შპს „მალი XXI”–ის საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე შპს „დელტა ინვესტი“)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ 2016 წლის 25 ოქტომბერი
სპეციალისტი:
შპს „მალი XXI”-ის (ს/კ 202463342)
დირექტორი დავით თორაძე , მისამართი: ქ. თბილისი, უ. ჩხეიძის 23
ელ ფოსტა: specialist@mali.ge
სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
| საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M328 |
| უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: შპს „დელტა ინვესტი“ ს/ნ 404902557, მის .: საქართველო, ქ. თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქ. №20, ბინა №43 ფაქტ. მის .: ნავთლუღის ქ. 6/2 ფართი №40, 41, 43 დირექტორი: ვახტანგ რურუა პ.ნ. 01019018293 |
| აუქციონის ჩატარების დრო: 02.11.2016 წლის 12:30 სთ-დან 04.11.2016 წლის 12:30 სთ-მდე |
| აუქციონის ჩატარების ადგილი: eAuction. ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „მალი XXI” |
| უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 668956.78 აშშ დოლარი და 525 ლარი |
| უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი, ქუჩა ნავთლუღი, №6/2, სართული 1, ბინა №42, 169.64 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 01.17.12.010.003.01.042 |
| უძრავი ნივთის აღწერა: ქალაქი თბილისი, ქუჩა ნავთლუღი, №6/2, სართული 1, ბინა №42, 169.64 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 01.17.12.010.003.01.042 |
| გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშ oბა; |
| აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს ; ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით , არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა ; გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს ; დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 5 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი ; ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „მალი XXI” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ. |
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე , წერილობითი ფორმით , სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „მალი XXI”-ის დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირები:
თეონა იასამნიძე
ანა დათუკიშვილი