საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მედიამონიტორინგის მომსახურებისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1655
2017 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მედიამონიტორინგის მომსახურებისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამისათვის − „პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება“ (პროგრამული კოდი: 27 01 01) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განახორციელოს მედიამონიტორინგის მომსახურებისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 20 000 (ოცი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი