„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის ბრძანება №1016/12-3
2016 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 260, 270 და 283.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომერი 201 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ხასაშვილი
დანართი №1
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/ მოქალაქეობა) | ფსევდონიმი(ები, ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო-ფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 201 | სახელები: 1. იაზიდი (YAZID) 2. სუფაატი (SUFAAT) 3. 4. დაბ.თარიღი: 20.01.64 დაბ.ადგილი: ჯოჰორი, მალაიზია (Johor, Malaysia) ეროვნება/მოქალაქეობა: მალაიზიელი | ა) ჯოე (Joe); ბ) აბუ ზუფარი (Abu Zufar). | პასპორტის მონაცემები: №A10472263 პირადი ნომერი: №640120-01-5529 | ტამან ბუკიტ ამპანგი, სელანგორი, მალაიზია (Taman Bukit Ampang, State of Selangor, Malaysia).(ადრეუ-ლი მონაცემებით) ბ) მალაიზია (ციხეში 2013 წლიდან) | 09.09.03 (ცვლილებე-ბი 03.05.04; 01.02.08; 10.08.09; 25.01.10 16.05.11 11.10.16) | Jemaah Islamiyah (JI)-ის დამფუძნებელი (იურიდიულ პირთა სიაში №85), მუშაობდა ალ ქაიდას (იურიდიულ პირთა სიაში №83) ბიოლოგიური იარაღების პროგრამაში, დახმარება გაუწია, ალ-ქაიდას აშშ-ში ორგანიზებულ 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმის მონაწილეებს და ჩართული იყო JI-ის დაბომბვების ოპერაციებში. 2011 წლიდან 2008 წლამდე მალაიზიაში იყო დაჭერილი. 2013 წელს დააკავეს მალაიზიაში და 2016 წლის იანვარში მიუსაჯეს 7- წლიანი პატიმრობა ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის არ მიწოდების გამო. გათავისუფლდება 2020 წლის თებერვალში. უშიშროების საბჭოს 1989 (2011) რეზოლუციის შესაბამისად საქმის გადასინჯვა დასრულებული იქნა 2014 წლის 6 მარტს. ფოტო ხელმისაწვდომია ინტერპოლი – გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალურ განაცხადში ჩასასმელად. |