შპს „სინემა 13“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 07.10.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2181
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022405
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/10/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.10.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს„ჭეშორასათვის“იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ შპს „საკიშორესათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ლუკა 2010“-ისათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შპს „სინემა 13“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
span.CommentTextChar { }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2181
2016 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „სინემა 13“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „სინემა 13“-ს (ს/კ: №402025991) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 23736 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1; №2; №3; №4; №5 (დანგრეული); №6 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.16.008.059) და 6943 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1; №2; №3 (დანგრეული) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.16.008.039) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 50 (ორმოცდაათი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე პროფესიული (კინოხელოვნების) საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება. ასევე პროფესიული საგანმანათლებლო ობიექტის ეზოს კეთილმოწყობა, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების ან/და მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას და არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობას;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღნაგობის პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღნაგობის პირობის შესრულებიდან არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 40 (ორმოცი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 5 (ხუთი) წლის ვადით;
დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღნაგობის პირობის შესრულებიდან ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული აღნაგობის ვადის განმავლობაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროფილით ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ამავე დაწესებულებაში არანაკლებ 5 (ხუთი) საქართველოს მოქალაქე პროფესიული სტუდენტის საფასურის გარეშე სწავლება;
ე) ამ განკარგულების საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში, სს „თელასთან“ ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც მოიცავს „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრულ შპს „სინემა 13“-ის ვალდებულებ(ებ)ს.
3. შპს „სინემა 13“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აღნაგობის პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 6%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე შპს „სინემა 13“-ის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფენ შესაბამისი განკარგულების პროექტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ინიციირებას - საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარმოდგენას, ამავე უძრავი ქონების შპს „სინემა 13“-ისათვის საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე, იმ პირობით, რომ საპრივატიზებო საფასური განსაზღვრული იქნება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიმართ მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის დამოუკიდებელი ექსპერტის/აუდიტორის მიერ დადგენილი მიწის ნაკვეთის (მასზე აღმართული შენობა-ნაგებობის გარდა) საბაზრო ფასით და სახელმწიფო ქონების შემძენი არანაკლებ 49 (ორმოცდაცხრა) წლის განმავლობაში უზრუნველყოფს გადასაცემი ქონების საგანმანათლებლო პროფილით ფუნქციონირებას.
5. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინიციირება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელდება ამავე განკარგულების საფუძველზე გასაფორმებელი აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი