„საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№413
სარეგისტრაციო კოდი
300.390.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 94, 27/08/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №413

2003 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის („საკანონმდებლო მაცნე“ №13, 02.06.2003წ.) შესაბამისად, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის მოწესრიგების მიზნით, „საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზი-დენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულებაში (სსმ III, №99, 02.10.2002წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 1. ბრძანებულების სათაურში სიტყვის „ექსპორტის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „იმპორტის“ და აღნიშნულის გათვალისწინებით ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“.

2. ბრძანებულების პრეამბულაში სიტყვის „ექსპორტის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „იმპორტის“ და აღნიშნულის გათვალისწინებით ბრძანებულების პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (ტექნოლოგიების, მოწყობილობების, მომსახურების) საექსპორტო კონტროლის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივლისის №424 ბრძანებულების შესაბამისად, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა შემდგომი გადაწყვეტის მიზნით:“.

3. ბრძანებულების მე-4 პუნქტში სიტყვის „ექსპორტის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „იმპორტის“ და აღნიშნულის გათვალისწინებით ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დადგენილი ღონისძიებანი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სახელმწიფო კონტროლის წესების შესრულების უზრუნველსაყოფად“.

4. ა) ბრძანებულებით დამტკიცებული „საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხის“ სათაურის შემდგომ, განმარტების პირველ აბზაცში სიტყვების „კონტროლს და“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მათ ექსპორტსა და რეექსპორტზე“ და აღნიშნულის გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუქად მონიშნულ გრაფებში აღნიშნული პროდუქცია ექვემდებარება საექსპორტო კონტროლს და მათ ექსპორტსა და რეექსპორტზე ნებართვებს გასცემს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო,“;

ბ) განმარტების მე-2 აბზაცში სიტყვის „პროდუქციაზე“ შემდგომ დაემატოს სიტყვები „ექსპორტზე, იმპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე“ და აღნიშნულის გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„O- ვარსკვლავით მონიშნული პროდუქციის ექსპორტზე, იმპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ნებართვებს გასცემს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“;

გ) განმარტებას მე-3 აბზაცად დაემატოს ტექსტი შემდეგი რედაქციით:

„მუქად მოუნიშნავ, თეთრად დარჩენილ გრაფებში განყოფილებების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების დასახელებები მოტანილია მხოლოდ ნუსხით სარგებლობის გასაადვილებლად და არ ექვემდებარება საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს.“.

5. ბრძანებულებით დამტკიცებულ „საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამტკიცდეს თანდართული სახით:

ა) მოეხსნას O- ვარსკვლავი შემდეგ განყოფილებებს, ჯგუფებსა და ქვეჯგუფებს:

8408 10, 8411 11 900, 8411 81, 8525 10 900, 8525 20 900 , 8526 91 900, 8526 92, 8803 90, 8906 00910, 8906 00930, 8906 00 990.

ბ) მოინიშნოს O- ვარსკვლავით შემდეგი განყოფილებები, ჯგუფები და ქვეჯგუფები:

2837 11 000, 2837 19 000, 2844, 2845 10 000, 2845 90 100.

ე. შევარდნაძე