ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ - თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1975
2016 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ - თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრს (ს/კ: 404906170) მიეცეთ უფლება, 2016 წლის 15-16 ოქტომბერს, „თბილისობის“ დღესასწაულის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 950 129 (ცხრაას ორმოცდაათი ათას ას ოცდაცხრა) ლარის ფარგლებში, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 დეკემბრის №32-127 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი