საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.10.2016
ძალის დაკარგვა 10.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №180
სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016681
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/10/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 09.02.2022
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№180
2016 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს თანდართული დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საქართველოს მთავარი პროკურატურის
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში - მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას.
2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.
3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
4. სამმართველო ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე.
5. სამმართველოს საქმიანობა წარიმართება საქართველოს პროკურატურის ორგანოებთან და მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები
სამმართველოს ამოცანებია:
ა) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
ბ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა და სასამართლო პროცესების მონიტორინგი;
გ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ პროკურორთა პროფესიული გადამზადების საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და პროკურორებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის პროცესში ხარვეზების თავიდან არიდებისა და საქმის განხილვის ყველა ეტაპზე სახელმწიფო ბრალდების მხარედაჭერის სათანადო სტრატეგიის შემუშავების მიზნით;
ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა;
ვ) მთავარი პროკურორის ან მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ზ) ექვს თვეში ერთხელ მთავარი პროკურორის ან მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
თ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით;
ი) საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
მუხლი 3🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას; აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მხრიდან სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მთავარი პროკურორის, აგრეთვე მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ე) მთავარი პროკურორის ან მისი უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში; აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ვ) მთავარი პროკურორის ან მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით უშუალოდ ახორციელებს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას სისხლის სამართლის საქმეებზე;
ზ) ექვს თვეში ერთხელ მთავარ პროკურორს ან მთავარი პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) მთავარ პროკურორს და მთავარი პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს მიმართავს წინადადებით სამმართველოს მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ი) მთავარ პროკურორს და მთავარი პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს მიმართავს წინადადებით სამმართველოს მუშაკთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ;
კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შუამდგომლობს სამმართველოს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ლ) პასუხისმგებელია სამმართველოსათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ნ) მთავარ პროკურორს ან მთავარი პროკურორის უფლებამოსილ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გაუმჯობესების მიზნით;
ო) იხილავს სამმართველოში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
პ) ასრულებს მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. სამმართველოს მუშაკები
1. სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან სამმართველოს უფროსი პროკურორები, პროკურორები და მრჩევლები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.
2. სამმართველოს მუშაკების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები სამმართველოს ამოცანათა შესაბამისად განისაზღვრება სამმართველოს უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.