საქართველოს მთავრობას, შპს „მედგრუპ ჯორჯიას“, შპს „ერა ჯორჯიასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2114
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022377
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2114

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „მედგრუპ ჯორჯიას“, შპს „ერა ჯორჯიასა“  და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“  შორის დასადები შეთანხმების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „მედგრუპ ჯორჯიას“, შპს „ერა ჯორჯიასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმება, საქართველოს მთავრობას, შპს „მედგრუპ ჯორჯიასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 25 დეკემბერს   დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის  მინისტრმა ილია ელოშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი