საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1995
2016 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამისათვის − „პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება“ (პროგრამული კოდი: 27 01 01), გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, განახორციელოს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეთა უნიფორმის სახელმწიფო შესყიდვა 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი