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №374
2003 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს შექმნის შესახებ
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრად შესვლის გამო აღებულ ვალდებულებათა შესრულების, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებისა და „საქართველოში შესაბამისობის დადასტურების სისტემის დანერგვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2002 წლის 28 სექტემბრის №75 ბრძანებით განსაზღვრული საქსტანდარტის სისტემის ინსტიტუციონალური მოწყობისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეიქმნას „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ეროვნული ორგანო“.
2. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს“ თანდართული დებულება.
3. საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ. ჯანიკაშვილი):
ა) უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს“ სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ხელმძღვანელის დანიშვნა და „საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე“ ბრძანებულების პროექტის მომზადება;
ბ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელოს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ეროვნული ორგანო (შემდგომში – ორგანო) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „სტანდარტიზაციის შესახებ“, „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქსტანდარტის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო-ნორმატიული აქტებით.
3. ორგანო მოქმედებს კანონმდებლობის დაცვის, პერსონალური პასუხისმგებლობის, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების შენახვისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის პრინციპებით.
4. ორგანოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი, შტამპი და ბლანკიანი ფურცელი.
5. ორგანოს დასახელებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტაციის ეროვნული ორგანო.
6. ორგანოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. №67
მუხლი 2🔗. მიზნები და ფუნქციები
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აკრედიტაციის სამუშაოების ორგანიზება და შესრულება.
2. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმის შემდგომი სრულყოფის, აკრედიტაციის საერთაშორისო წესებთან შესაბამისობაში მოყვანისა და სამამულო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით აკრედიტაციის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის წინადადებათა შემუშავება.
3. ურთიერთანამშრომლობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ სერტიფიკაციის ორგანოების, მეტროლოგიური სამსახურების, საგამოცდო, დამამოწმებელი, საკალიბრო და გამზომი ლაბორატორიების (ცენტრების) აკრედიტაციას.
მუხლი 3🔗. უფლებები და ვალდებულებები
1. აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოს უფლება აქვს:
ა) შეიმუშაოს წინადადებები სერტიფიკაციის ორგანოების, მეტროლოგიური სამსახურების, საგამოცდო, დამამოწმებელი, საკალიბრო, გამზომი, ანალიზური და სხვა ლაბორატორიებისადმი (ცენტრებისადმი) მოთხოვნების, აკრედიტაციის წესებისა და საერთო პროცედურების თაობაზე;
ბ) მოახდინოს პერსონალის ატესტაცია;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასწიოს საკონსულტაციო საქმიანობა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს განაცხადი სასერტიფიკაციო ორგანოების, მეტროლოგიური სამსახურების, საგამოცდო, დამოწმებული, საკალიბრო, გამზომი, და სხვა ლაბორატორიების (ცენტრების) აკრედიტაციაზე;
ე) მოაწყოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და გასცეს დასკვნა;
ვ) შექმნას კომისია და ორგანიზება გაუწიოს ატესტაციის (შემოწმების) მოწყობას;
ზ) აკრედიტაციის დადებითი შედეგების შემთხვევაში გასცეს ატესტატი და წარადგინოს იგი აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში;
თ) მიიღოს მონაწილეობა აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებულ აპელაციების განხილვაში;
ი) სერტიფიკაციის ორგანოების, მეტროლოგიური სამსახურების, საგამოცდო, დამამოწმებელი, საკალიბრო, გამზომი, ლაბორატორიების (ცენტრების) საქმიანობის საინსპექციო კონტროლის შედეგების მიხედვით მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილება;
კ) აწარმოოს აკრედიტებული ობიექტების, სისტემის მონაწილეთა და დოკუმენტების აღრიცხვა და ანალიზი;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოებიდან, მეტროლოგიური სამსახურებიდან, საგამოცდო, დამამოწმებელი, საკალიბრო, გამზომი, ანალიზური და სხვა ლაბორატორიებიდან (ცენტრებიდან) მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
მ) განახორციელოს წინამდებარე დებულებით, აგრეთვე საქსტანდარტის ბრძანებით და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრული უფლებამოსილებანი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
2. აკრედიტაციის ეროვნული ორგანო ვალდებულია:
ა) შეიმუშაოს აკრედიტაციის სახელმწიფო სისტემის განვითარებისა და სრულყოფის წინადადებები;
ბ) მკაცრად დაიცვას თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობა და ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნები;
გ) შეასრულოს მისთვის დაკისრებული ამოცანები და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხი აგოს თავისი ვალდებულებების შესრულებაზე.
მუხლი 4🔗. საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. ორგანოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქსტანდარტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. დირექტორი მოქმედებს დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად, არის ორგანოს წარმომადგენელი რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.
2. ორგანო ქმნის სათათბირო ორგანოს – საბჭოს, რომელიც კოლეგიურად წყვეტს მის წინაშე დასმულ საკითხებს. საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქსტანდარტის თავმჯდომარე.
3. ორგანოს სტრუქტურას ამტკიცებს საქსტანდარტის თავმჯდომარე.
4. ორგანოს დირექტორი დამოუკიდებლად ხსნის ანგარიშებს (ეროვნული, სავალუტო), დებს ხელშეკრულებებს, საქსტანდარტთან შეთანხმებით ამტკიცებს თანამშრომელთა საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს.
5. ორგანოს დირექტორი ორგანიზაციას უწევს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს საქმიანობას, ახორციელებს საკადრო პოლიტიკას, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს.
6. ორგანოს დირექტორი უფლებამოსილია მიავლინოს თანამშრომლები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ სემინარებზე, კოფერენციებსა და პროფესიული დონის ამაღლების კურსებზე.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქსტანდარტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 6🔗. ორგანოს ქონება და დაფინანსება
1. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ორგანოს გადაეცემა განსაზღვრული ქონება – დაფუძნების აქტით.
2. ორგანოს დაფინანსების წყაროს წარმოადგენს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. ორგანოს უფლება აქვს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, საქსტანდარტთან შეთანხმებით განახორციელოს:
ა) სესხის აღება;
ბ) უძრავი ქონების შეძენა;
გ) თავდებობა;
დ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. მე-3 პუნქტის ა) და დ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანს.
2. ორგანოს წლიური ანგარიში მოწმდება საქსტანდარტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.
მუხლი 8🔗. ორგანოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
ორგანოს რეორგანოზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.