სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის გასაფორმებელი ოპერატიულ პარტნიორთა შეთანხმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1946
2016 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის გასაფორმებელი ოპერატიულ პარტნიორთა შეთანხმების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს პროექტის – „მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ (პროექტის კოდი: GCP/GEO/007/EC) განხორციელების თაობაზე“ სსიპ – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის გასაფორმებელი ოპერატიულ პარტნიორთა შეთანხმება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი