დმანისის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 18.10.2016
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/10/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 308 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხულოს მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 05.08.2016 ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 24.02.2016 მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 26.02.2016 მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 25.12.2025 პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 05.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №19 2016 წლის 18 ოქტომბერი ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული "მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის" პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენი დამატებით დოკუმენტად განისაზღვროს: შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა სტატუსის მისანიჭებელი პირის მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურების შესახებ. მუხლი 2🔗 დადგინდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე შემდეგი დამატებითი რეგულაციები: ა) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული" მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის: ა.ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ 16 წლამდე არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს კანონიერი წარმომადგენლის განმარტებითი ბარათი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლების წარმოშობის შესახებ და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები; ა.ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოდგენილი ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას დადასტურებული უნდა იყოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ, ბეჭდით და ხელის მოწერით; ა.გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის: რეგისტრატორის თანდასწრებით ხელმოწერილი, ნოტარიულად დამოწმებული ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დამოწმებული განცხადებიდან ერთ-ერთი. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი